„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-17
ბიუროს ნომერი 195
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2015, სარეგისტრაციო კოდი:
080060000.05.001.017792) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად,
მან ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე,
451 და 1002 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-9 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
123-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 150-ე მუხლის 22 ნაწილით, 1533 მუხლის მე-2 ნაწილით,
1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 1552, 157-ე და 166-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3
ნაწილით, 173-ე მუხლით, 1741 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 17415 მუხლის მე-4
ნაწილით, 1752, 1771 და 178-ე მუხლებით და 1811 მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტის შემუშავებით, რომელთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად
ცვლილება შედის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით
განმარტებული ტერმინის - „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის“
შესაბამისობაში მოყვანა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით
გათვალისწინებულ ცვლილებებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ითვალისწინებს
სამართალდარღვევის სახით 451 მუხლის დამატებას. წარმოდგენილი პროექტის
თანახმად, განისაზღვრება, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი
ასევე არის 18 წლამდე ასაკის პირი, რომლის მიმართაც ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმი შედგენილია ასკ-ის 451 მუხლით, რაც „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით, წარმოადგენს მცენარე კანაფის ან
მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას,
მოხმარებას ან/და ზემოქმედების ქვეშ ყოფნას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით
აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ადგენს
გადასახადს,
მოსაკრებელს
ან
სხვა
სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის
მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ)
რომელთან
არსებობის
შემთხვევაში,
დაახლოების
ევროკავშირის
ვალდებულებაც
ის
სამართლებრივი
გამომდინარეობს
„ერთი
აქტი,
მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“
ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზა-
ცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 3. ძირითად ტერმინთა განმარტება ამ კოდექსის მიზნებისათვის
1. არასრულწლოვანი – 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი დაზარალებული,
არასრულწლოვანი
მოწმე,
ადმინისტრაციული
კანონთან
კონფლიქტში
პასუხისმგებლობის
მყოფი
არასრულწლოვანი.
მიზნებისათვის
არასრულწლოვნად
ითვლება პირი, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის
მომენტისათვის შეუსრულდა 16 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი, ხოლო
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისათვის – პირი, რომელსაც
დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ არ შესრულებია
18 წელი.
2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი – 18 წლამდე ასაკის პირი,
რომლის მიმართაც:
ა) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული;
ბ) შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად,
მან ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე
და 1002 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-9 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 123-ე
მუხლის მე-4 ნაწილით, 150-ე მუხლის 22 ნაწილით, 1533 მუხლის მე-2 ნაწილით, 153
6
მუხლის მე-2 ნაწილით, 1552, 157-ე და 166-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
173-ე მუხლით, 1741 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 175
2
, 1771 და 178-ე მუხლებით და 1811 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა;
გ) გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი ან ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისათვის
ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება.
3.
პასუხისმგებლობის
სისხლისსამართლებრივი
მინიმალური
ასაკი
–
მინიმალური
პასუხისმგებლობისათვის
14
ასაკი,
რომელიც
წელია,
ხოლო
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისათვის – 16 წელი.
4. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები − არასრულწლოვნის უსაფრთხოების,
კეთილდღეობის,
ჯანმრთელობის
დაცვის,
განათლების,
განვითარების,
რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სხვა ინტერესები, რომლებიც საერთაშორისო
სტანდარტებისა
და
არასრულწლოვნის
ინდივიდუალური
მახასიათებლების
შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება.
5.
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების
პროცესი
–
არასრულწლოვნის
მონაწილეობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ან სისხლის
სამართლის
საქმის
წარმოება,
მათ
შორის,
დანაშაულის
გამოძიება,
სისხლისსამართლებრივი დევნა, საქმის სასამართლოში განხილვა, დანიშნული
სასჯელის ან სხვა ზომის აღსრულება და რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია.
6. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მწარმოებელი პირი/პროცესის
მონაწილე პირი – მოსამართლე, გამომძიებელი, პროკურორი, პოლიციელი, ადვოკატი,
სოციალური მუშაკი, მედიატორი, პრობაციის ოფიცერი, მოწმისა და დაზარალებულის
კოორდინატორი, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების პერსონალი,
შესაბამისი პატიმრობის დაწესებულების პერსონალი, რომელიც მონაწილეობს
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში და რომელსაც გავლილი აქვს
სპეციალური მომზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში, ხოლო ამ
მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
შემთხვევაში
–
აგრეთვე
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი.
7. განრიდება – სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების
ფორმა, სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი, რომლის
მიზანია
არასრულწლოვნის
სათანადო
განვითარებისა
და
საზოგადოებაში
ინტეგრაციის ხელშეწყობა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
8. აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიება – ღონისძიება, რომელიც კანონთან
კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს საშუალებას აძლევს, გააცნობიეროს ჩადენილი
ქმედებისათვის საკუთარი პასუხისმგებლობა, გამოასწოროს დანაშაულის შედეგები,
აანაზღაუროს ზიანი ან/და შეურიგდეს დაზარალებულს.
9. მედიაცია – კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანსა და დაზარალებულს
შორის დიალოგის პროცესი, რომელსაც უძღვება მედიატორი და რომლის მიზანია
არასრულწლოვნისა და დაზარალებულის შერიგება და მათ შორის კონფლიქტის
გადაწყვეტა.
მედიაციის
პროცესში
მონაწილეობს
აგრეთვე
არასრულწლოვნის
კანონიერი წარმომადგენელი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი ან/და სხვა პირი.
სურვილის შემთხვევაში ამ პროცესში მონაწილეობის მიღება პროკურორსაც შეუძლია.
10. მედიატორი – მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მესამე მხარე, სათანადო
კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც არასრულწლოვანსა და დაზარალებულს
შორის შუამავლის როლს ასრულებს, წარმართავს და კოორდინაციას უწევს მედიაციის
პროცესს.
11. კანონიერი წარმომადგენელი − არასრულწლოვნის ახლო ნათესავი, მხარდამჭერი,
მეურვე,
მზრუნველი,
რომელიც
არასრულწლოვნის
ინტერესების
დასაცავად
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობს და სარგებლობს
არასრულწლოვნის უფლებებით, გარდა იმ უფლებებისა, რომლებითაც, თვით ამ
უფლებების ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება მხოლოდ არასრულწლოვანმა
ისარგებლოს.
12. საპროცესო წარმომადგენელი – მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის მიერ
დანიშნული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანამშრომელი ან სხვა სანდო
პირი, რომელიც ამ კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში
ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას არასრულწლოვნის სახელით
და
მისი
საუკეთესო
ინტერესების
დასაცავად.
საპროცესო
წარმომადგენელი
სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებითაც კანონიერი წარმომადგენელი.
13. არასრულწლოვანი დაზარალებული – არასრულწლოვანი, რომელსაც მორალური,
ფიზიკური
ან
ქონებრივი
ზიანი
მიადგა
უშუალოდ
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ან დანაშაულის შედეგად.
14. არასრულწლოვანი მოწმე – არასრულწლოვანი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
საქმესთან
ან
სისხლის
სამართლის
საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია.
15.
მეორეული
ვიქტიმიზაცია
−
არასრულწლოვანი
დაზარალებულისთვის
/არასრულწლოვანი მოწმისთვის შესაძლო ზიანის მიყენება მისი არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად.
16. ხელახალი ვიქტიმიზაცია − არასრულწლოვანი დაზარალებულისთვის ზიანის
მიყენება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის შედეგად.
17. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება – არასრულწლოვანთა
განსაკუთრებული საჭიროებების შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და პერსონალით
უზრუნველყოფილი,
განსაკუთრებულად
დაცული
დაწესებულება,
რომელშიც
ათავსებენ თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს და სადაც
უზრუნველყოფილია მათი მუდმივი მეთვალყურეობა.
18. რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია – არასრულწლოვანში პასუხისმგებლობის
გრძნობის, სხვა ადამიანთა უფლებების პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება და
განვითარება, არასრულწლოვნის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და
სოციალური განვითარების ხელშეწყობა და მისი მომზადება საზოგადოებაში
ადგილის დასამკვიდრებლად.
19. ახლო ნათესავი – არასრულწლოვნის მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით
აღსაზრდელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული).