„კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.02.2018
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/172/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-02-26
ბიუროს ნომერი 136

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №34, 04.12.2008, მუხ. 215) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის ხელმძღვანელის (ხელმძღვანელების), დამფუძნებლების ან წევრების ტერორისტულ ორგანიზაციასთან (ტერორისტთან), უკანონო შეიარაღებულ ფორმირებასთან ან სხვა დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან (მათ შორის, „ქურდულ სამყაროსთან“) კავშირის შესახებ;“. 2. მე-17 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) პირი, რომლის მიმართაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს ინფორმაცია მისი ტერორისტულ ორგანიზაციასთან (ტერორისტთან), უკანონო შეიარაღებულ ფორმირებასთან ან სხვა დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან (მათ შორის, „ქურდულ სამყაროსთან“) კავშირის შესახებ.“. 3. მე-20 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) პირი, რომლის მიმართაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს ინფორმაცია მისი ტერორისტულ ორგანიზაციასთან (ტერორისტთან), უკანონო შეიარაღებულ ფორმირებასთან ან სხვა დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან (მათ შორის, „ქურდულ სამყაროსთან“) კავშირის შესახებ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია „სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის თანახმადაც ცნებები „ქურდული სამყარო“ და „კანონიერი ქურდი“ მოექცა ბრჭყალებში. აღნიშნული ტერმინები არ წარმოადგენს იურიდიულ ცნებებს. შესაბამისად, სუბკულტურაში დამკვიდრებული ტერმინების ნორმატიულ დონეზე გამოყენება მოითხოვს ბრჭყალს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის „სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. ა. გ) კანონპროექტის ძირითადი არსი პროექტის თანახმად, „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში მოხსენიებული ტერმინი - ქურდული სამყარო - მოექცა ბრჭყალში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც მონაწილეობა კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. საერთაშორისო მიიღეს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 7. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები 1. ლიცენზია არ გაიცემა, თუ: ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და ლიცენზიის მაძიებელმა დადგენილ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი; ბ) ლიცენზიის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს; გ) ლიცენზიის მაძიებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის ლიცენზირებად სფეროში საქმიანობის უფლება; დ) ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის ხელმძღვანელი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-17 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის ხელმძღვანელის (ხელმძღვანელების), დამფუძნებლების ან წევრების ტერორისტულ ორგანიზაციასთან (ტერორისტთან), უკანონო შეიარაღებულ ფორმირებასთან ან სხვა დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან (მათ შორის, ქურდულ სამყაროსთან) კავშირის შესახებ; ვ) ლიცენზია გაუქმდა დაცვითი ორგანიზაციის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო და მისი გაუქმებიდან არ არის გასული 3 წელი. 2. ლიცენზიის გაცემაზე უარი ლიცენზიის მაძიებელმა შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 17. დაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელი დაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს: ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი; ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქრონიკული სნეულება ხელს არ უშლის დაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელობას); გ) (ამოღებულია ‐ 20.03.2015, №3362); დ) საჯარო მოხელე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ე) პირი, რომლის მიმართაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს ინფორმაცია მისი ტერორისტულ ორგანიზაციასთან (ტერორისტთან), უკანონო შეიარაღებულ ფორმირებასთან ან სხვა დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან (მათ შორის, ქურდულ სამყაროსთან) კავშირის შესახებ. მუხლი 20. მცველის საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვები მცველი არ შეიძლება იყოს: ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი; ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, დაცვითი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ქრონიკული სნეულება ხელს არ უშლის აღნიშნული საქმიანობის განხორციელებას); გ) (ამოღებულია ‐ 20.03.2015, №3362); დ) პირი, რომელსაც სასამართლოს განაჩენით ჩამორთმეული აქვს დაცვითი საქმიანობის სფეროში შესაბამისი თანამდებობის დაკავების ან შესაბამისი საქმიანობის უფლება; ე) საჯარო მოხელე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ვ) პირი, რომლის მიმართაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს ინფორმაცია მისი ტერორისტულ ორგანიზაციასთან (ტერორისტთან), უკანონო შეიარაღებულ ფორმირებასთან ან სხვა დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან (მათ შორის, ქურდულ სამყაროსთან) კავშირის შესახებ.