„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-24
ბიუროს ნომერი 202
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების
კოდექსის
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
24.06.2015,
სარეგისტრაციო კოდი: 080060000.05.001.017792) მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის
თანახმად, მან ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 45-ე მუხლით, 116-ე მუხლის მე-9 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-4
ნაწილით, 123-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 150-ე მუხლის 22 ნაწილით, 1533 მუხლის
მე-2 ნაწილით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 1552, 157-ე და 166-ე მუხლებით, 171-ე
მუხლის მე-3 ნაწილით, 173-ე მუხლით, 1741 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 17415
მუხლის მე-4 ნაწილით, 1752, 1771 და 178-ე მუხლებით და 1811 მუხლის მე-2
ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია წარმოდგენილ საკანონმდებლო
ცვლილებების პაკეტში შემავალი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია ტექნიკური ცვლილების განხორციელება
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში, რაც გამომდინარეობს
წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან ხდება საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1002 მუხლზე მითითების
ამოღება,
რაც
განპირობებულია
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსიდან 1002 მუხლის ამოღებით.
კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 90ე დღეს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებით აუცილებელ ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
1
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იწვევს საქართველოს სახელწიფო ბიუჯეტში
დამატებით აუცილებელ ხარჯებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
ასეთი ფინანსური შედეგები არ არსებობს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა
სახის გადასახადელი. კანონპროექტით არ იცვლება არსებული გადასახადები,
მოსაკრებლები ან სხვა სახის გადასახადელები.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
ორგანიზაციებში
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
2
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ევროკავშირის ასეთი სამართლებრივი აქტი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი ორგანიზაცია, დაწესებულება და ექსპერტი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
ასეთი შეფასება არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კობა დავითაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“.
3
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 3. ძირითად ტერმინთა განმარტება ამ კოდექსის მიზნებისათვის
1. არასრულწლოვანი – 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი დაზარალებული,
არასრულწლოვანი მოწმე, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მიზნებისათვის არასრულწლოვნად
ითვლება პირი, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის
მომენტისათვის შეუსრულდა 16 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი, ხოლო
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისათვის – პირი, რომელსაც
დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ არ
შესრულებია 18 წელი.
2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი – 18 წლამდე ასაკის პირი,
რომლის მიმართაც:
ა) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული;
ბ) შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის
თანახმად, მან ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 45-ე და 1002 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-9 ნაწილით, 121-ე მუხლის მე4 ნაწილით, 123-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 150-ე მუხლის 22 ნაწილით, 1533 მუხლის
მე-2 ნაწილით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 1552, 157-ე და 166-ე მუხლებით, 171-ე
მუხლის მე-3 ნაწილით, 173-ე მუხლით, 1741 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 174
15
მუხლის მე-4 ნაწილით, 1752, 1771 და 178-ე მუხლებით და 1811 მუხლის მე-2
ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა;
გ) გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი ან ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისათვის
ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება.
3. პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი – მინიმალური ასაკი, რომელიც
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისათვის
14
წელია,
ხოლო
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისათვის – 16 წელი.
4.
არასრულწლოვნის
საუკეთესო
ინტერესები
−
არასრულწლოვნის
უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების,
განვითარების, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სხვა ინტერესები,
რომლებიც
საერთაშორისო
სტანდარტებისა
და
არასრულწლოვნის
ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის
გათვალისწინებით განისაზღვრება.
5. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესი – არასრულწლოვნის
მონაწილეობით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ან სისხლის
სამართლის
საქმის
წარმოება,
მათ
შორის,
დანაშაულის
გამოძიება,
სისხლისსამართლებრივი დევნა, საქმის სასამართლოში განხილვა, დანიშნული
სასჯელის ან სხვა ზომის აღსრულება და რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია.
6.
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების
პროცესის
მწარმოებელი
პირი/პროცესის მონაწილე პირი – მოსამართლე, გამომძიებელი, პროკურორი,
პოლიციელი, ადვოკატი, სოციალური მუშაკი, მედიატორი, პრობაციის ოფიცერი,
1
მოწმისა
და
დაზარალებულის
კოორდინატორი,
არასრულწლოვანთა
სარეაბილიტაციო დაწესებულების პერსონალი, შესაბამისი პატიმრობის
დაწესებულების პერსონალი, რომელიც მონაწილეობს არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების პროცესში და რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური
მომზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში, ხოლო ამ მუხლის მე-2
ნაწილის
„ბ“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
შემთხვევაში
–
აგრეთვე
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი.
7.
განრიდება
–
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან
გათავისუფლების ფორმა, სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული
მექანიზმი, რომლის მიზანია არასრულწლოვნის სათანადო განვითარებისა და
საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
8. აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიება – ღონისძიება, რომელიც კანონთან
კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს საშუალებას აძლევს, გააცნობიეროს
ჩადენილი
ქმედებისათვის
საკუთარი
პასუხისმგებლობა,
გამოასწოროს
დანაშაულის შედეგები, აანაზღაუროს ზიანი ან/და შეურიგდეს დაზარალებულს.
9. მედიაცია – კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანსა და
დაზარალებულს შორის დიალოგის პროცესი, რომელსაც უძღვება მედიატორი და
რომლის მიზანია არასრულწლოვნისა და დაზარალებულის შერიგება და მათ
შორის კონფლიქტის გადაწყვეტა. მედიაციის პროცესში მონაწილეობს აგრეთვე
არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი
ან/და სხვა პირი. სურვილის შემთხვევაში ამ პროცესში მონაწილეობის მიღება
პროკურორსაც შეუძლია.
10. მედიატორი – მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მესამე მხარე, სათანადო
კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც არასრულწლოვანსა და დაზარალებულს
შორის შუამავლის როლს ასრულებს, წარმართავს და კოორდინაციას უწევს
მედიაციის პროცესს.
11. კანონიერი წარმომადგენელი − არასრულწლოვნის ახლო ნათესავი,
მხარდამჭერი, მეურვე, მზრუნველი, რომელიც არასრულწლოვნის ინტერესების
დასაცავად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობს და
სარგებლობს არასრულწლოვნის უფლებებით, გარდა იმ უფლებებისა,
რომლებითაც, თვით ამ უფლებების ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება მხოლოდ
არასრულწლოვანმა ისარგებლოს.
12. საპროცესო წარმომადგენელი – მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის
მიერ დანიშნული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანამშრომელი ან
სხვა სანდო პირი, რომელიც ამ კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებულ
შემთხვევებში
ახორციელებს
წარმომადგენლობით
უფლებამოსილებას
არასრულწლოვნის სახელით და მისი საუკეთესო ინტერესების დასაცავად.
საპროცესო წარმომადგენელი სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებითაც
კანონიერი წარმომადგენელი.
13. არასრულწლოვანი დაზარალებული – არასრულწლოვანი, რომელსაც
მორალური,
ფიზიკური
ან
ქონებრივი
ზიანი
მიადგა
უშუალოდ
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის შედეგად.
2
14. არასრულწლოვანი მოწმე – არასრულწლოვანი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან ან სისხლის სამართლის
საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია.
15. მეორეული ვიქტიმიზაცია − არასრულწლოვანი დაზარალებულისთვის
/არასრულწლოვანი
მოწმისთვის
შესაძლო
ზიანის
მიყენება
მისი
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად.
16. ხელახალი ვიქტიმიზაცია − არასრულწლოვანი დაზარალებულისთვის ზიანის
მიყენება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის
შედეგად.
17. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება – არასრულწლოვანთა
განსაკუთრებული
საჭიროებების
შესაბამისი
ინფრასტრუქტურითა
და
პერსონალით უზრუნველყოფილი, განსაკუთრებულად დაცული დაწესებულება,
რომელშიც
ათავსებენ
თავისუფლების
აღკვეთით
მსჯავრდებულ
არასრულწლოვნებს
და
სადაც
უზრუნველყოფილია
მათი
მუდმივი
მეთვალყურეობა.
18. რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია – არასრულწლოვანში პასუხისმგებლობის
გრძნობის, სხვა ადამიანთა უფლებების პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება და
განვითარება, არასრულწლოვნის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი
და სოციალური განვითარების ხელშეწყობა და მისი მომზადება საზოგადოებაში
ადგილის დასამკვიდრებლად.
19. ახლო ნათესავი – არასრულწლოვნის მშობელი, მშვილებელი, შვილი,
მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის,
განქორწინებული).
3