„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მედიაციის შესახებ“
- „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-19
ბიუროს ნომერი 240
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„საერთო
სასამართლოების
შესახებ“
საქართველოს
ორგანულ
კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 132 მუხლი:
„მუხლი 132. სასამართლო მედიაციის პროგრამა
1. რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოები ვალდებული არიან თითოეული
სასამართლოს
ფარგლებში
„მედიაციის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
დებულებათა
საფუძველზე განახორციელონ სასამართლო მედიაციის პროგრამით გათვალისწინებული და
მედიაციის განვითარებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებები.
2. სასამართლო მედიაციის პროგრამას/პროგრამებს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭო.
3.
სასამართლო
მედიაციის
პროგრამა
უნდა
განსაზღვრავდეს
სასამართლოსა
და
საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის კომუნიკაციის სტანდარტებს, სასამართლო
მედიაციის წარმართვის პროცესუალურ მხარეს, აგრეთვე სასამართლო მედიაციის გამართულად
ფუნქციონირებისთვის საჭირო სხვა საკითხებს, რომლებიც „მედიაციის შესახებ“ საქართველოს
კანონით არ არის მოწესრიგებული.“.
2. 49-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ3“ და „კ4“ ქვეპუნქტები:
„კ3) ამტკიცებს სასამართლო მედიაციის პროგრამას/პროგრამებს;
კ4) ამტკიცებს მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესს;“.
3. 67-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოქმედი სასამართლო
მედიაციის პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს საერთო
სასამართლოებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან ფინანსდება.“.
მუხლი 2
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2020 წლის 1 იანვრისთვის უზრუნველყოს:
ა) სასამართლო მედიაციის პროგრამის/პროგრამების დამტკიცება;
ბ) მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესის დამტკიცება.
2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის
გამოყოფილ ასიგნებებში 2020 წლისთვის და შემდგომში ყოველწლიურად გათვალისწინებულ
იქნეს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოქმედი სასამართლო მედიაციის
პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად საჭირო სახსრები.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „მედიაციის შესახებ“ საქართველოს ახალი
კანონის პროექტის მომზადებით, რომლის შინაარსიდან გამომდინარეც აუცილებელია მედიაციის
ინტიტუტთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების „საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონით, როგორც საერთო სასამართლოების სისტემის მიმართ
მოქმედი ძირითადი აქტით, მოწესრიგება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იქიდან გამომდინარე, რომ მედიაციის წარმატებულ ფუნქციონირებას დიდწილად
თითოეულ სასამართლოში სათანადოდ დანერგილი და სტრუქტურირებული სასამართლო
მედიაციის პროგრამა განაპირობებს, საჭიროა ორგანულმა კანონმა გაითვალისწინოს რაიონული
(საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების ვალდებულება, თითოეული ამ
სასამართლოს
ფარგლებში განახორციელონ სასამართლო მედიაციის პროგრამით გათვალისწინებული და
მედიაციის განვითარებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებები. აქვე უნდა განისაზღვროს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის ფუნქციები, რომლებიც „მედიაციის შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტიდან
გამომდინარეობს
(სასამართლო
მედიაციის
პროგრამის/პროგრამებისა და მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესების დამტკიცება).
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება „მედიაციის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტის შინაარსის შევსება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონისათვის იმ ნორმების დამატებით, რომლებიც ითვალისწინებს სასამართლოების
ვალდებულებას, თითოეული სასამართლოს ფარგლებში დანერგონ და განავითარონ სასამართლო
მედიაციის პროგრამები, განსაზღვრავს ამ პროგრამების დაფინანსების წყაროებს და აზუსტებს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვალდებულებებს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს
ემატება 132 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო
სასამართლოების ვალდებულება, მოცემული სასამართლოს ფარგლებში „მედიაციის შესახებ“
საქართველოს კანონის დებულებათა საფუძველზე განახორციელონ სასამართლო მედიაციის
პროგრამით გათვალისწინებული და მედიაციის განვითარებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებები.
სასამართლო მედიაციის პროგრამა უნდა განსაზღვრავდეს სასამართლოსა და საქართველოს
მედიატორთა ასოციაციას შორის კომუნიკაციის სტანდარტებს, სასამართლო
მედიაციის
წარმართვის პროცესუალურ მხარეს, აგრეთვე სასამართლო მედიაციის გამართულად
ფუნქციონირებისთვის საჭირო სხვა საკითხებს, რომლებიც „მედიაციის შესახებ“ საქართველოს
კანონით არ არის მოწესრიგებული.
ორგანული კანონის 67-ე მუხლში შესატანი ცვლილების შესაბამისად, სასამართლო
მედიაციის
პროგრამით
გათვალისწინებული
ღონისძიებების
საქართველოს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან
დაფინანსდება.
კანონპროექტით ზუსტდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვალდებულებები
და მიეთითება, რომ ეს უკანასკნელი ამტკიცებს სასამართლო მედიაციის პროგრამას/პროგრამებს,
აგრეთვე მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესს; საბჭოს მიერ აღნიშნული ფუნქციების
შესრულება „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითად პრინციპებს
ეხმიანება და მათი ცხოვრებაში გატარების მიზანს ემსახურება - სასამართლო მედიაციის
პროგრამის წარმატებით იმპლემენტაცია ხელს შეუწყობს სასამართლოებში მედიაციის დანერგვასა
და განვითარებას, ხოლო მედიატორთა საქმიანობის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგება შექმნის
ამ პროცესის გამჭვირვალობის გარანტიას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან,
ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2020 წლის 1 იანვრიდან, რაც
განპირობებულია „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ძალაში შესვლის
თარიღით. ამასთან, ამ დრომდე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა უზრუნველყოს
სასამართლო მედიაციის პროგრამის/პროგრამებისა და მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების
წესების დამტკიცება. გარდა ამისა, 2020 წლის 1 იანვრისთვის უნდა მოხდეს რაიონულ (საქალაქო)
და
სააპელაციო
სასამართლოებში
მოქმედი
სასამართლო
მედიაციის
პროგრამებით
გათვალისწინებული ღონისძიებებისა და აქტივობების დასაფინანსებლად საჭირო სახსრების
მობილიზება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის თანახმად, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოქმედი
სასამართლო მედიაციის პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებები საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის გამოყოფილი
ასიგნებებიდან ფინანსდება, რა მიზნითაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს საერთო
სასამართლოებისათვის
გამოყოფილ
ასიგნებებში
2020
წლისათვის
და
შემდგომში
ყოველწლიურად გათვალისწინებულ უნდა იქნეს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო
სასამართლოებში
მოქმედი
სასამართლო
მედიაციის
პროგრამებით
გათვალისწინებული
ღონისძიებებისა და აქტივობების დასაფინანსებლად საჭირო თანხები. ამავე ასიგნებებიდან უნდა
ანაზღაურდეს სასამართლო მედიაციის პროცესში მონაწილე მედიატორის საქმიანობა. წინასწარი
მიახლოებითი გაანგარიშებით, სასამართლო მედიაციის პროცესში მონაწილე მედიატორთა
შრომის ანაზღაურების ფონდისათვის ყოველწლიურად 20000-დან 50000-მდე ლარის ფარგლებში
თანხა იქნება საჭირო.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
სასამართლო მედიაციის პროცესში მონაწილე მედიატორის საქმიანობა სახელმწიფო
ბიუჯეტიდან საერთო სასამართლოებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან ანაზღაურდება.
ანაზღაურების ოდენობა მედიატორთა, ასევე სასამართლო მედიაციისათვის გადაცემული
საქმეების
რაოდენობაზე
იქნება
დამოკიდებული
(თითოეული
საქმის
სირთულიდან
გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს ერთ საქმეზე 50 ლარი ან მეტი).
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორმხრივ
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
და
მიმართება
შეთანხმებებთან,
საქართველოს
აგრეთვე,
ისეთი
და
ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ 2017 წელს, კერძო
სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით,
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში
შექმნილი სამუშაო ჯგუფის, აგრეთვე დონორი ორგანიზაციების - USAID-PROLoG-ისა და GIZ-ის
მხარდაჭერით.
კანონპროექტის
მომზადების
პროცესში
გაიმართა
კონსულტაციები
საქართველოს
ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, საქართველოს მედიატორთა
ასოციაციას, საქართველოს სასამართლო მედიატორთა ასოციაციას, აგრეთვე მედიაციის სფეროში
მოქმედი სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
გამოყენებული
საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის მიზნით
გამოყენებულ იქნა საერთაშორისო იურიდიული ფირმა „Linklaters“-ის მიერ მომზადებული
დოკუმენტი - „კომერციული მედიაცია“ (შედარებითი ანალიზი)1, რომელიც იკვლევს 20-ზე მეტ
ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიაში,
იაპონიაში, სინგაპურსა და სხვა ქვეყნებში არსებულ მოდელებს - მედიაციის ფუნქციონირების
ინსტიტუციონალურ ჩარჩოს, მედიაციის მიმდინარეობის პროცესუალურ მხარეს და მასთან
დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
https://www.linklaters.com/en/insights/thought-leadership/commercial-mediation-a-comparativereview/commercial-mediation---a-comparative-review
1