„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
31.12.2018
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/303/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-04
ბიუროს ნომერი 233

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და კოდექსის: 1. 1911 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 2 მუხლი: „მუხლი 191 2 . ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის გადაადგილება საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის გადაადგილება ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე: ა) მოტოციკლით, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, მსუბუქი ავტომობილით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა − 8-ს არ აღემატება, სასოფლო-სამეურნეო მანქანით, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანით ან მისაბმელით – გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით; ბ) ავტობუსით, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება, ან სატვირთო ავტომობილით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება, – გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს შესაბამისი ჯარიმის დაკისრებასთან ერთად ეძლევა 72 საათიანი ვადა აღნიშნული სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად. ამ ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს/მძღოლს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განმეორებით არ დაეკისრება.“. 2. 209-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 58 3 , 86 1 , 107 1 – 1073 , 107 5 , 108-ე, 114 1 , 114 2 , 116-ე–116 3 , 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 127 1 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 129 1 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის), 134-ე, 135 2 −135 4 და 139 5 მუხლებით, 153 6 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 171 1 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევისა)), 174 15 მუხლით (გარდა 174 15 მუხლის მე-4 ნაწილისა), 174 16 და 176 1 მუხლებით, 177- ე მუხლით ( გარდა 177- ე მუხლის მე -4, მე -5, მე -8, მე -12 და მე -13 ნაწილებისა ), 181 1 მუხლის პირველი ნაწილით და 182 1 , 182 2 , 190-ე, 190 2 , 191-ე, 191 1 და 191 2 მუხლებით.“. 3. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 76-ე ნაწილი: „76. ამ კოდექსის 191 2 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე ოქმს თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა. ა. ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღების მიზეზია „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც დადგა საჭიროება განისაზღვროს სამართალდარღვევა, მისი გამოვლენის წესი და შედეგები. ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია კანონით, შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის გადაადგილებისათვის პასუხისმგებლობაც გათვალისწინებული უნდა იქნეს კანონით. ა. ბ ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: განისაზღვრება პასუხისმგებლობა საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის გადაადგილებისათვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილებისათვის სანქციის ოდენობას, კერძოდ: სამართალდარღვევა ჩადენილი მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა– მოცულობა 50 სმ3– ზე მეტია), მსუბუქი ავტომობილის (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება), სასოფლო–სამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ (თუ მას არ გააჩნია მისაბმელით გამოწვეული სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა) დაჯარიმდება 100 ლარით, ხოლო ავტობუსის (რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა 8-ს აღემატება) ან სატვირთო ავტოსატრანსორტო საშუალების (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს) მძღოლის მიერ – დაჯარიმდება 200 ლარით. ამასთან, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩამდენ მძღოლს დაჯარიმებასთან ერთად მიეცემა 72 საათიანი ვადა სავალდებულო დაზღვევის შესაძენად, შესაბამისად, დაჯარიმებიდან 72 საათის შემდეგ თუ კვლავ დაუზღვეველი იქნება მძღოლის პასუხისმგებლობა იგი კვლავ დაექვემდებარება დაჯარიმებას. კანონპროექტის პირველი მუხლის მე–2 პუნქტი განსაზღვრავს კანონით დადგენილ სამართალდარღვევათა იმ ჩამონათვალს, რომელთან დაკავშირებითაც შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ ჩამონათვალი საჭიროებს სამართალდარღვევათა დაზუსტებს, რათა საქმეებს, მოხდეს შესაბამისად წინამდებარე აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ასახვა. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუქტის მიხედვით, კანონპროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენის და დაჯარიმების მიზნით უფლებამოსილება ქვეყნის ტერიტორიაზე ენიჭება შინაგან საქმეთა სამინისტროს. კანონპროექტის ამოქმედების ვადა ემთხვევა „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონის“ ძალაში შესვლის თარიღს. ა. დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა. ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის შესაბამისად პასუხისმგებლობა სავალდებულო გარკვეული ავტოსატრანსპორტო დაზღვევის ვადის დგინდება გარეშე განსაზღვრა ავტოსატრანსპორტო საშუალების სამოქალაქო გადაადგილებისათვის, მისი ამოქმედებისათვის. საშუალების პასუხისმგებლობის შესაბამისად ამასთან, მფლობელთა მიზანშეწონილია პროექტით არ არის გათვალისიწნებული უკუძალის მინიჭება კანონისათვის. ა. ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება. ბ)კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ: საქართველოში რეგისტრირებული (მძროლი) დაჯარიმდება კანონის ავტოსატრანსპორტო პროექტით საშუალების გათვალისწინებული ოდენობით, მფლობელი თუ იგი გადაადგილდება საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებიც დაექვემდებარებიან დაჯარიმებას კანონპროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამო და კანონპროექტით გათვალისწინებული ოდენობით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვის წესი (პრინციპი): კანონპროექტი გამოიწვევს სხვა სახის გადასახდელის დაწესებას, კერძოდ ფულადი ჯარიმა – 100 (ასი) ან 200 (ორასი) ლარის ოდენობით, კანონპროექტით დადგენილ შემთხვევებში. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. აგრეთვე კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულებების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.