„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 96 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-02
ბიუროს ნომერი 180
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართელოს კანონი
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 1.07.2003, მუხ.
126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1.
პირველი მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი
რედაქციით:
„ვ)
საკარმიდამო
მფლობელობაში
მიწის
არსებული
ნაკვეთები
მიწის
-
ფიზიკური
ნაკვეთი,
პირის
სადაც
კანონიერ
განთავსებულია
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი“.
2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. კანონის რეგულირების საგანი
1. ეს კანონი აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობებს საქართველოს
„წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შედგენის, გადაშენების საფრთხის
წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და გამოყენების სფეროში (შემდგომში –
საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ სფერო), აგრეთვე,
გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებითა და ველური
მცენარეებით საერთაშორისო ვაჭრობის სამართლებრივი საკითხებს, რომლებიც
საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში რეგულირდება
„გადაშენების პირას
მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის
შესახებ“ (CITES) 1973 წლის 3 მარტის ვაშინგტონის კონვენციის (შემდგომში კონვენცია) საფუძველზე.
2. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2-მე-4 მუხლებისა და VIII1 კარისა, არ
აწესრიგებს კონვენციის დანართებში შეტანილი გადაშენების საფრთხის წინაშე
მყოფი გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების სახეობის დაცვის და
გამოყენების საკითხებს, თუ კი ის იმავდროულად არ არის საქართველოს წითელი
ნუსხის სახეობა.“
3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. საკანონმდებლო საფუძვლები
საქართველოს
კანონმდებლობა
საქართველოს
„წითელი
ნუსხისა“
და
„წითელი წიგნის“ სფეროს და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული
ცხოველებითა
შედგება
და
ველური
საქართველოს
ხელშეკრულებებისა
და
მცენარეებით
საერთაშორისო
კონსტიტუციის,
შეთანხმებების,
ვაჭრობის შესახებ
საქართველოს
დაცვის
„გარემოს
საერთაშორისო
შესახებ“
და
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ კანონისა და სხვა
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.“
4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. კანონის ძირითადი მიზანი
ამ კანონის ძირითადი მიზანია, საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და
„წითელი
წიგნის“
შედგენითა
სახეობების
დაცვისა
საკითხების
სამართლებრივი
თაობების
ინტერესების
ტერიტორიაზე
და
და გადაშენების
გამოყენების,
საფრთხის
აგრეთვე
საერთაშორისო
რეგულირებით,
დღევანდელი
გათვალისწინებით
უზრუნველყოს
გავრცელებული,
გადაშენების
წინაშე
საფრთხის
და
მყოფი
ვაჭრობის
მომავალი
საქართველოს
წინაშე
მყოფი
სახეობების დაცვა და აღდგენა, სახეობრივი მრავალფეროვნებისა და გენეტიკური
რესურსების შენარჩუნება, მდგრადობა და მათი მდგრადი განვითარებისათვის
პირობების შექმნა.“
5.
მე-12 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21.
ამ
მუხლის
პირველი
და
მე-2
პუნქტებით
გათვალისწინებული
შეზღუდვები არ ვრცელდება ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“− „ი“
ქვეპუნქტებით დადგენილ შემთხვევებზე, აგრეთვე საქართველოს „წითელ ნუსხაში“
შეტანილ მცენარეებზე, რომლებიც განთავსებულნი არიან საკარმიდამო მიწის
ნაკვეთზე“.
6. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
,,ი)
მოსახლეობის
არიდების,
არსებული
სიცოცხლესა
და
ჯანმრთელობისათვის
შენობა-ნაგებობების,
აგრეთვე
საფრთხის
საწარმოების
და
ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების მიზნით.“
7. კანონს დაემატოს VIII1 თავი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თავი VIII1
ველური მცენარეებითა და გარეული ცხოველებით საერთაშორისო ვაჭრობა
მუხლი 261. მოწესრიგების მიზანი
1.კანონის ამ თავის მიზანია ,,გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და
ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე” 1973 წლის 3 მარტის
ვაშინგტონის კონვენციით (CITES) განსაზღვრული ვალდებულებების აღსრულების
უზრუნველყოფა ეროვნულ დონეზე.
2. საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება ამ თავით, რეგულირდება
კონვენციის და მისი რეზოლუციების შესაბამისად.
3. კონვენციის დანართები და კონვენციის მხარეთა კონფერენციაზე მიღებული
გადაწყვეტილებების
პროაქტიულად
გვერდზე.
საფუძველზე
მასში
შეტანილი
ცვლილებები
ქვეყნდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-
მუხლი 262. ტერმინთა განმარტება
კანონის ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახეობის ნიმუშია.ა) ნებისმიერი ცოცხალი ან არაცოცხალი ცხოველი ან მცენარე, რომელიც შეტანილია
კონვენციის დანართებში.
ა.ბ) კონვენციის I ან II დანართში შეტანილი ცხოველების ნებისმიერი ადვილად
გამოსაცნობი ნაწილი ან მისგან დამზადებული ნაკეთობა და/ან პროდუქტი, ხოლო
კონვენციის III დანართში შეტანილი ცხოველებისთვის - ნებისმიერი ადვილად
გამოსაცნობი ნაწილი, მისგან დამზადებული ნაკეთობა და/ან პროდუქტი, რომელიც
მითითებულია III დანართში ამ სახეობასთან დაკავშირებით;
ა.გ) კონვენციის I დანართში შეტანილი მცენარეების ნებისმიერი ადვილად
გამოსაცნობი ნაწილი და მისგან დამზადებული ნაკეთობა და/ან პროდუქტი, ხოლო II
და
III
დანართებში
შეტანილი
მცენარეებისთვის
_
ნებისმიერი
ადვილად
გამოსაცნობი ნაწილი ან მისგან დამზადებული ნაკეთობა და/ან პროდუქტი,
რომლებიც მითითებულია II და III დანართებში ამ სახეობებთან დაკავშირებით.
ბ. საერთაშორისო ვაჭრობა -
დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშების
ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ზღვიდან ინტროდუქცია.
გ. ზღვიდან ინტროდუქცია - სახელმწიფოში ნებისმიერი სახეობის ნიმუშის შეტანა,
რომელიც მოპოვებულია ზღვის გარემოში, რომელიც არ იმყოფება რომელიმე
სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ.
დ. ხელოვნურად
მოშენებული მცენარე -
კონვენციის დანართებში შეტანილი
მცენარე, რომელიც მოშენებულია ამ მცენარის მოსაშენებლად სპეციალურად
მართულ
ტერიტორიაზე
კულტივირებული
გასამრავლებელი მასალისაგან.
სანაშენე
თაობისაგან
მიღებული
ე. ტყვეობაში გამრავლებული ცხოველი - კონვენციის დანართებში შეტანილი
ცხოველის მოსაშენებლად სპეციალურად მართულ გარემოში სანაშენე თაობისაგან
მიღებული ცხოველი.
ვ. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატი - დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს
კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის წარმოშობის ქვეყანას.
ზ. იმპორტი - საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნებისმიერი სახეობის ნიმუშის
დროებითი ან მუდმივი შემოტანა.
თ. ექსპორტი - საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ნებისმიერი სახეობის ნიმუშის
დროებითი ან მუდმივი გატანა, გარდა რეექსპორტისა.
ი. რეექსპორტი - საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ნებისმიერი
სახეობის ნიმუშის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა.
კ. ტრანზიტი - ნიმუშის გადატანა ქვეყნის გავლით, რომელიც არ არის არც
წარმოშობის და არც დანიშნულების ქვეყანა.
ლ. დერივატი - ცხოველის ან მცენარის დამუშავებული ნაწილი.
მ. სახეობა - ნებისმიერი სახეობა, ქვესახეობა ან გეოგრაფიულად განცალკევებული
პოპულაცია
ნ. ნაწილი - ცხოველის ან მცენარის ნებისმიერი ნაწილი დაუმუშავებელი ან მარტივი
გზით დამუშავებული (მაგ: გაპრიალებული, დაკონსერვებული)
ო.
რეტროსპექტიული
რეექსპორტის
და
სერტიფიკატის
გარეშე
ნებართვა/სერტიფიკატი
ზღვიდან
ინტროდუქციის
განხორციელებულ
-
ექსპორტის,
შესაბამისი
შემთხვევებზე
იმპორტის,
ნებართვის
კანონის
ამ
ან/და
თავით
გათვალისწინებული ნებართვის და სერტიფიკატის გაცემა რეტროსპექტიულად,
უკუქმედების ძალით.
მუხლი 263. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო
1. კონვენციის ადმინისტრაციული ორგანოა საქართელოს გარემოს დაცვისა და
სოფლის
მეურნეობის
სამინისტრო,
რომელიც
პასუხისმგებელია
კონვენციით
განსაზღვრული ვალდებულებების დანერგვაზე ეროვნულ დონეზე, ურთიერთობას
აწარმოებს
კონვენციის
სხვა
მხარეებთან
და
კონვენციის
სამდივნოსთან
და
საქართველოს სახელით გასცემს კონვენციით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.
2. საქართელოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
უფლებამოსილია კონვენციის მხარეთა კონფერენციას წარუდგინოს წინადადება
სახეობათა კონვენციის პირველ ან მეორე დანართში შესატანად, ხოლო კონვენციის
სამდივნოს სახეობის ან სახეობის პოპულაციის კონვენციის მესამე დანართში შეტანის
თაობაზე.
3. ,,ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და ,,გადაშენების საფრთხის წინაშე
მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით
საერთაშორისო
ვაჭრობის
შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით
ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზია (ამ თავში შემდგომში ლიცენზია) და ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის
სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში
შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის,
რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა (ამ თავში შემდგომში ნებართვა) გაიცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს მიერ (შემდგომ ამ თავში - უფლებამოსილი ადმინისტრაციული
ორგანო).
4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ანგარიშს წინა წლის განმავლობაში განხორციელებული იმპორტის, ექსპორტის,
რეექსპორტის, არალეგალური გადაადგილების გამოვლენილი შემთხვევებისა
და
კონფისკაციების თაობაზე წარუდგინოს კონვენციის სამდივნოს ყოველი წლის 31
ოქტომბრამდე.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი
სსიპ
-
შემოსავლების
სამსახური
არაუგვიანეს
ყოველი
წლის
1
ივლისისა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარუდგენს
ანგარიშს წინა წლის განმავლობაში განხორციელებული იმპორტის, ექსპორტის,
რეექსპორტის, არალეგალური გადაადგილების გამოვლენილი შემთხვევების შესახებ.
6. საქართელოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
უფლებამოსილება ნებართვის/ლიცენზიის გაცემაზე
განისაზღვრება კანონის ამ
თავით და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით.
მუხლი 264. საერთაშორისო ვაჭრობა კონვენციის I დანართში შეტანილი
სახეობათა ნიმუშებით
1. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობათა ნიმუშების ექსპორტი
წარმოებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვის საფუძველზე.
2.
I
დანართში
შეტანილი
სახეობათა
ნიმუშების
იმპორტი
წარმოებს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ
გაცემული იმპორტის ნებართვის და ექსპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის ან ბოლო რეექსპორტის ქვეყანაში
გაცემული რეექსპორტის ნებართვის ან სერტიფიკატის საფუძველზე.
3. I დანართში შეტანილი სახეობათა ნიმუშების რეექსპორტი წარმოებს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ
გაცემული რეექსპორტის ნებართვის და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვის საფუძველზე.
4. I დანართში შეტანილი სახეობათა ნიმუშების ზღვიდან ინტროდუქცია
წარმოებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
მიერ გაცემული ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის საფუძველზე.
5. I დანართში შეტანილი ცხოველთა სახეობების ნიმუშებით, რომლებიც
გამრავლებულია ტყვეობაში კომერციული მიზნებისათვის და I დანართში შეტანილ
მცენარეთა
სახეობების
ნიმუშებით,
რომლებიც
ხელოვნურადაა
მოშენებული
კომერციული მიზნებისათვის საერთაშორისო ვაჭრობა ხდება იმავე წესით, როგორც
II დანართში შეტანილი სახეობების ნიმუშებით.
მუხლი 265. საერთაშორისო ვაჭრობა კონვენციის II დანართში შეტანილი
სახეობათა ნიმუშებით
1. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობათა ნიმუშების ექსპორტი
წარმოებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის საფუძველზე, თუ იმპორტის ქვეყანა
მოითხოვს იმპორტის ნებართვას, ამ შემთხვევაში კონვენციის მეორე დანართში
შეტანილ სახეობათა ნიმუშების ექსპორტი წარმოებს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვისა და იმპორტის
ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვის
საფუძველზე.
2. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობათა ნიმუშების იმპორტი
წარმოებს ექსპორტის ქვეყნის
ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ
გაცემული
ექსპორტის ნებართვის, ან ბოლო რეექსპორტის ქვეყანაში გაცემული რეექსპორტის
სერტიფიკატის საფუძველზე.
3. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობათა ნიმუშების რეექსპორტი
წარმოებს
უფლებამოსილი
ადმინისტრაციული
ორგანოს
მიერ
გაცემული
რეექსპორტის ნებართვის საფუძველზე.
4. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობათა ნიმუშების ზღვიდან
ინტროდუქცია წარმოებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს მიერ წინასწარ გაცემული ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის
საფუძველზე.
5. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობათა ნიმუშების ბუნებაში
მოპოვება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენების
მიზნით დასაშვებია სამეცნიერო ორგანოს თანხმობის საფუძველზე.
მუხლი 266. კონვენციის მეორე დანართში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქების
ან/და
ყოჩივარდას
გორგლების
ბუნებაში
მოპოვება
კომერციული
მიზნით
ექსპორტისათვის
1.
ლიცენზია გაიცემა, თუ თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას
გორგლების მოპოვება ხდება კომერციული მიზნით ექსპორტისათვის.
2.
სარგებლობის
ლიცენზიის
გამცემი
ადმინისტრაციული
ორგანოა
სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
3.
ლიცენზია
ელექტრონული
ფორმით
გაიცემა
აუქციონის
წესით.
აუქციონი
ტარდება
ან
გარეშე.
აუქციონის
ჩატარების
ფორმაზე
მის
გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გამცემი.
4.
აუქციონის გამართვამდე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრო, სამეცნიერო ორგანოს დასკვნის საფუძველზე, ადგენს
თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების ბუნებაში მოპოვების
რაოდენობრივ, თვისებრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებს და წესებს.
5.
აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი
სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ადგენს
ლიცენზიის გამცემი.
6.
ლიცენზია გაიცემა არა უმეტეს 20 წლის ვადით. ლიცენზიის გამცემს,
საქართველოს მთავრობის თანხმობით, უფლება აქვს, გააგრძელოს სარგებლობის
ლიცენზიის მოქმედების ვადა. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას,
მხარეთა
შეთანხმებით
(სააგენტო
და
შესაბამისი
ლიცენზიის
მფლობელი),
შესაძლებელია ლიცენზიის პირობების შეცვლა (გარდა ნორმატიული აქტით
დადგენილი პირობებისა) ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობების დადგენა.
7.
ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების
კონტროლს ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
8.
არასაექსპორტო მიზნით თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას
გორგლების მოპოვება ლიცენზირებას არ ექვემდებარება.
9.
ექსპორტისათვის
თეთრყვავილას
ბოლქვების
ან/და
ყოჩივარდას
გორგლების მოპოვება არ საჭიროებს სარგებლობის ლიცენზიას იმ შემთხვევაში, თუ
ექსპორტიორი
პირის
მიერ
წლის
განმავლობაში
მოპოვებული
ნიმუშების
საექსპორტო რაოდენობა არ აღემატება 50 ერთეულს.
მუხლი 267. საერთაშორისო ვაჭრობა კონვენციის III დანართში შეტანილ
სახეობათა ნიმუშებით
1. კონვენციის III დანართში საქართველოს ინიციატივით შეტანილი სახეობის
ან პოპულაციის ნიმუშების ექსპორტი, რომლებიც მოპოვებულია საქართველოში,
წარმოებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. კონვენციის მესამე დანართში სხვა ქვეყნის
ინიციატივით შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი, რომლებიც მოპოვებულია
საქართველოში, წარმოებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს მიერ გაცემული CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე.
კონვენციის მესამე დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის ექსპორტი, რომელიც
საქართველოში ბუნებრივად არ არის გავრცელებული, წარმოებს საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული CITES-ის
წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე ან ტყვეობაში გამრავლების/ხელოვნურად
მოშენების სერტიფიკატის საფუძველზე.
2. კონვენციის III დანართში შეტანილ სახეობათა ნიმუშების იმპორტი, გარდა
ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულისა, წარმოებს წარმოშობის
ქვეყნის მიერ გაცემული CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე. ხოლო
იმ შემთხვევაში თუ იმპორტი წარმოებს იმ ქვეყნიდან, რომლის ინიციატივით
მოცემული სახეობა ან ცალკეული პოპულაცია შეტანილია III დანართში - ამ ქვეყნის
მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის საფუძველზე.
3. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობათა ნიმუშების არა წარმოშობის,
არამედ რეექსპორტის ქვეყნიდან იმპორტის შემთხვევაში საკმარისია ამ ქვეყნის მიერ
გაცემული რეექსპორტის სერტიფიკატის წარდგენა.
4. კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობათა ნიმუშების იმპორტი იმ
ქვეყნებიდან, რომლებშიც ეს სახეობები არ არის ბუნებრივად გავრცელებული,
წარმოებს წარმოშობის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული
წარმოშობის სერტიფიკატის, ტყვეობაში გამრავლების ან ხელოვნურად მოშენების
სერტიფიკატის საფუძველზე.
5. კონვენციის III დანართში შეტანილ სახეობათა ნიმუშების რეექსპორტი
წარმოებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
მიერ გაცემული რეექსპორტის ნებართვის საფუძველზე.
6.
კონვენციით
განსაზღვრული
ნებართვები
და
სერტიფიკატები
არ
მოითხოვება:
ა) იმ სახეობების საქართველოში წარმოშობილი ნიმუშების ექსპორტისას,
რომელთა
პოპულაციებიც
საქართველოს
ინიციატივით
არ
არის
შეტანილი
პოპულაციების
ნიმუშების
კონვენციის მესამე დანართში;
ბ)
კონვენციის
იმპორტისას,
იმ
III
დანართში
ქვეყნებიდან
სახეობების
რომელთა
პოპულაციები
არ
არის
შეტანილი
კონვენციის III დანართში და ნიმუში წარმოშობილია ამ ქვეყანაში.
გ) კონვენციის III დანართში შეტანილი სახეობების ნიმუშების რეექსპორტისას,
რომლებიც არ არიან წარმოშობილი მესამე დანართში შეტანილი პოპულაციებიდან.
მუხლი 268. თანმხლები დოკუმენტები
1.
კონვენციის
დანართებში
შეტანილი
სახეობების
იმპორტირებული
ნიმუშების საქართველოს ტერიტორიაზე შეძენა, გაყიდვა და ტრანსპორტირება უნდა
მოხდეს მხოლოდ კონვენციით და ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების
თანხლებით. ნიმუშის სხვა პირზე გადაცემის შემთხვევაში ნიმუშის მფლობელი
ვალდებულია ახალ მფლობელს გადასცეს აღნიშნული დოკუმენტები.
2. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშების ექსპორტი,
იმპორტი, რეექსპორტი და ზღვიდან ინტროდუქცია აკრძალულია, თუ ეს ხდება
კონვენციის და ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული დოკუმენტების
გარეშე, გარდა ამ ამ თავით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
3.
საქართველოს
ტერიტორიაზე
იკრძალება
კონვენციის
დანართებში
შეტანილი სახეობების ნიმუშების ტრანზიტი კონვენციით გათვალისწინებული
შესაბამისი
დოკუმენტების
გარეშე,
რომლებიც
განისაზღვრება
საბოლოო
დანიშნულების ქვეყნის მიერ.
4. იმ შემთხვევაში თუ კონვენცის დანართებში შეტანილი სახეობების
ნიმუშების გადაადგილება ხორციელდება ამ კანონით და კონვენციით დადგენილი
დოკუმენტების გარეშე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მმართველობის
სფეროში შემავალი სსიპ შემოსავლების სამსახური და სასაზღვრო დეპარტამენტის
მესაზღვრე კონტროლიორი ვალდებულია მოახდინოს ნიმუშის ჩამორთმევა და
აღნიშნულის შესახებ აცნობოს სამინისტროს.
5. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს საქართველოს
სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებით
გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
მუხლი 269. საერთაშორისო ვაჭრობის გამონაკლისი შემთხვევები
1. ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები არ მოითხოვება პირად
საკუთრებაში არსებული კონვენციის II დანართის არაცოცხალი ნიმუშების მიმართ,
რომელთა ტრანსასაზღვრო გადაადგილება ხდება არაკომერციული მიზნით და პირს
გააჩნია მისი კანონიერად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა
შემდეგი შემთხვევებისა:
ა) როდესაც ნიმუშით საერთაშორისო ვაჭრობისათვის ვაჭრობაში მონაწილე
მეორე ქვეყანა ითხოვს ნებართვას/სერტიფიკატს ან ინფორმაცია ამის შესახებ
გავრცელებულია
კონვენციის
სამდივნოს
შეტყობინებით
ან
განთავსებულია
კონვენციის ვებ-გვერდზე.
ბ)
როდესაც
ნიმუშების
ოდენობა
აღემატება
კონვენციის
მხარეთა
კონფერენციაზე მიღებული რეზოლუციით განსაზღვრულ ოდენობებს.
გ) საფოსტო გზავნილებს
დ) სპილოს ძვლის და მარტორქის რქის ნიმუშებს
ე) სანადირო ტროფეას
2.
ამ
კანონით
განსაზღვრული
ნებართვები
არ
მოითხოვება
პირად
საკუთრებაში არსებული კონვენციის მეორე დანართის არაცოცხალი ნიმუშების
მიმართ, რომლებიც პირის მიერ შეძენილია იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც ის იყო
და რომელთა ტრანსასაზღვრო გადაადგილება დაკავშირებულია მოქალაქეობის
შეცვლიდან გამომდინარე საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან.
3. იმ სახეობათა ნიმუშების იმპორტი, რომლებიც შეძენილია ამ ნიმუშის
მიმართ კონვენციის დებულებების ამოქმედებამდე, შესაძლოა განხორციელდეს
შესაბამისი ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული პრე-კონვენციური
სერტიფიკატის ან ნებართვის საფუძველზე. იმ სახეობათა ნიმუშების ექსპორტი ან
რეექსპორტი, რომლებიც შეძენილია ამ ნიმუშის მიმართ კონვენციის დებულებების
ამოქმედებამდე, ხორციელდება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
გაცემული ნებართვის საფუძველზე.
მუხლი 2610. ნებართვის გაცემის წესი
1. ნებართვის გაცემა ხდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ”
საქართველოს კანონით დადგენილი წესების დაცვით და ამ თავით დადგენილი
პირობების გათვალისწინებით.
2. საჭიროების შემთხვევაში, სამეცნიერო ორგანო განსაზღვრავს კონვენციის II
და III დანართებში შეტანილ სახეობათა ნიმუშების წლიურ საექსპორტო კვოტას,
რომელსაც ამტკიცებს
მინისტრი. კვოტის დადგენისას გათვალისწინებული უნდა
იქნას კონვენციის მხარეთა კონფერენციის ან კომიტეტების მიერ აღიარებული
მეთოდიკა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. ნებართვის გაცემისათვის აუცილებელი განცხადება და თანდართული
დოკუმენტები შეიძლება წარდგენილ იქნას ელექტრონული ფორმით. ნებართვის
მაძიებლის განცხადების წარდგენა, მისი წარმოებაში მიღება და განხილვა ხდება
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით
დადგენილი წესით.
4. განცხადება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
78-ე მუხლით გათვალისწინებული
მოთხოვნებისა, უნდა შეიცავდეს შემდეგ
ინფორმაციას:
ა) ექსპორტის,იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციისათვის
განკუთვნილი სახეობის ნიმუშების (სახეობა, ნაწილი, დერივატი) დასახელებას
(ქართული და/ან სამეცნიერო სახელწოდება), რაოდენობას, აღწერას;
ბ) სახეობათა ნიმუშების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან
ინტროდუქციის მიზანს (კომერციული, ზოოპარკისათვის, ბოტანიკური ბაღისათვის,
ცირკისა და მოძრავი გამოფენისათვის, სამეცნიერო, სანადირო ტროფეა, კერძო
საკუთრება,
სამედიცინო,
საგანმანათლებლო,
რეინტროდუქციისათვის/ინტროდუქციისათვის,
ბუნებაში
ხელოვნურად
მოშენებისათვის/ტყვეობაში გამრავლებისათვის);
გ) ექსპორტის და იმპორტისათვის და რეექსპორტისათვის განკუთვნილი
სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყაროსა და დროს;
დ) ექსპორტიორისა და იმპორტიორის რეკვიზიტებს.
5. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენებული
კონვენციის მეორე დანართში შეტანილი მცენარეების ნიმუშების ექსპორტის შესახებ
განცხადება დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მცენარეთა ნიმუშის დასახელება და მცენარეთა ნიმუშების ყოველწლიურად
დაგეგმილი მოსაპოვებელი რაოდენობა;
ბ) ნაკვეთზე არსებული მცენარეთა ნიმუშების სავარაუდო რაოდენობა;
გ) ნაკვეთის მართვის ღონისძიებებს;
დ)
ინფორმაციას,
როდის
იქნა
პირველად
ხელოვნურად
გაშენებული
კონვენციის მეორე დანართში შეტანილი მცენარე მოცემულ ნაკვეთზე;
ე) ინფორმაციას, თუ რა იყო პირველად ხელოვნურად გაშენებული კონვენციის
მეორე დანართში შეტანილი მცენარის წყარო;
ვ) ინფორმაციას, თუ როდის იქნა უკანასკნელად დარგული კონვენციის მეორე
დანართში შეტანილი მცენარეების ნიმუშები ამ ნაკვეთზე და რა იყო მათი წყარო.
6.
„ლიცენზიებისა
და
ნებართვების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ნებართვის მისაღებად წარსადგენ
განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) სახეობათა ნიმუშების ექსპორტის შემთხვევაში –
ა.ა)
ნიმუშის
წარმოშობის
წყაროს
დამადასტურებელი
დოკუმენტი
ან
დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ნიმუში მოპოვებულია კანონმდებლობის
მოთხოვნების შესაბამისად.
ა.ბ) კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის შემთხვევაში –
იმპორტიორი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის
ნებართვა;
ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენებულ
მცენარეთა ნიმუშების ექსპორტის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ბ.ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
ბ.ბ) სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს დადებითი დასკვნა, რომელიც უნდა
შეიცავდეს მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენებული მცენარეების რესურსის
ოდენობის შესახებ.
გ)
სახეობათა
ნიმუშ(ებ)ის
იმპორტის
შემთხვევაში
წარმოშობის
–
დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ნიმუშის
წარმოშობის
წყარო
და
იმპორტის
მიზანი
შესაბამისობაშია
კონვენციის
მოთხოვნებთან, ხოლო ცოცხალი ნიმუშის იმპორტის შემთხვევაში – ასევე ნიმუშის
შენახვისა
და
მოვლის სათანადო
პირობების არსებობის
დამადასტურებელი
დოკუმენტები;
დ) სახეობათა ნიმუშ(ებ)ის რეექსპორტის შემთხვევაში:
დ.ა) კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის რეექსპორტის
შემთხვევაში:
ექსპორტიორი
ქვეყნის
მიერ
გაცემული
ნებართვა
ან
ბოლო
რეექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული სერტიფიკატი და იმპორტიორი ქვეყნის
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვა.
დ.ბ) კონვენციის II და III დანართებში შეტანილი სახეობის რეექსპორტის
შემთხვევაში - ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ნებართვა ან ბოლო
რეექსპორტის ქვეყნის მიერ გაცემული რეექსპორტის სერტიფიკატი ან წარმოშობის
სერტიფიკატი.
ე)
ზღვიდან
ინტროდუქციის
შემთხვევაში
-
ნიმუშის
შენახვისა
და
მოვლისათვის სათანადო პიროებების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ
ეხება
იმ
მცენარეების
ნიმუშებს,
რომლებიც
საქართველოს
ტერიტორიაზე
ბუნებრივად არ არიან გავრცელებული და რომელთა საწყისი თაობა საქართველოში
შემოტანილი იქნა კონვენციის ძალაში შესვლამდე ან კონვენციის მოთხოვნების
შესაბამისად.
8. მცენარეთა ნიმუშების ხელოვნურად მოშენების თაობაზე სსიპ ,,გარემოს
ეროვნული სააგენტოს“ მიერ დასკვნის გაცემის წესი განისაზღვრება „კონვენციის
მეორე
დანართში
შესაბამისობაზე
შეტანილ
დასკვნის
მცენარეთა
გაცემის
წესის
ნიმუშების
ხელოვნურად
მოშენების
შესახებ“
დებულებით,
რომელსაც
შეიმუშავებს და ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 2611. ნებართვის გაცემის განსაკუთრებული პირობები
1. კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის შემთხვევაში:
ა) ექსპორტისათვის ნებართვა გაიცემა, თუ:
ა.ა) სამეცნიერო ორგანოს გამოაქვს დასკვნა, რომ ამგვარი ექსპორტი არ
შეუქმნის გადაშენების საფრთხეს მოცემულ სახეობას;
ა.ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
დარწმუნდება, რომ ნიმუში არ იყო მოპოვებული კანონმდებლობის დარღვევით და
ნიმუში მომზადებული და გაგზავნილი იქნება იმგვარად, რომ მინიმუმამდე
შემცირდეს დაზიანების, ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი
მოპყრობის რისკი.
ბ) იმპორტისათვის ნებართვა გაიცემა, თუ:
ბ.ა) სამეცნიერო ორგანოს გამოაქვს დასკვნა, რომ ამგვარი იმპორტი არ
შეუქმნის გადაშენების საფრთხეს მოცემულ სახეობას;
ბ.ბ) თუ ნიმუში არ იქნება გამოყენებული უპირატესად კომერციული
მიზნებისათვის;
ბ.გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
დარწმუნდება, რომ ცოცხალი ნიმუშის სავარაუდო მიმღებს აქვს სათანადო პირობები
ამ ნიმუშის შენახვისა და მოვლისათვის.
გ) რეექსპორტის ნებართვა გაიცემა, თუ საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარწმუნდება, რომ ნებისმიერი ცოცხალი ნიმუში
მომზადებული და გაგზავნილი იქნება იმგვარად, რომ მინიმუმამდე შემცირდეს
დაზიანების, ჯანმრთელობისათვის საფრთხი შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი;
დ) ზღვიდან ინტროდუქციისათვის ნებართვა გაიცემა თუ:
დ.ა) სამეცნიერო ორგანოს გამოაქვს დასკვნა, რომ ამგვარი ინტროდუქცია არ
შეუქმნის საფრთხეს მოცემულ სახეობას;
დ.ბ) ცოცხალი ნიმუშის შემთხვევაში უფლებამოსილი ადმინისტრაციული
ორგანო დარწმუნებულია, რომ მის მიმღებს გააჩნია ნიმუშის შენახვისა და მოვლის
სათანადო პირობები;
დ.გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
დარწმუნებულია,
რომ
ნიმუშები
არ
იქნება
გამოყენებული
უპირატესად
კომერციული მიზნებისათვის (ანუ გამიზნულია კერძო მოხმარებისთვის, სამეცნიერო
ან
საგანმანათლებლო
მიზნებისთვის,
ბიოსამედიცინო
მრეწველობისთვის,
ტყვეობაში გამრავლების პროგრამებისთვის, ხელოვნურად მოშენებისთვის და სხვ.).
2. კონვენციის II დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშის
ექსპორტისათვის
ნებართვა გაიცემა, თუ:
ა) სამეცნიერო ორგანოს გამოაქვს დასკვნა, რომ ამგვარი ექსპორტი არ შეუქმნის
გადაშენების საფრთხეს მოცემულ სახეობას (გარდა კონვენციის მეორე დანართში
შეტანილი მცენარეთა სახეობების ნიმუშების კომერციული მიზნით ექსპორტისა);
ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
დარწმუნდება, რომ ნიმუში არ იყო მოპოვებული კანონმდებლობის დარღვევით და
ნიმუში მომზადებული და გაგზავნილი იქნება იმგვარად, რომ მინიმუმამდე
შემცირდეს დაზიანების, ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი
მოპყრობის რისკი.
3. კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარეთა სახეობების ნიმუშების
კომერციული მიზნით ექსპორტისათვის ნებართვა გაიცემა:
ა) შესაბამისი სარგებლობის ლიცენზიის საფუძველზე (რომლის მოქმედების
ვადა არ არის გასული);
ბ) სარგებლობის ლიცენზიის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულების
საფუძველზე;
გ) იმ პირის (ან მისი წარმომადგენლის) განცხადების საფუძველზე, ასევე იმ
პირებთან ხელშეკრულების საფუძველზე, რომელთა კერძო საკუთრებაში არსებულ
მიწის ნაკვეთზე მოშენებულია კონვენციის მეორე დანართში შეტანილი მცენარეები.
4. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხელოვნურად მოშენებული
მცენარეების ნიმუშების ექსპორტისათვის ნებართვა გაიცემა, თუ:
ა) ნაკვეთზე მცენარე გაშენებულია განცხადების წარდგენამდე 5 წლით ადრე
მაინც;
ბ) სასაქონლო ზომის ნიმუშების (ბოლქვების/გორგლების) სრული ოდენობით
მოპოვების შემთხვევაში – აღნიშნულ ნაკვეთზე ნიმუშების (ბოლქვების/გორგლების)
შემდგომ მოპოვებამდე გასულია 3 წელი მაინც;
გ) წარმოდგენილია:
გ.ა) სსიპ ,,გარემოს ეროვნული სააგენტოს“ დადებითი დასკვნა რესურსების
აკმაყოფილებას დადგენილ მოთხოვნებს.;
გ.ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
გ.დ) სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ დასკვნა, რომლითაც დასტურდება
ნაკვეთიდან
აღნიშნული
სახეობების
წინა
წლებში
ფაქტობრივი
მოპოვების
რაოდენობა, თუ მოპოვება განხორციელდა წინა წელს.
5. კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების ტყვეობაში გამრავლებული
ან ხელოვნურად მოშენებული ნიმუშების კომერციული მიზნით ექსპორტისათვის
ნებართვა გაიცემა თუ:
ა) ცხოველი გამრავლებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს მიერ რეგისტირებულ საწარმოში. კონვენციის I დანართის
სახეობების შემთხვევაში - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროსა და კონვენციის სამდივნოში კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად
რეგისტრირებულ საწარმოში.
ბ) ცხოველი არის მარკირებული.
6.
კონვენციის
დანართებში
შეტანილი
სახეობებიდან
წარმოებული
ხიზილალას ექსპორტისათვის ნებართვა გაიცემა მხოლოდ კონვენციის სამდივნოს
რეესტრში დარეგისტრირებულ ხიზილალას მწარმოებელ საწარმოებზე.
კონვენციის
7.
დანართებში
გამრავლების/ხელოვნურად
მოშენების,
შეტანილი
სახეობების
ტყვეობაში
მათ
ხიზილალას
მწარმოებელ
შორის
საწარმოთა რეგისტრაციისა და ტყვეობაში გამრავლებულ ცხოველთა მარკირების
წესები განისაზღვრება დებულებით - „გადაშენების საფთხის წინაშე მყოფი ველური
ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის
დანართებში შეტანილი სახეობების ტყვეობაში გამრავლების ან ხელოვნურად
მოშენების საწარმოთა რეგისტრაციის წესის შესახებ“, რომელსაც შეიმუშავებს და
ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
8. კონვენციის მეორე დანართში შეტანილ სახეობათა ნიმუშების რეექსპორტის
ნებართვა გაიცემა თუ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტრო დარწმუნდება, რომ ნებისმიერი ცოცხალი ნიმუში მომზადებული და
გაგზავნილი
იქნება
იმგვარად,
რომ
მინიმუმამდე
შემცირდეს
დაზიანების,
ჯანმრთელობისათვის საფრთხი შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი.
9.
კონვენციის
II
დანართში
შეტანილ
სახეობათა
ნიმუშის
ზღვიდან
ინტროდუქციისათვის ნებართვა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია
შემდეგი პირობები:
ა) სამეცნიერო ორგანოს გამოაქვს დასკვნა, რომ ინტროდუქცია არ შეუქმნის
საფრთხეს მოცემული სახეობის ნიმუშს;
ბ) ცოცხალი ნიმუშის შემთხვევაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრო დარწმუნებულია, რომ ცოცხალ ნიმუშთან მოპყრობისას
მინიმალური იქნება მისი დაზიანების, ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნისა და
სასტიკი მოპყრობის რისკი.
10. კონვენციის მესამე დანართში სახეობების ნიმუშების ექსპორტის ნებართვა
გაიცემა თუ:
ა) ნიმუში არ იყო მოპოვებული ეროვნული კანონმდებლობის დარღვევით;;
ბ) თუ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
დარწმუნდება, რომ ნებისმიერი ცოცხალი ნიმუში მომზადებული და გაგზავნილი
იქნება იმგვარად, რომ მინიმუმამდე შემცირდეს დაზიანების, ჯანმრთელობისათვის
საფრთხი შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი.
მუხლი 2612. სამეცნიერო ორგანო
1.
კანონის
ამ
თავით
გათვალისწინებულ
უფლებამოსილებათა
განხორციელების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრის ბრძანებით იქმნება მინისტრის სათათბირო საბჭო – სამეცნიერო ორგანო.
2. სამეცნიერო ორგანოს მუშაობის წესი განისაზღვრება დებულებით „გადაშენების
პირას
მყოფი
ველური
ფაუნისა
და
ფლორის
სახეობებით
სახერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე“ 1973 წლის 3 მარტის ვაშინგტონის კონვენციის
(CITES) სამეცნიერო ორგანოს მუშაობის რეგლამენტი“, რომელსაც ამტკიცებს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
3. სამეცნიერო ორგანო არ მონაწილეობს კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის
ნაკვეთზე
სახეობების
მოშენებული
ნიმუშების,
კონვენციის
მეორე
პრეკონვენციური
დანართში
შეტანილი
ნიმუშების
და
მცენარეთა
ხიზილალას
ექსპორტისათვის ნებართვის გაცემის პროცესში.
მუხლი 2613. ნებართვის მოქმედების ვადა
1. კანონის ამ თავით გათვალისწინებული ნებართვით სარგებლობა ვადიანია.
2. სახეობათა ნიმუშების ექსპორტისა და რეექსპორტის მიზნით გაცემული
ნებართვები ძალაშია გაცემიდან ექვსი თვის განმავლობაში;
3. სახეობათა ნიმუშების იმპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის მიზნით
გაცემული ნებართვები ძალაშია გაცემიდან თორმეტი თვის განმავლობაში.
მუხლი 2614. ნებართვის მფლობელის ვალდებულებები
1. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოშენებული მცენარეთა
ნიმუშების ექსპორტის მიზნით გაცემული ნებართვის მფლობელი ვალდებულია:
ა) მცენარეთა ნიმუშების მოპოვება განახორციელოს მხოლოდ ნებართვაში
მითითებული მიწის ნაკვეთიდან;
ბ) ნებართვის აღებისა და მცენარეთა ნიმუშების მოპოვების შემდეგ ნებართვის
გამცემ ორგანოში წარადგინოს სსიპ ,,გარემოს ეროვნული სააგენტოს“ დასკვნა,
რომლითაც
დასტურდება
ნაკვეთიდან
აღნიშნული
სახეობების
ფაქტობრივი
მოპოვების რაოდენობა. აღნიშნული დასკვნა წარმოდგენილი უნდა იქნას ნებართვის
გაცემიდან 3 თვის ვადაში.
2. კონვენციის სამდივნოს ხიზილალის ექსპორტიორი საწარმოების რეესტრში
დარეგისტრირებული ხიზილალის მწარმოებელი საწარმო ვალდებულია:
ა) მწარმოებელი მასალის იმპორტის განხორციელებიდან 10 კალენდარული
დღის
ვადაში
სამინისტროში
წარადგინოს
ექსპორტის
ქვეყნის
CITES-ის
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვის ორიგინალი,
დამოწმებული ექსპორტის ქვეყნის საბაჟო სამსახურის მიერ;
ბ) სამინისტროში წარადგინოს დეტალური ანგარიში კონვენციის დანართებში
შეტანილ
სახეობებებთან
(ხიზილალის
ხიზილალის
დაკავშირებით
განხორციელებული
წარმოება/იმპორტი/ექსპორტი/შიდა
წარმოების
შემდეგ
დარჩენილი
ბაზარზე
ხორცის
ქმედებების
რეალიზაცია;
რეალიზაცია)
შესახებ,
საანგარიშო წლის მომდევნო წლის 15 იანვრამდე;
გ)
განახორციელოს
მხოლოდ
კონვენციით
დადგენილი
მოთხოვნების
ცვლილების
შემთხვევაში,
შესაბამისად მარკირებული ხიზილალის ექსპორტი;
დ)
საწარმოს
სარეგისტრაციო
მონაცემების
დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს განხორციელებული ცვლილების შესახებ;
ე)
მწარმოებელი
მასალის
მოპოვება
განახორციელოს
კანონმდებლობისა და კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად.
საქართველოს
მუხლი 2615. რეტროსპექტიული ნებართვა და სერტიფიკატი
კანონის
1.
ამ
თავით
გათვალისწინებული
რეექსპორტის და ზღვიდან ინტროდუქციის
ექსპორტის,
იმპორტის,
შემთხვევებზე, გამონაკლისი სახით,
შეიძლება გაიცეს რეტროსპექტიული ნებართვა/სერტიფიკატი.
2.
რეტროსპექტიული
ნებართვა/სერტიფიკატი
გაიცემა
ექსპორტიორი,
იმპორტიორი ან რეექსპორტიორი ქვეყნის ადმინისტრაციულ ორგანოს წერილობითი
თანხმობის არსებობის შემთხვევაში, თუ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის
სამინისტრო
იმპორტიორი
ან
კონსულტაციების
ყოველმხრივი
რექსპორტიორი
შედეგად
მოკვლევისა
ქვეყნის
დარწმუნდება,
და
ექსპორტიორი,
ადმინისტრაციულ
რომ
ადგილი
აქვს
ორგანოსთან
გაუგებრობას,
რომელიც არ არის დაკავშირებული ექსპორტიორთ ან იმპორტიორთან, ასევე, პირად
საკუთრებაში
არსებულ
იმპორტირებულ
ან
რეექსპორტირებულ
ნიმუშებთან
მიმართებით (მათ შორის ცოცხალ ცხოველებთან დაკავშირებით, რომლებიც
მგზავრობენ მფლობელთან ერთად), რომ ადგილი აქვს შემთხვევით შეცდომას და არა
შეცდომაში შეყვანის მცდელობას და ნიმუშის გადატანა, სხვა მხრივ, შეესაბამება
კონვენციის მოთხოვნებს.
3. რეტროსპექტიული ნებართვის ან სერტიფიკატის გაცემა აკრძალულია
კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობების ნიმუშებზე. რეტროსპექტიული
ნებართვების გაცემა გამონაკლისის სახით დასაშვებია კონვენციის II და III
დანართებში შეტანილ სახეობათა ნიმუშებზე.
4.
რეტროსპექტიული
ნებართვის/სერტიფიკატის
გაცემის
შემთხვევაში
ნებართვაში მკაფიოდ უნდა იქნეს მითითებული, რომ ეს ნებართვა გაცემულია
რეტროსპექტიულად და განმარტებული უნდა იქნეს შესაბამისი მიზეზები.
5.
თუ
პირად
საკუთრებაში
არსებული
ნიმუშის
იმპორტი
მოხდება
რეტროსპექტიული ნებართვით, აკრძალულია ამ ნიმუშის გაყიდვა იმპორტიდან 6
თვის განმავლობაში.
6. რეტროსპექტიული ნებართვის გაცემა აკრძალულია პირისთვის, რომელზეც
ერთხელ უკვე გაცემული იქნა რეტროსპექტიული ნებართვა.
მუხლი 2616. საერთაშორისო ვაჭრობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ არიან
კონვენციის წევრები
1. საქართველოდან იმ სახელმწიფოში ექსპორტისა და რეექსპორტის ან იმ
სახელმწიფოდან იმპორტის შემთხვევებში, რომელიც არ არის კონვენციის წევრი, ამ
სახელმწიფოს
უფლებამოსილი
ორგანოს
მიერ
გაცემული
ანალოგიური
დოკუმენტაცია, რომელიც აკმაყოფილებს კონვენციის მოთხოვნებს ნებართვებისა და
სერტიფიკატების გაცემის შესახებ, შეიძლება მიღებული იქნას ამგვარი ნებართვებისა
და სერტიფიკატების ნაცვლად.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ,
კონვენციის არაწევრი ქვეყნებიდან კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობათა
ნიმუშების
იმპორტზე
და
ამ
ქვეყნებში
ექსპორტის
ნებართვა/რეექსპორტის
სერტიფიკატი უნდა გასცეს მხოლოდ კონვენციის სამდივნოდან წერილობითი
თანხმობის მიღების შემდეგ.
3.
კონვენციის
ნებართვა/სერტიფიკატი
ან
არაწევრი
სახელმწიფოს
მიერ
ანალოგიური
დოკუმენტი
მიიღება
გაცემული
მხოლოდ
იმ
შემთხვევაში თუ ისინი მოიცავენ შემდეგ ინფორმაციას:
ა)
ნებართვის/სერტიფიკატის
ან
ანალოგიური
დოკუმენტის
გამცემი
ორგანიზაციის დასახელებას, ბეჭედს და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერას;
ბ) სახეობის ზუსტ დასახელებას;
გ) ნიმუშის წარმომავლობას, იმ შემთხვევაში ნიმუში წარმოშობის წყარო სხვა
ქვეყანაა, ამ ქვეყნის ექსპორტის ნებართვის ნომერს;
დ) დადასტურებას, რომ ექსპორტი ხორციელდება კომპეტენტური სამეცნიერო
ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე, რომ ამგვარი ექსპორტი არ შეუქმნის
საფრთხეს სახეობას (შესაძლოა მოთხოვნილი იქნას ამგვარის რეკომენდაციის ასლი)
და რომ ნიმუში მოპოვებულია ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) დადასტურებას, რომ ცოცხალი ცხოველის ექსპორტი ან რეექსპორტი
განხორციელდება
იმგვარად,
რომ
მინიმუმამდე
იქნება
შემცირებული
მისი
დაზიანების, ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის ან სასტიკი მოპყრობის რისკი.
4. კონვენციის არაწევრ სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტაცია მიიღება
მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამ სახელმწიფოში ამგვარი დოკუმენტაციის გაცემაზე
პასუხისმგებელი ორგანიზაცია და სამეცნიერო ინსტიტუტი შეტანილია კონვენციის
ვებ-გვერდზე განთავსებულ მონაცემთა ბაზაში ან კონვენციის სამდივნოსთან
კონსულტაციის შემდეგ.
მუხლი 2617. სანებართვო მოწმობის ფორმა
1. კანონის ამ თავით გათვალისწინებული ნებართვის ფორმა მტკიცდება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.
2. ნებართვა გაიცემა 4 ეგზემპლარად (ორიგინალი და 3 დამოწმებული ასლი),
რომელთაგან ერთი ასლი რჩება გამცემ ორგანოში, ხოლო ორიგინალი და ორი ასლი
გადაეცემა ნებართვის მაძიებელს საბაჟო გამშვებ პუნქტში წარსადგენად, სადაც
საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი სახეობათა ნიმუშების
ექსპორტისას/რეექსპორტისას ახორციელებს ნებართვის ეგზემპლარების დამოწმებას
ხელმოწერითა და პირადნომრიანი ბეჭდით. დამოწმებული ნებართვის ერთი ასლი
რჩება საბაჟო გამშვებ პუნქტში, ხოლო ნებართვის ორიგინალი და ასლი წარედგინება
იმპორტის ქვეყნის საბაჟოს.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი
სსიპ - შემოსავლების სამსახური, საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ დამოწმებული
ნებართვის/სერტიფიკატის
ასლს
ექსპორტის,
იმპორტის
განხორციელებიდან 1 თვის ვადაში უგზავნის სამინისტროს.
ან
რეექსპორტის
4. კონვენციის სამდივნოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის
სამინისტროს
მიერ
წინასწარ
ეგზავნება
ნებართვის
გამცემი
ადმინისტრაციული ორგანოს სპეციალური ბეჭდის ანაბეჭდი და ნებართვაზე
ხელმომწერი პასუხისმგებელი პირების სახელები, გვარები და მათი ხელმოწერის
ნიმუშები.
მუხლი 2618. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება
1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან
დაზიანების შემთხვევაში გამოიყენება “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ”
საქართველოს კანონით განსაზღვრული ნორმები.
2. ნებართვის მფლობელისგან ნებართვის დაკარგვის ან დაზიანების შესახებ
ინფორმაციის მიღების შემთხვევაში სამინისტრო აღნიშნულის შესახებ აცნობებს
იმპორტის
ქვეყანას,
ხოლო
კომერციული
მიზნით
საერთაშორისო
ვაჭრობის
შემთხვევაში, ასევე აცნობებს კონვენციის სამდივნოს.
მუხლი 2619. ნებართვის გაუქმება და მასში ცვლილებების შეტანა
1. ნებართვის გაუქმებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება
“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით.
2. ნებართვის გაუქმების და ცვლილებების შეტანის თაობაზე წერილობით
უნდა ეცნობოს ნებართვის მფლობელს, კონვენციის სამდივნოსა და იმპორტის
ქვეყანას.
3. საჭიროების შემთხვევაში, გაცემული ნებართვის ჩაანაცვლება ახლით ხდება
ნებართვის და მისი ყველა ასლის სამინისტროში ჩაბარების შემდგომ.
4. ნებართვის დაკარგვის შემთხვევაში, ნებართვის დუბლიკატი გაიცემა იმ
შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალი სსიპ - შემოსავლების სამსახური დაადასტურებს, რომ არ
განხორციელებულა ექსპორტი, იმპორტი ან რეექსპორტი. ექსპორტის შემთხვევაში,
ექსპორტის განუხორციელებლობა ასევე უნდა დადასტურდეს იმპორტიორი ქვეყნის
საბაჟო სამსახურის მიერ.
მუხლი 2620. სანებართვო მოსაკრებელი
სანებართვო
განისაზღვრება
მოსაკრებლის
“სალიცენზიო
ოდენობა,
და
ბიუჯეტში
სანებართვო
მისი
გადახდის
მოსაკრებლების
წესი
შესახებ”
საქართველოს კანონით.
მუხლი 2621. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი
1. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მარტივი ადმინისტრაციული
წარმოების საფუძველზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია
დაინტერესებული პირის განცხადება.
2. განცხადება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
78-ე მუხლით გათვალისწინებული
მოთხოვნებისა, უნდა შეიცავდეს შემდეგ
ინფორმაციას:
ა) სახეობის ნიმუშების (სახეობა, ნაწილი, დერივატი) დასახელებას (ქართული
და/ან სამეცნიერო სახელწოდება), რაოდენობას, აღწერას;
ბ) სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყაროსა და დროს;
გ) ექსპორტიორისა და იმპორტიორის რეკვიზიტებს.
დ)
დამადასტურებელი
დოკუმენტი,
რომ
ნიმუში
მოპოვებულია
კანონმდებლობის შესაბამისად.
3. CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატის ფორმას შეიმუშავებს და ამტკიცებს
მინისტრი.
4.
CITES-ის
წარმოშობის
სერტიფიკატი
ძალაშია
განმავლობაში.
მუხლი 2622. კონფისკირებული ნიმუშების განთავსება
გაცემიდან
12
თვის
1. ცოცხალი სახეობის ნიმუშის დაკავების შემთხვევაში ნიმუში გადაეცემა
შესაბამისი პროფილის დაწესებულებას დროებით შესანახად, ხოლო კონფისკაციის
შემთხვევაში
ნიმუშის
განთავსების
ადგილზე
ფინანსთა
სამინისტრო
გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროსთან
შეთანხმებით
და
სამეცნიერო
ორგანოს
რეკომენდაციის
საფუძველზე.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ცოცხალი ნიმუშის კონფისკაციის შესახებ აცნობებს ნიმუშის წარმოშობის ქვეყნის
უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და
მიზანშეწონილობის დადგენის
შემთხვევაში გადასცემს მას კონფიკაციის შედეგად ჩამორთმეულ ნიმუშს.
3. ცხოველთა არაცოცხალი ნიმუშები და მცენარეთა ცოცხალი ნიმუშები
კონფისკაციის შემთხვევაში სამეცნიერო ორგანოსთან შეთანხმებით გადაეცემა
შესაბამის მუზეუმებს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუტებს, ინახება
სახელმწიფო საკუთრებაში ან ექვემდებარება განადგურებას.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ნიმუშის
ტრანსპორტირებისა და დროებითი შენახვის ხარჯები ეკისრება სამართალდამრღვევ
პირს.
8. კანონის 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
,,მუხლი 27. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოები
1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის სახელმწიფო
კონტროლს
ახორციელებენ
საქართველოს
მეურნეობის
სამინისტროს
სისტემაში
გარემოს
შემავალი
დაცვისა
და
სოფლის
დაწესებულებები თავიანთი
კომპეტენციების ფარგლებში.
2. ამ კანონის VIII1 თავით გათვალისწინებული სანებართვო პირობების
შესრულების
კონტროლი
და
პასუხისმგებლობა
სანებართვო
პირობების
დარღვევისათვის განისაზღვრება ამ კანონით და „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ” საქართველოს კანონით.
3. ამ კანონის VIII1 თავით სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი
ხორციელდება
საქართველოს
სამინისტროს
მმართველობის
გარემოს
დაცვისა
სფეროში
და
სოფლის
შემავალი
მეურნეობის
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ.“
9. კანონის 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
მუხლი 30.
პასუხისმგებლობა „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და
„წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისათვის
1.
პასუხისმგებლობა
ამ
კანონის
მოთხოვნათა
დარღვევისათვის
განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ამ კანონის VIII1 გათვალისწინებული სანებართვო/სალიცენზიო პირობების
დარღვევა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და
სისხლის სამართლის კოდექსებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
მუხლი 2. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი
ნორმატიული აქტები
სამინისტრომ 2019 წლის 1 მარტამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს შემდეგი
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:
1. გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობათა
საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე” 1973 წლის 3 მარტის ვაშინგტონის კონვენციის
(CITES) მეორე დანართში შეტანილი მცენარეთა ნიმუშების ხელოვნურად მოშენების
შესაბამისობაზე დასკვნის გაცემის წესის შესახებ,
2. გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობათა
საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე” 1973 წლის 3 მარტის ვაშინგტონის კონვენციის
(CITES)
დანართებში
შეტანილი
სახეობების
ტყვეობაში
გამრავლების
ან
ხელოვნურად მოშენების საწარმოთა რეგისტრაციის წესის შესახებ,
3.გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობათა
საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე” 1973 წლის 3 მარტის ვაშინგტონის კონვენციის
(CITES) სამეცნიერო ორგანოს მუშაობის რეგლამენტი,
4.,,გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობათა
საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე” 1973 წლის 3 მარტის ვაშინგტონის კონვენციის
(CITES) დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშის ექსპორტის და იმპორტის
ნებართვის და წარმოშობის სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ.
მუხლი 3. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგული
ნორმატიული აქტები
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გადაშენების
საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო
ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი
ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან
ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების
დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №18
დადგენილება.
მუხლი 4. ნებართვის ფორმის დამტკიცების გარდამავალი მოწესრიგება
,,გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობათა
საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე” 1973 წლის 3 მარტის ვაშინგტონის კონვენციის
(CITES) დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშის ექსპორტის და იმპორტის
ნებართვის
ფორმების
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
რეგისტრაციამდე ძალას ინარჩუნებს მოქმედი ფორმები.
წესებით
მუხლი 5. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვარს
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონზე
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავების
მიზანია საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში ,,გადაშენების პირას მყოფი
ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე”
კონვენციით (CITES) განსაზღვრული საკითხების ასახვა. საქართველო აღნიშნული
კონვენცის
მხარეა
1996
წლიდან.
კონვენცია
წარმოადგენს
იურიდიულად
სავალდებულო, თუმცა არა თვით-აღსრულებად მრავალმხრივ საერთაშორისო
შეთანხმებას. შესაბამისად, კონვენციის მხარე ქვეყნები ვალდებულნი არიან მიიღონ
კონვენციის ეფექტური აღსრულებისათვის შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა.
ზოგადად, კონვენციის მნიშვნელობა ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში
უდიდესია. სხვადასხვა მიზეზების გამო ველური ფაუნისა და ფლორის ობიექტებზე
გაზრდილი
მოთხოვნილებიდან
გამომდინარე
მრავალ
სახეობას
დაემუქრა
გადაშენების საფრთხე, ხოლო მრავალი სახეობა უახლოეს მომავალში დადგება ამ
საფრთხის წინაშე თუ არ მოხდება ასეთი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის
რეგულირება. სწორედ ეს გახდა კონვენციის მიღების მიზეზი 1973 წელს, თუმცა
წლიდან წლამდე კონვენცია უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ბოლო რამდენიმე
წელია კონვენციის მხარეთა მიერ განხორციელებული ლეგალური ტრანზაქციების
რაოდენობა მილიონს ასცდა. თითოეული ტრანზაქცია კი უმეტესწილად ერთზე მეტ
ინდივიდს მოიცავს. დიდია არალეგალური ვაჭრობის მოცულობაც. ივარაუდება, რომ
ველური ბუნების ობიექტებით არალეგალური ვაჭრობა მასშტაბით მსოფლიოში
მეოთხეა ნარკოტიკებით, იარაღით და ადამიანებით ვაჭრობის შემდეგ. სხვადასხვა
გათვლების თანახმად, მსოფლიოში ყოველწლიურად 4-20 მილიარდი დოლარის1
ღირებულების
არალეგალურ
ვაჭრობასთან
გვაქვს
საქმე.
მაგალითისათვის
ყოველწლიურად დაახლოებით 17 000 სპილოს კლავენ არალეგალურად სამხრეთაღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში არალეგალური ექსპორტის მიზნით სხვადასხვა
ქვეყნებზე ტრანზიტის გზით. ეს იმ პირობებში, როდესაც აფრიკული სპილოს
პოპულაცია დაახლოებით 450 000 ინდივიდია, თვითგანახლების უნარი კი
გაცილებით დაბალია. ყოველივე ამის გამო საერთაშორისო თანამშრომლობას
უმნიშვნელოვანესი
როლი
აქვს
არსებული
პრობლემების
გადაწყვეტაში.
მნიშვნელობიდან გამომდინარე, ველური ბუნების ობიექტებით ვაჭრობის საკითხები
ასახულია მდგრადი განვითარების მიზნებშიც (SDGs), კერძოდ კი მე-14 და მე15
მიზნებში.
კონვენციის მხარეთა კონფერენციის რეზოლუცია 8.4 ეროვნული კანონმდებლობის
შესახებ მოუწოდებს მხარეებს მიიღონ კონვენციის ეფექტური დანერგვისათვის
საჭირო ღონისძიებები. იმავე რეზოლუციის თანახმად კონვენციის სამდივნო ახდენს
იმ ქვეყნების იდენტიფიცირებას, რომელთაც არ აქვთ დამაყოფილებული კონვენციის
ეფექტური
აღსრულებისათვის
აუცილებელი
საკანონმდებლო
მოთხოვნები.
კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე სამდივნო მიაკუთვნებს ქვეყანას შესაბამის
კატეგორიას. ამ ეტაპზე საქართველოს კანონმდებლობა მიეკუთვნება მე-2 კატეგორიას,
რაც ნიშნავს, რომ ეროვნული კანონმდებლობა ნაწილობრივ შეესაბამება კონვენციის
მოთხოვნებს.
კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის 17.58 გადაწყვეტილების თანახმად მე-2 და
მე-3 კატეგორიაში მყოფი ქვეყნები ვალდებულნი არიან რაც შეიძლება სწრაფად,
მაგრამ არაუგვიანეს კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის 70-ე შეხვედრამდე (2018
წლის 1-5 ოქტომბერი) სამდივნოს წარუდგინონ ინფორმაცია კანონმდებლობაში
UNEP Report, THE ENVIRONMENTAL CRIME CRISIS
UNODC Report, World Wildlife Crime Report
1
განხორციელებული ცვლილებების შესახებ პირველ კატეგორიაში (კანონმდებლობა
სრულად ასახავს კონვენციის მოთხოვნებს) გადასვლის მიზნით. მხარეთა მე-17
კონფერენციის 17.62 გადაწყვეტილების თანახმად, მუდმივმოქმედი კომიტეტი, მის 70ე შეხვედრაზე უფლებამოსილია გაატაროს სანქციები იმ მხარეთა მიმართ, რომელთაც
არ ექნებათ შესრულებული 17.58 გადაწყვეტილების მოთხოვნები. სანქციები
შესაძლოა გამოიხატოს ქვეყნისათვის კონვენციის დანართებში შეტანილი ნიმუშებით
საერთაშორისო
ვაჭრობის
(იმპორტი,
ექსპორტი,
რეექსპორტი,
ზღვიდან
ინტროდუქცია) აკრძალვის სახით.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი
სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თანახმად საქართველო ვალდებულია
ეფექტურად დანერგოს მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებები, რომელთა
მხარესაც წარმოადგენს, მათ შორის არის ,,გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა
და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე” კონვენცია (CITES).
გარდა ამისა, საქართველომ ხელი უნდა შეუწყოს ბიოლოგიური რესუსების მდგრადი
მოხმარების პრინციპებზე დაყრდნობით მოპოვებული პროდუქტებით ვაჭრობას.
კონვენციის ერთერთი ძირითადი პრინციპი კი ეყრდნობა სწორედ მდგრადი
მოპოვებას.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიღების მიზანია ველური ბუნების ობიექტებით
არალეგალური ვაჭრობის შესახებ გაეროს 2015 და 2017 წლების რეზოლუციებით
განსაზღვრულ ვალდებულებების დანერგვა.
ამჟამად,
ეროვნული
კანონმდებლობით
რეგულირდება
დანართებში შეტანილი სახეობების ექსპორტის,
მხოლოდ
CITES-ის
იმპორტის, რეექსპორტის და
ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესი და პირობები, ასევე კომერციული
მიზნებით ზოგიერთი სახეობის ბუნებაში მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესი და
პირობები
განისაზღვრება
მთავრობის
დადგენილებებით.
რეგულაციები სრულად ვერ ასახავს კონვენციის მოთხოვნებს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
თუმცა
არსებული
კანონის პროექტის მიზანია ,,გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის
სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე” 1973 წლის 3 მარტის ვაშინგტონის
კონვენციით (CITES) (შემდგომში - კონვენცია) განსაზღვრული ვალდებულებების
აღსრულების უზრუნველყოფა ეროვნულ დონეზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი შედგება 23 მუხლისაგან. კანონი
ურთიერთობებს
შედგენის,
საქართველოს
გადაშენების
„წითელი
საფრთხის
წინაშე
აწესრიგებს
ნუსხისა“
მყოფი
და
სამართლებრივ
„წითელი წიგნის“
სახეობების
დაცვისა
და
გამოყენების სფეროში (შემდგომში – საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „
წითელი
წიგნის“
სფერო),
აგრეთვე
გადაშენების
საფრთხის წინაშე
მყოფი
გარეული ცხოველებითა და ველური მცენარეებით საერთაშორისო ვაჭრობის
სამართლებრივი საკითხებს, რომლებიც საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში
რეგულირდება
„გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის
სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (CITES) 1973 წლის 3 მარტის
ვაშინგტონის კონვენციის (შემდგომში - კონვენცია) საფუძველზე. ამ კანონის მე-2-მე4 მუხლები და VIII1 კარი აწესრიგებს. კანონის სხვა მუხლები ვრცელდება კონვენციის
დანართებში
შეტანილი
გადაშენების
საფრთხის
წინაშე
მყოფი
გარეული
ცხოველებისა და ველური მცენარეების დაცვის და გამოყენების საკითხებზე თუ კი
ის იმავდროულად არ არის საქართველოს წითელი ნუსხის სახეობა.
კანონპროექტი ადგენს კონვენციის დანერგვაზე პასუხისმგებელ ადმინისტრაციულ
ორგანოს და მის უფლება-მოვალეობებს. კანონპროექტი განსაზღვრავს „გადაშენების
პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობათა საერთაშორისო ვაჭრობის
თაობაზე“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშების
ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის და ზღვიდან ინტროდუქციის,
ასევე ასეთი ნიმუშებით ქვეყნის ტერიტორიაზე ვაჭრობის პირობებს. კანონპროექტი
ადგენს საერთაშორისო ვაჭრობის გამონაკლის შემთხვევებს.
კანონპროექტი
ადგენს
ექსპორტის,
იმპორტის,
რეექსპორტის,
ზღვიდან
ინტროდუქციის ნებართვების და წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესებსა და
პირობებს, ასევე ადგენს სანებართვო მოწმობის გამოყენების წესს. განისაზღვრება
რეტროსპექტიული
ნებართვს
გაცემის
პირობები.
დგინდება
ნებართვის
მფლობელების ვალდებულებები.
კანონპროექტით დგინდება კონვენციის მეორე დანართში შეტანილი მცენარეებით
კომერციული მიზნით ექსპორტისათვის მოპოვების საკითხები. კანონპროექტის
თანახმად საჭიროების შემთხვევაში, სამეცნიერო ორგანო განსაზღვრავს კონვენციის II
და III დანართებში შეტანილ სახეობათა ნიმუშების წლიურ საექსპორტო კვოტას,
რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. აღსანიშნავია, რომ საექსპორტო კვოტა კონვენციით
დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად დგინდება შესაბამისი სამეცნიერო კვლევის
შედეგების საფუძველზე ისეთი ოდენობით, რაც ზიანის მომტანი არ იქნება
საექსპორტო სახეობისათვის.
კანონპროექტი ადგენს სამეცნიერო ორგანოს შექმნის საფუძველს და განსაზღვრავს მის
უფლებამოსილებებს.
კანონპროექტით
განისაზღვრება
კონფისკირებული
ნიმუშების
განთავსების
პასუხისმგებლობის
საკითხები
კანონპროექტით
დადგენილი
პირობები.
განისაზღვრება
მოთხოვნების დარღვევისათვის.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტით ხდება
კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობებით ვაჭრობის კუთხით დაწესებული
რეგულაციების დარღვევისათვის განსაზღვრული ჯარიმების რანჟირება ნიმუშების
ჯგუფების
მიხედვით,
რათა
სანქციების
დაკისრება
კანონმდებლობის
დარღვევისათვის მოხდეს დარღვევის სიმძიმის შესაბამისად.
სისხლის სამართლის კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებების პროექტი ასახავს
ველური ბუნების ობიექტებით არალეგალური ვაჭრობის შესახებ გაეროს 2015 და 2017
წლების რეზოლუციებით განსაზღვრულ ვალდებულებებს ტრანსნაციონალური
ორგანიზებული დანაშაულის წინაღმდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
კონვენციის შესაბამისად.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით
აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი
ადგენს
კონვენციის
დანართებში
შეტანილი
სახეობების
ნიმუშების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ზღვიდან ინტროდუქციის
შემთხვევაში
შესაბამისი
ნებართვის
ქონის
ვალდებულებას.
გარდა
ამისა,
კანონპროექტი ადგენს ,,ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და ,,გადაშენების
საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო
ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას
ბოლქვებით
ან/და
ყოჩივარდას
გორგლებით
სარგებლობის
ლიცენზიას
თეთრყვავილას ბოლქვებისა და ყოჩივარდას გორგლების კომერციული მიზნით
ექსპორტისათვის მოპოვებისათვის აუცილებელ პირობად.
კანონპროექტით განსაზღვრული ნებართვისა და ლიცენზიის სახე უკვე
დადგენილია ნებართვებისა და ლიცენზიების შესახებ საქართველოს კანონის
თანახმად. გარდა ამისა, „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და
ფაუნის
სახეობებით
საერთაშორისო
ვაჭრობის
შესახებ“
კონვენციის
(CITES)
დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის,
იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესი და
პირობები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის #18
დადგენილებით. ხოლო ,,ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და ,,გადაშენების
საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო
ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას
ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის
საკითხები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის #21
დადგენილებით. სანებართვო და სალიცენზიო მოსაკრებლების შესახებ საქართველოს
კანონით
განსაზღვრულია
მოსაკრებლები
მითითებული
ნებართვისა
და
ლიცენზიისათვის.
ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების საფუძველზე საქართველოს გარემოს
დაცვისა
და
სოფლის
პირთა/ორგანიზაციების
მეურნეობის
მოთხოვნის
სამინისტროს
საფუძველზე,
მიერ,
დაინტერესებულ
ყოველწლიურად
გაიცემა
დაახლოებით 60-100 „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და
ფაუნის
სახეობებით
საერთაშორისო
ვაჭრობის
შესახებ“
კონვენციის
(CITES)
დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის,
იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა. სამინისტროს მიერ
2008 წელს ასევე გაცემული იქნა სამი 10 წლიანი ლიცენზია თეთრყვავილას ბოლქვების
მოპოვების მიზნით, რომელთა მოქმედების ვადაც ამოიწურა მიმდინარე წლის
ივნისში. 2007 წლიდან დღემდე გაცემული იყო 2 ლიცენზია ყოჩივარდას გორგლების
მოპოვების მიზნით, რომელთაგან ერთი დღეისთვისაც მოქმედია. კანონპროექტით
წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად არ ხდება ნებართვასთან და ლიცენზიასთან
დაკავშირებით სიახლის შემოტანა, არამედ ხდება მთავრობის დადგენილებებით
განსაზღვრული რეგულაციების კანონში გადმოტანა.
კანონპროექტით ასევე დგინდება ექსპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ გაცემული ნებართვის/სერტიფიკატის წარმოდგენის ვალდებულება
კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშების საქართველოში იმპორტის
დროს. აღნიშნული რეგულაცია წარმოადგენს კონვენციის ძირითად მოთხოვნას და
კონვენციის საფუძველზე, ასეთი ნიმუშების საქართველოში იმპორტის შემთხვევაში
იმპორტიორებს
საქართველოში
კონვენციის
ძალაში
შესვლის
დღიდანვე
მოეთხოვებათ შესაბამისი ნებართვის წარმოდგენა. მიუხედავად ამისა, ქვეყანა
ვალდებულია
კანონმდებლობაში
ასახოს
კონვენციით
გათვალისწინებული
რეგულაციები. ვინაიდან არ იცვლება ფაქტიურად არსებული მდგომარეობა,
კანონპროექტის მიღებას ვერ ექნება გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ასევე
იმ პირებზე, რომლებიც ახდენენ კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების
ნიმუშების ტრანსსასაზღვრო გადაადგილებას.
კანონპროექტით
ასევე
გამრავლების/ხელოვნურად
განსაზღვრულია
მოშენების
წარმოშობის
სერტიფიკატების
და
ტყვეობაში
გაცემის
საკითხები
კონვენციის მესამე დანართში შეტანილი სახეობების ექსპორტისათვის, როგორც ეს
კონვენციით არის დადგენილი. თუმცა ამ ეტაპზე არ არის გათვალისწინებული
საფასურის დაწესება ასეთი მომსახურებისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ
დღემდე არ ყოფილა ასეთი ნიმუშების საქართველოდან ექსპორტის შემთხვევა.
მომავალში ასეთი შემთხვევების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში შესაძლოა
განხილული
იქნას
ახორციელებენ
საფასურის
ასეთი
დაწესების
ნიმუშების
საკითხი.
საქართველოში
ის
პირები,
იმპორტს,
ამ
რომლებიც
ეტაპზეც
ვალდებულები არიან იქონიონ აღნიშნული დოკუმენტები, როგორც ეს კონვენციით
არის დადგენილი. შესაბამისად, კანონპროექტის მიღება ვერ მოახდენს საბიუჯეტო
შემოსავლებზე ან დაინტერესებულ პირებზე გავლენას.
კანონპროექტით დგინდება თეთრყვავილას და ყოჩივარდას ხელოვნურად
მოშენების ნაკვეთებიდან მოპოვებული რესურსის ექსპორტის მიზნით და ხიზილალას
ექსპორტის მიზნით ნებართვების გაცემის წესი. აღნიშნული საკითხები დღეისათვის
განსაზღვრულია
საქართველოს
მთავრობის
2007
წლის
6
თებერვლის
#18
დადგენილებით და უცვლელად არის ასახული კანონპროექტში. 2012 წლიდან ხდება
თეთრყვავილას ხელოვნურად მოშენების ნაკვეთების რეგისტრაცია სსიპ გარემოს
ეროვნული სააგენტოს მიერ და ყოველწლიურად გაიცემა ნებართვები თეთრყვავილას
ხელოვნურად მოშენებული ბოლქვების ექსპორტის მიზნით. ასევე დადგენილების
შესაბამისად დარეგისტრირებულია ხიზილალას ხელოვნურად მოშენების საწარმოები
და
მოთხოვნის
შემთხვევაში
გაიცემა
ექსპორტის
ნებართვები.
შესაბამისად
კანონპროექტის მიღება გავლენას ვერ მოახდენს საბიუჯეტო სახსრებზე.
კანონპროექტით დადგენილია გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც არ
მოითხოვება
კონვენციით
დადგენილი
ნებართვების
წარდგენა.
გამონაკლისი
შემთხვევები დადგენილია კონვენციის მხარეთა კონფერენციის მიერ მიღებული
სხვადასხვა რეზოლუციებით და უცვლელად არის გადმოტანილი კანონპროექტში.
ვინაიდან აღნიშნული გამონაკლისების გათვალისწინება კონვენციის საფუძველზე
უკვე ხდება ქვეყანაში, შესაბამისად კანონპროექტში მათი ასახვა ასევე ვერ მოახდენს
გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ნებართვების
მოქმედების
ვადა
დადგენილია კონვენციისა და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის #18
დადგენილებით და უცვლელად არის გადმოტანილი კანონპროექტში.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების მიღებამ
შესაძლოა გავლენა იქონიოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
დღეისათვის მოქმედი 664 მუხლით განსაზღვრულია ჯარიმა 2000 ლარის
ოდენობით ნებისმიერი ტიპის ნიმუშის არალეგალური იმპორტის, ექსპორტის,
რეექსპორტის და ზღვიდან ინტროდუქციისათვის. მუხლი ძალაში შევიდა 2016 წელს.
664
მუხლის
კონვენციის
I
და
შემოთავაზებული
II
დანართებში
ვერსიით
იზრდება
ჯარიმის
ოდენობა
შეტანილი
ცოცხალი
ცხოველებისა
და
მცენარეებისათვის, სპილოს ძვლის და მარტორქის ნიმუშებისათვის. ჯარიმის
ოდენობა მცირდება II დანართში შეტანილი უხერხემლოების ცოცხალი ინდივიდების,
II დანართის ნაწილებისა და დერივატების, ასევე III დანართის ნიმუშებისათვის.
2015 წლის მონაცემების თანახმად გამოვლენილი იყო II დანართის ცოცხალი
ცხოველების - 4, უხერხემლოების - 1 და ნაწილების - 3 შემთხვევა. 2016 წელს
გამოვლენილი იქნა II დანართის ცოცხალი ცხოველების - 1, უხერხემლოების - 1,
ნაწილების - 7 და დერივატების - 1 შემთხვევა. 2017 წელს გამოვლენილი იქნა II
დანართის ცოცხალი ცხოველების - 3, ნაწილების - 7 და დერივატების - 1 შემთხვევა.
2018 წელს გამოვლენილი იქნა I დანართის ცოცხალი მცენარეების - 1, II დანართის
ცოცხალი ცხოველების - 1, ნაწილების - 2 და დერივატების - 2 შემთხვევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ჯარიმების რანჟირება სავარაუდოდ შეამცირებს ჯარიმების სახით შემოსულ
შემოსავლებს არალეგალური იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ზღვიდან
ინტროდუქციის შემთხვევებისათვის.
თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს წითელი ნუსხისა და
წითელი წიგნის შესახებ კანონის პროექტში წარმოდგენილი ცვლილებების და
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 664 მუხლის შემოთავაზებული
ვერსიით დაჯარიმებას ექვემდებარება დანიშნულების ქვეყნისადმი გაცემული
შესაბამისი დოკუმენტების ქონის გარეშე ნიმუშების ტრანზიტიც, რაც ამ ეტაპზე არ
კონტროლდება. არალეგალური ტრანზიტის მიზეზით დაკისრებული ჯარიმების
ოდენობამ შესაძლოა შეავსოს ის დანაკლისი, რაც გამოწვეული იქნება გარკვეულ
ნიმუშებზე
ჯარიმების
შემცირებით.
არალეგალური
ტრანზიტის
მიზეზით
დაკისრებულმა ჯარიმებმა შესაძლოა გაზარდონ ბიუჯეტის შემოსავლები.
ასევე აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულად საკმაოდ რთულია განისაზღვროს
რომელი სახეობის ნიმუშების არალეგალური გადაადგილების გამოვლენა მოხდება
მომავალში, ასევე შეუძლებელია წინასწარ განსაზღვრა, თუ რამდენ შემთხვევაში
გამოიყენებს სასჯელის სახით ჯარიმას სასამართლო. 2017 წლის ფაქტიური
ინფორმაციით 2000 ლარი ჯარიმის სახით სანქცია გამოყენებული იქნა მხოლოდ 2
შემთხვევაზე, რაც მოიცავდა II დანართის ცოცხალი სახეობების იმპორტს. სხვა
შემთხვევებში გამოყენებული იქნა სიტყვიერი შენიშვნა. ინფორმაცია 2016 და 2018
წლებში დაკისრებული ჯარიმის შესახებ არ არის ცნობილი.
ცვლილებების შედეგად სწორდება ჩანაწერი საქართველოს წითელი ნუსხის
სახეობების ნიმუშებთან დაკავშირებით. კონვენციის თანახმად, რეგულირებას
ექვემდებარება დანართებში შეტანილი ყველა სახეობა, მიუხედავად იმისა შეტანილია
თუ არა ეს სახეობები კონვენციის მხარე ქვეყნების ეროვნულ წითელ ნუსხებში.
აღნიშნულმა ცვლილებამ შესაძლოა გაზარდის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი,
ასეთი დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 664 მუხლის თანახმად
ნებართვის
მფლობელის
მიერ
სანებართვო
პირობების
დადგენილ
ვადაში
შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის
გასამმაგებას. ხოლო ნებართვის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში
სანებართვო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ
მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით. აღსანიშნავია, რომ
სამმაგი ან ცხრამაგი ჯარიმების დაკისრება პრაქტიკაში არ მომხდარა.
ბიუჯეტის
არალეგალური
საშემოსავლო
ნაწილის
ზრდა
შემთხვევების
რაოდენობის
შესაძლებელია
ზრდამ
ან
გამოიწვიოს
კანონაღსრულების
გაუმჯობესებამ.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პროექტის მიღებამ შესაძლოა
გამოიწვიოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხარჯების ზრდა.
თუმცა აღსანიშნავია, რომ დღემდე საქართველოში არ გამოვლენილა ორგანიზებული
დაჯგუფების მიერ კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების არალეგალური
იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ზღვიდან ინტროდუქციის შემთხვევა.
კანონპროექტის მიღებამ არ უნდა გამოიწვიოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის ხარჯვითი ნაწილის
ზრდა,
ვინაიდან
წარმოდგენილი
რეგულაციების
აღსრულება
მოქმედი
კანონმდებლობით თუ კონვენციის საფუძველზე უკვე ხორციელდება. ხარჯვითი
ნაწილის ზრდა შესაძლოა გამოიწვიოს არალეგალური შემთხვევების რაოდენობის
ზრდამ ან კანონაღსრულების გაუმჯობესებამ.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს არ უჩნდება დამატებითი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის თანახმად ის პირები, რომლებიც განახორციელებენ კონვენციის
დანართებში
შეტანილი
ცხოველთა
სახეობების
ტყვეობაში
გამრავლებული
ინდივიდების ექსპორტს, ვალდებულნი იქნებიან მარკირება გაუკეთონ ასეთ
ინდივიდებს. აღნიშნული მოთხოვნა ამ ეტაპზეც სავალდებულოა კონვენციის
რეზოლუციების თანახმად. შესაბამისად კანონპროექტის მიღება ვერ გააუარესებს მათ
პირობებს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების მიღება
გააუარესებს
იმ
პირთა
მდგომარეობას,
რომლებიც
ნიმუშების
მოახდენენ
არალეგალურ
კონვენციის
რეგულირების
ქვემდებარე
ტრანსსასაზღვრო
გადაადგილებას.
უფრო კონკრეტულად კი იმ შემთხვევებში, რომლებისთვისაც
გათვალისწინებულია ჯარიმების გაზრდილი ოდენობა.
გარდა ამისა, კანონპროექტით გათვალისწინებულია სანქციების დაკისრება
არალეგალური ტრანზიტის შემთხვევაშიც. შესაბამისად, კანონდამრღვევი პირები
ვალდებულნი ხდებიან გადაიხადონ კანონპროექტით დადგენილი ჯარიმები.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო
ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდენ ქართველი და უცხოელი
ექსპერტები.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი,
ენძელა მაჭავარიანი და გელა სამხარაული
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ენძელა
მაჭავარიანი და გელა სამხარაული
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,საქართველოს ,,წითელი ნუსხისა“ და ,,წითელი წიგნის შესახებ“ კანონის იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საქართველოს „წითელი ნუსხა“ – საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ,
გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების
ჩამონათვალი;
ბ) საქართველოს „წითელი წიგნი“ – დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მონაცემებს
საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების სტატუსის, გავრცელების არეალის,
ადგილსამყოფლის, რაოდენობის, გამრავლების ადგილებისა და პირობების, მათ დასაცავად
მიღებული ზომებისა და დაცვისათვის აუცილებელი ღონისძიებების, აგრეთვე მათთან
დაკავშირებული რისკ-ფაქტორების შესახებ;
გ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები – გარეულ ცხოველთა და ველურ
მცენარეთა ბიოლოგიური სახეობები ან/და მათი სხვა ტაქსონომიური ერთეულები,
რომელთა რაოდენობისა და გავრცელების არეალის შემცირება, საარსებო პირობების
გაუარესება ან სხვა გარემოებები მიუთითებს მათი დაცვისა და კვლავწარმოებისათვის
სასწრაფო ზომების მიღების აუცილებლობაზე;
დ) ტაქსონომიური ერთეული (ტაქსონი) – ერთმანეთისაგან გენეტიკურად მეტნაკლები ხარისხით განსხვავებული გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების
დაქვემდებარებული სისტემატიკური ჯგუფი;
ე) ბიომრავალფეროვნება – გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების
მრავალსახეობა, ხმელეთის, ზღვის და წყლის ეკოსისტემები და ეკოლოგიური კომპლექსები,
რომლებიც მოიცავენ მრავალფეროვნებას სახეობის ფარგლებში, სახეობათა შორის და
ეკოსისტემებში.
2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს „ცხოველთა სამყარო“ და „გარეული
ცხოველები“ აქვთ „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
მნიშვნელობა.
მუხლი 2. კანონის რეგულირების საგანი
ეს კანონი აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობებს საქართველოს „წითელი
ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შედგენის, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების
დაცვისა და გამოყენების სფეროში (შემდგომში – საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და
„წითელი წიგნის“ სფერო), გარდა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული
ცხოველებითა და ველური მცენარეებით საერთაშორისო ვაჭრობის სამართლებრივი
საკითხებისა, რომლებიც საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში რეგულირდება 1973
წლის 3 მარტს ქ. ვაშინგტონში შესრულებული კონვენციით „გადაშენების პირას მყოფი
ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“.
მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი
წიგნის“ სფეროს შესახებ
საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“
სფეროს შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „გარემოს დაცვის შესახებ“ და „ცხოველთა სამყაროს
შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
მუხლი 4. კანონის ძირითადი მიზანი
ამ კანონის ძირითადი მიზანია, საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“
შედგენითა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და გამოყენების
საკითხების სამართლებრივი რეგულირებით, დღევანდელი და მომავალი თაობების
ინტერესების
გათვალისწინებით
უზრუნველყოს
საქართველოს
ტერიტორიაზე
გავრცელებული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა და აღდგენა,
სახეობრივი მრავალფეროვნებისა და გენეტიკური რესურსების შენარჩუნება, მდგრადობა
და მათი მდგრადი განვითარებისათვის პირობების შექმნა.
მუხლი 12. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა დაცვა
1. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების
საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა მოსპობა, მათი რაოდენობის ან/და გავრცელების
არეალის შემცირება.
2. სატყეო ფონდის მიწებზე აკრძალულია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ
მცენარეთა ჭრა ან ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება,
რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ
მცენარეთა სახეობებს.
21. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები არ
ვრცელდება ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“− „ი“ ქვეპუნქტებით დადგენილ
შემთხვევებზე.
3. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა დაცვის სამართლებრივი
საკითხები წესრიგდება ამ კანონის, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის,
საქართველოს ტყის კოდექსისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 24.
გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი
ნაწილების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება)
1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების
მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) დასაშვებია მხოლოდ შემდეგ განსაკუთრებულ
შემთხვევებში:
ა) აღსადგენად და ბუნებრივ პირობებში გასამრავლებლად (გასაშენებლად);
ბ) დენდროლოგიურ და ბოტანიკურ ბაღებსა და პარკებში გასაშენებლად;
გ) სამეურნეო მიზნით, ხელოვნურ პირობებში გასაშენებლად;
დ) სამეცნიერო მიზნებისათვის.
ე) ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სანიტარიული ჭრის
განხორციელებისას;
ვ)
სახელმწიფოებრივი
და
საზოგადოებრივი
მნიშვნელობის
პროექტების
განხორციელებისას;
ზ) თუ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებობს საქართველოს
„წითელ ნუსხაში“ შეტანილი ბუნებრივად მოთხრილ-მოტეხილი, ფაუტი, ზეხმელი და
ხმობადი მერქნიანი მცენარეები;
თ) თუ ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში, აღკვეთილის
გარკვეულ უბნებში და დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებობს საქართველოს
„წითელ ნუსხაში“ შეტანილი ბუნებრივად მოთხრილ-მოტეხილი, ფაუტი, ზეხმელი და
ხმობადი მერქნიანი მცენარეები;
ი)
არსებული
საწარმოებისა
და
ინფრასტრუქტურის
ექსპლუატაციისას
უსაფრთხოების მიზნით.
2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების
მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) სამეურნეო მიზნით, ხელოვნურ პირობებში
გასაშენებლად დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ველური მცენარე გაშენებულია
ხელოვნურად.
21. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი
ნაწილების მოპოვებაზე (ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე) წერილობით თანხმობას ამ
მუხლის
პირველი
პუნქტის „ა“−„დ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში გასცემს საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტრო.
22. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
სანიტარიული ჭრით გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი
ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს
საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით განსაზღვრული შესაბამისი
ორგანო.
23. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების
(ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს
მთავრობა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი
ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ გადაწყვეტილებას
თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იღებენ საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16
მუხლებით განსაზღვრული ორგანოები.
მუხლი 27. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის სახელმწიფო
კონტროლის განმახორციელებელი ორგანოები
გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის სახელმწიფო კონტროლს
ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
სისტემაში შემავალი დაწესებულებები თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში.
მუხლი 30. პასუხისმგებლობა „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“
შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისათვის
პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის განისაზღვრება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.