„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 9 ✗ 5
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-14
ბიუროს ნომერი 159
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56–ე მუხლის მე–3
პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან
ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის,
მსოფლმხედველობის, სქესის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ,
დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ,
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან
გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კანონში „მაუწყებლობის
შესახებ“ არსებული ტერმინის „სექსუალური ორიენტაცია“ არსებობა.
საქართველოს პარლამენტმა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
შეიტანა ტერმინები: „სექსულური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“.
საკანონმდებლო სივრცეში აღნიშნული ტემინების ასახვით დაირღვა ზნეობრივი
ნორმები. საქართველოს კონსტიტუცია ისედაც იცავს ყველა მოქალაქის
თანაბარუფლებიანობას. ასეთი სამართლებრივი მიდგომა, არა თუ არ იცავს,
არამედ
დამანგრეველია
ოჯახისა
და
საზოგადოების
მორალისთვის.
დისკრიმინაციისგან დაცვის საბაბით ხდება, იმ ადამიანების დისკრიმინაცია,
ვინც პატივს სცემს ტრადიციულ მორალსა და ოჯახურ ფასეულობებს.
„სექსუალური
მარავალფეროვნების“
ხელშემწყობი,
სხვადასხვა
სახის
ამორალური,
წამახალისებელი
ფსევდოღირებულებები
საზიანოა
საზოგადოებისთვის და არაფერი აქვს საერთო როგორც კაცობრიობის რეალურ
ფუძემდებლურ ღირებულებებთან, ასევე ადამიანის ჭეშმარიტ, საყოველთაოდ
აღიარებულ უფლებებთან. ისინი ეწინააღმდეგება ჩვენი სამყაროს ძირითადი
რელიგიების ფასეულობებს და სწავლებებს. ამ ფსევდოღირებულებების
დანიშნულებაა ოჯახის ინსტიტუტის, საზოგადოების ზნეობრივი და სულიერი
საფუძვლების განადგურება. არსებული კანონი ასახავს ამ სამწუხარო
ტენდენციებს. იმის მაგივრად, რომ დაიცვას უმცირესობები, რომლებიც
საქართველოში ისედაც დაცულნი არიან ჩვენი მრავალფეროვანი საზოგადოების
მიერ საუკუნეების განმავლობაში გამოცდილი, ძველი ტრადიციებით, ის
გვთავაზობს
და
ხელს
უწყობს
არა
მარტო
ამორალურ,
არამედ
კონტრპროდუქტიულ ქცევასა და მენტალიტეტს. დასავლეთის ბევრ ქვეყანას
ძვირი დაუჯდა ასეთი ქცევა და მენტალობა. გასათვალისწინებელია ის
ფაქტორიც, რომ საქართველო უმძიმეს დემოგრაფიულ სიტუაციაში იმყოფება,
გაეროს კვლევების მიხედვით, როგორც ერი გადაშენების პირას ვართ. ამ
შემთხვევაში კი ტრადიციულ ოჯახი, როგორც საზოგადოების ბუნებრივი და
ძირითადი უჯრედი დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან“
(ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მე-16 მუხლი, პუნქტი 3.).
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი
კანონპროექტის მიღების მიზანია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონში არსებული ტერმინების „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული
იდენტობა“ ამოღება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის მიხედვით
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონში
ხდება არსებული ტერმინების „სექსუალური ორიენტაცია“ და
„გენდერული იდენტობა“ ამოღება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით
დაფინანსების წყარო
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება
ვალდებულებებს.
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტით არ დგინდება მოსალოდნელი ფინანსური შედეგი
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
ან
იმ
სხვა
კანონპროექტით არ დგინდება არანაირი საფასური იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი
ეწინააღმდეგება
ევროკავშირის
დირექტივებს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისათვის ერთ-ერთი ფუძემდებლური
პრინციპია დისკრიმინაციის აღმოფხვრა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით,
ნებისმიერი დირექტივა შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს საქართველოს
ტრადიციებთან, კულტურასთან და აღნიშნული შეუთავსებლობა არ უნდა
გახდეს დამაბრკოლებელი გარემოება, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრინციპიც ხომ ასევე არის მრავალფეროვნება,
რომელთა
რიცხვში
ქართული
კულტურა
და
ეთნოფსიქოლოგიური
თავისებურებანი გამორჩეულ ადგილს უნდა იკავებდეს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტს
შესაძლოა ჰქონდეს გავლენა საქართველოს საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე, თუმცა
წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რა გავლენას მოახდენს ამ ეტაპზე ძნელად
სავარაუდოა.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
ზვიად ტომარაძე
დირექტორი)
(საქართველოს
დემოგრაფიული
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
ემზარ კვიციანი (საქართველოს პარლამენტის წევრი)
საზოგადოება
21-ს
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი56. პროგრამული შეზღუდვები
1. იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა.
2. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი,
ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის
დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის.
3. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის
ფიზიკური
შესაძლებლობის,
ეთნიკური
კუთვნილების,
რელიგიის,
მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ
სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის
განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია
პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის
ილუსტრირებას.
4. იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და
ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც
შეიცავს უხამსობას.
5. იკრძალება ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ განვითარებაზე
მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების იმ დროს განთავსება, როცა მათ მიერ ამ
პროგრამების ნახვის ან მოსმენის დიდი ალბათობა არსებობს.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამა ან რეკლამა (გარდა
ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შემლახავი პროგრამისა ან
რეკლამისა) შეიძლება განთავსდეს მხოლოდ კოდირებული ფორმით, მომხმარებელთან
ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.