„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 13 ✗ 4
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-14
ბიუროს ნომერი 159
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
შესახებ“
ცვლილების შეტანის
მუხლი 1. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 10–ე მუხლი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ეს კანონი დისკრიმინაციის გარეშე უნდა გავრცელდეს თავშესაფრის მაძიებელსა
და საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა,
სქესისა, ასაკისა, მოქალაქეობისა, წარმოშობისა, დაბადების ადგილისა, საცხოვრებელი
ადგილისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა, რელიგიისა ან რწმენისა,
ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილებისა, პროფესიისა, ოჯახური
მდგომარეობისა, ჯანმრთელობის მდგომარეობისა, შეზღუდული შესაძლებლობისა,
პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა და სხვა ნიშნისა“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“
შეტანის შესახებ
საქართველოს კანონში
ცვლილების
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია „საერთაშორისო დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში არსებული ტერმინების: „სექსუალური ორიენტაცია“ და
გენდერული იდენტობა“ არსებობა.
2016 წელს საქართველოს პარლამენტმა, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში შეიტანა ტერმინები: „სექსულური ორიენტაცია“ და
„გენდერული იდენტობა“. საკანონმდებლო სივრცეში აღნიშნული ტემინების
ასახვით დაირღვა ზნეობრივი ნორმები. საქართველოს კონსტიტუცია ისედაც
იცავს ყველა მოქალაქის თანაბარუფლებიანობას. ასეთი სამართლებრივი
მიდგომა, არა თუ არ იცავს, არამედ დამანგრეველია ოჯახისა და საზოგადოების
მორალისთვის. დისკრიმინაციისგან დაცვის საბაბით ხდება, იმ ადამიანების
დისკრიმინაცია, ვინც პატივს სცემს ტრადიციულ მორალსა და ოჯახურ
ფასეულობებს. „სექსუალური მარავალფეროვნების“ ხელშემწყობი, სხვადასხვა
სახის ამორალური, წამახალისებელი ფსევდოღირებულებები საზიანოა
საზოგადოებისთვის და არაფერი აქვს საერთო როგორც კაცობრიობის რეალურ
ფუძემდებლურ ღირებულებებთან, ასევე ადამიანის ჭეშმარიტ, საყოველთაოდ
აღიარებულ უფლებებთან. ისინი ეწინააღმდეგება ჩვენი სამყაროს ძირითადი
რელიგიების ფასეულობებს და სწავლებებს. ამ ფსევდოღირებულებების
დანიშნულებაა ოჯახის ინსტიტუტის, საზოგადოების ზნეობრივი და სულიერი
საფუძვლების განადგურება. არსებული კანონი ასახავს ამ სამწუხარო
ტენდენციებს. იმის მაგივრად, რომ დაიცვას უმცირესობები, რომლებიც
საქართველოში ისედაც დაცულნი არიან ჩვენი მრავალფეროვანი საზოგადოების
მიერ საუკუნეების განმავლობაში გამოცდილი, ძველი ტრადიციებით, ის
გვთავაზობს
და
ხელს
უწყობს
არა
მარტო
ამორალურ,
არამედ
კონტრპროდუქტიულ ქცევასა და მენტალიტეტს. დასავლეთის ბევრ ქვეყანას
ძვირი დაუჯდა ასეთი ქცევა და მენტალობა. გასათვალისწინებელია ის
ფაქტორიც, რომ საქართველო უმძიმეს დემოგრაფიულ სიტუაციაში იმყოფება,
გაეროს კვლევების მიხედვით, როგორც ერი გადაშენების პირას ვართ. ამ
შემთხვევაში კი ტრადიციულ ოჯახი, როგორც საზოგადოების ბუნებრივი და
ძირითადი უჯრედი დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან“
(ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მე-16 მუხლი, პუნქტი 3.).
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი
კანონპროექტის მიღების მიზანია „საერთაშორისო დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში არსებული ტერმინების „სექსუალური ორიენტაცია“ და
„გენდერული იდენტობა“ ამოღება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის
მიხედვით
„საერთაშორისო
დაცვის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ხდება არსებული ტერმინების „სექსუალური
ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით
დაფინანსების წყარო
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და თავშესაფრის პროცედურის
ხელმისაწვდომობა,
თავშესაფრის
მაძიებლის
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, არგაძევების პრინციპი, ლტოლვილის
სტატუსის მინიჭების საფუძვლები, ადგილზე წარმოშობილი („sur place“)
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლება, ჰუმანიტარული სტატუსის
მინიჭების საფუძვლები და ა.შ. შესაბამისად, ცვლილების შემდეგ საერთაშორისო
დაცვის შესახებ კანონის რეგულაციები და გარანტიები აღარ გავრცელდება
პირებზე სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის და
გამოხატვის მიუხედავად, რასაც შესაბამისად გავლენა ექნება როგორც
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე შემცირების მიმართულებით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება
ვალდებულებებს.
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს
შესაბამის პირებზე, ვისზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
ან
სხვა
კანონპროექტით არ დგინდება არანაირი საფასური იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი
ეწინააღმდეგება
ევროკავშირის
დირექტივებს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისათვის ერთ-ერთი ფუძემდებლური
პრინციპია დისკრიმინაციის აღმოფხვრა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით,
ნებისმიერი დირექტივა შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს საქართველოს
ტრადიციებთან, კულტურასთან და აღნიშნული შეუთავსებლობა არ უნდა
გახდეს დამაბრკოლებელი გარემოება, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრინციპიც ხომ ასევე არის მრავალფეროვნება,
რომელთა
რიცხვში
ქართული
კულტურა
და
ეთნოფსიქოლოგიური
თავისებურებანი გამორჩეულ ადგილს უნდა იკავებდეს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტს
შესაძლოა ჰქონდეს გავლენა საქართველოს საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე, თუმცა
წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რა გავლენას მოახდენს ამ ეტაპზე ძნელად
სავარაუდოა.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
ზვიად ტომარაძე
დირექტორი)
(საქართველოს
დემოგრაფიული
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
ემზარ კვიციანი (საქართველოს პარლამენტის წევრი)
საზოგადოება
21-ს
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 10. დისკრიმინაციის დაუშვებლობა
ეს კანონი დისკრიმინაციის გარეშე უნდა გავრცელდეს თავშესაფრის მაძიებელსა
და საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა,
სქესისა, ასაკისა, მოქალაქეობისა, წარმოშობისა, დაბადების ადგილისა, საცხოვრებელი
ადგილისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა, რელიგიისა ან რწმენისა,
ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილებისა, პროფესიისა, ოჯახური
მდგომარეობისა, ჯანმრთელობის მდგომარეობისა, შეზღუდული შესაძლებლობისა,
სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა და გამოხატვისა, პოლიტიკური
ან სხვა შეხედულებისა და სხვა ნიშნისა.