„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
20.09.2018
ავტორი
საქართველოს მოქალაქე კობა დავითაშვილი
ინიციატორი
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები"
ნომერი
#07-3/225/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-24
ბიუროს ნომერი 202

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 42-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით სხვა რამ არის დადგენილი. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.“. 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2721 მუხლი: „მუხლი 2721. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა პოპულარიზაცია, რეკლამა, მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენებისა და შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ის I ან II სიით გათვალისწინებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების პოპულარიზაცია ან რეკლამა ან მისი შექმნის, მოხმარების, გამოყენების ან შეძენის ადგილის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ფიზიკური პირის მიერ − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე და ჯარიმით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი იურიდიული პირის მიერ, − ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 5000 ლარი.“. 3. 273-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 4. 2731 მუხლის: ა) პირველი ნაწილი ამოღებულ იქნეს; ბ) შენიშვნის პირველი ნაწილი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი დღესდღეობით ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა და ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და სხვა მსგავსი ნივთიერებების უკანონო მოხმარებისა და ბრუნვის მავნე შედეგებთან ბრძოლა არაეფექტიანია. ამის გამოსასწორებლად კი, პირველ რიგში, აუცილებელია სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო მოხმარების მკაცრი დეკრიმინალიზაცია, ხოლო ამ ნივთიერებათა პოპულარიზაციისა და რეკლამისათვის, მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენებისა და შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად: 1) უქმდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალების (მათ შორის, მცენარე კანაფისა და მარიხუანას), მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადებისთვის, შეძენისთვის, შენახვისთვის, გადაზიდვისთვის, გადაგზავნისთვის ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის (რომელიც ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ); 2) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ის I ან II სიით გათვალისწინებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების პოპულარიზაცია ან რეკლამა ან მისი შექმნის, მოხმარების, გამოყენების ან შეძენის ადგილის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ფიზიკური პირის მიერ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე და ჯარიმით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი იურიდიული პირის მიერ, ისჯება 1 ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით (აღნიშნული ჯარიმების მინიმალური ოდენობებია 5000 ლარი); 3) ტექნიკური ცვლილება შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილში. კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 90ე დღეს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს კანონპროექტით ემატება 2721 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა პოპულარიზაციისა და რეკლამისათვის, მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენებისა და შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, მათ შორის, ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის, დაწესებას. შესაბამისად, ეს გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომლის ოდენობაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის საქმეების წარმოება და განხილვა მოხდება და სასჯელის აღსრულება რამდენი პირის მიმართ განხორციელდება ახალი რეგულაციების საფუძველზე. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას ახდენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ, ხდება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო მოხმარების მკაცრი დეკრიმინალიზაცია (მათ შორის, ფინანსური სანქციის ნაწილში უქმდება სისხლისსამართლებრივი ჯარიმა) და გარკვეულ გარემოებებში მათ უკანონო მოხმარებასა და მცირე ოდენობით მათ უკანონო ბრუნვაზე ახალი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების (მათ შორის, ფინანსური სანქციის ნაწილში 300-და 400 ლარამდე, 500-დან 600 ლარამდე, 700-დან 800 ლარამდე, 1000დან 1300 ლარამდე და 1500-დან 1900 ლარამდე ჯარიმების) დაწესება, აგრეთვე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა პოპულარიზაციისა და რეკლამისათვის, მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენებისა და შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის (500 და 5000 ლარის ოდენობით ჯარიმების) გაუქმება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის (მათ შორის, ფინანსური სანქციის ნაწილში − მინიმალური ოდენობით 5000-ლარიანი ჯარიმის) დაწესება. აღნიშნული გავლენის ოდენობა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დამოკიდებულია იმაზე, თუ სამართალდამრღვევთა მიმართ ჯამში რა ოდენობის ფინანსური სანქციების აღსრულება მოხდება ახალი რეგულაციების საფუძველზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე 2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს კანონპროექტით ემატება 2721 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა პოპულარიზაციისა და რეკლამისათვის, მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენებისა და შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, მათ შორის, ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის, დაწესებას; ამასთანავე, კანონპროექტით უქმდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლითა და 2731 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების დანაშაულებრიობა და მათი ჩადენისთვის დადგენილი სასჯელები. შესაბამისად, ეს გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რომლის ოდენობაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის საქმეების წარმოება და განხილვა მოხდება და სასჯელის აღსრულება რამდენი პირის მიმართ განხორციელდება ახალი რეგულაციების საფუძველზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება ფინანსურ გავლენას ახდენს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, კერძოდ, ხდება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო მოხმარების მკაცრი დეკრიმინალიზაცია (მათ შორის, ფინანსური სანქციის ნაწილში უქმდება სისხლისსამართლებრივი ჯარიმა) და გარკვეულ გარემოებებში მათ უკანონო მოხმარებასა და მცირე ოდენობით მათ უკანონო ბრუნვაზე ახალი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობების (მათ შორის, ფინანსური სანქციის ნაწილში 300-და 400 ლარამდე, 500-დან 600 ლარამდე, 700-დან 800 ლარამდე, 1000დან 1300 ლარამდე და 1500-დან 1900 ლარამდე ჯარიმების) დაწესება, აგრეთვე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა პოპულარიზაციისა და რეკლამისათვის, მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენებისა და შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის (500 და 5000 ლარის ოდენობით ჯარიმების) გაუქმება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის (მათ შორის, ფინანსური სანქციის ნაწილში − მინიმალური ოდენობით 5000-ლარიანი ჯარიმის) დაწესება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით ხდება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა უკანონო მოხმარების მკაცრი დეკრიმინალიზაცია, აგრეთვე 3 სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა პოპულარიზაციისა და რეკლამისათვის, მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენებისა და შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის (ფინანსურ ნაწილში − ჯარიმა მინიმალური ოდენობით 5000 ლარი) დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან ორგანიზაციებში კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ევროკავშირის ასეთი სამართლებრივი აქტი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი ორგანიზაცია, დაწესებულება და ექსპერტი არ არსებობს. 4 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი შეფასება არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კობა დავითაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“. 5
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება მუხლი 42. ჯარიმა 1. ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი. 2. ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. 3. ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით. 4. სასამართლომ განაჩენში უნდა მიუთითოს გადასახდელი ჯარიმის ოდენობა ლარებში. 5. ჯარიმა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დამატებით სასჯელად გათვალისწინებული არ არის, გარდა ამ კოდექსის 126 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისა. 51. (ამოღებულია - 12.06.2016, №3714). 6. თუ მსჯავრდებული თავს აარიდებს ჯარიმის გადახდას, ან თუ გადახდევინება შეუძლებელია, ეს სასჯელი შეიცვლება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, გამასწორებელი სამუშაოთი, შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით. ამასთანავე, დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, გამასწორებელი სამუშაოს ან შინაპატიმრობის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: დაკისრებული ჯარიმის 50 ლარი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ოთხი საათი, გამასწორებელი სამუშაოს ერთი დღე, შინაპატიმრობის ერთი დღე. ამასთანავე, ჯარიმის ნაცვლად დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისათვის, გამასწორებელი სამუშაოსათვის ან შინაპატიმრობისათვის ბოროტად თავის არიდების შემთხვევაში იგი შეიცვლება თავისუფლების აღკვეთით, ამ კოდექსით სასჯელის ამ სახისათვის გათვალისწინებულ ფარგლებში და დადგენილი წესით. მუხლი 273. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება , ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, − ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 1 ( ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/13/732 – ვებგვერდი, 04.12.2017წ. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს შესაბამისი ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები. მუხლი 2731. მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 73-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების − მცენარე კანაფის ან 92-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების − მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას სამოც საათამდე. (ძალადაკარგულია პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განჩინება № 1/2/1282 – ვებგვერდი, 03.05.2018წ. 2. მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოციდან ორას ოც საათამდე. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) არაერთგზის; 2 გ) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორას ოციდან სამას საათამდე. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი დიდი ოდენობით, − ისჯება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) არაერთგზის; გ) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება ჯარიმით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 6. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე. 7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) არაერთგზის; გ) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე. 8. მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღება – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე. 9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ცხრა წლამდე. 10. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს შესაბამისი ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის სამმაგ ოდენობაზე ნაკლები. 3 2. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს შესაბამისი ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ოთხმაგ ოდენობაზე ნაკლები. 3. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს შესაბამისი ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები. 4. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს შესაბამისი ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ექვსმაგ ოდენობაზე ნაკლები. 5. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს შესაბამისი ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის შვიდმაგ ოდენობაზე ნაკლები. 6. ამ მუხლის მე-2−მე-10 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით. 4