„ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-02-26
ბიუროს ნომერი 136
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, სსმ, 57, 29/12/2005) შეტანილ იქნეს
შემდეგი სახის ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს ორგანიზებული დანაშაულის, „ქურდული
სამყაროს“ და რეკეტის წინააღმდეგ ბრძოლას და თავიდან აცილებას, აგრეთვე
„ქურდული სამყაროს“ წევრების წინააღმდეგ ბრძოლას კერძო, საზოგადოებრივი
და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად.“.
2. მე-3-მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. „ქურდული სამყარო“,„ქურდული სამყაროს“ საქმიანობა, „ქურდული
სამყაროს“ წევრი, „კანონიერი ქურდი“
1. „ქურდული სამყარო“ – პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც შეთანხმებულია
„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაზე.
2. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა - „ქურდული სამყაროს“ წევრის ან „კანონიერი
ქურდის“ მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომლის მიზანია დაშინებით,
მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, „ქურდული შეკრების/გარჩევის“
გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის
ჩადენით, დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური
გავლენის გამოყენებით ან სხვა უკანონო ქმედებით „ქურდული სამყაროს“
წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ ან სხვა პირისთვის სარგებლის მიღება,
ძალაუფლების ან/და გავლენის მოპოვება.
3. „ქურდული სამყაროს“ წევრი - პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“,
კავშირი აქვს მასთან და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, აგრეთვე,
პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა
აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით
გამოხატავს მზადყოფნას, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობის
შესახებ.
4. „კანონიერი ქურდი“ – პირი, რომელიც ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და
ორგანიზებას უწევს „ქურდულ სამყაროს“ ან „ქურდულ სამყაროსთან“
დაკავშირებულ პირთა გარკვეულ ჯგუფს.
5. „ქურდული გარჩევა“ – „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ მიერ
პირის ქმედების შეფასება ან/და დავის განხილვა/გადაწყვეტა ნებისმიერი ფორმით,
მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით „ქურდული სამყაროს“
საქმიანობის განხორციელების მიზნით.
6. „ქურდული შეკრება“ - ორი ან მეტი პირის შეკრება ან ნებისმიერი ფორმით
დაკავშირება (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით) „ქურდულ
სამყაროში“ პირთა გაწევრიანების ან წევრობის შეწყვეტის ან სტატუსის შეცვლის,
„ქურდული
სამყაროს“
საქმიანობასთან
დაკავშირებული
ფინანსური/მატერიალური რესურსების განკარგვის ან ნებისმიერი სხვა საკითხის
განხილვის/გადაწყვეტის მიზნით.
მუხლი 4. ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი, დაკავშირებული პირი
1. რეკეტირის ან „ქურდული სამყაროს“ წევრის ოჯახის წევრი არის მისი მეუღლე,
არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე რეკეტირთან ან „ქურდული
სამყაროს“ წევრთან მუდმივად მცხოვრები პირი.
2. რეკეტირის ან „ქურდული სამყაროს“ წევრის ახლო ნათესავი არის პირდაპირი
აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და და ძმა, აგრეთვე მშობლისა და
შვილის გერები, მეუღლის და, ძმა და მშობელი.
3. რეკეტირთან ან „ქურდული სამყაროს“ წევრთან დაკავშირებული პირი არის
პირი, რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს
ქონება და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ იგი მიღებულია რეკეტის ან
„ქურდული სამყაროს“ წევრის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად და ამ ქონებით
სარგებლობს რეკეტირი ან „ქურდული სამყაროს“ წევრი.
მუხლი 5. რეკეტული ქონება, „ქურდული სამყაროს“ წევრის ქონება
1. რეკეტული ქონება არის რეკეტიდან მიღებული ქონება, ამ ქონებიდან მიღებული
შემოსავალი, რეკეტიდან მიღებული შემოსავლით შეძენილი ქონება, აგრეთვე
რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, რეკეტირის ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის
ან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული
შემოსავალი,
რომლის
მართლზომიერი
საშუალებებით
მიღების
დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს.
2. „ქურდული სამყაროს“ წევრის ქონება – „ქურდული სამყაროს“ წევრის, მისი
ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან
ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით
მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს.
3. რეკეტული და „ქურდული სამყაროს“ წევრის ქონება ექვემდებარება
ჩამორთმევას და მესამე პირის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილების შემდეგ
გადაეცემა მის კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო კანონიერი მესაკუთრის დადგენის
შეუძლებლობის შემთხვევაში – სახელმწიფოს.
4. რეკეტული და „ქურდული სამყაროს“ წევრის ქონების ჩამორთმევის და
სახელმწიფოსათვის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსით.
მუხლი 6. რეკეტირის, „ქურდული სამყაროს“ წევრისა და „კანონიერი ქურდის“
პასუხისმგებლობა
რეკეტირის, „ქურდული სამყაროს“ წევრისა და „კანონიერი ქურდის“
პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა
საკანონმდებლო აქტებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
2005 წელს „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მნიშვნელოვანი
საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა და დასჯად ქმედებად გამოცხადდა
„ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდობა“.
ორგანიზებული დანაშაულის თანამედროვე ფორმები, მისი წესებისა და
სტრუქტურის ხშირი ცვალებადობა, კანონიერი და უკანონო ქმედებების შერევა,
დანაშაულებრივი საქმიანობის გზების მუდმივი „დახვეწა“, საჭიროებს მოქნილი
ცნებების რეგლამენტირების აუცილებლობას, რომელიც სამართალდამცავ ორგანოს
უფრო ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობას მისცემს. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის
თანამედროვე მიდგომების დანერგვა. პროექტი ეყრდნობა იმ უცხო ქვეყნების (აშშ,
იტალია) გამოცდილებას, რომლებიც გამოირჩევიან ორგანიზებული დანაშაულის
წინააღმდეგ ბროლის ეფექტიანობით და სამართლებრივი ნორმების მოქნილობით.
ა. ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი:
პროექტის მიზანია „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის
ადეკვატური სისხლისსამართლებრივი ინსტრუმენტების ჩამოყალიბება, რათა
უზრუნველყოფილი იქნას „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და
სრულფასოვანი მართლმსაჯულების განხორციელება.
ა. გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტით არსებითად იცვლება „ქურდული სამყაროს“, „ქურდული სამყაროს“
წევრის, „კანონიერი ქურდის“, „ქურდული გარჩევის“ დეფინიციები, ამასთან,
იხვეწება კანონში წარმოდგენილი დეფინიციები და ემატება ისეთი ტერმინები,
როგორიცაა, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა და „ქურდული შეკრება“.
შემოთავაზებული პროექტი შემუშავებულია ორგანიზებული დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე.
საერთაშორისო პრაქტიკა იცნობს ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული პირების
პასუხისგებაში მიცემის ორ ძირითად მოდელს: ა) დანაშაულებრივ
ორგანიზაციაში მონაწილოების მოდელი; ბ) დანაშაულებრივი შეთანხმების
კონცეფცია. პირველი გამოიყენება კონტინენტური სამართლის ქვეყნებში, ხოლო
მეორე გავრცელებულია ანგლო-ამერიკული სამართლის სისტემის ქვეყნებში.
დანაშაულებრივ
ორგანიზაციაში
მონაწილეობის
მოდელის
თანახმად,
ორგანიზებული დაჯგუფება განიმარტება, როგორც ორგანიზებული ერთობა,
რომელიც არსებობს დროის გარკვეულ მონაკვეთში და შედგება არანაკლებ სამი
პირისგან. ამ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს მინიმალური შიდა სტრუქტურა, რაც
გულისხმობს ორგანიზაციის შიგნით როლების დანაწილებას. ამასთან,
ორგანიზებული დაჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულები არ უნდა იყოს
მცირე მნიშვნელობის.
დანაშაულებრივი შეთანხმების კონცეფცია კი გულისხმობს არანაკლებ ორი პირის
მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ შეთანხმებას, რაც ქმნის მომავალში
დანაშაულის ჩადენის შესახებ კოოპერაციის საფუძველს. დანაშაულებრივი
შეთანხმება არ მოითხოვს ჯგუფში რაიმე შიდასტრუქტურის არსებობას და მისი
ფუნქციონირება
დამოკიდებულია
მხოლოდ
შეთანხმების
არსებობაზე.
აღნიშნული მოდელი დანაშაულის მომზადების ეტაპიდან აცხადებს ქმედებას
დასჯადად. შესაბამისად, აღნიშნული მოდელი ამარტივებს ორგანიზებულ
დანაშაულში ჩაბმული პირების პასუხისგებაში მიცემას. მსოფლიო გამოცდილება
აჩვენებს, რომ ის ქვეყნები, რომლებშიც აქტუალურია ორგანიზებული
დანაშაული, პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი ემყარება დანაშაულებრივი
შეთანხმების კონცეფციას, მათ შორისაა, იტალიის ანტიმაფიური კანონმდებლობა
და ამერიკული „რიკოს“ (Racketeer Influenced and Corrupt Organizations Act)
კანონმდებლობა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზებულ დანაშაულთან
ბრძოლის იტალიური გამოცდილება მსოფლიოში მიჩნეულია ორგანიზებულ
დანაშაულთან ბრძოლის საუკეთესო გამოცდილებად. შესაბამისად, აღნიშნული
გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოშიც დასჯადობა დაეფუძნება
დანაშაულებრივი შეთანხმების კონცეფციას.
პროექტის მიხედვით, „ქურდული სამყაროს“ ცნება ყალიბდება დანაშაულებრივი
შეთანხმების მოდელზე დაყრდნობით. პირთა შეთანხმება „ქურდული სამყაროს“
საქმიანობის განხორციელებაზე საკმარისია, რათა პირთა ერთობა მიჩნეული
იქნეს „ქურდულ სამყაროდ“ და აუცილებელი არ არის კონკრეტული
დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. საკმარისია პირთა შეთანხმებული
დანაშაულებრივი განზრახვის არსებობა მომავალში „ქურდული სამყაროს“
საქმიანობის განხორციელებისათვის. მსგავსი მიდგომაა სსკ-ში ბანდიტიზმისა და
ტერორიზმის შემთხვევაშიც.
პროექტით კანონს ემატება „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განმარტება,
რომელშიც გამოყენებულია კანონის მოქმედი ნორმით გათვალისწინებული
„ქურდული სამყაროს“ დეფინიციის ელემენტები. პროექტით განივრცო მუხლში
სანიმუშო ჩამონათვალის სახით არსებული „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის
განხორცილების გზები და დაემატა „ქურდული შეკრების/გარჩევისა“ და
კრიმინალური
გავლენის
გამოყენებით
ზემოაღნიშნული
საქმიანობის
განხორციელების შესაძლებლობაც. ამასთან, თანამედროვე გამოწვევების
გათვალისწინებით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების გზები
აღარ არის ამომწურავი. პროექტის ჩანაწერი „და სხვა უკანონო ქმედებით“
გულისხმობს, ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებას,
რომელიც ემსახურება „ქურდული სამყაროს“ მიზნების მიღწევას.
კანონის მოქმედი რედაქციით „ქურდული სამყაროს“ მიზნად განსაზღვრულია
სარგებლის მიღება, რაც რეალურად ავიწროებს ამ ნორმის გამოყენების ფარგლებს.
„ქურდული სამყარო“ რიგ შემთხვევებში მოქმედებს სამართლიანობისა და სხვა
კეთილშობილური იდეების სახელით. შესაბამისად, ქონებრივი სარგებლის
მიღების მიზანთან ერთად, ემატება ძალაუფლების, გავლენის მოპოვების მიზანი.
არსებითად შეიცვალა „ქურდული სამყაროს“ წევრის განმარტება. პროექტის
თანახმად, პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან
და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, აგრეთვე, პირი, რომელიც
აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად
გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს
მზადყოფნას,
„ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ.
შემოთავაზებულმა ნორმამ აქტიურ წევრობასთან ერთად დასჯად ქმედებად
აღიარა პასიური წევრობაც, რაც „ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლის ერთ-ერთი
საუკეთესო პრაქტიკაა და გამომდინარეობს დანაშაულებრივი შეთანხმების
კონცეფციიდან.
აქტიური წევრობა გულისხმობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში აქტიურ
მონაწილეობას. პასიური წევრობა ნიშნავს „ქურდული სამყაროსადმი“ მიერთებას,
მისი საქმიანობის/აქტივობების განხორციელების გარეშე. პასიური წევრობა ეს
არის პირის მზადყოფნა დანაშაულის ჩადენაზე, პირის ნების დეკლარირება, რომ
მომავალში ჩაიდენს დანაშაულს. დანაშაული დამთავრებულია იმ მომენტიდან,
როდესაც პირი გაწევრიანდება „ქურდულ სამყაროში“. „ქურდული სამყაროში“
შესვლა უკვე საშიში ქმედებაა და მომავალი პოტენციური დანაშაულების ჩადენის
წინაპირობას წარმოადგენს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დასჯადი ხდება არა
სოციალური სტატუსი, არამედ „ქურდული სამყაროსადმი“ (დანაშაულებრივი
ორგანიზაციისადმი)
კუთვნილება.
პირის
„ქურდული
სამყაროსადმი“
კუთვნილება, პასიური წევრობა სახეზეა, როდესაც არსებობს პირსა და „ქურდულ
სამყაროს“ შორის ორმხრივი კავშირი.
„ქურდულ სამყაროსთან“ მიერთების ფაქტის დასჯადობა განპირობებულია იმ
საშიშროებითაც,
რომ
ჯგუფი
აძლიერებს
პირის
ანტისოციალურ
დამოკიდებულებას საზოგადოებისადმი, ასევე ამცირებს პირის პიროვნულ
პასუხისმგებლობას და შესაბამისად ამარტივებს დანაშაულის ჩადენას. პასიური
წევრობის დასჯადობას მთლიანობაში აქვს საგანმანათლებლო, პრევენციული
ეფექტი. ამასთან, საფრთხეებთან ბრძოლა უკეთესი შედეგის მომცემია
საზოგადოებრივი
უსაფრთხოების
უზრუნველყოფისთვის,
აღნიშნული
მნიშვნელოვანია სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად.
პროექტის მიხედვით „ქურდული სამყაროს“ წევრობა გახდა დენადი დანაშაული,
აღნიშნული უწყვეტად ხორციელდება ამ სტატუსის შეძენიდან მის გაუქმებამდე.
დღეს მოქმედი რედაქციით აღნიშნული დანაშაული განგრძობად ხასიათს
ატარებს,
რამდენადაც
სტატუსის
შეძენასთან
ერთად
პასუხისმგებლობის
დაკისრებისთვის მოითხოვს აქტიური მოქმედებების განხორციელებასაც.
„ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის
ლეგალური დეფინიციის მიხედვით, „კანონიერი ქურდი“ არის „ქურდული
სამყაროს წევრი, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების
შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდულ
სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს“.
ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ „კანონიერ ქურდს“ „ქურდული სამყაროს“
მართვასა და ორგანიზებასთან ერთად ასევე მოეთხოვება დააკმაყოფილოს
„ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დადგენილი კრიტერიუმები (მაგალითად,
დანაშაულებრივ საქმიანობაში უშუალო მონაწილოების მიღება). ეს მიდგომა კი
ორგანიზებული დანაშაულის თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით არ
იძლევა ეფექტიანი დევნის განხორციელების საშუალებას. თუ ორგანიზებული
დანაშაულის მეთაურების დასჯადობა დაემყარა მათ მიერ დანაშაულებრივ
საქმიანობაში უშუალო მონაწილოებას, ეს შეუძლებელს გახდის მათ
სისხლისსამართლებრივ დევნას. „კანონიერი ქურდები“ წარმოადგენენ რა
დანაშაულებრივი სამყაროს „ელიტას“, როგორც წესი, უშუალო მონაწილეობას არ
იღებენ დანაშაულების აღსრულებაში. ისინი საკუთარი გავლენისა და
ავტორიტეტის გამოყენებით, ახერხებენ პირთა მართვასა და კრიმინალური
საქმიანობის წარმართვას. პროექტის მიხედვით „კანონიერი ქურდის“
განმარტებიდან ამოღებული იქნა „ქურდული სამყაროს“ წევრობის მოთხოვნა,
ასევე ამოღებული იქნა ისეთი ბუნდოვანი ჩანაწერი, როგორიცაა „ქურდული
სამყაროს სპეციალური წესები“. აღნიშნული ჩანაწერი ვერ აკმაყოფილებს
განჭვრეტადობის პრინციპს,
დაუწერელი წესები.
რამდენადაც
ეს
არის
დროში
ცვალებადი,
პროექტით შეიცვალა „ქურდული გარჩევის“ ცნების განმარტება. მოქმედი
რედაქციით „ქურდული გარჩევა“ არის „ქურდული სამყაროს წევრის მიერ ორ ან
ორზე მეტ პირს შორის არსებული დავის გადაწყვეტა, რომელსაც ახლავს მუქარა,
იძულება, დაშინება ან სხვა უკანონო ქმედება“. თუმცა, პრაქტიკაში „ქურდულ
გარჩევას“ შეიძლება არ ახლდეს მუქარა, იძულება ან დაშინება, რაც ავიწროებდა
ნორმის გამოყენების ფარგლებს. პროექტის თანახმად, „ქურდული გარჩევა“ არის
„ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ მიერ პირის ქმედების
შეფასება ან/და დავის განხილვა/გადაწყვეტა ნებისმიერი ფორმით, მათ შორის,
ელექტრონული
კომუნიკაციის
საშუალებებით
„ქურდული
სამყაროს“
საქმიანობის განხორციელების მიზნით. აღნიშნული განმარტება შესაძლებლობას
იძლევა
„ქურდულ
გარჩევად“
დაკვალიფიცირდეს
არა
მხოლოდ
დავის
გადაწყვეტა, არამედ პირის ქმედების შეფასებაც. ასევე, დავის განხილვა
აუცილებელი არაა წარიმართოს ორ ან მეტ პირს შორის. შესაძლებელია
„ქურდული სამყაროს“ წევრმა განიხილოს მასსა და სხვა ნებისმიერ პირს შორის
წარმოშობილი დავა.
პროექტით გათვალისწინებულია „ქურდული შეკრების“ ცნების შემოტანა.
კერძოდ, „ქურდულ შეკრებად“ ჩაითვლება „ორი ან მეტი პირის შეკრება ან
ნებისმიერი ფორმით დაკავშირება (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის
საშუალებით)
„ქურდულ
სამყაროში“
პირთა
გაწევრიანების
ან
წევრობის
შეწყვეტის ან სტატუსის შეცვლის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან
დაკავშირებული
ფინანსური/მატერიალური
რესურსების
განკარგვის
ან
ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვის/გადაწყვეტის მიზნით.“.
შემოთავაზებული მუხლი საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი „ქურდულ
შეკრებაში“ მონაწილე „კანონიერი ქურდის“, „ქურდული სამყაროს“ წევრის ან
ნებისმიერი სხვა პირის პასუხისგებაში მიცემის შესაძლებლობას იძლევა,
მიუხედავად მათი მოქალაქეობისა და მიუხედავად მათ მიერ საქართველოს
ტერიტორიაზე რაიმე დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისა. ამასთან,
„ქურდული შეკრება“ დასჯადი ხდება არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე
შეკრების შემთხვევაში, არამედ ნებისმიერი ფორმით დაკავშირების შემთხვევაში,
თუ აღნიშნულის მიზანია „ქურდულ სამყაროში“ პირთა გაწევრიანების ან
წევრობის შეწყვეტის ან სტატუსის შეცვლის, ფინანსური/მატერიალური
რესურსების
განკარგვის
ან
„ქურდული
სამყაროს“
საქმიანობასთან
დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვა/გადაწყვეტა.
კანონის პირველ და მე-3-მე-6 მუხლებში ბრჭყალებში ჩაისვა ტერმინები
„ქურდული სამყარო“ და „კანონიერი ქურდი“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს რაიმე სახის გავლენას სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 1. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს ორგანიზებული დანაშაულის, ქურდული
სამყაროს და რეკეტის წინააღმდეგ ბრძოლას და თავიდან აცილებას, აგრეთვე
ქურდული სამყაროს წევრების წინააღმდეგ ბრძოლას კერძო, საზოგადოებრივი და
სახელმწიფო ინტერესების დასაცავად.
მუხლი 3. ქურდული სამყარო, ქურდული სამყაროს წევრი, კანონიერი ქურდი
1. ქურდული სამყარო – პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც მოქმედებს მათ მიერ
დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად და რომლის მიზანია
დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, ქურდული გარჩევის
გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის
ჩადენით ან დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით მისი წევრებისათვის ან სხვა
პირებისათვის სარგებლის მიღება.
2. ქურდული სამყაროს წევრი – ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ
სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების
განსახორციელებლად.
3. ქურდული გარჩევა – ქურდული სამყაროს წევრის მიერ ორ ან ორზე მეტ პირს
შორის არსებული დავის გადაწყვეტა, რომელსაც ახლავს მუქარა, იძულება,
დაშინება ან სხვა უკანონო ქმედება.
4. კანონიერი ქურდი – ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც ქურდული სამყაროს
სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და
ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს.
მუხლი 4. ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი, დაკავშირებული პირი
1. რეკეტირის ან ქურდული სამყაროს წევრის ოჯახის წევრი არის მისი მეუღლე,
არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე რეკეტირთან ან ქურდული სამყაროს
წევრთან მუდმივად მცხოვრები პირი.
2. რეკეტირის ან ქურდული სამყაროს წევრის ახლო ნათესავი არის პირდაპირი
აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და და ძმა, აგრეთვე მშობლისა და
შვილის გერები, მეუღლის და, ძმა და მშობელი.
3. რეკეტირთან ან ქურდული სამყაროს წევრთან დაკავშირებული პირი არის პირი,
რომელსაც იურიდიული დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრებაში აქვს ქონება
და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ იგი მიღებულია რეკეტის ან
ქურდული სამყაროს წევრის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად და ამ ქონებით
სარგებლობს რეკეტირი ან ქურდული სამყაროს წევრი.
მუხლი 5. რეკეტული ქონება, ქურდული სამყაროს წევრის ქონება
1. რეკეტული ქონება არის რეკეტიდან მიღებული ქონება, ამ ქონებიდან მიღებული
შემოსავალი, რეკეტიდან მიღებული შემოსავლით შეძენილი ქონება, აგრეთვე
რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, რეკეტირის ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის
ან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან ქონებიდან მიღებული
შემოსავალი,
რომლის
მართლზომიერი
საშუალებებით
მიღების
დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს.
2. ქურდული სამყაროს წევრის ქონება – ქურდული სამყაროს წევრის, მისი ოჯახის
წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის შემოსავალი, ქონება ან
ქონებიდან მიღებული შემოსავალი, რომლის მართლზომიერი საშუალებებით
მიღების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა მტკიცებულება არ არსებობს.
3. რეკეტული და ქურდული სამყაროს წევრის ქონება ექვემდებარება ჩამორთმევას
და მესამე პირის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილების შემდეგ გადაეცემა მის
კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო კანონიერი მესაკუთრის დადგენის შეუძლებლობის
შემთხვევაში – სახელმწიფოს.
4. რეკეტული და ქურდული სამყაროს წევრის ქონების ჩამორთმევის და
სახელმწიფოსათვის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსით.
მუხლი 6. რეკეტირის, ქურდული სამყაროს წევრისა და კანონიერი ქურდის
პასუხისმგებლობა
რეკეტირის,
ქურდული
სამყაროს
წევრისა
და
კანონიერი
ქურდის
პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა
საკანონმდებლო აქტებით.