„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 27 ✗ 13
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-14
ბიუროს ნომერი 159
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს
კანონის (კანონის ნომერი: 2391-IIს) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„მუხლი 1. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი
ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუველყოფა, რასის, კანის
ფერის, ენის, სქესის, ასაკის მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის,
საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან
რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური
მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის,
პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია „დისკრიმინაციის ყველა ფორმის
აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტერმინების
„სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ არსებობა.
2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა, მიუხედავად საზოგადოების
დიდი
ნაწილის
და
საქართველოს
საპატრიარქოს
წინააღმდეგობისა,
ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. საკანონმდებლო სივრცეში ტერმინების:
„სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ასახვით დაირღვა
ზნეობრივი ნორმები. საქართველოს კონსტიტუცია ისედაც იცავს ყველა
მოქალაქის თანაბარუფლებიანობას. ასეთი სამართლებრივი მიდგომა, არა თუ არ
იცავს, არამედ დამანგრეველია ოჯახისა და საზოგადოების მორალისთვის.
დისკრიმინაციისგან დაცვის საბაბით ხდება, იმ ადამიანების დისკრიმინაცია,
ვინც პატივს სცემს ტრადიციულ მორალსა და ოჯახურ ფასეულობებს.
„სექსუალური
მარავალფეროვნების“
ხელშემწყობი,
სხვადასხვა
სახის
ამორალური,
წამახალისებელი
ფსევდოღირებულებები
საზიანოა
საზოგადოებისთვის და არაფერი აქვს საერთო როგორც კაცობრიობის რეალურ
ფუძემდებლურ ღირებულებებთან, ასევე ადამიანის ჭეშმარიტ, საყოველთაოდ
აღიარებულ უფლებებთან. საკანონმდებლო სივრცეში აღნიშნული ტერმინების
არსებობა,
ეწინააღმდეგება
ჩვენი
სამყაროს
ძირითადი
რელიგიების
ფასეულობებს და სწავლებებს. ეს ფსევდოღირებულებები წინააღმდეგობაში
მოდის როგორც ოჯახის ინსტიტუტთან, ასევე საზოგადოების ზნეობრივი და
სულიერ საფუძვლებთან. არსებული კანონი ასახავს ამ სამწუხარო ტენდენციებს.
იმის მაგივრად, რომ დაიცვას უმცირესობები, რომლებიც საქართველოში ისედაც
დაცულნი არიან ჩვენი მრავალფეროვანი საზოგადოების მიერ საუკუნეების
განმავლობაში გამოცდილი, ძველი ტრადიციებით, ის გვთავაზობს და ხელს
უწყობს არა მარტო ამორალურ, არამედ კონტრპროდუქტიულ ქცევასა და
მენტალიტეტს. დასავლეთის ბევრ ქვეყანას ძვირი დაუჯდა ასეთი ქცევა და
მენტალობა. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ საქართველო უმძიმეს
დემოგრაფიულ სიტუაციაში იმყოფება, გაეროს კვლევების მიხედვით, როგორც
ერი გადაშენების პირას ვართ. ამ შემთხვევაში კი ტრადიციულ ოჯახი, როგორც
საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედი დაცული იყოს
საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან“ (ადამიანის უფლებათა საყოველთაო
დეკლარაცია მე-16 მუხლი, პუნქტი 3.).
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი
კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს კანონში „დისკრიმინაციის
ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ არსებული ტერმინების: „სექსუალური
ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის მიხედვით „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის
შესახებ“ საქართველოს კანონში ხდება არსებული ტერმინების: „სექსუალური
ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით
დაფინანსების წყარო
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შემცირების მიმართულებით საქართველოს
სასამართლოებში განსახილველ საქმეებთან დაკავშირებული ბაჟის სახით.
გავლენის
ოდენობა
დამოკიდებული
იქნება
სასამართლო
საქმეების
რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღებას შესაძლოა ჰქონდეს გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.ვინაიდან,
კანონის
თანახმად,
დისკრიმინაციულ
სამართალდარღვევათა საკითხების განხილვის კომპეტენცია აქვს სახალხო
დამცველს
და
სასამართლოებს,
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ცვლილების შემდეგ მათ თუ სექსუალურ ორიენტაციასთან და გენდერულ
იდენტობასთან დაკავშირებული განსახილველი დისკრიმინაციული საკითხები
მოაკლდებათ, აღნიშნულმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახალხო დამცველის
აპარატის ბიუჯეტის და სასამართლოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე შემცირების
მიმართულებით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება
ვალდებულებებს.
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
2
ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 363 -ე მუხლის
თანახმად, პირს უფლება აქვს დისკრიმინაციის დროს სარჩელი შეიტანოს
სასამართლოში და აღნიშნული სარჩელით მოითხოვოს მორალური ან/და
მატერიალური ზიანის ანაზღაურება იმ შემთხვევაში თუ თავს მიიჩნევს
დისკრიმინაციის მსხვერპლად, კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებას
გავლენა ექნება შესაბამის პირებზე, ვინაიდან ერთი მხრივ, მორალური ან/და
მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ვერ მიიღებს დაზარალებული, ხოლო
მეორე მხრივ შესაბამისი დისკრიმინაციის ჩამდენი პირები აღარ გადაიხდიან
ზიანის ანაზღაურების კუთხით შესაბამის თანხას. აგრეთვე, ვინაიდან
კანონპროექტის თანახმად, დისკრიმინაციის ფორმად აღარ განისაზღვრება
სექსუალურ ორიენტაციასთან ან გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული
დისკრიმინაციული ქმედება, შესაბამისად, შემცირდება აღნიშნულ საკითხებთან
დაკავშირებით სასამართლოში მიმართვიანობა და შესაბამის პირებს აღარ
მოუწევთ
საქართველოს სასამართლოებში განსახილველ საქმეებთან
დაკავშირებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
ან
სხვა
კანონპროექტით არ დგინდება არანაირი საფასური იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი
ეწინააღმდეგება
ევროკავშირის
დირექტივებს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისათვის ერთ-ერთი ფუძემდებლური
პრინციპია დისკრიმინაციის აღმოფხვრა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით,
ნებისმიერი დირექტივა შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს საქართველოს
ტრადიციებთან, კულტურასთან და აღნიშნული შეუთავსებლობა არ უნდა
გახდეს დამაბრკოლებელი გარემოება, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრინციპიც ხომ ასევე არის მრავალფეროვნება,
რომელთა
რიცხვში
ქართული
კულტურა
და
ეთნოფსიქოლოგიური
თავისებურებანი გამორჩეულ ადგილს უნდა იკავებდეს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტს
შესაძლოა ჰქონდეს გავლენა საქართველოს საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე, თუმცა
წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რა გავლენას მოახდენს ამ ეტაპზე ძნელად
სავარაუდოა.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
ზვიად ტომარაძე
დირექტორი)
(საქართველოს
დემოგრაფიული
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
ემზარ კვიციანი (საქართველოს პარლამენტის წევრი)
საზოგადოება
21-ს
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ იმ
მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 1. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი
ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის
ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის,
საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან
რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური
მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის,
სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური
ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.