„იარაღის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
20.09.2018
ავტორი
საქართველოს მოქალაქე კობა დავითაშვილი
ინიციატორი
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები"
ნომერი
#07-3/225/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-24
ბიუროს ნომერი 202

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) 27-ე მუხლის 22 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ნებართვის მაძიებელი უფლების რეალიზებას ახორციელებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების ან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების აღდგენის შემდეგ;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზია წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია ცვლილების განხორციელება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 22 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში, რაც გამომდინარეობს წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 21 პუნქტით დადგენილი წესი არ გამოიყენება, თუ ნებართვის მაძიებელი უფლების რეალიზებას ახორციელებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების ან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების აღდგენის შემდეგ. კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 90ე დღეს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებით აუცილებელ ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე 1 კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იწვევს საქართველოს სახელწიფო ბიუჯეტში დამატებით აუცილებელ ხარჯებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება ფინანსურ გავლენას ახდენს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება იმდენად, რამდენადაც ის წესი, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებულ ნებართვას გარკვეული შემთხვევებში გასცემს ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და სხვა გარემოებების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, არ გამოიყენება, თუ ნებართვის მაძიებელი უფლების რეალიზებას ახორციელებს, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების აღდგენის შემდეგ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახადელი. კანონპროექტით არ იცვლება არსებული გადასახადები, მოსაკრებლები ან სხვა სახის გადასახადელები. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან 2 ორგანიზაციებში კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ევროკავშირის ასეთი სამართლებრივი აქტი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი ორგანიზაცია, დაწესებულება და ექსპერტი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი შეფასება არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კობა დავითაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“. 3
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 27. ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმება ან გაუცემლობა 1. ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზია (ნებართვა) უქმდება შემდეგ შემთხვევებში: ა) ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ ლიცენზიაზე (ნებართვაზე) ნებაყოფლობით უარის თქმისას; ბ) ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიერ მიერ ლიცენზიის (ნებართვის) პირობების ან/და იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისას; გ) უვარგისი იარაღის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში დადგენილი წესით ჩაბარებისას; გ1) საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში იარაღის ჩამოწერისას; დ) იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისას; დ 1) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი ფსიქიკურად დაავადდა და ამის შესახებ ცნობილი გახდა ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი ორგანოსათვის; დ2) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელს გაუჩნდა ფიზიკური ნაკლი, რაც შეუძლებელს ხდის მის მიერ ლიცენზიით (ნებართვით) სარგებლობას, და ამის შესახებ ცნობილი გახდა ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი ორგანოსათვის; დ3) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი სისტემატურად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს; დ4) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი ქრონიკული ალკოჰოლიკი, ნარკომანი ან ტოქსიკომანი გახდა და ამის შესახებ ცნობილი გახდა ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი ორგანოსათვის; დ5) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა გამამტყუნებელი განაჩენი; დ6) თუ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მფლობელმა ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა; ე) საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში. 2. ლიცენზია (ნებართვა) არ გაიცემა, თუ: ა) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი დაავადებულია ფსიქიკურად; ბ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს აქვს ფიზიკური ნაკლი, რაც შეუძლებელს ხდის მის მიერ ლიცენზიის (ნებართვის) მიღებას; გ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი სისტემატურად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს; დ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი არის ქრონიკული ალკოჰოლიკი, ნარკომანი ან ტოქსიკომანი; 1 ე) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული ან/და იგი მსჯავრდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 126 1 და 137ე−139-ე მუხლებით, 142 1მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 142 2 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 143-ე−143 2 მუხლებით, 143 3 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით), 144-ე–144 3, 147-ე, 149-ე−151 1 და 155-ე მუხლებით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 160-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 165-ე და 166-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 178-ე და 179-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 187ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 2221მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 223-ე–227-ე მუხლებით, 227 1 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 227 2 მუხლით, 227 3 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 228-ე, 229-ე, 230-ე–239-ე, 250-ე, 252ე, 253-ე, 255 1, 256-ე, 257-ე, 259 2 და 259 5 მუხლებით, XXXIII და XXXVII თავებით, 322 1მუხლის მე-2 ნაწილით, 322 2 მუხლის მე-2 ნაწილით, XXXVIII თავით (გარდა 331-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 331 2 მუხლისა), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 344 1 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით, 345-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 353-ე და 353 1 მუხლებით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 378-ე, 378 1, 379-ე, 381 1, 384-ე და 385-ე მუხლებით, 386-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 397-ე და 403-ე მუხლებით და XLVII თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ გასული არ არის 4 წელი ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, ნაწილით ან/და ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, 8 წელი – მძიმე დანაშაულის შემთხვევაში და 12 წელი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში. ამ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა, დაკავშირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმით პირის მსჯავრდებასთან, არ ვრცელდება სანადირო ცეცხლსასროლ იარაღსა და სპორტულ ცეცხლსასროლ იარაღთან (გარდა სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა) დაკავშირებით ლიცენზიების (ნებართვების) გაცემაზე; ვ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში; ვ 1) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებელს ჩადენილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 175 2 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა და იმ ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც პირი აღარ ითვლება ადმინისტრაციულსახდელდადებულად, გასული არ არის 3 წელზე მეტი; 2 ვ2) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი დეპორტირებულია სხვა სახელმწიფოდან ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ან/და იარაღის გამოყენებით დანაშაულის ჩადენის გამო და ამ დანაშაულის საქართველოში ჩადენის შემთხვევაში იარსებებდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება; ვ3) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან მიღებული წერილობითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელმა სხვა სახელმწიფოში ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომელიც საქართველოში ჩადენის შემთხვევაში გამოიწვევდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული დანაშაულისათვის, და მისი ჩამდენი პირის მიმართ იარსებებდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება; ზ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს არ შესრულებია 18 წელი, გარდა ამ პუნქტის „ზ 1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ზ 1) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისა) და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით), მისი საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ნებართვის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტის ნებართვებისა) მაძიებელს არ შესრულებია 21 წელი; ზ 2) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ან გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებელმა წარმატებით ვერ ჩააბარა შესაბამისი გამოცდა ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში ან არ წარადგინა ცნობა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ; თ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი პირის მიმართ გამოცემულია დამცავი, შემაკავებელი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი – ამ ორდერით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით; ი) წარმოდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 21 . საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებულ ნებართვას გასცემს ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, აგრეთვე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე, თუ: ა) ნებართვის მაძიებელს საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრირებული აქვს სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღი; ბ) ნებართვის მაძიებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 22 . ამ მუხლის 21 პუნქტით დადგენილი წესი არ გამოიყენება, თუ: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ 3 ვიზუალური დაკვირვების შედეგად გამოვლინდა ნებართვის მაძიებლის აშკარა ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ ნებართვის მიღებას; ბ) ნებართვის მაძიებელი უფლების რეალიზებას ახორციელებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების აღდგენის შემდეგ; გ) არსებობს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული სხვა გარემოებები. 2 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ვ 2“ და „ვ 3“ ქვეპუნქტების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ამ კანონის მე-16 და მე-18 მუხლების „გ“, „დ.ა“ და „დ.გ“ ქვეპუნქტებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 9 1 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებსა და „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვების მაძიებლებზე, გარდა ამ მუხლის 2 5 პუნქტით განსაზღვრული პირებისა. 4 2 . ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვების (გარდა ტრანზიტის ნებართვისა და იმ ნებართვებისა, რომლებსაც გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო), აგრეთვე „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვების (გარდა ტრანზიტის ნებართვისა) მაძიებლები ვალდებული არიან, შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარუდგინონ ცნობები მათი ნასამართლობის, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემი ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ნებართვის გამცემ ორგანოს წარუდგინოს ცნობა მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. 25. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ვ2“ და „ვ3“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონით და „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ტრანზიტის ნებართვის მაძიებელ უცხო ქვეყნის რეზიდენტზე. 26. თუ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულია დანაშაულის ჩამდენი პირისათვის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების ჩამორთმევა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულზე მეტი ვადით, გამოიყენება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისი ნორმები. 3. შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიმართ გამოცემული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გაუქმების შემთხვევაში ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების შესახებ და ლიცენზიის/ნებართვის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე. ამ პუნქტის მოქმედება ვრცელდება იმ ლიცენზიაზე/ნებართვაზე, რომლის გაცემის 4 ერთ-ერთი საფუძველი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედროტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია. 4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე კვლავ ჩაიდენს იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს, ახალი დანაშაულისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ 4-წლიან, 8-წლიან ან 12წლიან ვადას სრულად დაემატება წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის დადგენილი 4-წლიანი, 8-წლიანი ან 12-წლიანი ვადა. 5. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ, იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული 4-წლიანი, 8-წლიანი ან 12-წლიანი ვადის ამოწურვამდე კვლავ ჩაიდენს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს, ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ვადა დაემატება ახალი დანაშაულისთვის დადგენილ 4-წლიან, 8წლიან ან 12-წლიან ვადას. 5