„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 16 ✗ 9
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-14
ბიუროს ნომერი 159
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №41, 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 531-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, რელიგიის,
პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალქეობის,
ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი
მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით
შეუწყნარებლობის მოტივით არის
პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება და კოდექსით გათვალისწინებული
ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.“.
2. 142-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა მათი ენის, სქესის, ასაკის
მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი
მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური
მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა
ნიშნის გამო რამაც არსებითად ხელყო ადამიანის უფლება, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან/და
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”
„საქართველოს სისხლის სამართლის
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კანონში “საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსი” არსებული ტერმინების „სექსუალური
ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ არსებობა.
2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა, მიუხედავად საზოგადოების
დიდი ნაწილის და საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგობისა მიიღო
ანტიდისკრიმინაციული კანონი და ცვლილებები შეიტანა საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსში. საკანონმდებლო სივრცეში სექსუალური
ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ასახვით დაირღვა ზნეობრივი
ნორმები. საქართველოს კონსტიტუცია ისედაც იცავს ყველა მოქალაქის
თანაბარუფლებიანობას. ასეთი სამართლებრივი მიდგომა, არა თუ არ იცავს,
არამედ
დამანგრეველია
ოჯახისა
და
საზოგადოების
მორალისთვის.
დისკრიმინაციისგან დაცვის საბაბით ხდება, იმ ადამიანების დისკრიმინაცია,
ვინც პატივს სცემს ტრადიციულ მორალსა და ოჯახურ ფასეულობებს.
„სექსუალური
მარავალფეროვნების“
ხელშემწყობი,
სხვადასხვა
სახის
ამორალური,
წამახალისებელი
ფსევდოღირებულებები
საზიანოა
საზოგადოებისთვის და არაფერი აქვს საერთო როგორც კაცობრიობის რეალურ
ფუძემდებლურ ღირებულებებთან, ასევე ადამიანის ჭეშმარიტ, საყოველთაოდ
აღიარებულ უფლებებთან. ისინი ეწინააღმდეგება ჩვენი სამყაროს ძირითადი
რელიგიების ფასეულობებს და სწავლებებს. ამ ფსევდოღირებულებების
დანიშნულებაა ოჯახის ინსტიტუტის, საზოგადოების ზნეობრივი და სულიერი
საფუძვლების განადგურება. არსებული კანონი ასახავს ამ სამწუხარო
ტენდენციებს. იმის მაგივრად, რომ დაიცვას უმცირესობები, რომლებიც
საქართველოში ისედაც დაცულნი არიან ჩვენი მრავალფეროვანი საზოგადოების
მიერ საუკუნეების განმავლობაში გამოცდილი, ძველი ტრადიციებით, ის
გვთავაზობს
და
ხელს
უწყობს
არა
მარტო
ამორალურ,
არამედ
კონტრპროდუქტიულ ქცევასა და მენტალიტეტს. დასავლეთის ბევრ ქვეყანას
ძვირი დაუჯდა ასეთი ქცევა და მენტალობა. გასათვალისწინებელია ის
ფაქტორიც, რომ საქართველო უმძიმეს დემოგრაფიულ სიტუაციაში იმყოფება,
გაეროს კვლევების მიხედვით, როგორც ერი გადაშენების პირას ვართ. ამ
შემთხვევაში კი ტრადიციულ ოჯახი, როგორც საზოგადოების ბუნებრივი და
ძირითადი უჯრედი დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან“
(ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მე-16 მუხლი, პუნქტი 3.).
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი
კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს კანონში „საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსი“ არსებული ტერმინების „სექსუალური
ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობის“ ამოღება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის მიხედვით “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“
საქართველოს კანონში (531-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 142-ე მუხლის 1-ლი
ნაწილი)
ხდება არსებული ტერმინების: „სექსუალური ორიენტაცია“ და
„გენდერული იდენტობა“ ამოღება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით
დაფინანსების წყარო
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
ვინაიდან მოქმედი კანონი სექსუალური ორიენტაციის და გენდერული
იდენტობის და გამოხატვის კუთხით დისკრიმინაციის ჩამდენი ფიზიკური
პირისთვის სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან/და თავისუფლების
აღკვეთას 2 წლამდე ვადით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში ჯარიმას,
ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, კანონპროექტით
გათვალისწინებულ ცვლილებას შესაძლოა გავლენა ქონდეს
ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე შემცირების მიმართულებით, ვინაიდან აღარ მოხდება
ბიუჯეტში მოქმედი კანონით გათვალისწინებული სასჯელის სახით ჯარიმების
თანხის მიმართვა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის
(სასჯელაღსრულების სისტემის) ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან ცვლილების
შემდეგ სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის და გამოხატვის
კუთხით დისკრიმინაციის ჩამდენ პირებს სასჯელის სახით აღარ შეეფარდება
თავისუფლების აღკვეთა, რაც დაკავშირებულია პატიმრობის ხარჯების
შემცირებასთან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება
ვალდებულებებს.
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტით დგინდება მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. სექსუალური
ორიენტაციის და გენდერული იდენტობის და გამოხატვის კუთხით
დისკრიმინაციის ჩამდენ სასჯელმისჯილ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს,
აღარ მოუწევთ აღნიშნულ დანაშაულებზე ჯარიმის გადახდა, ხოლო
იურიდიული პირის შემთხვევაში, აგრეთვე, დამატებით ლიკვიდაცია და
საქმიანობის ჩამორთმევა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
ან
სხვა
კანონპროექტით არ დგინდება არანაირი საფასური იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი
ეწინააღმდეგება
ევროკავშირის
დირექტივებს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისათვის ერთ-ერთი ფუძემდებლური
პრინციპია დისკრიმინაციის აღმოფხვრა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით,
ნებისმიერი დირექტივა შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს საქართველოს
ტრადიციებთან, კულტურასთან და აღნიშნული შეუთავსებლობა არ უნდა
გახდეს დამაბრკოლებელი გარემოება, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრინციპიც ხომ ასევე არის მრავალფეროვნება,
რომელთა
რიცხვში
ქართული
კულტურა
და
ეთნოფსიქოლოგიური
თავისებურებანი გამორჩეულ ადგილს უნდა იკავებდეს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტს
შესაძლოა ჰქონდეს გავლენა საქართველოს საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე, თუმცა
წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რა გავლენას მოახდენს ამ ეტაპზე ძნელად
სავარაუდოა.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
ზვიად ტომარაძე
დირექტორი)
(საქართველოს
დემოგრაფიული
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
ემზარ კვიციანი (საქართველოს პარლამენტის წევრი)
საზოგადოება
21-ს
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების მოქმედი
სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილებები
მუხლი 531. სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები
1. დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული
იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის,
მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან
წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით
შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით
გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
2. დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო
მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული
სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის
გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული
ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
მუხლი 142. ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა
1. ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა მათი ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის,
წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის,
რელიგიის ან რწმენის, სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის,
ჯანმრთელობის მდგომარეობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის,
პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რამაც არსებითად ხელყო ადამიანის უფლება,
–
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან/და თავისუფლების
აღკვეთით ვადით ორ წლამდე. (2.05.2014 N 2393)
2. იგივე ქმედება:
ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ბ) რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია,
-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება
ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით. (2.05.2014 N 2393)