„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 11 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-03
ბიუროს ნომერი 216
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ღ) საჯარო სამართლის იურიდიული პირს - საპენსიო სააგენტოს „თაობათა
სოლიდარობის და დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის
საფუძველზე
გამოცემული
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტებით
გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, საქართველოს
ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი ფორმით.“.
2. 82-ე მუხლის პირველ ნაწილის „ბ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ3) „თაობათა სოლიდარობის და დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს
კანონის საფუძველზე მიღებული პენსია,
გარდა „თაობათა სოლიდარობის და
დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევებისა;“;
3. 101-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) „თაობათა სოლიდარობის და დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს
კანონის
შესაბამისად
დამსაქმებლის
მიერ
დასაქმებულის
სახელით
და
მის
სასარგებლოდ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანების
მოცულობა, გარდა „თაობათა სოლიდარობის და დაგროვებითი პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით და 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
4. 103-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) „თაობათა სოლიდარობის და დაგროვებითი პენსიის შესახებ“
კანონის
შესაბამისად
დამსაქმებლის
მიერ
დასაქმებულის
საქართველოს
სახელით
და
მის
სასარგებლოდ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანების
მოცულობა, გარდა „თაობათა სოლიდარობის და დაგროვებითი პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით და 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
პროექტი
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების
შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „საქართველოს კანონში „დაგროვებითი პენსიის
შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის ინიცირება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია, “დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში
განსახორციელებელ ცვლილებასთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისობაში
მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის საშუალებით ხდება “დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს
კანონში განსახორციელებელ ცვლილებასთან „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“
შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ იცვლება: „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 39-ე
მუხლის მე-2 ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტი, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ3 ქვეპუნქტი, 101-ე
მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, 103-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
ბიუჯეტიდან
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
გ)კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ)
კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს;
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს;
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირისის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს;
დ)კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
ე) კანონპროექტის ავტორი:
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საგადასახადო კოდექსის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 39. საგადასახადო საიდუმლოება
1. საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი
ინფორმაცია (გარდა ამ მუხლის 1 ნაწილში აღნიშნული ინფორმაციისა) საგადასახადო
საიდუმლოებას განეკუთვნება.
11. საგადასახადო საიდუმლოებას არ განეკუთვნება და საჯაროა გადასახადის
გადამხდელის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ;
ბ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ;
გ) სტატუსი;
დ) სახელწოდება;
ე) სამართლებრივი ფორმა;
ვ) მისამართი;
ზ) საიდენტიფიკაციო ნომერი;
თ) საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების თარიღი;
ი) მარეგისტრირებელი ორგანო;
კ) საგადასახადო დავალიანება;
ლ) ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირები;
მ) დამფუძნებლები;
ნ) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების და ქონებაზე დადებული ყადაღის
შესახებ;
ო) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში
რეგისტრირებული სხვა საჯარო ინფორმაცია;
პ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრირებული
საჯარო ინფორმაცია.
2. საგადასახადო ორგანო, მისი თანამშრომელი, მოწვეული სპეციალისტი ან/და ექსპერტი
ვალდებულია დაიცვას გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება,
რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. მას
უფლება აქვს, ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული
ინფორმაცია გადასცეს მხოლოდ შემდეგ პირებს:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს და საქართველოს
ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წევრებს – ამ პირთა
მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით;
ბ) სამართალდამცავ ორგანოებს − მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის
საქმეებთან დაკავშირებით;
[ ბ1 ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს − „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას; (
ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ]
გ) სასამართლოს – სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით,
გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების ან პასუხისმგებლობის
განსაზღვრის მიზნით;
დ) სხვა სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს – საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულების შესაბამისად;
ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს (შემდგომ – აღსრულების
ეროვნული ბიურო) და კერძო აღმასრულებელს – „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულების
პროცესში ან/და საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის
დადებული
ხელშეკრულებით
გათვალისწინებული
უფლებამოსილებების
განხორციელებისას;
ვ) საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატს) – საქართველოს
მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
ზ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურს – მოსამართლის ბრძანების საფუძველზე,
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ;
[ ზ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურს – მოსამართლის ბრძანების საფუძველზე,
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით
დადგენილი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით; (ამოქმედდეს საქართველოს
პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის
დადებისთანავე) ]
თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ –
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) საგადასახადო ორგანოსა და საჯარო რეესტრის
ეროვნულ სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული
უფლებამოსილებების განხორციელებისას ;
ი) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ პირებს, საქართველოს ფინანსთა
მინისტრის მიერ დადგენილი წესით გადასახადის გადამხდელისათვის მისი
საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით;
კ) (ამოღებულია - 01.05.2015, №3581);
ლ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს –
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
უფლებამოსილებების
განხორციელებისას;
მ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის
სამსახურს – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების
განხორციელებისას;
ნ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს –
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
უფლებამოსილების
განხორციელებისას, აგრეთვე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბირთვული და
რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას – „ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია;
ო) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალ ადმინისტრაციულ
ორგანოებს
–
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით;
პ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – კონკურენციის სააგენტოს – საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას;
ჟ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სურსათის ეროვნულ
სააგენტოს – საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენს/საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის მოადგილეს
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
უფლებამოსილების
განხორციელებისას;
ს) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს – ამ სააგენტოს მიერ
აღნიშნული ინფორმაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საჯარო
სამსახურის
ბიუროსათვის
გადასაცემად,
„საჯარო
სამსახურში
ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე
გამოცემული
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტებით
გათვალისწინებული
უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, მონაცემების ელექტრონული
მიმოცვლის სისტემის ფუნქციონირებისათვის;
ტ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს – საერთაშორისო
ვაჭრობაში ჩართულ სუბიექტთა შორის დოკუმენტაციის ელექტრონული მიმოცვლის
სისტემის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფორმაცია;
უ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს − „ნარჩენების
იმპორტის,
ექსპორტის
და
ტრანზიტის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული ინფორმაცია;
ფ) (ამოღებულია - 05.07.2018, №3109);
ქ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – წიაღის ეროვნულ სააგენტოს –
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
უფლებამოსილების
განხორციელებისას;
ღ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საპენსიო სააგენტოს „დაგროვებითი პენსიის
შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების
განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი
ფორმით.
3. საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ინფორმაციის საიდუმლოება, არ გამოიყენოს
იგი პირადი მიზნებისათვის ან არ გადასცეს სხვა პირს, რაც ითვლება საგადასახადო
საიდუმლოების გახმაურებად. საგადასახადო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების
დაკარგვა ან ასეთი ინფორმაციის გახმაურება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.
31. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირებს და მათ თანამშრომლებს , რომლებ მაც მიიღეს ამ მუხლით
განსაზღვრული ინფორმაცია, უფლება არ აქვთ, გაახმაურონ ამ ინფორმაციის
საიდუმლოება.
4. საგადასახადო ორგანოში არსებულ, საგადასახადო საიდუმლოების შემცველ
ინფორმაციას აქვს შენახვისა და დამუშავების სპეციალური რეჟიმი. საგადასახადო
საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან შეიძლება დაშვებულ იქნენ მხოლოდ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირები
ფინანსთა მინისტრის მიერვე დადგენილი წესის შესაბამისად.
5. გადასახადის გადამხდელის წერილობითი ნებართვის შემთხვევაში გადასახადის
გადამხდელის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს სხვა პირს. გადასახადის
გადამხდელის მიერ თავისი საგადასახადო ინფორმაციის საჯაროდ, მასობრივი
ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნება ან/და გავრცელება ჩაითვლება ამ გადასახადის
გადამხდელის ნებართვად აღნიშნული საგადასახადო ინფორმაციის ფარგლებში
საგადასახადო ორგანოს მიერ მესამე პირისათვის ინფორმაციის გადაცემაზე.
6. ეს მუხლი არ გამოიყენება ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული
საჯარო შეტყობინების, აგრეთვე ეკონომიკური საქმიანობის ყალბი საგადასახადო
დოკუმენტებით განმახორციელებელ პირთა შესახებ ინფორმაციის შემოსავლების
სამსახურის მიერ გავრცელების მიმართ.
მუხლი 82. გადასახადისაგან გათავისუფლება
1. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა
შემოსავლების შემდეგი სახეები:
ა) არარეზიდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიურ და
მათთან გათანაბრებულ დაწესებულებებში დაქირავებით მუშაობით მიღებული
შემოსავლები;
ბ) მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სახელმწიფო
აკადემიური სტიპენდია, მაგროვებადი და დაბრუნებადი ხასიათის არასახელმწიფო
საპენსიო სქემიდან მიღებული პენსია განხორციელებული შენატანების ოდენობით,
სახელმწიფო სტიპენდია, დახმარებებისა და ერთჯერადი გასაცემლების მიზნით
ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ან/და ბიუჯეტის სარეზერვო
ფონდებიდან მიღებული თანხები;
ბ1 ) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო ( არაკომერციული )
იურიდიული პირიდან საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში მიღებული
სარგებელი ;
ბ2 ) მკურნალობის ან/და სამედიცინო მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად
საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მიღებული სარგებელი;
ბ3 ) დაგროვებითი პენსია განხორციელებული საპენსიო შენატანების და შესაბამისი
სარგებლის ოდენობით, გარდა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს
კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
გ) ოლიმპიურ თამაშებში, საჭადრაკო ოლიმპიადებში, მსოფლიო ან/და ევროპის
ჩემპიონატებში, ევროპის თამაშებში, მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ
თამაშებში
ან/და
ევროპის
ახალგაზრდულ
ოლიმპიურ
ფესტივალებში
გამარჯვებისათვის ან/და საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენებისა და
მათი მწვრთნელების, აგრეთვე საქართველოს ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალის
მიერ მიღებული ფულადი და სხვა სახის ჯილდოები, აგრეთვე საქართველოს
მთავრობის შესაბამისი დადგენილებით სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ,
არაოლიმპიურ და ცალკეულ სათამაშო სახეობებში სპორტსმენებისა და მათი
მწვრთნელებისათვის, აგრეთვე საექიმო პერსონალისათვის დაწესებული სხვა
ფულადი პრიზები;
დ) ალიმენტი;
ე) განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება (შემოსავალი);
ვ) ფიზიკური პირის მიერ:
ვ.ა) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის)
მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
ვ.ბ) საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვეზე მეტი ვადით საკუთრებაში
არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
ვ.გ) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივების მიწოდებით მიღებული
ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივების მიწოდებამდე ეკონომიკურ
საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
ამასთანავე,
აქტივების
ეკონომიკურ
საქმიანობაში გამოყენებად არ ითვლება მათი 2 წლის შემდეგ მიწოდება ან/და ფასიანი
ქაღალდების/წილის მხოლოდ ფლობა დივიდენდებისა და პროცენტების მიღების
მიზნით;
ზ) საგადასახადო წლის განმავლობაში I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან
მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება;
თ) საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ჩუქებით მიღებული ქონების
ღირებულება, გარდა დაქირავებულის მიერ დამქირავებლისაგან ჩუქებით მიღებული
ქონების ღირებულებისა;
ი) საგადასახადო წლის განმავლობაში III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000
ლარამდე ღირებულების, ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების
ღირებულება;
კ) ფიზიკური პირისათვის (დონორისათვის) გაღებული სისხლის საკომპენსაციო
კვებისათვის გაცემული თანხა;
ლ) 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის
მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი
მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის
განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს
არ აღემატება;
მ) პრივატიზების წესით (მათ შორის, უსასყიდლოდ) ქონების მიღების შედეგად,
აგრეთვე მიწისძვრითა და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა
მიერ დაზიანებული ბინების სანაცვლოდ იმავე დასახლებულ პუნქტში ან
ეკომიგრანტების მიერ სხვა დასახლებულ პუნქტში ბინების უსასყიდლოდ მიღების
შედეგად წარმოშობილი სარგებელი;
მ1 ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში
(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საკუთრების უფლების აღიარების
შედეგად წარმოშობილი სარგებელი;
ნ) დროებითი საცხოვრებელი ადგილის სანაცვლოდ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული
სტატუსის მქონე პირის, იძულებით გადაადგილებული ფიზიკური პირის მიერ
პრივატიზების პროგრამის ფარგლებში მიღებული კომპენსაციები; ასევე იძულებით
გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული
ქონების ღირებულება და ამ ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული
შემოსავალი;
ო) ფიზიკური პირის (I რიგის მემკვიდრის) მიერ ჯამურად მის და
მამკვიდრებლის/მჩუქებლის საკუთრებაში 2 წელზე მეტი ვადით არსებული
მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
პ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების
რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი;
ჟ) (ამოღებულია - 23.12.2017, №1935);
რ) არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი
საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ რისკის დაზღვევისა
და გადაზღვევის საფუძველზე;
ს) არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი,
რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას;
ტ) სახელმწიფოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს, აგრეთვე საერთაშორისო ფინანსური
ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული
შემოსავალი. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სია განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
უ) სახელმწიფოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს, აგრეთვე საერთაშორისო ფინანსური
ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი
შემოსავალი და საქართველოს ეროვნულ ბანკში ანგარიშებზე განთავსებულ სახსრებზე
დარიცხული პროცენტებიდან მიღებული შემოსავალი. საერთაშორისო ფინანსური
ინსტიტუტების სია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
უ1 ) რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით
გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ
ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის მიწოდებით მიღებული
შემოსავალი;
უ2 ) რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ 2023 წლის 1 იანვრამდე საქართველოში
საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი
ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი;
უ3 ) რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით
გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ
ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის მიწოდებით
მიღებული შემოსავალი;
ფ) რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის,
სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან
მიღებულ შემოსავალს;
ქ)
სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას დასახიჩრებული
ან/და
დაინვალიდებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურისათვის ან
სამხედრო მოსამსახურისათვის, აგრეთვე მისი დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახზე
(მემკვიდრეზე) დამქირავებლის მიერ გაცემული დახმარება; ღ) ლატარიიდან
მიღებული მოგება, რომლის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს; ყ) ამხანაგობის
მიერ თავისი წევრისთვის (თანამფლობელისთვის) ქონების გადაცემით მიღებული
შემოსავალი, თუ ამხანაგობის წევრები მხოლოდ ფიზიკური პირები არიან, ამხანაგობის
წევრთა შემადგენლობა არ შეცვლილა ამხანაგობის დაფუძნებიდან ქონების გადაცემის
(განაწილების) მომენტამდე და ამხანაგობა განაწილების მომენტისათვის არ არის
დამატებული ღირებულების გადასახადი ს გადამხდელი. ამ ქვეპუნქტის
მიზნებისათვის ამხანაგობის წევრის გარდაცვალებისას ამხანაგობის წევრის წილის
მემკვიდრეზე გადასვლა ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი წესით ამხანაგობის წევრის წილის რეალიზაცია არ განიხილება
ამხანაგობის წევრთა შემადგენლობის ცვლილებად;
შ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი,
თუ დაქირავებით მუშაობა ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე
საგადასახადო წლის განმავლობაში არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა და
შემოსავლის (ხელფასის) გადამხდელი არის არარეზიდენტი დამქირავებელი, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც ასეთი ხარჯი მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივი
დაწესებულების ხარჯებს, მიუხედავად იმისა, ეს ხარჯი ამ მუდმივი დაწესებულების
მიერ არის გადახდილი თუ არა;
ჩ) საწარმოს ლიკვიდაციის ან კაპიტალის შემცირების გზით ამ საწარმოს პარტნიორ
ფიზიკურ პირზე წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემით
მიღებული ნამეტი, თუ საწარმოს წილზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების
წარმოშობიდან გასულია 2 წელზე მეტი ;
ც) 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური
პირის მიერ ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასი, თუ დამქირავებლის მიერ
აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ
აღემატება;
ძ) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე ტოტალიზატორის
მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, გარდა
სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული შემოსავლისა
;
წ ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დადგენილი წესით
რეგისტრირებული პირის (რომელიც იღებს საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება
შესაბამისი დოკუმენტაციით), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის
ბრძოლაში დასახიჩრებული პირის, ასევე ტერიტორიული მთლიანობისათვის
ბრძოლაში დაღუპული პირის ოჯახის წევრის მიერ საქველმოქმედო ორგანიზაციისგან
უსასყიდლოდ მიღებული ქონების ღირებულება;
ჭ) ადმინისტრაციული ორგანოს (დამქირავებლის) მიერ თანამშრომლისთვის
(დაქირავებულისთვის) უძრავი ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ საკუთრებაში
გადაცემით მიღებული სარგებელი;
ჭ1 ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანამშრომლისთვის სამსახურებრივი
მოვალეობების
შესრულებისას
პირად
მფლობელობაში
არსებული
ავტომობილისათვის განკუთვნილი საწვავის უსასყიდლოდ გადაცემით მიღებული
სარგებელი;
ხ) ამ კოდექსის 249-ე მუხლით გათვალისწინებული თავდებობის, საქართველოს
სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული თავდებობის, აგრეთვე სერვიტუტის
უსასყიდლო მომსახურების გამწევის მიერ ამ მომსახურებიდან მისაღები კომპენსაცია
და უსასყიდლო მომსახურების მიმღების მიერ მიღებული სარგებელი;
ჯ) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და მის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე
სასტუმროს ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ
სასტუმრო ნომრის მესაკუთრისათვის კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს
60 დღის ვადით სასტუმროს მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ
გაწევის შედეგად სასტუმრო ნომრის მესაკუთრის მიერ მიღებული სარგებელი;
ჯ1 ) მაღალმთიან დასახლებაში ან ისეთ დასახლებაში, სადაც ნოტარიუსის
თანამდებობაზე დანიშვნის მომენტისათვის სანოტარო მომსახურება სათანადოდ
ხელმისაწვდომი არ იყო, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული, ნოტარიუსის მიერ სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა
პალატისაგან ფინანსური დახმარების სახით მიღებული შემოსავალი;
ჰ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული წესით გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ გაკოტრების
რეჟიმში მყოფი პირის მიერ მიღებული შემოსავალი;
ჰ1 ) ფიზიკური პირის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მყოფი პირისაგან
დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი.
ჰ2) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული
საკუთრების სანაცვლო ანაზღაურება;
[ ჰ2 ) საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული
საკუთრების სანაცვლო ანაზღაურება; (ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის
მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის
დადებისთანავე) ]
ჰ3 ) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის
მიერ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის ფარგლებში განხორციელებული
საქმიანობით მიღებული შემოსავალი – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10
კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის
ჩათვლით);
ჰ4 ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ
წარმოებული
ჭარბი
ელექტროენერგიის
განაწილების
ლიცენზიატისათვის
მიწოდებით მიღებული შემოსავალი;
[ ჰ5 ) სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ ამ კოდექსის 24 მუხლის მე-2
ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობიდან მიღებული
შემოსავალი. ( ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ] შენიშვნა: ამ ნაწილის „უ “–„უ “
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი გამოიყენება იმ
შემთხვევაშიც, თუ სასესხო/წილობრივი ფასიანი ქაღალდი საქართველოს ეროვნული
ბანკის მიერ აღიარებამდეა სავაჭროდ დაშვებული ორგანიზებულ ბაზარზე.
ამასთანავე, აღნიშნული შეღავათი მოქმედებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
ორგანიზებული ბაზრის აღიარების თარიღიდან.
2. საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება:
ა) შემდეგ ფიზიკურ პირთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული
დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე:
ა.ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის,
თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი და
სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანი საქართველოს
მოქალაქეების;
ა.ბ) პირის, რომელსაც მინიჭებული აქვს „ქართვლის დედის“ საპატიო წოდება;
ა.გ) მარტოხელა დედის;
ა.დ) პირის, რომელმაც იშვილა ბავშვი (შვილად აყვანიდან 1 წლის განმავლობაში);
ა.ე) პირის, რომელმაც მინდობით აღსაზრდელად აიყვანა ბავშვი;
ა.ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სამ- ან მეტშვილიანი პირის
(რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ მაღალმთიან
დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში
ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი. მაღალმთიან დასახლებაში
მუდმივად მცხოვრებ ერთ- ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის
ერთი ან ორი შვილი) მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან
კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3 000 ლარამდე
დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი 50 პროცენტით
უმცირდება;
ბ) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და
მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ
კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000
ლარამდე;
ბ1 ) იმ პირის მიერ, რომელმაც „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო
ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის
ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობასთან
დაკავშირებით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, კალენდარული წლის
განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი;
[ ბ1 ) იმ პირის მიერ, რომელმაც „საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო
ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის
ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობასთან
დაკავშირებით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, კალენდარული წლის
განმავლობაში მიღებული 6 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი; (ამოქმედდეს
საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე)]
გ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის
მიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში
მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო
ორგანიზაციიდან და სახელმწიფოს მიერ ან ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოს მიერ დაფუძნებული სამედიცინო დაწესებულებიდან ხელფასის სახით
მიღებული შემოსავლისა.
3. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საშემოსავლო
გადასახადის გადამხდელს წარმოექმნება ერთზე მეტი საგადასახადო შეღავათის
უფლება, მასზე გავრცელდება მათგან ერთი, უმაღლესი შეღავათი.
4. ამ მუხლის მიზნებისათვის:
ა) აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება:
ა.ა) მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით
საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღიდან;
მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებრივად ერთ საგნად რეგისტრირებული აქტივის
გაყოფის შემთხვევაში მიღებული აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა
აითვლება გაყოფამდე არსებული აქტივის საკუთრებაში ფლობის თარიღიდან;
ა.ბ) თუ არ ხდება საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია,
– საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტიდან;
ბ) აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც:
ბ.ა) სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას
მისი შეძენის ფასს შორის;
ბ.ბ) სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და უსასყიდლოდ მიღების მომენტში მის
საბაზრო ფასს შორის, თუ აქტივზე საკუთრების უფლება უსასყიდლოდ იყო
მიღებული.
გ) ქონების ჩუქებისას ან/და ანდერძით მემკვიდრეობისას I, II, III და IV რიგის
მემკვიდრეებად ითვლებიან შემდეგი პირები:
გ.ა) I რიგის მემკვიდრეებად − მეუღლე, შვილი, ნაშვილები, შვილიშვილი,
შვილიშვილის შვილი და მისი შვილი, მშობელი და მშვილებელი;
გ.ბ) II რიგის მემკვიდრეებად − და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები;
გ.გ) III რიგის მემკვიდრეებად − ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა,
როგორც დედის, ისე მამის მხრიდან;
გ.დ) IV რიგის მემკვიდრეებად − ბიძა (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდა და მამიდა.
5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო წლის
მიხედვით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების
მიზნით დაქირავებული პირი ვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ
დადგენილი წესით წარუდგინოს დამქირავებელს შეღავათით სარგებლობის შესახებ
საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა. ერთზე მეტი სამუშაო ადგილის
არსებობის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელდეს შეღავათი,
განსაზღვრავს დაქირავებული პირი.
მუხლი 101. ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები
1. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ
დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი,
მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი,
ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება
ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ
სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით:
ა) ნებისმიერი სახეობის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოსაყენებლად
მიღებისას – შესაბამისი საგადასახადო წლის დასაწყისისათვის ამ ავტომობილის
საბალანსო ღირებულების 0,1 პროცენტი დაქირავებულის მიერ ავტომობილის კერძო
სარგებლობის მიზნით გამოყენების ყოველი დღისათვის;
ბ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის
მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით
სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული
საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა;
გ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/ მომსახურების
მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას – ასეთი საქონლის/მომსახურების
საბაზრო ფასი;
დ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საცხოვრებლის სარგებლობაში
გადაცემისას – საიჯარო ქირის წლიური საბაზრო ღირებულება (შესაბამისი პერიოდის
პროპორციულად);
ე) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის ან მის კმაყოფაზე მყოფთათვის
განათლების მისაღებად დახმარების გაწევისას (დაქირავებულის ვალდებულებათა
შესრულებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომზადების პროგრამის ჩაუთვლელად)
– დამქირავებლის მიერ განათლების მისაღებად გაწეული დახმარების ღირებულება; ვ)
დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის ხარჯების ანაზღაურებისას –
ანაზღაურების თანხა;
ზ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის ვალის ან ვალდებულების პატიებისას
– ვალის ან ვალდებულების თანხა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფულადი
მოთხოვნის იძულებითი გადახდევინების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად გასაწევი ხარჯი აღემატება
ფულადი მოთხოვნის თანხას;
თ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის
დაზღვევის შემთხვევაში ან საპენსიო დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით
სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის გადახდისას – დამქირავებლის მიერ გადახდილი
სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის მოცულობა; ი) სხვა შემთხვევაში – სარგებლის
საბაზრო ფასი ამ კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით.
3. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის:
ა) დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმის ფარგლებში;
ბ) წარმომადგენლობითი ხარჯების ანაზღაურება;
გ) დამქირავებლის მიერ საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე ან სამუშაო
ადგილიდან საცხოვრებელ ადგილამდე დაქირავებულის ორგანიზებულად გადაყვანა,
თუ
ამის საზოგადოებრივი
ტრანსპორტის გამოყენებით
განხორციელება
შეუძლებელია ან თუ მგზავრობა დაქირავებულის მიერ არაგონივრული ხარჯების
გაწევას ან/და არაგონივრული დროის დახარჯვას საჭიროებს;
დ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად
დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით და მის სასარგებლოდ საპენსიო
ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანების მოცულობა, გარდა
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით და
34-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული თანხა მოიცავს აქციზს, დამატებული
ღირებულების გადასახად ს და სხვა გადასახადს, რომელიც უნდა გადაიხადოს
დაქირავებულმა.
5. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთის
ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
მუხლი 103. შემოსავლები, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით
მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან
1. შემოსავლებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან და
ეკონომიკურ საქმიანობასთან, განეკუთვნება ნებისმიერი შემოსავალი ან
სარგებელი, გარდა:
ა) პარტნიორთა შენატანებისა, რომლებიც ზრდიან იმ საწარმოს წმინდა აქტივს,
რომელთა პარტნიორებიც არიან შენატანების განმახორციელებელი პირები;
ბ) დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით:
ბ.ა) ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე სადაზღვევო
შემთხვევის დადგომისას მზღვეველის მიერ დაზღვეული ფიზიკური პირისათვის
გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურებისა;
ბ.ბ) დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე სადაზღვევო შემთხვევის
დადგომისას მზღვეველის მიერ დაზღვეული ფიზიკური პირისათვის გადახდილი
სადაზღვევო ანაზღაურებისა, რომელიც არ აღემატება დამდგარი ზიანის
ოდენობას;
ბ1
)
„საქართველოს
ტერიტორიაზე
მოძრავი
უცხო
სახელმწიფოში
რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო
პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის –
სავალდებულო დაზღვევის ცენტრის მიერ მზღვეველისგან დელეგირებული
უფლებამოსილების ფარგლებში დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალების
მფლობელის
მიერ
დაზარალებულისთვის
(მესამე
პირისთვის)
ავტოსატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანის ისეთი ანაზღაურება,
რომელიც დამდგარი ზიანის ოდენობას არ აღემატება;
გ) ამ კოდექსის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკონტროლო
შესყიდვის მიზნით შეძენილი საქონლისა და მომსახურების ღირებულებისა,
აგრეთვე იმ პირის მიერ ფარულად მიღებული შემოსავალი ან სარგებელი,
რომელიც ფარულად უწევს დახმარებას სისხლის სამართლის გამოძიების
ორგანოებს.
დ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით და მის სასარგებლოდ საპენსიო
ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანების მოცულობა, გარდა
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4
პუნქტით და 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2.
პირის მიერ სხვა პირისაგან ქონების ან სარგებლის მიღების შემთხვევაში
ერთობლივ შემოსავალში შესატანი ქონების ან სარგებლის ღირებულება
განისაზღვრება ამ კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით.