„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 100 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-04
ბიუროს ნომერი 233
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
(პარლამენტის უწყებანი, №13, 7.06.96, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 141 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“
ქვეპუნქტი:
„თ1) უფლებამოსილია, როგორც მოსარჩელემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის შესაბამისად, მიმართოს სასამართლოს სარჩელით, თუ იურიდიულმა პირმა ან
კერძო სამართლის სხვა სუბიექტმა მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ
გაიზიარა
და
არსებობს
საკმარისი
მტკიცებულებები,
რომლებიც
დისკრიმინაციას
ადასტურებს.“;
2. მე-18 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს,
საჯარო დაწესებულებებსა და თანამდებობის პირებს, ხოლო დისკრიმინაციის საქმეებთან
დაკავშირებით ასევე ფიზიკურ პირებს, იურიდიულ პირებსა და კერძო სამართლის სხვა
სუბიექტებს, მოსთხოვოს და დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა მიიღოს
შემოწმებისათვის აუცილებელი ყველა ცნობა, დოკუმენტი და სხვა მასალა;
გ) ნებისმიერ თანამდებობის პირს, ასევე, მოხელეს, მასთან გათანაბრებულ პირს, ხოლო
დისკრიმინაციის საქმეებთან დაკავშირებით ასევე ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირს ან/და
კერძო სამართლის სხვა სუბიექტებს, მოსთხოვოს და მიიღოს წერილობითი ახსნა-განმარტება
გამოსაკვლევ საკითხებზე;“;
3. მე- 201 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 201.
განცხადების/საჩივრის განხილვის შედეგად დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების
შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი
გამოსცემს რეკომენდაციას, რომლითაც დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ
პირს, სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს,
ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ასევე კერძო სამართლის სხვა სუბიექტებს სთავაზობს
დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად და მის შედეგად დარღვეული თანასწორობის
აღსადგენად ღონისძიებების განხორციელებას მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი
ინტერესების შეულახავად.“;
4. 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
პროექტი
„ბ) იმ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს,
საჯარო დაწესებულებებსა და თანამდებობის პირებს, ხოლო დისკრიმინაციის საკითხებთან
დაკავშირებით ასევე ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს ან/და კერძო სამართლის სხვა
სუბიექტებს, გაუგზავნოს ადამიანის დარღვეულ უფლებათა და თავისუფლებათა აღსადგენად
წინადადებები და რეკომენდაციები, რომელთა მოქმედებამაც გამოიწვია სახელმწიფოს მიერ
გარანტირებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევა.“;
5. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში უნდა მიეთითოს სახელმწიფო
ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ის ორგანოები და თანამდებობის
პირები, ხოლო დისკრიმინაციის საკითხებთან დაკავშირებით ასევე ფიზიკური პირების,
იურიდიული პირების, ასევე, კერძო სამართლის სხვა სუბიექტების შესახებ ინფორმაცია,
რომლებიც არღვევდნენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არ ითვალისწინებდნენ
საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ამ უფლებათა აღდგენის ღონისძიებების
შესახებ.“;
6. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტი ასევე ვრცელდება ფიზიკურ პირებთან და კერძო
სამართლის სხვა სუბიექტებთან მიმართებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახალხო
დამცველი
ახორციელებს
დისკრიმინაციის
ფაქტთან
დაკავშირებით
თავის
უფლებამოსილებას.“;
7. 24-ე მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საჯარო
დაწესებულება, თანამდებობის პირი, ფიზიკური ან იურიდიული პირი, ასევე, კერძო
სამართლის სხვა სუბიექტი, რომელიც მიიღებს საქართველოს სახალხო დამცველის
რეკომენდაციებს ან წინადადებებს, ვალდებულია განიხილოს ისინი და 20 დღის
განმავლობაში წერილობით აცნობოს საქართველოს სახალხო დამცველს მათი განხილვის
შედეგები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ცვლილების
შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;
საქართველოს სახალხო დამცველი ხელმძღვანელობს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის
აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და ზედამხედველობას უწევს
ადმინისტრაციული, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების, საჯარო დაწესებულებებისა და თანამდებობის პირების, აგრეთვე ფიზიკური,
იურიდიული პირებისა და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საქმიანობას, ავლენს პირდაპირი
დისკრიმინაციის და ირიბი დისკრიმინაციის ფაქტებს, განიხილავს განცხადებას/საჩივარს.
განცხადების/საჩივრის განხილვის შედეგად სექსუალური შევიწროების ფაქტის დადასტურების
შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი
გამოსცემს რეკომენდაციას, რომლითაც სექსუალური შევიწროების ქმედების განმახორციელებელ
პირს, სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სთავაზობს
სექსუალური შევიწროების ფაქტის აღმოსაფხვრელად და მის შედეგად დარღვეული თანასწორობის
აღსადგენად ღონისძიებების განხორციელებას.
საქმეების სრულყოფილ შესწავლას და განხილვას აფერხებს ის გარემოება, რომ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებს, ასევე კერძო სამართლის სხვა სუბიექტებს არ გააჩნიათ საქართველოს სახალხო
დამცველის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის წარმოდგენის, ასევე მისი რეკომენდაციების
შესრულების ვალდებულება.
აღნიშნული ცვლილებები საქართველოს სახალხო დამცველს მისცემს შესაძლებლობას
ფიზიკური და იურიდიული პირების, ასევე კერძო სამართლის სხვა სუბიექტების მიერ
სექსუალური შევიწროების შინაარსის ქმედებებზე, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთო ფორმაზე,
იმოქმედოს კომპეტენციის ფარგლებში და განახორციელოს ყველა ის ქმედება, რასაც დღეს
ახორციელებს საჯარო სექტორში მოქმედ პირებზე - მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს
პირდაპირი ჩანაწერი დღეს მოქმედ კანონმდებლობაში, სახალხო დამცველი განიხილავს
სექსუალური შევიწროების ფაქტებს, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმას რეკომენდაციის
შეუსრულებლობის
შემთხვევაში
ჰქონდეს
შესაძლებლობა
სასამართლოს და მოითხოვოს მის მიერ გამოცემული რეკომენდაციის შესრულება.
ხოლო
მიმართოს
შესაბამისად, კანონპროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს
სახალხო დამცველის შესახებ“ შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის (მათ შორის
სექსუალური შევიწროება) საქმეების სრულყოფილ შესწავლასა და განხილვას საქართველოს
სახალხო დამცველის მხრიდან ფიზიკური, კერძო სამართლის სხვა სუბიექტებისა და იურიდიული
პირების მიმართ.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
საქართველოს სახალხო დამცველს, დღეს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში არ აქვს
შესაბამისი ბერკეტი მოსთხოვოს იურიდიულ პირებსა თუ კერძო სამართლის სხვა სუბიექტებს
საქმის შესწავლის მიზნით მიაწოდონ შესაბამისი დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტებები, ხოლო იმ
შემთხვევაში კი თუ ის გასცემს რეკომენდაციას, ზემოაღნიშნულ პირებს არ ეკისრებათ
ვალდებულება შეასრულონ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაცია.
წარმოდგენილი ცვლილებები კი, საქართველოს სახალხო დამცველს მისცემს შესაძლებლობას
ფიზიკური და იურიდიული პირების, ასევე კერძო სამართლის სხვა სუბიექტების მიერ
სექსუალური შევიწროების შინაარსის ქმედებებზე, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმაზე,
იმოქმედოს ეფექტურად და შეძლოს ყველა იმ ქმედების განხორციელება, რომელსაც დღეს
ახორციელებს საჯარო სექტორში მოქმედ პირებზე.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, კანონმდებლობით დარეგულირდება საქართველოს
სახალხო დამცველის საქმიანობა, როგორც ფიზიკური პირების, ასევე, იურიდიული პირებისა და
კერძო სამართლის სხვა სუბიექტებთან მიმართებაში. საქართველოს სახალხო დამცველი შეძლებს
დისკრიმინაციული ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება დარღვევის
აღმოფხვრის მიზნით თავისი მანდატის ფარგლებში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსია დაარეგულიროს საქართველოს სახალხო დამცველის
საქმიანობა როგორც ფიზიკურ, ასევე კერძო სამართლის სხვა სუბიექტებთან და იურიდიულ
პირებთან მიმართებით საქმის სრულყოფილი შესწავლის მიზნით და მოახდინოს დარღვევაზე
შესაბამისი რეაგირება თავისი მანდატის ფარგლებში. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, მე-14 პრიმა
მუხლის თ ქვეპუნქტს ემატება თ1 მუხლი, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახალხო დამცველი
უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს სარჩელით და მოითხოვოს რეკომენდაციის შესრულება
თუ იურიდიულმა პირმა და კერძო სამართლის სხვა სუბიექტებმა არ გაიზიარეს ან არ უპასუხეს მის
რეკომენდაციას. მე-18 მუხლის ბ და გ ქვე-პუნქტებს ემატება ფიზიკური და იურიდიული პირები,
ასევე კერძო სამართლის სხვა სუბიექტები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათაც 10 დღის ვადაში ექნებათ
ვალდებულება შემოწმებისათვის აუცილებელი ყველა ცნობა, დოკუმენტი და სხვა მასალა
მიაწოდონ საქართველოს სახალხო დამცველს და ამასთანავე საქართველოს სახალხო დამცველმა
მათ მოსთხოვოს და მიიღოს წერილობითი ახსნა-განმარტება გამოსაკვლევ საკითხებზე. ამავე
პროექტით მე-20 მუხლი ყალიბდება იმგვარად, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირსაც, ასევე კერძო
სამართლის სხვა სუბიექტებსაც საქართველოს სახალხო დამცველი სთავაზობს დისკრიმინაციის
აღმოსაფხვრელად და მის შედეგად დარღვეული თანასწორობის აღსადგენად ღონისძიებების
განხორციელებას მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად. ამავე
პროექტით საქართველოს სახალხო დამცველი იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ასევე კერძო
სამართლის სხვა სუბიექტებს, უგზავნის წინადადებებსა და რეკომენდაციებს, რომელთა
მოქმედებამაც გამოიწვია სახელმწიფოს მიერ გარანტირებული ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დარღვევა. 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი ყალიბდება იმგვარად, რომ საქართველოს
სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში ასევე უთითებს იმ ფიზიკური და იურიდიული პირების,
ასევე კერძო სამართლის სხვა სუბიექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც არღვევდნენ
ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არ ითვალისწინებდნენ საქართველოს სახალხო
დამცველის რეკომენდაციებს ამ უფლებათა აღდგენის ღონისძიებების შესახებ. ამავე კანონის 23-ე
მუხლი ასევე ვრცელდება ფიზიკურ პირებზეც. ამავე კანონის 24-ე მუხლის მიხედვით კი,
ფიზიკური და იურიდიული პირი, ასევე, კერძო სამართლის სხვა სუბიექტი, რომელიც მიიღებს
საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ან წინადადებებს, ვალდებულია განიხილოს
ისინი და 20 დღის განმავლობაში წერილობით აცნობოს საქართველოს სახალხო დამცველს მათი
განხილვის შედეგები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ ორგანული კანონის პროექტთან
მიმართებაში.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპს წარმოადგენს, კანონით
დადგენილი პრობლემური საკითხისა და ხარვეზის თავიდან აცილება შემდგომში მსგავსი
საქმეების განხილვის დროს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
ინიციატორი არ მოითხოვს ორგანული კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. მასში აღინიშნება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
რაც შესაძლოა გამომდინარეობდეს საქმეების განხილვის პროცედურიდან გამომდინარე, კერძოდ კი
იგი სავარაუდოდ დაკავშირებული იქნება საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანური
რესურსის დამატებისა თუ სხვა ფინანსურ-ადმინისტრაციულ ხარჯთან. ასევე, სავარაუდოდ,
გაიზრდება სასამართლოში განსახილველი საქმეების რაოდენობა, რამაც ასევე შესაძლოა გავლენა
იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. საქმის შესწავლის მიზნით გამოთხოვილი
დოკუმენტაცია, შესაძლოა იწვევდეს დამატებითი ადმინისტრაციული რესურსის მოძიების
აუცილებლობას. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველის
შესახებ კანონს ემატება პირთა წრე და იმ შემთხვევაში თუ საქართველოს სახალხო დამცველი
დაადგენს დისკრიმინაციის ფაქტს ფიზიკური პირების, იურიდიული პირებისა და კერძო
სამართლის სხვა
სუბიექტების მიმართ,
რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში
უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს სამოქალაქო წესით, რისთვისაც საჭირო გახდება
შესაბამისი სარჩელის მომზადება. ასევე, საქმის სრულყოფილად შესწავლის მიზნით მას აქვს
უფლება გამოითხოვოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია. სარჩელის მომზადებამ და დოკუმენტაციის
გამოთხოვამ შესაძლოა გამოიწვიოს დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიების საჭიროება.
ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიულ პირს აქვს 20 დღის ვადა, იმისათვის, რომ
წერილობით აცნობოს საქართვლოს სახალხო დამცველს მათი განხილვის შედეგები, რაც ასევე,
შესაძლოა იწვევდეს დამატებითი ფინანსური ხარჯების მოძიების აუცილებლობას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა
გამოიწვიოს ფინანსური შედეგები იმ პირთა მიმართ,
რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საქართველოს
სახალხო დამცველის შესახებ კანონს ემატება პირთა წრე და იმ შემთხვევაში თუ საქართველოს
სახალხო დამცველი დაადგენს დისკრიმინაციის ფაქტს ფიზიკური პირების, იურიდიული პირებისა
და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების მიმართ, რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში
უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს სამოქალაქო წესით, რის შედეგადაც ფიზიკური
პირების, იურიდიული პირებისა და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების მხრიდან ასევე საჭირო
გახდება სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა, იქნება ეს იურიდიული
კონსულტაცია
თუ
შესაგებელის
მომზადება
და
სასამართლოში
წარმომადგენლობის
უზრუნველყოფა. ასევე, საქმის სრულყოფილად შესწავლის მიზნით საქართველოს სახალხო
დამცველს აქვს უფლება გამოითხოვოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია. დოკუმენტების ასლების
მომზადება და გაცემა ასევე დაკავშირებული იქნება ზემოაღნიშნული სუბიექტების მიერ
დამატებითი ხარჯების გაწევასთან, რომელიც დამოკიდებული იქნება ასლების ოდენობაზე და
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დოკუმენტების გამოთხოვის სიხშირეზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობას
და ოდენობის განსაზღვრის პრინციპებს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში;
USAID-ის მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის
"კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) ექსპერტის ჩართულობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტების
შეფასება კანონპროექტის მიმართ. ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ასეთი შეფასება არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
სექსუალური შევიწროების საკითხი და მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები საერთაშორისო
საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენს, მოუწოდებენ რა
სახელმწიფოებს შეიმუშაონ სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო,
რომელსაც რელევანტური დაცვის მექანიზმებით აღჭურვავენ, რათა ყველა იმ ადამიანმა, რომელიც
საკუთარ თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, ჰქონდეს დაცვის შესაძლებლობა.
ბევრი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი კრძალავს სექსუალურ შევიწროებას, მათ
შორის, გაეროს კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ.
ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტის 1989 წლის
ზოგადი რეკომენდაცია სექსუალურ შევიწროებას ქალთა მიმართ ძალადობის ფორმად ასახელებს.
1992 წლის N19 რეკომენდაცია, გენდერული ნიშნით ძალადობას, სქესის ნიშნით დისკრიმინაციის
ერთ-ერთ ფორმად განმარტავს, რაც შესაბამისად იწვევს CEDAW კონვენციის დარღვევას, კომიტეტი
უთითებს, რომ: ,,სამუშაო ადგილას თანასწორობა შესაძლოა სერიოზულად დაირღვეს, როდესაც
ქალი ექვემდებარება გენდერული ნიშნით ძალადობას, როგორიც არის სექსუალური შევიწროება
სამუშაო ადგილზე’’. კომიტეტი უთითებს, რომ კონვენციის ხელშემკვრელმა სახელწიფოებმა უნდა
მიიღონ სამართლებრივი და სხვა რელევანტური ზომები, რათა უზრუნველყონ ქალთა ეფექტური
დაცვა გენდერული ნიშნით ძალადობისგან, სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების
ჩათვლით. ამისათვის სახელმწიფოებმა უნდა შექმნან ეფექტური სამართლებრივი მექანიზმები,
რომელიც მოიცავს როგორც სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის, ისე
სისხლისსამართლებრივი სანქციების საკითხებს. გარდა სამართლებრივი ჩარჩოს რეგულირებისა,
კომიტეტი პრევენციული ზომების მიღების მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას და
სახელმწიფოს აკისრებს მოვალეობას, საგანმანათლებლო პროგრამების საშუალებით იზრუნოს
ქალისა და მამაკაცის გენდერული როლების შესახებ ხედვებისა და საზოგადოებრივი აზრის
სახეცვლილებაზე1.
CEDAW კომიტეტი თავის რეკომენდაციებში საქართველოს მიმართ, უთითებს სექსუალური
შევიწროების შესახებ კანონმდებლობის იმპლემენტაციის სიმწირეზე და საქართველოს მოუწოდებს
შეიმუშავოს და გააძლიეროს სექსუალური შევიწროების პრევენციისა და აღმოფხვრის ეფექტური
1
http://www.parliament.ge/uploads/other/75/75600.pdf
ზომები. სექსუალური შევიწროება, როგორც სქესის ნიშნით დისკრიმინაცია ევროპის შემდეგ
ქვეყნებშია დარეგულირებული: ავსტრია, ბელგია, დანია, ესტონეთი, იტალია, მალტა, ნორვეგია,
ესპანეთი და სხვ.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი
ცქიტიშვილი, რატი იონათამიშვილი, გუგული მაღრაძე, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი ტუღუში.