„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 37 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-03-26
ბიუროს ნომერი 144
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონის პროექტი
,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6
ნოემბერი, 1996, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
სპორტის შესახებ საქართველოს კანონი 24-ე მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 24. სპორტის სფეროს მატერიალურ‐ტექნიკური უზრუნველყოფა
1. სპორტის სფეროს მატერიალურ‐ტექნიკურ ბაზას შეადგენს ყველა სახის სპორტული და
სპორტულ‐გამაჯანსაღებელი ნაგებობა, სპორტული აღჭურვილობა, ინვენტარი, მოწყობილობა
და სხვა საკუთრება, რომელიც განკუთვნილია სპორტული და სპორტულ‐გამაჯანსაღებელი
საქმიანობისათვის.
2. სპორტულ ბაზად ითვლება ობიექტი, რომლის მიზანია სპორტსმენთა წვრთნა და
მოსახლეობის გაჯანსაღება ან რომელიც აკმაყოფილებს სპორტული შეჯიბრებების ჩატარების
მოთხოვნებს.
3. მიწის ნაკვეთის გამოყოფის წესს, რომელზეც განლაგებულია სპორტული ბაზები,
ითვალისწინებს შესაბამისი კანონმდებლობა.
4. დაუშვებელია:
ა) სპორტული ობიექტების ლიკვიდაცია
ბ)სპორტული ბაზის ფუნქციის შეცვლა, გარდა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების
შემთხვევაში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ადგილობრივი
თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან შეუთანხმებლად;
გ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების და სასკოლო
დაწესებულებების
მშენებლობა
ან
რეკონსტრუქცია
სპორტული
ობიექტების
გაუთვალისწინებლად;
დ) სპორტული ობიექტების პროფილის შეცვლა იმავე მუნიციპალიტეტის საზღვრებში
სანაცვლო ან ტოლფასი ობიექტების საექსპლუატაციოდ გადაცემამდე, ასევე დაუშვებელია
სპორტული პროფილის შეცვლის შემდეგ ობიექტის ექსპლუატაცია არასპორტული მიზნით.
5. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო აკონტროლებს სახელმწიფო
სპორტულ ნაგებობათა მიზნობრივად გამოყენებას. სამინისტრო აწარმოებს სპორტული
ობიექტების რეესტრს, რომელშიც უნდა იქნეს შეყვანილი ყველა სპორტული ობიექტი და
სპორტული ბაზა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და შესაბამისი
ადგილობრივი თვითმართველობის მუნიციპალიტეტი ვალდებული განახორციელოს
ყოველწლიურად მონიტორინგი სპორტული ობიექტების და ასევე ერთობლივად
ახორციელებენ მის მოვლა-პატრონობას. ყველა თვითმმართველი ქალაქი და სხვა
მუნიციპალიტეტი ვალდებულია
ყოველწლიურად მოაწყოს, განავითაროს ან/და
განახორციელოს სარეაბილიტაციო სამუშაოები მათ ტერიტორიის ფარგლებში არსებული
არანაკლებ ერთი სპორტული ობიექტი.
6. საქართველოს სახელმწიფო სპორტულ ბაზებზე ვარჯიშის უპირატესი უფლება ეძლევათ
საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებს.
მუხლი 2
კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებების შეტანის შესახებ
ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონის მირების მიზანს წარმოადგენს საქართველოში განსაკუთრებით დიდ ქალაქებში
სპორტული გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის ობიექტების შენარჩუნება და მათთან
დაკავშირებით სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის კონტროლის განხორციელება,
დღეის მდგომარეობით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე აღრიცხულია 550-ზე მეტი
სპორტული ობიექტი, რომელიც საჭიროებს შენარჩუნებას და ასევე განვითარებას ჯანსაღ
გარემოში, სწორედ ამიტომ საკანონმდებლო ცვლილებების მიზანს წარმოადგენს სარეკრიაციო
ტერიტორიებისა და სპორტული ტერიტორიების, ობიექტების ერთ სამართლებრივ რეჟიმში
მოქცევა და ამავე დროს მათი საერთო სივრცეში განვითარების ხელშეწყობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროქტის მიღების მიზანს წარმოადგენს საერთო ჯანსაღის გარემოს შექმნის წახალისება
და არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის შენარჩუნება, ასევე საერთო სივრცეში
სპორტული და სარეკრეაციო ზონების განვითარება.
აღსანიშნავია, ისიც რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ
2013 წლიდან დაიწყო ქვეყნის მასშტაბით არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის
შესწავლა და აღრიცხვა, რომლისთვისაც დაიგეგმა არაერთი მასშტაბური ღონისძიება.
ამავე სამინისტროს მიერ აღრიცხული ობიექტების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაციისა
და ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის 2015 წლიდან, სამინისტრომ „გეოგრაფიკთან“ ერთად
დაიწყო მუშაობა შესაბამისი ვებ-აპლიკაციის შექმნაზე, რომელიც განთავსდა გეოსაინფორმაციო სერვერზე.
მიმდინარე მონაცემებით სულ საქართველოს მასშტაბით 550-მდე სპორტული ობიექტია,
რომელთა შორის დაახლოებით 40% საჭიროებს განახლებასა და რეაბილიტაციას.2
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის ძირითად არსს წარმოადგენს სპორტული ობიექტების აღრიცხვისა და მათი
შენარჩუნების მიზნით სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
მიერ განსახორციელებელი, კონკრეტულ ღონისძიებებს და მიმართულებებს, კერძოდ
სპორტული ობიექტების სრულყოფილი რეესტრის წარმოება და ასევე თვითმართველობების
2
http://sportstat.gov.ge/?pg=objects სპორტის სტატისტიკის ოფიციალური ვებ-გვერდი
თანამშრომლობა სპორტის სამინისტროსთან ერთად მათ ტერიტორიებზე არსებული
სპორტული ინფრასტრუქტურის მდგომარეობასთან და მათ განვითარებასთან დაკავშირებით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინასების წყაროს შეიძლება
წარმოადგენდეს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. კერძოდ სპორტული
ობიექტების სახელმწიფო რეესტრისათვისა და სპორტული ობიექტების მოვლა
პატრონობისათვის ხარჯების დაფინასების წყაროს შეიძლება წარმოადგენდეს სახელმწიფოს
ბიუჯეტი, კერძოდ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საბიუჯეტო
ასიგნებები, ხოლო ყოველწლიურად არანაკლებ ერთი სპორტული ობიექტის მოწყობის,
რეაბილიტაციის ან/და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების დაფარვის წყარო
შესაძლოა იყოს მუნიციპალური ბიუჯეტები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროეტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროეტი შესაძლოა გავლენას ახდენდეს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე , ვინიდან კანონი
ითვალისწინებს სახელმწიფო რეესტრის წარმოებას სპორტული ობიექტებთან დაკავშირებით,
აღნიშნული რეესტრი ნაწილობრივი არსებობს და დღესდღეობით გრძელდება მუშაობა ამ
საკითხთან დაკავშირებით და სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნული რეესტრის
წარმოებასთან დაკავშირებით იხარჯება ყოველწლიურად დაახლოებით 20 000 ლარი,
გამომდინარე
აქედან
აღნიშნული
საბიუჯეტო
ხარჯები
დღესდღეობითაც
გათვალისწინებულია კულტურისა და სპორტის სამინისტროს ასიგნებებით, გამომდინარე
აქედან არსებით გავლენას აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება სახელმწიფო ბიუჯეტში
გავლენას არ იქონიებს. მომდევნო საშუალო ვადიანი პერიოდისთვის (2019-2022) აღნიშნული
რეესტრის წარმოებისათვის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე აღნიშნულმა თანხამ დაახლოებით
შეიძლება შეადგინოს 60 000 ლარი.
გარდა ამისა კანონი ასევე ითვალისწინებს სპორტული ობიექტების რეაბილიტაციას,
მოწყობას და განვითარებას, რას შესაძლოა ასევე იწვევდეს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
გავლენას, თუმცა აღნიშნული საკითხი საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის (ნაწილის) მიხედვით ისედაც
წარმოადგენს ადგილობრივი თვითმართველობის საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ
საკითხს შესაბამისად აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ამ
საკითხთან დაკავშირებით ისედაც უნდა იყოს გამოყოფილი გარკვეული საბიუჯეტო
სახსრები, თუმცა რა ოდენობით დასჭირდება დამატებით ადგილობრივი თვითმართველობის
ბიუჯეტიდან ამგვარი სახსრების გამოყოფას ამ ეტაპზე არ არის შესაძლებელი.
კონკრეტულ შემთხვევაში ქ. თბილისის ბიუჯეტიდან (მუხლი 14) დგინდება, რომ 2016 წელს
სპორტული მოედნების მშენებლობა რეკონსტრუქციისათვის გამოყოფილი იყო 430, 7 (ათას
ლარებში), ხოლო 2017 წლისათვის 407, 8 (ათას ლარებში), ხოლო 2018 წლისთვის ასევე 407,8
(ათას ლარებში), აღნიშნული თანხა სრულად თანხა სრულად არის გამოყოფილი არაფინასრი
აქტივების ზრდისათვის. ასევე ამავე ბიუჯეტის მიხედვით სპორტული დაწესებულებების
მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და მშენებლობისათვის 2016 წლისათვის
გამოყოფილი იყო 5 061,0 (ათას ლარებში) აქედან არაფინანსური აქტივების ზრდისთვის 4
795,3 (ათას ლარებში), 2017 წლისათვის აღნიშნულ თანხას შეადგენდა 6 799,3 (ათას ლარებში),
ხოლო 2018 წლისათვის 5 888,0 (ათას ლარებში), ამასთან აღნიშნული თანხა
გადანაწილებულია კონკრეტულ პროექტებზე მაგ. ტაძრისა და მონასტრის ქუჩაზე ახალი
სპორტული მოწყობისათვის (480 კვ.მ.) თბილისის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 40 000, 0
ლარი ასევე ჯანჯღავას ქუჩის დასაწყისში (480 კვ.მ.)
ძველის სტადიონის
რეაბილიტაციისათვის გამოყოფილია სავარაუდო ღირებულება 40 000, 0 ლარი, ასევე
არსებული სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მოწყობისათვის ასევე მაგ; გლდანის ,,ა“ მ/რ
კორპუსი (480 კვ.მ.) 68 40 000, ლარი, გმირი კურსანტთა ქ N19 (480 კვ.მ.) 40 000, 0 ლარი
დაახლოებით მსგავსი ტიპის სპორტული ობიექტების სავარაუდო სარეაბილიტაციო
ღირებულება შეადგენს 40 000, 0 ლარს, ასევე ამავე ბიუჯეტში მითითებულია რომ 300
000ლარად მოეწყობა ახალი სპორტული მოედანი 3 ობიექტზე მოეწყობა საფარი ღობეები და
კალათბურთის ფარები, ასევე ამავე დოკუმენტში მითითებულია, რომ 8 სპორტული ობიექტის
რეაბილიტაციისათვის სავარაუდო თანხის ოდენობას წარმოადგენს 350000 ლარი. ასევე
თბილისის
ბიუჯეტში
მითითებულია
რომ
არსებული
სპორტული
მოედნის
რეაბილიტაციისათვის თანხის ოდენობას შეადგენს 131 220 ლარი, ყაზბეგის N4 (1600 კვ.მ.
ფართის მოედანი), გამომდინარე აქედან დაახლოებით საბიუჯეტო თანხების ოდენობა
მითითებული თანხების ოდენობით შეიძლება ახდენდეს გავლენას ადგილობრივი
თვითმმართველის ბიუჯეტზე.3 გამომდინარე აქედან დაახლოებით 40 000 ლარიდან 130 000
ლარის ფარგლებში შეიძლება იქნეს გათვალისწინებული ერთი სპორტული მოედნის
რეაბილიტაციისთვის და მოწყობა განვითარებისთვის ადგილობრივი თვითმმართველი
ქალაქი ბიუჯეტში. მომდევნო საშუალო ვადიან პერიოდისათვის (2019-2022) აღნიშნული
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე დაახლოებით შესაძლოა
იყოს 120 000 ლარიდან 400 000 ლარამდე.
რაც შეეხება სხვა თვითმმართველი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებს კერძოდ მაგ; ოზურგეთის
მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის 15 მუხლის მიხედვით კულტურული, სპორტული
და ახალგაზრდული მიმართულებით ღონისძიებებთან დაკავშირებით, მათ შორის
სპორტული და კულტურის დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების
გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოწყობისთვის; მწვრთნელმასწავლებელთა და სპორტსმენთა სოციალური და მატერიალური პირობების
გაუმჯობესებისათვის; სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაცია შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში
ჩართვისათვის; სპორტული მოედნების მშენებლობა-რეკონსტრუქციისათვის სრულად
3
http://www.tbilisi.gov.ge/page/43
გათვალისწინებულია 3 043 000 ლარი, ხოლო უშუალოდ სპორტული ობიექტების
დაფინანსებისათვის გამოყოფილია 840 000 ლარი, გამომდინარე აქედან აღნიშნული
მუნიციპალური ბიუჯეტიდან ამ კომპეტენციის განსახორციელებლად გამოყოფილია
აღნიშნული თანხა. მომდევნო საშუალო ვადიანი პერიოდისათვის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე კანონპროექტის გავლენა შეიძლება იყოს 120 000 ლარიდან 400 000 ლარამდე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
კანონპროეტი არ აქვს მოსალოდნელი ფინასური შედეგები იმ პირებისთვის რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტი
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროეტი არ აწებს გადასახადებს მოსაკრებლებს ან/და სხვა სახის გადასახდელებს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“