„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 102 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-04
ბიუროს ნომერი 233
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ (პარლამენტის უწყებანი,
№47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 3632 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და
მოითხოვოს რეკომენდაციის შესრულება იმ იურიდიული პირისგან ან/და კერძო
სამართლის
სხვა
სუბიექტისგან,
რომელმაც
მისი
ვარაუდით
განახორციელა
დისკრიმინაცია და მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა.“;
2. 3632 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შესაძლებელია 1 წლის განმავლობაში მას
შემდეგ, რაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას
დისკრიმინაციულად მიაჩნია.“;
3. 3632 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. საქართელოს სახალხო დამცველი, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისა
და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობის თაობაზე
კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციის ფარგლებში, უფლებამოსილია, როგორც
მოსარჩელემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმართოს
სასამართლოს სარჩელით, თუ იურიდიულმა პირმა ან/და კერძო სამართლის სხვა
სუბიექტმა მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და
არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს.“;
4. 3635 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3635. სასამართლო გადაწყვეტილება
1. სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებისა
და
დისკრიმინაციის
მსხვერპლის
სარჩელის
მთლიანად
ან
ნაწილობრივ
1
პროექტი
დაკმაყოფილების
შესახებ
ან
გადაწყვეტილება
დისკრიმინაციის
მსხვერპლის
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, დისკრიმინაციის
საქმეებთან
დაკავშირებით,
სასამართლოს
გამოაქვს
გადაწყვეტილება,
დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებისა და იურიდიული პირების ან/და კერძო
სამართლის სხვა სუბიექტების მიმართ გამოცემული რეკომენდაციის აღსრულებასთან
დაკავშირებით ან გადაწყვეტილება საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.“;
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
2
განმარტებითი ბარათი
Draft
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონში „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“ ცვლილების შეტანის
თაობაზე
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული საქმეების სრულყოფილ შესწავლას და განხილვას
აფერხებს ის გარემოება, რომ იურიდიულ პირებს და კერძო სამართლის სხვა სუბიექტებს არ
გააჩნიათ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის წარმოდგენის,
ასევე მისი რეკომენდაციების შესრულების ვალდებულება. განცხადების/საჩივრის განხილვის
შედეგად სექსუალური შევიწროების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საქმის გარემოებების
გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი გასცემს რეკომენდაციას, რომლითაც
დისკრიმინაციის (მათ შორის სექსუალური შევიწროების) ქმედების განმახორციელებელ პირს,
სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სთავაზობს ფაქტის
აღმოსაფხვრელად და მის შედეგად დარღვეული თანასწორობის აღსადგენად ღონისძიებების
განხორციელებას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ადმინისტრაციულმა ორგანომ მის რეკომენდაციას
არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც
დისკრიმინაციულ ფაქტს ადასტურებს, უფლებამოსილია, როგორც დაინტერესებულმა პირმა,
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს და
მოითხოვოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან ქმედების განხორციელება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებები შესაძლებლობას მისცემს
საქართველოს სახალხო დამცველს იურიდიული პირების და ასევე კერძო სამართლის სხვა
სუბიექტების მიერ დისკრიმინაციული შინაარსის ქმედებებზე, იმოქმედოს კომპეტენციის
ფარგლებში და განახორციელოს ყველა ის ქმედება, რასაც დღეს ახორციელებს საჯარო სექტორში
მოქმედ პირებზე, ხოლო რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში ჰქონდეს შესაძლებლობა
მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს რეკომენდაციის შესრულება იმ იურიდიული პირისგან
ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტისგან, რომელმაც მისი ვარაუდით განახორციელა
დისკრიმინაცია და მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
იმისათვის, რომ საკანონმდებლო დონეზე სრულყოფილად იქნეს დარეგულირებული
საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობა და მან შეძლოს საქმეების სრულყოფილი შესწავლა
იმ შემთხვევაში თუ იგი აღმოაჩენს დისკრიმინაციის ფაქტს იურიდიული პირებისა და კერძო
სამართლის სხვა სუბიექტების მიმართ, საქართველოს სახალხო დამცველი შეძლებს
Draft
დისკრიმინაციული ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება დარღვევის
აღმოფხვრის მიზნით თავისი მანდატის ფარგლებში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები;
კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს კანონით „საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსი“, მოხდება შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციასთან (მათ შორის
სექსუალური შევიწროება) დაკავშირებული საქმეების სრულყოფილი შესწავლა და განხილვა
საქართველოს სახალხო დამცველის მხრიდან იურიდიული პირებისა და კერძო სამართლის სხვა
სუბიექტების მიმართ.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსია დაარეგულიროს დისკრიმინაციისგან (მათ შორის
სექსუალური შევიწროებისგან) დაცვა შრომით ურთიერთობებში იურიდიული პირებისა და კერძო
სამართლის სხვა სუბიექტების მიმართ. ასევე, წარმოდგენილი ცვლილებათა პაკეტით, იზრდება
სასამართლოსთვის სარჩელის მიმართვის ვადა 1 წლამდე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ
სასამართლოში მიმართვის სამთვიანი ვადა ძალიან მცირეა ხანდაზმულობის სხვა ვადებთან
შედარებით და ამასთან, არ არის საკმარისი საქმის მასალების მოსამზადებლად. ამასთანავე,
მითითებული ვადის განმავლობაში სავარაუდო მსხვერპლმა უნდა მოიძიოს ფინანსური რესურსი
ბაჟის გადასახდელად, მოიპოვოს საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებები და მოამზადოს
სარჩელი. ვადის გაზრდის შემთხვევაში დაზარალებულს ექნება შესაძლებლობა მიმართოს
საქართველოს სახალხო დამცველს და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - სასამართლოს.
დაზარალებულის მიერ საქართველოს სახალხო დამცველისთვის დროულად მიმართვის
შემთხვევაში, სასამართლოსთვის დადგენილი ერთწლიანი ვადა საკმარისი იქნება, რომ
საქართველოს სახალხო დამცველმა შეძლოს საქმის სრულყოფილი შესწავლა და გადაწყვეტილების
მიღება.
იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულებს არსებითად მცირე დრო ეძლევათ
სასამართლოში სარჩელის წარსადგენად და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქმის
განხილვისას არ ხდება ზიანის ანაზღაურება, უმეტეს შემთხვევაში, საქართველოს სახალხო
დამცველისთვის მიმართვის პარალელურად მომჩივანი სარჩელით მიმართავს სასამართლოსაც,
რაც იწვევს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქმის წარმოების შეჩერებას. 2016 წლის
განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველმა, საქმის სასამართლოს მიერ განხილვის გამო, 5
საქმეზე შეაჩერა საქმის წარმოება. აღნიშნულის შედეგად ბევრი დავა საქართველოს სახალხო
დამცველის კომპეტენციის გარეთ რჩება, ვინაიდან, ადამიანური და დროის რესურსის სიმცირის
გათვალისწინებით, იგი მოკლებულია შესაძლებლობას, ყოველ საქმეზე 3 თვის ვადაში მიიღოს
გადაწყვეტილება1.
1
http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3966.pdf
Draft
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ ორგანული კანონის პროექტთან
მიმართებაში.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპს წარმოადგენს, კანონით
დადგენილი პრობლემური საკითხისა და ხარვეზის თავიდან აცილება შემდგომში მსგავსი
საქმეების განხილვის დროს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
ინიციატორი არ მოითხოვს ორგანული კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. მასში აღინიშნება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი სავარაუდოდ ზეგავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რაც
შესაძლოა გამომდინარეობდეს საქმეების განხილვის პროცედურიდან გამომდინარე, კერძოდ კი,
წარმოდგენილი
პროექტის
მიხედვით,
საქართველოს
სახალხო
დამცველს
ეძლევა
უფლებამოსილება სასამართლოში განიხილოს იურიდიული პირებისა და კერძო სამართლის სხვა
სუბიექტების მხრიდან რეკომენდაციის შეუსრულებლობის საკითხი და სასამართლოს წესით
მოითხოვს რეკომენდაციის შესრულება. ასევე, საქართველოს სახალხო დამცველს ეძლევა 1 წლიანი
ვადა იმისათვის, რომ მიმართოს სასამართლოს, რაც გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ მათ სჭირდებათ
Draft
გონივრული ვადა საქმეების სრულყოფილად შესასწავლად. განსახილველი ვადის გაზრდამ და
საქმის სრულყოფილმა შესწავლას შესაძლოა გამოიწვიოს
დამატებითი ადმინისტრაციული
ხარჯები. საქართველოს სახალხო დამცველის მხრიდან საქმის მასალების გამოთხოვა და სარჩელის
მომზადება სავარაუდოდ დაკავშირებული იქნება საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანური
რესურსის დამატებისა თუ სხვა ფინანსური ადმინისტრაციული ხარჯის მოძიებასთან. ამასთანავე,
პირთა წრის ზრდა სავარაუდოდ დაკავშირებული იქნება დისკრიმინაციის ფაქტის შესახებ
რეკომენდაციის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ უფრო მეტი
სარჩელის მომზადებასთან, რაც თავის მხრივ გამოიწვევს სასამართლოში განსახილველი საქმეების
ზრდას და შესაძლოა დაკავშირებული იყოს სასამართლოს მხრიდან დამატებითი რესურსების
გამოყენებასთან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთა მიმართ, რომლებზეც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობას
და ოდენობის განსაზღვრის პრინციპებს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
კანონპროექტის მიღება განაპირობა ასოცირების შეთანხმების XXX დანართით გათვალისწინებული
ვალდებულების შესრულების აუცილებლობამ, კერძოდ, მითითებული დანართის თანახმად,
Draft
ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში საქართველოს ევალება
შეასრულოს 2006 წლის 5 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/54/EC დირექტივა, რომელიც
უზრუნველყოფს დასაქმებისა და საქმიანობის საკითხებთან მიმართებით მამაკაცისა და ქალის
თანაბარი შესაძლებლობებისა და თანაბარი მოპყრობის პრინციპის განხორციელებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში;
USAID-ის მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის
"კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) ექსპერტის ჩართულობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტების
შეფასება კანონპროექტის მიმართ. ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ასეთი შეფასება არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
სექსუალური შევიწროების საკითხი და მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები საერთაშორისო
საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენს, მოუწოდებენ რა
სახელმწიფოებს შეიმუშაონ სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო,
რომელსაც რელევანტური დაცვის მექანიზმებით აღჭურვავენ, რათა ყველა იმ ადამიანმა, რომელიც
საკუთარ თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, ჰქონდეს დაცვის შესაძლებლობა.
ბევრი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი კრძალავს სექსუალურ შევიწროებას, მათ
შორის, გაეროს კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ.
ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტის 1989 წლის
ზოგადი რეკომენდაცია სექსუალურ შევიწროებას ქალთა მიმართ ძალადობის ფორმად ასახელებს.
1992 წლის N19 რეკომენდაცია, გენდერული ნიშნით ძალადობას სქესის ნიშნით დისკრიმინაციის
ერთ-ერთ ფორმად განმარტავს, რაც შესაბამისად იწვევს CEDAW კონვენციის დარღვევას, კომიტეტი
უთითებს, რომ: ,,სამუშაო ადგილას თანასწორობა შესაძლოა სერიოზულად დაირღვეს, როდესაც
ქალი ექვემდებარება გენდერული ნიშნით ძალადობას, როგორიც არის სექსუალური შევიწროება
სამუშაო ადგილზე’’. კომიტეტი უთითებს, რომ კონვენციის ხელშემკვრელმა სახელწიფოებმა უნდა
Draft
მიიღონ სამართლებრივი და სხვა რელევანტური ზომები, რათა უზრუნველყონ ქალთა ეფექტური
დაცვა გენდერული ნიშნით ძალადობისგან, სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების
ჩათვლით. ამისათვის სახელმწიფოებმა უნდა შექმნან ეფექტური სამართლებრივი მექანიზმები,
რომელიც მოიცავს როგორც სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის, ისე
სისხლისსამართლებრივი სანქციების საკითხებს. ამასთან, გარდა სამართლებრივი ჩარჩოს
რეგულირებისა, კომიტეტი პრევენციული ზომების მიღების მნიშვნელობაზეც ამახვილებს
ყურადღებას და სახელმწიფოს აკისრებს მოვალეობას, საგანმანათლებლო პროგრამების
საშუალებით იზრუნოს ქალისა და მამაკაცის გენდერული როლების შესახებ ხედვებისა და
საზოგადოებრივი აზრის სახეცვლილებაზე2.
CEDAW კომიტეტი თავის რეკომენდაციებში საქართველოს მიმართ, უთითებს სექსუალური
შევიწროების შესახებ კანონმდებლობის იმპლემენტაციის სიმწირეზე და საქართველოს მოუწოდებს
შეიმუშავოს და გააძლიეროს სექსუალური შევიწროების პრევენციისა და აღმოფხვრის ეფექტური
ზომები. სექსუალური შევიწროება, როგორც სქესის ნიშნით დისკრიმინაცია ევროპის შემდეგ
ქვეყნებშია დარეგულირებული: ავსტრია, ბელგია, დანია, ესტონეთი, იტალია, მალტა, ნორვეგია,
ესპანეთი და სხვ.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი
ცქიტიშვილი, რატი იონათამიშვილი, გუგული მაღრაძე, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი ტუღუში.
2
http://www.parliament.ge/uploads/other/75/75600.pdf