„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მედიაციის შესახებ“
- „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-19
ბიუროს ნომერი 240
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 50-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) მედიაციის მონაწილეებს - იმ კონფიდენციალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით,
ცნობილი გახდა მედიაციის პროცესში ან არსებითად გამომდინარეობს მედიაციის პროცესიდან,
გარდა „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც
ინფორმაციის გამჟღავნება საჭიროა დანაშაულის გამოძიების მიზნით;“.
2. 59-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) იმავე საქმეზე ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე იყო მედიატორი;“.
3. მე-60 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) იმავე საქმეზე ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე არის/იყო
მედიატორი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „მედიაციის შესახებ“ საქართველოს ახალი
კანონის პროექტის მომზადებით, რომლის შინაარსიდან გამომდინარეც აუცილებელია იმ
შემთხვევათა გაფართოება, როდესაც პირი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის
პროცესში მოსამართლედ, ნაფიც მსაჯულად, პროკურორად, გამომძიებლად, ადვოკატად ან
სასამართლო სხდომის მდივნად. „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
თანახმად, მედიატორი ვერ იქნება პირი, რომელსაც იმავე საქმეზე ან არსებითად მასთან
დაკავშირებულ სხვა საქმეზე წარსულში მონაწილეობა აქვს მიღებული სასამართლოში,
არბიტრაჟსა თუ სხვა მსგავს პროცესში სხვადასხვა, მათ შორის, მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის,
პროკურორის, გამომძიებლის ან სასამართლო სხდომის მდივნის სტატუსით, ან რაიმე სახის
საადვოკატო მომსახურება აქვს მხარისათვის გაწეული; და პირიქით, სასამართლოში, არბიტრაჟსა
თუ სხვა მსგავს პროცესში მოსამართლედ, ნაფიც მსაჯულად, პროკურორად, გამომძიებლად,
ადვოკატად ან სასამართლო სხდომის მდივნად სამომავლოდაც ვერ მიიღებს მონაწილეობას პირი,
თუ იგი იმავე საქმეზე ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე იყო მედიატორი.
გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში საჭიროა „მედიაციის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონფიდენციალობის პრინციპის ამსახველი
ნორმის არსებობა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია მედიაციის სფეროს მარეგულირებელი
საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემდეგ ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში პოტენციური
კოლიზიის გამორიცხვის საჭიროებით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
შესაბამისობაში მოვა „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან და სისხლის
სამართლის პროცესში პირის მოსამართლედ, ნაფიც მსაჯულად, პროკურორად, გამომძიებლად,
ადვოკატად ან სასამართლო სხდომის მდივნად გამოირიცხება იმ პირის მონაწილეობა, რომელიც
იმავე საქმეზე ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე იყო მედიატორი. გარდა ამისა,
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა უნდა უზრუნველყოს
მედიაციის პროცესის კონფიდენციალობა განსაზღვრულ შემთხვევებში მედიაციის მონაწილის
მოწმედ დაკითხვის ვალდებულებისაგან გათავისუფლების გზით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის ცვლილებით იმ პირთა
ჩამონათვალს, რომელთაც არ ეკისრებათ მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის
მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის
ვალდებულება, ემატება მედიაციის მონაწილე (გარდა „მედიაციის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა,). ამავე კოდექსის 59-ე მუხლში განსახორციელებელი
ცვლილების შესაბამისად, მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი ან
სასამართლო სხდომის მდივანი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ
რომელიმე მათგანი იმავე საქმეზე ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე იყო
მედიატორი;. კოდექსის მე-60 მუხლში შესატანი ცვლილებით ანალოგიურ შემთხვევაში სისხლის
სამართლის პროცესში მონაწილეობის უფლება ადვოკატსაც ეზღუდება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2020 წლის 1 იანვრიდან, რაც
განპირობებულია „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ძალაში შესვლის
თარიღით.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
არ იწვევს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ 2017 წელს, კერძო
სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით,
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში
შექმნილი სამუშაო ჯგუფის, აგრეთვე დონორი ორგანიზაციების - USAID-PROLoG-ისა და GIZ-ის
მხარდაჭერით.
კანონპროექტის მომზადების პროცესში გაიმართა კონსულტაციები საქართველოს
ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, საქართველოს მედიატორთა
ასოციაციას, საქართველოს სასამართლო მედიატორთა ასოციაციას, აგრეთვე მედიაციის სფეროში
მოქმედი სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში,
იმ
გამოცდილების
მიმოხილვა,
რომელიც
მაგალითად
იქნა
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
გამოყენებული