„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“
- „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-13
ბიუროს ნომერი 258
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
13.12.2018,
სარეგისტრაციო
კოდი:
110060000.04.001.016256) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11, 12, 13 და 14 პუნქტები:
,,11) მეკავშირე პროკურორი ევროჯასტში (შემდგომში - მეკავშირე პროკურორი)
–
საქართველოს პროკურატურის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან
შეთანხმებით ევროჯასტში მივლინებული პროკურორი, რომელიც ინიშნება გენერალური
პროკურორის მიერ და რომლის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება
„საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის
შეთანხმებით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.
12) ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარე (შემდგომში - დამხმარე) - საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით გენერალური პროკურორის მიერ
ევროჯასტში მივლინებული პროკურორი, რომელიც დახმარებას უწევს მეკავშირე
პროკურორს
და
რომლის
უფლებამოსილება
და
საქმიანობის
წესი
განისაზღვრება
„საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის
შეთანხმებით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.
13) ევროჯასტთან საქართველოს პროკურატურის საკონტაქტო პირი - გენერალური
პროკურორის მიერ შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული პირი, რომლის ფუნქციები და
უფლებამოსილება განისაზღვრება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის
შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით.
14) ტერორიზმის საკითხებზე საქართველოს ეროვნული კორესპონდენტი - გენერალური
პროკურორის მიერ შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული ევროჯასტთან საკონტაქტო პირი,
რომელიც პასუხისმგებელია ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების კორესპონდენციის
წარმოებაზე.”.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინარსის 301 მუხლი:
,, მუხლი 301. მეკავშირე პროკურორი და მისი დამხმარე
1. ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული თანამშრომლობა შესაძლოა განხორციელდეს
მეკავშირე პროკურორის ან მისი დამხმარის საშუალებით „საქართველოსა და ევროჯასტს
შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით, ამ კანონითა და
საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტებით.
2. მეკავშირე პროკურორად ან მის დამხმარედ საქართველოს გენერალური პროკურორი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ნიშნავს ამ კანონის მე-2
მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს.“.
3. მეკავშირე პროკურორი და მისი დამხმარე შედიან
საქართველოს დიპლომატიური
წარმომადგენლობის პერსონალის შემადგენლობაში და საერთაშორისო სამართლებრივი
თანამშრომლობის
სფეროში,
თავიანთი
კომპეტენციის
ფარგლებში,
წარმოადგენენ
საქართველოს.
4. მეკავშირე პროკურორი და მისი დამხმარე იმყოფებიან
გენერალური პროკურორის
ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში.
5.
მეკავშირე
პროკურორის
და
მისი
დამხმარის
ხანგრძლივობა,
გამოწვევისა
და
საქმიანობის
უფლებამოსილება,
მივლინების
განისაზღვრება
გენერალური
წესი
პროკურორის ბრძანებით.
6. გენერალური პროკურორი
უფლებამოსილია
დიპლომატიურ წარმომადგენლობაში
როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ მეკავშირე პროკურორს ან მის
დამხმარეს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა, საჭიროების შემთხვევაში,
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით 1 წლამდე გაუგრძელოს.
7. მეკავშირე პროკურორის და მისი დამხმარის მატერიალურ-ტექნიკურ და ფინანსურ
უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს პროკურატურა. მეკავშირე პროკურორის და
მისი დამხმარის თანამდებობრივი სარგოები, მათი სამივლინებო ხარჯები განისაზღვრება
გენერალური პროკურორის ბრძანებით.
8. მეკავშირე პროკურორის, მისი დამხმარის
საყოფაცხოვრებო
მიზნობრიობა
და
მოწყობის
ოდენობა,
მიზნით
და მათი ოჯახის წევრთა პირველადი
ანაზღაურებადი
ადგილსამყოფელი
ერთჯერადი
სახელმწიფოს
თანხები,
მათი
თავისებურებათა
გათვალისწინებით, განისაზღვრება გენერალური პროკურორის ბრძანებით.
9. მეკავშირე პროკურორის, მისი დამხმარის ან მათთან მცხოვრები ოჯახის წევრის
გარდაცვალების შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა დაფარავს ყველა ხარჯს, მათ
შორის, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს.
10. მეკავშირე პროკურორის და მისი დამხმარის მიერ სამსახურის გავლის, მათი გამოწვევის,
აგრეთვე მეკავშირე პროკურორის, მისი დამხმარის და მათი ოჯახის წევრების სოციალური
დაცვის გარანტიების მიმართ გამოიყენება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული
და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად დადგენილი
სოციალური დაცვის გარანტიები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე”
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საქართველოსა და ევროჯასტს შორის
თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმების გაფორმებით მძიმე
დანაშაულთან, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის წინააღმდეგ,
ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ასევე სისხლის
სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მარეგულირებელი ნორმების
ცვლილების საჭიროებით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტი
მიზნად
ისახავს
საქართველოს
კანონმდებლობის,
კერძოდ
კი
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოსა და ევროჯასტს
შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებასთან შესაბამისობაში
მოყვანას და შეთანხმების შესრულებისათვის აუცილებელი სამართლებრივი მექანიზმების
ამოქმედებას, შესაბამისად, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდეს
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში აისახება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019
წლის 29 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის,
ევროჯასტში
მეკავშირე
პროკურორის
დამხმარის,
ევროჯასტთან
საქართველოს
პროკურატურის საკონტაქტო პირისა და ტერორიზმის საკითხებზე საქართველოს ეროვნული
კორესპონდენტის დეფინიციები და მათი საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგი სახის ცვლილებებს:
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლს (,,ძირითად
ტერმინთა განმარტება“) ემატება ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის, ევროჯასტში
მეკავშირე
პროკურორის
საკონტაქტო
პირისა
და
დამხმარის,
ევროჯასტთან
ტერორიზმის
საქართველოს
საკითხებზე
პროკურატურის
საქართველოს
ეროვნული
კორესპონდენტის დეფინიციები.
კანონს ემატება 301 მუხლი - მეკავშირე პროკურორი და მისი დამხმარე - რომელიც
განსაზღვრავს ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და ევროჯასტში
პროკურორის დამხმარის საქმიანობის მომწესრიგებელ ძირითად დებულებებს.
მეკავშირე
კანონპროექტი განსაზღვრავს, რომ მეკავშირე პროკურორი ევროჯასტში და მისი
დამხმარე წარმოადგენენ პროკურორებს, რომლებსაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან
შეთანხმებით
თანამდებობაზე
ნიშნავს
გენერალური
პროკურორი.
ისინი
შედიან
დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის შემადგენლობაში, თუმცა იმყოფებიან
საქართველოს გენერალური პროკურორის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში და
საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სფეროში, თავიანთი კომპეტენციის
ფარგლებში, წარმოადგენენ საქართველოს.
მეკავშირე პროკურორის საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება
გენერალური პროკურორის მიერ შესაბამისი ბრძანებით. ასევე გენერალური პროკურორის
ბრძანებით განისაზღვრება მათი თანამდებობრივი სარგოები, მივლინების ხარჯები და მათი
და მათი ოჯახის წევრებისათვის პირველადი მოწყობისათვის ერთჯერადი თანხის ოდენობა,
რაც დგინდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თავისებურებათა გათვალისწინებით.
კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს მეკავშირე პროკურორისა და მისი დამხმარის
გამოწვევისა და სოციალური დაცვის გარანტიებს და ადგენს, რომ მათ მიმართ გამოიყენება ამ
კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტებით გათვალისიწინებული სოციალური დაცვის გარანტიები, ასევე
გათვალისწინებულია პროკურატურის ვალდებულება დაფაროს ყველა ხარჯი მეკავშირე
პროკურორის, მისი დამხმარის ან მათთან მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალების
შემთხვევაში, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ჩათვლით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე და არ ითვალისწინების კანონისთვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
არ არსებობს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ხარჯები
ანაზღაურდება
პროკურატურის მიერ მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.
საქართველოს
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს გავლენას სახელმწიფო
ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების
გამოყოფას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტიდან.
კანონპროექტით
გათვალისწინებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს პროკურატურის მიერ მისთვის
გამოყოფილი ასიგნებებიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპოექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება, თუმცა რა ოდენობითა და მოცულობით - ამ ეტაპზე
შეუძლებელია განსაზღვრა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა რაიმე სახის
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
ამასთან, კანონპროექტის მომზადება
უკავშირდება
„საქართველოსა და ევროჯასტს შორის
თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გენერალური პროკურატურა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.