„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.09.2018
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/250/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-17
ბიუროს ნომერი 195

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: 1. მე-16 მუხლის პირველი და 11 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამხედრო მოსამსახურეს, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ დისციპლინურ წესდებათა მიხედვით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის წესის, საგზაო მოძრაობის წესების, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევისათვის, ამ კოდექსის 45-ე, 451 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საერთო საფუძველზე, გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულ პირებს არ შეიძლება შეეფარდოთ გამასწორებელი სამუშაოები. 11. ამ კოდექსის 45-ე, 451, 116-ე, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურესა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საერთო საფუძველზე, აგრეთვე დისციპლინურ წესდებათა მიხედვით.“. 2. 35-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სამართალდარღვევის ჩადენა ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ფსიქოაქტიური სიმთვრალის მდგომარეობაში.“. 3. 45-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ კოდექსის 451 მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.“. 4. 45-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 451 მუხლი: „მუხლი 451. მცენარე კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მოხმარება ან/და ზემოქმედების ქვეშ ყოფნა 1. მცენარე კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა (თუ ფიზიკური პირი/ფიზიკური პირის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ამ საცხოვრებელ ადგილას და ეს საცხოვრებელი ადგილი იმავდროულად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებელი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ არის), გამოიწვევს დაჯირიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების 21 წლამდე ასაკის პირის მიერ მოხმარება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით. 6. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, სასამართლოში, აეროპორტში, სამედიცინო ან/და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა- ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მათ შორის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტში), ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში ან/და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილას, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით. 7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით. 8. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არასრულწლოვანის თანდასწრებით, ან სასწავლო, საგანმანათლებლო ან/და სააღმზრდელო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკის, ბავშვთა გასართობი ცენტრის და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე 150 მეტრის რადიუსში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით. 9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით. 10. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით. 11. ამ მუხლის განმეორებით, _ მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით. 12. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამხედრო ნაწილში, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით. 13. ამ მუხლის განმეორებით, _ მე-12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით. ჩადენილი 14. დაწესებულების (იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, მეწარმე სუბიექტი, საჯარო დაწესებულება, მათ შორის, სახელმწიფო ორგანო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო) მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ზემოქმედების ქვეშ ყოფნის გამოვლენილი ფაქტის აღსაკვეთად ზომების მიუღებლობა, გამოიწვევს დაწესებულების დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. 15. ამ მუხლის განმეორებით, - მე-14 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც მას აქვს მცირე ოდენობით და რომელიც მან შეიძინა ან შეინახა, აგრეთვე 21 წლამდე პირი, რომელიც ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას სამედიცინო დახმარების გასაწევად, თავისუფლდება ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის განსაზღვრული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან. 2. პოლიციელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს გამოკვლევის მიზნით წარუდგენს პირს, რომლის მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მან მოიხმარა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალება, ასევე იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში იმყოფება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. 3. პირი ჩაითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფად, თუ ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი დასტურდება ერთობლივად კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნებით. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარებად ითვლება მისი მიღების პროცესი ან მისი მოსახმარებლად უშუალოდ მომზადების პროცესი. 5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ან მოხმარების ფაქტის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს შესაძლებელია 3 წლამდე ვადით სასამართლოს მიერ ჩამოერთვას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე უფლება.“. 5. 116-ე მუხლის: ა) მე-5 და მე-6 ნაწილები ამოღებულ იქნეს; ბ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.“; გ) შენიშვნის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს: „4. ამ მუხლის მე-3, მე-4, 41 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას პირი მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ.“; დ) შენიშვნის მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს; ე) შენიშვნის მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ამ მუხლის 41 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“. 6. 15910 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15910. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ ნივთიერებათა პოპულარიზაცია ან რეკლამა ან მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენებისა და შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება 1. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ ნივთიერებათა პოპულარიზაცია ან რეკლამა ან მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენებისა და შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ფიზიკური პირის მიერ − გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით . 2. იგივე ქმედება, ჩადენილი იურიდიული პირის მიერ, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.“. 7. 239-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ამ კოდექსის 45-ე, 451, 58 3, 81-ე, 861, 1002, 107-ე, 1075, 114 1, 1142, 116-ე–1163, 118ე−123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134-ე, 135 2−1354, 139 5, 150-ე და 153 3 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით და 166-ე, 173-ე, 174 1, 174 15, 174 16, 175 2, 176 1, 177 1, 180-ე–183-ე, 190ე, 1902, 191-ე და 1991 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 451, 166-ე და 1972 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.“. 8. 262-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამ კოდექსის 45-ე, 451, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 3 დღის ვადაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი რაიონული (საქალაქო) სასამართლო ზეპირ განხილვას იწყებს დაუყოვნებლივ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების სხვა მასალების მიღებისთანავე, თუ პირის მიმართ გამოყენებულია ადმინისტრაციული დაკავება და ამოწურული არ არის ადმინისტრაციული დაკავების ვადა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავების საჭიროება განაპირობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რიგმა გადაწყვეტილებებმა, რომელმაც სრულად შეცვალა მარიხუანას ბრუნვასთან დაკავშირებული საკითხები. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შედეგად შექმნილი ახალი მოცემულობა მოითხოვს არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს შეცვლას და მის შესაბამისობას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა როგორც სარეზოლუციო, ისე სამოტივაციო ნაწილებთან. კანონპროექტის მიღების მთავარ მიზეზს წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგი გადაწყვეტილებები/განჩინება: ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის 2016 წლის 22 დეკემბრის №1/16/770 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; ბ) 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; გ) 2018 წლის 30 ივლისის N1/3/1282 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის 2016 წლის 22 დეკემბრის №1/16/770 განჩინებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას ითვალისწინებდა მცენარე კანაფის/მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის უკანონო შეძენის, შენახვისა და ამავე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო. განჩინებას საფუძვლად დაედო პრეცედენტული მნიშვნელობის საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N 1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის თანახმადაც, გაუქმდა 70 გრ.-მდე გამომშრალი მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, კონსტიტუციასთან შეუსაბამოა პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს აყენებს ზიანს და არ არის მიმართული სხვათა უფლებების დარღვევისკენ. 2. 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისთვის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს წარმოადგენს პირის უფლება თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა. მისი მოხმარება ნაკლები საფრთხის შემცველია საჯარო ინტერესისთვის, რადგან ამ დროს მცირეა ნარკოტიკული საშუალების გავრცელების შესაძლებლობა. სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაწესება იმ მიზნით, რომ პირმა არ დააზიანოს საკუთარი ჯანმრთელობა წარმოადგენს სახელმწიფოსგან გამოვლენილი პატერნალიზმის ისეთ ფორმას, რომელიც არ არის თავსებადი თავისუფალ საზოგადოებასთან. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ კვლევების თანახმად, მარიხუანას მოხმარებით გამოწვეული ზიანი ჯანმრთელობისთვის, სხვა ნარკოტიკული საშუალებებისგან განსხვავებით, არის ნაკლები და მსგავსია ისეთი ნივთიერების მოხმარებისა, რომელიც არ არის აკრძალული, მაგალითად, ალკოჰოლი. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია მცენარე კანაფსა და მარიხუანასთან მიმართებით სხვა ნარკოტიკული საშუალებებისაგან განსხვავებული და შესაბამისად, უფრო მსუბუქი/ლიბერალური რეგულაციების შემუშავება. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციულად სცნო მხოლოდ სისხლის სამართლის წესით მარიხუანას მოხმარების დასჯადობა, მცირე ოდენობით მცენარე კანაფის/მარიხუანას შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნის საკითხები დარჩა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში. 3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის N1/3/1282 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. გადაწყვეტილების თანახმად:    არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობა მარიხუანას მოხმარებისათვის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, რომელიც ითვალისწინებს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას; სასამართლომ იმსჯელა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. შესაბამისად, არაკონსტიტუციურად ცნო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მხოლოდ მოხმარებისთვის და არა მცირე ოდენობით შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისთვის; ამასთან, არაკონსტიტუციურად ცნო მარიხუანას ბლანკეტური, ნებისმიერ გარემოებაში მოხმარების აკრძალვა და დაუშვა მისი აკრძალვა განსაზღვრულ პირობებში (მაგალითად, არასრულწლოვნის თანდასწრებით და ა.შ.) მოხმარების დროს - “სასამართლო არ გამორიცხავს სხვათა მიმართ გარკვეულ საფრთხეს მარიხუანას განსაზღვრულ გარემოებებში მოხმარების დროს, მაგალითად, სკოლებში მარიხუანას მოხმარებისას ან სხვა ვითარებაში, კერძოდ, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ დაწესებულებებში და/ან მათი თანდასწრებით, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მოზარდზე, გააღვიძოს მასში მარიხუანას მიმართ ინტერესი და მოახდინოს მარიხუანას მოხმარების ერთგვარი პროვოცირება. შესაბამისად, გამართლებულია მარიხუანას მოხმარების შეზღუდვა მისი მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დასაცავად, მათი ჯანსაღი განვითარების ინტერესების უზრუნველსაყოფად. ასევე, გამართლებულია მარიხუანას მოხმარების შეზღუდვა სხვა სასწავლო, სააღმზრდელო თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, არმიაში, სამედიცინო, სახელმწიფო (საჯარო) დაწესებულებებში, აგრეთვე, საზოგადოებრივი თავშეყრის ზოგიერთ ადგილას (მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში), საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და საჯარო წესრიგის ინტერესების დასაცავად. მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესებისას, შესაძლოა, რელევანტური (სამაგალითო) იყოს ალკოჰოლურ სასმელებთან და თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული, ისევე როგორც, მათგან განსხვავებული, სპეციფიკური, მათ შორის, უფრო მკაცრი რეგულაციებიც მოხმარების ადგილისა თუ ვითარების გათვალისწინებით, რომელთა განსაზღვრაც კანონმდებლის პრეროგატივას წარმოადგენს. ამასთან, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კერძო, პრივატულ სივრცეში ან სხვაგან, დასვენების, განტვირთვის, გართობის მიზნით, როდესაც მარიხუანას მოხმარება არ არის ჩადენილი ამ პუნქტში მითითებულ ადგილებსა და ვითარებაში, მის დასჯადობას და ამისათვის    სასჯელის (სახდელის) დაკისრებას არ გააჩნია არავითარი კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლება. კანონმდებელმა უნდა შეიმუშავოს სათანადო რეგულაციები, რათა ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 35-ე პუნქტში დასახელებული ლეგიტიმური ინტერესები დაიცვას მარიხუანას მოხმარების კონკრეტული გარემოებებიდან მომდინარე საფრთხეებისგან.“; მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესებისას სასამართლომ რელევანტურად მიიჩნია ალკოჰოლურ სასმელებთან და თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული, ისევე როგორც, მათგან განსხვავებული, სპეციფიკური, მათ შორის, უფრო მკაცრი რეგულაციების დაწესება, მოხმარების ადგილისა თუ ვითარების გათვალისწინებით, რომელთა განსაზღვრაც კანონმდებლის პრეროგატივას წარმოადგენს; ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ კერძო, პრივატულ სივრცეში ან სხვაგან (გარდა სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილებით დასაშვები და შემდგომში კანონმდებლის მიერ განსაზღვრული ადგილებისა), დასვენების, განტვირთვის, გართობის მიზნით, მარიხუანას მოხმარების დასჯადობას და სასჯელის (სახდელის) დაკისრებას არ გააჩნია არავითარი კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლება; სასამართლოს შეფასებით კანონმდებელმა უნდა შეიმუშავოს სათანადო რეგულაციები, რათა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ლეგიტიმური (მაგალითად არასრულწლოვნის) ინტერესები დაიცვას მარიხუანას მოხმარების კონკრეტული გარემოებებიდან მომდინარე საფრთხეებისგან. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დააფუძნა შემდეგ მსჯელობას:    პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება პირველ რიგში გულისხმობს ავტონომიურობის და საკუთარი ცხოვრების საკუთარი შეხედულებისამებრ წარმართვის თავისუფლებას. პირს უფლება აქვს სახელმწიფოს ჩარევის გარეშე გადაწყვიტოს რომელი ტიპის გასართობი თუ რეკრეაციული აქტივობით დაკავდება. გასართობი აქტივობები პირადი ავტონომიის სფეროს განეკუთვნება. შესაბამისად, პირის უფლება შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე, მათ შორის მოიხმაროს მარიხუანა, წარმოადგენს პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ უფლებას; ამასთან, თავისუფალი განვითარების უფლება არ არის აბსოლუტური. ამ უფლების შეზღუდვა შესაძლებელია, მხოლოდ პროპორციულობის პრინციპის დაცვით ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად; შესაბამისად, სასამართლომ შეაფასა რამდენად ემსახურება მარიხუანას მოხმარების ადმინისტრაციულად დასჯადობა ლეგიტიმურ მიზნებს (ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა)    და თუ ემსახურება, წარმოადგენს თუ არა იგი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების პროპორციულ შეზღუდვას ამ მიზნების მისაღწევად; საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასამართლომ არ მიიჩნია ლეგიტიმურ მიზნად მარიხუანას მოხმარებასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შორის კავშირის ჰიპოთეტურობის გამო. რაც შეეხება საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვას, ეს უკანასკნელი მიიჩნია მოხმარების დასჯადობის ლეგიტიმურ მიზნად, თუმცა, განმარტა, რომ დასჯადობა არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებას; სასამართლომ მიიჩნევს, რომ არ არსებობს სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების, თუ მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის რეალური ხელყოფის რისკი, ვინაიდან მარიხუანას მოხმარებისას თუკი რაიმეა რეალური და უშუალო საფრთხის ქვეშ, ეს მხოლოდ იმ პირის ჯანმრთელობაა, რომელმაც ეს საშუალება მოიხმარა; „იმის სავალდებულოდ დადგენა, თუ რისი ჭამა, დალევა, მოწევა შეიძლება და ამ ქმედებისათვის სასჯელის დაწესება, წარმოადგენს პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში ჩარევის ისეთ ფორმას, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია მხოლოდ საჯარო ინტერესების დასაცავად. პიროვნების დასჯა მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო, წარმოადგენს სახელმწიფოსგან გამოვლენილი პატერნალიზმის ისეთ ფორმას, რომელიც არ არის თავსებადი თავისუფალ საზოგადოებასთან.“. საკონსტიტუციო სასამართლო ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები ცხადყოფს, რომ აუცილებელია კანონმდებლობის გადახედვა, რათა ერთი მხრივ ის სრულ შესაბამისობაში გადაწყვეტილებებთან მოვიდეს მარიხუანას საკონსტიტუციო მოხმარების სასამართლოს ბლანკეტური აკრძალვის რეგულირების ნაწილში, ხოლო, მეორე მხრივ, დაცული იქნეს ის ლეგიტიმური ინტერესები, რომელთა დასაცავად მარიხუანას გარკვეულ გარემოებებში მოხმარების აკრძალვა თავად საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია დასაშვებად. კერძოდ, საჯარო წესრიგის, მოწყვლადი უსაფრთხოების ჯგუფების დასაცავად, და ნარკოტიკების გარკვეულ მავნე ადგილას ზეგავლენისაგან და განსაზღვრულ საკონსტიტუციო სასამართლოს გარემოებებში, მარიხუანას მოხმარებაზე დაწესდეს შეზღუდვები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საქართველოს გადაწყვეტილებების საკანონმდებლო დონეზე იმპლემენტაცია, მცენარე კანაფისგან/ მარიხუანისგან გონივრული მომდინარე ბალანსის საფრთხის გათვალისწინებით უზრუნველყოფა ინდივიდის საზოგადოებრივი უსაფრთხოების საჭიროებებს შორის. სამართლიანი და თავისუფლებასა და ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:  ასკ-ის 45-ე მუხლი ადგენს დასჯადობას მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის. პროექტის მიხედვით, ასკ-ის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ამოღება ხდება, რამდენადაც მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებული სპეციფიკური საკითხები რეგლამენტირდება დამოუკიდებელი მუხლის სახით;  მცენარე კანაფის ან მარიხუანას მოხმარება, თამბაქოს მსგავსად, იკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა (თუ ფიზიკური პირი/ფიზიკური პირის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ამ საცხოვრებელ ადგილას და ეს საცხოვრებელი ადგილი იმავდროულად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებელი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ არის). მსგავსი რეგულაციები დადგენილია თამბაქოს მიმართ, თუმცა, რამდენადაც მარიხუანა წარმოადგენს ნარკოტიკულ ნივთიერებას, აღნიშნული მიუთითებს, მისი როგორც ნივთიერების, უფრო მაღალი ხარისხის საშიშროების შემცველობაზე, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც უფრო მკაცრად გაიწერა. პროექტის მიხედვით აღნიშნული ქმედებისთვის დადგინდა ჯარიმა 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით;  წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი არის არასრულწლოვნებისა და 21 წლამდე პირების დაცვა მცენარე კანაფის/მარიხუანას მავნე ზეგავლენისგან. საკანონმდებლო პაკეტი ადგენს მკაცრ მიდგომებს და რეგულაციებს, რათა არასრულწლოვნებისა და ასევე, 21 წლამდე ახალგაზრდების წვდომა მარიხუანაზე მაქსიმალურად შეიზღუდოს. აღნიშნულ მიზანს ემსახურება 21 წლამდე ასაკის პირის მიერ რეკრეაციული მიზნით, მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგენა. პროექტის მიხედვით აღნიშნული ქმედებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი - 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით. ასევე მკაცრი პასუხისმგებლობა განისაზღვრება მარიხუანას მოხმარებისთვის არასრულწლოვნის თანდასწრებით ან არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ დაწესებულებებში, კერძოდ, სასწავლო, საგანმანათლებლო ან/და სააღმზრდელო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკის, ბავშვთა გასართობი ცენტრის და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის   განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე 150 მეტრის რადიუსში, რამდენადაც მარიხუანას მოხმარების დემონსტრირებამ შეიძლება გავლენა იქონიოს მოზარდზე, გააღვიძოს მასში მარიხუანას მიმართ ინტერესი და მოახდინოს მარიხუანას მოხმარების ერთგვარი პროვოცირება. პროექტის მიხედვით აღნიშნული ქმედებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი - 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით; ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგინდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოხმარებისთვის. აღნიშნული ქმედების აკრძალვა ამცირებს სხვა პირებზე, მათ შორის, არასრულწლოვნებზე მარიხუანას მოხმარების პროცესის დემონსტრირების გამო მავნე ზეგავლენის შესაძლებლობას. პროექტის მიხედვით, აღნიშნული ქმედებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი - 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით. აღსანიშნავია, რომ კანაფი (CANNABIS) წარმოადგენს ნარკოტიკულ ნივთიერებას, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე საქართველოში შეტანილია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I სიაში, რაც ნიშნავს იმას, რომ კანაფის/მარიხუანას მოხმარებისთვის დამახასიათებელია ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედება, მათ შორის, ფსიქოსომატური აქტივობის დაქვეითება, ყურადღების კონცენტრაციის გაუარესება, მანძილისა და დაშორების აღქმის დარღვევა, რაც განსაკუთრებით სარისკოა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ამიტომ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შემოდის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მარიხუანას მოახმარებისთვის ან მის ზემოქმედების ქვეშ ყოფნისთვის. ამასთან, პროექტის მიხედვით პირს ასკ-ის 451 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, როგორც საერთო საფუძველზე, აგრეთვე დისციპლინურ წესდებათა მიხედვით;  პროექტის ნოვაციას წარმოადგენს პასუხისმგებლობის დაწესება, დაწესებულების მიერ (იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, მეწარმე სუბიექტი, საჯარო დაწესებულება, მათ შორის, სახელმწიფო ორგანო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო) მცენარე კანაფის ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ზემოქმედების ქვეშ ყოფნის გამოვლენილი ფაქტის აღსაკვეთად ზომების მიუღებლობისთვის. აღნიშნული რეგულაციის მიზანს წარმოადგენს დაწესებულებამ არ დაუშვას მარიხუანას მოხმარება, ასევე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პირის მარიხუანას/კანაფის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, შემთხვევაში, კანონით ხოლო აღნიშნული მინიჭებული ფაქტის გამოვლენის უფლებამოსილების ფარგლებში, დაუყოვნებლივ აღკვეთოს ის იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც საქმიანობას ეწევა. სამართალდარღვევისათვის პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია ჯარიმა აღნიშნული 1500 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით;  განსაკუთრებული საშიშროების შემცველია ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული/ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში. აღნიშნული მაღალი ალბათობით ქმნის საგზაო მოძრაობის მონაწილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხეს, შესაბამისად, მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ნარკოტიკული/ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. შესაბამისად, აღნიშნული რეგულაციები ამოღებული იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდა;  პროექტით მკაცრდება სამართალდარღვევისთვის, ადმინისტრაციული როგორიცაა, სანქციები საქართველოში ისეთი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ ნივთიერებათა პოპულარიზაცია ან რეკლამა ან მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენებისა და შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. აღნიშნულის ჩადენა ფიზიკური პირის მიერ გამოიწვევს 500 ლარის ნაცვლად 5 000 ლარით დაჯარიმებას, ხოლო იურიდიული პირის მიერ გამოიწვევს 10 000 ლარით დაჯარიმებას ნაცვლად 5000 ლარისა.  451 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის შემდგენ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით დაფინანსების წყარო: აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებულია სანქციების სახით ჯარიმები, აღნიშნული ზეგავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პირებს, რომლებსაც დაეკისრებათ პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ 1 10 სამართალდარღვევათა კოდექსის 45 და 159 მუხლის შესაბამისად, სახდელის სახით შესაძლოა დაეკისროთ ჯარიმა. ასევე ხდება ასკ-ის 116-ე მუხლის მე-6 ნაწილის ამოღება, რომელიც სახდელის სახით ითვალისწინებდა ჯარიმას. შესაბამისად, აღნიშნულმა შეიძლება შეამციროს ბიუჯეტის შემოსავლები. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პირებს, რომლებსაც დაეკისრებათ პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 და 15910 მუხლის შესაბამისად, სახდელის სახით განესაზღვრებათ ჯარიმა. ასევე პროექტის თანახმად, 451 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე პირს შეიძლება შეეზღუდოს გარკვეული სამოქალაქო უფლებები, მათ შორის, პროფესიული საქმიანობის განხორციელება, რამაც შეიძლება ფინანსური გავლენა იქონიოს პირის შემოსავლებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს და მოსაკრებელს, მაგრამ პროექტი ითვალისწინებს ჯარიმის ახალ სახეობებს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულებების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) რომელთან არსებობის შემთხვევაში, დაახლოების ევროკავშირის ვალდებულებაც ის სამართლებრივი გამომდინარეობს „ერთი აქტი, მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზა- ცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 16. სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა იმ პირთა პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის, რომლებზედაც ვრცელდება დისციპლინურ წესდებათა მოქმედება 1. სამხედრო მოსამსახურეს, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ დისციპლინურ წესდებათა მიხედვით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის წესის, საგზაო მოძრაობის წესების, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევისათვის, ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საერთო საფუძველზე, გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულ პირებს არ შეიძლება შეეფარდოთ გამასწორებელი სამუშაოები. 11. ამ კოდექსის 45-ე, 116-ე, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საერთო საფუძველზე, აგრეთვე დისციპლინურ წესდებათა მიხედვით. 2. სხვა პირებს, ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილთა გარდა, რომლებზედაც ვრცელდება დისციპლინურ წესდებათა ან დისციპლინის შესახებ სპეციალურ დებულებათა მოქმედება, უშუალოდ ამ წესდებებით ან დებულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის დაეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში – ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საერთო საფუძველზე. 3. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ შემთხვევებში ორგანოებს (თანამდებობის პირებს), რომლებსაც ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ, შეუძლიათ მის ნაცვლად სამართალდარღვევათა მასალები გადასცენ შესაბამის ორგანოებს ბრალეულთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხის გადასაწყვეტად. მუხლი 35. ადმინისტრაციული დამამძიმებელი გარემოებანი სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება: 1) მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა მისი შეწყვეტის შესახებ საამისოდ უფლებამოსილ პირთა მოთხოვნის მიუხედავად; 2) წლის განმავლობაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი, სამართალდარღვევის ჩადენა წინათ დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ; 3) არასრულწლოვნის ჩაბმა სამართალდარღვევაში; 4) სამართალდარღვევის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ; 5) სამართალდარღვევის ჩადენა სტიქიური უბედურების პირობებში სხვა საგანგებო გარემოებათა დროს; 6) სამართალდარღვევის ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში, ადმინისტრაციული სახდელის დამდებ ორგანოს (თანამდებობის პირს) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხასიათის კვალობაზე შეუძლია არ ცნოს ეს გარემოება დამამძიმებლად. მუხლი 45. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 73-ე გრაფითგანსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების − მცენარე კანაფის ან 92-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების − მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს 1 თვიდან 6 თვემდე ვადით. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 35-ე პუნქტში მითითებული გარემოებების არარსებობისას ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრულინარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება №1/3/1282 – ვებგვერდი, 03.08.2018წ. 2. ნარკოტიკული საშუალების (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებისა), მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. შენიშვნა: 1. პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც მას აქვს მცირე ოდენობით და რომელიც მან შეიძინა ან შეინახა, აგრეთვე პირი, რომელიც ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებასთან დაკავშირებით მისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად, თავისუფლდება ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის განსაზღვრული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან. 2. პოლიციელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს გამოკვლევის მიზნით წარუდგენს იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა. 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი კომპეტენტურ ორგანოს გამოკვლევისათვის წარუდგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულების (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) ტერიტორიაზე მყოფ სამინისტროს სისტემის იმ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარეს. 4. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის უფლებამოსილი პირის მიერ დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. მუხლი 116. სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის 1. სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება – გამოიწვევს: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას; ბ) 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას. 11. (ამოღებულია - 27.11.2013, №1644). 1 2. მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება – გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. 2. იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების პერიოდში იმავე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას. 3. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. 41. იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების პერიოდში ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 2 წლით გაზრდას. 4 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 43. იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის 4 2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა მისი პირველად ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. 5. სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას. 5 1. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 52. მოპედის მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება – გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა, როდესაც პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 7. სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება და მას ახლავს ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას. 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა: ა) როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით; ბ) როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 3 წლით გაზრდას და 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. 9. ამ მუხლის მე-6 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. შენიშვნა: 1. პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, და გამოკვლევის მიზნით წარადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან. 2. პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია: სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია; თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის ალკოჰოლის მიღების ფაქტს და ამას ადასტურებს ოქმზე ხელმოწერით, ადგილზე შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილზევე შეამოწმოს იგი; თუ შემოწმების შედეგად დასტურდება მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აისახება ალკოჰოლური სიმთვრალის შედეგები. 3. უფლებამოსილი პირის მიერ ალკოჰოლური, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სიმთვრალის ფაქტების დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 4. ამ მუხლის მე -3, მე -4, 41 , მე -6 და მე 8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას პირი მართვის უფლებ ის მისაღებ გამოცდაზე დაიშვება დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ . 4 1. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას სამართალდამრღვევს მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით საქმის განმხილველი ორგანოსთვის მიმართვის უფლება წარმოეშობა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან არაუადრეს 3 თვისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმის განმხილველი ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში აღნიშნულ პირს მართვის უფლება აღუდგება ერთერთი შემდეგი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების შემდეგ; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე, 1000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდის შემთხვევაში. 5. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ პირს მართვის მოწმობა დაუბრუნდება სამედიცინო დაწესებულების დიაგნოსტირების საფუძველზე, რომლითაც დასტურდება ნარკომანიით დაავადების არარსებობის ფაქტი. 6. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას დამრღვევის მიერ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა არ გაასაჩივრა სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 1500 ლარის ოდენობის ჯარიმით. 7. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. 8. (ამოღებულია - 27.11.2013, №1644). 9. ამ მუხლის 41 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის, აგრეთვე ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. 10. ამ მუხლით გათვალისწინებულ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა. თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირების მეშვეობით გამოვლინდა, მძღოლი უფლებამოსილია ტესტირებიდან 2 საათის განმავლობაში მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლის აღებისა და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით. თუ სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის შესაძლებლობა, მის დასადგენად აღებული სისხლი ეგზავნება სათანადო საექსპერტო დაწესებულებას. ამ შემთხვევაში სისხლის აღების, შენახვისა და სათანადო საექსპერტო დაწესებულებისათვის გადაგზავნის წესები და ვადები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მათივე ბრძანებით განისაზღვრება იმ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ კლინიკურლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის უფლება, აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ მხოლოდ სისხლის აღების უფლება. თუ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად მძღოლს არ დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა, იგი განთავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისაგან. მძღოლს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. 11. თუ ამ მუხლის 1 2 და 5 2 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის ჩადენისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის კანონიერ წარმომადგენელს. მუხლი 15910 . საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ ნივთიერებათა პოპულარიზაცია ან რეკლამა ან მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენებისა და შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება 1. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ ნივთიერებ ათა პოპულარიზაცია ან რეკლამა ან მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენების ა და შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ფიზიკური პირის მიერ − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი იურიდიული პირის მიერ, − გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. მუხლი 239. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ შედგება ოქმი, საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, ოქმი არ დგება ამ კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში; 2. ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს კოლექტიური შრომითი დავის მომწესრიგებელი სამსახური; 2 1. ამ კოდექსის 42 3 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 3. ამ კოდექსის 572 მუხლით, 601 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე, 95-ე, 1281 და 173 5 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ორგანოები. 4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–51 2, 51 4−53 2, 54-ე, 54 1, 55 1, 55 4, 56-ე და 57 1 მუხლებით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 58 1−59-ე, 59 3, მე-60, 60 3, 61 1, 63-ე−65ე, 66-ე−69-ე, 69 4–69 6, 71-ე, 71 1, 72 1−77-ე, 78-ე და 79 1–79 5 მუხლებით, 79 6მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 79 7, 79 8 და 82 1–82 4 მუხლებით, 82 5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−86-ე, 87 1 –87 3 და 89-ე–89 3 მუხლებით, 91 3 მუხლის მე-3 ნაწილით, 103 1, 104-ე და 128 2–128 5 მუხლებით და 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები. 41. ამ კოდექსის 59 2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლები. 42 . ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №453 ). 43. ამ კოდექსის 51-ე, 51 2 და 54 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები. 4 4. ამ კოდექსის 48-ე მუხლით, 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 51-ე მუხლით, 51 1 მუხლის პირველი ნაწილით, 51 2 და 51 4–52-ე მუხლებით, 53 1 მუხლის პირველი ნაწილით, 53 2, 54-ე, 54 1 და 55 1 მუხლებით, 55 4 მუხლის პირველი ნაწილით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 58 1, 58 3, მე-60, 60 3, 61-ე და 63-ე–63 1 მუხლებით, 64 1 მუხლის პირველი ნაწილით, 65-ე, 66-ე, 661 და 67-ე მუხლებით, 68-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 72 1 მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე–74-ე, 76-ე და 85 1–85 5 მუხლებით, 86-ე მუხლის პირველი– მე-9 და მე-13–21-ე ნაწილებით, 89-ე მუხლის პირველი ნაწილით, 89 3 მუხლის პირველი და მე3 ნაწილებით და 104-ე და 128 2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ადგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. 5. (ამოღებულია); 6. ამ კოდექსის 95-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ აგრეთვე გაზის მეურნეობის საამისოდ უფლებამოსილი მუშაკები თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 7. (ამოღებულია); 8. (ამოღებულია); 9. ამ კოდექსის 921 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი. 10. ამ კოდექსის 88-ე და 144 10 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი პირები ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 101 . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ამ კოდექსის 88-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირები. 11. ამ კოდექსის 1071 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ პოლიციის, რკინიგზის, საზღვაო და სამდინარო ტრანსპორტის ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები; 12. ამ კოდექსის 1072 და 1073 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების დაცვისადმი ზედამხედველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირები; 13. ამ კოდექსის 45-ე, 58 3, 81-ე, 86 1, 107-ე, 107 5, 114 1, 114 2, 116-ე–116 3, 118-ე−123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 127 1 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134-ე, 135 2−135 4, 139 5 , 150-ე და 153 3 მუხლებით, 153 6 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით და 166-ე, 173-ე, 174 1, 174 15, 174 16, 175 2, 176 1, 177 1, 180-ე–183-ე, 190-ე, 190 2, 191-ე და 199 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45ე, 166-ე და 197 2 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი. 131 . ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიმართ ჩადენისას, აგრეთვე ამავე კოდექსის 246-ე მუხლის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი. 132 . ამ კოდექსის 173 ე მუხლით გათვალისწინებულ ი ადმინისტრაციულ ი სამართალდარღვევ ის შესახებ ოქმს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს აღსრულების პოლიციელი. 14. ამ კოდექსის 43 1, 43 2, 51 3, 53 3, 55-ე, 55 2, 55 3 და 107 4 მუხლებით, 114 2 მუხლის მე-6 ნაწილით, 119 1 მუხლით, 127 1 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 146 1, 148-ე, 150-ე−151-ე, 152-ე და 153 4 მუხლებით, 153 6 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით და 159-ე და 159 1მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ უფლებამოსილი პირები. [ 14. ამ კოდექსის 43 1 , 43 2 , 51 3 , 53 3 , 55-ე, 55 2 და 55 3 მუხლებით, 82 5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 107 4 მუხლით, 114 2 მუხლის მე-6 ნაწილით, 119 1 მუხლით, 127 1 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 146 1 , 148-ე, 150-ე−151-ე, 152-ე და 153 4 მუხლებით, 153 6 მუხლის მე-2 ნაწილით და 159-ე და 159 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ უფლებამოსილი პირები. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან) ] 15. (ამოღებულია). 16. ამ კოდექსის 153-ე, 1531 , 1541 , 1542 , 1551 , 158-ე, 1581 , 1594 , 163-ე, 1653 და 178-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკები, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოები ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოების უფლებამოსილი პირები. 16 1. ამ კოდექსის 159 10 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები და შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირები. 17. (ამოღებულია). 18. ამ კოდექსის 1733 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს შეადგენს დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე; 19. ამ კოდექსის 66 4 და 91 2 მუხლებით, 91 3 მუხლის პირველი ნაწილით, 127 1 მუხლის მე-2 ნაწილით, 135 2 მუხლის მე-2 ნაწილით, 153-ე, 153 1, 153 5, 155 1−155 3, 155 5, 155 6, 155 9, 155 10, 157ე, 158-ე, 164-ე, 164 4, 165-ე–165 3, 171 5, 178-ე, 179 3, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები. [ 19. ამ კოდექსის 66 4 მუხლით, 82 5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 91 2 მუხლით, 91 3მუხლის პირველი ნაწილით, 127 1 მუხლის მე-2 ნაწილით, 153-ე, 153 1 , 153 5 , 155 1 –155 3 , 155 5 , 155 6 , 155 9 , 155 10 , 157-ე, 158-ე, 164-ე, 164 4 , 165-ე– 165 3 , 171 5 , 178-ე, 179 3 , 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოთა უფლებამოსილი პირები. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან) ] [19 1 . ამ კოდექსის 155 8 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები. (ამოქმედდეს 2022 წლის 31 დეკემბრიდან) ] 20. ამ კოდექსის 1734 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს სახალხო დამცველი; 21. ამ კოდექსის 173 5 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ კანონით განსაზღვრული კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები; 22. ამ კოდექსის 179 2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები; 23. ამ კოდექსის 1742 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, მისდამი დაქვემდებარებული საარჩევნო კომისიები, მის მიერ უფლებამოსილი პირები ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები; 24. 1778, 1779 და 17710 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორები და ადგილობრივი თვითმმართველობისა ან მმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები; 241. ( ამოღებულია); 242. ( ამოღებულია); 243. (ამოღებულია); 25. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156); 26. (ამოღებულია – 01.07.2011, №5004); 27. ამ კოდექსის 55 5, 77 1, 77 2, 107 2 და 107 3 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 125 2−125 4 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე−135 4, 146 1, 150 1, 151 1, 152 2 და 152 3 მუხლებითა და 153 6 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. 28. ამ კოდექსის 127 1 მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილ პირს. 28 1. ამ კოდექსის 56-ე, 57-ე, 57 2–57 4, 59 3, 84-ე და 84 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი თანამშრომლები. 29. ამ კოდექსის 91 2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგ ენს საქართველოსფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანო კანონით უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის საფუძველზე. 30. (ამოღებულია); 31. ადგილობრივი ტყის ფონდის მიწებზე ამ კოდექსის 49-ე, 51-ე, 512, 52-ე, 63-ე, 64-ე, 65-651, 6667-ე, 68-ე, 71-ე, 73-76-ე და 86-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები; 32. (ამოღებულია); 33. ამ კოდექსის 157 1 –157 4 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ა დგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები ან ფინანსთა სამინისტროს შ ესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები ; 34. ამ კოდექსის 94-ე მუხლით ენერგეტიკის სფეროში გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; 35. ამ კოდექსის 141-ე−142-ე, 144 1 და 144 3−144 5 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილი პირები. 36. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების და ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში ჩადენილ, ამ კოდექსის 56-ე, 57-ე და 572 მუხლებით, 913 მუხლის მე-2 ნაწილით და 962 და 1735 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი. 37. ამ კოდექსის 159 5–159 9 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილი პირები ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოები. 38. ამ კოდექსის 44 2, 44 5, 44 7–44 12, 46 2–46 4 და 155 7 მუხლებითა და 171 1 მუხლით (მხოლოდ სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ კუთვნილ ტერიტორიებზე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. 39. ამ კოდექსის 105 2 და 179 5 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო. 391. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156); 40. (ამოღებულია); 41. ამ კოდექსის 58 2 მუხლით და 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად). ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი, მე-2, მე5–მე-10 და მე-12–მე-15 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად). 42. ამ კოდექსის 46 1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირები. 43. (ამოღებულია); 44. ამ კოდექსის 43-ე, 44-ე, 441, 443 მუხლებით, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 603, 1735, 17711მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ოქმს ადგენენ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები; 45. ამ კოდექსის 178 1 და 178 2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები, ხოლო ამ კოდექსის 178 3 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ერთობლივად ადგენენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი პირები. 46. ამ კოდექსის 425–429 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამოსილი პირები; 47. ამ კოდექსის 139 2 და 139 3 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს, ხოლო 139 4 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება – შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირებს. 471 . ამ კოდექსის 109-ე და 111-ე−1115 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემ ავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფლებამოსილი პირები. 48. ამ კოდექსის 171 1 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებებისა, შეიარაღებული ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევისა)), 171 3 და 191-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. 49. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156); 50. ამ კოდექსის 96 1 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის სათანადო ლიცენზიატი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. 51. ამ კოდექსის 44 4 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. 52. (ამოღებულია). 521 . ამ კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში ქვეყნის საზღვრების შიგა სივრცეში ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ან მის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. 53. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე, 1972 და 1973 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევაში აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირი. 54. (ამოღებულია - 28.12.2011, №5662). 55. ამ კოდექსის 185-ე, 185 1 და 185 2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები. 56. ამ კოდექსის 128 2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები ან/და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები. 57. ამ კოდექსის 99-ე, 16510 და 16511 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. 58. (ამოღებულია). 59. (ამოღებულია – 27.12.2011, №5653). 60. ამ კოდექსის 172 4, 172 5, 173 6, 173 7, 173 9 და 175 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები, ხოლო ამ კოდექსის 172 7 და 173 13 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები. 60 1. ამ კოდექსის 155-ე, 170-ე, 171-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირები. 60 2. ამ კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი. [ 60 2 . ამ კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირი. ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 ნოემბრიდან) ] 61. ამ კოდექსის 96 4 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს პირველადი წყალმოსარგებლე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 62. ამ კოდექსის 149- ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა თა შესახებ ოქმებს ადგენენ სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები საქართველოს ენერგე ტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესე ბის შესაბამისად . 63. ამ კოდექსის 17312 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს სასამართლო . 64. სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიერ ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი. 65. ამ კოდექსის 15911 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილი პირები. 66. ამ კოდექსის 196 1, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეს. 67. ამ კოდექსის 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეს. 68. ამ კოდექსის 172 6 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. 69. ამ კოდექსის 17712 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) უფლებამოსილი პირები. 70. ამ კოდექსის 153 7, 153 8 და 153 10−153 12 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირები. 71. ამ კოდექსის 171 1 მუხლით (შეიარაღებული ძალების დაწესებულების შენობა-ნაგებობაში ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანოები. 72. ამ კოდექსის 1712 და 1714 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილი პირები. 73. ამ კოდექსის 177 13 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს (გარდა ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4 1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) ადგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფლებამოსილი პირი. ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს პოლიციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი. 74. ამ კოდექსის 191 1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე ოქმს თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. 75. ამ კოდექსის 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები (წყალმომარაგების ლიცენზიატები) (მათ მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები) მათ მიერვე დამტკიცებული ფორმების შესაბამისად. მუხლი 262. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის ვადები 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და სხვა მასალების მიღებიდან თხუთმეტი დღის ვადაში. 11. ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 3 დღის ვადაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი რაიონული (საქალაქო) სასამართლო ზეპირ განხილვას იწყებს დაუყოვნებლივ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების სხვა მასალების მიღებისთანავე, თუ პირის მიმართ გამოყენებულია ადმინისტრაციული დაკავება და ამოწურული არ არის ადმინისტრაციული დაკავების ვადა. 2. ამ კოდექსის 42 1 და 42 2 მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით და 175 2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 1 დღე-ღამის ვადაში, ამ კოდექსის 142ე, 153 3, 154-ე, 174 1 და 174 2მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები – 3 დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 50 1, 51 1, 51 3, 533, 55-ე, 55 2, 55 3, 55 5, 58 2, 59 2, 61-ე, მე-80 და 81-ე მუხლებით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 91 2, 92 1, 94-ე, 95-ე, 96 1, 962, 96 4, 98 1, 99-ე, 100 1, 100 2, 103-ე, 104-ე, 105 1, 107 1, 141-ე, 143-ე−144 1, 144 3−144 5, 144 10, 145-ე, 146 1, 148-ე– 150 1, 151 1, 152-ე, 152 2−153-ე, 154 1, 154 2, 156-ე−158 1, 159-ე, 159 1, 159 5–159 9, 163-ე, 164-ე, 167-ე, 170-ე, 174-ე, 175-ე და 177 1 მუხლებით, 177 13 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 179 1, 180ე–183 1, 185-ე–185 2, 187-ე, 187 1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196 3, 196 6 და 197 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები – 7 დღის ვადაში. [ 2. ამ კოდექსის 42 1 და 42 2 მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით და 175 2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 1 დღე-ღამის ვადაში, ამ კოდექსის 142ე, 153 3 , 154-ე, 174 1 და 174 2მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები – 3 დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 50 1 , 51 1 , 51 3 , 53 3 , 55-ე, 55 2 , 55 3 , 55 5 , 58 2 , 59 2 , 61-ე, მე-80 და 81-ე მუხლებით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 91 2 , 92 1 , 94-ე, 95-ე, 96 1 , 96 2 , 96 4 , 98 1 , 99-ე, 100 1 , 100 2 , 103-ე, 104-ე, 105 1 , 107 1 , 141-ე, 143-ე−144 1 , 144 3 −144 5 , 144 10 , 145-ე, 146 1 , 148-ე–150 1 , 151 1 , 152-ე, 152 2 −153-ე, 154 1 , 154 2 , 156-ე−158 1 , 159-ე, 159 1 , 159 5 –159 9 , 163-ე, 164-ე, 167-ე, 170-ე, 174-ე და 175-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 177 1 მუხლით, 177 13 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 4 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და 179 1 , 180-ე–183 1 , 185-ე–185 2 , 187-ე, 187 1 , 189-ე, 192-ე, 195-ე, 196 3 , 196 6 და 197 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები – 7 დღის ვადაში. ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 ნოემბრიდან) ] 21 . ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №453 ). 3. საქართველოს საკანონმდებლო აქტით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის სხვა ვადებიც.