„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“
- „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-04
ბიუროს ნომერი 233
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48,
31.12.1997, გვ. 21) 191-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:
„7. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება
„საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო
პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-6
პუნქტით
გათვალისწინებულ
ბიუროს
კუთვნილ
ფულადი
ფონდების
განცალკევებულ
ანგარიშზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა)კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა. ა. ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო
პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
კანონით გათვალისიწნებული ფუნქციების და ვალდებულებების შესასრულებლად იქმნება საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - სავალდებულო დაზღვევის ბიურო. ამავე კანონის პროექტის მე-17
მუხლის
პირველი
პუნქტის
მიხედვით
სავალდებულო
დაზღვევის
ბიუროში
იქმნება
ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო
დაზღვევის საკომპენსაციო ფონდი და პრევენციული ღონისძიებების ფონდი. ამ ფულად ფონდებში
აკუმულირებული თანხებით მოხდება ბიუროს მიერ კანონით გათვალისწინებული ფინანსური
ვალდებულებების შესრულება მესამე პირების მიმართ. კერძოდ, დაუდგენელი და დაუზღვეველი
ავტოსატრანსპორტო საშუალებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, იმ მზღვეველის მიერ
გაცემული სადაზღვევო პოლისის შესაბამისად ზიანის ანაზღაურება, რომელსაც გააუქმდა
დაზღვევის ლიცენზია და მის მიმართ მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოება, ასევე
პრევენციული
ღონისძიებების
განსახორციელებლად
გაფორმებული
შეთანხმებებით/ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. აღნიშნული ფულადი
ფონდების მიზნებისათვის კანონი ადგენს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს ვალდებულებას
გააჩნდეს განცალკევებული ანგარიში, რომლის მიმართ „არ უნდა იქნას გამოყენებული
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
უზრუნველყოფის
საშუალებები
და
ღონისძიებები“. აღნიშნული ჩანაწერი ემსახურება, „ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის
სამოქალაქო პასუხიმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტით გათვალისწინებულ მესამე პირთა (დაზარალებულთა) დაცვას. კერძოდ, სადაზღვევო
შემთხვეევის დადგომის დროს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს უნარიანობას მოახდინოს
სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა და არ მოხდეს დაზარალებული მესამე პირებისათვის
ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე ან ქონებაზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების შეფერხება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სავალდებულო დაზღვევის ბიუროს შესაბამისი
ანგარიში მუდმივად უნდა იყოს ხელმისაწვდომი და მასზედ არ უნდა გავრცელდეს რაიმე სახის
უზრუნველყოფის ღინისძიება.
ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
შემთხვევები რაზეც არ ვრცელდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები განისაზღვრება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, შესაბამისად დებულება, რომლის მიხედვითაც
წესდება
გამონაკლისი
სარჩელის
უზრუნველყოფის
ღონისძიების
გავრცელებაზე
გათვალისწინებულ უნდა იქნეს აღნიშნული კანონით.
ა. ბ ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ გავრცელდება „საქართველოში რეგისტრირებული
ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო
დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ბიუროს კუთვნილ ფულადი
ფონდების განცალკევებულ ანგარიშზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებას განიცდის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი.
მას ემატება მე-7 ნაწილი, რომელიც ყალიბდება შემდეგი რედაქციით:
„7. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება
„საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო
პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-6
პუნქტით გათვალისწინებულ ბიუროს კუთვნილ ფულადი ფონდების განცალკევებულ ანგარიშზე.“.
ა. დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო
გეგმასთან,
ასეთის
არსებობის
შემთხვევაში
(საქართველოს
მთავრობის
მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა. ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის მიღება დაკავშირებულია „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო
საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან, წარმოადგენს ერთიანი საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს და
შესაბამისად მისი ამოქმედებაც დაკავშირებული უნდა იყოს აღნიშნულ კანონის ამოქმედებასთან.
ა. ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება.
ბ)კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან და, შესაბამისად, დაფინანსების
წყაროსთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი
იქონიებს
ფინანსურ შედეგებს
„საქართველოში
რეგისტრირებული
ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო
დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ დაზარალებულებზე.
კერძოდ,
ეს
კანონპროექტი
უზრუნველყოფს
სავალდებულო
დაზღვევის
ბიუროს
მიერ
დაზარალებულებისათვის გასაცემი ანაზღაურების შეუფერხებელ გაცემას და არ შეიქმნება
გარემოება, რა დროსაც დაზარალებულის ზიანის ანაზღაურების მიზნით არსებული ანგარიში
გამოყენებულ იქნება უზრუნველყოფის საშუალებად.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის
განსაზღვის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ხელშეკრულებებს, აგრეთვე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
კანონპროექტის
მომზადება
ორმხრივ
არ
და
უკავშირდება
მრავალმხრივ
რომელიმე
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის/დაწესებულებების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების
მიმოხილვა,
რომელიც
მაგალითად
იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.