„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 663
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 663. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის
სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში
შეტანილი სახეობის ცოცხალი ან არაცოცხალი ინდივიდებით, მისი ნაწილით ან
დერივატით უკანონო ვაჭრობა, აგრეთვე ამ სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის
უკანონო ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი ან ზღვიდან ინტროდუქცია
1. ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის
სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში
შეტანილი სახეობის ცოცხალი ან არაცოცხალი ინდივიდით, მისი ნაწილით ან
დერივატით უკანონო ვაჭრობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის
კონფისკაციით.
2.
,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის
სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში
შეტანილი სახეობის ცოცხალი ან არაცოცხალი ინდივიდის, მისი ნაწილის ან
დერივატის უკანონო ექსპორტი, იმპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი ან ზღვიდან
ინტროდუქცია
გამოიწვევს
დაჯარიმებას,
სამართალდარღვევის
საგნის
კონფისკაციით:
პირველ დანართში შეტანილი სახეობების ცოცხალი ცხოველები და მცენარეები 4000 ლარი
პირველ დანართში შეტანილი სახეობების არაცოცხალი ნიმუშები, გარდა სპილოს
მთლიანი ეშვის და მარტორქის მთლიანი რქისა - 3000 ლარი
სპილოს მთლიანი ეშვი და მარტორქის მთლიანი რქა დაუმუშავებელი სახით - 5000
ლარი
სპილოს მთლიანი ეშვი 3 ცალი და მეტი ოდენობით - 10 000 ლარი
მარტორქის მთლიანი რქა 2 ცალი და მეტი ოდენობით - 10 000 ლარი
მეორე დანართში შეტანილი სახეობების ცოცხალი ცხოველები (გარდა
უხერხემლოებისა) და მცენარეები- 3000 ლარი
მეორე დანართში შეტანილი უხერხემლოების ცოცხალი ინდივიდები - 800 ლარი
მეორე დანართში შეტანილი სახეობების ნაწილები - 800 ლარი
მეორე დანართში შეტანილი სახეობების დერივატები - 500 ლარი
მესამე დანართში შეტანილი სახეობების ნიმუშები - 300 ლარი
2. საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
664
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 664. ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის
სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში
შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის,
რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის პირობების დარღვევა.
,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით
საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი
სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა
და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის პირობების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის
კონფისკაციით.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239 მუხლის
მე-4 პუნქტიმე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
19. ამ კოდექსის 912 მუხლით, 913 მუხლის პირველი ნაწილით, 1271 მუხლის მე-2
1
5
1
3
5
6
9
10
4
ნაწილით, 153-ე, 153 , 153 , 155 −155 , 155 , 155 , 155 , 155 , 157-ე, 158-ე, 164-ე, 164 ,
165-ე−1653, 1715, 178-ე, 1793, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები.
მუხლი 2. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვარს
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ’’ კანონის პროექტის შემუშავება გამოწვეულია
„საქართველოს
„წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რაც, თავის მხრივ,
ემსახურება საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში ,,გადაშენების პირას მყოფი
ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე”
კონვენციით (CITES) განსაზღვრული საკითხების ასახვას. საქართველო აღნიშნული
კონვენცის მხარეა 1996 წლიდან. კონვენცია წარმოადგენს იურიდიულად
სავალდებულო, თუმცა არა თვით-აღსრულებად მრავალმხრივ საერთაშორისო
შეთანხმებას. შესაბამისად, კონვენციის მხარე ქვეყნები ვალდებულნი არიან მიიღონ
კონვენციის ეფექტური აღსრულებისათვის შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტით
ხდება კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობებით ვაჭრობის კუთხით
დაწესებული რეგულაციების დარღვევისათვის განსაზღვრული ჯარიმების რანჟირება
ნიმუშების ჯგუფების მიხედვით, რათა სანქციების დაკისრება კანონმდებლობის
დარღვევისათვის მოხდეს დარღვევის სიმძიმის შესაბამისად.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა
და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES)
დანართებში შეტანილი სახეობის ცოცხალი ან არაცოცხალი ინდივიდების, მისი
ნაწილით ან დერივატით უკანონო ვაჭრობის, აგრეთვე ამ სახეობის, მისი ნაწილის ან
დერივატის უკანონო ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან
ინტროდუქციის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგენა.
კანონპროექტი ადგენს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა
და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES)
დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის,
იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის პირობების
დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახეებს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 663 მუხლის პირველი ნაწილი
აწესრიგებს ისეთ შემთხვევას, როდესაც ქვეყნის შიგნით არალეგალურად არის
წარსულში შემოტანილი ნიმუშები, ხოლო მეორე ნაწილი მოიცავს ქვეყნის საზღვარზე
გაჩერებულ ნიმუშებს. ცვლილებები ახდენს ადმინისტრაციული სახდელის ოდენობის
განსაზღვრას დაცვის ობიექტის მნიშვნელობის გათვალისწინებით.
663 მუხლში ცვლილებებით ხდება დაკონკრეტება, რომ რეგულირებას
ექვემდებარება, როგორც ცოცხალი, ისე არაცოცხალი ინდივიდები (მაგ: ფიტული,
რომელიც არც ცოცხალი ინდივიდია და არც ნაწილი). გარდა ამისა, ცვლილებების
შედეგად სწორდება ჩანაწერი საქართველოს წითელი ნუსხის სახეობების ნიმუშებთან
დაკავშირებით. კონვენციის თანახმად, რეგულირებას ექვემდებარება დანართებში
შეტანილი ყველა სახეობა, მიუხედავად იმისა შეტანილია თუ არა ეს სახეობები
კონვენციის მხარე ქვეყნების ეროვნულ წითელ ნუსხებში.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 664 მუხლი აწესრიგებს
გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით
საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი
სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა
და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის პირობების დარღვევას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით
დაფინანსების წყარო:
დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი
აუცილებელი
ხარჯების
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის ამოქმედების ვადის გათვალისწინებით, კანონპროექტის მიღებამ
შესაძლოა გავლენა იქონიოს 2019 წლის და შემდგომი პერიოდის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე .
დღეისათვის მოქმედი 664 მუხლით განსაზღვრულია ჯარიმა 2000 ლარის
ოდენობით ნებისმიერი ტიპის ნიმუშის არალეგალური იმპორტის, ექსპორტის,
რეექსპორტის და ზღვიდან ინტროდუქციისათვის. მუხლი ძალაში შევიდა 2016 წელს.
664 მუხლის შემოთავაზებული ვერსიით იზრდება ჯარიმის ოდენობა კონვენციის I
და II დანართებში შეტანილი ცოცხალი ცხოველებისა და მცენარეებისათვის, სპილოს
ძვლის და მარტორქის ნიმუშებისათვის. ჯარიმის ოდენობა მცირდება II დანართში
შეტანილი უხერხემლოების ცოცხალი ინდივიდების, II დანართის ნაწილებისა და
დერივატების, ასევე III დანართის ნიმუშებისათვის.
2015 წლის მონაცემების თანახმად გამოვლენილი იყო II დანართის ცოცხალი
ცხოველების - 4, უხერხემლოების - 1 და ნაწილების - 3 შემთხვევა. 2016 წელს
გამოვლენილი იქნა II დანართის ცოცხალი ცხოველების - 1, უხერხემლოების - 1,
ნაწილების - 7 და დერივატების - 1 შემთხვევა. 2017 წელს გამოვლენილი იქნა II
დანართის ცოცხალი ცხოველების - 3, ნაწილების - 7 და დერივატების - 1 შემთხვევა.
2018 წელს გამოვლენილი იქნა I დანართის ცოცხალი მცენარეების - 1, II დანართის
ცოცხალი ცხოველების - 1, ნაწილების - 2 და დერივატების - 2 შემთხვევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ჯარიმების რანჟირება სავარაუდოდ შეამცირებს ჯარიმების სახით შემოსულ
შემოსავლებს არალეგალური იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ზღვიდან
ინტროდუქციის შემთხვევებისათვის.
თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს წითელი ნუსხისა და
წითელი წიგნის შესახებ კანონის პროექტში წარმოდგენილი ცვლილებების და
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 664 მუხლის შემოთავაზებული
ვერსიით დაჯარიმებას ექვემდებარება დანიშნულების ქვეყნისადმი გაცემული
შესაბამისი დოკუმენტების ქონის გარეშე ნიმუშების ტრანზიტიც, რაც ამ ეტაპზე არ
კონტროლდება. არალეგალური ტრანზიტის მიზეზით დაკისრებული ჯარიმების
ოდენობამ შესაძლოა შეავსოს ის დანაკლისი, რაც გამოწვეული იქნება გარკვეულ
ნიმუშებზე ჯარიმების შემცირებით. არალეგალური ტრანზიტის მიზეზით
დაკისრებულმა ჯარიმებმა შესაძლოა გაზარდონ ბიუჯეტის შემოსავლები.
ასევე აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულად საკმაოდ რთულია განისაზღვროს რომელი
სახეობის ნიმუშების არალეგალური გადაადგილების გამოვლენა მოხდება მომავალში,
ასევე შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრა, თუ რამდენ შემთხვევაში გამოიყენებს
სასჯელის სახით ჯარიმას სასამართლო. 2017 წლის ფაქტიური ინფორმაციით 2000
ლარი ჯარიმის სახით სანქცია გამოყენებული იქნა მხოლოდ 2 შემთხვევაზე, რაც
მოიცავდა II დანართის ცოცხალი სახეობების იმპორტს. სხვა შემთხვევებში
გამოყენებული იქნა სიტყვიერი შენიშვნა. ინფორმაცია 2016 და 2018 წლებში
დაკისრებული ჯარიმის შესახებ არ არის ცნობილი.
ცვლილებების შედეგად სწორდება ჩანაწერი საქართველოს წითელი ნუსხის
სახეობების ნიმუშებთან დაკავშირებით. კონვენციის თანახმად, რეგულირებას
ექვემდებარება დანართებში შეტანილი ყველა სახეობა, მიუხედავად იმისა შეტანილია
თუ არა ეს სახეობები კონვენციის მხარე ქვეყნების ეროვნულ წითელ ნუსხებში.
აღნიშნულმა ცვლილებამ შესაძლოა გაზარდის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, ასეთი
დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 664 მუხლის თანახმად
ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დადგენილ ვადაში
შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის
გასამმაგებას. ხოლო ნებართვის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში
სანებართვო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ
მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით. აღსანიშნავია, რომ
სამმაგი ან ცხრამაგი ჯარიმების დაკისრება პრაქტიკაში არ მომხდარა.
ბიუჯეტის
საშემოსავლო
ნაწილის
ზრდა
შესაძლებელია
გამოიწვიოს
არალეგალური
შემთხვევების
რაოდენობის
ზრდამ
ან
კანონაღსრულების
გაუმჯობესებამ.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
239-ე მუხლში წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტი
ერთპიროვნულად
ხდება
პასუხისმგებელი
664
მუხლით
გათვალისწინებული
დარღვევების
შემთხვევაში
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენაზე. თუმცა აღნიშნული ფაქტი არ
გამოიწვევს ზედამხედველობის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების ზრდის
საჭიროებას, ვინაიდან სტატისტიკის გათვალისწინებით, წლის განმალობაში
ნებართვის პირობების დარღვევის 2-3 შემთხვევა დგება.
663 მუხლში ცვლილებებიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრო პასუხისმგებელი ხდება სამართალდარღვევათა ოქმის
შედგენაზე არალეგალური ტრანზიტის შემთხვევებშიც. აღნიშნულმა შესაძლოა
სამომავლოდ გამოიწვიოს ადამიანური რესურსის დამატების საჭიროება, იმ
შემთხვევაში თუ ასეთი შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება ეფექტური
კანონაღსრულების შედეგად.
საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ხარჯები
დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
ჯარიმის ოდენობების ცვლილება გავლენას მოახდენს კონვენციის დანართებში
შეტანილი სახეობების ნიმუშებით არალეგალური ვაჭრობის განმახორციელებელ
პირებზე, ვინაიდან მათ ზოგიერთი სახეობის ნიმუშით არალეგალური ვაჭრობის
შემთხვევაში მოუწევთ ჯარიმის გაზრდილი ოდენობის ჯარიმების გადახდა.
გარდა ამისა, კანონპროექტით გათვალისწინებულია სანქციების დაკისრება
არალეგალური ტრანზიტის შემთხვევაშიც. შესაბამისად, კანონდამრღვევი პირები
ვალდებულნი ხდებიან გადაიხადონ კანონპროექტით დადგენილი ჯარიმები.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
წარმოდგენილი ცვლილებებით ხდება ჯარიმის ოდენობების განსაზღვრა.
ჯარიმის
ოდენობები
განსაზღვრულია
სახეობათა
დაცვის
კუთხით
კანონდარღვევის სიმწვავის პროპორციულად. ვინაიდან კონვენციის პირველ
დანართში შეტანილი სახეობები უფრო მწვავედ დგანან გადაშენების საფრთხის წინაშე,
მათი არალეგალური მოპოვება და ამ სახეობების ნიმუშებით არალეგალური ვაჭრობა
სახეობათა დაცვის კუთხით უფრო მძიმე კანონდარღვევას წარმოადგენს, ვიდრე მეორე
დანართის
სახეობების
შემთხვევაში.
შესაბამისად
კანონპროექტით
გათვალისწინებულია უფრო მაღალი სანქციები.
ასევე, უფრო მაღალი სანქციებია გათვალისწინებული მეორე დანართის ცოცხალი
ცხოველების შემთხვევაში, ვინაიდან არალეგალურ ვაჭრობაში მყოფი მეორე დანართის
სახეობების ცოცხალი ნიმუშების ფასი გაცილებით მაღალია ვიდრე ნაწილების ან
დერივატების შემთხვევაში. მაგ: კონვენციის მეორე დანართში შეტანილი შევარდნის
ზოგიერთი სახეობის ფასი შესაძლოა 20 000 აშშ დოლარს აღწევდეს, თუთიყუშების
ფასი 1500-3000 ლარს.
სპილოს ძვლისა და მარტორქის რქის შემთხვევებში ჯარიმის დიდი ოდენობა
გამოწვეულია ამ ნიმუშების მაღალი ფასით მსოფლიოს შავ ბაზარზე. მაგ: 1 კგ
მარტორქის რქის ფასმა შესაძლოა 60 000 აშშ დოლარს მიაღწიოს (1 რქა დაახლოებით 13 კგ-ს იწონის). 1 კგ სპილოს ეშვის ფასი კი დაახლოებით 1000-3000 აშშ დოლარია.
ქართულ ონლაინ მარკეტზე განთავსებული განცხადების თანახმად სპილოს 1 ეშვის
ფასი 10 000 ლარს შეადგენდა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილეობდნენ
საერთაშორისო
და
არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი,
ენძელა მაჭავარიანი და გელა სამხარაული
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ენძელა
მაჭავარიანი და გელა სამხარაული
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ იმ
მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება
მუხლი 663 . „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის
სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში
შეტანილი სახეობით (საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობის გარდა), მისი
ნაწილით ან დერივატით უკანონო ვაჭრობა, აგრეთვე ამ სახეობის, მისი ნაწილის ან
დერივატის უკანონო ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი ან ზღვიდან ინტროდუქცია
1. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის
სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში
შეტანილი სახეობით (საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობის გარდა),
მისი ნაწილით ან დერივატით უკანონო ვაჭრობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000
ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
2. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის
სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში
შეტანილი სახეობის (საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობის გარდა),
მისი ნაწილის ან დერივატის უკანონო ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი ან ზღვიდან
ინტროდუქცია – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით,
სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
მუხლი 664 . „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის
სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში
შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის,
რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის პირობების დარღვევა
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით
საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი
სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა
და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის პირობების დარღვევა – გამოიწვევს
დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
http://www.matsne.gov.ge 020.000.000.05.001.000.010 შენიშვნა:
1. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის
სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში
შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის,
რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის პირობების დარღვევისათვის
პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით
გათვალისწინებული შემთხვევებისა), ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო
პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ
მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
2. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების ამ შენიშვნის პირველი
ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ
პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით
გათვალისწინებული შემთხვევებისა), ნებართვის გამცემის მიერ განმეორებით
დადგენილ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად
გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი
ოდენობით.
მუხლი 239. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ შედგება ოქმი,
საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა
თუ საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, ოქმი არ
დგება ამ კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
2. ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა
შესახებ ოქმს ადგენს კოლექტიური შრომითი დავის მომწესრიგებელი სამსახური;
21. ამ კოდექსის 423 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო. (24.06.2004. N1789 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან
მე-15 დღეს)
3. ამ კოდექსის 572 მუხლით, 601 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე, 95-ე, 1281 და 1735
მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ
ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ორგანოები. (8.04.2010. N2914)
4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 571, 58-ე–59-ე,
593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694–696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 791–795
მუხლებით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის
ნაწილში), 797, 798
და
821–824
მუხლებით, 825
მუხლით (პლასტიკის და
ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−86-ე, 871–873 და 89-ე–893
მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031, 104-ე და 1282–1285 მუხლებით და 151ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის
ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს
სისტემაში
შემავალი
დაწესებულებების
უფლებამოსილი
თანამშრომლები. (20.04.2018 N2196)
41. ამ კოდექსის 592 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს
უფლებამოსილი თანამშრომლები. (7.12.2017 N 1715)
42. ამოღებულია (25.03.2013. N453 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს)
43. ამ კოდექსის 51-ე, 512 და 541 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები. (7.12.2017 N 1715)
44. ამ კოდექსის 48-ე მუხლით, 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 51-ე მუხლით, 511
მუხლის პირველი ნაწილით, 512 და 514–52-ე მუხლებით, 531 მუხლის პირველი
ნაწილით, 532, 54-ე, 541 და 551 მუხლებით, 554 მუხლის პირველი ნაწილით, 58-ე–581,
583, მე-60, 603, 61-ე და 63-ე–631 მუხლებით, 641 მუხლის პირველი ნაწილით, 65-ე, 66ე, 661 და 67-ე მუხლებით, 68-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 721 მუხლის პირველი
ნაწილით, 73-ე–74-ე, 76-ე და 851–855 მუხლებით, 86-ე მუხლის პირველი–მე-9 და მე-13–
21-ე ნაწილებით, 89-ე მუხლის პირველი ნაწილით, 893 მუხლის პირველი და მე-3
ნაწილებით და 104-ე და 1282 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
შესახებ
ოქმებს
თუშეთის
დაცული
ლანდშაფტის
ტერიტორიაზე ადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია ან მის მიერ უფლებამოსილი
პირი. (20.04.2018 N2196)
5. ამოღებულია (23.06.2005 N1765)
6. ამ კოდექსის 95-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ აგრეთვე გაზის მეურნეობის საამისოდ
უფლებამოსილი მუშაკები თავისი კომპეტენციის ფარგლებში. (29.12.2004. N976)
7. ამოღებულია (23.06.2005 N1765)
8. ამოღებულია (25.07.2006. N3516)
9. ამ კოდექსის 921 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ უფლებამოსილი
პირი. (20.11.2007. N5471)
10. ამ კოდექსის 88-ე და 14410 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს კულტურისა და
სპორტის სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი პირები ან მისი მმართველობის
სფეროში შემავალი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები საქართველოს
კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა
ფარგლებში. (7.12.2017 N 1715)
101. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ამ
კოდექსის 88-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის
ფარგლებში ადგენენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა
და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საამისოდ
უფლებამოსილი პირები. (29.06.2012. N6609 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
11. ამ კოდექსის 1071 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ პოლიციის, რკინიგზის, საზღვაო და
სამდინარო ტრანსპორტის ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები;
12. ამ კოდექსის 1072 და 1073 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მეტროპოლიტენით სარგებლობის
წესების დაცვისადმი ზედამხედველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირები;
13. ამ კოდექსის 45-ე, 583, 81-ე, 861, 107-ე, 1075, 1141, 1142, 116-ე–1163,
118ე−123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7
ნაწილებით, 134-ე, 1395, 150-ე და 1533 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 166-ე,
173-ე, 1741, 17415, 17416, 1752, 1761, 1771, 180-ე–183-ე, 190-ე, 1902, 191-ე და 1991
მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 1972
მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის
შემთხვევებში შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს
ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი. (15.06.2017
N970 ამოქმედდეს 2017 წლის 15 ივლისიდან)
(13. ამ კოდექსის 45-ე, 583, 81-ე, 861, 107-ე, 1075, 1141, 1142, 116-ე–1163, 118-ე−123ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134ე, 1352−1354, 1395, 150-ე და 1533 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 166-ე, 173-ე,
1741, 17415, 17416, 1752, 1761, 1771, 180-ე–183-ე, 190-ე, 1902, 191-ე და 1991 მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შინაგან
საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო
მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 1972 მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში შესაბამის
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი. (04.05.2018 N2261 ამოქმედდეს
გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს)
)
131. ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის
მიმართ ჩადენისას, აგრეთვე ამავე კოდექსის 246-ე მუხლის „გ1“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს
ადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი. (24.06.2011. N4958)
132. ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს
აღსრულების პოლიციელი. (28.10.2011. N5171 ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან)
14. ამ კოდექსის 431, 432, 513, 533, 55-ე, 552, 553 და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის
მე-6 ნაწილით, 1191 მუხლით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე−151ე, 152-ე და 1534 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 159-ე და 1591 მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ
შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ უფლებამოსილი პირები. (24.06.2016.
N5573 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
(14. ამ კოდექსის 431, 432, 513, 533, 55-ე, 552 და 553 მუხლებით, 825 მუხლით
(პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 1074 მუხლით,
1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 1191 მუხლით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 1461,
148-ე, 150-ე−151-ე, 152-ე და 1534 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით და 159-ე და
1591 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
შესახებ
ოქმებს
ადგენენ
შესაბამისი
მუნიციპალიტეტის
ორგანოთა
მიერ
უფლებამოსილი პირები. (20.04.2018 N2196ამოქმედდეს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან))
15. ამოღებულია (29.12.2012. N4283)
16. ამ კოდექსის 153-ე, 1531, 1541, 1542, 1551, 158-ე, 1581, 1594, 163-ე, 1653 და 178-ე
მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკები, სახელმწიფო მმართველობის
ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგადასახადო ორგანოები ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოების
უფლებამოსილი პირები. (22.06.2011. N6550 ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან)
161. ამ კოდექსის 15910 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები და შინაგან საქმეთა
ორგანოების უფლებამოსილი პირები. (22.05.2012. N6246 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15
დღეს)
17. ამოღებულია (02.10.2008. N309)
18. ამ კოდექსის 1733 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესახებ
ოქმს შეადგენს დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე;
19. ამ კოდექსის 664 და 912 მუხლებით, 913 მუხლის პირველი ნაწილით, 1271
მუხლის მე-2 ნაწილით, 153-ე, 1531, 1535, 1551−1553, 1555, 1556, 1559, 15510, 157-ე, 158ე, 164-ე, 1644, 165-ე−1653, 1715, 178-ე, 1793, 194-ე და 195-ე მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი
პირები. (19.04.2018. N2169)(17.05.2017. N861 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)
(19. ამ კოდექსის 664 და 912 მუხლებით, 913 მუხლის პირველი ნაწილით, 1271
მუხლის მე-2 ნაწილით, 1352 მუხლის მე-2 ნაწილით, 153-ე, 1531, 1535, 1551−1553, 1555,
1556, 1559, 15510, 157-ე, 158-ე, 164-ე, 1644, 165-ე–1653, 1715, 178-ე, 1793, 194-ე და 195-ე
მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს
ადგენენ
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
შესაბამისი
ორგანოების
უფლებამოსილი პირები. (04.05.2018 N2261 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს))
(19. ამ კოდექსის 664 მუხლით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი
პარკების იმპორტის ნაწილში),912 მუხლით, 913 მუხლის პირველი ნაწილით, 1271
მუხლის მე-2 ნაწილით, 153-ე, 1531, 1535, 1551–1553, 1555, 1556, 1559, 15510, 157-ე, 158ე, 164-ე, 1644, 165-ე–1653, 1715, 178-ე, 1793, 194-ე და 195-ე მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოთა უფლებამოსილი პირები.
(20.04.2018 N2196ამოქმედდეს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან)
)
191. ამ კოდექსის 1558 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები. (17.05.2017. N861) (26.07.2017. N1279
ამოქმედდეს 2022 წლის 31 დეკემბრიდან)
20. ამ კოდექსის 1734 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმს ადგენს სახალხო დამცველი;
21. ამ კოდექსის 1735 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ კანონით განსაზღვრული კონტროლისა
და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი
პირები;
22. ამ კოდექსის 1792 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ოქმებს
ადგენენ
შინაგან
საქმეთა
ორგანოებისა
და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები;
(18.12.2009. N2384 ამოქმედდეს 2010 წლის 1 მარტიდან)
23. ამ კოდექსის 1742 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისია, მისდამი დაქვემდებარებული საარჩევნო კომისიები, მის მიერ
უფლებამოსილი პირები ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების საამისოდ
უფლებამოსილი პირები; (28.12.2011. N5662)
24. 1778, 1779 და 17710 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის
სახელმწიფო
ინსპექტორები
და
ადგილობრივი
თვითმმართველობისა
ან
მმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები;
241. ამოღებულია (25.07.2006. N3516)
242. ამოღებულია
243. ამოღებულია (24.06.2005. N1789 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
25. ამოღებულია (08.05.2012, №6156);
26. ამოღებულია (01.07.2011, №5004);
27. ამ კოდექსის 555, 771, 772, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8
ნაწილით, 1252 და 1253 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135ე, 1351, 1461, 1501, 1511, 1522 და 1523 მუხლებითა და 1536 მუხლის პირველი და მე-3
ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმებს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან
მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი. (28.06.2017 N1118
ამოქმედდეს 2017 წლის 15 აგვისტოდან)
(27. ამ კოდექსის 555, 771, 772, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8
ნაწილით, 1252 და 1253 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135ე–1354, 1461, 1501, 1511, 1522 და 1523 მუხლებით და 1536 მუხლის პირველი და მე-3
ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს
ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის
მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი. (04.05.2018 N2261
ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს)
)
(27. ამ კოდექსის 555, 771, 772, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8
ნაწილით, 1252−1254 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135ე−1354, 1461, 1501, 1511, 1522 და 1523 მუხლებითა და 1536 მუხლის პირველი და მე-3
ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს
ადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის
მიერ უფლებამოსილი პირი. (30.05.2018 N 2389 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს))
28. ამ კოდექსის 1271 მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
შესახებ
ოქმების შედგენის
და
ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილ
პირს. (27.11.2013. N1644 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
281. ამ კოდექსის 56-ე, 57-ე, 572–574, 593, 84-ე და 841 მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს
თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი
თანამშრომლები. (18.05.2018 N2385)
29. ამ კოდექსის 912 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგადასახადო ორგანო კანონით უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის საფუძველზე.
(25.03.2013. N453 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-40 დღეს)
30. ამოღებულია (16.12.2005. N2262)
31. ადგილობრივი ტყის ფონდის მიწებზე ამ კოდექსის 49-ე, 51-ე, 512, 52-ე, 63-ე, 64ე, 65-651, 66-67-ე, 68-ე, 71-ე, 73-76-ე და 86-ე მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მმართველობის
ადგილობრივი ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები;
32. ამოღებულია (08.05.2003. N2292)
33. ამ კოდექსის 1571–1574 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს ორგანოები ან ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის
სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები; (28.06.2010. N3160)
34. ამ კოდექსის 94-ე მუხლით ენერგეტიკის სფეროში გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; (20.11.2007.
N5471)
35. ამ კოდექსის 141-ე−142-ე, 1441 და 1443−1445 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ოქმებს
ადგენენ
საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილი პირები. (19.04.2018. N2169)
(17.05.2017. N861 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)
36. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების და ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი
გაზის დამუშავების, ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის
სფეროში ჩადენილ, ამ კოდექსის 56-ე, 57-ე და 572 მუხლებით, 913 მუხლის მე-2
ნაწილით და 962 და 1735 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს საამისოდ
უფლებამოსილი თანამდებობის პირი. (7.12.2017 N 1715)
37. ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს
უფლებამოსილი პირები ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოები.
(21.03.2014. N2164 ამოქმედდეს 2014 წლის 31 მარტიდან)
38. ამ კოდექსის 442, 445, 447–4412, 462–464 და 1557 მუხლებით და 1711 მუხლით
(მხოლოდ სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და
მათ კუთვნილ ტერიტორიებზე ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.
(17.05.2017. N861 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)
39. ამ კოდექსის 1052 და 1795 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი
– ღვინის ეროვნული სააგენტო. (15.12.2017 N 1755 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
391. ამოღებულია (08.05.2012, №6156 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს);
40. ამოღებულია (24.02.2004. N3409)
41. ამ კოდექსის 582 მუხლით და 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს შესაბამისი ორგანოები (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად).
ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5–მე-10 და მე-12–მე-15 ნაწილებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სასაზღვრო ზოლსა და
სასაზღვრო ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ
გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს
ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები
(საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად). (7.12.2017 N 1715)
42. ამ კოდექსის 461 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირები;
43. ამოღებულია (03.06.2005. N1555)
44. ამ კოდექსის 43-ე, 44-ე, 441, 443 მუხლებით, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 601
მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 603, 1735, 17711 მუხლებით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ოქმს ადგენენ
სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების
საამისოდ უფლებამოსილი პირები;
45. ამ კოდექსის 1781–1782 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები, ხოლო 178 3 მუხლით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს
ერთობლივად ადგენენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი
პირები. (20.11.2007. N5471)
46. ამ კოდექსის 425–429 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს სოციალური დაზღვევის
ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამოსილი პირები;
47. ამ კოდექსის 1392 და 1393 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების
დადების უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების –
სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის
სააგენტოების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს, ხოლო 1394 მუხლით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა
და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება – შესაბამისი ეროვნული
მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირებს. (20.11.2013. N1595)
471. ამ კოდექსის 109-ე და 111-ე−1115 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფლებამოსილი
პირები. (26.04.2012. N6094 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
48. ამ კოდექსის 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა სამედიცინო და
ფარმაცევტული დაწესებულებებისა, შეიარაღებული ძალებისა და პენიტენციური
დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და
საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის
მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური
პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევისა)), 1713 და 191-ე
მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს
ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი
ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. (17.05.2017. N861 ამოქმედდეს 2018 წლის 1
მაისიდან)
49. ამოღებულია (08.05.2012, №6156)
50. ამ კოდექსის 961 მუხლით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი
გაზის სექტორის სათანადო ლიცენზიატი საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების
შესაბამისად. (20.11.2007. N5471)
51. ამ კოდექსის 444 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
შესახებ
ოქმებს
ადგენენ
საქართველოს
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის
პირები. (7.12.2017 N 1715)
52. ამოღებულია (8.04.2010. N2914)
521. ამ კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში ქვეყნის საზღვრების შიგა სივრცეში
ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო საბაჟო გამშვები
პუნქტის გავლით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე
შემოსვლისას ან მის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას – საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი
თანამდებობის პირები. (27.03.2012. N5953)
53. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ
კოდექსის 45-ე, 166-ე, 1972 და 1973 მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევაში აღნიშნული მუხლებით
გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი
უფლებამოსილი პირი. (29.12.2006. N4326)
54. ამოღებულია (28.12.2011, №5662)
55. ამ კოდექსის 185-ე, 1851 და 1852 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის
ფარგლებში ადგენენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები.
(24.06.2011. N943)
56. ამ კოდექსის 1282 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები ან/და
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი
ორგანოები. (7.12.2017 N 1715)
57. ამ კოდექსის 99-ე, 16510 და 17714 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.
(19.04.2018 N2170 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)
58. ამოღებულია (21.07.2010. N3535 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
59. ამოღებულია (27.12.2011, №5653 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს).
60. ამ კოდექსის 1724, 1725, 1736, 1737, 1739 და 1751 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა
ორგანოების და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საამისოდ
უფლებამოსილი პირები, ხოლო ამ კოდექსის 1727 და 17313 მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს –
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები.
(20.04.2015 N3345 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან)
601. ამ კოდექსის 155-ე, 170-ე, 171-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა
ორგანოების უფლებამოსილი პირები. (27.11.2013. N1644 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15
დღეს)
602. ამ კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო
უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი. (29.05.2014. N2468
ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.)
61. ამ კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს პირველადი წყალმოსარგებლე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ
დადგენილი წესის შესაბამისად. (7.12.2017 N 1715)
62. ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სასმელი წყლის მიმწოდებელი
კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. (28.06.2010. N3166)
63.
ამ
კოდექსის
17312
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს სასამართლო. (24.09.2010. N3619 ამოქმედდეს 2010
წლის 1 ოქტომბრიდან)
64. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მის
სისტემაში შემავალი პენიტენციური დაწესებულებების, იმავე სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების –
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (მათ
შორის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს
ტერიტორიული ორგანოების) და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო
ცენტრის ტერიტორიაზე მყოფი სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიერ ამ
კოდექსის
45-ე
მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში აღნიშნული სამართალდარღვევის შესახებ
ოქმს ადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის უფლებამოსილი თანამშრომელი. (1.05.2015. N3538 ამოქმედდეს
2015 წლის 1 ივლისიდან.)
65. ამ კოდექსის 15911 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ კონკურენციის სააგენტოს
უფლებამოსილი პირები. (21.03.2014. N2164 ამოქმედდეს 2014 წლის 31 მარტიდან)
66. ამ კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
საქმეების
განხილვისა
და
ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის
მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი
თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეს. (26.07.2017 N1268 ამოქმედდეს 2017 წლის
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად
გამოცხადების დღიდან)
67. ამ კოდექსის 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლება აქვს
მუნიციპალიტეტის მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ
ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეს. (26.07.2017 N1268 ამოქმედდეს
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების
ოფიციალურად გამოცხადების დღიდან)
68. ამ კოდექსის 1726 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს საამისოდ
უფლებამოსილი თანამდებობის პირები. (17.10.2014. N2698 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15
დღეს.)
69. ამ კოდექსის 17712 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) უფლებამოსილი
პირები. (1.05. 2015 N3585 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
70. ამ კოდექსის 1537 და 1538 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირები. (07.03.2018 N2054)
71. ამ კოდექსის 1711 მუხლით (შეიარაღებული ძალების დაწესებულების შენობანაგებობაში ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
ორგანოები. (17.05.2017. N861 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)
72. ამ კოდექსის 1712 და 1714 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის უფლებამოსილი პირები. (17.05.2017. N861 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)
73. ამ კოდექსის 17713 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმს (გარდა ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით
გათვალისწინებული შემთხვევისა) ადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს უფლებამოსილი პირი. ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41
ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
შესახებ ოქმს ადგენს პოლიციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი. (1.06.2017 N946
ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან)
74. ამ კოდექსის 1911
მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე ოქმს
თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები, ხოლო
ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით
საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის
სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. (15.12.2017 N 1776 ამოქმედდეს 2018
წლის 1 მარტიდან)