„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 100 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-04
ბიუროს ნომერი 233
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 166-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1661 მუხლი:
„მუხლი 1661. სექსუალური შევიწროება
1.
სექსუალური
შევიწროება
-
საზოგადოებრივ
ადგილებში
პირის
მიმართ
არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს
მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან
შეურაცხმყოფელ გარემოს, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი
ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ან გამასწორებელ სამუშაოებს
ერთ თვემდე ვადით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი წინასწარი
შეცნობით
არასრულწლოვნის,
ორსულის,
უმწეო
მდგომარეობაში
მყოფის,
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის
თანდასწრებით გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით.
4.
ამ
მუხლის
მესამე
ნაწილით
გათვალისწინებული
ქმედება,
ჩადენილი
ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში ან ორი ან მეტი
პირის მიერ 1
პროექტი
გამოიწვევს დაჯარიმებას 800-დან 1000 ლარამდე ოდენობით, ან გამასწორებელ
სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე
ვადით.
შენიშვნა: ამ კოდექსის მიზნებისთვის სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება
სექსუალური
ხასიათის
ფრაზების
გამოთქმა
ან/და
მიმართვა,
გენიტალური
ორგანოების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან/და სექსუალური
ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა.“;
2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რაიონული
(საქალაქო)
სასამართლო
განიხილავს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და
422 მუხლებით 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445,
447–464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე–
554, 56-ე, 57-ე–59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721–78-ე, 791–81-ე,
821, 822, 84-ე–86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051
მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281–1285, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე,
150-ე–151-ე, 152-ე, 1522, 1523, 153-ე, 1531 და 1533–1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2
ნაწილით, 154-ე−1542, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე, 1591, 1594–15910, 163-ე, 164-ე, 1644,
1651–1653, 166-ე, 1661 და 167-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 172-ე,
1724–1726, 173-ე, 1734–1737, 1739, 17312 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით,
1751, 1752, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის
245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791–1793, 180-ე და
181-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილით, 182-ე, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195ე, 1963, 1966, 1971 და 1972 მუხლებით.“;
3. 239-ე მუხლის 601 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„601. ამ კოდექსის 155-ე, 1661, 170-ე, 171-ე, 172-ე მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა
ორგანოების უფლებამოსილი პირები.“;
4. 252-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“2. ამ კოდექსის 45-ე, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−56-ე, 57-ე−59-ე, 592−მე-60, 603−611, 63ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694, 695, 71-ე, 721−78-ე, 791−81-ე, 821, 822, 84-ე−86-ე, 88-ე−893, 912, 921,
94-ე, 95-ე, 961, 962, 964, 981, 99-ე, 1001, 1002, 103-ე–104-ე, 1051, 134-ე, 135-ე, 143-ე, 144-ე,
145-ე, 1461, 148-ე−152-ე, 1522, 1523, 153-ე, 1531, 1533–1536, 154-ე−1542, 156-ე, 1571–158-ე,
2
პროექტი
164-ე, 1644, 165-ე, 1651, 166-ე, 1661, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3
ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1724, 173-ე–1732, 1736, 1737, 1739, 174-ე–1742,
175-ე−1752, 1771, 1778, 1779, 1792, 180-ე–1831, 185-ე–1852, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე,
1963,
1971
და
1991
მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში
მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა. თუ ეს პირი თავს არიდებს შინაგან
საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით
გამოცხადებას, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს
მიერ.“;
5. 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3
ნაწილებით
და
1752
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 1 დღე-ღამის ვადაში, ამ კოდექსის 142-ე,
1533,
154-ე,
1741 და
1742
მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეები – 3 დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 501, 511, 513, 533,
55-ე, 552, 553, 555, 582, 592, 61-ე, მე-80 და 81-ე მუხლებით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10
ნაწილებით, 88-ე, 912, 921, 94-ე, 95-ე, 961, 962, 964, 981, 99-ე, 1001, 1002, 103-ე, 104-ე, 1051,
1071, 141-ე, 143-ე−1441, 1443−1445, 14410, 145-ე, 1461, 148-ე–1501, 1511, 152-ე, 1522−153-ე,
1541, 1542, 156-ე−1581, 159-ე, 1591, 1595–1599, 163-ე, 164-ე, 1661, 167-ე, 170-ე, 174-ე, 175-ე
და 1771 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევაში), 1791, 180-ე–1831, 185-ე–1852, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე,
195-ე, 1963, 1966
და
1971 მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეები – 7 დღის ვადაში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონში „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“
ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი კრძალავს სექსუალურ შევიწროებას, მათ
შორის, გაეროს კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ.
ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტის (CEDAW) 1989
წლის ზოგადი რეკომენდაცია სექსუალურ შევიწროებას ქალთა მიმართ ძალადობის ფორმად
ასახელებს.
CEDAW კომიტეტი თავის რეკომენდაციებში საქართველოს მიმართ, უთითებს
სექსუალური შევიწროების შესახებ კანონმდებლობის იმპლემენტაციის სიმწირეზე და
საქართველოს მოუწოდებს შეიმუშავოს და გააძლიეროს სექსუალური შევიწროების პრევენციისა და
აღმოფხვრის ეფექტური ზომები. ამასთანავე, ევროპის საბჭოს კონვენცია “ქალთა მიმართ
ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ” (სტამბოლის
კონვენციის) მე-40 მუხლი ავალდებულებს მხარეებს მიიღონ ყველა საკანონმდებლო ან საჭირო
ზომა რომ სექსუალური შევიწროება დაექვემდებაროს სისხლის სამართლის ან სხვა სახის
სამართლებრივ სანქციებს.
გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა, კვლევა - გენდერული თანასწორობა საქართველოში:
ბარიერები და რეკომენდაციები (I ნაწილი) - ითვალისწინებს კონკრეტულ რეკომენდაციებს მთელ
რიგ სფეროებში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით, მათ შორის, რეკომენდაციებს
გასცემს სექსუალური შევიწროების კუთხითაც.1 შევიწროების სხვა ფორმებისგან განსხვავებით,
საჯარო სივრცეში შევიწროების უნივერსალური განმარტება არ არსებობს. თუმცა, ამ თემაზე
მომუშავე ექსპერტები და ორგანიზაციები საჯარო სივრცეში შევიწროების თავის დეფინიციას
აყალიბებენ.2 საინტერესოა, 2014 წლის სექტემბერში ქალთა საინფორმაციო ცენტრის3 მიერ
ჩატარებული კვლევა, რომელიც მოიცავდა თბილისის მეტროს სადგურებში სექსუალური
შევიწროების სწრაფ შეფასებას. კვლევის მიხედვით, შევიწროების ყველაზე ხშირი სახე იყო
სექსუალური კომენტარი/ხმა (31%), შეხება (38%), მიწოლა/სხეულზე ხახუნი (14%), საკუთარ სასქესო
ორგანოებზე შეხება, დისკომფორტის შექმნის მიზნით (6% )და სხვა (14%). ყველაზე ხშირად
სექსუალურ შევიწროებას რესპონდენტები საღამოს საათებში განიცდიდნენ - 65,6%.
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა ამ საკითხს განსხვავებულად
არეგულირებს, არსებობს ერთი ძირითადი კონცეპტი, რომელიც საზოგადოებრივ სივრცეში
სექსუალური შევიწროების რეგულირებისაკენ მიმართულ ყველა სამართლებრივ აქტში გვხვდება.
http://www.parliament.ge/ge/ajax/downloadFile/84645/GEOVol1_GenderEqualityinGeorgia_BarriersandRecommendations_Final
1
2 Stop Street Harassment, definitions. See: http://www.stopstreetharassment. org/resources/definitions/
3 http://ginsc.net/upload_files/docs/ADB%20Research%20Harassment.pdf
კერძოდ, ქმედება უნდა იყოს არასასურველი და უნდა დადგინდეს ქმედების კავშირი
სექსუალურობასთან/სექსუალურ ინტერესთან; ამასთან, ყველა ქვეყნის კანონმდებლობა ერთხმად
იზიარებს პრინციპს, რომ საჯარო სივრცეში სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით საქმე
მხოლოდ მსხვერპლის შეტყობინების შემდეგ აღიძვრება. აქედან გამომდინარე, ამ საკითხთან
დაკავშრებით ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია, ვინაიდან ეს ქმედება,
მისი
ნორმალიზებული
და
ტრივიალიზებული
ბუნებიდან
გამომდინარე,
ხშირად
4.
საზოგადოებისათვის უხილავია
გამოდინარე იქედა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს სექსუალური შევიწროების
ცნებას საჯარო სივრცეში, მსგავსი სახის ფაქტები რჩება დაუსჯელი და სექსუსალული შევიწროების
ფაქტის ჩამდენს არ ეკისრება პასუხისმგებლობა დანაშაულის ჩადენის გამო. შესაბამისად,
კანონპროექტის მიღების მიზეზია, დაარეგულიროს სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცესი და
დამრღვევს დააკისროს შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხიმსგებლობა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
სექსუალური შევიწროება, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის ფორმა, გაეროს მდგრადი
განვითარების მე-5 მიზნის პირველი ნიშნულია, რომელიც მოითხოვს „ქალების და გოგონების
მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრას საჯარო და კერძო სფეროებში“. 2017 წელს
განხორციელებული ცვლილებები, რომელთა მიზანია საქართველოს კანონმდებლობის
სტამბოლის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა, არ მოიცავს სხვადასხვა სექტორში
სექსუალური შევიწროების აკრძალვას და სანქციების დაწესებას. შესაბამისად, იმისათვის,
რომ საქართველოს კანონმდებლობა იყოს სრულყოფილი და პასუხობდეს კონვენციის
მოთხოვნებს, აუცილებელია ზემოაღნიშნული საკითხის დარეგულირება საკანონმდებლო
დონეზე.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები;
კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსი“ მოხდება სექსუალური შევიწროების დეფინიციის განსაზღვრა და
მისი დარეგულირება საჯარო სივრცეში. ასევე, აღსრულების მექანიზმის ჩამოყალიბება და
დამრღვევის წინააღმდეგ გარკვეული სანქციების დაკისრება. შესაბამისად, წარმოდგენილი
ცვლილებებათა პაკეტი, საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების დეფინიციის
განსაზღვრასთან ერთად, სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენის შემთხვევაში
ითვალისწინებს შესაბამის სანქციებს, რომელიც დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციული
სამართალდარღვევათა
კოდექსით.
ამასთანავე,
ცვლილებები
შედის
საქართველოს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლებში, რომლებიც არეგულირებს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას სასამართლოში. ცვლილებას
4 http://sapari.ge/wp-content/uploads/2017/02/კვლევა-სექსუალური-შევიწროება.pdf
განიცდის ის მუხლიც, სადაც საუბარია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების
შედგენის თაობაზე, რომელსაც ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შესაბამისად,
სექსუალური შევიწროების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, აღსრულების ეფექტური მექანიზმი
მინიჭებული აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსია დაარეგულიროს სექსუალური შევიწროების საკითხი საჯარო
სივრცეში.
კანონპროექტი, განსაზღვრავს სექსუალური შევიწროების დეფინიციას, რომლის თანახმადაც
სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება, საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი
სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და
ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს. ცვლილებების
მიხედვით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ემატება 1661
მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სექსუალური შევიწროების ცნებას საჯარო სივრცეში. აღნიშნული
მუხლი ასევე ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებებსაც და განსაზღვრულია შესაბამისი
სანქციები დამრღვევის მიმართ. ცვლილება ეხება იმ მუხლებსაც, რომლის საფუძველზეც
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსტროს შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებს ექნებათ
შესაძლებლობა შეადგინონ სექსუალური შევიწროების ჩამდენი პირის მიმართ შესაბამისი ოქმი,
ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება სანქციის დაკისრებასთან დაკავშრებით გადაწყვეტილება
მიღებული იქნეს სასამართლოს მიერ. შესაბამისად ცვლილბები ეხება შემდეგ მუხლებს: მუხლი 208;
მუხლი 239; მუხლი 252; მუხლი 262.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ ორგანული კანონის პროექტთან
მიმართებაში.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპს წარმოადგენს, პრობლემური
საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება, საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების
საქმეზე დროული და სწორი რეაგირების მიზნით.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
ინიციატორი არ მოითხოვს ორგანული კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. მასში აღინიშნება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რამდენადაც
1661 მუხლის ოთხივე ნაწილი სახდელის ერთ-ერთ სახედ ითვალისწინებს ჯარიმას. კერძოდ, 1661
მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს 300 ლარის ოდენობის ჯარიმას, მე-2 ნაწილი - 500 ლარის
ოდენობის ჯარიმას, მე-3 ნაწილი - 500-დან - 800 ლარამდე, მე-4 ნაწილი კი 800-დან 1000 ლარამდე
ჯარიმას. ასევე, 1661 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილები სახდელის სახედ ითვალისწინებს
გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით. გამასწორებელი სამუშაოები კი გულისხმობს
სახელმწიფოს სასარგებლოდ ხელფასიდან ოც პროცენტამდე თანხის დაქვითვას.
1661 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ზუსტი ოდენობის
განსაზღვრა, ასევე ამავე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული გამასწორებელი
სამუშაოების ზუსტი თანხის განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამოკიდებული იქნება
პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, ქმედების საშიშროების ხასიათზე, შემამსუბუქებელი
და დამამძიმებელი გარემოებების არსებობაზე.
სამართალდამრღვევისთვის ჯარიმისა და გამასწორებელი სამუშაოების დაკისრება გამოიწვევს
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ამასთან, აღნიშნული შემოსავლის მიღება და მისი
ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილი სამართალდარღვევების რაოდენობაზე. მოქმედი
კანონმდებლობა არ იცნობს მსაგავსი სახის სამართალდარღვევას, შესაბამისად, არ არსებობს ამ
ქმედების სტატისტიკური მონაცემები. თუმცა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ 2017 წელს
ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში სექსუალური შევიწროება ცხოვრების
განმავლობაში 5-დან 1 ქალს გამოუცდია, მათ შორის 70%-ს — საჯარო სივრცეში, 30%-ს კი — სხვა
ადგილას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რამდენადაც
კანონპროექტი 1661 მუხლის მე-4 ნაწილი სახდელის ერთ-ერთ სახედ განსაზღვრავს
ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით. ადმინისტრაციულპატიმრობაშეფარდებული
პირის კვების ხარჯი საშუალოდ ერთი დღის განმავლობაში შეადგენს 8.13 ლარს, აღნიშნულს
ემატება ასევე ადმინისტრაციული რესურსი, ინფრასტრუქტურის შენახვის ხარჯები. გარდა ამისა,
აღნიშნული სამართალდარღვევის გამოვლენა, მათზე რეაგირება/ოქმის შედგენა დაკავშირებულია
ხარჯებთან. ზემოაღნიშნულ ხარჯებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიღებს 20192022 წლების BDD დოკუმენტის მიხედვით საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ახალი სამართალდარღვევის
დაწესება არ გამოიწვევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლეთა
რაოდენობის ზრდას ან რეაგირებისთვის საჭირო ეკიპაჟების დამატებას.
თუმცა, ახალი სამართალდარღვევის დაწესება მოითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ პატრულ-ინსპექტორთა გადამზადებას,
რომელიბიც მოახდენენ შესაბამის გამოძახებაზე რეაგირებას. აღნიშნული განხორციელდება
სამინისტროს აკადემიაში. პატრულ-ინსპექტორთა ერთდღიანი ტრენინგი მოითხოვს 30 000 ლარის
ოდენობის ხარჯს. აღნიშნული მოიცავს აკადემიის ინსტრუქტორების, ადმინისტრაციული
რესურსის, რეგიონებიდან თანამშრომელთა მივლინების თანხებს. პატრულ-ინსპექტორთა
გადამზადების ხარჯები მოითხოვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2019-2022 წლების საშუალოვადიან
პერიოდში დამატებითი სახსრების გამოყოფას.
საქართველოს საერთო სასამართლოები სამართალდარღვევის განხილვისთვის საჭირო ხარჯებს
გაიღებს მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება, რამდენადაც კანონპროექტით წარმოდგენილი 1661 მუხლი სახდელის
სახედ ითვალისწინებს ჯარიმას და გამასწორებელ სამუშაოებს, ამასთან, ჯარიმისა და
გამასწორებელი სამუშაოების ზუსტ ოდენობას სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში
განსაზღვრავს ჩადენილი სამართალდარღვევის სიმძიმის, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი
გარემოებების, სამართალდამრღვევის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი ითვალისწინებს სახდელის ერთ-ერთ სახედ ჯარიმას და გამასწორებელ
სამუშაოებს. 1661 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს 300 ლარის ოდენობის ჯარიმას, მე-2
ნაწილი - 500 ლარის ოდენობის, მე-3 ნაწილი - 500-დან - 800 ლარამდე, მე-4 ნაწილი კი 800-დან 1000
ლარამდე ჯარიმას. ასევე, 1661 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილები სახდელის სახედ ითვალისწინებს
გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით. გამასწორებელი სამუშაოები გულისხმობს
სახელმწიფოს სასარგებლოდ ხელფასიდან ოც პროცენტამდე თანხის დაქვითვას. 1661 მუხლის მე-3
და მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა, ასევე ამავე მუხლის
მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული გამასწორებელი სამუშაოების ზუსტი თანხის
განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამოკიდებული იქნება პირის ინდივიდუალურ
მახასიათებლებზე, ქმედების საშიშროების ხასიათზე, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი
გარემოებების არსებობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
კანონპროექტის მიღება განაპირობა ასოცირების შეთანხმების XXX დანართით გათვალისწინებული
ვალდებულების შესრულების აუცილებლობამ, კერძოდ, მითითებული დანართის თანახმად,
ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლიდან ოთხი წლის ვადაში საქართველოს ევალება
შეასრულოს 2006 წლის 5 ივლისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/54/EC დირექტივა, რომელიც
უზრუნველყოფს დასაქმებისა და საქმიანობის საკითხებთან მიმართებით მამაკაცისა და ქალის
თანაბარი შესაძლებლობებისა და თანაბარი მოპყრობის პრინციპის განხორციელებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში;
USAID-ის მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის
"კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) ექსპერტის ჩართულობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტების
შეფასება კანონპროექტის მიმართ. ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ასეთი შეფასება არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
სექსუალური შევიწროების საკითხი და მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები საერთაშორისო
საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენს, მოუწოდებენ რა
სახელმწიფოებს შეიმუშაონ სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო,
რომელსაც რელევანტური დაცვის მექანიზმებით აღჭურვავენ, რათა ყველა იმ ადამიანმა, რომელიც
საკუთარ თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, ჰქონდეს დაცვის შესაძლებლობა.
ბევრი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი კრძალავს სექსუალურ შევიწროებას, მათ
შორის, გაეროს კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ.
ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტის 1989 წლის
ზოგადი რეკომენდაცია სექსუალურ შევიწროებას ქალთა მიმართ ძალადობის ფორმად ასახელებს.
1992 წლის N19 რეკომენდაცია, გენდერული ნიშნით ძალადობას სქესის ნიშნით დისკრიმინაციის
ერთ-ერთ ფორმად განმარტავს. კომიტეტი უთითებს, რომ კონვენციის ხელშემკვრელმა
სახელწიფოებმა უნდა მიიღონ სამართლებრივი და სხვა რელევანტური ზომები, რათა
უზრუნველყონ ქალთა ეფექტური დაცვა გენდერული ნიშნით ძალადობისგან, როგორც სამუშაო
ადგილზე, ასევე მის გარეთ.5 ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ კონვენციის (სტამბოლის კონვენცია)
თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია დააწესოს სისხლისსამართლებრივი ან სხვა სანქცია
პირებისთვის, რომლებიც სექსუალურ შევიწროებას სჩადიან. ქმედება უნდა ისჯებოდეს
მიუხედავად იმისა, შევიწროება სამუშაო ადგილას ხდება თუ მის გარეთ.
CEDAW კომიტეტი თავის რეკომენდაციებში საქართველოს მიმართ, უთითებს სექსუალური
შევიწროების შესახებ კანონმდებლობის იმპლემენტაციის სიმწირეზე და საქართველოს მოუწოდებს
შეიმუშავოს და გააძლიეროს სექსუალური შევიწროების პრევენციისა და აღმოფხვრის ეფექტური
ზომები.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი
ცქიტიშვილი, რატი იონათამიშვილი, გუგული მაღრაძე, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი ტუღუში.
5
http://www.parliament.ge/uploads/other/75/75600.pdf