საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაცია 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2018 წლის 1 მარტამდე პერიოდში საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებითა და პარლამენტის დადგენილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-04-03
ბიუროს ნომერი 145
📜 ტექსტი
წერილი
N 4591
26/03/2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი კობახიძეს
ბატონო ირაკლი,
წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2016 წლის 18 ნოემბრიდან
2018 წლის 1
მარტამდე პერიოდში საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებითა და
პარლამენტის
დაგენილებებით
განსაზღვრული
დავალებების
შესრულების
მდგომარეობის შესახებ.
დანართი: 24 ფურცელი.
1.
საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებითა და პარლამენტის
დადგენილებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა
2016 წლის 18 ნოემბრიდან 2018 წლის 1 მარტამდე პერიოდში და ჯერ არ
შესრულებულა (11 ფურცელი).
2. საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული
დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში და
შესრულდნენ 25.10.2017-22.03.2018 პერიოდში ვადაში, ან შესრულების ვადის
გასვლის შემდეგ (13 ფურცელი).
პატივისცემით,
გიორგი კახიანი
თავმჯდომარე
დანართი
დანართი N2
საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები,
რომელთა შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში და შესრულდნენ
25.10.2017-22.03.2018 პერიოდში ვადაში, ან შესრულების ვადის გასვლის შემდეგ.
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
საქართველოს კანონი ,,ნარჩენების მართვის კოდექსი (ცვლილება N5563-IIს, 24.06.16)
მუხლი 49
7. 2017 წლის 31 ოქტომბრამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის
სამინისტრომ და სამინისტრომ გამოსცენ ერთობლივი კანონქვემდებარე აქტი
ცხოველური ნარჩენების მართვის შესახებ ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის
შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის დადგენილება N605, 29.12.2017
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
1. საქართველოს
კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1224-რს, 26.07.2017
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 27.01.2018-მდე საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო ნორმატიული
აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია N2409, 16.02.2018. გამოცემულია მინისტრის
ბრძანებები N142/ნ, N144/ნ 22.08.2017; N180/ნ,13.10.2017; N09/ნ, N07/ნ, 31.01.2018)
2. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე N105-Iს, 16.12.16
მუხლი 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების ამ კანონთან
შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა
− უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის
ვადაში 5.07.17-მდე უზრუნველყონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
წესდებაში შესატანი ცვლილების პროექტის შემუშავება და შესაბამისი
სამინისტროსათვის დასამტკიცებლად წარდგენა.
მინისტრის ბრძანებები N125/ნ, 2.08.17; N87/ნ, 31.05.17; N200/ნ, 22.12.17; N11/ნ, N12/ნ, 12.02.18;
N182/ნ, 17.10.17; N02/ნ, 9.01.17;N53/ნ, 16.03.17; N41/ნ, 10.03.17, N124/ნ,2.08.17
3. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე N953-IIს 1.06.2017
მუხლი 2. 2018 წლის 1 იანვრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა
გამოსცენ ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული
1
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი
პუნქტის „პ11“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი.
ერთობლივი ბრძანება N72/N30/ნ, 21.03.2018
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
1.
საქართველოს კანონი ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ N890-IIს,
1.06.2017
მუხლი 49.
6. 2018 წლის 1 იანვრამდე მინისტრმა გამოსცეს შემდეგი ბრძანებები:
ა) „საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება N2-94, 22.02.2018
2.
საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე N1676-რს, 7.12.2017
მუხლი 2. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში 14.01.2018-მდე საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით საქართველოს
მთავრობამ მიიღოს დადგენილება „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების
ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების
შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“.
3.
საქართველოს მთავრობის დადგენილება N84, 16.02.2018
საქართველოს კანონი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“
(ცვლილება N125-რს, 21.12.16)
მუხლი 53
7. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი
დადგენილებები:
დ) „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური
ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის“ დამტკიცების შესახებ“.
საქართველოს მთავრობის დადგენილება N72, 7.02.2018
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
1. საქართველოს კანონი ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ N890-IIს,
1.06.2017
მუხლი 49.
4. ნავთობისა და გაზის ოპერაციების მარეგულირებელი კანონმდებლობის ამ
კოდექსით დადგენილ პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით,
2017 წლის 31 დეკემბრამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ნავთობისა და
გაზის სახელმწიფო სააგენტომ უზრუნველყოს „ნავთობისა და გაზის ოპერაციების
2
წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო
სააგენტოს უფროსის ბრძანებასა და სხვა სამართლებრივ აქტებში შესაბამისი
ცვლილებების შეტანა.
სააგენტოს უფროსის ბრძანება N11/123, 26.12.2017
2.
საქართველოს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე N908-IIს, 1.06.2017
მუხლი 303
8. ნავთობისა და გაზის ოპერაციების მარეგულირებელი კანონმდებლობის
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ პროცედურებთან
შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 31 დეკემბრამდე საჯარო
სამართლის იურიდიულმა პირმა − ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ
უზრუნველყოს „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი
ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის
რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანებასა და სხვა
სამართლებრივ აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.“.
სააგენტოს უფროსის ბრძანება N11/123, 26.12.2017
3. საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ (ცვლილება N1913-რს,
23.12.2017)
მუხლი 631
საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს:
ა) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში მითითებული ნორმატიული
აქტების მიღება;
ბ) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
საქართველოს მთავრობის დადგენილება N510, N511,N 522, 1.12.2017
4. საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე N1928-რს, 23.12.2017
მუხლი 2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ:
ა) 2018 წლის 1 მარტამდე განსაზღვროს მაუწყებლის მიერ რადიოსიხშირული
სპექტრის
დამხმარე
ტექნოლოგიური
დანიშნულებით
გამოყენებისათვის
გადასახდელი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის ოდენობა და
დაადგინოს მისი გადახდის წესი;
კომისიის დადგენილება N1, 22.02.2018
3
5.
საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1929-რს, 23.12.17
შესახებ“
მუხლი 2. 2018 წლის 1 მარტამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
ამ კანონიდან გამომდინარე ცვლილებები შეიტანოს კომისიის დადგენილებებით
დამტკიცებულ შესაბამის ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში.
კომისიის დადგენილება N2, 22.02.2018
6. საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1930-რს 23.12.2017
მუხლი 2. 2018 წლის 1 მარტამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
ამ კანონიდან გამომდინარე ცვლილებები შეიტანოს კომისიის დადგენილებებით
დამტკიცებულ შესაბამის ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში.
კომისიის დადგენილება N1, 22.02.2018
7. საქართველოს
კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1931-რს, 23.12.2017
შესახებ“
მუხლი 2. 2018 წლის 1 მარტამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
ამ კანონიდან გამომდინარე ცვლილებები შეიტანოს კომისიის დადგენილებებით
დამტკიცებულ შესაბამის ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში.
კომისიის დადგენილება N3, 23.02.2018
8.
საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1945-რს, 23.12.2017
მუხლი 2. ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა 11.02.2018-მდე. საჯარო
სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ
უზრუნველყოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ამ კანონთან შესაბამისობა.
შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება N1, 8.02.2018
9.
საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ N1818-რს, 22.12.2017
მუხლი 2
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სამოქალაქო
ავიაციის სააგენტომ :
ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში 11.02.2018-მდე უზრუნველყოს:
ა .ა) სამოქალაქო ავიაციაში საზომი ერთეულების გამოყენების წესის დამტკიცება ;
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დირექტორის ბრძანება N200, 6.12.2017
ა .ბ) საავიაციო რუკების შედგენის წესის დამტკიცება;
4
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დირექტორის ბრძანება N3, 9.01.2018
ა .გ) ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების წესის დამტკიცება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დირექტორის ბრძანება N24, 2.02.2018
10.
საქართველოს კანონი ,,საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო
სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის
სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ N1775-Iს,
15.12.2017
მუხლი 18.
1. შესაბამისმა სუბიექტებმა ამ კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით, მე-13 მუხლის
პირველი−მე-4 პუნქტებითა და მე-14 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულება
უზრუნველყონ 2018 წლის 1 თებერვლამდე.
შესრულებულია(კომიტეტის ინფორმაციით 13.03.2018 აღნიშნული მუხლებით განსაზღვრული
დავალებები შესრულებულია)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1926-რს, 23.12.2017
მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში
11.02.2018-მდე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარდგინებით
უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან
შესაბამისობა.
საქართველოს მთავრობის დადგენილება N88, 19.02.2018;
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
1. საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ (ცვლილება
IIს,30.06.2017)
N1197-
მუხლი 63
11. დაევალოს
საქართველოს მთავრობას, 2017 წლის 1 ნოემბრამდე
უზრუნველყოს „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის
დამტკიცების შესახებ“ ნორმატიული აქტის მიღება.
საქართველოს მთავრობის დადგენილება N475, 27.10.2017
2. საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსი ცვლილების შეტანის შესახებ N1194-IIს, 30.06.2017
მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის 1 ნოემბრამდე
უზრუნველყოს ამ კანონის აღსრულებისათვის აუცილებელი ორგანიზაციულტექნიკური ღონისძიებების განხორციელება.
5
საქართველოს მთავრობის დადგენილება N475, 27.10.2017;
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N312, 1.11.2017;
მინისტრის ბრძანებები: N533, N532, N531, N534, 31.10.2017;
N393/N535, 31.10.2017 ფინანსთა მინისტრისა და შს მინისტრის ერთობლივი ბრძანება.
მუხლი 313.
18. 2017 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა
უზრუნველყოს
ვიდეოფირზე
ან/და
ფოტოფირზე
დაფიქსირებულ
სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის
დამტკიცება
მინისტრის ბრძანება N534, 31.10.2017
3. საქართველოს კანონი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” №946-IIს, 1.06.2017
მუხლი 2. 2018 წლის 1 იანვრამდე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 242-ე მუხლის შენიშვნის 31 ნაწილით
განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა.
მინისტრის ბრძანებები N140, N142, 25.12.2017
4. საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული
მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1196-IIს, 30.06.2017
მუხლი 2
1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2017 წლის 1 ნოემბრამდე
უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან
შესაბამისობა.
2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 2017 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს ამ
კანონის
აღსრულებისათვის
აუცილებელი
ორგანიზაციულ-ტექნიკური
ღონისძიებების განხორციელება.
საქართველოს მთავრობის დადგენილება N475, 27.10.2017; საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება N312, 1.11.2017; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები:
N533, N531, N534, N535, 31.10.2017.
6
5. საქართველოს კანონი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და
პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N954-IIს,
1.06.2017
მუხლი 2
3. საქართელოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ
არაუგვიანეს 2017 წლის 1 დეკემბრისა შექმნას სალიკვიდაციო კომისია. ამ კომისიის
შემადგენლობაში უნდა იყვნენ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს
წარმომადგენლები.
მინისტრის ბრძანება N7090, 22.11.2017
5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა:
ბ) 2018 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის 21-ე პუნქტის
„ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა
და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 448 მუხლის მე-12 პუნქტით
განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა;
მინისტრის ბრძანება N146, 28, 12.2017
6. საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1621-რს, 7.12.2017
მუხლი 2
1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე 14.12.2017-დან შეიქმნას „საქართველოს
მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების
სახელმწიფო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
სამსახურის უფროსს და მის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სამსახურის
სტრუქტურა, უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და სხვა ორგანიზაციული
საკითხები განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც საქართველოს
პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, ხოლო
სამსახურის საშტატო ნუსხას ამტკიცებს სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი
თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ და
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
შექმნილია, დამტკიცებულია დებულება, გამოცემს ბრძანებებს N4, 12.01.2018, N1,
29.12.2017
9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ:
ა) 2018 წლის 1 იანვრამდე შექმნას შესაბამისი კომისია (კომისიები), რომელიც
(რომლებიც) ამავე ვადაში უზრუნველყოფს (უზრუნველყოფენ) საქართველოს
7
პრემიერ-მინისტრის
უშუალო
დაქვემდებარებაში
არსებული
სპეციალური
დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირისთვის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის საბალანსო
მონაცემების მიხედვით გადასაცემი აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე
სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა
დოკუმენტაციის) განსაზღვრას;
მინისტრის ბრძანება N637, 29.12.2017
13. 2018 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის
პირველი მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 521 მუხლის მე-8
პუნქტით განსაზღვრული სამსახურის დებულების დამტკიცება.
საქართველოს მთავრობის დადგენილება N562, 25.12.2017
7. საქართველოს კანონი ,,პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N943IIს, 1.06.2017
მუხლი 2
3. 2018 წლის 1 იანვრამდე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
მინისტრმა უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-40 ნაწილით
გათვალისწინებული პატიმრობის კოდექსის 572 მუხლის მე-3 ნაწილის ქვეპუნქტით,
41-ე ნაწილით გათვალისწინებული პატიმრობის კოდექსის 573 მუხლის მე-2 ნაწილით,
52-ე ნაწილით გათვალისწინებული პატიმრობის კოდექსის 714 მუხლის მე-3 ნაწილით
განსაზღვრული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა
მინისტრის ბრძანებები N7869, 30.12.2017; N143, 25.12 2017)
4. 2018 წლის 1 იანვრამდე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
მინისტრმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
უზრუნველყონ ამ კანონის პირველი მუხლის 78-ე ნაწილით გათვალისწინებული
პატიმრობის კოდექსის 1151 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა.
ერთობლივი ბრძანება N72/N30/ნ, 21.03.2018
8. საქართველოს კანონი ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
შესახებ“
მუხლი 28
1. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობამ (ცვლილება N493-IIს,
26.07.2017):
ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო
სტანდარტების, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო
სტანდარტის, დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
საქართველოს მთავრობის დადგენილება N488, 30.10.2017
8
გ) აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების მიზნით
მიიღოს ნორმატიული აქტი;
საქართველოს მთავრობის დადგენილება N478, 27.10.2017
დ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების
მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების მიზნით მიიღოს
ნორმატიული აქტი;
საქართველოს მთავრობის დადგენილება N485, 27.10.2017
ე) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების
ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების მიზნით მიიღოს
ნორმატიული აქტი;
საქართველოს მთავრობის დადგენილება N487, 30.10.2017
3. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრომ (ცვლილება N1224-რს, 26.07.2017):
ა) აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო
დოკუმენტის დამტკიცების მიზნით გამოსცეს ნორმატიული აქტი;
მინისტრის ბრძანება N192/ნ, 12.12.2017
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე
უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და
საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ (ცვლილება N1253-რს, 26.07.2017)
მუხლი24
4. შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერებმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან
არაუგვიანეს 45-ე დღისა 11.09.2017-მდე განსაზღვრონ მერიების თანამდებობის
პირები და მოხელეები, რომლებსაც გადაეცემათ ამ კანონით მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები.
კომიტეტის ინფორმაცია 9.02.2018 პროცესი დასრულებულია
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
1.
საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“
მუხლი 125. (ცვლილება 1157-II ს, 29.06.17).
1. 2017 წლის 1 ივლისამდე ამ კანონის მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულმა საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ აღნიშნულ საჯარო
დაწესებულებებში არსებული თანამდებობების 25-ე მუხლის შესაბამისად
იერარქიულ რანგებში განაწილება, აგრეთვე საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ
პირთა პროფესიულ საჯარო მოხელეებად გარდაქმნა ან შესაბამისი ფუნქციებისა და
9
უფლება-მოვალეობების
მქონე
პირებთან
ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება.
შრომითი
ხელშეკრულების
ან
შესრულებულია
2.
საქართველოს კანონი ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების
შესახებ“ N1825, 2017
მუხლი 34. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ვალდებულებები
1. საჯარო დაწესებულებებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით 2018 წლის 20 იანვრამდე უზრუნველყონ საშტატო ნუსხებისა და
თანამდებობრივი სარგოების „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბაზო თანამდებობრივი
სარგოს მიხედვით დამტკიცება, ამ კანონიდან გამომდინარე სხვა საჭირო
ღონისძიებების განხორციელება და მათი 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედება.
გატარებულია შესაბამისი ღონისძიებები და გამოცემულია ნორმატიული აქტები
5. დაევალოს საქართველოს მთავრობას, 2018 წლის 5 იანვრამდე:
ა) მიიღოს დადგენილება „საქართველოს მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების
მიერ
მათდამი
დაქვემდებარებული
სამინისტროების,
საქვეუწყებო
დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხების,
თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების საქართველოს
მთავრობასთან შეთანხმების წესის“ დამტკიცების შესახებ“;
საქართველოს მთავრობის დადგენილება N1, 5.01.2018
ბ) მიიღოს დადგენილება ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით
გათვალისწინებული საჯარო დაწესებულებების თანამდებობების/პოზიციების
მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული
თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრის წესის
შესახებ.
საქართველოს მთავრობის დადგენილება N7, 11.01.2018
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
1. საქართველოს
კანონი „დაზღვევის შესახებ“
ცვლილების შეტანის თაობაზე N5384-IIს, 8.06.16
საქართველოს
კანონში
მუხლი 2
2. 2018 წლის 1 იანვრამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა –
საქართველოს
დაზღვევის
სახელმწიფო
ზედამხედველობის
სამსახურმა
უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 და 15 პუნქტებით
გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების გამოცემა.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანებები N16, 16.09.2016 და N27, 25.12.2017
10
2. საქართველოს კანონი ,,დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ” N852-IIს,
17.05.2017
მუხლი 24.
6. 2018 წლის 1 იანვრამდე სააგენტომ უზრუნველყოს ამ კანონით
გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების (ინსტრუქციების) დამტკიცება.
შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 24.01.2018 ყველა სამართლებრივი აქტი
გამოცემულია)
7. კომერციულმა ბანკებმა ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული პირველადი შენატანის გადახდა უზრუნველყონ არაუგვიანეს
2018 წლის 1 იანვრისა.
შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 24.01.2018)
3.
საქართველოს
კანონი
„საქართველოს
მთავრობის
სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე N1620-რს, 7.12.2017
მუხლი 2
8.
ამ
კანონის
ამოქმედებამდე
არსებული
უწყებების
(მხარჯავი
დაწესებულებების) და მათ სისტემაში მოქმედი საბიუჯეტო ორგანიზაციების
განკარგვაში არსებული „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული
კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება მიენიჭოთ
ამ კანონის ამოქმედების შედეგად შექმნილ უწყებებს (მხარჯავ დაწესებულებებს) და
მათ სისტემაში შექმნილ საბიუჯეტო ორგანიზაციებს. ამ კანონის ამოქმედებიდან
არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა 28.12.2017-მდე საქართველოს მთავრობამ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით უზრუნველყოს „საქართველოს
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე
განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების
განკარგვის უფლებამოსილების მქონე საბიუჯეტო ორგანიზაციების განსაზღვრა.
შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 24.01.2018)
4.
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1894-რს, 23.12.2017
მუხლი 3
1. 2018 წლის 1 მარტამდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს ვალუტის
გადამცვლელი პუნქტის მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის
ინფორმაციის მიწოდების და ვალუტის გადაცვლის ოპერაციის გაუქმების წესის
განსაზღვრა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება N37/04, 28.02.2018
11
5.
საქართველოს კანონი ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და
აუდიტის შესახებ“ N5386-IIს, 8.06.16
მუხლი 28.
6. სამსახურმა 2017 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის
მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
საერთაშორისო სტანდარტების სამოქმედოდ შემოღება.
სამსახურის უფროსის ბრძანება Nნ-26, 26.12.2017
7. ის სუბიექტები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ატარებდნენ აუდიტს,
უფლებამოსილი არიან, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება ამ კანონის მე-9
მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში წარუდგინონ სამსახურს. სამსახურმა 2018
წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ვებგვერდის წარმოება და სუბიექტების მიერ
წარმოდგენილი ანგარიშგებების გამოქვეყნება დადგენილი წესის შესაბამისად.
შესრულებულია( კომიტეტის ინფორმაციით 19.03.2018
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
1.
საქართველოს კანონი ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“
N746-IIს, 4.05.2017
მუხლი 78.
3. 2018 წლის 1 იანვრამდე რეესტრში მშვილებლებად რეგისტრირებული პირები
ვალდებული არიან, გაიარონ და დაასრულონ შვილად აყვანის სავალდებულო
მოსამზადებელი კურსი მინისტრის ბრძანებით დადგენილ ვადაში. ამ პუნქტით
განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მშვილებლების
რეესტრში აღრიცხვიდან მოხსნას.
მინისტრის ბრძაბნება N01-75, 29.12.2017
4. 2018 წლის 1 იანვრამდე აღრიცხვაზე მყოფი მინდობით აღზრდის მსურველი
პირი ვალდებულია გაიაროს მინდობით აღზრდის სავალდებულო მოსამზადებელი
კურსი მინისტრის ბრძანებით დადგენილ ვადაში. ამ პუნქტით განსაზღვრული
ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს მინდობით აღზრდის მსურველი პირის
აღრიცხვიდან მოხსნას.
მინისტრის ბრძაბნება N01-75, 29.12.2017
მუხლი 79
1. 2018 წლის 1 იანვრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ კანონით განსაზღვრულ ვალდებულებათა
შესასრულებლად უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავება და
საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემა, მათ შორის:
12
ა) შვილად აყვანის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების გამოცემა;
მინისტრის ბრძანება N1-73/ნ, 27.12.2017
ბ) მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების გამოცემა.
მინისტრის ბრძანება N1-72/ნ, 27.12.2017
2.
საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“
N761-IIს, 4.05.2017
მუხლი 2
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრომ 2017 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს „კრიზისული ცენტრის
მოწყობისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტების
განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №153/ნ ბრძანების ამ კანონთან შესაბამისობა.
მინისტრის ბრძანება N01-64/ნ, 10.11.2017
13
დანართი
დანართი N1
საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებითა და პარლამენტის
დადგენილებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა
გავიდა 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2018 წლის 1 მარტამდე პერიოდში და ჯერ
არ შესრულებულა
2018 წლის 22 მარტის მდგომარეობით
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
საქართველოს კანონი ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ N42-Iს, 1.12.16
მუხლი 78.
4. სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ
შეიმუშაონ და მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა
გამოსცენ ერთობლივი ბრძანება თავშესაფრის მაძიებლის საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების
ცენტრში
მოთავსების
მიზნით
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროსათვის მიმართვის წესისა და პროცედურის განსაზღვრის თაობაზე
(ვადა არ არის მითითებული).
დასრულების
პროცესშია
(კომიტეტის
ინფორმაცია
სამინისტროების
მიერ
მომზადებულია ერთობლივი ბრძანების პროექტი. პროექტის სრულყოფის მიზნით
მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს მომავალში დაგეგმილია მისი საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემა).
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
1. საქართველოს
კანონი „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
N104-Iს, 16.12.16
მუხლი 2. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდების (დებულების) ამ
კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით საჯარო სამართლის
იურიდიულმა პირებმა − სამეცნიერო-კვლევითმა დაწესებულებებმა ამ კანონის
ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 27.06.17-მდე შეიმუშაონ სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულების წესდებაში (დებულებაში) შესატანი ცვლილების პროექტი და
დასამტკიცებლად წარუდგინონ შესაბამის სამინისტროს.
ნაწილობრივ შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 22.02.2018 გამოცემულია
მინისტრის ბრძანებები N11/ნ, N113/ნ, 6.07.2017
1
2. საქართველოს
კანონი „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
N1113-IIს, 28.06.2017
მუხლი 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ
კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 10.01.2018-მდე. განახორციელოს
შესაბამისი ღონისძიებები კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან
შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია N2409, 16.02.2018 კანონის მე-2
მუხლით გათვალისწინებული პროექტებზე მუშაობა უკვე დასრულებულია და უახლოეს
მომავალში მოხდება მათი გამოცემა)
3. საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ N4558-Iს, 25.11.15
მუხლი 15.
4. ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა:
ა) ავტორიზაციიდან 2 წლის 11.02.18 - მდე ვადაში დაამტკიცოს და
განახორციელოს ინფრასტრუქტურული პროექტები და შექმნას საბაზისო
ლაბორატორიები.
მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 14.03.2018)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
1. საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“
მუხლი 24
41. (ცვლილება N4736-IIს, 17.02.16) 2016 წლის 31 დეკემბრამდე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა
გამოსცეს ბრძანება „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის
განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“.
დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაციით 14.03.2018 პროექტი მზადაა,
გარკვეული შენიშვნები ქონდა იუსტიციის სამინისტროს, ასევე სამინისტროების შერწყმიდან
გამომდინარე საჭირო გახდა ტექსტის გადამუშავება და მასში კორექტივების შეტანა. პროექტი
დაზუსტებულია და უახლოეს პერიოდში გამოიცემა)
7. 2013 წლის 31 დეკემბრამდე არსებული დაცული ტერიტორიების
საზღვრების დემარკაცია დასრულდეს 2016 წლის 31 დეკემბრამდე (N2307-IIს,
30.04.14).
დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 14.03.2018 არსებული დაცული
ტერიტორიების დემარკაცია ჩატარდა 2016 წლის 31 დეკემბრამდე. ამჟამად მიმდინარეობს
ტერიტორიების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. დემარკაცია არ ჩატარებულა მხოლოდ
ყაზბეგის ეროვნულ პარკში, კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე და ფშავ-ხევსურეთის დაცულ
ტერიტორიებზე, ვინაიდან აღნიშნულ ტერიტორიებზე დემარკაციის თანხა გამოყოფილია
გერმანიისა რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ (kfw) და ჯერჯერობით ატარებენ
კვლევებს, რომელთა დასრულების შემდეგ (დასრულდება 2017 წლის ბოლოს) დაიწყება
დემარკაციის განხორიელება. ამ ეტაპზე სამუშაოები ჯერ საბოლოოდ დასრულებული არ არის)
2
2. საქართველოს კანონი ,,ნარჩენების მართვის კოდექსი” N2994-რს, 26.12.14
მუხლი 48
3. ამ კოდექსის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალური
ნარჩენების მართვის გეგმა თითოეულმა მუნიციპალიტეტმა მიიღოს 2017 წლის
31 დეკემბრამდე.
მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 13.03.2018 ნარჩენების მართვის გეგმის
დამტკიცების შესახებ ინფორმაცია სამინისტროში წარმოდგენილი აქვთ ადიგენის, ბოლნისის,
ნინოწმინდის, სამტრედიის, საჩხერისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებს. გარდა ამისა
სამინისტროში წარმოდგენილი იყო უმეტესობა მუნიციპალიტეტების მიერ ნარჩენების მართვის
გეგმის პროექტები, რომელიც განხილულ იქნა და შენიშვნები და წინადადებები გაეგზავნათ
შესაბამის მუნიციპალიტეტებს)
4. ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
კომპანიის ნარჩენების მართვის პირველი გეგმა სამინისტროს წარედგინოს 2017
წლის 1 ივლისამდე(ცვლილება N124-რს, 21.12.16)
დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 14.03.2018 კომპანიათა უმეტესობას
ნარჩენების მართვის გეგმა წარმოდგენილი აქვს).
მუხლი 49.
3. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 თებერვლამდე მიიღოს
„ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პირობების შესახებ“
დადგენილება ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად.
დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 14.03.2018 პროექტი მზადაა, თუმცა
სამინისტროების შერწყმის გამო საჭირო გახდა ახალ ხემძღვანელობასთან შეთანხმება და
შესაბამისი ცვლილებების შეტანა. ამ ეტაპზე შეთანხმებულია და უახლოეს პერიოდში
გამოიცემა)
3. საქართველოს კანონი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების
შესახებ“ (ცვლილება N125-რს, 21.12.16)
მუხლი 53
7. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი
დადგენილებები:
ა) „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიაციული
ავარიებისათვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების გეგმის“ დამტკიცების
შესახებ“;
მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 13.03.2018 აღნიშნული პროექტი
მომზადებულია, თუმცა, საქართველოს მთავრობაში განხორციელებული ორგანიზაციული და
ფუნქციური ცვლილებების გათვალისწინებით, ვინაიდან პროექტში გაწერილია ბირთვულ და
რადიაციულ ავარიებზერეაგირებაში ჩართული სხვადასხვა უწყების კომპეტენციები და
რეაგირების სცენარები, ამეტაპზე, მიმდინარეობს პროექტის კორექტირება და შესაბამის
უწყებებთან შეთანხმებისპროცესი, რისი დასრულებისთანავეც მოხდება პროექტის დადგენილი
წესით მიღება).
3
4. საქართველოს კანონი ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ N890-IIს,
1.06.2017
მუხლი 49.
1. სამინისტრომ, „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ განსაზღვრული
ვადების გათვალისწინებით, უზრუნველყოს გარემოსდაცვით სფეროში მოქმედი
ტექნიკური რეგლამენტების გადასინჯვა და საქართველოს მთავრობისთვის
წარდგენა.
მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 13.03.2018 მიმდინარეობს
მუშაობა გარემოსდაცვით სფეროში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების გადასინჯვაზე და
ეტაპობრივად განხორციელდება კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები).
2. შესაბამისმა დაწესებულებებმა 2017 წლის 31 დეკემბრამდე
უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ
კოდექსთან შესაბამისობა.
მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 13.03.2018
6. 2018 წლის 1 იანვრამდე მინისტრმა გამოსცეს შემდეგი ბრძანებები:
ბ) „ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე
საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების
დამტკიცების თაობაზე“;
მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 13.03.2018 აღნიშნული
პროექტი მუშავდება მისი დამტკიცება მოხდება უახლოეს მომავალში).
გ) „საზოგადოებრივ
დამტკიცების შესახებ“.
ექსპერტთა
შრომის
ანაზღაურების
წესის
მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 13.03.2018 აღნიშნული
პროექტი მუშავდება მისი დამტკიცება მოხდება უახლოეს მომავალში).
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ N1818-რს, 22.12.2017
მუხლი 2
1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში 11.02.2018-მდე საქართველოს
მთავრობამ უზრუნველყოს ახალი საავიაციო ძებნა -შველის რეაგირების გეგმის
დამტკიცება. ამ გეგმის ამოქმედებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს
4
„საავიაციო ძებნა - შველის რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №734 დადგენილება.
მიმდინარეობს მუშაობა(კომიტეტის ინფორმაციით 14.03.2018 სააგენტოს მიერ
საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი უკვე შემუშავებულია და გადის
სამართლებრივ პროცედურებს).
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
1.
საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების
შესახებ“ (ცვლილება N5446-IIს, 22.06.16)
მუხლი 21
6.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს
მოძალადეთა და გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების, აგრეთვე
სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ
მიღებული
გადაწყვეტილებისადმი
დაუმორჩილებლობის
შემთხვევაში
პოლიციელის მიერ მოძალადისთვის იარაღის ჩამორთმევის თაობაზე
მონაცემთა ბაზის შექმნა, აღნიშნული ინფორმაციის დაინტერესებული
სახელმწიფო ორგანოებისთვის დროულად მიწოდება და ხელმისაწვდომობა
(შესრულების ვადა არ არის მითითებული).
მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია სამუშაო საკმაოდ მოცულობითია,
მიმდინარეობს მუშაობა მონაცემთა ბაზის შექმნის მიმართულებით)
2.
საქართველოს
კანონი
,,ელექტრონული
დოკუმენტისა
ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ” N639-IIს, 21.04.2017
და
მუხლი 13.
5. საქართველოს მთავრობამ:
ა) 2017 წლის 1 ოქტომბრამდე დაამტკიცოს ამ კანონის დებულებათა
აღსრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც შეიცავს სულ მცირე სახელმწიფოში
კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული
შტამპის დანერგვისა და გამოყენების უზრუნველყოფისაკენ მიმართულ
ღონისძიებებს.
მიმდინარეობს მუშაობა
ბ) 2018 წლის 1 მარტამდე დაამტკიცოს კვალიფიციური სანდო
მომსახურების მიმწოდებლისთვის სავალდებულო ტექნიკური რეგლამენტი.
მიმდინარეობს მუშაობა
6. 2018 წლის 1 მარტამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა
დაამტკიცოს
კვალიფიციური
სანდო
მომსახურების
მიმწოდებლის
ავტორიზაციისა და ზედამხედველობის წესი.
მიმდინარეობს მუშაობა
5
3.
საქართველოს კანონი ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების შესახებ“
მუხლი 28
1. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობამ (ცვლილება N493-IIს,
23.03.2017):
ა) მიიღოს დადგენილება
დადგენის თაობაზე;
დაწესებულების
ავტორიზაციის
წესის
მიმდინარეობს მუშაობა (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით 21.03.2018
მთავრობის ადმინისტრაციაში ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა დადგენილების პროექტის ორ
დანართზე. სავარაუდოდ მუშაობა დასრულდება ორ თვეში).
ვ) დაწესებულების შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობის მოწყობის შესახებ
ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
დასრულების პროცესშია (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით 21.03.2018
ტექნიკური რეგლამენტის პროექტი შემუშავებულია და მიმდინარეობს დეტალების
დაზუსტების პროცესი)
ზ) მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებულებათა რეესტრის წარმოების
წესისა და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების
ჩამონათვალის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი.
მიმდინარეობს მუშაობა (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით 21.03.2018
ნორმატიულ აქტზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დასრულდება)
2. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობამ აღმზრდელპედაგოგის შრომის ანაზღაურების საბაზისო ზღვრული ოდენობის განსაზღვრის
მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი (ცვლილება N493-IIს, 23.03.2017):
არ არის შესრულებული (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით 21.03.2018
ნორმატიული აქტის პროექტზე ჯერ არ დაწყებულა მუშაობა)
ბ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების
დანერგვის,
განვითარებისა
და
გაუმჯობესების
მიზნით
საჯარო
დაწესებულებაში მონიტორინგის სისტემის შესამუშავებლად გამოსცეს
ნორმატიული აქტი;
მიმდინარეობს მუშაობა (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით 21.03.2018
ნორმატიული აქტის პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა )
გ) აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების შემუშავებისა და მუნიციპალიტეტებისთვის მათ გადამზადებაში
ხელის შეწყობის მიზნით გამოსცეს ნორმატიული აქტი.
დასრულების პროცესშია (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაციით 21.03.2018
შემუშავებულია აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ- მოდული,
რომელიც გადის სამართლებრივ ექსპერტიზას).
.
6
4. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე თითოეულმა მუნიციპალიტეტის
საკრებულომ(ცვლილება N493-IIს, 23.03.2017):
ა) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო
მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების, ანგარიშგების
სისტემის შემუშავების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
მიმდინარეობს მუშაობა (20.03.2018-ის მდგომარეობით მიღებულია 39 თვითმმართველი
ერთეულის მიერ)
ბ) სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის
მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების
სისტემის შემუშავების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
მიმდინარეობს მუშაობა (20.03.2018-ის მდგომარეობით მიღებულია 40 თვითმმართველი
ერთეულის მიერ)
გ) დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების,
ქცევისა და ეთიკის ნორმების დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
მიმდინარეობს მუშაობა (20.03.2018-ის მდგომარეობით მიღებულია 40 თვითმმართველი
ერთეულის მიერ)
დ) დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დადგენის
მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
მიმდინარეობს მუშაობა (20.03.2018-ის მდგომარეობით მიღებულია 39 თვითმმართველი
ერთეულის მიერ)
ე) საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების
დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი.
მიმდინარეობს მუშაობა (20.03.2018-ის მდგომარეობით მიღებულია 39 თვითმმართველი
ერთეულის მიერ)
შენიშვნა: 20.03.2018-ის მდგომარეობით ხუთივე ნორმატიული აქტი გამოცემული აქვს 36
მუნიციპალიტეტს.
6. 2020 წლის 1 აპრილიდან ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის
სრულყოფილად ამოქმედების მიზნით მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა ამ
კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 24.12.16-მდე უზრუნველყონ სამოქმედო
გეგმების შემუშავება მათ ტერიტორიაზე მოქმედი დაწესებულებების მიერ
შესაბამის მოთხოვნებთან თავსებადობის ეტაპობრივად მისაღწევად .
მიმდინარეობს მუშაობა (მიმდინარეობს მუშაობა განათლებისა და მეცნიერების, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
და რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან ერთად გეგმის შემუშავების მიზნით).
4.
საქართველოს
კანონი
„სააღსრულებო
წარმოებათა
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1198-IIს, 30.06.2017
მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2017 წლის 1 ნოემბრამდე
7
უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან
შესაბამისობა.
მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია: მთავრობის საპარლამენტო მდივნის
სამსახურის ინფორმაციით N2731, 21.02.2018 მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში
დასრულდება მუშაობა აღსრულების ეროვნულ ბიუროში იუსტიციის მინისტრის N144,
30.07.2010 ბრძანებაში შესატანი ცვლილებების პროექტზე, რის შემდეგაც შესათანხმებლად
წარედგინება იუსტიციის სამინისტროს)
5.
საქართველოს კანონი „სახელმწიფო სერვისების
სააგენტოს შესახებ“ (ცვლილება N654-IIს, 21.04.2017)
განვითარების
მუხლი 12
3. 2018 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა
დაამტკიცოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით
განსაზღვრული
კვალიფიციური
სანდო
მომსახურების
მიწოდების,
კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან
დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესი.
მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია: მთავრობის საპარლამენტო მდივნის
სამსახურის ინფორმაციით N2731, 21.02.2018, საკითხის სირთულიდან და კომპლექსურობიდან
გამომდინარე მასზე მუშაობა ჯერ არ არის დასრულებული. ამჟამად მიმდინარეობს
კონსულტაციები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა სტრუქტურულ
ერთეულებს შორის, რის შემდეგაც შესაბამისი ბრძანების პროექტი შესათანხმებლად
წარედგინება იუსტიციის სამინისტროს)
4. 2018 წლის 1 იანვრამდე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის მინისტრმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა უზრუნველყონ ამ კანონის პირველი მუხლის 78-ე ნაწილით
გათვალისწინებული პატიმრობის კოდექსის 1151 მუხლის პირველი ნაწილით
განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა.
დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია: მთავრობის საპარლამენტო მდივნის
სამსახურის ინფორმაციით N2731, 21.02.2018.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ N4346-Iს, 27.10.15
მუხლი 126.
4. 2016 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს
შემდეგი ნორმატიული აქტების მიღება:
გ)
„პროფესიული
საჯარო
მოხელის
მიერ
პროფესიული
განვითარებისათვის შვებულებით სარგებლობის წესისა და პირობების შესახებ“
საქართველოს მთავრობის დადგენილება;
დასრულების პროცესშია ( საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დასრულებულია
მუშაობა დადგენილების პროექტზე).
8
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
საქართველოს ორგანული
კოდექსი“ №1958-IIს, 5.02.14
კანონი
,,ადგილობრივი
თვითმმართველობის
მუხლი 160 (ცვლილება N1252-რს, 26.07.2017)
იუსტიციის სამინისტრომ:
ა)
2017
წლის
31
დეკემბრამდე
საქართველოს
მთავრობას
დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული
საზღვრების დადგენის წესი.
დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია
შემუშავებულია, ჯერ დამტკიცებული არ არის).
9.02.2018
პროექტი
მუხლი 162. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს
ფინანსთა
სამინისტრო
2017
წლის
1
იანვრამდე
შეიმუშავებენ
მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების
გადაცემის ვადების ამსახველ შესაბამის გრაფიკსა და წესს და მათ
დასამტკიცებლად წარუდგენენ საქართველოს მთავრობას.
მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 13.03.2018, სამინისტროებიდან
მიღებული ინფორმაციების თანახმად, დაგეგმილია ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული
განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება,
რომლის უმთავრესი მიზანი იქნება დეცენტრალიზაციის პროცესის გაუმჯობესება და
ადგილობრივ დონეზე უკეთესი მმართველობის მიღწევა. აღნიშნული პროცესის ფარგლებში
მოხდება
162-ე მუხლით გავალისწინებული ვალდებულების საკითხის მოწესრიგება,
ზემოაღნიშნულ საკითხებზე შესაბამის უწყებებში მიმდინარეობს მუშაობა).
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
1. საქართველოს კანონი ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და
აუდიტის შესახებ“ N5386-IIს, 8.06.16
მუხლი 28.
6. სამსახურმა 2017 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის
მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, მე-16 მუხლის პირველი
პუნქტით და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო
სტანდარტების სამოქმედოდ შემოღება.
დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაციით 19.03.2018 სამსახურის უფროსის
ბრძანებების პროექტები მომზადებულია, თუმცა ჯერ დამტკიცებული არ არის).
9
2. საქართველოს კანონი
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და
აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1327Iს, 2.11.20117
მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ არაუგვიანეს 2018 წლის 1 იანვრისა
უზრუნველყოს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსის მინიჭების
კრიტერიუმების დამტკიცება.
მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 24.01.2018 მოცემულ ეტაპზე
მიმდინარეობს სტატისტიკური მონაცემების დამუშავება).
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
1.
საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N761-IIს,
4.05.2017
მუხლი 2
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტრომ 2017 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს „ოჯახში ძალადობის
მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლისა (თავშესაფრისა) და მოძალადეთა
სარეაბილიტაციო ცენტრების მოწყობისათვის აუცილებელი მინიმალური
სტანდარტების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 28 ივლისის №183/ნ ბრძანების ამ
კანონთან შესაბამისობა.
მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 19.03.2018).
2.
საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1820-რს,
22.12.2017
მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში
(11.02.2018-მდე) უზრუნველყოს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და
რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების“ დამტკიცება.
მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 19.03.2018 საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს მთავრობის
სხდომაზე წარდგენილ იქნა შესაბამისი პროექტი. მთავრობის წევრების მიერ გამოთქმული
შენიშვნების გათვალისწინებით ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა საქარტველოს მთავრობის
დადგენილების ახალ ვერსიაზე, რომელიც წარდგენილი იქნება მთავრობის უაახლოეს
სხდომაზე)
10
3.
საქართველოს პარლამენტის დადგენილება ,,ბავშვთა განვითარებისკენ
მიმართული ადრეული ჩარევის სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების
შესახებ“ N282-IIს, 9.02.17
2. დაევალოს საქართველოს მთავრობას, „ბავშვთა განვითარებისკენ
მიმართული ადრეული ჩარევის სახელმწიფო კონცეფციის“ პრინციპების
გათვალისწინებით დაგეგმოს ამ სფეროს განვითარებისათვის საჭირო
ღონისძიებები 2018 წლის 1 მარტამდე.
მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 19.03.2018 მიმდინარეობს მუშაობა,
უახლოეს მომავალში უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ღონისძიებების გატარება).
11