„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-02-26
ბიუროს ნომერი 136
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„პროკურატურის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №27, 27.10.2008, მუხ. 170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„თ) სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობს რეკეტული
დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის,
ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის,
აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის
„გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და
რეკეტული
ქონების
სახელმწიფოსათვის
გადაცემის
თაობაზე
სამოქალაქო
სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში;“.
2. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. პროკურორის სარჩელი უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და
რეკეტული ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე
პროკურორი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი
წესით და დადგენილ ფარგლებში აღძრავს სარჩელს თანამდებობის პირის,
„ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების
გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194‐ე
მუხლის მე‐3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის ქონებისა და
რეკეტული ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მიღების
მიზეზია
„სისხლის
სამართლის
კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის თანახმადაც
ცნებები - „ქურდული სამყარო“ და „კანონიერი ქურდი“
აღნიშნული
ტერმინები
არ
წარმოადგენს
იურდიულ
- მოექცა ბრჭყალში.
ცნებებს.
შესაბამისად,
სუბკულტურაში დამკვიდრებული ტერმინების ნორმატიულ დონეზე გამოყენება
მოითხოვს ბრჭყალს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს
კანონის
„სისხლის
სამართლის
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა. გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
პროექტის თანახმად, „პროკურატურის
შესახებ“
მოხსენიებული ტერმინი - ქურდული სამყაროს წევრი - მოექცა ბრჭყალში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
მიიღეს
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 3. პროკურატურის ამოცანები
1. პროკურატურა კანონით დადგენილი წესით:
ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;
ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საპროცესო
ხელმძღვანელობას გამოძიების სტადიაზე;
გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს
გამოძიებას;
დ) ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას ოპერატიულსამძებრო ორგანოების საქმიანობისას;
ე) ამოწმებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და
ასრულებს საპროცესო მოვალეობებს დაკავების ადგილებსა და პენიტენციურ და სხვა
დაწესებულებებში, რომლებიც სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა
იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს აღასრულებენ;
ვ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს, როგორც
მხარე, და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას;
ზ) კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას;
თ)
სახელმწიფოს
სახელით,
როგორც
მოსარჩელე,
მონაწილეობს
რეკეტული
დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის,
ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის,
აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის
„გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და
რეკეტული
ქონების
სახელმწიფოსათვის
გადაცემის
თაობაზე
სამოქალაქო
სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიულსამძებრო საქმიანობას.
2. აკრძალულია პროკურატურისათვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც
გათვალისწინებული არ არის საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა
საკანონმდებლო აქტებით.
მუხლი 20. პროკურორის სარჩელი უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და
რეკეტული ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე
პროკურორი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი
წესით და დადგენილ ფარგლებში აღძრავს სარჩელს თანამდებობის პირის, ქურდული
სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების
ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194‐ე მუხლის მე‐3
ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის ქონებისა და რეკეტული ქონების
ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე.