„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-24
ბიუროს ნომერი 202
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის
შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24,
02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 923 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ე) ეს არის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის
ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება.“.
2. 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პრობაციის ბიუროს უფროსი მსჯავრდებულის შესაბამისი განცხადებისა
და სათანადო საფუძვლის (მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 260-ე და 2731 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების
ჩადენისათვის მსჯავრდებული პირებისათვის − ნარკოლოგიური შემოწმების
შესახებ შესაბამისი დასკვნის) არსებობის შემთხვევაში მსჯავრდებულისათვის
პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ
შუამდგომლობით მიმართავს პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი
მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას (შემდგომ −
მუდმივმოქმედი კომისია).“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია წარმოდგენილ საკანონმდებლო
ცვლილებების პაკეტში შემავალი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია ტექნიკური ცვლილების განხორციელება
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში, რაც გამომდინარეობს
წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი „საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტიდან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით ხდება „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და
პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 923 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“
ქვეპუნქტიდან სიტყვების „თუ ეს ქმედება არ იწვევს სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას“ ამოღება, აგრეთვე 21-ე მუხლის მე-4 პუნქტიდან საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლზე მითითების ამოღება, რაც
განპირობებულია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსიდან 273-ე მუხლისა და 2731 მუხლის პირველი ნაწილის
ამოღებით.
კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 90ე დღეს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებით აუცილებელ ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
1
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იწვევს საქართველოს სახელწიფო ბიუჯეტში
დამატებით აუცილებელ ხარჯებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
ასეთი ფინანსური შედეგები არ არსებობს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა
სახის გადასახადელი. კანონპროექტით არ იცვლება არსებული გადასახადები,
მოსაკრებლები ან სხვა სახის გადასახადელები.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
ორგანიზაციებში
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
2
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ევროკავშირის ასეთი სამართლებრივი აქტი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი ორგანიზაცია, დაწესებულება და ექსპერტი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
ასეთი შეფასება არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კობა დავითაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“.
3
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 923. დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და დისციპლინური
გადაცდომის სახეები
1. მსუბუქი ან მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს
შეიძლება შეეფარდოს დისციპლინური სახდელი.
2. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეებია:
ა)
სამსახურებრივი
მოვალეობის
განზრახ
ან
გაუფრთხილებლობით
შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
ბ) პრობაციის ეროვნული სააგენტოსათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი
ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეულად ან გაუფრთხილებლობით შექმნა;
გ) ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოსამსახურისა და სამინისტროს სისტემის
დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელის (ბრალეული ქმედების)
ჩადენა, განურჩევლად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ მის გარეთ;
დ) საქართველოს კანონმდებლობის, უშუალო ხელმძღვანელის ან/და ზემდგომი
ხელმძღვანელის კანონიერი მითითების შეუსრულებლობა.
3. დისციპლინური გადაცდომა მძიმეა, თუ:
ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი
პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში
სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას;
ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა პრობაციის ეროვნული
სააგენტოს რეპუტაციას ან პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მომუშავე
მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს;
გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი
მიადგა პრობაციის ეროვნულ სააგენტოს;
დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე მოსამსახურემ ჩაიდინა ახალი
დისციპლინური გადაცდომა;
ე) ეს არის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ექიმის
დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, თუ ეს ქმედება არ იწვევს
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
მუხლი 21. პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინების სახეები
1. პრობაციის ბიუროს უფროსი სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში
სასამართლოს მიმართავს ერთ-ერთი შემდეგი წარდგინებით:
ა) მსჯავრდებულისათვის დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის
სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ;
ა1) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის
მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ;
ბ) მსჯავრდებულისათვის დანიშნული გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა
სახით შეცვლის შესახებ;
1
გ) სასამართლოს მიერ პირობით მსჯავრდებულისათვის დაკისრებული
მოვალეობის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმების ან მისთვის ახალი მოვალეობის
დაკისრების შესახებ;
დ) (ამოღებულია – 11.11.2011, №5266);
ე)
პირობით
მსჯავრდებულისათვის
დაკისრებული
მოვალეობის
შეუსრულებლობის ან ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების გამო
გამოსაცდელი ვადის არა უმეტეს ერთი წლით გაგრძელების შესახებ;
ვ) პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის
აღსრულების შესახებ;
ზ) პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმებისა და სასჯელის მოუხდელი
ნაწილის აღსრულების შესახებ;
თ) სასჯელის მოხდის გადავადების გაუქმებისა და განაჩენით დანიშნულ ადგილას
მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნის შესახებ;
ი) იურიდიული პირისათვის დანიშნული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის
სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ;
კ) მსჯავრდებულისათვის დანიშნული შინაპატიმრობის სხვა სახის სასჯელით
შეცვლის შესახებ.
2. წარდგინება შეიტანება სასამართლოში მსჯავრდებულის საცხოვრებელი
ადგილის (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართის) მიხედვით, ხოლო ასეთის
არარსებობის შემთხვევაში – შესაბამისი პრობაციის ბიუროს ადგილმდებარეობის
მიხედვით.
3. წარდგინების დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ
განჩინება სასამართლოს გამოაქვს წარდგინების შეტანიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
4. პრობაციის ბიუროს უფროსი მსჯავრდებულის შესაბამისი განცხადებისა და
სათანადო საფუძვლის (მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
260-ე,
273-ე
და
273 1 მუხლებით
გათვალისწინებული
დანაშაულების
ჩადენისათვის მსჯავრდებული პირებისათვის − ნარკოლოგიური შემოწმების
შესახებ შესაბამისი დასკვნის) არსებობის შემთხვევაში მსჯავრდებულისათვის
პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ
შუამდგომლობით მიმართავს პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი
მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას (შემდგომ −
მუდმივმოქმედი კომისია).
5. (ამოღებულია - 01.06.2017, №954).
51. (ამოღებულია - 01.06.2017, №954).
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წარდგინებით პრობაციის
ბიუროს უფროსი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი
შეთანხმების საფუძველზე მიმართავს სასამართლოს.
2