„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.03.2019
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/319/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მედიაციის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-19
ბიუროს ნომერი 240

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) 132-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) დაიწყო „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კერძო მედიაცია;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „მედიაციის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტის მომზადებით, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, აუცილებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების დამატებითი საფუძვლის განსაზღვრა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მეშვეობით უნდა მოხდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების ერთ-ერთ საფუძვლად განისაზღვროს ამავე კანონით გათვალისწინებული კერძო მედიაციის დაწყება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონის მიღებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსი შესაბამისობაში მოვა „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონთან და სრულყოფილად ჩამოყალიბდება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების საფუძვლები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლს ემატება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების კიდევ ერთი საფუძველი - „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კერძო მედიაციის დაწყება. თავის მხრივ, „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-12 მუხლის თანახმად, კერძო მედიაციის დაწყების მომენტიდან ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა მედიაციის დასრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს მედიაციის დაწყებიდან 2 წლისა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2020 წლის 1 იანვრიდან, რაც განპირობებულია „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ძალაში შესვლის თარიღით. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ 2017 წელს, კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის, აგრეთვე დონორი ორგანიზაციების - USAID-PROLoG-ისა და GIZ-ის მხარდაჭერით. კანონპროექტის მომზადების პროცესში გაიმართა კონსულტაციები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციას, საქართველოს სასამართლო მედიატორთა ასოციაციას, აგრეთვე მედიაციის სფეროში მოქმედი სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის მიზნით გამოყენებულ იქნა საერთაშორისო იურიდიული ფირმა „Linklaters“-ის მიერ მომზადებული დოკუმენტი - „კომერციული მედიაცია“ (შედარებითი ანალიზი)1, რომელიც იკვლევს 20-ზე მეტ https://www.linklaters.com/en/insights/thought-leadership/commercial-mediation-a-comparativereview/commercial-mediation---a-comparative-review 1 ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, იაპონიაში, სინგაპურსა და სხვა ქვეყნებში არსებულ მოდელებს - მედიაციის ფუნქციონირების ინსტიტუციონალურ ჩარჩოს, მედიაციის მიმდინარეობის პროცესუალურ მხარეს და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.