„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.02.2018
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/172/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-02-26
ბიუროს ნომერი 136

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 2231 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2231. „ქურდული სამყაროს“ წევრობა, „კანონიერი ქურდობა“ 1. „ქურდული სამყაროს“ წევრობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ. 2. „კანონიერი ქურდობა“, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ. შენიშვნა: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს და მისი საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშულის ჩამდენი პირის ვინაობა, ან/და მისი უშუალო ხელშეწყობით შეიქმნა ასეთი დანაშაულის გახსნისათვის არსებითი პირობები, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო.“. 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2232-2234 მუხლები: „მუხლი 2232. „ქურდული შეკრების“ ორგანიზება ან მასში მონაწილეობა 1. „ქურდული შეკრების“ ორგანიზება ან მასში მონაწილეობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ. 2. იგივე ქმედება ჩადენილი „კანონიერი ქურდის“ მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ. მუხლი 2233. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა 1. ნებისმიერი ქმედება ჩადენილი პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და სურდა ან უშვებდა, რომ თავისი აქტიური ქმედებით ხელს უწყობდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ. 2. იგივე ქმედება ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს არ წარმოადგენს „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის ან/და „კანონიერი ქურდისთვის“ საკვების, ტანსაცმლის, რელიგიური დანიშნულების საგნის გადაცემა ან პირის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის აუცილებელი ქმედების განხორციელება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული/სამსახურებრივი მოვალეობის/საქმიანობის შესრულება. 2. ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით „ქურდული სამყაროს“ ან „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ საჯაროდ მხარდაჭერა ამ მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენს იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმნის „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. 3. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს და მისი საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშულის ჩამდენი პირის ვინაობა, ან/და მისი უშუალო ხელშეწყობით შეიქმნა ასეთი დანაშაულის გახსნისათვის არსებითი პირობები, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“. მუხლი 2234. „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა 1. პირის მიერ „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა „ქურდული გარჩევის“, ან მის ან სხვა პირის სასარგებლოდ ნებისმიერ პირზე ან ნებისმიერი პირის გადაწყვეტილების მიღებაზე არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენის მიზნით, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ მიერ რაიმე ქმედება ან/და დადგა თუ არა ამ პირისთვის სასურველი შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ. 2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ. შენიშვნა: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს და მისი საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშულის ჩამდენი პირის ვინაობა, ან/და მისი უშუალო ხელშეწყობით შეიქმნა ასეთი დანაშაულის გახსნისათვის არსებითი პირობები, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: 2005 წელს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. აღნიშნული ცვლილებების შედეგად ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლამ პოზიტიური შედეგი გამოიღო, თუმცა, მოცემულ ეტაპზე სამართალდამცავი სისტემა კვლავ დადგა ახალი გამოწვევების წინაშე, რომელთა დასაძლევად აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმართვა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების მოქმედი რედაქცია ვერ ფარავს ყველა იმ ქმედებას, რომელთან ბრძოლასაც ემსახურებოდა თავის დროზე ამ დანაშაულების საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტაცია. გამოიკვეთა იმგვარი ნორმების ჩამოყალიბების აუცილებლობა, მათ შორის, ცნებების დონეზე, რომელიც უპასუხებს ორგანიზებული დანაშაულის თანამედროვე ტენდენციებსა და გამოწვევებს. აღსანიშნავია, რომ „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში კანონმდებლობის ჩამოყალიბება გარკვეულ გამოწვევას წარმოადგენს სისხლის სამართლის დარგისთვის. კლასიკური სისხლისსამართლებრივი დოგმატიკის თანახმად, სისხლის სამართალი არის ქმედების სამართალი. ამ დოგმატიკის მკაცრად დაცვის შემთხვევაში, კონკრეტულად უნდა გაიწეროს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან და „ქურდული სამყაროს“ წევრობასთან დაკავშირებული დანაშაულების ობიექტური და სუბიექტური მხარე, სახეზე უნდა იყოს ამომწურავი ქმედებების ჩამონათვალი. თუმცა, „ქურდული სამყაროს“ წესების, მეთოდებისა და შესაძლებლობების მუდმივი „დახვეწისა“ და „განვითარების“ პირობებში, რთულია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის აქტივობების წინასწარ დადგენა. შესაბამისად, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საჭიროა, შედარებით ფართო შინაარსის, მოქნილი კონსტრუქციის მქონე ნორმები, რომელიც ქმედებების ფართო სპექტრის დაფარვის შესაძლებლობას იძლევა. „ქურდული სამყაროს“ დანაშაულებრივი საქმიანობის უმნიშვნელოვანეს თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ამგვარი დანაშაულის განხორციელება რომელიმე კონკრეტული სამართალდარღვევის მასშტაბით არ შემოიფარგლება, არამედ ზოგადად სამართლებრივ სისტემასა და სახელმწიფოზე „თავდასხმას“ გულისხმობს. ეს არის „სახელმწიფო სახელმწიფოში“, თავისი წესებით, მართლმსაჯულების სისტემითა და აღსრულების აპარატით, რაც ასუსტებს სახელმწიფოს და არყევს მის სამართლებრივ საფუძვლებს. შესაბამისად, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მეტად საშიში ბუნების გამო, აუცილებელია, მისი ადრეულ ეტაპზე აღკვეთა და იმგვარი სისხლისსამართლებრივი ნორმების შემოღება, რომელიც მომზადების სტადიისა და დანაშაულებრივი შეთანხმებების დამთავრებულ დანაშაულად გამოცხადებას მოახდენს, რაც სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელ ორგანოებს „ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლის პროცესში დანაშაულის ადრეულ სტადიაზევე ინტერვენციის შესაძლებლობას მისცემს. პროექტის შემუშავების მიზეზია საკანონმდებლო ნორმების დახვეწის აუცილებლობა, რათა უფრო ეფექტიანი და ქმედითი გახდეს ბრძოლა „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ. ა. ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი: პროექტის მიზანია „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის ადეკვატური სისხლის სამართლებრივი ინსტრუმენტების ჩამოყალიბება, რათა ხელი შეეწყოს „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას და სრულფასოვანი მართლმსაჯულების განხორციელებას. ა. გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:  არსებული სამართლებრივი კონსტრუქციით სისხლის სამართლის კოდექსში (სსკ) მოცემულია „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდობის“ ბლანკეტური ნორმები, რომელთა შინაარსიც განსაზღვრულია „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონით. პროექტის 2231 მუხლი მოცემულ ბლანკეტურ ნორმებში გვთავაზობს რამდენიმე სიახლეს. პირველ რიგში, მოხდა „კანონიერი ქურდობისა“ და „ქურდული სამყაროს“ ბრჭყალებში ჩასმა, რამდენადაც აღნიშნული ტერმინები არ წარმოადგენს იურიდიულ ცნებებს. მოცემულ სუბკულტურაში დამკვიდრებული ტერმინების ნორმატიულ დონეზე გამოყენება მოითხოვს ბრჭყალს. გარდა ამისა, იურიდიული შეუსაბამობაა ცნებების - „ქურდობა“ და „კანონიერება“ - ერთად გამოყენება. „ქურდული დანაშაულისა სამყაროს“ და წევრობის რეკეტის შინაარსი შესახებ“ შეიცვალა საქართველოს „ორგანიზებული კანონში ასახული ცვლილებების შესაბამისად. სიახლეს წარმოადგენს „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის და „კანონიერი ქურდობისთვის“ სანქციის გაზრდა. მკაცრი სანქციის მიზანია, იმ უდიდესი საფრთხის ხაზგასმა, რომელიც უკავშირდება „ქურდული სამყაროს“ წევრობას და „კანონიერ ქურდობას“. ნოვაციას წარმოადგენს შენიშვნის რეგლამენტაცია, რომლის თანახმადაც, პირი გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს და მისი საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშულის ჩამდენი პირის ვინაობა, ან/და მისი უშუალო ხელშეწყობით შეიქმნა ასეთი დანაშაულის გახსნისათვის არსებითი პირობები, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. ამგვარი გადაწყვეტა ხელს უწყობს მოთანამშრომლე მოწმეების არსებობას, რამდენადაც „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ გამოძიების წარმართვისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში ჩართული პირების მხილების თვალსაზრისით, უშუალოდ თვითმხილველი პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.  სსკ-ით ხდება ისეთი ახალი ქმედების კრიმინალიზაცია, როგორიცაა, „ქურდული შეკრების“ ორგანიზება ან მასში მონაწილეობა. ახალი მუხლის უპირველეს რაციონალს წარმოადგენს საქართველოში „კანონიერ ქურდთა“ შეკრების კრიმინალიზაცია და ამ გზით ამ მოვლენის თავიდან აცილება. შემოთავაზებული მუხლი საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილე ნებისმიერი „კანონიერი ქურდის“ პასუხისგებაში მიცემის შესაძლებლობას იძლევა, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა და მიუხედავად მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისა. ამასთან, „ქურდული შეკრება“ განმარტებულია „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში.  პროექტის განსაკუთრებულ სიახლეს წარმოადგენს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის დანაშაულად რეგლამენტაცია. პროექტის 2233 მუხლის თანხმად, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერად მიიჩნევა „ნებისმიერი ქმედება ჩადენილი პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და სურდა ან უშვებდა, რომ თავისი აქტიური ქმედებით ხელს უწყობდა „ქურდული სამყაროს“ მიზნების განხორციელებას.“. პროექტის თანახმად, თუ პირი თავისი ქმედებით ახდენს „ქურდული სამყაროს“ მიზნების ხელშეწყობას, ეს გარემოება ამ პირის მოქმედებას ანიჭებს კრიმინალურ, კანონსაწინააღმდეგო ხასიათს და მას შესაბამის სანქციას უდგენს. მხარდაჭერა შეიძლება გამოიხატოს, როგორც კანონიერი ქმედებების განხორციელებაში, ასევე კანონმდებლობით ექსპლიციტურად კრიმინალიზებულ „საქმიანობაში“. დანაშაულის სუბიექტური მხარის თვალსაზრისით, საკმარისია არაპირდაპირი/ევენტუალური განზრახვა (dolus eventualis) პირის პასუხისგებაში მისაცემად. პირის პასუხისგებაში მისაცემად პირმა მხოლოდ უნდა დაუშვას ის, რომ მისი მატერიალური/ფინანსური თუ ნებისმიერი სხვაგვარი მხარდაჭერა წვლილს შეიტანს შესაბამისი მიღწევაში/განხორციელებაში. „ქურდული სამყაროს“ მიზნების აღნიშნული გადაწყვეტის საფუძველია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის ხასიათი და მასთან დაკავშირებული საფრთხე. „ქურდული სამყაროს“ ნებისმიერი სახით დახმარება ან მათთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა ემსახურება მათი საქმიანობის მხარდაჭერას და შესაბამისი დანაშაულის „არსებობის“ გახანგრძლივებას. შესაბამისად, საჭიროა ყველა იმ გარემოების აღკვეთა, რაც აძლიერებს დანაშაულებრივ სამყაროს. 2233 მუხლი წარმოადგენს თანამონაწილეობის სპეციალურ სახეს. სპეციალურ ნორმად ჩამოყალიბების მიზეზია დანაშაულის საშიშროება და უფრო მკაცრი სანქციის დაწესების საჭიროება, ვიდრე ეს ზოგადი საფუძვლებით შეიძლება განისაზღვროს. მხარდაჭერა, თავისი არსით, შეიძლება იყოს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური. ფიზიკური დახმარება შეიძლება გამოიხატოს მომსახურების, ვალუტის, ფულადი საშუალების, ფასიანი ქაღალდის, ფინანსური მომსახურების, საცხოვრებლის, ყალბი დოკუმენტების ან პირადობის დამადასტურებელი საბუთის, კომუნიკაციის აპარატურის, აღჭურვილობის, იარაღის, სიცოცხლისათვის საშიში ან ფეთქებადი ნივთიერების, სატრანსპორტო საშუალების გადაცემაში. ფსიქოლოგიური დახმარება შეიძლება გამოიხატოს დანაშაულის ჩადენის ხერხების (მაგალითად, სეიფის გაღება, ასაფეთქებლის დამზადება) სწავლებაში, წვრთნაში, საექსპერტო რჩევის ან კონსულტაციის მიცემაში. მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის ან/და „კანონიერი ქურდისთვის“ საკვების, ტანსაცმლის, რელიგიური დანიშნულების საგნის გადაცემა ან პირის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის აუცილებელი ქმედების განხორციელება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული/სამსახურებრივი მოვალეობის/საქმიანობის შესრულება არ წარმოადგენს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერას. იურიდიულ ლიტერატურაში ხშირად განიხილება იურისტების/ადვოკატების საკითხი, რომელთა ვალდებულებას წარმოადგენს დანაშაულებრივი ორგანიზაციების საქმიანობაში ჩართული პირების დაცვა. აღნიშნული არ წარმოადგენს მხარდაჭერას, რამდენადაც კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულება არ ქმნის დანაშაულის შემადგენლობას. თუმცა, თუ საკითხი ეხება ადვოკატის მიერ იარაღის ან აკრძალული ნივთების შეტანას პენიტენციალურ დაწესებულებებში/დაკავების ადგილებში, ან საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას დაკავებული პირებისთვის, აღნიშნული „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაა. შენიშვნაში ასევე დაზუსტდა, რომ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით „ქურდული სამყაროს“ ან „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ საჯაროდ მხარდაჭერა დანაშაულს წარმოადგენს იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმნის „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. აღნიშნული ჩანაწერი სრულ შესაბამისობაშია გამოხატვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტთან, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებთან. მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს „ქურდული სამყაროს“ წევრობა (პასიური წევრობის კონტექსტში) და მხარდაჭერა. „ქურდული სამყაროს“ წევრი აუცილებლად აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და ამასთან, ეს აღიარება ორმხრივ ხასიათს ატარებს, კერძოდ, არამხოლოდ პირი აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, არამედ პირს ასევე აღიარებს „ქურდული სამყაროც“. მხარდაჭერის შემთხვევაში პირი მიზნად არ ისახავს წევრობას და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას, ის მხოლოდ თავისი ქმედებით ეხმარება „ქურდულ სამყაროს“ მიზნების მიღწევაში. მაგალითად, სამარშრუტო ტაქსის მძღოლის მიერ თანხის ან მატერიალური რესურსების გადაცემა, ტრანსპორტით/ბინით უზრუნველყოფა; სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლის მიერ „ქურდული სამყაროს“ წევრის ერთი საკნიდან მეორე საკანში გადაყვანა „ქურდული გარჩევის“ მოწყობის მიზნით ან „ქურდული საერთოს“ (ე. წ. „ობშიაკის“) გადაცემა „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის და ა. შ. ამ მხრივ, გასათვალისწინებელია, ასევე იტალიის ანტიმაფიური კანონმდებლობის გამოცდილება. იტალიაში მაფიის ტიპის ასოციაციები ახერხებენ სხვადასხვა ორგანიზაციებში შეღწევას, რათა ზემოაღნიშნული პირები დაიყოლიონ თანამშრომლობაზე. ამის გამო იტალიის სასამართლოებმა პრაქტიკის შედეგად ჩამოაყალიბეს დანაშაულის ახალი კატეგორია „მაფიის ტიპის ასოციაციების გარე დახმარება“. ეს კატეგორია მოიცავს იმ შემთხვევებს, როდესაც პირი არ არის კრიმინალური ორგანიზაციის წევრი და თავისუფალია ამ ორგანიზაციების გავლენისგან, თუმცა, მიუხედავად ამისა, შეგნებულად და ნებაყოფლობით ეხმარება მაფიას. ამგვარი დახმარებები მნიშვნელოვანია კრიმინალური ასოციაციების გაძლიერებისათვის. სასამართლო პრაქტიკის მიერ ჩამოყალიბებული ნორმა მალევე აისახა კანონმდებლობაში, რამაც არაერთი მაფიასთან მოთანამშრომლე პირის პასუხისგებაში მიცემის შესაძლებლობა მისცა სახელმწიფოს. შემოთავაზებული მუხლი ასევე ითვალისწინებს პირის თანამშრომლობის შემთხვევაში, მისი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საკითხს.  სისხლის სამართლის კოდექსში ხდება ისეთი ახალი ნორმის (მუხლი 2234) რეგლამენტაცია, როგორიცაა, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა. აღნიშნული გულისხმობს „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მფარველობისთვის, მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებისთვის, „ქურდული გარჩევისთვის“ ან ნებისმიერი სხვა მოტივით მიმართვას. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებების საშიშროებას წარმოადგენს სახელმწიფოს ფუნქციების დანაშაულებრივი დაჯგუფებების მიერ მითვისება, მართლმსაჯულებისა და იძულების სახელმწიფოს ექსკლუზიური უფლებამოსილების „ქურდული სამყაროს“ მიერ თვითნებური, უკანონო განხორციელება. პროექტის მოცემული მუხლი ახდენს იმგვარი ქმედების კრიმინალიზაციას, რომელიც ემუქრება მეტად მნიშვნელოვან სამართლებრივ სიკეთეს. ამგვარი ნორმის კანონმდებლობაში განმტკიცება ემსახურება სახელმწიფოებრივი წყობილების, მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას. 2234 მუხლი ასევე ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებას - იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი. აღნიშნულში მოიაზრება „ქურდული სამყაროს“ წევრის მიერ პირის მიმართვაზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება და არამართლზომიერი შედეგის დადგომა, კერძოდ, სანიმუშოდ შეიძლება ჩამოითვალოს იმგვარი ქმედებები, როგორიცაა, პირზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით პირის დაშინება, მუქარა, ცემა ან სხვაგვარი ძალადობის განხორციელება. შემოთავაზებული მუხლი ასევე ითვალისწინებს საგამოძიებო ორგანოებთან პირის თანამშრომლობის შემთხვევაში, მისი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საკითხს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, კოდექსს ემატება 2232-2234 მუხლები, რომლებიც სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას. აღნიშნული თანხის წინასწარ განსაზღვრა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან კოდექსს ემატება 2232-2234 მუხლები, რომლებიც სანქციის სახით ითვალისწინებს დაკავშირებული იქნება თავისუფლებია საპატიმრო განსაზღვრა ამ ეტაპზე შეუძლებელია. აღკვეთას ხარჯებთან. შესაბამისი აღნიშნული ვადებით, თანხის რაც წინასწარ ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა იქონიოს ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, კოდექსს ემატება 2232-2234 მუხლები, რომლებიც სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის და მოსაკრებლის შემოღებას, თუმცა ითვალისწინებს 2232-2234 მუხლებით გათვალისწინებულ სანქციას - ჯარიმას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 2231 . ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა 1. ქურდული სამყაროს წევრობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ. 2. კანონიერი ქურდობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.