„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 12 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-03
ბიუროს ნომერი 216
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სახელმწიფო
პენსიის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 390) მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის შემდეგ
დაემატოს 11 პუნქტი:
„11. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან
სამუშაოებში დასაქმებულ პირს ამ კანონით გათვალისწინებული პენსიის მიღების უფლება
საპენსიო ასაკის მიღწევამდე ხუთი (5) წლით ადრე წარმოეშობა.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
დღეს არსებული საკანონმდებლო ნორმით, საპენსიო ასაკი
პენსიის მიღების
უფლების მქონე ყველა ადამიანისთვის მსგავსია. ეს რეალობა არ ითვალისწინებს სამუშაოს
სპეციფიკას და სირთულეს. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მძიმე, მავნე და
საშიშპირობებიან
სამუშაო
ადგილებზე
დასაქმებული
პირების
სამუშაო
პირობები
განსაკუთრებით მძმეა. ხშირ შემთხვევაში ასეთ სამუშაო ადგილებზე დასაქმებული პირების
მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აღწევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ
საპენსიო ასაკს. შესაბამისად მათი ინტერესების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია პენსიის
მიღების უფლება მათ უფრო ადრე წარმოეშვათ.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მძიმე,
მავნე და საშიშპირობებიან სამუშაო ადგილებში დასაქმებულ ადამიანებს „სახელმწიფო
პენსიის შესახებ“ კანონით განსაზღვრული პენსიის მიღების უფლება 5 წლით ადრე
წარმოეშვათ.
აღნიშნული
ნორმა
ასევე
წარმოდგენილია
„საქართველოს
კანონში
„დაგროვებითი პენსიის შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მძიმე,
მავნე და საშიშპირობებიან სამუშაო ადგილებზე დასაქმებულ პირებს „სახელმწიფო პენსიის
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვული პენსიის მიღების უფება 5 წლით ადრე
წარმოეშვებათ. ამასთან ის შესაბამისობაშია „საქართველოს კანონში „დაგროვებითი პენსიის
შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე“ წარმოდგენილ კანონპროექტთან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას
მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე. გაიზრდება საბიუჯეტო ხარჯები, ვინაიდან გაიზრდება „სახელმწიფო პენსიის
შესახებ“ საქართველოს კანონით გასაცემი პენსიის მიმღებთა რაოდენობა.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
გ)კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ)
კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს;
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს;
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირისის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს;
დ)კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
ე) კანონპროექტის ავტორი
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“
მუხლი 5. პენსიაზე უფლების წარმოშობა
1. პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა.
ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.
2. თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა უფლება ამ კანონითა და „სახელმწიფო კომპენსაციისა
და
სახელმწიფო
აკადემიური
სტიპენდიის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებულ სარგებლებზე, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის
მოთხოვნის უფლება, მისივე არჩევით.
3. პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო
საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და
სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2
პუნქტის „მ“–„პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებზე.