„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 37 ✗ 4
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-26
ბიუროს ნომერი 144
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონის პროექტი
,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“
საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30, 24.06.2005, მუხ. 186)
1) მე-2 მუხლის ,,ჟ1“ და ,,ჟ2“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
სარეკრეაციო ტერიტორია – საქართველოს
ჟ1 ) სპორტული, გამაჯანსაღებელი და
დასახლებული ან/და დაუსახლებელი ტერიტორია, რომლის განვითარების ძირითადი
პოტენციალია სპორტი, ტურიზმი და რეკრეაცია და რომელიც მოიცავს ერთმანეთთან
დაკავშირებულ ბუნებრივ და კულტურულ კომპლექსებს, სპორტული, ტურისტული და
საკურორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადამიანთა
დასვენებისათვის,
მათი
სპორტული
და
რეკრეაციული
მოთხოვნილებების
დასაკმაყოფილებლად, მათ შორის გამწვანებული ტერიტორია, მიწის ნაკვეთი რომლის
ტერიტორიის არანაკლებ 80%-ისა დაკავებულია მცენარეული საფარით, ღია სათამაშო
მოედნით, ბილიკებით ან/და ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი მოპირკეთებული
გრუნტის ზედაპირით, სადაც შესაძლებელია მოწყობილი იყოს დასასვენებელი/გასართობი
ადგილები (პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი), რომლის ფართი აღემატება 50 კვ.მ. მიწის
ნაკვეთს.
ჟ2) სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიებისა და განსაკუთრებული
სამშენებლო რეგულირების ზონების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები –
საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტი, რომელიც არეგულირებს სპორტული,
გამაჯანსაღებელი და
სარეკრეაციო ტერიტორიებზე უძრავი ნივთების განვითარების,
გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესებს;
2) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
სარეკრეაციო რესურსების
ბუნებრივი რესურსებისა და ფასეულობების, მათ შორის,
ეფექტიანი გამოყენება და დაცვა, ა სევე ბუნებრივ გარემოში არსებული
სპორტული
მოედნებისა და კომპლექსების შენარჩუნება და განვითარება.
3) მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
პ) შენარჩუნდეს
ტერიტორიები;
და
განვითარდეს
სპორტული,
გამაჯანსაღებელი
და
სარეკრეაციო
4) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში საჯარო ინტერესებს განეკუთვნება:
ქვეყნის დასახლებებისა და დასახლებათაშორისი ტერიტორიების მდგრადი და უსაფრთხო
განვითარების
პირობების
უზრუნველყოფა,
საინჟინრო
და
სატრანსპორტო
ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება, ბუნებრივი რესურსების, კულტურული და ბუნებრივი
მემკვიდრეობის, სპორტული გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება
და განვითარება. თუ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ღონისძიებები
ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს, უნდა დაისვას მათი შეწყვეტის საკითხი.
5) მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
საქართველოს მთავრობის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილების
საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიის ნაწილებს (გეგმარებით რეგიონებს) ან ცალკეულ
დასახლებებს (მათ ტერიტორიულ ნაწილებს) შეიძლება მიენიჭოს განსაკუთრებული
სივრცით-ტერიტორიული რეგულირების სტატუსი. განსაკუთრებული სამშენებლო
რეგულირების ზონები, სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიები
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
6) მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
ვ) სპორტულ, სარეკრეაციო და საკურორტო ტერიტორიებს;
7) 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
ვ) სპორტულ, სარეკრეაციო და საკურორტო ტერიტორიებს;
8) 26-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
სპორტულ-სარეკრეაციო ტერიტორიებისა და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების
ზონების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებს ამტკიცებს საქართველოს
მთავრობა. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს სპორტულ-სარეკრეაციო
ტერიტორიებისა და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების გამოყენებისა და
განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების განსხვავებული წესი. საქართველოს
მთავრობას უფლება აქვს, მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით
დელეგირება სხვა სახელმწიფო ან თვითმმართველობის ორგანოებზე. ამ შემთხვევაში არ
გამოიყენება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი.
9) 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი და მე-10 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით;
ი) სპორტული, სარეკრეაციო და საკურორტო ტერიტორიებს;
10.
სპორტულ-სარეკრეაციო
ტერიტორიებზე
და
განსაკუთრებული
სამშენებლო
რეგულირების ზონებში მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას ამტკიცებს საქართველოს
მთავრობა. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს სპორტულ-სარეკრეაციო
ტერიტორიებზე
და
განსაკუთრებული
სამშენებლო
რეგულირების
ზონებში
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების განსხვავებული წესი. საქართველოს
მთავრობას უფლება აქვს, მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით
დელეგირება სხვა სახელმწიფო ან თვითმმართველობის ორგანოებზე.
10) 30-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
სპორტულ-სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების
ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს
მთავრობა
უფლებამოსილია
განსაზღვროს
სპორტულ-სარეკრეაციო
ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში განაშენიანების
რეგულირების გეგმის დამტკიცების განსხვავებული წესი. საქართველოს მთავრობას უფლება
აქვს, მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით დელეგირება სხვა
სახელმწიფო ან თვითმმართველობის ორგანოებზე.
11) დაემატოს 361 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 361
საქართველოს მთავრობამ მიიღოს დადგენილებები:
ა) სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიებისა და განსაკუთრებული
სამშენებლო რეგულირების ზონების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები 2018 წლის 31 აგვისტომდე
ბ) სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული
სამშენებლო რეგულირების ზონებში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა - 2018 წლის 31
აგვისტომდე
გ) სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული
სამშენებლო რეგულირების ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმა - 2018 წლის 31
აგვისტომდე.
მუხლი 2
კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ საქართველოს
კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“
ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონის მირების მიზანს წარმოადგენს საქართველოში განსაკუთრებით დიდ ქალაქებში
სპორტული გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის ობიექტების შენარჩუნება და მათთან
დაკავშირებით სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის კონტროლის განხორციელება,
დღეის მდგომარეობით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე აღრიცხულია 550-ზე მეტი
სპორტული ობიექტი, რომელიც საჭიროებს შენარჩუნებას და ასევე განვითარებას ჯანსაღ
გარემოში, სწორედ ამიტომ საკანონმდებლო ცვლილებების მიზანს წარმოადგენს სარეკრიაციო
ტერიტორიებისა და სპორტული ტერიტორიების, ობიექტების ერთ სამართლებრივ რეჟიმში
მოქცევა და ამავე დროს მათი საერთო სივრცეში განვითარების ხელშეწყობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროქტის მიღების მიზანს წარმოადგენს საერთო ჯანსაღის გარემოს შექმნის წახალისება
და არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის შენარჩუნება, ასევე საერთო სივრცეში
სპორტული და სარეკრეაციო ზონების განვითარება.
აღსანიშნავია, ისიც რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ
2013 წლიდან დაიწყო ქვეყნის მასშტაბით არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის
შესწავლა და აღრიცხვა, რომლისთვისაც დაიგეგმა არაერთი მასშტაბური ღონისძიება.
ამავე სამინისტროს მიერ აღრიცხული ობიექტების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაციისა
და ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის 2015 წლიდან, სამინისტრომ „გეოგრაფიკთან“ ერთად
დაიწყო მუშაობა შესაბამისი ვებ-აპლიკაციის შექმნაზე, რომელიც განთავსდა გეოსაინფორმაციო სერვერზე.
მიმდინარე მონაცემებით სულ საქართველოს მასშტაბით 550-მდე სპორტული ობიექტია,
რომელთა შორის დაახლოებით 40% საჭიროებს განახლებასა და რეაბილიტაციას.1
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონი არსებითად აყალიბებს სპორტული ობიექტების ცნებას, და მათი მოწყობის,
შენარჩუნებისა და განვითარების სამართლებრივ საფუძვლებს. კანონში არსებითად იცვლება
სპორტული და გამაჯანსაღებელი ტერიტორიებისა და ობიექტების მიმართ მიდგომა, კერძოდ
აღნიშნული ობიექტები განიხილებიან სარეკრეაციო ტერიტორიებთან ერთად და
წარმოადგენენ იმავე სტანდარტით დაცულ ტერიტორიებს როგიც არის სარეკრეაციო
1
http://sportstat.gov.ge/?pg=objects სპორტის სტატისტიკის ოფიციალური ვებ-გვერდი
ტერიტორიები. ასევე კანონი ითვალისწინებს მთავრობის მიერ შესაბამისი დადგენილების
მიღებას რომლის საფუძვეზეც უნდა განხორციელდეს სპორტული ობიქტების მოწყობა და
განვითარება იმ სივრცეებში რომლებიც დღეის მდგომარებით წარმოადგენენ სპორტულ
ობიექტებს და ასევე სარეკრეაციო ტერიტორიებთან დაკავშირებულ ზონებს, რომლებზეც
შესაძლებელია სპორტული და გამაჯანსაღებელი ობიექტების მოწყობა განვითარება.
კანონპროეტის ძირითად არსს წარმოადგენს ის, რომ ერთ სამართლებრივ რეჟიმში ექცევა
სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორია ობიექტების და მათთან
დაკავშირებული მიდგომა. ასევ გარკვეულწილად ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს
განიცდის დღეს მოქმედი საკანონმდებლო აქტი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინასების წყარო შიძლება იყოს
სახელმწიფო ან მუნიციპალური ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროეტის მიღების შესაძლოა გავლენას ახდენდეს საბიუჯეტო
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროეტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან
საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული
იქნება განახორციელონ სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიების
მოვლასა და განვითარებასთან დაკავშირებული ვალდებულებები. ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე კონკრეტულად რა გავლენას მოახდენს კანონპროექტის მიღება ამ ეტაპზე არ არის
შესაძლებელი, თუმცა კონკრეტული კანონპროექტთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ
დგინდება საკანონმდებლო პრინციპები და ხდება ნორმათა განმარტება, ხოლო მთავრობას
ევალება იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების რეფორმირება, რომელთან
დაკავშირებითაც გამოცემული არსებითად უკვე გამოცემული და შემუშავებულია მის მიერ
გამომდინარე აქედან კანონპროექტს უშუალოდ არაარსებით გავლენა შეიძლება ქონდეს
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ისევე, როგორც მიმდინარე წლის, მომდევნო წლის ბიუჯეტთან
მიმართებით და ასევე მომდევნო საშუალო ვადიანი პერიოდისათვის. აღნიშნული
კანონპროექტით იცვლება ძირითადად შესაბამისი ტერმინის დეფინიცია
და კანონი
ითვალისწინებს გარკვეულ ტექნიკური ცვლილებებს ტერმინოლოგიური თავისებურებიდან
გამომდინარე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
კანონპროეტი არ აქვს მოსალოდნელი ფინასური შედეგები იმ პირებისთვის რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტი
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროეტი არ აწებს გადასახადებს მოსაკრებლებს ან/და სხვა სახის გადასახდელებს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონის პროექტით შედის ცვლილება
,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოსკანონი
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
+
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სივრცითი მოწყობა – ტერიტორიების ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურის
ფორმირებისათვის კანონმდებლობის, ამ დარგის სახელმწიფო და ადგილობრივი
პოლიტიკის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების, ფიზიკური და
იურიდიული პირების მოღვაწეობის ერთობლიობით განსაზღვრული პირობები და
პროცესები;
ბ) ქალაქთმშენებლობა – ქალაქგანვითარება (ურბანული განვითარება); დასახლებათა (მათ
შორის, სასოფლო დასახლებათა) ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურის
ფორმირებისათვის კანონმდებლობის, ამ დარგის სახელმწიფო და ადგილობრივი
პოლიტიკის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების, ფიზიკური და
იურიდიული პირების მოღვაწეობის ერთობლიობით განსაზღვრული პირობები და
პროცესები;
გ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა – საქმიანობა, რომელიც არეგულირებს
დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, მიწათ სარგებლობის, განაშენიანებისა და
კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციის
სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური
ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების
ტერიტორიულ საკითხებს;
დ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის განმახორციელებლები – დაგეგმვაზე
უფლებამოსილი უწყებები, ფიზიკური და იურიდიული პირები;
ე) განსახლება – მოსახლეობის, ეკონომიკური და სხვა სახის აქტივობის გადანაწილება
ქვეყნის,
აფხაზეთისა
და
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკების,
რეგიონის,
მუნიციპალიტეტის, დასახლების ტერიტორიაზე;
ვ) დასახლება – განსახლების განსხვავებული ფორმების (ტიპების) საერთო სახელწოდება
(ქალაქი, დაბა, სოფელი);
ზ) მიწათსარგებლობის დაგეგმვა – საქმიანობა, რომელიც განსაზღვრავს მიწის
(დასახლებათა ტერიტორიების) გამოყენების სახეობას, ინტენსივობას და პირობებს
ზონირების მეთოდით;
თ) გეგმარებითი რეგიონი – ისტორიულ-კულტურული ან/და ეკონომიკური ნიშნით
გაერთიანებული, ან/და სპეციალური სივრცით-ტერიტორიული ამოცანების გადასაწყვეტად
ფორმირებული რაიონების ტერიტორიების ერთობლიობა;
ი) ინფრასტრუქტურა – საინჟინრო-ტექნიკური და სოციალური მომსახურების, ასევე
საკომუნიკაციო ობიექტების, ნაგებობებისა და ქსელების ერთობლიობა;
კ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმები და წესები – დაგეგმვის
უფლებამოსილების მქონე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი
უწყებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ლ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია – ამ კანონით განსაზღვრული
წესით შემუშავებული, შეთანხმებული და დამტკიცებული დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს
ტექსტურ და გრაფიკულ ინფორმაციას;
მ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა – ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი,
რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და
განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და
სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და
განსახლების ტერიტორიულ საკითხებს;
ნ) განაშენიანების რეგულირების გეგმა – ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც
დასახლებათა ტერიტორიებისთვის ადგენს მიწათსარგებლობის ზონებს (ქვეზონებს) ან/და
აზუსტებს ცალკეული გეგმარებითი ერთეულების, განაშენიანების არქიტექტურულგეგმარებით და სივრცით-მოცულობით მახასიათებლებს, შენობების განთავსებას, მათ
გეგმარებით პარამეტრებს; აზუსტებს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და
განვითარების
ქალაქთმშენებლობით
მახასიათებლებს,
რელიეფის
ორგანიზებას,
ტერიტორიების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საინჟინრო და სატრანსპორტო
ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას;
ო) უფლებრივი ზონირება – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დასახლებათა
ტერიტორიების ცალკეული ზონებისათვის სივრცით-ტერიტორიული განვითარების
პირობების დადგენა;
პ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების
ძირითადი დებულებები – დაგეგმვაზე უფლებამოსილი საქართველოს აღმასრულებელი
ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტი;
ჟ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები –
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მიღებული
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის
საფუძველზე არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიებზე უძრავი ნივთების განვითარების,
გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესებს;
ჟ1) სარეკრეაციო ტერიტორია – საქართველოს დასახლებული ან/და დაუსახლებელი
ტერიტორია, რომლის განვითარების ძირითადი პოტენციალია ტურიზმი და რეკრეაცია და
რომელიც მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ ბუნებრივ და კულტურულ კომპლექსებს,
ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებს და შეიძლება გამოყენებულ
იქნეს
ადამიანთა
დასვენებისათვის,
მათი
რეკრეაციული
მოთხოვნილებების
დასაკმაყოფილებლად;
ჟ 2) სარეკრეაციო ტერიტორიებისა და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების
ზონების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები – საქართველოს მთავრობის
ნორმატიული აქტი, რომელიც არეგულირებს სარეკრეაციო ტერიტორიებზე უძრავი ნივთების
განვითარების, გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესებს;
ჟ3) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონა – ამ კანონის მიზნებისათვის,
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად
საქართველოს დედაქალაქის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
დედაქალაქების
ტერიტორიებზე
განსაზღვრული
განსაკუთრებული
სამშენებლო
რეგულირების ზონა;
რ) სივრცით-ტერიტორიული განვითარების რეგლამენტები – ტერიტორიების
გამოყენებისა და განაშენიანების პირობები და მახასიათებლები, რომლებიც დადგენილია
დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების
საფუძველზე;
ს)
მიწათსარგებლობის
ზონის
ტიპი
–
ზონის
ტერიტორიის
გამოყენების
(მიწათსარგებლობის)
სახეობა,
რომელიც
განისაზღვრება
ზონის
ტერიტორიაზე
განთავსებული მიწის ნაკვეთების გამოყენების და ინფრასტრუქტურის სახეობით;
ტ) გეგმარებითი დავალება – დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე საქართველოს
აღმასრულებელი
ხელისუფლების
შესაბამისი
უწყებისა
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მოთხოვნების
ერთობლიობა, რომლებიც ადგენს დაგეგმვის ამოცანებს, პარამეტრებს და ტერიტორიულ
ფარგლებს, აგრეთვე დაგეგმვის და მისი განხორციელების ეკოლოგიურ, ტექნიკურ,
საორგანიზაციო და სხვა პირობებს;
უ) ქალაქთმშენებლობითი კადასტრი (მრავალმიზნობრივი კადასტრი) – საინფორმაციო
სისტემა, რომელიც მოიცავს სივრცით-ტერიტორიული განვითარების რეგლამენტების
მონაცემებს, ინფორმაციას სოციალური, სატრანსპორტო, საინჟინრო და სამრეწველო
ინფრასტრუქტურის, შენობა-ნაგებობების განთავსებისა და მდგომარეობის შესახებ,
ტერიტორიების ეკოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური და სეისმური მდგომარეობის
თაობაზე, აგრეთვე სხვა მონაცემებს, რომლებიც გამოიყენება სივრცით-ტერიტორიული
დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავებისათვის და სივრცით-ტერიტორიული განვითარების
მართვისათვის;
ფ) განაშენიანების სივრცით-გეგმარებითი წყობა – ტერიტორიებისა და განაშენიანებული
გარემოს ჩამოყალიბებული ან/და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით განსაზღვრული
ურთიერთმიმართება, სტრუქტურა და მახასიათებელთა სისტემა;
ქ) განაშენიანებული მიწის ნაკვეთის გამოყენების სახეობა – მიწის ნაკვეთის არსებული ან
ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით განსაზღვრული გამოყენების სახეობა;
ღ) სპეციალური (ზონალური) შეთანხმება – შეთანხმება, რომლის მიღება სავალდებულოა
უძრავ ქონებაში (ობიექტში) ცვლილებების შეტანამდე, ამ ქონების (ობიექტის) ისეთი
გამოყენების შემთხვევაში, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით მოითხოვს სპეციალურ
(ზონალურ) შეთანხმებას;
ყ) უძრავი ქონების (ობიექტის) ამ კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამო გამოყენება – უძრავი
ქონების (ობიექტის) გამოყენების სახეობა, რომელიც არ შედის მოცემული უფლებრივი ზონის
გამოყენების ნებადართულ სახეობათა ჩამონათვალში;
შ) უძრავი ქონების (ობიექტის) გამოყენების სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით
ნებადართული სახეობა – გამოყენების ნებადართული სახეობები, რომლებიც დასახლებათა
ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით და უფლებრივი
ზონირების რუკებით განსაზღვრულია უძრავი ქონებისათვის (ობიექტისათვის), როგორც
შესაბამისი, და რომლებისთვისაც საჭიროა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება;
ჩ) უძრავი ქონების (ობიექტის) გამოყენების ძირითადი ნებადართული სახეობა –
გამოყენების ნებადართული სახეობები, რომლებიც დასახლებათა ტერიტორიების
გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით და უფლებრივი ზონირების
რუკებით განსაზღვრულია უძრავი ქონებისათვის (ობიექტისათვის), როგორც შესაბამისი, და
რომლებისთვისაც არ არის საჭირო სპეციალური (ზონალური) შეთანხმება;
ც) წესების შეუსაბამო მიწის ნაკვეთი – მიწის ნაკვეთი, რომლის გამოყენება, ფართობი ან
ზომები არ შეესაბამება მოცემული უფლებრივი ზონის მოთხოვნებს;
ძ) განაშენიანების რეგულირების ხაზები (წითელი ხაზები) – მიწის ნაკვეთისათვის
(ნაკვეთებისათვის) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტით დადგენილი წარმოსახვითი მიჯნა,
რომლის მიღმაც უნდა განთავსდეს შენობა-ნაგებობები; მიწის ნაკვეთისათვის
(ნაკვეთებისათვის) შეიძლება დადგინდეს ერთი ან რამდენიმე წითელი ხაზი;
წ) განაშენიანების სავალდებულო ხაზები (ლურჯი ხაზები) – მიწის ნაკვეთისათვის
(ნაკვეთებისათვის) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტით დადგენილი წარმოსახვითი მიჯნა,
რომელზედაც
უნდა
განთავსდეს
შენობა-ნაგებობები;
მიწის
ნაკვეთისათვის
(ნაკვეთებისათვის) შეიძლება დადგინდეს ერთი ან რამდენიმე ლურჯი ხაზი;
ჭ) მიწის ნაკვეთი – საკადასტრო ერთეული საზღვრებით (საკადასტრო საზღვარი)
სარგებლობის, მათი განკარგვისა და განვითარებისათვის;
ხ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი – მიწის ნაკვეთის კაპიტალური შენობანაგებობებით დაუფარავი ზედაპირის ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან
მეათედის სიზუსტით;
ჯ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობი – მიწის ნაკვეთის კაპიტალური შენობანაგებობებით დაფარული, განაშენიანებული ზედაპირის ფართობი;
ჰ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი – მიწის ნაკვეთის კაპიტალური შენობანაგებობებით დაფარული, განაშენიანებული ზედაპირის ფართობის შეფარდება მიწის
ნაკვეთის ფართობთან მეათედის სიზუსტით;
ჰ1) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი – მიწის ნაკვეთზე
განთავსებული კაპიტალური შენობა-ნაგებობების სართულების ჯამური ფართობის
შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან მეათედის სიზუსტით;
ჰ2) მიწის ნაკვეთის ფართობი – მიწის ნაკვეთის საზღვრებით შემოფარგლული
ტერიტორიის ორთოგონალური პროექციის ფართობი.
საქართველო ს 2007 წლის 30 მარტის კანონი № 4574 - სსმ I , № 11 10.04.2007 წ., მუხ. 96
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4045 - სსმI,75,27.12.2010 წ., მუხ.467
საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1290 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1972 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
მუხლი 4. კანონის მიზნები და ამოცანები
+
1. ამ კანონის მიზანია დაადგინოს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის
ძირითადი ასპექტები, მათ შორის:
ა) მოსახლეობისათვის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოს
შექმნისათვის;
ბ) ქვეყნის კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური ზრდისათვის;
გ) კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და
განვითარებისათვის;
დ) კავკასიურ, ევროპულ და მსოფლიო სისტემებსა და სტრუქტურებში სრულფასოვანი
ინტეგრაციისათვის.
2. ამ კანონის ამოცანაა:
ა) ტერიტორიებისა და დასახლებათა განვითარება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის
პრინციპებით, რომლებიც ეკონომიკური და სხვა საქმიანობის გარემოზე უარყოფითი
ზემოქმედების მინიმალიზებით, ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური
გამოყენებით უზრუნველყოფს ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის ჯანსაღი
საცხოვრებელი გარემოს არსებობას;
ბ) ქვეყნის ტერიტორიაზე სრულყოფილი, თანაბარი საცხოვრებელი და სამოღვაწეო
გარემოს და პირობების შექმნა („თანაბარი შესაძლებლობების სივრცე“);
გ) დასახლებათა პოლიცენტრული, მრავალფეროვანი და დაბალანსებული განვითარება;
დ)
სოციალურ-ეკონომიკური
განვითარებისათვის
სივრცით-ტერიტორიული
წინაპირობების შექმნა;
ე) ფიზიკური და იურიდიული პირების, ადგილობრივი თვითმმართველობის და
სახელმწიფო ინტერესების ურთიერთშეთანხმება ტერიტორიების გამოყენებისა და
განვითარების საკითხებში;
ვ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება;
ზ) ეკოლოგიური წონასწორობის დაცვა და აღდგენა;
თ) ბუნებრივი რესურსებისა და ფასეულობების, მათ შორის, სარეკრეაციო რესურსების
ეფექტიანი გამოყენება და დაცვა;
ი) დასახლებათა და ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის ფორმირებისათვის
საფუძვლის შექმნა;
კ) დარგობრივი განვითარების პროგრამებისა და დარგობრივი გეგმების ინტეგრაცია
სივრცით-ტერიტორიული განვითარების პოლიტიკასა და გეგმებში.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1972 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
მუხლი 5. სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სახელმძღვანელო პრინციპები
+
1. ქვეყნის მდგრადი განვითარების, მისი კავკასიური, ევროპული და მსოფლიო
ინტეგრაციის უზრუნველყოფისათვის სივრცითი მოწყობა და ქალაქთმშენებლობა
ხორციელდება შემდეგი პრინციპებით:
ა) შეიქმნას დასახლებათა და დაუსახლებელი ტერიტორიების გაწონასწორებული
სტრუქტურა, კერძოდ, ქვეყნის თანაბარი ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სოციალური,
ეკოლოგიური და კულტურული განვითარების ტერიტორიული წინაპირობები;
ბ) განვითარდეს განსახლების დეცენტრალიზებული და პოლიცენტრული სტრუქტურა;
საქმიანობა ტერიტორიების გამოყენებისა და განვითარების თვალსაზრისით იყოს სივრცითტერიტორიულად
კონცენტრირებული
და
განვითარების
ცენტრების
სისტემაზე
ორიენტირებული; დაუსახლებელი ტერიტორიების ათვისებასთან შედარებით უპირატესობა
მიენიჭოს დასახლებათა ტერიტორიების განახლებასა და ინტენსიფიკაციას;
გ) განხორციელდეს რეგიონული და სუბრეგიონული კავშირების გეგმარებითი
უზრუნველყოფა;
დ) შეიქმნას წინაპირობა საბინაო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის;
ე) უზრუნველყოფილ იქნეს ინფრასტრუქტურის შესაბამისობა დასახლებათა და
დაუსახლებელი ტერიტორიების სტრუქტურასთან; ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაცულ
იქნეს პარიტეტულობა კომუნიკაციების ხელმისაწვდომობისა და ინფორმაციის მიღების
თვალსაზრისით;
ვ) დასახლებათა განვითარება ორიენტირებულ იქნეს ინტეგრირებული სატრანსპორტო
სისტემის ჩამოყალიბებაზე; სატრანსპორტო მომსახურების ეფექტიანობა გაიზარდოს
ადეკვატური სატრანსპორტო არტერიებისა და კვანძების შექმნით; პრიორიტეტი მიენიჭოს
საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას;
ზ) უზრუნველყოფილ იქნეს დასახლებათა, მათ შორის, საზოგადოებრივ-საქმიანი
ცენტრების, არქიტექტურულ-გეგმარებითი და მხატვრულ-ესთეტიკური სრულყოფა;
თ) გაიზარდოს ქალაქების კონკურენტუნარიანობა ინვესტიციების მოზიდვის, დასაქმებისა
და მოსახლეობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად;
ი) სასოფლო დასახლებები განვითარდეს ინტენსიურად, ქალაქებთან თანაბარუფლებიანი
და პარტნიორული ურთიერთობის საფუძველზე;
კ) შენარჩუნდეს და განვითარდეს დაუსახლებელი ტერიტორიების სისტემა;
უზრუნველყოფილ იქნეს ნიადაგის, წყლის, ფლორის, ფაუნისა და კლიმატის შენარჩუნება და
დაცვა;
ლ)
მაქსიმალურად
შემსუბუქდეს
ინფრასტრუქტურის
გავლენა
გარემოზე;
ინფრასტრუქტურას ჰქონდეს პოზიტიური ეფექტი იმ ტერიტორიებისათვის, სადაც
განთავსებულია;
მ) ხელი შეეწყოს მოწყვლადი ზონებისა და დეპრესიული რეგიონების გათანაბრებას;
ნ) კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა განხილულ იქნეს, როგორც ქვეყნის
განვითარების ერთ-ერთი საფუძველი;
ო) შენარჩუნდეს ისტორიული და კულტურული კავშირები; კულტურული ლანდშაფტები
მათი დამახასიათებელი ნიშნებით, ისტორიული და ბუნებრივი ძეგლებით;
პ) შენარჩუნდეს და განვითარდეს სარეკრეაციო ტერიტორიები;
ჟ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პროცესში უზრუნველყოფილ იქნეს საჯაროობა;
რ) უზრუნველყოფილ იქნეს სხვადასხვა დარგობრივი გეგმების და დაგეგმვის სხვადასხვა
იერარქიულ დონეებზე შესრულებული გეგმების თავსებადობა;
ს) ტერიტორიის ჯეროვანი განვითარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფის მიზნით
ხელი შეეწყოს სახელმწიფო და კერძო სუბიექტების ინტერესების ურთიერთშეთანხმებას.
2. ქვეყნის ტერიტორიის ცალკეული ნაწილების გამოყენება და განვითარება უნდა
შეესაბამებოდეს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საერთო პირობებსა და
მოთხოვნებს, ასევე მთელი ტერიტორიის გამოყენება და განვითარება უნდა
ითვალისწინებდეს მისი შემადგენელი ნაწილების განვითარების პირობებსა და მოთხოვნებს
(ვერტიკალური და ჰორიზონტალური თანამშრომლობა).
3. სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა
სავალდებულოა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოებისათვის.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1972 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
მუხლი 6. საჯარო და კერძო ინტერესები სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის
სფეროში
+
1. სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში საჯარო ინტერესებს
განეკუთვნება: ქვეყნის დასახლებებისა და დასახლებათაშორისი ტერიტორიების მდგრადი
და უსაფრთხო განვითარების პირობების უზრუნველყოფა, საინჟინრო და სატრანსპორტო
ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება, ბუნებრივი რესურსების, კულტურული და ბუნებრივი
მემკვიდრეობის, სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება და განვითარება. თუ სივრცითი
მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ღონისძიებები ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს,
უნდა დაისვას მათი შეწყვეტის საკითხი.
2. სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში კერძო ინტერესებს
განეკუთვნება: ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინტერესები, დაკავშირებული მათ
საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ობიექტების) სივრცით-ტერიტორიულ
დაგეგმვასთან და განვითარებასთან, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში არსებობასთან.
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა
შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო
ინტერესებს, ხელყოფს სხვათა უფლებებს.
3. სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესში საჯარო და კერძო
ინტერესების
შეთანხმებას
უზრუნველყოფენ
საქართველოს
აღმასრულებელი
ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.
4. სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესში წარმოშობილი სადავო
საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1972 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
მუხლი 13. განსაკუთრებული სივრცით-ტერიტორიული რეგულირების ტერიტორიები და
დასახლებები
+
1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია განისაზღვროს გეგმარებითი
რეგიონები, რომელთა ფორმირება ხდება სპეციალური სივრცით-ტერიტორიული ამოცანების
გადასაწყვეტად. გეგმარებითი რეგიონისთვის შემუშავდება სივრცითი მოწყობის სქემა.
2. გეგმარებითი რეგიონის დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავების, შეთანხმების,
დამტკიცების, მათ შესრულებაზე ზედამხედველობის, მათში ცვლილებებისა და დამატების
შეტანის პროცედურა იგივეა, რაც სახელმწიფო დაგეგმვის დოკუმენტებისთვისაა
დადგენილი.
3. საქართველოს მთავრობის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილების
საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიის ნაწილებს (გეგმარებით რეგიონებს) ან ცალკეულ
დასახლებებს (მათ ტერიტორიულ ნაწილებს) შეიძლება მიენიჭოს განსაკუთრებული
სივრცით-ტერიტორიული რეგულირების სტატუსი. განსაკუთრებული სამშენებლო
რეგულირების ზონები და სარეკრეაციო ტერიტორიები განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით.
4. განსაკუთრებული სივრცით-ტერიტორიული რეგულირების სტატუსის მინიჭების
საფუძველი შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი, ჰუმანიტარული,
ეკონომიკური, ეკოლოგიური, თავდაცვითი, კულტურული ფაქტორები და სტიქიური
მოვლენები.
5. ტერიტორიებისათვის (დასახლებებისათვის), რომლებსაც მიენიჭება განსაკუთრებული
სივრცით-ტერიტორიული რეგულირების სტატუსი, დგინდება სივრცით-ტერიტორიული
განვითარების განსაკუთრებული რეჟიმი.
6. ტერიტორიებზე (დასახლებებში), რომლებსაც მიენიჭება განსაკუთრებული სივრცითტერიტორიული რეგულირების სტატუსი და რომლებზედაც ამ კანონით დაგეგმვის
უფლებამოსილების მქონე უწყებები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოები, განსაკუთრებული რეგულირების სტატუსის მოქმედების
პერიოდში ისინი დაგეგმვას ახორციელებენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების
შესაბამის უწყებასთან შეთანხმებით.
7. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს საქართველოს
მთავრობასთან შეთანხმებით და საქართველოს მთავრობას უფლება აქვთ, ტერიტორიებზე
(დასახლებებში) მნიშვნელოვანი ქალაქთმშენებლობითი, გეგმარებითი, საზოგადოებრივი,
ჰუმანიტარული, ეკონომიკური, თავდაცვითი და კულტურული ამოცანების გადასაწყვეტად
სპეციალური სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადით გამოაცხადონ ტერიტორიების
განვითარების შეზღუდვა.
8.
ტერიტორიების
განვითარების
შეზღუდვის
პერიოდისათვის
დგინდება
ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი.
საქართველო ს 2007 წლის 30 მარტის კანონი № 4574 - სსმ I , № 11 10.04.2007 წ., მუხ. 96
საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1290 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1972 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
მუხლი 18. ქვეყნის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია
+
1. ქვეყნის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის მიზანია სივრცითი
მოწყობის პრინციპების დადგენა ქვეყნის მთელი ტერიტორიისათვის.
2. ქვეყნის სივრცითი მოწყობის გენერალური სქემა შედგება ტექსტური და გრაფიკული
ნაწილებისაგან. გრაფიკული ნაწილის მასშტაბი უნდა იყოს კანონმდებლობის ან/და
გეგმარებითი დავალების შესაბამისი, წარმოდგენილი რუკის (რუკების) სახით და
აკმაყოფილებდეს დადგენილ კარტოგრაფიულ სტანდარტებს.
3. აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სივრცითი მოწყობის სქემა შედგება
ტექსტური და გრაფიკული ნაწილებისაგან. გრაფიკული ნაწილის მასშტაბი უნდა იყოს
კანონმდებლობის ან/და გეგმარებითი დავალების შესაბამისი, წარმოდგენილი რუკის
(რუკების) სახით და აკმაყოფილებდეს დადგენილ კარტოგრაფიულ სტანდარტებს.
4. ქვეყნის სივრცითი მოწყობის გენერალური სქემა განსაზღვრავს ქვეყნის სივრცითტერიტორიულ სტრუქტურას, მათ შორის:
ა) სივრცის კატეგორიებს: ურბანიზებული ტერიტორია, სასოფლო ტერიტორია, ბუნებრივლანდშაფტური ტერიტორია, სპეციალური ტერიტორიები;
ბ) განსახლებისა და დასახლებათა სტრუქტურას და განვითარების ცენტრების იერარქიას;
გ) ძირითად საინჟინრო და სატრანსპორტო კომუნიკაციებს;
დ) ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული განვითარების ძირითად
გეგმარებით ღერძებს;
ე) დასაქმებისა და საცხოვრებლის განვითარების ადგილებს, სუსტად განვითარებული
სტრუქტურის მქონე ტერიტორიებს;
ვ) სარეკრეაციო და საკურორტო ტერიტორიებს;
ზ) ბუნებრივი ლანდშაფტის სტრუქტურის გაუმჯობესების წინაპირობებს;
თ) დაცული ტერიტორიების სისტემას;
ი) სოფლის მეურნეობის განვითარების ტერიტორიებს;
კ) სატყეო მასივის დაცვისა და განვითარების ტერიტორიებს;
ლ) წიაღისეულის მოპოვების ადგილებს;
მ) წყლის ობიექტებს და წყალშემკრებ ტერიტორიებს;
ნ) სხვა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მიზნებისათვის გამოყენებულ ტერიტორიებს;
ო) თავდაცვის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერიტორიებს.
5. ქვეყნის სივრცითი მოწყობის გენერალური სქემა შესაძლოა დაკონკრეტდეს აფხაზეთისა
და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სივრცითი მოწყობის სქემებში და უფრო დაბალი
იერარქიული დონის დაგეგმვის დოკუმენტებში.
6. ქვეყნის სივრცითი მოწყობის გენერალური სქემა, ანდა აფხაზეთის ან აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის სივრცითი მოწყობის სქემა ან მისი ნაწილები შესაძლოა
შედგებოდეს მხოლოდ ტექსტური ნაწილისაგან, თუ მასში მიზნები სათანადოდაა ასახული.
7. დაგეგმვაზე უფლებამოსილი უწყება საჭიროების შემთხვევაში აზუსტებს გეგმების
შინაარსს გეგმარებითი დავალების შედგენით.
მუხლი 22. მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია
+
1. მუნიციპალიტეტის დაგეგმვა არის შუალედური დონე ქვეყნის დაგეგმვისა და
დასახლებათა დაგეგმვის დონეებს შორის.
2. მუნიციპალიტეტის დაგეგმვა, ერთი მხრივ, აკონკრეტებს ქვეყნის დაგეგმვის მთავარ
მიზნებს, მეორე მხრივ კი, მისი ამოცანაა ცალკეული მუნიციპალიტეტების მიერ დაგეგმვის
სფეროში მიღებული გადაწყვეტილებების კოორდინირება ქვეყნის დაგეგმვის მიზნებთან.
3. მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმა შედგება ტექსტური და გრაფიკული
ნაწილებისაგან. გრაფიკული ნაწილის მასშტაბი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის
ან/და გეგმარებითი დავალების შესაბამისი, წარმოდგენილი რუკის (რუკების) სახით და
აკმაყოფილებდეს დადგენილ კარტოგრაფიულ სტანდარტებს.
4. მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმა განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის
სივრცით-ტერიტორიულ სტრუქტურას, მათ შორის:
ა) სივრცის კატეგორიებს: ურბანიზებული ტერიტორია, სასოფლო ტერიტორია, ბუნებრივლანდშაფტური ტერიტორია, სპეციალური ტერიტორიები;
ბ) დასახლებათა სტრუქტურას და განვითარების ცენტრების იერარქიას;
გ) ძირითად საინჟინრო და სატრანსპორტო კომუნიკაციებს;
დ) ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული განვითარების ძირითად
გეგმარებით ღერძებს;
ე) დასაქმებისა და საცხოვრებლის განვითარების ადგილებს, სუსტად განვითარებული
სტრუქტურის მქონე ტერიტორიებს;
ვ) სარეკრეაციო და საკურორტო ტერიტორიებს;
ზ) ბუნებრივი ლანდშაფტის სტრუქტურის გაუმჯობესების წინაპირობებს;
თ) დაცული ტერიტორიების სისტემას;
ი) სოფლის მეურნეობის განვითარების ტერიტორიებს;
კ) სატყეო მასივის დაცვისა და განვითარების ტერიტორიებს;
ლ) წიაღისეულის მოპოვების ადგილებს;
მ) წყლის ობიექტებსა და წყალშემკრებ ტერიტორიებს;
ნ) სხვა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მიზნებისათვის გამოყენებულ ტერიტორიებს;
ო) თავდაცვის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერიტორიებს;
პ) მიწათსარგებლობის ძირითად პრინციპებს.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1972 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
მუხლი 26. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების
ძირითადი დებულებები და წესები
+
1. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების
ძირითადი დებულებებისა და წესების მიზანია მშენებლობისათვის განკუთვნილი მიწის
ნაკვეთების გამოყენებისა და განაშენიანების პირობების დადგენა.
2. მიწის ნაკვეთების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების მიზნით დაგეგმვაზე
უფლებამოსილი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყება
შეიმუშავებს და ამტკიცებს „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების
რეგულირების ძირითად დებულებებს“ (შემდგომში – „განაშენიანების ძირითადი
დებულებები“).
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული „განაშენიანების ძირითადი
დებულებების“ საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი
ორგანოები შეიმუშავებენ და ამტკიცებენ „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და
განაშენიანების რეგულირების წესებს“ (შემდგომ – „განაშენიანების რეგულირების წესები“)
დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების
შესაბამის უწყებასთან შეთანხმებით.
4. ცალკეულ დასახლებათა განაშენიანების რეგულირების წესები არ ცვლის
„განაშენიანების ძირითადი დებულებების“ მოთხოვნებს, თუ ეს არ არის გათვალისწინებული
თვით „განაშენიანების ძირითადი დებულებებით“.
5. „განაშენიანების ძირითადი დებულებებისა“ და „განაშენიანების რეგულირების წესების“
საფუძველზე შემუშავდება მიწათსარგებლობის დაგეგმვის დოკუმენტები და სივრცითტერიტორიული განვითარების რეგლამენტი (ტექსტური ნაწილი).
6. თუ არ მოქმედებს „განაშენიანების რეგულირების წესები“, ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოები
ხელმძღვანელობენ
„განაშენიანების
ძირითადი
დებულებებით“.
7. თუ „განაშენიანების ძირითადი დებულებების“ მოთხოვნები ეწინააღმდეგება
„განაშენიანების რეგულირების წესებს“, უპირატესობა ენიჭება „განაშენიანების ძირითად
დებულებებს“.
8. სარეკრეაციო ტერიტორიებისა და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების
ზონების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებს ამტკიცებს საქართველოს
მთავრობა. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს სარეკრეაციო
ტერიტორიებისა და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების გამოყენებისა და
განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების განსხვავებული წესი. საქართველოს
მთავრობას უფლება აქვს, მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით
დელეგირება სხვა სახელმწიფო ან თვითმმართველობის ორგანოებზე. ამ შემთხვევაში არ
გამოიყენება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი.
საქართველო ს 2007 წლის 30 მარტის კანონი № 4574 - სსმ I , № 11 10.04.2007 წ., მუხ. 96
საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4520 - ვებგვერდი, 15.04.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1290 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1972 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
მუხლი 29. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა
+
1. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მოიცავს დასახლების მთელ ტერიტორიას. მისი
შესრულება სავალდებულოა ყველა სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოსა და დაწესებულებისათვის და სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის
ან ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული
პირისათვის, აგრეთვე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის, თუ
უფლებრივი ზონირების რუკა განსაზღვრავს ამ კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებულ ძირითად პარამეტრებს, და იგი მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
გადაწყვეტილების მიღების საფუძველია.
2. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა შედგება ტექსტური და გრაფიკული
ნაწილებისაგან. გრაფიკული ნაწილის მასშტაბი უნდა იყოს კანონმდებლობის ან/და
გეგმარებითი დავალების შესაბამისი, წარმოდგენილი რუკის (რუკების) სახით და
აკმაყოფილებდეს დადგენილ კარტოგრაფიულ სტანდარტებს.
3. მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში წარმოდგენილია დასახლების სივრცითტერიტორიული განვითარების ზოგადი პრინციპები, რომლებიც საჭიროებისამებრ
ზუსტდება განაშენიანების რეგულირების გეგმებში.
4. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა განსაზღვრავს დასახლების ტერიტორიის
გამოყენებას (მიწათსარგებლობას), გამომდინარე მიწათსარგებლობის ზონის ტიპიდან,
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სტრატეგიისა და შესაძლო განვითარების
გათვალისწინებით, მათ შორის:
ა) სივრცის კატეგორიებს: ურბანიზებული ტერიტორია, სასოფლო ტერიტორია, ბუნებრივლანდშაფტური ტერიტორია, სპეციალური ტერიტორიები;
ბ) დასახლების სტრუქტურას და საზოგადოებრივ-საქმიანი ცენტრების იერარქიას;
გ) ძირითად საინჟინრო და სატრანსპორტო კომუნიკაციებს;
დ) ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული განვითარების ძირითად
გეგმარებით ღერძებს;
ე) დასაქმებისა და საცხოვრებლის განვითარების ადგილებს, სუსტად განვითარებული
სტრუქტურის მქონე ტერიტორიებს;
ვ) სივრცეებს ზელოკალური ტრანსპორტისათვის და ძირითადი ადგილობრივი
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისათვის;
ზ) კომუნალური მომსახურების და ტერიტორიების კეთილმოწყობის ძირითად ასპექტებს;
თ) გამწვანების სისტემას;
ი) სარეკრეაციო და საკურორტო ტერიტორიებს;
კ) ბუნებრივი ლანდშაფტის სტრუქტურის გაუმჯობესების წინაპირობებს;
ლ) დაცული ტერიტორიების სისტემას;
მ) სოფლის მეურნეობის განვითარების ტერიტორიებს;
ნ) სატყეო მასივის დაცვისა და განვითარების ტერიტორიებს;
ო) წიაღისეულის მოპოვების ადგილებს;
პ) წყლის ობიექტებსა და წყალშემკრებ ტერიტორიებს, წყლის რეზერვუარებს, ავზებს;
ჟ) მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მიზნებისათვის გამოყენებულ სხვა ტერიტორიებს;
რ) თავდაცვის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერიტორიებს;
ს) მიწათსარგებლობის პრინციპებს.
5. ტერიტორიული მოთხოვნები ამ მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული ასპექტების
დასაკმაყოფილებლად უნდა აისახოს დასახლების მიწათსარგებლობის ზონებად დაყოფისას.
6. როგორც წესი, გამოიყოფა განაშენიანების შემდეგი ძირითადი ზონები:
ა) საცხოვრებელი ზონა;
ბ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა;
გ) სამრეწველო ზონა;
დ) კომერციულ-სასაწყობო ზონა;
ე) სპეციალური დანიშნულების ზონა.
7. ასევე გამოიყოფა განაშენიანების შემდეგი ზონები:
ა) საინჟინრო ინფრასტრუქტურის ზონა;
ბ) სასოფლო-სამეურნეო ზონა, მათ შორის, სასოფლო დასახლებათა;
გ) გამწვანებული ტერიტორიების ზონა;
დ) წყლის ობიექტების ზონა.
8. დაგეგმვის ამოცანებიდან გამომდინარე, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით,
აღნიშნულ ზონებს შეიძლება დაემატოს სხვა სახის ზონები გეგმარებითი დავალების,
„განაშენიანების ძირითადი დებულებების“, „განაშენიანების რეგულირების წესების“ ან/და
კანონმდებლობის საფუძველზე.
9. მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში გრაფიკულ (კარტოგრაფიულ) ნაწილთან
ერთად შესაძლებელია ტექსტური ნაწილის და დამატებითი რუკების (თემატური
დოკუმენტაციის) არსებობა, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-12 მუხლით და
გამოიყენება გეგმაში მოცემული პირობების დასაზუსტებლად ან/და მუშავდება დარგობრივ
გეგმებში ინტეგრირების მიზნით.
10. სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების
ზონებში მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს სარეკრეაციო ტერიტორიებზე და
განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში მიწათსარგებლობის გენერალური
გეგმის დამტკიცების განსხვავებული წესი. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს,
მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით დელეგირება სხვა სახელმწიფო ან
თვითმმართველობის ორგანოებზე.
საქართველო ს 2007 წლის 30 მარტის კანონი № 4574 - სსმ I , № 11 10.04.2007 წ., მუხ. 96
საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4520 - ვებგვერდი, 15.04.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1290 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1972 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
მუხლი 30. განაშენიანების რეგულირების გეგმა
+
1. განაშენიანების რეგულირების გეგმა მოიცავს დასახლების მთელ ტერიტორიას ან მის
ნაწილებს.
2. განაშენიანების რეგულირების გეგმის შესრულება სავალდებულოა ყველა სახელმწიფო,
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და დაწესებულებისათვის და სახელმწიფოს
მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შექმნილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, აგრეთვე ფიზიკური და კერძო სამართლის
იურიდიული პირებისათვის და იგი მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
გადაწყვეტილების მიღების საფუძველია.
3. განაშენიანების რეგულირების გეგმა შედგება ტექსტური და გრაფიკული ნაწილებისაგან.
გრაფიკული ნაწილის მასშტაბი უნდა იყოს კანონმდებლობის ან/და გეგმარებითი დავალების
შესაბამისი, წარმოდგენილი რუკის (რუკების) სახით და აკმაყოფილებდეს დადგენილ
კარტოგრაფიულ სტანდარტებს.
4. განაშენიანების რეგულირების გეგმაში წარმოდგენილია დასახლების ან მისი ნაწილების
(გეგმარებითი ერთეულების) სივრცით-ტერიტორიული განვითარების პირობები (ფიზიკური,
სივრცით-მოცულობითი, ტექნიკური, საინჟინრო უზრუნველყოფის, კეთილმოწყობის,
ტერიტორიის მოწყობის და სხვა), მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ან
დამოუკიდებლად დაგეგმვისა და განვითარების ამოცანების საფუძველზე, ამ კანონის 29-ე
მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
5. განაშენიანების რეგულირების გეგმა „განაშენიანების ძირითადი დებულებებისა“ და
„განაშენიანების რეგულირების წესების“ საფუძველზე ადგენს მიწათსარგებლობის ზონებს
(ქვეზონებს) და განსაზღვრავს ასეთი ზონებისათვის ამ კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული პარამეტრებიდან ამ გეგმის მიზნებისათვის საჭირო პარამეტრებს.
ამასთანავე,
მიწათსარგებლობის
ზონებისათვის
28-ე
მუხლის
მე-4
პუნქტით
გათვალისწინებული ძირითადი პარამეტრები დგინდება „განაშენიანების ძირითადი
დებულებებითა“ და „განაშენიანების რეგულირების წესებით“ ან შეიძლება შეიცვალოს
არგუმენტირებული საზოგადოებრივი საჭიროების საფუძველზე, ამ კანონის 31-ე მუხლის
მოთხოვნათა შესაბამისად.
6. ზონების ქვეზონებად დაყოფა შეიძლება დადგინდეს გეგმარებითი დავალების,
„განაშენიანების ძირითადი დებულებების“, „განაშენიანების რეგულირების წესების“ ან/და
კანონმდებლობის საფუძველზე.
7. განაშენიანების რეგულირების გეგმაში გრაფიკულ (კარტოგრაფიულ) ნაწილთან ერთად
შესაძლებელია ტექსტური ნაწილის და დამატებითი რუკების (თემატური დოკუმენტაციის)
არსებობა, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-12 მუხლით და გამოიყენება
გეგმაში მოცემული პირობების დასაზუსტებლად ან/და მუშავდება დარგობრივ გეგმებში
ინტეგრირების მიზნით.
8. სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების
ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს სარეკრეაციო ტერიტორიებზე და
განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმის
დამტკიცების განსხვავებული წესი. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მოახდინოს ამ
უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით დელეგირება სხვა სახელმწიფო ან
თვითმმართველობის ორგანოებზე.
9. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
ისტორიული განაშენიანების დაცვისა და განაშენიანების რეგულირების ზონების ფარგლებში
განაშენიანების რეგულირების გეგმის შინაარსთან, მოცულობასა და შემუშავების წესთან
დაკავშირებული დამატებითი პირობები დგინდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“
საქართველოს კანონით.
საქართველო ს 2007 წლის 30 მარტის კანონი № 4574 - სსმ I , № 11 10.04.2007 წ., მუხ. 96
საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4709 - სსმ I, №18 22.05.2007 წ., მუხ.139
საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4520 - ვებგვერდი, 15.04.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1290 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1972 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი
მუხლი 24. სპორტის სფეროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
+
1. სპორტის სფეროს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას შეადგენს ყველა სახის სპორტული და
სპორტულ-გამაჯანსაღებელი
ნაგებობა,
სპორტული
აღჭურვილობა,
ინვენტარი,
მოწყობილობა და სხვა საკუთრება, რომელიც განკუთვნილია სპორტული და სპორტულგამაჯანსაღებელი საქმიანობისათვის.
2. სპორტულ ბაზად ითვლება ობიექტი, რომლის მიზანია სპორტსმენთა წვრთნა და
მოსახლეობის გაჯანსაღება ან რომელიც აკმაყოფილებს სპორტული შეჯიბრებების ჩატარების
მოთხოვნებს.
3. მიწის ნაკვეთის გამოყოფის წესს, რომელზეც განლაგებულია სპორტული ბაზები,
ითვალისწინებს შესაბამისი კანონმდებლობა.
4. დაუშვებელია:
ა) სპორტული ბაზის ფუნქციის შეცვლა საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროსთან და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან
შეუთანხმებლად;
ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების და სასკოლო
დაწესებულებების
მშენებლობა
ან
რეკონსტრუქცია
სპორტული
ობიექტების
გაუთვალისწინებლად;
გ) სპორტული ობიექტების ლიკვიდაცია ან პროფილის შეცვლა სანაცვლო ან ტოლფასი
ობიექტების საექსპლუატაციოდ გადაცემამდე.
5. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო აკონტროლებს სახელმწიფო
სპორტულ ნაგებობათა მიზნობრივად გამოყენებას.
6. საქართველოს სახელმწიფო სპორტულ ბაზებზე ვარჯიშის უპირატესი უფლება ეძლევათ
საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებს.
საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4548 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი № 5377 - ვებგვერდი, 24.06.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 23 მარტის კანონი №504 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1633 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი
მუხლი 264 . მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი
+
1. მშენებლობის (მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის)
ნებართვის I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა, II სტადია –
არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება და III სტადია – მშენებლობის ნებართვის
გაცემა ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
2. მშენებლობის ნებართვის გაცემა და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული
წარმოების სტადიები უნდა განხორციელდეს 60 დღის განმავლობაში.
3. მშენებლობის ნებართვის გაცემის, მათ შორის, გამარტივებულად გაცემის, წესი და
პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
4. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია მშენებლობის ნებართვის
გაცემის წარმოება განახორციელოს ელექტრონული ფორმით.
5. მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის და ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის წესი და პირობები განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით, ხოლო ქალაქ თბილისში − ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტით. დაინტერესებული მხარისათვის
ელექტრონული
ფორმით
გამოცემული
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ელექტრონული ფოსტით ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაცნობას.
6. პირველ და მეორე სტადიებზე დამკვეთი არის განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე
დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობანაგებობების მესაკუთრე/მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს
ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი.
7. მშენებარე ობიექტზე საკუთრების უფლების (უფლებების) რეგისტრაციის შემთხვევაში
დამკვეთი (პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი) არის
მიწის ნაკვეთის თავდაპირველი მესაკუთრე/მოსარგებლე (პირი, რომელზედაც გაიცა
მშენებლობის ნებართვა) ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, თუ მხარეთა შეთანხმებით
სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5093 - ვებგვერდი, 03.11.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1975 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
მუხლი 107. მუნიციპალიტეტისთვის ამ კანონით მიკუთვნებული ქონება
1. ამ კანონით მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებულია მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე არსებული შემდეგი ქონება:
ა) ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და
მიწისზედა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების
კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე
ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები;
ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა:
ბ.ა) კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა;
ბ.ბ) სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს
მონაწილეობით არსებულ ქონებაზე დამაგრებული მიწებისა;
წილობრივი
ბ.გ) მიწისა, რომელიც ექვემდებარება ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ
ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით
არსებული ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას;
გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე, მათ შორის, ამ პუნქტის
„ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ობიექტებზე, დამაგრებული მიწა;
დ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისა და წყლის რესურსები;
ე) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. მუნიციპალიტეტის საკუთრებად არ ითვლება შემდეგი სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწა:
ა) კერძო საკუთრებაში არსებული და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მათ შორის, საძოვრები;
ბ) ის დაურეგისტრირებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა,
რომელზედაც ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით წარდგენილია
სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირების თაობაზე განცხადება, გარდა ამ
მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაურეგისტრირებელი სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწა;
დ) პირუტყვის გადასარეკი ტრასები;
ე) 500 მეტრი სიგრძის სასაზღვრო ზოლში არსებული სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწა;
ვ) სახელმწიფო ნაკრძალების, ბუნების ძეგლების, ეროვნული პარკებისა და
აღკვეთილების მიწები;
ზ) სახელმწიფო მნიშვნელობის ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტორელიგიური ძეგლებისათვის განკუთვნილი მიწები;
თ) სახელმწიფო ტყის ფონდის მიწა;
ი) საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტების
საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის
იურიდიული პირებისათვის უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით
გადაცემული მიწები;
კ) სახელმწიფო წყლის ფონდის მიწა.
3. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მუნიციპალიტეტს მის
ტერიტორიაზე არსებულ დაურეგისტრირებელ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება წარმოეშობა შესაბამისი მარეგისტრირებელი
ორგანოსათვის დადგენილი წესით მიმართვისა და რეგისტრაციის საფუძველზე, რაც
სახელმწიფოს არ ართმევს უფლებას, სახელმწიფო საკუთრებად დაარეგისტრიროს
დაურეგისტრირებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
4. ერთი და იმავე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის დარეგისტრირების თაობაზე
განცხადებით შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოსთვის სახელმწიფოსა და
მუნიციპალიტეტის მიერ ერთდროულად მიმართვის შემთხვევაში დაკმაყოფილდება
უფრო ადრე რეგისტრირებული განცხადება, ერთსა და იმავე დღეს მიმართვისას კი −
მუნიციპალიტეტის განცხადება.
საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი № 5160 - ვებგვერდი, 17 06.2016წ.