„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 37 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-26
ბიუროს ნომერი 144
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონის პროექტი
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) 264 მუხლი მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით;
3. მშენებლობის ნებართვის გაცემის, მათ შორის, გამარტივებულად გაცემის, წესი და პირობები
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. დაუშვებელია მშენებლობის
ნებართვის გაცემა ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე‐2 მუხლის ,,ჟ1“ პუნქტით გათვალისწინებულ სპორტულ, გამაჯანსაღებელ და
სარეკრეაციო ტერიტორიებზე, გარდა მშენებლობებისა, რომლებიც არ სცილდება ამგვარი
ტერიტორიების ფუნქციური გამოყენების მიზნებს. (სპორტული მოედნები და მასთან
დაკავშირებული ინფრასტრუქტურა, სკვერები, ბაღები, გაზონი)
მუხლი 2
კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
შესახებ
ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
დღევანდელი სამართლებრივი რეგულირების ფარგლებში არ ხდება საკანონმდებლო აქტის
საფუძველზე მშენებლობის ნებართვების გაცემის საკითხის რეგულირება სპორტული,
გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიებზე, გამომდინარე არსებობს საკანონმდებლო
დონეზე აღნიშნული საკითხის რეგულირების საჭიროება. შესაბამისად კანონპროექტის
მიღების მიზანს წარმოადგენს კონკრეტული საკანონმდებლო საფუძვლის შექმნა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონის მიღების მიზანს წარმოადგენს სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო
ტერიტორიებზე მშენებლობის ნებართვების გაცემის შეზღუდვა და ამგვარი სივრცეების
განვითარება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
არსებითად იცვლება ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის 264
მუხლი, რომლის მიხედვითაც კანონპროეტის დათქმის შესაბამისად იზღუდება სამშენებლო
ნებართვების გაცემა სპორტულ, გამაჯანსაღებელი და სარეკრიაციო ზონებში და კერძოდ
ამგვარი ტერიტორიაზე განაშენიანებასთან დაკავშირებით შეიძლება განხორციელდეს
მხოლოდ ამავე ტერიტორიების მიზნებიდან გამომდინარე მშენებლობა, მაგალითად
როგორიცაა სპორტული მოედნების მოწყობა განვითარება და მასთან დაკავშირებული მცირე
ზომის ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე სხვა გამაჯანსაღებელი ტერიტორიების
მოწყობა. სხვა ნებისმიერი ტიპის მშენებლობები ამგვარ ზონებში კანონპროექტის მიზნებიდან
დაუშვებელია.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ხარჯებს
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროეტის მიღება შესაძლოა გავლენას ახდენდეს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
,,საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6
მუხლის შესაბამისად სანებართვო მოსაკრებლის ოდენობას წარმოადგენს 54,000.0 (ათასი
ლარებში), აღნიშნული შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სანებართვო მოსაკრებლის
ოდენობის შემცირება თუმცა კონკრეტულად რა სახის გავლენა ექნება ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე მშენებლობის ნებართვის გაცემის ამგვარი შეზღუდვის დაწესებას კონკრეტულად
თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის მე-6 მუხლის მიხედვით მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა
განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა)
ნებართვისათვის 2018 წლისათვის გათვალისწინებულია 1 200, 0(ათას ლარებში), თუმცა ამ
შემთხვევაში კონკრეტულად სარეკრეაციო ზონებში მშენებლობის ნებართვის გაცემიდან
სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსული მოსაკრებლის ოდენობა ზუსტის განსაზღვრა
შეუძლებელია, იქიდან გამომდინარე რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა კანონპროექტით
იზღუდება და არ იკრძალება, ხოლო
რეალობაში სარეკრეაციო-გამაჯანსაღებელ
ტერიტორიებზე როგორც წესი უნდა ყოფილიიყო გაცემული მხოლოდ იმ ტიპის სამშენებლო
საქმიანობაზე გაცემული ნებართვა რომელიც თავის არსით შეესაბამება ამგვარი ტერიტორიის
მიზნებს, გამომდინარე აქედან კანონპროექტს მიღების შემთხვევაში არ ექნება არსებითი
გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროეტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
კანონ პროექტს შესაძლოა ჰქონდეს გავლენა იმ პირებისთვის რომელთა მიმართაც ვრცელდება
იგი, კერძოდ პირებს რომელთაც სურთ მშენებლობის ნებართვის აღება სარეკრეაციო
ტერიტორიებზე ეზღუდებათ გარკვეული კლასის სამშენებლო საქმიანობის განხორციელება ,
თუმცა მათ არ ეზღუდებათ უფლება განახორციელონ სამშენებლო საქმიანობა იმ ობიექტებთან
დაკავშირებით რომელიც ამგვარ ფუნქციურ ზონას განეკუთვნება, გამომდინარე არსებითაც ამ
კუთხით განსაკუთრებულ ფინანსურ გავლენას არ ახდენს ამგვარი კატეგორიის პირბზე,
იქიდან გამოდინარე, რომ მათ ისედაც შეზღუდული აქვთ სარეკრეაციო ტერიტორიებზე
ყველა ტიპის ობიექტის მშენებლობის უფლება, აღნიშნული კანონიდან გამომდინარე ხდება
კონკრეტული სამართლებრივი პრინციპის განსაზღვრა რა შემთხვევაშია დაუშვებელი
სამშენებლო საქმიანობის განხორციელება, თუმცა იმდენად რამდენადაც კანონმდებლობა
ასევე ითვალისწინებს არსებითად მსგავსი ხასიათის შეზღუდვას აღნიშნულ პირებზე ეს
ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას არ ახდენს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროეტი ზღუდავს მშენებლობის ნებართვის გაცემას ყველა ტიპის შენობა
ნაგებობისათვის სპორტულ-გამაჯანსაღებელ და სარეკრეაციო ტერიტორიებზე, თუმცა არ
კრძალავს მშენებლობის ნებართვის გაცემას, კერძოდ აღნიშნულ ტერიტორიებზე შეიძლება
მშენებლობის ნებართვის გაცემა მხოლოდ ამ ტერიტორიის ფუნქციური დანიშნულების
შესაბამისად, მოსაკრებლის ოდენობა რომელიც საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ
საქართველოს კანონის სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ მე-6 მუხლის მე5 პუნქტის მიხედვით არის დადგენილი საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში ცვლილება
არ ხორცილდება. საქართველოს კანონის სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების
შესახებ მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, განსაზღვრულია სამშენებლო საქმიანობიდან
გამომდინარე მოსაკრებლების ოდენობები, კერძოდ აღნიშნული მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად სამშენებლო საქმიანობა: ბ.ა) სამშენებლო კონსტრუქციების წარმოება – 200 ლარი;
ბ.ბ) საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების
მშენებლობა – 200 ლარი; ბ.გ) სამრეწველო და საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობების
მშენებლობა – 200 ლარი; ბ.დ) ენერგეტიკის ობიექტების მშენებლობა – 200 ლარი; ბ.ე)
საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების მშენებლობა – 200 ლარი; ბ.ვ) სატრანსპორტო
ობიექტების მშენებლობა – 200 ლარი; ბ.ზ) ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა – 200 ლარი;
ბ.თ) საკაბელო ხაზის, რადიო-სატელეფონო და სატელევიზიო-სარელეო ხაზის,
რადიოსადგურის მშენებლობა – 200 ლარი; ბ.ი) სპეციალური ნაგებობის მშენებლობა – 200
ლარი; ბ.კ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა – 200 ლარი; ბ.ლ)
ჰიდროტექნიკური და მელიორაციული მშენებლობა – 200 ლარი; ბ.მ) ტექნოლოგიური
მოწყობილობისა და კომუნიკაციის მონტაჟი და გასაშვებ-გამმართავი სამუშაოები- – 200 ლარი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“