„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.11.2018
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატები"
ნომერი
#07-3/250/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-12-03
ბიუროს ნომერი 216

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) დაემატოს 2261 მუხლი „2261. ყოველწლიურად საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე ამტკიცებს, საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წარმოდგენილ, დაგროვების კოეფიციენტის განაკვეთს. საქართველოს პარლამენტი დაგროვების კოეფიციენტის განაკვეთს ამტკიცებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.“ მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ: ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი: რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით, საქართველოს პარლამენტი ყოველწლიურად საშემოდგომო სესიაზე ამტკიცებს საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წარდგენილ დაგროვების კოეფიციენტის განაკვეთს. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მიზანი: რეგლამენტის პროექტის მიზანია, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განისაზღვროს ნორმა, რომლის მიხედვით პარლამენტი ამტკიცებს საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წარდგენილ დაგროვების კოეფიციენტის განაკვეთს. ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: რეგლამენტის პროექტით, საქართველოს პარლამენტს ემატება 2261 მუხლი, რომლის მიხედვით განისაზღვრება პარლამენტის უფლებამოსილება ყოველი წლის საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცოს საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წარდგენილი დაგროვების კოეფიციენტის განაკვეთი. ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: რეგლამენტის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება: რეგლამენტის პროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის შემოღებას. გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს; გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; ორგანიზაციებში გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს; გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირისის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს; დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“. ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“.