„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.03.2018
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“
ნომერი
#07-3/139/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 36 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-26
ბიუროს ნომერი 144

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 107-ე მუხლს დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 1. ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალიტეტი აწარმოებს რეესტრს და აღრიცხავს ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული საკუთრების ობიექტებს მუხლი 2 კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მირების მიზანს წარმოადგენს მუნიციპალიტეტების საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებით, რომელიც არსებითად ეხება საკანონმდებლო პაკეტში მითითებულ სპორტულ, გამაჯანსაღებელ და სარეკრეაციო ტერიტორიებს, მუნიციპალიტეტის შესაბამისმა აღმასრულებელმა ორგანოებმა განახორციელონ მათი აღრიცხვა. რათა ამ მხრივ განხორციელდეს ამ ქონებების რეალური კონტროლი სამშენებლო ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მირების მიზანს წარმოადგენს მუნიციპალიტეტების საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებით, რომელიც არსებითად ეხება საკანონმდებლო პაკეტში მითითებულ სპორტულ, გამაჯანსაღებელ და სარეკრეაციო ტერიტორიებს, მუნიციპალიტეტის შესაბამისმა აღმასრულებელმა ორგანოებმა განახორციელონ მათი აღრიცხვა. რათა ამ მხრივ განხორციელდეს ამ ქონებების რეალური კონტროლი სამშენებლო ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონით შემოღებულია თვითმართველობის სამართლებრივი საფუძველი. საკუთრების ობიექტების აღწერის ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღების დაფინასება შესაძლოა განხორციელდეს მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო ასიგნებებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროეტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროეტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან კანონი ითვალისწინებს თვითმმართველის საკუთრებაში არსებული ობიექტების რეესტრის წარმოებას, აღნიშნული რეესტრის წარმოებისათვის შეიძლება იყოს გათვალისწინებულ ადმინისტრაციული ხარჯები და პროგრამული უზრუნველყოფის ხარჯები, რომელიც დაახლოებით შეიძლება შეადგენდეს ყოველწლიურად 3 000 ლარს, ხოლო მომდევნო საშუალო ვადიანი პერიოდში 9 000 ლარს თითოეული მუნიციპალიტეტისათვის. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; კანონპროეტი არ აქვს მოსალოდნელი ფინასური შედეგები იმ პირებისთვის რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტი ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროეტი არ აწებს გადასახადებს მოსაკრებლებს ან/და სხვა სახის გადასახდელებს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“