„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
31.12.2018
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/303/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-04
ბიუროს ნომერი 233

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 31 მაისი, 1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე–2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ ქვეპუნქტი: „ღ) სავალდებულო დაზღვევის ბიურო – „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;“ 2. 21–ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“, „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები: „ფ) ზედამხედველობა გაუწიოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს საქმიანობას და შეამოწმოს იგი, გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია კომპეტენციის ფარგლებში; „ქ) დაადგინოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს მიმართ სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის, აგრეთვე რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივების და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესი; „ღ) დაადგინოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და მათი სამსახურისადმი წარდგენის წესი.“. 3. კანონის 211 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი; „21. სამსახური უფლებამოსილია „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის/შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში სავალდებულო დაზღვევის ბიუროს მიმართ თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად, გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ა) გააგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ სავალდებულო დაზღვევის ბიურომ შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად; გ)) დააკისროს ფულადი ჯარიმა სამსახურის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;“. 4. კანონის 211 მუხლის მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მზღვეველისათვის ან/და ადმინისტრატორისათვის, აგრეთვე სავალდებულო დაზღვევის ბიუროსთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული სანქცია იძულებით აღსასრულებლად მიიქცევა კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“ მუხლი 2. 2019 წლის 1 ივლისამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე–3 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლის 21 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების გამოცემა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა. ა. ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის ავტოსატრანსპორტო მიღების საშუალების მიზეზია „საქართველოში რეგისტრირებული მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც დადგა საჭიროება განისაზღვროს ზედამხედველობის სამსახურის სსიპ საქართველოს (შემდგომში დაზღვევის „სამსახური“) სახელმწიფო უფლებამოსილება ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სავალდებულო დაზღვევის ბიუროს საქმიანობის ზედამხედველობის საკანონმდებლო ჩარჩო. ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილება განსაზღვრულია კანონით, შესაბამისად დამატებითი ფუნქციების განსაზღვრაც უნდა მოხდეს კანონით. ა. ბ ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: სავალდებულო დაზღვევის ბიუროს საქმიანობას ზედამხედველობას გაუწევს და შეამოწმებს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტით, ტერმინებს ემატება სავალდებულო დაზღვევის ბიუროს განმარტება, კერძოდ, სავალდებულო დაზღვევის ბიურო – „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;“, რათა სუბიექტი შემდგომ სამართლებრივ სისტემატიზაციაში მოექცეს, როგორც სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის დაქვემდებარებული სუბიექტი. სამსახურის საზედამხედველო პროცესს კანონპროექტის პირველი მუხლის მე–2 პუნქტი განსაზღვრავს კანონით დადგენილ სამართალდარღვევათა იმ ჩამონათვალს, რომელთან დაკავშირებითაც შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, შესაბამისად აღნიშნული ჩამონათვალი საჭიროებს დაზუსტებს, რათა მოხდეს წინამდებარე კანონპროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ასახვა. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუქტის მიხედვით, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის „ფ“ – „ღ“ ქვეპუნქტები“ „ფ) ზედამხედველობა გაუწიოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს საქმიანობას და შეამოწმოს იგი, გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია კომპეტენციის ფარგლებში;“ „ქ) დაადგინოს სავალდებულო დაზღვევის ბიუროს მიმართ სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის, აგრეთვე რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივების და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესი;“ „ღ) დაადგინოს ბიუროს ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და მათი სამსახურისადმი წარდგენის წესი; „საქართველოში რეგისტრირებული პასუხისმგებლობის სავალდებულო ავტოტრანსპორტის დაზღვევის კანონის მფლობელთა პროექტით“ სამოქალაქო სავალდებულო დაზღვევის ბიუროს საქმიანობას ზედამხედველობას უწევს სამსახური. სავალდებულო დაზღვევის ბიუროს საქმიანობაზე ვრცელდება სამსახურის მიერ დადგენილი სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის, აგრეთვე რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივების და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესი, ასევე ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შედგენის და მათი სამსახურში წარდგენის წესი. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი განსაზღვრავს სამსახურის უფლებამოსილებას მის საზედამხედველო ჩარჩოს დაქვემდებარებულ სუბიექტებზე. აღნიშნული ცვლილებით სამართლებრივ შესაბამისობაში მოდის სამსახურის უფლებამოსილება განხორციელოს ზედამხედველობა სავალდებულო დაზღვევის ბიუროს საქმიანობაზე და დაადგინოს/გამოსცეს ზემოაღნიშნულის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 პუქტის მიხედვით, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 212-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. სამსახური უფლებამოსილია „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის/შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში სავალდებულო დაზღვევის ბიუროს მიმართ თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად, გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ა) გააგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ სავალდებულო დაზღვევის ბიურომ შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად; გ) დააკისროს ფულადი ჯარიმა სამსახურის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;“ „საქართველოში რეგისტრირებული პასუხისმგებლობის სავალდებულო ავტოტრანსპორტის დაზღვევის კანონის მფლობელთა სამოქალაქო პროექტით“ სავლდებულო დაზღვევის ბიუროს მიერ შესაბამისი კანონით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისას სამსახური უფლებამოსილია სავალდებულო დაზღვევის ბიუროს მიმართ გამოიყენოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ფულადი ჯარიმის ჩათვლით. ამ ცვლილებით სამსახურს ენიჭება აღნიშნულის განხორციელების/გამოყენების სამართლებრივი უფლებამოსილება. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 211-ე მუხლის მე-5 პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით: „5. მზღვეველისათვის ან/და ადმინისტრატორისათვის, აგრეთვე სავალდებულო დაზღვევის ბიუროსთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული სანქცია იძულებით აღსასრულებლად მიიქცევა კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“ ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა და შესაბამისობაში მოჰყავს კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება მოქმედ კანონმდებლობასთან. კანონპროექტის მეორე მუხლი ადგენს სამსახურის მიერ ამ კანონპროექტით გათვალისიწინებული ცვლილებების შესაბამისი სამართლებრივი აქტების (პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ქ“ და „ღ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე–3 პუნქტით განსაზღვრული „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლის 21 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი) გამოცემის ვადას, რომელიც ემთხვევა „ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონის“ ამოქმედების ვადას და შესაბამისად, სავალდებულო დაზღვევის ბიუროს საქმიანობის დაწყების ვადას. ა. დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა. ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ავტოსატრანსპორტო მიღება დაკავშირებულია საშუალების მფლობელის „საქართველოში რეგისტრირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან, წარმოადგენს ერთიანი საკანონმდებლო პაკეთის ნაწილს და შესაბამისად მისი ამოქმედებაც დაკავშირებული უნდა იყოს აღნიშნულ კანონის ამოქმედებასთან. ა. ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება. ბ)კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე სამსახურის მიერ სავალდებულო დაზღვევის ბიუროს მიმართ ფულადი ჯარიმის გამოყენების შემთხვევაში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი წარმოშობს ფინანსურ შედეგებს სავალდებულო დაზღვევის ბიუროსთვის თუ მის მიმართ სამსახურის მიერ გამოყენებული იქნება ფულადი ჯარიმა კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვის წესი (პრინციპი): კანონპროექტი გამოიწვევს სხვა სახის გადასახდელის დაწესებას, კერძოდ ფულადი ჯარიმა, რომელიც შესაძლებელია გამოიყენოს სამსახურმა სავალდებულო დაზღვევის ბიუროს მიმართ, ამ უკანასკნელის მიერ შესაბამისი კანონის/სამართლებრივი აქტების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში. ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენა მოხდება სამსახურის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულებების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.