„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.06.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ენძელა მაჭავარიანი და გელა სამხარაული
ნომერი
#07-3/205/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 95 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3021 მუხლი: მუხლი 3021. ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების არალეგალური ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ზღვიდან ინტროდუქცია ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების არალეგალური ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ზღვიდან ინტროდუქცია ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. მუხლი 2. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ კანონის პროექტის შემუშავება გამოწვეულია „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რაც, თავის მხრივ, ემსახურება საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში ,,გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე” კონვენციით (CITES) განსაზღვრული საკითხების ასახვას. საქართველო აღნიშნული კონვენცის მხარეა 1996 წლიდან. კონვენცია წარმოადგენს იურიდიულად სავალდებულო, თუმცა არა თვით-აღსრულებად მრავალმხრივ საერთაშორისო შეთანხმებას. შესაბამისად, კონვენციის მხარე ქვეყნები ვალდებულნი არიან მიიღონ კონვენციის ეფექტური აღსრულებისათვის შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა. გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებების მიზანია ველური ბუნების ობიექტებით არალეგალური ვაჭრობის შესახებ გაეროს 2015 და 2017 წლების რეზოლუციებით განსაზღვრულ ვალდებულებების დანერგვა. სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პროექტით ხდება კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობებით ვაჭრობის კუთხით დაწესებული რეგულაციების დარღვევისათვის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენა, თუ კი დანაშაული ჩადენილია ორგანიზებული ჯგუფის მიერ. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ცოცხალი ან არაცოცხალი ინდივიდების, მისი ნაწილით ან დერივატით უკანონო ვაჭრობის, აგრეთვე ამ სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის უკანონო ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენა იმის გათვალისწინებით, რომ ამ სფეროში ორგანიზებული დანაშაული ქმნის განსაკუთრებულ საფრთხეს და ეწინააღმდეგება კანონის მიზნებს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი აწესრიგებს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის პირობების ორგანიზებული ჯგუფის მიერ დარღვევის წინააღმდეგ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის ღონისძიებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი დაფინანსების წყარო: დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი ხარჯების ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის ამოქემდების ვადის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების პროექტის მიღებამ 2019 წლიდან შესაძლოა გამოიწვიოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხარჯების ზრდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ დღემდე საქართველოში არ გამოვლენილა ორგანიზებული დაჯგუფების მიერ კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების არალეგალური იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ზღვიდან ინტროდუქციის შემთხვევა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გააუარესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ენძელა მაჭავარიანი და გელა სამხარაული ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ენძელა მაჭავარიანი და გელა სამხარაული