„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-17
ბიუროს ნომერი 195
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 18.07.2007, მუხ. 280) შეტანილ
იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი − პირი, რომელმაც ჩაიდინა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე, 2731 მუხლის პირველი
ნაწილით
ან
276-ე
მუხლით
(თუ
დადასტურებულია
ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ფსიქოაქტიური
სიმთვრალის მდგომარეობაში
დანაშაულის ჩადენა) გათვალისწინებული დანაშაული;“.
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე უფლება
სასამართლოს მიერ პირს შეიძლება 3 წლამდე ვადით ჩამოერთვას საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
451
მუხლით
გათვალისწინებულ შემთხვევაში.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავების საჭიროება განაპირობა
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
რიგმა
გადაწყვეტილებებმა,
რომელმაც სრულად შეცვალა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები.
საკონსტიტუციო
სასამართლოს
გადაწყვეტილებების
შედეგად
შექმნილი
სამართლებრივი რეალობა მოითხოვს არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს შეცვლას.
აღნიშნული მიზნით, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელთან
შესაბამისობაშია მოსაყვანი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის
შესახებ“ საქართველოს კანონი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით, ნარკოტიკული/ფსიქოტროპული
თრობის ქვეშ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ხდება სისხლის
სამართლის წესით დასჯადი ქმედება. აღნიშნული ქმედების ჩადენისათვის პირს
ლოგიკურია, რომ შეეზღუდოს სამოქალაქო უფლებები, რამდენადაც პირი არა
მხოლოდ მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს, არამედ ზემოქმედების ქვეშ მართავს
სატრანსპორტო საშუალებას და საფრთხის ქვეშ აყენებს საგზაო მოძრაობის მონაწილე
პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აქედან გამომდინარე, პირი, რომელიც
ჩაიდენს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებულ
დანაშაულს
(თუ
დადასტურებულია
ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ფსიქოაქტიური
სიმთვრალის მდგომარეობაში
დანაშაულის ჩადენა), ჩამოერთმევა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ
ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული უფლებები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით
აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფინანსური შედეგები იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, პირს
შეიძლება შეეზღუდოს გარკვეული სამოქალაქო უფლებები, მათ შორის, პროფესიული
საქმიანობის განხორციელება, რამაც შეიძლება ფინანსური გავლენა იქონიოს მის
შემოსავლებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ადგენს
გადასახადს,
მოსაკრებელს
ან
სხვა
სახის
გადასახდელს.
გ)კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულებების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის
მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ)
რომელთან
არსებობის
შემთხვევაში,
დაახლოების
ევროკავშირის
ვალდებულებაც
ის
სამართლებრივი
გამომდინარეობს
„ერთი
აქტი,
მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“
ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის
პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი)
ამოღება
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ნარკოტიკული დანაშაული – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII
თავით გათვალისწინებული დანაშაული;
ბ) ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი − პირი, რომელმაც ჩაიდინა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ან 273 1 მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული;
გ) ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობი − პირი, რომელმაც ჩაიდინა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი), 261-ე (გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღების
მიზანი), 262-ე, 263-ე, 264-ე, 265-ე, 266-ე, 267-ე, 268-ე, 271-ე, 272-ე ან 2731(გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების − მცენარე
კანაფის ან მარიხუანის − გასაღების მიზანი) მუხლით გათვალისწინებული
დანაშაული;
დ) ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი − პირი, რომელმაც ჩაიდინა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (თუ დადასტურებულია
ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი), 261-ე (თუ დადასტურებულია
ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღების მიზანი) ან 2731 (თუ დადასტურებულია
ნარკოტიკული საშუალების − მცენარე კანაფის ან მარიხუანის გასაღების მიზანი)
მუხლით გათვალისწინებული დანაშაული;
ე) ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობი – ფიზიკური ან
იურიდიული პირი ანდა პირთა ჯგუფი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული, რამაც
გამოიწვია ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო
ბრუნვაში მოქცევა.
მუხლი 3. უფლებების ჩამორთმევა
1. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული
საშუალების მომხმარებელს 3 წლით ჩამოერთმევა:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის
დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო)
დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
2. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული
საქმიანობის ხელშემწყობს ან ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს
ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება
ჩამოერთმევა 10 წლით, ხოლო „ა“ და „გ“−„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
უფლებები − 5 წლით.
3. ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის
განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ან
ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 5 წლით, „გ“–„ზ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები – 10 წლით, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული უფლება − 15 წლით.
4. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული
საშუალების გამსაღებელს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული უფლება ჩამოერთმევა 5 წლით, „გ“–„ზ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული უფლებები – 15 წლით, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული უფლება − 20 წლით.
4 1 . მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში შესაძლებელია ამ
მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირება ან,
განსაკუთრებულ
შემთხვევაში,
უფლებების
ჩამორთმევისაგან
სრულად გათავისუფლება.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევის შესახებ აღინიშნება
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში.
6. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის
ხელშემწყობისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლისათვის უფლებების
ჩამორთმევის შესახებ სასამართლო დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას,
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.