„მედიაციის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.03.2019
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/319/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მედიაციის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
III მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-19
ბიუროს ნომერი 240

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი მედიაციის შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებების წახალისებისა და შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, განსაზღვრავს მედიაციის წარმოების ზოგად პრინციპებს, მედიატორთა პროფესიული გაერთიანების ორგანიზებისა და საქმიანობის წესს, მედიატორის უფლებამოსილებებსა და მედიაციის პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მედიაციის თაობაზე მხარეთა შეთანხმების საფუძველზე წარმართულ მედიაციასა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXI1 თავით გათვალისწინებულ სასამართლო მედიაციაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თავისებურებათა გათვალისწინებით. 3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და კოლექტიური დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრულ მედიაციაზე. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მედიაცია - პროცესი, მისი სახელწოდების მიუხედავად, რომლის საშუალებითაც ორი ან რამდენიმე მხარე მედიატორის დახმარებით ცდილობს დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებას, მიუხედავად იმისა, პროცესი დაწყებულია მხარეთა ინიციატივით თუ კანონით გათვალისწინებული საფუძვლით და წესით; ბ) სასამართლო მედიაცია - მედიაცია, რომელიც ხორციელდება სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემდეგ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ საქმის მედიატორისათვის გადაცემის შემთხვევაში; გ) კერძო მედიაცია - მედიაცია, რომელიც ხორციელდება მხარეთა ინიციატივით, მედიაციის თაობაზე შეთანხმების საფუძველზე, სასამართლოს მიერ საქმის მედიატორისათვის გადაცემის გარეშე; დ) მედიაციის მონაწილეები - მედიატორი, მხარეები, მხარეთა წარმომადგენლები და მესამე პირები; ე) მედიატორი - ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს და გამოთქვამს თანხმობას, წარმართოს მედიაციის პროცესი, მიუხედავად მისი სტატუსისა და არჩევის/დანიშვნის წესისა; ვ) მედიაციის მხარე - ფიზიკური/იურიდიული პირი ან ორგანიზაცია, რომელიც არ არის იურიდიული პირი, რომელიც დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულების მიზნით მონაწილეობს მედიაციის პროცესში; ზ) მესამე პირი - ნებისმიერი პირი, რომელიც არ არის მედიაციის მხარე და რომელიც მედიაციის მხარეთა შეთანხმებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მონაწილეობს მედიაციის პროცესში; თ) მედიაციის თაობაზე შეთანხმება - მხარეთა წერილობითი შეთანხმება დავის წარმოშობის შემთხვევაში მედიაციისათვის მიმართვის თაობაზე; ი) სამედიაციო მორიგება - შესასრულებლად სავალდებულო წერილობითი დოკუმენტი მედიაციის შედეგად დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულების შესახებ; კ) საქართველოს მედიატორთა ასოციაცია - საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს; ლ) მედიატორთა ერთიანი რეესტრი - საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ წარმოებული საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრთა საერთო სია. მუხლი 3. მედიაციის პრინციპები მედიაცია ეფუძნება მხარეთა ნებაყოფლობითობის (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა), კეთილსინდისიერების, თანასწორობის, კონფიდენციალურობის, მედიატორის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს. მედიაციის პროცესში წამოჭრილი საკითხები, რომლებიც ამ კანონით არ არის მოწესრიგებული, უნდა გადაწყდეს ამ პრინციპების შესაბამისად. თავი II მედიაციის პროცესი მუხლი 4. მედიატორის არჩევა/დანიშვნა 1. მედიაცია შეიძლება წარმართოს ერთმა ან რამდენიმე მედიატორმა ერთდროულად. 2. მედიატორის არჩევის თაობაზე თანხმდებიან მხარეები. სასამართლო მედიაციის შემთხვევაში მედიატორი არჩეულ უნდა იქნეს მედიატორთა ერთიანი რეესტრიდან. 3. სასამართლო მედიაციის დროს მხარეები მედიატორს არჩევენ მედიატორთა ერთიანი რეესტრიდან სასამართლოს მიერ შედგენილი და მხარეებისათვის შეთავაზებული კანდიდატურების სიიდან. თუ სასამართლოს მიერ მხარეთათვის სიის შეთავაზებიდან 3 დღის განმავლობაში მხარეები ვერ შეთანხმდებიან მედიატორის კანდიდატურაზე, სასამართლოს მიმართვის საფუძველზე, მედიატორთა ერთიან რეესტრში არსებულ რიგით მომდევნო პირს მედიატორად ნიშნავს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. 4. კერძო მედიაციის დროს მხარეებს შეუძლიათ მედიატორად დანიშნონ მედიატორთა ერთიან რეესტრში ჩარიცხული მედიატორი, რომელიც ვალდებულია მედიაციის პროცესი წარმართოს ამ კანონით დადგენილი პრინციპებისა და წესების შესაბამისად. მედიატორის არჩევის თაობაზე მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მხარეთა მიმართვის საფუძველზე მედიატორს მედიატორთა ერთიანი რეესტრიდან ნიშნავს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, თუ მხარეებს განსაზღვრული არ აქვთ მედიატორის დანიშვნის სხვა წესი. მუხლი 5. მედიატორის შერჩევისას გასათვალისწინებელი გარემოებები 1. მედიატორის შერჩევის დროს მხარეებმა მხედველობაში უნდა მიიღონ გარემოებები, რომლებიც განაპირობებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიატორის შერჩევას. 2. მედიატორის შერჩევის დროს მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ შემდეგი საკვალიფიკაციო კრიტერიუმები: ა) მედიაციის პროცესის ან მოლაპარაკების სხვა ისეთი პროცესის წარმართვის გამოცდილება, რომელიც თავისი შინაარსით არ ეწინააღმდეგება კანონს, საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს; ბ) სასამართლო წარმოების ან დავების ალტერნატიული გზით გადაწყვეტის პროცესში მონაწილეობის გამოცდილება; გ) დავის შინაარსის მიხედვით, შესაბამის სამართლებრივ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება; დ) აკრედიტაცია მედიაციის რომელიმე აღიარებული ორგანიზაციის მიერ; ე) მედიაციის ეფექტიანად წარმართვის, პრობლემის გადაწყვეტის ალტერნატიული გზების მოძიების და სხვა მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, მედიატორის საქმიანი რეპუტაცია და ავტორიტეტი; ვ) სხვა საკვალიფიკაციო კრიტერიუმი, მხარეთა შეთანხმების შესაბამისად. მუხლი 6. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება და საქმიანობის შეზღუდვა 1. მედიატორი ვალდებულია მედიაციის დაწყებამდე ან/და მისი დაწყების შემდეგ ნებისმიერ ეტაპზე შესაბამისი გარემოების გამოვლენისთანავე შეატყობინოს მხარეებს ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელმაც შესაძლოა ეჭვის ქვეშ დააყენოს მისი დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. ასეთი გარემოებების არსებობის მიუხედავად, პირი შეიძლება იყოს მედიატორი, თუ მხარეები ამის შესახებ განაცხადებენ წერილობით თანხმობას. მედიატორს უფლება აქვს ამ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, მხარეთა თანხმობის მიუხედავად, უარი თქვას მედიაციის წარმართვაზე. 2. მხარეთა თანხმობის მიუხედავად, პირს არ აქვს უფლება იყოს მედიატორი, თუ მედიაციის პროცესის დაწყებამდე იმავე საქმეზე ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე იგი იყო მხარე ან მისი წარმომადგენელი სასამართლოში, არბიტრაჟსა თუ სხვა მსგავს პროცესში, ან სხვა სახის საადვოკატო ან/და აუდიტორული მომსახურება გაუწია მხარეს. მედიატორს ასევე არ აქვს უფლება საქმის დასრულების შემდეგ იმოქმედოს მხარის ინტერესების დასაცავად იმავე საქმეზე ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე. 3. მედიატორი ვერ იქნება პირი, რომელიც იმავე საქმეზე ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე მონაწილეობს/მონაწილეობდა სასამართლოში, არბიტრაჟსა თუ სხვა მსგავს პროცესში მოსამართლედ, ნაფიც მსაჯულად, პროკურორად, გამომძიებლად, სასამართლო სხდომის მდივნად, არბიტრად ან ექსპერტად, ჩართული იყო საქმეში სახელმწიფო მოსამსახურედ, მედიატორ ნოტარიუსად, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით ან საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებულ მედიატორად. 4. სასამართლოში, არბიტრაჟსა თუ სხვა მსგავს პროცესში მოსამართლედ, ნაფიც მსაჯულად, პროკურორად, გამომძიებლად, სასამართლო სხდომის მდივნად, არბიტრად ან ექსპერტად, სახელმწიფო მოსამსახურედ, მედიატორ ნოტარიუსად, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით ან საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებულ მედიატორად მონაწილეობას ვერ მიიღებს პირი, თუ იგი იმავე საქმეზე ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე იყო მედიატორი. მუხლი 7. მედიაციის დაწყება 1. მედიაციის დაწყების წინაპირობაა მედიაციის თაობაზე მხარეთა შეთანხმება, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით ან მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის მედიატორისათვის გადაცემა. 2. მედიაცია იწყება მხარეთა მიერ მედიატორისათვის მიმართვის საფუძველზე, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის მედიატორისათვის გადაცემის შედეგად. 3. მედიაცია დაწყებულად ჩაითვლება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით მედიატორისათვის მიმართვის ან საქმის მედიატორისათვის გადაცემის მომენტიდან. მხარის მოთხოვნით, მედიატორი გასცემს მედიაციის დაწყების დამადასტურებელ დოკუმენტს. 4. მხარეთა შორის მედიაციის თაობაზე შეთანხმების არსებობისას, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, არ მიმართონ სასამართლოს ან არბიტრაჟს განსაზღვრული ვადის ან გარემოების დადგომამდე, სასამართლო ან არბიტრაჟი არ განიხილავს დავას მედიაციის თაობაზე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსარჩელე ადასტურებს, რომ სასამართლო/საარბიტრაჟო განხილვის გარეშე მას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. მოპასუხის მიერ აღნიშნული განცხადება უნდა გაკეთდეს შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე. მხარის მიერ სასამართლოსთვის ან არბიტრაჟისთვის მიმართვა არ ჩაითვლება მედიაციის თაობაზე შეთანხმებაზე უარის თქმად ან უკვე დაწყებული მედიაციის შეწყვეტად. 5. მხარე უფლებამოსილია, მედიაციის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე უარი თქვას მედიაციაში მონაწილეობაზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 8. მედიაციის წარმართვა 1. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ მედიაციის წარმართვის წესებზე. 2. მხარეთა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, მედიატორი თავად განსაზღვრავს მედიაციის წარმართვის წესს დავის ეფექტიანად მოგვარების მიზნით, დავის გარემოებებისა და მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით. 3. მედიაციის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული, თუ მხარეთა შეთანხმებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მედიაციის პროცესმა უნდა უზრუნველყოს, რომ მხარეებს ჰქონდეთ საკმარისი დრო და შესაძლებლობა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმების მისაღწევად. 4. მედიაციის პროცესში მხარემ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს როგორც უშუალოდ, ისე უფლებამოსილი მედიატორი წარმომადგენლის უფლებამოსილია მეშვეობით. მოითხოვოს საქმის გარემოებათა მედიაციის პროცესში გათვალისწინებით, მხარის/მხარეთა უშუალო მონაწილეობა. 5. მედიაციის წარმართვისას მედიატორმა უნდა უზრუნველყოს მხარეთა თანასწორობა. 6. მედიაციის დაწყებამდე მედიატორი მხარეებს განუმარტავს მედიაციის პრინციპებს, მედიაციის პროცესში მედიატორის როლს, მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს, მათ შორის, მედიაციის პროცესში წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის უფლებას, მედიაციის შესაძლო შედეგებს და მხარეთა მიერ მიღწეული შეთანხმების აღსრულების წესს, აგრეთვე მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესსა და პირობებს. 7. მედიაციის წარმართვა შესაძლებელია მედიატორის მიერ მხარეებთან როგორც ერთობლივი, ისე ინდივიდუალური კომუნიკაციის მეშვეობით. 8. მედიაციის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, მედიატორი უფლებამოსილია მედიაციის პროცესში მხარეებს შესთავაზოს ნებისმიერი სახის დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. 9. მედიატორი ეხმარება მხარეებს დავის მოგვარების მიზნით მორიგების მიღწევაში როგორც მედიაციის პროცესის, ისე მისი საბოლოო შედეგის მიმართ მხარეთა მიერ თავისუფალი, დამოუკიდებელი და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების პრინციპის გათვალისწინებით. მედიატორს არ აქვს უფლება მხარეთა შორის არსებულ დავაზე თავად მიიღოს გადაწყვეტილება. 10. მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, მედიატორმა შეიძლება მხარეებს შესთავაზოს მორიგების პირობები, მხარეთა ინტერესებისა და მედიაციის პროცესში მათ მიერ გამოხატული პოზიციების გათვალისწინებით. მუხლი 9. მედიაციის დასრულება 1. მედიაცია დასრულებულად ითვლება, თუ: ა) მხარეები წერილობით შეთანხმდნენ დავის მორიგებით დასრულების შესახებ შეთანხმების დღიდან; ბ) მხარეები შეთანხმდნენ მედიაციის შეწყვეტის შესახებ - შეთანხმების დღიდან; გ) ერთ-ერთი მხარე უარს აცხადებს მედიაციაში მონაწილეობის გაგრძელებაზე - მხარის მიერ ასეთი განცხადების გაკეთების დღიდან; დ) ამოიწურა მედიაციისათვის განსაზღვრული ვადა - ამ ვადის გასვლის დღიდან; ე) მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ მედიატორი განაცხადებს, რომ მედიაციის გაგრძელება აღარ არის გონივრული და გამართლებული - მედიატორის მიერ აღნიშნული გაცხადების გაკეთების დღიდან. 2. მხარეები ან/და მათი წარმომადგენლები თავად უზრუნველყოფენ სამედიაციო მორიგების შედგენას. მედიატორს შეუძლია დაეხმაროს მხარეებს სამედიაციო მორიგების შედგენაში. 3. სამედიაციო მორიგება ფორმდება წერილობით და მას ხელს აწერენ მხარეები და მედიატორი. 4. მხარის მოთხოვნით, მედიატორი გასცემს მედიაციის დასრულების დამადასტურებელს დოკუმენტს. მუხლი 10. კონფიდენციალობის ვალდებულება 1. მედიაციის პროცესი კონფიდენციალურია. კონფიდენციალურია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მედიაციის პროცესში ან არსებითად გამომდინარეობს მედიაციის პროცესიდან, თუ ინფორმაციის გამცემ პირსა და მხარის/მხარეთა წერილობითი შეთანხმებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ასევე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაციის გამჟღავნება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის შეჩერების მომენტის განსაზღვრისათვის არის აუცილებელი. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია არ შეიძლება მედიაციის მონაწილეების მიერ გამოყენებულ იქნეს სასამართლო ან საარბიტრაჟო წარმოების დროს, ან დავის სხვა ნებისმიერი საშუალებით განხილვის პროცესში, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. მედიატორი უფლებამოსილი არ არის მიაწოდოს მხარეს მეორე მხარისგან მისთვის ინდივიდუალური კომუნიკაციის შედეგად გამჟღავნებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ინფორმაციის მეორე მხარისთვის მიწოდების შესახებ მედიატორს შესაბამისი მხარისაგან მიღებული აქვს აშკარა თანხმობა. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) საჭიროა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან თავისუფლების უზრუნველყოფა ან არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა; ბ) ინფორმაციის წარდგენა ხდება სამედიაციო მორიგების მიღწევის ფაქტის დასამტკიცებლად, როდესაც მეორე მხარე სადავოდ ხდის ან უარყოფს ამ ფაქტს; გ) მხარე ვალდებულია შეასრულოს ინფორმაციის გამჟღავნების თაობაზე ადრე ნაკისრი სამართლებრივი ვალდებულება, რომლის შესახებაც მედიაციის პროცესში ცნობილი იყო მეორე მხარისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ ინფორმაციის გამჟღავნება მოხდება მაქსიმალურად შეზღუდულ ფარგლებში; დ) ინფორმაციის გამჟღავნება გათვალისწინებულია სასამართლოს ან სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე სხვა გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში გამჟღავნება მოხდება მაქსიმალურად შეზღუდულ ფარგლებში, მეორე მხარის წინასწარი ინფორმირებით; ე) ინფორმაციის გამჟღავნება საჭიროა დანაშაულის გამოძიების მიზნით. ამ შემთხვევაში გამჟღავნება მოხდება მაქსიმალურად შეზღუდულ ფარგლებში, მეორე მხარის წინასწარი ინფორმირებით; ვ) სამედიაციო მორიგების შინაარსის გამჟღავნება საჭიროა მის ნებაყოფლობით შესასრულებლად ან იძულებით აღსასრულებლად; ზ) სამართლებრივი ან დისციპლინური დავა მიმართულია ინფორმაციის გამცემი პირის წინააღმდეგ, გამომდინარეობს მედიაციის პროცესიდან და ამ ინფორმაციის გამჟღავნება აუცილებელია ამ პირის სამართლებრივი ინტერესის დასაცავად; თ) მედიაციის პროცესში კონფიდენციალურობის პირობით გამჟღავნებული ინფორმაცია მხარეს მედიაციის დაწყებამდე ჰქონდა ან მიიღო კანონით გათვალისწინებული სხვა საშუალებებით, ან ეს ინფორმაცია სხვაგვარად მოხვდა საჯარო სივრცეში, ისე, რომ ადგილი არ ჰქონია მხარის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულების პირდაპირ ან არაპირდაპირ დარღვევას. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინფორმაციის გამჟღავნება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ მაქსიმალურად იქნეს დაცული ინფორმაციის კონფიდენციალობა ნებისმიერი მესამე პირისგან. 6. კონფიდენციალობის ვალდებულება ძალაშია მედიაციის დასრულების შემდეგაც, თუ მხარეებსა და მედიატორს გათვალისწინებული. შორის წერილობითი შეთანხმებით სხვა რამ არ არის მუხლი 11. მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესი 1. კერძო მედიაციის პროცესში მონაწილე მედიატორის მიერ გაწეული საქმიანობის ანაზღაურების წესი და პირობები განისაზღვრება მედიატორსა და მხარეთა შორის შეთანხმებით. 2. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეული მხარის მიერ გაღებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება თავად ამ მხარეს, ხოლო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული საბოლოო ხარჯები მათ შორის თანაბრად ნაწილდება. 3. სასამართლო მედიაციის პროცესში მონაწილე მედიატორი ვალდებულია ყოველი წლის განმავლობაში სასამართლო მედიაციის პროგრამით განსაზღვრული ოდენობის დავებზე სასამართლო მედიაციის პროცესი წარმართოს ანაზღაურების გარეშე (Pro Bono). 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სასამართლო მედიაციის პროცესში მონაწილე მედიატორის საქმიანობა ანაზღაურდება სასამართლო მედიაციის პროგრამების დასაფინანსებლად საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან. სასამართლო მედიაციის პროცესში მონაწილე მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. მუხლი 12. ხანდაზმულობა 1. კერძო მედიაციის დაწყების მომენტიდან ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა. 2. ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულად ითვლება მედიაციის დასრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს მედიაციის დაწყებიდან 2 წლისა. მედიაციის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში, დრო, რომლის განმავლობაშიც ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულია, ხანდაზმულობის ვადაში არ ჩაითვლება. მუხლი 13. სამედიაციო მორიგების აღსრულება 1. მხარეთა შეთანხმებით, მედიაციის შედეგად მიღწეული სამედიაციო მორიგება შეიძლება დაექვემდებაროს სასამართლოს მიერ აღსრულებას. 2. სამედიაციო მორიგების აღსრულების მოთხოვნით სასამართლოს შეიძლება მიმართოს ერთ-ერთმა ან ორივე მხარემ ერთობლივად. 3. სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხს სასამართლო განიხილავს ამ კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების შესაბამისად. თავი III საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მუხლი 14. საქართველოს მედიაციის ასოციაციის შემადგენლობა და ფუნქციები 1. საქართველოს მედიატორთა ასოციაცია (შემდგომ - მედიატორთა ასოციაცია) არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს მედიატორთა თვითრეგულირებას. 2. მედიატორთა ასოციაციაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი. 3. მედიატორთა ასოციაციის წევრები არიან მედიატორები, რომლებიც ჩარიცხული არიან მედიატორთა ერთიან რეესტრში. 4. მედიატორთა ერთიან რეესტრში შეიძლება ჩარიცხულ იქნეს ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც არ არის ნასამართლევი, მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის შესაბამისად გავლილი აქვს მედიაციის ტრენინგი და ფლობს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ გაცემულ სერტიფიკატს. 5. მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამა უნდა ადგენდეს მედიაციის ტრენინგის მინიმალურ სტანდარტებს და განსაზღვრავდეს ტრენინგის შინაარსს, ხანგრძლივობას, ტრენერთა კვალიფიკაციას, ტრენინგის გავლის შედეგად მიღებული ცოდნის შემოწმების წესებს და მედიაციის ტრენინგთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამას ამტკიცებს მედიატორთა ასოციაცია. 6. მედიატორთა ასოციაციის თანხმობით, მედიატორთა ტრენინგის ორგანიზებისა და ჩატარების უფლება აქვს ნებისმიერ დაწესებულებას/ორგანიზაციას, რომლის მიერ შეთავაზებული ტრენინგის სტანდარტიც აკმაყოფილებს მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამით განსაზღვრულ პირობებს. 7. მედიატორთა ერთიანი რეესტრი ქვეყნდება საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ვებგვერდზე და მოიცავს, სულ მცირე, შემდეგ მონაცემებს: ა) მედიატორის სახელსა და გვარს; ბ) მედიატორის დაბადების თარიღს; გ) მედიატორის კვალიფიკაციას ან/და აკადემიურ სტატუსს; დ) რეესტრში რეგისტრაციის თარიღს. 8. მედიატორთა ასოციაციის უმაღლესი ორგანოა მედიატორთა ასოციაციის საერთო კრება, რომელიც შედგება მედიატორთა რეესტრში ჩარიცხული მედიატორებისაგან. მედიატორთა ასოციაციის საერთო კრების მოწვევის პერიოდულობა, უფლებაუნარიანობა, აგრეთვე კრების მიერ გადაწყვეტილების მიღების წესები განისაზღვრება მედიატორთა ასოციაციის წესდებით. 9. მედიატორთა ასოციაციის საერთო კრების ფუნქციებია: ა) მედიატორთა ასოციაციის წესდების დამტკიცება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; ბ) მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევა და გათავისუფლება; გ) მედიატორთა ასოციაციის წესდებით დამტკიცებული წესით, მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსა და, საჭიროების შემთხვევაში, მედიატორთა ასოციაციის სხვა ორგანოების ფორმირება; დ) მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის დამტკიცება; ე) მედიატორთა ერთიან რეესტრში ჩარიცხულ მედიატორთა ეთიკის ერთიანი სტანდარტის, ასევე დისციპლინური სამართალწარმოების წესის შემუშავება და დამტკიცება; ვ) მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა; ზ) მედიატორთა ასოციაციის საწევრო გადასახადის ფიქსირებული ოდენობის დაწესება. 10. მედიატორთა ასოციაციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები, მედიატორთა ასოციაციაში გაწევრიანებისა და წევრობის შეწყვეტის საფუძვლები და პირობები, აგრეთვე მედიატორთა ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება მედიატორთა ასოციაციის წესდებით. მუხლი 15. მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო 1. მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო (შემდგომ - აღმასრულებელი საბჭო) უზრუნველყოფს მედიატორთა სერტიფიცირებას და მედიატორთა ერთიანი რეესტრის წარმოებას. 2. აღმასრულებელი საბჭოს ფუნქციებია: ა) მედიატორთა ასოციაციის კოლეგიური წესით მართვა; ბ) მედიატორთა ასოციაციის საშტატო ნუსხის დამტკიცება; გ) მედიატორთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ტრენინგებისა და საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და განხორციელება; დ) მედიაციის სფეროში დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკის საქართველოში დანერგვასა და განვითარებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება და მათი მედიატორებისათვის გაცნობა; ე) მედიაციის მომსახურებით სარგებლობის საყოველთაო ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამის სახელმწიფო და არასამთავრობო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა; ვ) დაწესებულების/ორგანიზაციის შესაბამისობის შემოწმება მედიატორთა მიერ შეთავაზებული სერტიფიცირების ტრენინგის პროგრამით სტანდარტის განსაზღვრულ პირობებთან და მის ჩატარებაზე თანხმობის გაცემა; ზ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით მედიატორის დანიშვნა; თ) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლო მედიაციის პროცესში მონაწილე მედიატორთა ეთიკის ერთიანი სტანდარტის ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველყოფა; ი) მედიატორთა ერთიან რეესტრში ჩარიცხული მედიატორის მიერ ეთიკის სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება და მედიატორისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება; კ) კომპეტენციის ფარგლებში, მედიატორთა უფლებების დაცვა; ლ) სასამართლო მედიაციის განვითარებისა და მედიაციის სფეროში მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და მედიატორთა ასოციაციის საერთო კრებისათვის წარდგენა. 3. აღმასრულებელი საბჭოს წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება. 4. აღმასრულებელი საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აღმასრულებელი საბჭოს სამდივნო. 5. აღმასრულებელი საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები, აგრეთვე აღმასრულებელი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება მედიატორთა ასოციაციის წესდებით. მუხლი 16. მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე 1. მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს მედიატორთა ასოციაციის წევრთაგან 4 წლის ვადით ირჩევს მედიატორთა ასოციაციის საერთო კრება. 2. მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე იმავდროულად აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს ასოციაციას. არის მედიატორთა მუხლი 17. მედიატორთა ასოციაციის დაფინანსების წყაროები მედიატორთა ასოცაიციის დაფინანსების წყაროები შეიძლება იყოს: ა) საწევრო გადასახადი; ბ) გრანტები და შემოწირულობები; გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ე) მედიატორთა ასოციაციის საქმიანობიდან მიღებული, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. თავი IV გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი მუხლი 18. გარდამავალი დებულებანი 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2019 წლის 1 ნოემბრამდე ერთჯერადად უზრუნველყოს მედიატორთა ერთიანი რეესტრის ფორმის დამტკიცება. 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2020 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს მედიატორთა ერთიან რეესტრში იმ ქმედუნარიანი ფიზიკური პირის ჩარიცხვა, რომელიც არ არის ნასამართლევი, გავლილი აქვს მედიაციის არანაკლებ 40 საათიანი ტრენინგი და ფლობს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტს. 3. ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული მედიაცია დასრულდეს ამ კანონის ძალაში შესვლამდე არსებული წესით. მუხლი 19. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მედიაციის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: უკანასკნელ პერიოდში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა. საქართველოში მცხოვრებ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, მიმართონ დარღვეული უფლების აღდგენის მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულ გზებს, საამისოდ კი დახარჯონ მცირე დრო და გაიღონ ნაკლები ფინანსური რესურსები. გარდა ამისა, დღეისათვის სასამართლო სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას სამოქალაქო დავების სიმრავლის კუთხით სასამართლოების გადატვირთულობა წარმოადგენს, რის გამოც საქმის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში დასრულება, პრაქტიკულად, ვერ ხერხდება, საქმეთა განხილვა ჭიანურდება, მოსამართლეთა დატვირთულობის მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება და საფრთხე ექმნება მხარეთა უფლებების დაცვასა და სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. სასამართლოს განტვირთვის ერთ-ერთ ეფექტიან გზად მედიაციის ინსტიტუტის განვითარება და გაძლიერება მიიჩნევა. მედიაციის პროცესში სათანადოდ მომზადებული, მიუკერძოებელი მესამე პირი ეხმარება მოქალაქეებს და ბიზნესის წარმომადგენლებს სამოქალაქო დავების ხანგრძლივი და ძვირადღირებული სასამართლო პროცესის გარეშე, ურთიერთშეთანხმებით, სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებაში. უნდა აღინიშნოს, რომ მედიაციის მიზანი არ არის და არც შეიძლება იყოს დავის გადაწყვეტის ტრადიციული საშუალების (სასამართლოს) ან თუნდაც, არბიტრაჟის ჩანაცვლება. განვითარებული მედიაციის მიზანია დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების ხელშეწყობა, მართლმსაჯულების სასამართლოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომობისა განტვირთვა ისეთი და ეფექტიანობის დავებისაგან, გაზრდა რომლებსაც და აქვთ ურთიერთშეთანხმებით დასრულების პერსპექტივა. ამასთან, მედიაციის მოქნილი მექანიზმი იძლევა ამ უკანასკნელის დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებთან (სასამართლო, არბიტრაჟი) კომბინირებულად გამოყენების შესაძლებლობას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მედიაციის როლსა და მნიშვნელობას საერთო მიზნის მისაღწევად. ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება და ასოცირების დღის წესრიგი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებას, განავითაროს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები, განსაკუთრებით კი მედიაცია და არბიტრაჟი და შექმნას მათი გამოყენებისათვის ხელსაყრელი პირობები („Develop alternative means of dispute settlement (mediation, arbitration)“). ამ მიზნით, მიღებულ უნდა იქნეს კანონი „მედიაციის შესახებ“, რითაც სახელმწიფო კიდევ ერთხელ დაადასტურებს მზადყოფნას მედიაციის განვითარების მხარდასაჭერად. ამავე კანონით მედიაციის პროცესში უნდა დამკვიდრდეს თანამდროვე სტანდარტები და დაინერგოს მედიაციის ინსტიტუციონალიზაციის ყველაზე მეტად მისაღები მოდელი. 2011 წელს ევროპარლამენტის დაკვეთით განხორციელებული კვლევის შედეგად შეიქმნა დოკუმენტი - „მედიაციის გამოუყენებლობის ხარჯების გაანგარიშება - მონაცემთა ანალიზი“ (Quantifying the cost of not using mediation – a data analysis) 1, რომელშიც იტალიისა და ბელგიის მაგალითზე მოცემულია მედიაციის მაღალი სიხშირით გამოყენების შედეგად დაზოგილი დროისა და ხარჯების ანალიზი, შესაბამის ციფრობრივ მაჩვენებლებსა და სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით. აქვე, ზოგადი შეფასების სახით, აღნიშნულია, რომ ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში სასამართლო სისტემა არ არის იმ დონეზე მოქნილი, რომ უპასუხოს გლობალიზაციით გამოწვეულ მზარდ და კომპლექსურ ეკონომიკურ და საკომინუკაციო მოთხოვნებს. ევროპულ ბიზნესს თავისი კლიენტები ჰყავს მთელ მსოფლიოში და მას სჭირდება დავების გადაწყვეტის ტრადიციულ მეთოდებზე უფრო სწრაფი და იაფი მეთოდი. სწორედ ამიტომ ევროპული ბიზნეს საზოგადოება უნდა გაერთიანდეს მედიაციის გარშემო და აღიაროს მედიაციის მიერ მოტანილი ეკონომიკური სარგებელი, ხოლო სახელმწიფოებმა ადგილობრივ დონეზე მედიაციის ხელშეწყობით უნდა დაგოზონ დრო და ფული. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მედიაციის წარმატების მაჩვენებელი დაბალი, ან, ზოგიერთ შემთხვევაში, უკიდურესად დაბალია, საქმის განხილვის ტვირთი სახელმწიფოს, ბიზნესისა და მოქალაქეებისათვის მაინც მნიშვნელოვნად მსუბუქდება.2 სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ პროფესიონალი მედიატორის მიერ წარმართული, ნებაყოფლობითი მედიაციის წარმატების მაჩვენებელი დაახლოებით 85%-ია.3 შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის უკვე სააშკარაოზეა გამოტანილი ის სირთულეები, რომელთა დაძლევაც უნდა გახდეს საქართველოში მედიაციის სფეროში ახალი სამართლებრივი ბაზის შემუშავების უმთავრესი მიზანი. მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მედიაციის სფეროში მოქმედი ორგანიზაციებისათვის არ არსებობს სათანადო ინსტიტუციური დასაყრდენი - ორგანო, რომელიც უზრუნველყოფდა: ა) მედიატორთა ერთ ორგანიზმში გაერთიანებას; ბ) მედიატორთა სერტიფიცირებას და მათი კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლებაზე ზრუნვას; გ) მედიატორთა მიერ ეთიკის დაცვაზე ზედამხედველობას და, საჭიროების შემთხვევაში, მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციების განხორციელებას. ამჟამად მედიაციის სფეროში მყარი ინსტიტუციური საფუძვლის გარეშე მოქმედებს რამდენიმე ორგანიზაცია (მედიატორთა ორი დამოუკიდებელი ასოციაცია, „მედიაციის ცენტრი“ და სხვ.), რომელთა შესახებაც რთულია ითქვას, რომ საერთო პრინციპები და სულისკვეთება აერთიანებთ; მათი საქმიანობა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 1 http://www.europarl.europa.eu/document/activities/cont/201105/20110518ATT19592/20110518ATT19592EN.pdf 2 იქვე. გვ. 5 3 იქვე, გვ. 13 არსებულ მწირ ნორმების ეფუძნება, ისიც, სასამართლო მედიაციის შემთხვევაში. რაც შეეხება კერძო მედიაციას, ამ სფეროში საერთოდ არ არსებობს სათანადო ნორმატიული ბაზა, თუ არ ჩავთვლით იმ რამდენიმე სპეციალური ტიპის მედიაციას (სანოტარო მედიაცია, შრომითი დავების მედიაცია და სხვ.), რომელთაც მხარეთა მორიგების ხელშეწყობის მიზანი აერთიანებთ, თუმცა, კონკრეტულ სფეროში, შედარებით ვიწროდ მიმართული ამოცანებით. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პილოტურმა პროექტმა დაამტკიცა, რომ მედიაციის წარმატებული დანერგვა შეუძლებელია ამ სფეროსთან სამართლებრივი კავშირის მქონე ყველა დაინტერესებული უწყებისა თუ პირის ერთობლივი ძალისხმევისა და ჩართულობის გარეშე. საზოგადოებაში, მათ შორის, იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს (მოსამართლეები, ადვოკატები) შორის, მედიაციის შესახებ დაბალი ცნობადობა, მის მიმართ უნდობლობა, ისევე, როგორც მედიაციის განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის არარსებობა გახდა იმის ძირითადი მიზეზი, რომ 2012 წლიდან დღემდე მხოლოდ რამდენიმე ათეული მედიაციის პროცესია ჩატარებული. ამ პერიოდში სასამართლოში შესული სამოქალაქო საქმეთა საერთო რაოდენობის ფონზე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში, დავების გადაწყვეტის სისტემაში მედიაციამ სათანადო ადგილი ვერ დაიმკვიდრა. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმიდნარე პილოტურმა პროექტმა რამდენიმე გამოწვევა წარმოაჩინა. ამ გამოწვევებს შორის შესაძლებელია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რამდენიმე ასპექტის ცალკე გამოყოფა. ეს ფაქტორებია:  მედიაციის შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა;  მედიაციის არაპოპულარობა და მის მიმართ უნდობლობა, რაც შესაძლოა, ამ სფეროს ინსტიტუციონალიზაციის დაბალი დონითაც იყოს განპირობებული:  მედიატორთა კადრების ნაკლებობა - სერტიფიცირებული მედიატორების სიმცირე;  მედიატორთა სერტიფიცირების სტანდარტისა და განგრძობადი განათლების არარსებობა;  მედიაციის უპირატესობის განმსაზღვრელი საკანონმდებლო გარანტიების არარსებობა (კონფიდენციალურობის მტკიცებულებად შესაძლებლობა უზრუნველყოფა გამოყენების სასამართლო და დაუშვებლობა; პროცესთან ინფორმაციის სასურველი შედარებით სასამართლოში შედეგის მცირე მიღწევის დროში, მცირე დანახარჯებით; სარჩელის აღძვრამდე სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძების გამოყენების შესაძლებლობა და სხვ.);  მედიატორთა ეთიკის სტანდარტის არარსებობა;  მედიატორთა პასუხისმგებლობის სტანდარტისა და სანქციების გამართული სისტემის არარსებობა;  მედიაციის ინსტიტუტის მიმართ იურიდიული პროფესიების წარმომადგენელთა (მოსამართლეები, ადვოკატები) მხარდაჭერის დაბალი დონე;  დღემდე სათანადო ფინანსური რესურსების მოუძიებლობა სასამართლო მედიატორთა ანაზღაურების სისტემისა და მედიაციისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად;  მედიაციის ინტიტუტის შესახებ ცნობადობის დაბალი დონე და ცნობიერების ამაღლების კამპანიის უქონლობა და სხვ. ჩამოთვლილი ფაქტორები ერთობლიობაში მნიშვნელოვნად აფერხებს მედიაციის ინსტიტუტის განვითარებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ზემოაღნიშნული ვითარების ხელშესახებად შესაცვლელად საჭიროა ამ სფეროში რადიკალური ღონისძიებების განხორციელება - უნდა გამოვლინდეს მედიაციის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები და ორი რამ უნდა განვითარდეს ერთდროულად და თანაბრად: მოთხოვნა და მიწოდება; ამისთვის კი მნიშვნელოვანია გატარდეს კომპლექსური საკანონმდებლო და სხვა სახის ღონისძიებები. პირველ რიგში, საჭიროა მოწესრიგდეს სამართლებრივი ბაზა და მიღებულ იქნეს კანონი „მედიაციის შესახებ“, რომელიც:  დააფუძნებს მედიატორთა თვითრეგულირების ორგანოს და შექმნის მედიაციის განვითარებისათვის მყარ ინსტიტუციურ საფუძველს;  სამართლებრივ საფუძველს შეუქმნის მედიატორის პროფესიის განვითარებას და მედიაციის, როგორც თვითდამკვიდრებას; დავების მოგვარების ალტერნატიული საშუალების,  დაადგენს სავალდებულო მოთხოვნებს მედიატორობის კანდიდატის მიმართ;  განსაზღვრავს მედიაციის პროცედურებს, რომლებიც საერთო იქნება ყველა სახის მედიაციისათვის (პროცესის დაწყება, მედიატორის შერჩევა, ინტერესთა კონფლიქტი და მედიატორის აცილების საკითხი, სამედიაციო მორიგების აღსრულება და სხვ.);  განსაზღვრავს მედიატორთა მიერ ეთიკის დაცვის ვალდებულებას და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზოგად პრინციპებს. „მედიაციის შესახებ“ ახალი კანონის პროექტზე მუშაობა 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყო ევროკავშირის/EU4Justice და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, USAID/PROLoG-ისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) აქტიური ჩართულობით და ფინანსური მხარდაჭერით. სამუშაო ჯგუფში შედიოდნენ სასამართლო კორპუსის, იუსტიციის სამინისტროს, მედიატორთა ასოციაციების, აკადემიური წრეებისა და ზემოაღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მოგვიანებით, აქტიურმა განმახორციელებელი საკანონმდებლო უწყებათაშორისი პროცესმა კერძო სამართლის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით, იუსტიციის სამინისტროში გადაინაცვლა და კონსულტაციები განახლებულ ფორმატში, საბჭოსა და მისი სამუშაო ჯგუფის წევრთა ჩართულობით გაგრძელდა. მედიაციის განვითარების საკითხებზე მსჯელობას სამუშაო ჯგუფის რამდენიმე სხდომა დაეთმო, რომელთა ფარგლებშიც მოხდა კანონპროექტის ძირითად პრინციპებზე შეჯერება. თანამედროვე საკანონმდებლო პლატფორმის არსებობას მედიაციის, იუსტიციის სამინისტრის თხოვნით, USAID/PROLoG-ისა GIZ-ის მხარდაჭერით კანონპროექტის ირგვლივ დასკვნა მოამზადა სლოვენიელმა ექსპერტმა ალეშ ზალარმა, რომელმაც კანონპროექტის საბოლოო ვერსია მთლიანობაში შეაფასა, როგორც ევროპულ და საერთაშორისო მედიაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც დავის გადაწყვეტის ღირებული საშუალების, განვითარებისათვის4. ბ-ნი ზალარის რეკომენდაციები განსაკუთრებით ყურადსაღებია შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: მედიაციის გამოყენებისათვის მხარეთა წამახალისებელი საშუალებების კანონით გათვალისწინება და ამ პროცესში მოსამართლის როლის ამაღლება; მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულების მყარი გარანტიების შექმნა; მედიაციის სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოს დაარსებისა და მედიატორთა ერთიანი რეესტრის შექმნის მნიშვნელობა; მედიატორის პროფესიის თვითრეგულირებადი ბუნება და სხვ. ექსპერტის რეკომენდაციების დიდი ნაწილი, ადგილობრივი კონტექსტის მხედველობაში მიღებით, გათვალისწინებულ იქნა კანონპროეტის საბოლოო ვერსიაში. ამდენად, წინამდებარე საკანონმდებლო პაკეტი კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო უწყებებს, ქვეყანაში მოქმედ მედიატორთა ასოციაციებს, ამ სფეროში მომუშავე სხვა ინსტიტუტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის მიღწეული ფართო კონსენსუსის შედეგია. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით დაგეგმილია მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისა და პოპულარიზაციის გზით დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების განვითარებისა და სასამართლოების გადატვირთულობის თავიდან აცილების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება. „მედიაციის შესახებ“ ახალი კანონის მიღებით სახელმწიფო კიდევ ერთხელ დაადასტურებს მედიაციის განვითარების მხარდაჭერისათვის მზადყოფნას. ამავე კანონით მედიაციის პროცესში უნდა დამკვიდრდეს თანამდროვე სტანდარტები, დაინერგოს მედიაციის ინსტიტუციონალიზაციის ყველაზე მეტად მისაღები მოდელი და ბიძგი მიეცეს მედიაციის შეუფერხებელ განვითარებას. Report on Draft Law of Georgia on Mediation on Draft law of Georgia amending the Law of Georgia on State Fees on Draft Law of Georgia amending the Civil Code of Georgia on Draft law of Georgia amending Civil Procedure Code of Georgia by Aleš Zalar. 2017, p.2. 4 ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებების წახალისებისა და შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, კანონპროექტი განსაზღვრავს მედიაციის წარმოების ზოგად პრინციპებს, მედიატორთა პროფესიული გაერთიანების ორგანიზებისა და საქმიანობის წესს, მედიატორის უფლებამოსილებებსა და მედიაციის პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. კანონის რეგულირების სფერო კანონის მოქმედება ვრცელდება მედიაციის თაობაზე მხარეთა შეთანხმების საფუძველზე წარმართულ მედიაციასა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXI1 თავით გათვალისწინებულ სასამართლო მედიაციაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თავისებურებათა გათვალისწინებით. კანონის მოქმედება არ გავრცელდება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და კოლექტიური დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრულ მედიაციაზე, რომელთაც თავისი სპეციფიკა ახასიათებს და შესაბამისი კანონმდებლობით წესრიგდება. მედიატორის არჩევა/დანიშვნა კერძო მედიაციის დროს:  მედიატორი აირჩევა მხარეთა შეთანხმებით;  მხარეები მედიატორს სავალდებულო წესით ირჩევენ მედიატორთა ერთიანი წესით ირჩევენ მედიატორთა ერთიანი რეესტრიდან. სასამართლო მედიაციის დროს:  მხარეები მედიატორს რეესტრიდან;  მხარეებს მედიატორთა სიას სთავაზობს სასამართლო;  მედიატორის კანდიდატურაზე მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, სასამართლოს სავალდებულო მიმართვის საფუძველზე, მედიატორს ნიშნავს მედიატორთა ასოციაცია. კანონპროექტი აქვე განსაზღვრავს იმ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, რომელთა გათვალისწინებაც მხარეებს კომპეტენტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიატორის შერჩევაში დაეხმარება. მედიატორის საქმიანობის შეზღუდვა მედიატორი ვალდებული იქნება, მედიაციის დაწყებამდე ან/და მისი დაწყების შემდეგ ნებისმიერ ეტაპზე შესაბამისი გარემოების გამოვლენისთანავე შეატყობინოს მხარეებს ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელმაც შესაძლოა ეჭვის ქვეშ დააყენოს მისი დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. ასეთი გარემოებების არსებობის მიუხედავად, პირი შეიძლება იყოს მედიატორი, თუკი მხარეები ამის შესახებ წერილობით თანხმობას განაცხადებენ. ამასთან, მედიატორს უფლება ექნება, აღნიშნული თანხმობის მიუხედავად, უარი თქვას მედიაციის წარმართვაზე. აქვე მოცემულია კანონისმიერი შეზღუდვების ჩამონათვალიც - მხარეთა თანხმობის მიუხედავად, პირი ვერ იქნება მედიატორი, თუ მედიაციის პროცესის დაწყებამდე იმავე საქმეზე ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე იგი იყო მხარე ან მისი წარმომადგენელი სასამართლოში, არბიტრაჟსა თუ სხვა მსგავს პროცესში, ან სხვა სახის საადვოკატო მომსახურება გაუწია მხარეს. მედიატორს ასევე არ ექნება უფლება საქმის დასრულების შემდეგ იმოქმედოს მხარის ინტერესების დასაცავად იმავე საქმეზე ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე. გარდა ამისა, მედიატორი ვერ იქნება პირი, რომელიც იმავე საქმეზე ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე მონაწილეობს ან მონაწილეობდა სასამართლოში, არბიტრაჟსა თუ სხვა მსგავს პროცესში მოსამართლედ, ნაფიც მსაჯულად, პროკურორად, გამომძიებლად, სასამართლო სხდომის მდივნად, არბიტრად ან ექსპერტად, ჩართული იყო საქმეში სახელმწიფო მოსამსახურედ, მედიატორ ნოტარიუსად, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით ან საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებულ მედიატორად; და პირიქით, მედიატორი სამომავლოდაც ვერ მიიღებს მონაწილეობას სასამართლოში, არბიტრაჟსა თუ სხვა მსგავს პროცესში რომელიმე ზემომითითებული სტატუსით. მედიატორთა ერთიანი რეესტრი მედიატორთა ერთიანი რეესტრი წარმოადგენს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ წარმოებულ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრთა საერთო სიას. მედიატორთა ერთიან რეესტრში შეიძლება ჩარიცხულ იქნეს ქმედუნარიანი ფიზიკური პირი:  რომელიც არ არის ნასამართლევი;  რომელსაც მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის შესაბამისად გავლილი აქვს მედიაციის ტრენინგი და ფლობს მედიატორთა ასოციაციის მიერ გაცემულ სერტიფიკატს. მედიაციის პროცესი მედიაციის დაწყების წინაპირობებია:  მედიაციის თაობაზე მხარეთა შეთანხმება;  კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით ან მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის მედიატორისათვის გადაცემა. უშუალოდ მედიაციის პროცესი დაწყებულად ჩაითვლება მხარეთა მიერ მედიატორისათვის მიმართვის, აგრეთვე სასამართლოს ან სხვა მედიატორისათვის გადაცემის მომენტიდან. უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის ამასთან, მედიაციის თაობაზე შეთანხმების არსებობისას, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, არ მიმართონ სასამართლოს ან არბიტრაჟს განსაზღვრული ვადის ან გარემოების დადგომამდე, სასამართლო ან/და არბიტრაჟი არ განიხილავს დავას მედიაციის თაობაზე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმის განუხილველობით მოსარჩელეს მიადგება შეუქცევადი ზიანი. კანონპროექტის თანახმად, მედიაციის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული, თუ მხარეთა შეთანხმებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მედიაციის პროცესმა უნდა უზრუნველყოს, რომ მხარეებს ჰქონდეთ საკმარისი დრო და შესაძლებლობა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმების მისაღწევად. მხარეთა ნების ავტონომიურობის პრინციპი მოქმედებს მედიაციის წარმართვის პროცესზეც - მხარეებს შეუძლიათ თავად შეთანხმდნენ მედიაციის წარმართვის წესებზე. მხარეთა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, მედიატორი თავად განსაზღვრავს მედიაციის წარმართვის წესს დავის ეფექტიანად მოგვარების მიზნით, საქმის გარემოებებისა და მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით. მედიაციის პროცესში მედიატორი ეხმარება მხარეებს დავის მოგვარების მიზნით მორიგების მიღწევაში მხარეთა მიერ თავისუფალი, დამოუკიდებელი და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების პრინციპის გათვალისწინებით. ამასთან, მედიატორს არ აქვს უფლება, დაარღვიოს მედიაციის მთავარი პრინციპი და მხარეთა შორის არსებულ დავაზე თავად მიიღოს გადაწყვეტილება. ამავე დროს, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, მედიატორმა შეიძლება მხარეებს შესთავაზოს მორიგების პირობები, ცხადია, მათივე ინტერესებისა და მედიაციის პროცესში გამოხატული პოზიციების გათვალისწინებით. მედიაცია დასრულდება, თუ:  მხარეები წერილობით შეთანხმდნენ დავის მორიგებით დასრულების შესახებ;  მხარეები შეთანხმდნენ მედიაციის შეწყვეტის შესახებ;  ერთ-ერთი მხარე უარს აცხადებს მედიაციაში მონაწილეობის გაგრძელებაზე;  ამოიწურა მედიაციისათვის განსაზღვრული ვადა;  მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ მედიატორი განაცხადებს, რომ მედიაციის გაგრძელება აღარ არის გონივრული და გამართლებული. სამედიაციო მორიგება და მისი აღსრულება კანონპროექტის თანახმად, სამედიაციო მორიგების შედგენას მხარეები ან/და მათი წარმომადგენლები თავად უზრუნველყოფენ. მედიატორს შეუძლია დაეხმაროს მხარეებს სამედიაციო მორიგების შედგენაში. სამედიაციო მორიგება ფორმდება წერილობით და მას ხელს აწერენ მხარეები და მედიატორი. სასამართლო მედიაციის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია მის შედეგად მიღწეული მორიგების სასამართლო წესით გავრცელდება. აღსრულების შესაძლებლობა. ეს პრინციპი კერძო მედიაციაზეც სასამართლო უარს იტყვის სამედიაციო მორიგების აღსრულებაზე, თუ  სამედიაციო მორიგების შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონდებლობას ან საქართველოში არსებულ საჯარო წესრიგს;  მორიგების შინაარსიდან გამოდინარე, მისი აღსრულება შეუძლებელია. კონფიდენციალობის ვალდებულება მედიაციის, როგორც დავის მოგვარების ალტერნატიული საშუალების, ერთ-ერთი ამოსავალი პრინციპია კონფიდენციალობა: მედიაციის პროცესიკონფიდენციალურია; მედიაციის მონაწილეებს უფლება არა აქვთ გაამჟღავნონ ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა მედიაციის პროცესში ან არსებითად გამომდინარეობს მედიაციის პროცესიდან. ეს ვალდებულება ძალაშია მედიაციის დასრულების შემდგომ პერიოდშიც. კანონპროექტი აქვე ითვალისწინებს იმ საგამონაკლისო შეთხვევების ჩამონათვალს, რომელთა არსებობისას კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება არ მოქმედებს. ეს შემთხვევებია: პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან თავისუფლების უზრუნველყოფა ან არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვის აუცილებლობა; ინფორმაციის წარდგენის საჭიროება სამედიაციო მორიგების მიღწევის ფაქტის დასამტკიცებლად, როდესაც მეორე მხარე სადაოდ ხდის ან უარყოფს ამ ფაქტს და სხვ. ამასთან, კანონპროექტი შეიცავს დათქმას, რომ აღნიშნულ საგამონაკლისო შემთხვევებშიც ინფორმაციის გამჟღავნება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ მაქსიმალურად იქნეს დაცული ინფორმაციის კონფიდენციალობა გარეშე პირებისა და ფართო საზოგადოებისაგან. მედიატორის საქმიანობის ანაზღაურება კერძო მედიაციის დროს:  მედიატორის ანაზღაურების წესსა და პირობებზე თანხმდებიან თავად მედიატორი და მხარეები;  თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეული მხარის მიერ გაღებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება თავად ამ მხარეს, ხოლო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული საბოლოო ხარჯები მათ შორის თანაბრად ნაწილდება. სასამართლო მედიაციის დროს:  მედიატორის საქმიანობა ანაზღაურდება სასამართლო მედიაციის პროგრამების დასაფინანსებლად საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებიდან;  მედიატორი ვალდებულია ყოველი წლის განმავლობაში სასამართლო მედიაციის პროგრამით განსაზღვრული ოდენობის დავებზე სასამართლო მედიაციის პროცესი წარმართოს ანაზღაურების გარეშე (Pro Bono). მედიაციის ინსტიტუციონალიზაცია. საქართველოს მედიატორთა ასოციაცია კანონპროექტი აყალიბებს მედიაციის განვითარების ინსტიტუციონალურ საფუძველს და აღწერს იმ ძირითად მახასიათებლებს, რომლებსაც უნდა ემყარებოდეს მედიატორთა თვითრეგულირების განმახორციელებელი ორგანო. კანონპროექტის თანახმად, ასეთი ორგანოს როლს ასრულებს საქართველოს მედიატორთა ასოციაცია - წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც კანონის საფუძველზე მედიაციის სფეროში ძირითადი წესების დამდგენი ორგანოა. მედიატორთა სერტიფიცირებისა და მედიატორთა ერთიანი რეესტრის წარმოების მიზნით, ასოციაცია ქმნის აღმასრულებელ საბჭოს, რომელიც კოლეგიური წესით მართავს მედიატორთა ასოციაციას; ასოციაციის უმაღლესი ორგანოა მედიატორთა ასოციაციის საერთო კრება, რომლის ძირითადი ფუნქციაა მედიატორთა ასოციაციის წესდების დამტკიცება, მედიატორთა სერტიფიცირების წესის დამტკიცება, მედიატორთა ერთიან რეესტრში ჩარიცხულ მედიატორთა ეთიკის ერთიანი სტანდარტის, აგრეთვე დისციპლინური სამართალწარმოების წესის შემუშავება და დამტკიცება, მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსა და, საჭიროების შემთხვევაში, მედიატორთა ასოციაციის ორგანოების ფორმირება და სხვა ფუნქციების განხორციელება. მედიატორთა ასოციაციას ჰყავს თავმჯდომარეც, რომელსაც, ძირითადად, წარმომადგენლობითი ფუნქცია ეკისრება. გარდამავალი პერიოდი კანონის სრულად ასამოქმედებლად საჭიროა გარდამავალ პერიოდში მოსამზადებელი ღონისძიებების განხორციელება. საამისოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განესაზღვრება ვადა ერთჯერადად მედიატორთა ერთიანი რეესტრის ფორმის დასამტკიცებლად. რეესტრში ჩაირიცხებიან ის ქმედუნარიანი ფიზიკური პირები, რომლებიც არ არიან ნასამართლევი, გავლილი აქვთ მედიაციის არანაკლებ 40 საათიანი ტრენინგი და ფლობენ შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამა „მედიაციის შესახებ“ ახალი კანონის მიღებას ითვალისწინებს. ამავე პროგრამის 5.2. პუნქტში (ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციონალური მექანიზმები) აღნიშნულია, რომ „პარლამენტს განსახილველად წარედგინება მრავალმხრივი კონსულტაციების შედეგად მომზადებული კანონპროექტი „მედიაციის შესახებ“. ამ საკანონმდებლო და სხვა ინსტიტუციონალური მექანიზმების მეშვეობით ხელი შეეწყობა მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული საშუალების, მომზადებული, დამკვიდრებას და მიუკერძოებელი განვითარებას. მესამე პირი მედიაციის დაეხმარება პროცესში მოქალაქეებს სათანადოდ და ბიზნესის წარმომადგენლებს სამოქალაქო დავების ხანგრძლივი და ძვირადღირებული სასამართლო პროცესის გარეშე, ურთიერთშეთანხმებით, სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებაში. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრონციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2020 წლის 1 იანვრიდან. ამ დრომდე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთჯერადად უნდა უზრუნველყოს მედიატორთა ერთიანი რეესტრის ფორმის დამტკიცება და სურვილისამებრ, რეესტრში ყველა იმ ქმედუნარიანი ფიზიკური პირის ჩარიცხვა, რომელიც არ არის ნასამართლევი, გავლილი აქვს მედიაციის არანაკლებ 40 საათიანი ტრენინგი და ფლობს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტს. გარდა ამისა, 2020 წლის 1 იანვრისთვის უნდა მოხდეს სსიპ - საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დაფუძნებისა და ფუნქციონირებისათვის, აგრეთვე რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოქმედი სასამართლო მედიაციის პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და აქტივობების დასაფინანსებლად საჭირო თანხების მობილიზება. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება, განსაკუთრებით, პირველ ეტაპზე, გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. აქ, პირველ რიგში, იგულისხმება ის ხარჯები, რომლებიც აუცილებელია სსიპ - საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დაფუძნებისა და ფუნქციონირებისათვის. წინასწარი მიახლოებითი გაანგარიშებით, ასოციაციის დაარსებისა და ფუნქციონირების დაწყებისათვის საჭირო სახსრები 200 000 ლარის ფარგლებში მერყეობს. ამ ხარჯებში შედის საოფისე ხარჯები (ოფისის ქირა და საოფისე ინვენტარის შესაძენად საჭირო სახსრები), ასოციაციის დირექტორისა და აღმასრულებელი საბჭოს სამდივნოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება, საოფისე ტექნიკისა და ინვენტარის მოვლა-შენახვისა და მიმდინარე რემონტის ხარჯები, კომუნალური ხარჯები, აუდიტორული მომსახურებისა და სხვა ხარჯები. ამავე თანხაში შედის ის ერთჯერადი ხარჯიც, რომლის გაღებაც ასოციაციის დაარსების პირველ ეტაპზეა საჭირო (ძირითადად, მსხვილი საოფისე ტექნიკის შეძენისათვის განკუთვნილი სახსრები); მისი ოდენობა 40 000 ლარის ფარგლებში მერყეობს. ცხადია, მომდევნო წლებისთვის ერთჯერადი ხარჯი ასოციაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯებს გამოაკლდება. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო მედიაციის პროცესში მონაწილე მედიატორის საქმიანობა სასამართლო მედიაციის პროგრამების დასაფინანსებლად საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან უნდა ანაზღაურდეს. წინასწარი გაანგარიშებით, სასამართლო მედიაციის პროცესში მონაწილე მედიატორთა შრომის ანაზღაურების ფონდი ყოველწლიურად 15000-დან 20000-მდე ლარის ფარგლებში მერყეობს. მომდევნო პერიოდში შესაძლოა სასამართლო მედიაციის სიხშირე და, შესაბამისად, მედიატორთა შრომის ანაზღაურების ხარჯები გაიზარდოს, თუმცა, ეს საკითხი გააზრებულ უნდა იქნეს მედიაციის განვითარების სანაცვლო მოსალოდნელი ეფექტის ჭრილში, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისით. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ერთი მოსამართლის დანიშვნის შემთხვევაში საშუალო წლიური ხარჯი (ამ ხარჯში შედის მოსამართლის, მისი თანაშემწის, სხდომის მდივნის, თბილისის საქალაქო სასამართლოს შემთხვევაში - მთავარი კონსულტანტის წლიური შრომის ანაზღაურება, აგრეთვე მათი სამუშაო სივრცის ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვისათვის გასაწევი ერთჯერადი ხარჯი) შემდეგნაირად გამოიყურება:  I ინსტანციის სასამართლოში: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის შემთხვევაში - 123840 ლარი, სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის შემთხვევაში - 100250 ლარი;  სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის შემთხვევაში - 128250 ლარი. აღნიშნული მონაცემების ანალიზი სრულიად ნათლად წარმოაჩენს დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების განვითარებისა და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის საჭიროებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდაუვალ აუცილებლობად მოგვევლინება პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვს სამოქალაქო დავების განმხილველი არანაკლებ 10 მოსამართლის დამატება, რისი ხარჯიც, ზემომითითებული გათვალისწინებით, ყოველწლიურად 1 მილიონ ლარს აღემატება. გაანგარიშების თუ საკითხს უფრო ფართო ჭრილში, გრძელვადიანი პერსპექტივიდან განვიხილავთ, ცხადი გახდება, რომ მედიაციის სათანადოდ განვითარებამ მნიშვნელოვნად უნდა განტვირთოს რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების სამოქალაქო კოლეგიები/პალატები და ამ გზით დაზოგოს სახელმწიფოს სახსრები, რომელთა გაღებაც, საკუთრივ მოსამართლეთა კორპუსის ფუნქციონირებისთვის საჭირო ხარჯების მიღმა, ამ უკანასკნელს უწევს ყოველი სასამართლო პროცესის სრული მოცულობით ჩასატარებლად. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დაფუძნებიდან განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ მედიატორთა ასოციაცია ეტაპობრივად უნდა გადავიდეს თვითდაფინანსების პრინციპზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დაფინანსების წყაროების გამოყენებით - ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული, აგრეთვე კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღებით იმ პირებს, რომლებიც მედიატორთა ასოციაციაში გაწევრიანდებიან, პერიოდულად მოუწევთ მედიატორთა ასოციაციის საწევრო გადასახადის გადახდა მედიატორთა ასოციაციის საერთო კრების მიერ დადგენილი ოდენობით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი ითვალისწინებს მედიატორთა ასოციაციის საერთო კრების მიერ დადგენილი ოდენობით მედიატორთა ასოციაციის წევრთათვის საწევრო გადასახადის გადახდის ვალდებულების დაკისრებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან და მიმართება შეთანხმებებთან, საქართველოს აგრეთვე, ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ ისეთი და ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება და ასოცირების 2014-2016 წლების დღის წესრიგი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებას, განავითაროს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები, განსაკუთრებით კი მედიაცია და არბიტრაჟი და შექმნას მათი გამოყენებისათვის ხელსაყრელი პირობები („Develop alternative means of dispute settlement (mediation, arbitration)“). ანალოგიურ ვალდებულებაზე საუბრობს 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგიც („Introduce fair and efficient, and more widely used, alternative means of dispute settlement“). შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებებით სახელმწიფო კიდევ ერთხელ დაადასტურებს მზადყოფნას მედიაციის განვითარების მხარდასაჭერად. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ 2017 წელს, კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის, აგრეთვე დონორი ორგანიზაციების - USAID-PROLoGისა და GIZ-ის მხარდაჭერით. კანონპროექტის ადვოკატთა მომზადების ასოციაციას, პროცესში საქართველოს გაიმართა იუსტიციის კონსულტაციები უმაღლეს საბჭოს, საქართველოს საქართველოს მედიატორთა ასოციაციას, საქართველოს სასამართლო მედიატორთა ასოციაციას, აგრეთვე მედიაციის სფეროში მოქმედი სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის მიზნით გამოყენებულ იქნა საერთაშორისო იურიდიული ფირმა „Linklaters“-ის მიერ მომზადებული დოკუმენტი - „კომერციული მედიაცია“ (შედარებითი ანალიზი)5, რომელიც იკვლევს 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, იაპონიაში, სინგაპურსა და სხვა ქვეყნებში არსებულ მოდელებს - მედიაციის ფუნქციონირების ინსტიტუციონალურ ჩარჩოს, მედიაციის მიმდინარეობის პროცესუალურ მხარეს და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. https://www.linklaters.com/en/insights/thought-leadership/commercial-mediation-a-comparative-review/commercialmediation---a-comparative-review 5 ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.