„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.09.2018
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/250/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-17
ბიუროს ნომერი 195

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 272-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის ან 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.“. 2. 2731 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2731. მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღება“ ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მცენარე კანაფის ან მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნა ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას სამოც საათამდე.“. 3. 275-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იგივე ქმედება, ჩადენილი ალკოჰოლური ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ფსიქოაქტიური სიმთვრალის მდგომარეობაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“ ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. იგივე ქმედება, ჩადენილი ალკოჰოლური ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ფსიქოაქტიური სიმთვრალის მდგომარეობაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“ გ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “6. იგივე ქმედება, ჩადენილი ალკოჰოლური ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ფსიქოაქტიური სიმთვრალის მდგომარეობაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“. 4. 276-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 276. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა 1. ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ფსიქოაქტიური სიმთვრალის მდგომარეობაში, ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 2. ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი ალკოჰოლური ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ფსიქოაქტიური სიმთვრალის მდგომარეობაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 4. ამ მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, – ქმედება, რამაც ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 5. იგივე ქმედება, ჩადენილი ალკოჰოლური ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ფსიქოაქტიური სიმთვრალის მდგომარეობაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 6. ამ მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 7. იგივე ქმედება, ჩადენილი ალკოჰოლური ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ფსიქოაქტიური სიმთვრალის მდგომარეობაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 8. ამ მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 9. იგივე ქმედება, ჩადენილი ალკოჰოლური ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ფსიქოაქტიური სიმთვრალის მდგომარეობაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავების საჭიროება განაპირობა საქართველოს რომელმაც საკონსტიტუციო სრულად შეცვალა სასამართლოს მცენარე რიგმა გადაწყვეტილებებმა, კანაფის/მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხები. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შედეგად შექმნილი ახალი მოცემულობა მოითხოვს არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს შეცვლას და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების, როგორც სარეზოლუციო, ისე სამოტივაციო ნაწილებთან მის შესაბამისობაში მოყვანას. კანონპროექტის მიღების მთავარ მიზეზს წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მარიხუანას მოხმარებისათვის. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და არაკონსტიტუციურად ცნო მარიხუანას მოხმარების მხოლოდ სისხლის სამართლის წესით დასჯადობა, ხოლო მცირე ოდენობით მცენარე კანაფის/მარიხუანას შეძენის, შენახვის, გადაზიდვის და გადაგზავნის საკითხები დარჩა როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის რეგულირების სფეროში. აღნიშნული ცხადყოფს, რომ აუცილებელია კანონმდებლობის გადახედვა, რათა, ერთი მხრივ, ის სრულ შესაბამისობაში მოვიდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებთან, ხოლო, მეორე მხრივ, დაცული იქნეს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების საკანონმდებლო დონეზე იმპლემენტაცია, მცენარე კანაფისგან/მარიხუანასგან მომდინარე საფრთხის გათვალისწინებით სამართლიანი და გონივრული ბალანსის უზრუნველყოფა ინდივიდის თავისუფლებასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საჭიროებებს შორის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: 1. პროექტის თანახმად, სსკ-ის 2731 მუხლის პირველი ნაწილი აღარ ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მცენარე კანაფის ან მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის. 2. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატია არასრულწლოვანთა და 21 წლამდე ასაკის პირთა დაცვა ნარკოტიკული საშუალებების მავნე ზეგავლენისგან. აღნიშნულ მიზანს ემსახურება სისხლის სამართლის კოდექსის 272-ე მუხლის მე-3 ნაწილის ცვლილება. წარმოდგენილი ცვლილებით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია არამხოლოდ არასრულწლოვნის, არამედ 21 წლამდე ასაკის პირის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიებისთვის. 3. პროექტი ასევე ითვალისწინებს სსკ-ის 275-ე და 276-ე მუხლებში დამამძიმებელი გარემოებების დაზუსტებას. ქმედების მთვრალ მდგომარეობაში ჩადენის ნაცვლად, ნორმის არაერთგვაროვანი განმარტების თავიდან ასაცილებლად, პროექტით პირდაპირ მიეთითება ქმედების ჩადენა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში. ამასთან, 276-ე მუხლით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში. ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის დამახასიათებელია ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედება, მათ შორის, ფსიქოსომატური აქტივობის დაქვეითება, ყურადღების კონცენტრაციის გაუარესება, მანძილისა და დაშორების აღქმის დარღვევა, რაც განსაკუთრებით სარისკოა სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს. ამიტომ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოდის აღნიშნული ქმედების ჩადენისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული საგზაო მოძრაობის მონაწილე პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი ცვლილებით სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილისთვის სანქციის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, აღნიშნული ზეგავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რამდენადაც სისხლის სამართლის კოდექსის 272-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით იზრდება იმ პირთა წრე, რომელთა ნარკოტიკული საშუალების დაყოლიებაზე იქნება გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე 276-ე მუხლს ემატება ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ფსიქოაქტიური სიმთვრალის მდგომარეობაში, რომელიც დაისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევაში აღნიშნული გავლენას იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. აღნიშნულის დაფინანსება განხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით ვალდებულებები არ წარმოიქმნება. სახელმწიფოს ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პირებს, რომლებსაც დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასჯელის სახით შესაძლოა განესაზღვროთ ჯარიმა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს, მაგრამ გათვალისწინებულია ჯარიმა სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს შესაბამისი სასამართლო. გ) კანონპროექტის სტანდარტებთან: მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულებების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) რომელთან არსებობის შემთხვევაში, დაახლოების ევროკავშირის ვალდებულებაც ის სამართლებრივი გამომდინარეობს „ერთი აქტი, მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 272. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის მოხმარებაზე დაყოლიება 1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის მოხმარებაზე დაყოლიება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის ან არასრულწლოვნის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე. მუხლი 2731. მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 73-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების − მცენარე კანაფის ან 92-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების − მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას სამოც საათამდე. (ძალადაკარგულია პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განჩინება № 1/2/1282 – ვებგვერდი, 03.05.2018წ. 2. მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოციდან ორას ოც საათამდე. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) არაერთგზის; გ) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორას ოციდან სამას საათამდე. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი დიდი ოდენობით, − ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) არაერთგზის; გ) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება ჯარიმით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 6. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე. 7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) არაერთგზის; გ) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე. 8. მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღება – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე. 9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ცხრა წლამდე. 10. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს შესაბამისი ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის სამმაგ ოდენობაზე ნაკლები. 2. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს შესაბამისი ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ოთხმაგ ოდენობაზე ნაკლები. 3. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს შესაბამისი ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები. 4. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს შესაბამისი ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ექვსმაგ ოდენობაზე ნაკლები. 5. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს შესაბამისი ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის შვიდმაგ ოდენობაზე ნაკლები. 6. ამ მუხლის მე-2−მე-10 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით. მუხლი 275. რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა 1. რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 6. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. მუხლი 276. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა 1. ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 6. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 7. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. 8. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.