„საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
31.12.2018
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/303/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-04
ბიუროს ნომერი 233

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ მუხლი 1. ურთიერთობები, რომლებიც რეგულირდება ამ კანონით 1. ეს კანონი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი, საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდებიან საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით. მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება − მექანიკური (ძრავიანი/ელექტროძრავიანი) სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია (მათ შორის, ნებისმიერი სახის ტრაქტორი, თვითმავალი მანქანა, მისაბმელი), რომელიც განკუთვნილია ხმელეთზე გადაადგილებისათვის, გარდა სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებისა; ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი − პირი, რომლის საკუთრებაშია საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, ან პირი, რომელიც მართლზომიერად ფლობს მას; გ) დაზარალებული (მესამე პირი) − პირი (მათ შორის არარეზიდენტი), რომლის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და ქონებას მიადგა ზიანი საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას და რომელიც დაზარალებულად მიიჩნევა საქართველოს კანონმდებლობით წარმოშობილი ვალდებულებების გათვალისწინებული ზიანის მიყენების შედეგად საფუძველზე, აგრეთვე მისი მემკვიდრე შექმნილია სადაზღვევო (უფლებამონაცვლე/სამართალმემკვიდრე); დ) მზღვეველი – იურიდიული პირი, რომელიც საქმიანობის განსახორციელებლად, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის (არა სიცოცხლის) ლიცენზია; ე) დამზღვევი – ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი; ვ) ჯარიმა-პრემიის (ბონუს-მალუსის) სისტემა – საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების პირადი სტატისტიკიდან გამომდინარე, სადაზღვევო პრემიის ოდენობის გაზრდა ან შემცირება; ზ) სადაზღვევო ავტოსატრანსპორტო შემთხვევა საშუალების – საქართველოში მოძრაობისას ამ რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალების დაგორებით, მისაბმელით, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით დამაგრებული გადატანისას მოწყობილობით ტვირთის დაღვრით, ან ნივთით, დაბნევით ან გადმოვარდნით) წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაზარალებულის (მესამე პირის) სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და ქონებას მიადგა ზიანი; თ) სავალდებულო დაზღვევის პოლისი (სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულება) (დოკუმენტი/ელექტრონული დოკუმენტი) – სავალდებულო დაზღვევის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისათვის საჭირო შემდეგი მონაცემები: სავალდებულო დაზღვევის მხარეები, სავალდებულო დაზღვევის დაწყების დრო და დასრულების დრო, ძირითადი პირობები, სადაზღვევო ლიმიტები, სადაზღვევო პრემია, სადაზღვევო შემთხვევის რეგულირების და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის პრინციპები; ი) დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალება – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის მონაწილეობით დადგა სადაზღვევო შემთხვევა და მისი მონაცემების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით; კ) დაუზღვეველი რეგისტრირებული საშუალების ავტოსატრანსპორტო ავტოსატრანსპორტო მფლობელი/მძღოლი საშუალება, შესაბამისი საშუალება – რომლითაც ავტოსატრანსპორტო სავალდებულო საქართველოში დაზღვევის გარეშე გადაადგილდება; ლ) დაუძლეველი ძალა – საომარი მოქმედება, ხანძარი, აფეთქება; მ) სადაზღვევო ლიმიტი – ამ კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის შესაბამისი თანხის მაქსიმალური ოდენობა თითოეული დაზარალებულისთვის და თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის; ნ) სადაზღვევო ანაზღაურება - ამ კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით მზღვეველის მიერ დაზარალებულისათვის (მესამე პირისათვის) გადასახდელი თანხა; ო) სადაზღვევო პრემია - ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ ამ კანონით დადგენილი ოდენობის სადაზღვევო შესატანი; პ) პრევენციული ღონისძიებები - ღონისძებები, რომელიც მიმართულია სადაზღვევო შემთხვევათა შესამცირებლად, ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის სისტემების დასანერგად, ამ სახეობაში დაზღვევის განვითარების ხელშეწყობისაკენ და მისი ინფორმაციული უზრუნველყოფისთვის, სოციალური ან მატერიალურ-ტექნიკური ხასიათის სხვა ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით; ჟ) საერთაშორისო სისტემა „მწვანე ბარათი“ (შემდგომში „მწვანე ბარათი“) – ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის საერთაშორისო სისტემა, რომლის ფარგლებში გაცემული საერთაშორისო პოლისი „მწვანე ბარათი“ მოქმედებს ამავე სისტემაში გაერთიანებული წევრი ქვეყნების საზღვრებში. რ) სავალდებულო დაზღვევის ბიურო - საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ბიურო“ (შემდგომში - სავალდებულო დაზღვევის ბიურო). მუხლი 3. ზოგადი პირობები 1. საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით. მფლობელი/მძღოლი, რომელიც გადაადგილდება ავტოსატრანსპორტო საშუალებით და არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნას, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადმინისტრაციული წესით. 2. სავალდებულო დაზღვევა მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე, სავალდებულო დაზღვევის პოლისში მითითებული ვადით. ამასთანავე, სავალდებულო დაზღვევა იწყება შესაბამისი სადაზღვევო პრემიის გადახდის დღის 24 საათზე და სრულდება სავალდებულო დაზღვევის პოლისში აღნიშნული დაზღვევის პერიოდის დასრულების დღის 24 საათზე. 3. სავალდებულო დაზღვევის შეძენა შესაძლებელია მზღვეველთან, დაზღვევის აგენტის ან სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით ან ელექტრონულ-ტექნიკური გადახდის საშუალებით. 4. საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხიმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შეძენის ვალდებულება არ ვრცელდება: ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც არ ექვემდებარებიან რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) საქართველოს თავდაცვის ძალების, ასევე იმ ორგანოების, სადაც გათვალისწინებულია სამხედრო სამსახური მათ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელიც გამოიყენება სამხედრო დანიშნულებისათვის, გარდა ავტობუსებისა, მსუბუქი მანქანებისა და სხვა სამეურნეო დანიშნულების ტრანსპორტისა. 5. დამზღვევი უფლებამოსილია თავად აირჩიოს მზღვეველი, ხოლო მზღვეველს, რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ დაზღვევას, უფლება არ აქვს უარი უთხრას მფლობელს სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის განხორციელებაზე. მუხლი 4. ზიანი, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას 1. ამ კანონის შესაბამისად მზღვეველი არ ანაზღაურებს: ა) სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებით შეჯიბრების, გამოცდის, სწავლების ჩატარებისას მიყენებულ ზიანს; ბ) დაზარალებულის განზრახი ქმედებით გამოწვეულ ზიანს; გ) დაუძლეველი ძალით გამოწვეულ ზიანს; დ) ბირთვული ენერგიით, ასეთი ნივთიერების ან/და სახიფათო ტვირთის გადაზიდვით გამოწვეულ ზიანს; ე) სამხედრო ოპერაციით, სამხედრო მანევრით, სამხედრო გადატრიალებით, ტერორისტული აქტით გამოწვეულ ზიანს; ვ) მესამე პირის იმ ქონებისათვის მიყენებულ ზიანს, რომლის გადაზიდვა ხდება დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან მისაბმელით და საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეულია ამავე ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ; ზ) დაზარებულის პირადი ნივთებისათვის მიყენებულ ზიანს; თ) გარემოსათვის მიყენებულ ზიანს; ი) ანტიკვარული ნივთების, მეცნიერების, ხელოვნების და ლიტერატურის ნიმუშების, ინტელექტუალური საკუთრების სხვა ნიმუშების, ფასიანი ქაღალდების, ნაღდი ფულის, ძვირფასი ლითონების, ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვებისაგან დამზადებული ნივთების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისათვის მიყენებულ ზიანს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 5. სადაზღვევო პრემიის ოდენობა 1. წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობები ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით შეადგენს: ა) მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 - 110.00 ლარი; ბ) მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100.00 - 150.00 ლარი; გ) ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება – 160.00 - 240.00 ლარი; დ) სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება – 210.00 - 310.00 ლარი; ე) მისაბმელისათვის – 50.00 - 75.00 ლარი; ვ) სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის – 60.00 - 90.00 ლარი. 2. საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების პირადი სტატისტიკიდან გამომდინარე, მზღვეველი ვალდებულია გამოიყენოს ჯარიმა-პრემიის (ბონუს-მალუსის) სისტემა, რომლის ძირითად პირობებს, განხორციელების წესს და მაქსიმალურ პროცენტულ ოდენობას, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებისგან განსხვავებით, ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში - სამსახური). ამასთან, მზღვეველი უფლებამოსილია შეიმუშაოს და გამოიყენოს სამსახურის მიერ დადგენილზე დამატებითი პირობები, რომელიც არ აუარესებს არსებულს. 3. საქართველოში დროებითი ექსპლუატაციისათვის შემოტანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ვრცელდება არასრული წლის ვადით დაზღვევა, ყოველ ერთ თვეზე წლიური სადაზღვევო პრემიის 1/8–ით. დაზღვევის მინიმალური პერიოდი განისაზღვრება 1 თვით. 4. მზღვეველის მიერ, ამ კანონით განსაზღვრული თითოეულ სადაზღვევო შემთხევევის დროს სადაზღვევო ანაზღაურების ნაწილობრივ ან სრულად ანაზღაურებისას სადაზღვევო ლიმიტი არ მცირდება/არ იწურება და მფლობელი არ არის ვალდებული დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დარჩენილი ვადით. 5. მზღვეველს ეკრძალება ამ კანონით დადგენილი სადაზღვევო პრემიის ფარგლებში ან დამატებითი პრემიის გადახდით დამატებითი სადაზღვევო და სხვა ნებისმიერი პირობის დამზღვევისთვის შეთავაზება. 6. დაზღვევის პერიოდი განისაზღვრება 1 წლის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 7. დაზღვევის პერიოდის განმავლობაში გასხვისებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის მოქმედების პერიოდი ითვლება შეწყვეტილად. ახალი მფლობელი ვალდებულია გააფორმოს დაზღვევის ახალი ხელშეკრულება ამ კანონით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. ამასთან გამსხვისებელი უფლებამოსილია მოითხოვოს გამოუყენებელი დაზღვევის პერიოდის შესაბამისი სადაზღვევო პრემიის უკან დაბრუნება პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოცემული სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში გაცემულია სადაზღვევო ანაზღაურება. მუხლი 6. სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანისთვის 1. სავალდებულო დაზღვევის პოლისის მოქმედების პერიოდში თითოეული დაზარალებულის ჯანმრთელობისათვის, ქმედობაუნარიანობისათვის ან სიცოცხლისათვის მიყენებული ზიანისთვის სადაზღვევო ლიმიტის ოდენობაა 30 000 ლარი, ხოლო თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის სადაზღვევო ანაზღაურების ჯამური ლიმიტი − 300 000 ლარი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სადაზღვევო ლიმიტი ერთი დაზარალებულისთვის განისაზღვრება შემდეგი შემთხვევებისათვის და შემდეგი ოდენობით: ა) ჯანმრთელობის დაზიანების გამო სამედიცინო მომსახურების გაწევისათვის გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობაა 15 000 ლარი; ბ) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ან გარდაცვალების გამო გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობაა 30 000 ლარი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ზიანი ანაზღაურდება შემდეგი პროცენტული ოდენობით: ა) დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში – 100%-ით; ბ) დაზარალებულის ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის შემთხვევაში: ბ.ა) შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ხარისხისას – 100%-ით; ბ.ბ) შეზღუდვის მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხისას − 60%-ით; ბ.გ) შეზღუდვის ზომიერად გამოხატული ხარისხისას − 30%-ით. 4. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემდეგ 1 წლის განმავლობაში სადაზღვევო შემთხვევის შედეგად და მისგან გამომდინარე დაზარალებულის ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის/შეზღუდვის ხარისხის გაზრდის ან გარდაცვალების შემთხვევაში მზღვეველი ვალდებულია გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ოდენობით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სადაზღვევო ლიმიტსა და გაცემულ სადაზღვევო ანაზღაურებას შორის სხვაობას. ამასთანავე, ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ხარისხის გაზრდისას გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობაა შეზღუდვის გაზრდილ ხარისხსა და მანამდე არსებულ ხარისხს შორის სხვაობის შესაბამისი ოდენობა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სადაზღვევო ანაზღაურების მისაღებად დაზარალებული ვალდებულია მზღვეველს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები (გარდა მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტისა) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ახალი ხარისხის ან დაზარალებულის გარდაცვალების ფაქტის დადგენიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა. წინააღმდეგ შემთხვევაში მზღვეველები თავისუფლდებიან სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისაგან. 6. თუ ერთი სადაზღვევო შემთხვევის დროს რამდენიმე დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ჯამური ოდენობა აღემატება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სადაზღვევო ანაზღაურების ჯამურ ლიმიტს, სადაზღვევო ანაზღაურება თითოეულ დაზარალებულზე პროპორციულად გაიცემა. მუხლი 7. სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანისთვის 1. სავალდებულო დაზღვევის პოლისის მოქმედების პერიოდში თითოეული სადაზღვევო შემთხვევის დროს ერთი დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანისთვის სადაზღვევო ლიმიტის ოდენობაა 25 000 ლარი, ხოლო თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის სადაზღვევო ანაზღაურების ჯამური ლიმიტი 50 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. 2. დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანია: ა) დაზარალებულის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება ან განადგურება; ბ) გზის საფარის, გზის კონსტრუქციული ელემენტის, შენობის ან/და ნაგებობის დაზიანება ან განადგურება; გ) დაზარალებულის ქონების დაზიანება ან განადგურება. 3. დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის საფუძველია: ა) უძრავი ან მოძრავი ქონების დაზიანების შემთხვევაში – ქონების დაზიანებული ნაწილის შეკეთების/აღდგენის (სადაზღვევო შემთხვევის დღისათვის არსებული მდგომარეობის აღდგენის) ღირებულება; ბ) უძრავი ქონების სრული განადგურების (დაღუპვის) შემთხვევაში – სადაზღვევო შემთხვევის დღისათვის უძრავი ქონების აღდგენის რეალური ღირებულება რეალიზებადი ნარჩენების ღირებულების გამოკლებით; გ) მოძრავი ქონების სრული განადგურების (დაღუპვის) შემთხვევაში – მოძრავი ქონების რეალური საბაზრო ღირებულება შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისი (საღი) და რეალიზებადი ნარჩენების ღირებულების გამოკლებით ან მოძრავი ქონების ჩანაცვლების ღირებულება. 4. თუ დაზიანებული ქონების შეკეთების/აღდგენის რეალური ღირებულება არის ამ ქონების საბაზრო ღირებულების 70% ან 70%-ზე მეტი, შემთხვევა განიხილება ქონების სრულ განადგურებად (დაღუპვად). 5. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან ზიანის ოდენობაზე, თითოეულ მათგანს უფლება აქვს, ზიანის ოდენობის დასადგენად დამოუკიდებელ ექსპერტიზას მიმართოს. დამოუკიდებელი ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურება დაინტერესებულ მხარეს ეკისრება. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში საკითხი წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ დაზარალებული ქონებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრამდე უფლებამოსილია შეაკეთოს დაზიანებული ქონება მხოლოდ მზღვეველის წინასწარი წერილობითი თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზიანებული ქონების შეკეთება აუცილებელია დამატებითი ზიანის თავიდან აცილებისათვის. 7. დაზარალებულის მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობისას მზღვეველი უფლებამოსილია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარი განაცხადოს. 8. თუ ერთი სადაზღვევო შემთხვევის დროს რამდენიმე დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანის ჯამური ოდენობა აღემატება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სადაზღვევო ანაზღაურების ჯამურ ლიმიტს, სადაზღვევო ანაზღაურება თითოეულ დაზარალებულზე პროპორციულად გაიცემა. მუხლი 8. მზღვეველის პასუხისმგებლობა სავალდებულო დაზღვევის დროს 1. ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევით მზღვეველი იღებს ვალდებულებას ამ კანონით დადგენილ ფარგლებში აანაზღაუროს ის მატერიალური ზიანი, რომლის გადახდა ეკისრება მფლობელს/მძღოლს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას და მისი მონაწილეობით დაზარალებულის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და/ან ქონებისათვის მიყენებულ ზიანზე. 2. ორი ან მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების ურთიერთქმედების შედეგად მესამე პირისათვის ზიანის მიყენებისას, თუ დადგენილია საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე თითოეული მძღოლის ბრალეულობა, ზარალი ანაზღაურდება თანაბრად და სოლიდარულად, ამ კანონით დადგენილი სადაზღვევო ლიმიტების ფარგლებში. 3. ორი ან ერთმანეთისათვის შემთხვევაში მეტი ავტოსატრანსპორტო მიყენებული მონაწილე ზიანისას, თითოეული საშუალების თუ მძღოლის ურთიერთქმედების დადგენილია ბრალეულობა, შედეგად საგზაო–სატრანსპორტო ზარალი ანაზღაურდება თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ მიყენებული ზიანის ოდენობით, ამ კანონით დადგენილი სადაზღვევო ლიმიტების ფარგლებში. მუხლი 9. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები/ნებაყოფლობითი დაზღვევა 1. დაზარალებულებისათვის, სახელმწიფო პროგრამებში, რომლებიც ავტოსაგზაო მონაწილეობენ შემთხვევის ჯანმრთელობის შედეგად დაცვის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას უპირატესობა მიენიჭება ამ კანონით გათვალისწინებულ დაზღვევას. 2. თუ დაზარალებულის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ავტოსატრანსპორტო საშუალება ან სხვა ქონება, ხოლო მფლობელის/მძღოლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაზღვეულია ნებაყოფლობითი დაზღვევის პირობებით, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას, პირველ რიგში მოქმედებს ამ კანონით გათვალისწინებული სავალდებულო დაზღვევა. მუხლი 10. სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეტყობინების ვალდებულება და ზიანის ანაზღაურება მზღვეველის მიერ 1. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დადგომისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს, ხოლო დაზარალებული (მისი წარმომადგენელი) უფლებამოსილია შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – „112“-ს და დარჩეს საგზაოსატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას, თუ არ არსებობს სამედიცინო დაწესებულებაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მისვლის ან მის მიერ დაშავებული პირის (დაზარალებულის) გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა. 2. დაზარალებული ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა წერილობით მიმართოს მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების მიღების მოთხოვნით და წარუდგინოს ყველა აუცილებელი დოკუმენტი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისა და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისათვის მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ. 3. თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე მიმდინარეობს სასამართლო დავა, გამოძიება ან/და ექსპერტიზა, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადის დინება შეჩერდება შესაბამისი პროცედურის დამთავრებამდე. 4. თუ დაზარალებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს წარუდგენს, მფლობელმა/მძღოლმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მზღვეველს ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული შეტყობინება უთანაბრდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ დაზარალებულის შეტყობინების ვალდებულებას. 5. დაზარალებულის მიერ ამ მუხლში მითითებული ვადების დარღვევის შემთხვევაში მზღვეველი თავისუფლდება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისაგან. 6. ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი დოკუმენტების მიღებიდან გონივრულ ვადაში, რომელიც 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. 7. თუ დაზარალებულის მიერ ამ მუხლის მე–2 პუნქტში განსაზღვრული პირობების დაცვით მზღვეველისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის შესაწავლისას მზღვეველის მხრიდან წარმოიშვა სხვა ახალი გარემოებების გამორკვევის აუცილებლობა, მზღვეველი ვალდებულია დაზარალებულს წერილობით განუსაზღვროს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გონივრული ვადა. ამ მუხლის მე-6 პუნქტში განსაზღვრული ვადის დინება შეჩერდება ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარდგენამდე. 8. მზღვეველი ვალდებულია ამ კანონით გათვალისწინებული სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში დაზარალებულს სადაზღვევო ანაზღაურება გადაუხადოს ზიანის ოდენობის შესახებ შეთანხმების მხარეთა მიერ ხელმოწერიდან არაუგვიანეს 15 დღისა ან სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე დასაბუთებული უარი განაცხადოს ყველა საჭირო დოკუმენტის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. 9. ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული ვადის დარღვევის შემთხვევაში მზღვეველი დაზარალებულს უხდის საურავს გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. 10. იმ შემთხვევაში, როდესაც მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება ამ კანონით დადგენილ ანაზღაურების ლიმიტის ოდენობას, დაზარალებულს უფლება აქვს კანონდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის დამატებით ანაზღაურება, უშუალოდ იმ პირისაგან, რომელიც პასუხისმგებელია მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. 11. იმ შემთხვევაში, თუ მზღვეველის მიერ დაზარალებულისათვის შეთავაზებული სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა ნაკლებია ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნილზე, მზღვეველი ვალდებულია აანაზღაუროს სადაზღვევო ანაზღაურების უდავო ნაწილი კანონით გათვალისწინებულ ვადაში. ამ შემთხვევაში, გაცემული ანაზღაურება გავლენას არ ახდენს ანაზღაურების სადავო ოდენობის შემდგომ მოთხოვნაზე/დასაბუთებაზე. მუხლი 11. შეზღუდვები ადმინისტრაციულ ხარჯებში 1. ამ კანონით გათვალისწინებული დაზღვევის განხორციელებისას მზღვეველის მიერ გაწეული ადმინისტრაციული ხარჯები (აკვიზიციური ხარჯების ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს ამ სახეობაში მოზიდული პრემიის 25%-ს. ამასთან, მზღვეველის მიერ გაწეული საკომისიო ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს ამ სახეობაში მოზიდული პრემიის 10%-ს. 2. მზღვეველი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ასახოს თავის ყოველწლიურ აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში. მუხლი 12. რეგრესის წესი 1. დაზარალებულისათვის სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის შემდეგ მზღვეველს უფლება აქვს რეგრესის წესით მოთხოვნის წაყენების უფლება ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირისათვის შემდეგ შემთხვევებში: ა) ზიანის განზრახ მიყენებისას; ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური, ტოქსიკური, ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისას; გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების გარეშე მართვისას; დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების არაკანონიერად მართვისას; 2. რეგრესის წესით წაყენებული მოთხოვნა გაცემულ სადაზღვევო ანაზღაურებას არ უნდა აღემატებოდეს. მუხლი 13. ინფორმაციის მიწოდება ზარალის ანაზღაურების პროცესში ამ კანონით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების პროცესში მზღვეველი უფლებამოსილია მოითხოვოს შემთხვევასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია სამედიცინო დაწესებულებებისგან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საკითხთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისგან აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისთვის დადგენილი ფორმის შესაბამისად. მუხლი 14. ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ბიურო 1. ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ბიურო. 2. სავალდებულო დაზღვევის ბიუროს უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით, სხვა სამართლებრივი აქტებით, ხოლო მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება სავალდებულო დაზღვევის ბიუროს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა სავალდებულო დაზღვევის ბიუროს საბჭოს წარდგინებით. 3. სავალდებულო დაზღვევის ბიურო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. 4. სავალდებულო დაზღვევის ბიუროს აქვს საკუთარი სახსრები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიანი ანგარიში, საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში/ბანკებში სპეციალურად ფულადი ფონდების მიზნებისთვის გახსნილი განცალკევებული ანგარიშები, ბეჭედი საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით და საკუთარი ლოგო. სავალდებულო დაზღვევის ბიურო ბუღალტრულ აღრიცხვასა და ანგარიშგებას აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 5. სავალდებულო დაზღვევის ბიუროს აქვს განკერძოებული ქონება, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 6. სავალდებულო დაზღვევის ბიუროს ბიუჯეტის ფორმირება ხდება ამ კანონით დადგენილი წესით. 7. სავალდებულო დაზღვევის ბიურო თავისი საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს მთავრობას და სამსახურს. 8. სავალდებულო დაზღვევის ბიურო ამ კანონით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გამოწვეულია: ა) დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით; ბ) დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალებით; გ) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომლის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაზღვეულია მზღვეველთან, რომელსაც გაუუქმდა სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია და მის მიმართ მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოების პროცესი. 9. სავალდებულო დაზღვევის ბიურო უფლებამოსილია გამოიყენოს რეგრესული მოთხოვნის წაყენების უფლება ამ კანონით გათვალისწინებული პირობებით. მუხლი 15. საერთაშორისო ავტოდაზღვევა „მწვანე ბარათის“ სისტემის ფარგლებში სავალდებულო დაზღვევის ბიუროს მიზნები და ამოცანები სავალდებულო დაზღვევის ბიურო არის საერთაშორისო ავტოდაზღვევა „მწვანე ბარათის“ სისტემის საერთაშორისო ბიუროს საბჭოს წევრი და ასრულებს ეროვნული ბიუროს უფლებამოვალეობებს საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით სავალდებულო დაზღვევის ბიუროს მიზნები, უფლება-მოვალეობანი და ამოცანები განისაზღვრება სავალდებულო დაზღვევის ბიუროს დებულებით. მუხლი 16. სავალდებულო დაზღვევის ბიუროს ფუნქციები, ამოცანები, უფლებამოსილება 1. სავალდებულო დაზღვევის ბიუროს ფუნქციები, ამოცანები, უფლებამოსილებაა: ა) დაუზღვეველი, დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გამოწვეული საგზაოსატრანსპორტო შემთხვევებისას ამ კანონით განსაზღვრული წესისა და პირობების საფუძველზე დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურება; ბ) დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურება, გამოწვეული იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომლის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაზღვეულია მზღვეველთან, რომელსაც გაუუქმდა სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია და მის მიმართ მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოების პროცესი. გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფულადი ფონდების შექმნა, ადმინისტრირება, მართვა; დ) სადაზღვევო რეზერვების ფორმირება და მათი ინვესტირება; ე) ამ კანონით გათვალისწინებულ დაზღვევის სახეობაში ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის (შემდგომში „საინფორმაციო ბაზა“) შექმნა და ადმინისტრირება; ვ) ჯარიმა-პრემიის (ბონუს-მალუსის) სისტემის იმპლემენტაციისთვის სამსახურისა და მზღვეველებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; ზ) დაზარალებულისათვის ანაზღაურებული თანხის რეგრესული მოთხოვნის წაყენება კანონით გათვალისწინებული პირობებით; თ) საინფორმაციო ბაზის სრულყოფილი და გამართული ფუნქციონირებისათვის შესაბამისი მონაცემების მზღვეველის მიერ გადაცემის პირობების და პერიოდულობის დადგენა; ი) სპეციალური პროგრამების და ხელშეკრულებების საფუძველზე ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების დაფინანსება/წარმართვა; კ) საერთაშორისო ავტოდაზღვევა - „მწვანე ბარათის“ ეროვნული ორგანიზაციის უფლებამოვალეობების განხორციელება და კოორდინატორის ფუნქციის შესრულება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა ადგილობრივ/უცხო ქვეყნის ორგანოებთან/ორგანიზაციებთან, რაც, მათ შორის, შესაძლებელია მოიცავდეს ინფორმაციის გაცვლას და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას; მ) ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების და ანაზღაურების პროცესების დროულად წარმართვა სათანადო პროცედურების დაცვით; ნ) საჭიროების შემთხვევაში ტერიტორიული ერთეულების შექმნა მთავრობასთან შეთანხმებით; ო) ზარალის ანაზღაურების პროცესის და რეგრესული მოთხოვნის უფლების გადაცემა მზღვეველისათვის ხელშეკრულების საფუძველზე; პ) გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიშის გამოქვეყნება; ჟ) ამ კანონით და დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების და უფლებამოსილებების განხორციელება. 2. მზღვეველის მიერ ამ კანონის და სავალდებულო დაზღვევის ბიუროს დებულებით დადგენილი ნორმების დარღვევისას სავალდებულო დაზღვევის ბიურო უფლებამოსილია მიმართოს სამსახურს მზღვეველის მიმართ „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების მიზნით. მუხლი 17. ფულადი ფონდები 1. ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით სავალდებულო დაზღვევის ბიუროში იქმნება შემდეგი ფულადი ფონდები: ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის საკომპენსაციო ფონდი; ბ) პრევენციული ღონისძიებების ფონდი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფულადი ფონდიდან ხორციელდება იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულია: ა) დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით; ბ) დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალებით; გ) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომლის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაზღვეულია მზღვეველთან, რომელსაც გაუუქმდა სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია და მის მიმართ მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოების პროცესი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფულადი ფონდიდან ხორციელდება სპეციალური პროგრამების და ხელშეკრულებების საფუძველზე ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების დაფინანსება/ წარმართვა. 4. მზღვეველი, რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ დაზღვევას, ვალდებულია საკომპესაციო ფონდში შეიტანოს ამ კანონით გათვალისწინებულ დაზღვევის სახეობაში მოზიდული ბრუტო პრემიის 2 (ორი) პროცენტი არაუგვიანეს ყოველი მომდევნო თვის 25 რიცხვისა. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მზღვეველს ეკისრება საურავი შესატანი თანხის 0.1 პროცენტის ოდენობით. 5. მზღვეველი ვალდებულია ამ კანონით გათვალისწინებულ დაზღვევის სახეობაში მოზიდული ბრუტო პრემიის 1 % მიმართოს პრევენციული ღონისძიებების ფონდში, რომლის გადახდის პერიოდულობას სავალდებულო დაზღვევის ბიუროს დებულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად განსაზღვრავს საბჭო. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის სავალდებულო დაზღვევის ბიურო ვალდებულია განცალკავებულად აწარმოოს ანგარიშები საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში/ბანკებში სპეციალურად ამ მიზნებისთვის გახსნილ ანგარიშებზე. 7. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვული ფულადი ფონდების მიმართ არ უნდა იქნას გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებები და ღონისძიებები. 8. მზღვეველი, რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ დაზღვევას, ვალდებულია სავალდებულო დაზღვევის ბიუროს ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად განახორციელოს შენატანი, რომლის ოდენობას და გადახდის პერიოდულობას სავალდებულო დაზღვევის ბიუროს დებულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად განსაზღვრავს საბჭო. 9. მზღვეველი, ვალდებულია ერთჯერადად გადაიხადოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროში პირველადი შენატანი ფულადი ფორმით 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით ამ კანონით გათვალისწინებულ სავალდებულო დაზღვევაში მონაწილეობის სურვილის გაცხადებიდან 15 დღეში, რომლის გათვალისწინებაც მოხდება ადმინისტრაციულ ხარჯში. 10. გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრებისა სავალდებულო დაზღვევის ბიუროს შემოსავლის წყარო შესაძლებელია იყოს ინვესტირების განხორციელებით მიღებული შემოსავალი და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 11. თითოეული ფულადი ფონდის ანგარიშზე აკუმულირებული თანხების ინვესტირების განხორციელებით მიღებული შემოსავალი აისახება შესაბამის ანგარიშებზე. ადმინისტრაციული ხარჯების შესაბამისი სახსრების ინვესტირების განხორციელებით მიღებული შემოსავალი აისახება ადმინისტრაციული ხარჯებისათვის განკუთვნილ ანგარიშზე. 12. თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სავალდებულო დაზღვევის ბიუროში არ არის ასანაზღაურებლად საკმარისი თანხა, სავალდებულო დაზღვევის ბიუროს უფლება აქვს დამატებით დაუწესოს მზღვეველს სპეციალური სადაზღვევო შენატანი, რომლის ოდენობა განისაზღვრება ყოველი კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით, მზღვეველებთან შეთანხმებით, საბჭოს თანხმობის საფუძველზე. 13. ამ მუხლის აკუმულირებული პირველი სახსრების და პუნქტით ამავე გათვალისწინებულ მუხლის მე-8 პუნქტით ფულად ფონდებში გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად განხორციელებული შენატანების გამოუყენებელი ნაწილი გადადის და გაითვალისწინება სავალდებულო დაზღვევის ბიუროს მომდევნო წლის ბიუჯეტში. მუხლი 18. სავალდებულო დაზღვევის ბიუროს ხელმძღვანელობა და მართვა 1. სავალდებულო დაზღვევის ბიუროს მართვის მიზნით იქმნება საბჭო. მისი შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონით და სავალდებულო დაზღვევის ბიუროს დებულებით. 2. სავალდებულო დაზღვევის ბიუროს ხელმძღვანელობს უფროსი. მუხლი 19. სავალდებულო დაზღვევის ბიუროს საბჭო 1. საბჭო შედგება 5 წევრისაგან. საბჭოს შემადგენლობაში შედის თითო წევრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურიდან და 2 დამოუკიდებელი წევრი. 2. საბჭოს დამოუკიდებელი წევრი უნდა იყოს მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და უმაღლესი ფინანსური, ეკონომიკური ან იურიდიული განათლების მქონე პირი. ის არ შეიძლება იყოს ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის ან/და წარსულში იყო ისეთი მზღვეველის ადმინისტრატორი, რომელიც მისი საქმიანობის პერიოდში გაკოტრებულად გამოცხადდა. 3. საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს ირჩევენ მზღვეველები, რომლებიც ახორციელებენ ამ კანონით გათვალისწინებულ დაზღვევის სახეობას, ფარული კენჭისყრით, ხმათა უბრალო უმრავლესობით. საბჭოს დამოუკიდებელ წევრად ასარჩევი კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს თითოეულ მათგანს. კენჭისყრას ორგანიზებას უწევს სამსახური. 4. საბჭოს თითოეული დამოუკიდებელი წევრის ასარჩევად კენჭისყრა ინდივიდუალურად ტარდება. საბჭოს დამოუკიდებელი წევრის არჩევაში მონაწილეობენ მხოლოდ მზღვეველების უფლებამოსილი წარმომადგენლები. თითოეულ მზღვეველს აქვს 1 ხმის უფლება. კენჭისყრა ჩატარდება, თუ მასში მონაწილეობს იმ მზღვეველების 2/3, რომლებიც ახორციელებენს ამ კანონით გათვალისწინებულ დაზღვევას. 5. საბჭოს დამოუკიდებელი წევრის ასარჩევ კენჭისყრაში გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. თუ საბჭოს დამოუკიდებელი წევრის ასარჩევ პირველ კენჭისყრაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ტარდება განმეორებითი კენჭისყრა საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატებს შორის. 6. საბჭოს დამოუკიდებელი წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წელია. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მისი განმეორებით არჩევა შეზღუდული არ არის. 7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარდგენილი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება შესაბამისი უწყების გადაწყვეტილებით, შესაბამის თანამდებობაზე ყოფნის ვადით. წევრი უფლებამოსილია ვადამდე დატოვოს თანამდებობა, ასევე, ვადამდე გათავისუფლდეს თანამდებობიდან შესაბამისი უწყების გადაწყვეტილებით. 8. საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა საბჭოს წევრებიდან, ხმათა უბრალო უმრავლესობით 4 წლის ვადით. 9. საბჭოს დამოუკიდებელი წევრების საქმიანობა ანაზღაურებადია. საბჭოს წევრების ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება სავალდებულო დაზღვევის ბიუროს შესაბამისი წლის ბიუჯეტით. 10. საბჭოს წევრი არ შეიძლება იმავდორულად დამატებით იყოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროში დასაქმებული სხვა პოზიციაზე. მუხლი 20. სავალდებულო დაზღვევის ბიუროს საბჭოს უფლებამოსილება 1. სავალდებულო დაზღვევის ბიუროს საბჭო: ა) ამ კანონის და სავალდებულო დაზღვევის ბიუროს დებულების შესაბამისად სავალდებულო დაზღვევის ბიუროს უფროსის კანდიდატურას დასამტკიცებლად/თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს მთავრობას; ბ) ამტკიცებს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს ყოველწლიურ საფინანსო–ეკონომიკურ გეგმას და განსაზღვრავს ადმინისტრაციული ხარჯებისათვის მზღვეველების შენატანების ყოველწლიურ ოდენობას; გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობაზე ათავისუფლებს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს შიდა აუდიტორს, ამტკიცებს შიდა აუდიტის საქმიანობის წესს; დ) ამტკიცებს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს სტრუქტურას, საშტატო განრიგს; ე) ითანხმებს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, მათ შორის ფინანსურს, სავალდებულო დაზღვევის ბიუროს დებულებით განსაზღვრული წესით; ვ) იბარებს ყოველწლიური აუდიტორული შემოწმების ანგარიშს; ზ) შეარჩევს გარე აუდიტორს; თ) იხილავს და ითანხმებს წინადადებებს ამ კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრასა და მათ დამტკიცებასთან დაკავშირებით; ი) ითანხმებს წინადადებებს მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანამშრომლობის ფარგლების და მიზნების შესახებ; კ) იხილავს და ითანხმებს „მწვანე ბარათის“ სისტემის ფარგლებში სავალდებულო დაზღვევის ბიუროს მიზნების და ამოცანების განხორციელებისათვის საჭირო წინადადებებს და ღონისძებებს; ლ) სავალდებულო დაზღვევის ბიუროში თანხის დეფიციტის შემთხვევაში იხილავს და ითანხმებს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს მიერ განსახორციელებელ კონკრეტული ღონისძიებებს; მ) იხილავს წინადადებებს და იღებს გადაწყვეტილებას ტერიტორიული ერთეულების შექმნის შესახებ; ნ) ასრულებს სხვა მოვალეობებს, რომელიც განსაზღვრულია სავალდებულო დაზღვევის ბიუროს დებულებით და არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს. 2. საბჭოს სხდომის მოწვევის წესი, პერიოდულობა, გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურა განისაზღვრება სავალდებულო დაზღვევის ბიუროს დებულებით. მუხლი 21. სავალდებულო დაზღვევის ბიუროს უფროსი 1. სავალდებულო დაზღვევის თანამდებობიდან თავისუფლდება ბიუროს უფროსი თანამდებობაზე ინიშნება და საბჭოს წარდგინებით მთავრობის მიერ, 4 წლის ვადით. სავალდებულო დაზღვევის ბიუროს უფროსის განმეორებით დანიშვნა შეუზუდავია. 2. პირს ეკრძალება იყოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს უფროსი, თუ: ა) იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის; ბ) მას არა აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის – კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შესახებ; გ) მას არა აქვს საფინანსო/სადაზღვევო სფეროში მუშაობის სულ მცირე 5 წლის პროფესიული გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სულ მცირე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე) მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება; დ) იგი წარსულში იყო საფინანსო/სადაზღვევო სფეროში კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა; ე) არის მზღვეველის ან სადაზღვევო ბროკერის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან მოქმედი ადმინისტრატორი; ვ) არის მზღვეველის ან სადაზღვევო ბროკერის მნიშვნელოვანი წილის მფლობელთან ან ადმინისტრატორთან ისეთი ნათესაური კავშირით დაკავშირებული პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონით მემკვიდრეთა წრის პირველ ან მეორე რიგში ირიცხება. 3. სავალდებულო დაზღვევის ბიუროს უფროსი: ა) მოქმედებს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში, ხელს აწერს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს სახელით დადებულ ხელშეკრულებებს/მემორანდუმებს და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს; ბ) წარმართავს, ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს საქმიანობას და ფუნქციონირებას, ახდენს მის სამართლებრივ, ინფორმაციულ და მატერიალურტექნიკურ უზრუნველყოფას; გ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს; დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს თანამშრომლებს, მათ მიმართ იყენებს წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; ე) შეიმუშავებს ყოველწლიურ საფინასო–ეკონომიკურ გეგმას, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს; ვ) უზრუნველყოფს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს საბჭოს სხდომების ორგანიზებას; ზ) განკარგავს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს სახსრებს და აკონტროლებს მათ მიზნობრივ გამოყენებას, პასუხისმგებელია სავალდებულო დაზღვევის ბიუროს ქონებისა და ფულადი სახსრების მართვას და მიზნობრივ ხარჯვაზე; თ) შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს სტრუქტურას, საშტატო განრიგს, ამტკიცებს შინაგანაწესს; ი) წარუდგენს საბჭოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს, მათ შორის ფინანსურს, სავალდებულო დაზღვევის ბიუროს ამ გათვალისწინებული დებულებით განსაზღვრული წესით; კ) შეიმუშავებს წინადადებებს კანონით პრევენციული ღონისძიებების ძირითადი მიმართულებების შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს; ლ) შეიმუშავებს „მწვანე ბარათის“ სისტემის საქართველოში დანერგვის, განვითარებისთვის სავალდებულო დაზღვევის ბიუროს მიზნების და ამოცანების განხორციელებისათვის საჭირო წინადადებებს და ღონისძებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს; მ) შეიმუშავებს წინადადებებს ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანამშრომლობის ფარგლების და მიზნების შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს; ნ) შეიმუშავებს წინადადებებს სავალდებულო დაზღვევის ბიუროში თანხის დეფიციტის შემთხვევაში განსახორციელებელ კონკრეტული ღონისძიებების შესახებ და წარუდგენს საბჭოს; ო) შეიმუშავებს წინადადებებს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს ტერიტორიული ერთეულების შექმნის აუცილებლობის შესახებ და წარუდგენს საბჭოს; პ) აკონტროლებს ზარალის რეგულირების და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის პროცესების დროულად წარმართვას; ჟ) ასრულებს ამ კანონით და სავალდებულო დაზღვევის ბიუროს დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს/საქმიანობას. მუხლი 22. სავალდებულო დაზღვევის ბიუროს საქმიანობაზე ზედამხედველობა 1. სამსახური უფლებამოსილია ზედამხედველობა გაუწიოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს საქმიანობას და შეამოწმოს იგი, გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია კომპეტენციის ფარგლებში. 2. სავალდებულო დაზღვევის ბიუროს საქმიანობაზე ვრცელდება სამსახურის მიერ დადგენილი: ა) სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის, აგრეთვე რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივების და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესი; ბ) ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შედგენის და მათი სამსახურში წარდგენის წესი. 3. ამ კანონით/შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, სამსახური უფლებამოსილია სავალდებულო დაზღვევის ბიუროს მიმართ გამოიყენოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ფულადი ჯარიმის ჩათვლით, ამ უკანასკნელის სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 23. სადაზღვევო შემთხვევის შესახებ სავალდებულო დაზღვევის ბიუროსათვის შეტყობინების ვალდებულება და სავალდებულო დაზღვევის ბიუროს მიერ ზიანის ანაზღაურება 1. მფლობელის, დაზარალებულის, დაზარალებულის წარმომადგენლის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების მიღების მოთხოვნის და შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სავალდებულო დაზღვევის ბიუროში წარდგენის და სავალდებულო დაზღვევის ბიუროს მიერ ზიანის ანაზღაურების წესი, პირობები, ვადები და პროცედურა განისაზღვრება სავალდებულო დაზღვევის ბიუროს დებულებით. 2. დაზარალებულის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულია დაუზღვეველი ან დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, მოხდება სავალდებულო დაზღვევის ბიუროს მიერ ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით დადგენილი ავტოსატრანსპორტო სადაზღვევო საშუალებით ლიმიტის ფარგლებში. ამასთან, ქონებისათვის მიყენებული ზიანის დაუდგენელი ანაზღაურებისას გათვალისწინებულ იქნება ზარალის თანხის 10%-იანი არანაზღაურებადი მინიმუმი (ფრანშიზა), მინიმუმ 500 (ხუთასი) ლარი. 3. სავალდებულო დაზღვევის ბიურო დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების შემდგომ, უფლებამოსილია რეგრესული მოთხოვნა, გადახდილი თანხის ოდენობით, რომელიც დამატებით შესაძლებელია მოიცავდეს სასამართლო ხარჯებს, წაუყენოს: ა) დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს; ბ) დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალების დადგენის შემთხვევაში იმ მზღვეველს, სადაც დადგინდა, რომ დაზღვეული იყო მფლობელის პასუხისმგებლობა. 4. იმ შემთხვევაში, თუ მზღვეველს გაუუქმდა სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია და მის მიმართ მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოების პროცესი, ამ კანონით გათვალისწინებულ დაზღვევის სახეობაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ მზღვეველისაგან შესაბამისი სადაზღვევო პრემიის მიღების უფლება გადაეცემა ბიუროს. ასეთ შემთხვევაში დაზღვევის ხელშეკრულება არ წყდება და იგი მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვადით, ხოლო ზიანის ანაზღაურება ხდება ბიუროს მიერ ამ კანონის მე–6 და მე–7 მუხლებით დადგენილი სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში. ამასთან, სავალდებულო დაზღვების ბიუროზე გადადის მზღვეველის ყველა უფლება (მათ შორის რეგრესული მოთხოვნის) და ვალდებულება. მუხლი 24. აუდიტი 1. სავალდებულო დაზღვევის ბიუროს საქმიანობა ექვემდებარება შიდა აუდიტორულ შემოწმებას. შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარების ძირითადი მიზანია სავალდებულო დაზღვევის ბიუროს მიმდინარე საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და მართებულობის შემოწმება, მისი ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება, სამართლებრივი აქტების, შიდა პროცედურების/წესების დაცვის კონტროლი და მართვის შიდა სისტემების შეფასება. 2. სავალდებულო დაზღვევის ბიუროს ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ყოველწლიურად ახორციელებს საბჭოს მიერ შერჩეული გარე აუდიტორი დებულებით დადგენილი წესით. 3. სავალდებულო დაზღვევის ბიუროსათვის გარე აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას, რომელმაც ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი წესით გაიარა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საზოგადოებრივი დაინტერესების განხორციელებისათვის მოთხოვნილი, პირების ფინანსური შესაბამისი ხარისხის ანგარიშგების აუდიტის კონტროლის სისტემის მონიტორინგი. 4. გარე აუდიტის დასკვნა წარედგინება სავალდებულო დაზღვევის ბიუროს საბჭოს და სამსახურს არაუგვიანეს ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 აპრილისა. დასკვნა საჯაროა და ქვეყნდება სავალდებულო დაზღვევის ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე მუხლი 25. სავალდებულო დაზღვევის ბიუროს საინფორმაციო ცენტრი 1. სავალდებულო დაზღვევის ბიუროში იქმნება საინფორმაციო ცენტრი, ერთიან ელექტრონულ საინფორმაციო ბაზას, სადაც რომელიც მართავს უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სრულყოფილი მონაცემების დაუყოვნებლივ მიწოდება/ასახვა, ისევე როგორც მისი გამართული და შეუფერხებლი ფუნქციონირება. 2. საინფორმაციო ბაზის ფორმირებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა შესაბამისი მხარის ინტერესი. ბაზა უნდა მოიცავდეს ამ კანონით გათვალისწინებული დაზღვევის განხორციელებისათვის აუცილებელ ყველა მონაცემს, მათ შორის: ა) ინფორმაციას რეალიზებულ დაზღვევის პოლისებზე, (რაოდენობა, უნიკალური ნომერი) დაზღვევის დაწყების/დასრულების დროს, ასევე მათი აღრიცხვიანობის დეტალებს; ბ) სადაზღვევო პრემიის ოდენობას; გ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებს (კატეგორია, მარკა, მოდელი, საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი) და ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; დ) ბონუს-მალუსის და სხვა სტატისტიკური მონაცემები, რომელიც დაკავშირებულია ამ კანონის მოქმედებასთან; ე) სადაზღვევო შემთხვევის შესახებ (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დადგომის თარიღი, მიღებული შეტყობინებები, მათ შორის, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის თაობაზე განცხადებები, დაზარალებულის საიდენტიფიკაციო მონაცემები, სადაზღვევო შემთხვევის რეგულირების შედეგი, ანაზღაურებული თანხის ოდენობა თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მიხედვით); ვ) გაცემული სადაზღვევო ანაზღაურებება (ოდენობა, გაცემის თარიღი, მიყენებული ზიანის სახეობა); 3. საინფორმაციო ბაზაში ასახული მონაცემები ინახება არანაკლებ ბაზაში ასახვიდან 6 წლის ვადით. 4. საინფორმაციო ბაზის ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვისათვის სავალდებულო დაზღვევის ბიურომ უნდა შექმნას და განახორციელოს ამ კანონის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და ამ სფეროში დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. 5. საინფორმაციო ბაზის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად სავალდებულო დაზღვევის ბიურო ვალდებულია საინფორმაციო ბაზის ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ აუდიტირებული დასკვნა წარუდგინოს საბჭოს და სამსახურს. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულყოფილად შესრულების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაცემთა ერთიან ბაზასთან სავალდებულო დაზღვევის ბიუროს წვდომა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა გააჩნდეს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს საინფორმაციო ბაზასთან წვდომა. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული საინფორმაციო ბაზის მიზნებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია გადასცეს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს შესაბამისი ინფორმაცია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 8. ამ მუხლით გათვალისწინებული საინფორმაციო ბაზის მიზნებისთვის მზღვეველი ვალდებულია მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია სავალდებულო დაზღვევის ბიუროს მის მიერ დადგენილი პირობებით და ვადებში. 9. სავალდებულო დაზღვევის ბიურო ვალდებულია დაიცვას იმ დამუშავებული პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა, რომლებიც მისთვის საქმიანობის განხორციელებისას გახდა ცნობილი. 10. სავალდებულო დაზღვევის ბიურო ვალდებულია უზრუნველყოს მოსარჩელე (სადაზღვევო შემთხვევის მონაწილე მხარე) მის ხელთ არსებული შესაბამისი მონაცემების ხელმისაწვდომობით და გამოყენების შესაძლებლობით, პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. 11. სავალდებულო დაზღვევის ბიურო ვალდებულია დამოუკიდებლად აწარმოოს ამ კანონის მიზნებისთვის სადაზღვევო მიწოდებული შესაბამისი შემთხვევების (ზარალების) ინფორმაციის აღრიცხვა. მზღვეველის საფუძველზე მიერ თითოეული დაზღვეულის/ავტოსატრანსპორტო საშუალების მიხედვით. მუხლი 26. მზღვეველის საინფორმაციო შიდა ბაზა 1. მზღვეველი ვალდებულია შეინახოს სრული მონაცემები პოლისის მფლობელის, დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების და სადაზღვევო შემთხვევების (ზარალების) შესახებ, სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი საინფორმაციო შიდა ბაზის მეშვეობით. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მონაცემები უნდა იყოს შედგენილი, დამუშავებული, შენახული და გამოყენებული ინფორმაციული უსაფრთხოებისთვის საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების მოპოვების წყაროა უშუალოდ დაზღვევის მონაწილე მხარეები, სადაზღვევო შემთხვევის მონაწილე მხარეები, მოწმეები და შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები/ორგანიზაციები. 4. მზღვეველის მიერ მონაცემთა შენახვის ვადად განისაზღვრება ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან არანაკლებ 6 წელი. მუხლი 27. მზღვეველის პასუხისმგებლობა ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისათვის ამ კანონით/შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების მზღვეველის მიერ უფლებამოსილია დარღვევის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში სამსახური განახორციელოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. მუხლი 28. დავის განხილვის წესი დავა, რომელიც ამ კანონის მოქმედების ფარგლებში წარმოიშობა, განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 29. გარდამავალი დებულებები 1. კანონით გათვალისწინებული სავალდებულო დაზღვევის განხორციელების მსურველი ყველა მზღვეველი ვალდებულია წერილობით აცნობოს ამის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს კანონის მიღებიდან 15 დღის ვადაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მზღვეველების მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მოხდეს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრის არჩევა და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა კანონის მიღებიდან 30 დღის ვადაში. 3. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ბიუროს“ დაფუძნება, მათ შორის ბიუროს საბჭოს სრული შემადგენლობის ფორმირება და ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ბიუროს დებულების დამტკიცება ამ კანონის მიღებიდან 45 დღის ვადაში. 4. სავალდებულო დაზღვევის ბიუროს საბჭომ სავალდებულო დაზღვევის ბიუროს დებულების დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს მთავრობისთვის სავალდებულო დაზღვევის ბიუროს უფროსის კანდიდატურის წარდგენა. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მზღვეველი ვალდებულია ამ კანონის მე-17 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პირველადი შენატანი ფულადი ფორმით სავადებულო დაზღვევის ბიუროში განახორციელოს მისი დაფუძნებიდან 15 დღის ვადაში. 6. სავალდებულო დაზღვევის ბიურო დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას შეუდგეს 2020 წლის 1 იანვრიდან მომხდარ სადაზღვევო შემთხვევებზე. 7. სავალდებულო დაზღვევის ბიურომ, საერთაშორისო ავტოდაზღვევა „მწვანე ბარათის“ სისტემაში წევრობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილება უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 წლისა. 8. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 წლის ვადაში სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა უზრუნველყოს ამ კანონის მე–5 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის გამოცემა. 9. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა უზრუნველყოს ამ კანონის 22–ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების გამოცემა 2019 წლის 1 ივლისამდე. მუხლი 30. დასკვნითი დებულებები 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე–5 მუხლის მე–2 პუნქტისა და 29-ე მუხლისა, ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან. 2. ამ კანონის მე–5 მუხლის მე–2 პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივლისიდან. 3. ამ კანონის 29-ე მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა. ა. ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: სადაზღვევო სფეროს რეფორმის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ქვეყანაში სოციალური გარანტიების ალტერნატიული და ქმედითი მექანიზმების ჩამოყალიბება. სავალდებული დაზღვევის სახეობა, როგორც ალტერნატიული სოციალურ–ეკონომიკური ბერკეტი, ქმნის საზოგადოებისთვის ალტერნატიული გარანტიებისა და სოციალური უზრუნველყოფის მოქნილ სისტემას. სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ერთ–ერთი წამყვანი სავალდებულო დაზღვევის სახეობაა საერთაშორისო პრაქტიკაში. მძღოლის დაუდევრობის, უყურადღებობის, არასაკმარისი ცოდნის, სატრანსპორტო საშუალების არასათანადო მოვლა–პატრონობის და სხვადასხვა მიზეზების გამო იზრდება საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების და გაუთვალისწინებელი შედეგების დადგომის ალბათობა. სწორედ სავალდებულო დაზღვევა ქმნის მატერიალურ გარანტიას, ერთი მხრივ, მძღოლისათვის და, მეორე მხრივ, დაზარალებულისათვის ამ უკანასკნელის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და/ან ქონებისათვის მიყენებული ზიანის დადგომის დროს. ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მიღების ვალდებულება განსაზღვრულია რეგისტრირებული „საქართველოს ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო მოძრავი საშუალების უცხო სახელმწიფოში მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით. ა. ბ ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა წარმოადგენს ეკონომიკისა და სადაზღვევო სფეროს განვითარების ერთ–ერთ კომპონენტს და ხელს უწყობს საზოგადოებაში სოციალურ– ეკონომიკურ სტაბილურობას, უზრუნველყოფს ზიანის ანაზღაურების გარანტიების შექმნას, ცივილიზებულად აგვარებს საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევით წარმოქნილ დავებს და პრობლემებს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის კერძოდ, პროექტის მოძრავი, პირველი მუხლი ადგენს კანონის მიხედვით, კანონი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოში მფლობელთა რეგისტრირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის რეგულირების სფეროს. ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. კანონპროექტის მე-2 მუხლში განმარტებულია კანონში გამოყენებული ცნებები/ტერმინები. კანონპროექტის მე-3 მუხლი ადგენს სავალდებულო დაზღვევის ზოგად პირობებს, კერძოდ, ამ კანონით გათვალისწინებული დაზღვევის განხორციელების ვალდებულების მქონე პირთა წრეს, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლის მფლობელზეც არ ვრცელდა ამ კანონით გათვალისწინებული სავალდებულო დაზღვევის ფლობის ვალდებულება, სავალდებულო დაზღვევის მოქმედების არეალს და ვადას, დაზღვევის შეძენის არხებს და საშუალებებს. კანონპროექტის მე-4 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომლის დროსაც არ მოქმედებს მზღვეველების მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება (გამონაკლისებს სადაზღვევო დაფარვიდან). ამ გარემოებების პირობებში დამდგარი ზიანის ანაზღაურება მოხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კანონპროექტის მე-5 მუხლი ადგენს წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით. რომელიც არის წლური და განისაზღვრება ავტოსასატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით, კერძოდ: ა) მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 110.00 ლარი; ბ) მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100.00 - 150.00 ლარი; გ) ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება – 160.00 - 240.00 ლარი; დ) სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება – 210.00 - 310.00 ლარი; ე) მისაბმელისათვის – 50.00 - 75.00 ლარი; ვ) სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის – 60.00 - 90.00 ლარი. სადაზღვევო პრემიების გაანგარიშების დროს მხედველობაში იქნა მიღებული მსოფლიო ბანკის ექსპერტების, მათ შორის აქტუარების მიერ გაანგარიშებული და შემოთავაზებული მაჩვენებლი მსუბუქ ავტომობილებზე საქართველოში არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით. ეს მიახლოებითი ციფრი იქნა მიღებული მხედველობაში სხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის წლიური პრემიის ოდენობის განსაზღვრისთვის. აქვე გათვალისწინებული იქნა სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებიც და ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით შემუშავდა სადაზღვევო პრემიის კონკრეტული ოდენობის თავისუფალი შეთავაზების შესაძლებლობა მინიმალური და მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში, რაც ქმნისა ამ კუთხით ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნის შესაძლებლობასაც. შესაბამისად, მზღვეველს ეძლევა შესაძლებლობა სადაზღვევო პრემიის კონკრეტული ოდენობის გამოთვლისას მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, რასაც გავლენა შეიძლება ჰქონდეს რისკის შეფასებაზე. მუხლი ადგენს ბონუს-მალუსის სისტემას (საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების პირადი სტატისტიკიდან გამომდინარე, წლიური სადაზღვევო პრემიის ოდენობის გაზრდა ან შემცირება), რომელიც დაინერგება კანონის ამოქმედებიდან გარკვეული პერიოდის შემდგომ (განისაზღვრება გარდამავალი დებულებით), სტატისტიკური მონაცემების დაგროვების შემდეგ, მის ძირითად პირობებს განსაზღვრავს სამსახური, ხოლო მზღვეველი ასევე უფლებამოსილი იქნება დაადგინოს სამსახურის მიერ დადგენილისაგან განსხვავებული გაუმჯობესებელი პირობები. საქართველოში დროებითი ექსპლუატაციისათვის შემოტანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ვრცელდება არასრული წლის ვადით დაზღვევა, სადაზღვევო პრემიის გაანგარიშება მოხდება ყოველ ერთ თვეზე წლიური სადაზღვევო პრემიის 1/8–ით, ხოლო დაზღვევის მინიმალური პერიოდი განისაზღვრება 1 თვით. მუხლი ადგენს სადაზღვევო ლიმიტის შენარჩუნების პრინციპს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის მიუხედავად. კერძოდ, კონკრეტული დაზღვევის პოლისის სადაზღვევო ლიმიტი წარმოადგენს მაქსიმალურ ლიმიტს ერთ შემთხვევაზე და არ ექვემდებარება შემცირებას პოლისის მოქმედების პერიოდში დამდგარი სხვა შემთხვევების მიმართ, მიუხედავად გაცემული ანაზღაურებისა. წინამდებარე მუხლით მზღვეველს ეკრძალება ამ კანონით დადგენილი სადაზღვევო პრემიის ფარგლებში ან დამატებითი პრემიის გადახდით დამატებითი სადაზღვევო და სხვა ნებისმიერი პირობის დამზღვევისთვის შეთავაზება. მუხლი ასევე ადგენს ამ კანონით გათვალისწინებულ სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებულ დეტალებს ავტოსატრანსპორტო საშუალების გასხვისების შემთხვევაში. კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების გასხვისების შემთხვევაში დაზღვევის პოლისი ითვლება შეწყვეტილად და ახალი მფლობელი ვალდებულია შეიძინოს ახალი პოლისი. აქვე მოცემულია გამსხვისებლის უფლება მოითხოვოს მზღვეველისაგან გამოუყენებელი დაზღვევის პერიოდის შესაბამისი სადაზღვევო პრემია. კანონპროექტის მე-6 მუხლი განსაზღვრავს სადაზღვევო ლიმიტების ოდენობას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე, სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის დათვლის და გაცემის, მათ შორის რამოდენიმე დაზარალებულზე პროპორციულად გაცემის წესს, უკვე გაცემული ნაწილობრივი სადაზღვევო ანაზღაურების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების/გარდაცვალების შემთხვევაში იმ ვადებს, რომლის განმავლობაშიც არის შესაძლებელი დამატებით ანაზღაურების მოთხოვნა, ასეთი მოთხოვნის წარდგენის წესს. (სადაზღვევო ლიმიტების განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული „საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო პასუხისმგებლობის სავალდებულო მოძრავი საშუალების დაზღვევის უცხო სახელმწიფოში მფლობელის სამოქალაქო შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სადაზღვევო ლიმიტები, რომელიც ეფუძნება მსოფლიო ბანკის ექსპერტების გაცემულ რეკომენდაციებს) კანონპროექტის მე-7 მუხლი ადგენს სადაზღვევო ლიმიტის ოდენობას მესამე პირის ქონებისათვის მიყენებულ ზიანზე, ქონებისათვის მიყენებული ზიანის ფარგლებს, ქონებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრის საფუძვლებს, სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის დათვლის წესს, მათ შორის რამოდენიმე დაზარალებულზე პროპორციულად გაცემის წესს (აქვე მოცემულია დათქმა, როდესაც მზღვეველი თავისუფლდება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისაგან), მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების პრინციპებს, დაზიანებული ქონების შეკეთების ძირითად მოთხოვნებს. კანონპროექტის მე-8 მუხლი ადგენს მზღვეველის ვალდებულებას, ამ კანონით დადგენილ ფარგლებში, აანაზღაუროს ის მატერიალური ზიანი, რომლის გადახდა ეკისრება მფლობელს/მძღოლს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას და მისი მონაწილეობით მესამე პირის/დაზარალებულის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და/ან ქონებისათვის მიყენებულ ზიანზე. მუხლი ასევე განსაზღვრავს ორი ან მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების ურთერთქმედების შედაგად მესამე პირისათვის ან ერთმანეთისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების პრინციპებს. კანონპროექტის მე-9 მუხლი განსაზღვრავს ამ კანონის და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების, ასევე ნებაყოფლობითი დაზღვევის ურთიერთმიმართებას. კერძოდ, დაზარალებულებისათვის, რომლებიც მონაწილეობენ ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში, ასევე, რომელთა სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ავტოსატრანსპორტო საშუალება ან სხვა ქონება, ხოლო მფლობელის/მძღოლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაზღვეულია ნებაყოფლობითი დაზღვევის პირობებით, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას, პირველ რიგში მოქმედებს ამ კანონით გათვალისწინებული სავალდებულო დაზღვევა. კანონპროექტის მე-10 მუხლი ადგენს მძღოლის მხრიდან სადაზღვევო შემთხვევის შეტყობინების იურიდიულ ვალდებულებას პირის – შინაგან „112“-სათვი საქმეთა და სამინისტროს მზღვეველის მიერ საჯარო ზიანის სამართლის ანაზღაურების ვალდებულებას. მუხლით დადგენილია ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის მიერ შეტყობინების ვალდებულება, ხოლო დაზარალებულის (მისი წარმოადგენელის) მიერ შეტყობინების უფლებამოსილება. მუხლი ადგენს სადაზღვევო ანაზღაურების მისაღებად აუცილებელი დოკუმენტების დაზარალებულის მიერ მზღვეველისათვის წარდგენის ვადებს, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის წესს და ვადებს, მათ შორის მზღვეველის მხრიდან დამატებითი ვადების დადგენის კონკრეტულ პირობებს, ხოლო მზღვეველის მიერ ზიანის ანაზღაურების ვადის დარღვევის შემთხვევში საურავის ოდენობას. მუხლი ითვალისწინებს დაზარალებულის უფლებას მიმართოს ზიანზე პასუხიმგებელ პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, თუ ამ კანონის ფარგლებში გაცემული სადაზღვევო ანაზღაურება ნაკლებია დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობაზე. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მზღვეველის მიერ დაზარალებულისათვის შეთავაზებული სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა ნაკლებია ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნილზე, მზღვეველი ვალდებულია აანაზღაუროს სადაზღვევო ანაზღაურების უდავო ნაწილი კანონით გათვალისწინებულ ვადაში. ამ შემთხვევაში, გაცემული ანაზღაურება გავლენას არ ახდენს ანაზღაურების სადავო ოდენობის შემდგომ მოთხოვნაზე/დასაბუთებაზე. კანონპროექტის მე-11 მუხლი ადგენს მზღვეველისათვის შეზღუდვებს ადმინისტრაციულ, მათ შორის აკვიზიციურ ხარჯებში, ამ კანონით გათვალისწინებული დაზღვევის რალიზაციისას. კერძოდ, ხარჯები (აკვიზიციური ხარჯების ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს ამ სახეობაში მოზიდული პრემიის 25%-ს. ამასთან, მზღვეველის მიერ გაწეული საკომისიო ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს ამ სახეობაში მოზიდული პრემიის 10%-ს. აღნიშნული ხარჯების შესახებ ინფორმაცია მზღვეველის მიერ აისახება ყოველწლიურ აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში. კანონპროექტის მე-12 მუხლი განსაზღვრავს ზიანზე პასუხიმგებელი პირის მიმართ მზღვეველის რეგრესული მოთხოვნის უფლებას, რომლის გამოყენებაც დასაშვებია მხოლოდ დაზარალებულისათვის სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის შემდეგ და ამ მუხლში მოცემული გარემოებების არსებობისას. კანონპროექტის სადაზღვევო შემთხვევის დაკავშირებული საჭირო მე-13 მუხლი განსაზღვრავს მზღვეველის უფლებამოსილებას დარეგულირების პროცესში ინფორმაცია/დოკუმენტაცია მოითხოვოს შემთხვევასთან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების, სამედიცინო დაწესებულებების და საკითხთან დაკავშირებული სხვა კომპეტენტური ორგანოებისგან. კანონპროექტის მე-14 მუხლი ადგენს „ავტოსატრანსპორტოს საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ბიურო“-ს არსს, მისი შექმნის და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, მის ანგარიშვალდებულებას და ძირითად ფუნქციას, კერძოდ აანაზღაუროს ზიანი, რომელიც გამოწვეულია დაუდგენელი ან დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, ასევე, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომლის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაზღვეულია მზღვეველთან, რომელსაც გაუუქმდა სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია და მის მიმართ მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოების პროცესი. მუხლი ასევე განსაზღვრავს ბიუროს მიერ რეგრესის უფლების გამოყენების პირობებს. საკითხის მნიშვნელოვანებიდან გამომდინარე, პროექტის მიხედვით ბიუროს სამართლებრივ ფორმად შემოთავაზებულია სსიპ, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. ბიუროს აღნიშნული სამართლებრივი ფორმა ასევე ჩაითვალა ყველაზე უპრიანად სამომავლოდ საერთაშორისო ავტოდაზღვევა „მწვანე ბარათის“ სისტემაში საქართველოს გაწევრიანების მიზნებისთვის. კანონპროექტის მე-15 მუხლი განსაზღვრავს საერთაშორისო ავტოდაზღვევა „მწვანე ბარათის“ სისტემის ფარგლებში (ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის საერთაშორისო სისტემა, რომლის ფარგლებში გაცემული საერთაშორისო პოლისი „მწვანე ბარათი“ მოქმედებს ამავე სისტემაში გაერთიანებული წევრი ქვეყნების საზღვრებში) სავალდებულო დაზღვევის ბიუროს მიზნებსა და ამოცანებს. კერძოდ, სავალდებულო დაზღვევის ბიურო არის საერთაშორისო ავტოდაზღვევა „მწვანე ბარათის“ სისტემის საერთაშორისო ბიუროს საბჭოს წევრი და ასრულებს ეროვნული ბიუროს უფლება-მოვალეობებს საქართველოს ტერიტორიაზე. წინამდებარე მუხლი ამოქმედდება „მწვანე ბარათის“ საერთაშორისო სისტემაში საქართველოს გაწევრიანების შემდეგ. კანონპროექტის მე-16 მუხლი განსაზღვრავს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს ძირითად ფუნქციებს, ამოცანებს და უფლებამოსილებას. აგრეთვე, ანიჭებს ბიუროს უფლებამოსილებას მიმართოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს მზღვეველის მიერ ამ კანონის და სავალდებულო დაზღვევის ბიუროს დებულებით დადგენილი ნორმების დარღვევისას. კანონპროექტის მე-17 მუხლი ადგენს სავალდებულო დაზღვევის ბიუროში შესაბამისი ფულადი ფონდების არსებობის არსს, მათი შექმნის, ფორმირების და განკარგვის წესს, ფულად ფონდებში მზღვეველების შენატანების ოდენობას. აღნიშნული ფონდების შესაბამისი თანხები ბიუროს მიერ განთავსებული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში/ბანკებში სპეციალურად ამ მიზნებისთვის გახსნილ განცალკევებულ ანგარიშებზე, ამასთან, ამ ანგარიშებზე არ უნდა იქნას გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებები და ღონისძიებები. მუხლი ასევე განსაზღვრავს ამ კანონით გათვალისწინებული დაზღვევის სახეობაში მონაწილე მზღვეველების ვალდებულებას განახორციელონ შენატანი სავალდებულო დაზღვევის ბიუროს ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად, რომლის ოდენობა და გადახდის პერიოდულობა განსაზღვრული იქნება სავალდებულო დაზღვევის ბიუროს დებულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად ბიუროს საბჭოს მიერ. მუხლი ადგენს ამ კანონით გათვალისწინებული დაზღვევის სახეობაში მონაწილეობის მსურველი თითოეული მზღვეველის პირველადი შენატანის ოდენობას სავალდებულო დაზღვევის ბიუროში, რომელიც განისაზღვრება 100 000 (ასი ათასი) ლარით და ამ შენატანის გადახდის ვადას. გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრებისა სავალდებულო დაზღვევის ბიუროს შემოსავლის წყაროდ განსაზღვრულია ინვესტირების განხორციელებით მიღებული შემოსავალი და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სავალდებულო დაზღვევის ბიუროში არ არის ასანაზღაურებლად საკმარისი თანხა, სავალდებულო დაზღვევის ბიუროს უფლება აქვს დამატებით დაუწესოს მზღვეველს სპეციალური სადაზღვევო შენატანი, რომლის ოდენობა განისაზღვრება ყოველი კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით, მზღვეველებთან შეთანხმებით, საბჭოს თანხმობის საფუძველზე. სავალდებულო დაზღვევის ბიუროს ფულად ფონდებში აკუმულირებული სახსრების და ადმინისტრაციული ხარჯის შესაბამისი თანხის გამოუყენებელი ნაწილი გადადის და გაითვალისწინება სავალდებულო დაზღვევის ბიუროს მომდევნო წლის ბიუჯეტში. კანონპროექტის მე-18 მუხლი ადგენს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს ხელმძღვანელობისა და მართვის სისტემას, ბიუროს საბჭოსა და ბიუროს უფროსის სახით. კანონპროექტის მე-19 მუხლი განსაზღვრავს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს საბჭოს შემადგენლობას, უფლებამოსილების ვადას, დამოუკიდებელ წევრთა არჩევის წესს და პროცედურას, საბჭოს დამოუკიდებელი წევრების შესაფერისობის კრიტერიუმებს. დამოუკიდებელი წევრების კენჭისყრის პროცედურების ორგანიზებას უწევს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. კანონპროექტის მე-20 მუხლი განსაზღვრავს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს საბჭოს უფლებამოსილებას, სხდომის მოწვევის, პერიოდულობის, გადაწყვეტილების მიღების ძირიდათ პრინციპებს. კანონპროექტის 21-ე მუხლი განსაზღვრავს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის წესს, მის უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას, საკვალიფიკაციო და შესაფერისობის კრიტერიუმებს. კანონპროექტის 22-ე მუხლი ადგენს ზედამხდველობას სავალდებულო დაზღვევის ბიუროს საქმიანობაზე. კერძოდ, ბიუროს საქმიანობაზე ზედამხედველობას და მის შემოწმებას ახორციელებს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. ამ მიზნით სამსახური ბიუროზე ავრცელებს ამავე მუხლით დადგენილ წესებს (სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის, აგრეთვე რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივების და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესი, ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შედგენის და მათი სამსახურში წარდგენის წესი). ამ კანონით/შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, სამსახური უფლებამოსილია სავალდებულო დაზღვევის ბიუროს მიმართ გამოიყენოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ფულადი ჯარიმის ჩათვლით. კანონპროექტის 23-ე მუხლი ადგენს სადაზღვევო შემთხვევის შესახებ სავალდებულო დაზღვევის ბიუროსათვის შეტყობინების ვალდებულებას, ხოლო სავალდებულო დაზღვევის ბიუროს მიერ ზიანის ანაზღაურების წესი, პირობები და ვადები ამავე მუხლის საფუძველზე განისაზღვრება ბიუროს დებულებით. მუხლი განსაზღვრავს ბიუროს მიერ რეგრესის უფლების გამოყენების პირობებს და გარემოებებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის შემდგომ. სავალდებულო დაზღვევის ბიუროს მიერ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ზიანის ანაზღაურება ხდება ამავე კანონით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში. ამასთან, დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გათვალისწინებული იქნება ზარალის თანხის 10%-იანი არანაზღაურებადი მინიმუმი (ფრანშიზა), მინიმუმ 500 (ხუთასი) ლარი. ამავე მუხლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მზღვეველს გაუუქმდა სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია და მის მიმართ მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოების პროცესი, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება/შესაბამისი სადაზღვევო პრემიის მიღების უფლება ეძლევა ბიუროს. სავალდებულო დაზღვევის ბიუროზე გადადის მზღვეველის ყველა უფლება (მათ შორის რეგრესული მოთხოვნის) და ვალდებულება. კანონპროექტის 24-ე მუხლი სავალდებულო დაზღვევის ბიუროს საქმიანობას უქვემდებარებს როგორც შიდა, ისე გარე აუდიტორული შემოწმებას, ადგენს გარე აუდიტორული დასკვნის წრდგენისა და გამოქვეყნების წესს. შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარების ძირითადი მიზანია სავალდებულო დაზღვევის ბიუროს მიმდინარე საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და მართებულობის შემოწმება, მისი ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება, სამართლებრივი აქტების, შიდა პროცედურების/წესების დაცვის კონტროლი და მართვის შიდა სისტემების შეფასება. სავალდებულო დაზღვევის ბიუროს ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ყოველწლიურად ახორციელებს საბჭოს მიერ შერჩეული გარე აუდიტორი ბიუროს დებულებით დადგენილი წესით. კანონპროექტის 25-ე მუხლი ადგენს სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისათვის ერთიანი ელექტრონული ბაზის, საინფორმაციო ცენტრის შექმნის ვალდებულებას და წესს, სადაც თავს მოიყრის მოცემული კანონიდან გამომდინარე ყველა აუცილებელი მონაცემი, რომლის ჩამონათვალი დაკონკრეტებულია კანონის პროექტით, ინფორმაციის წყაროებს, მზღვეველის მიერ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას, ინფორმაციის შენახვის ვადას, „ელექტრონული ბაზის“ ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვას და ბიუროს ვალდებულებას „ელექტრონულ ბაზასთან“ მიმართებაში, კერძოდ მონაცემების კონფიდენციალობის, მონაცემებზე ხელმისაწვდომობის და ზარალების აღრიცხვიანობის ნაწილში. ბიურო ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ აუდიტირებულ დასკვნას წარუდგენს საბჭოს და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს. კანონპროექტის 26-ე მუხლი ადგენს მზღვეველის ვალდებულებას შექმნას საინფორმაციო შიდა ბაზა, განსაზღვრავს ბაზაში შესატან ინფორმაციას, მისი მოპოვების წყაროებს, შენახვის წესს, ვადას, ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნებს, ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე წვდომას. კანონპროექტის 27-ე მუხლი განსაზღვრავს მზღვეველის პასუხისმგებლობას ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისათვის. ამ კანონით/შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების მზღვეველის მიერ დარღვევის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები (სანქციები). კანონპროექტის 28-ე მუხლი ადგენს ამ კანონის ფარგლებში წარმოშობილი დავების განხილვის წესს. კანონპროექტის 29-ე მუხლი განსაზღვრავს გარდამავალ დებულებებს, კერძოდ, სავალდებულო დაზღვევის ბიურომ, საერთაშორისო ავტოდაზღვევა „მწვანე ბარათის“ სისტემაში წევრობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილება უნდა უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 წლისა. გარდამავალი დებულება ადგენს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს დაფუძნებისთვის საჭირო პროცედურებს დადგენილ ვადებში, ასევე განისაზღვრება სავალდებულო დაზღვევის განხორციელების მსურველი მზღვეველების მიერ დაზღვევის განხორციელებაში მონაწილეობის გაცხადების და მათ მიერ პირველადი შენატანის გადახდის ვადები. მუხლი ადგენს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ვალდებულებას კანონიდან გამომდინარე სამართლებრივი აქტების შესაბამის ვადაში გამოცემის შესახებ. გამომდინარე იქედან, რომ კანონის ამოქმედებიდან გარკვეული პერიოდის მანძილძე არსებობს საკითხის ცნობადობის და პენეტრაციის არასაკმარისი დონე, სავალდებულო დაზღვევის ბიუროს გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, დაუზღვეველი ავტომანქანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას შეუდგება 2020 წლის 1 იანვრიდან. კანონპროექტის 30-ე მუხლი განსაზღვრავს დასკვნით დებულებებს. კანონის ამოქმედება გათვალისწინებულია 2019 წლის 1 ივლისს, გარდა იმ მუხლებისა, რომელთა ამოქმედებაც გათვალისწინებულია ამავე კანონით დადგენილ სხვა ვადებში. ა. დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა. ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონპროექტის შესაბამისად დგინდება ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელთა მთელი რიგი ვალდებულებები, ასევე, პროექტით გათვალისწინებულია, სავალდებულო დაზღვევის ბიუროს დაარსება და მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რაც დაკავშირებულია შესაბამის დროსთან. შესაბამისად, მიზანშეწონილია, გარკვეული ვადის განსაზღვრა კანონის სრულად ამოქმედებისათვის. პროექტით არ არის გათვალისწინებული უკუძალის მინიჭება კანონისათვის. ა. ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას იმ დაწესებულებებისათვის, რომელებიც ფლობენ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს და რომელთაც ევალებათ დაზღვევის შეძენა ამ კანონის ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, ბიუჯეტის სასარგებლოდ გაიზრდება საგადასახადო შემოსავლები, სავალდებულო დაზღვევაში მონაწილე მზღვეველების მიერ, ამ კანონის ფარგლებში მიღებული მოგების ოდენობით. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მითითებული საგადასახადო შემოსავლების საშემოსავლო ზრდის ნაწილთან მიმართებაში ზუსტი განსაზღვრა ამ ეტაპზე რთულია, რადგან მიუხედავად საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვიანობისა (კატეგორიების მიხედვით), იგი დამოკიდებული იქნება დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობაზე, რომელიც როგორც საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, კანონის ამოქმედების საწყის ეტაპზე შესაძლებელია არ ემთხვეოდეს რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობას. ასევე, დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელები დაექვემდებარებიან დაჯარიმებას ადმინისტრაციული წესით, რაც ასევე აისახება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, თუმცა ამ ეტაპზე მისი გაანგარიშება ასევე შეუძლებელია. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას იმ დაწესებულებებისათვის, რომელებიც ფლობენ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს და რომელთაც ევალებათ დაზღვევის შეძენა ამ კანონის ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ შედეგებს: ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელების ხარჯვით ნაწილზე, შესაბამისი სადაზღვევო პოლისის ღირებულების ოდენობით; ბ) საგზაო–სატრანსპორტო საშემოსავლო/საკომპენსაციო ნაწილზე შემთხვევის (ზიანზე ყველა პასუხისმგებელი მონაწილის მძღოლის გარდა), რომლებიც იღებენ მათ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლესა და ქონებაზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარანტიას მზღვეველის ან სავალდებულო ბიუროს მიერ. გ) სავალდებულო დაზღვევაში მონაწილე მზღვეველების საშემოსავლო ნაწილზე ამ კანონის ფარგლებში მიღებული შემოსავლების (სადაზღვევო პრემიის) ოდენობით. დ) სავალდებულო დაზღვევაში მონაწილე მზღვეველების ხარჯვით ნაწილზე, სავალდებულო დაზღვევის ბიუროს ფარგლებში ფულადი ფონდების ფორმირების, ასევე ბიუროს ადმინისტრაციული ხარჯებისათვის ამავე კანონით დადგენილი თანხების ოდენობით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): სადაზღვევო პრემიების გაანგარიშების დროს მხედველობაში იქნა მიღებული მსოფლიო ბანკის ექსპერტების, მათ შორის აქტუარების მიერ გაანგარიშებული და შემოთავაზებული მაჩვენებლი მსუბუქ ავტომობილებზე საქართველოში არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით. ეს მიახლოებითი ციფრი იქნა მიღებული მხედველობაში სხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის წლიური პრემიის ოდენობის განსაზღვრისთვის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წ ევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულებების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.