„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.05.2019
ავტორი
საქართველოს გენერალური პროკურატურა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/344/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-13
ბიუროს ნომერი 258

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის 31 პუნქტის დ1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ1) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებისათვის, თავდაცვის ატაშესათვის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვაზე.“ 2. 21-ე მუხლის: ა) 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელთა მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის საშუალებით განხორციელებისას და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში“. ბ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. თუ შესყიდვის ობიექტი არის ნავთობპროდუქცია (საწვავი), რომლის ღირებულება თავისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასზე ან/და ეროვნული ვალუტის ოფიციალურ გაცვლით კურსზე, ხელშეკრულების დადებამდე მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს მისაწოდებელი საქონლის ერთეულის ფასი, რომელიც გამოთვლილია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელთა მიერ ნავთობპროდუქციის (საწვავის) შესყიდვაზე. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმების გაფორმებით მძიმე დანაშაულთან, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის წინააღმდეგ, ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით. ამასთან, კანონპროექტის მიზანია საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ კი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოყვანა და შეთანხმების შესრულებისათვის აუცილებელი სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს ემატება ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარის ცნებები. წარმოდგენილი კანონპროექტით კი საქართველოს კანონში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილება ხორციელდება იმისათვის, რომ განისაზღვროს რეგულაციები საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებისათვისაც, ისევე როგორც, კანონის მოქმედი რედაქციით, ეს განსაზღვრულია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებისათვის, თავდაცვის ატაშესათვის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისათვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილების მიღების შედეგად ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში აისახება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული საზღვარგარეთ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლების საქმიანობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი დებულებები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებასთან საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ცვლილებები ხორციელდება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში. აღნიშნულის გათვალისწინებით ევროჯასტში ინიშნება მეკავშირე პროკურორი და მისი დამხმარე, რომლებსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს გენერალური პროკურორი. მეკავშირე პროკურორის საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება გენერალური პროკურორის მიერ შესაბამისი ბრძანებით. ასევე გენერალური პროკურორის ბრძანებით განისაზღვრება მეკავშირე პროკურორის და მისი დამხმარის თანამდებობრივი სარგოები, მივლინების ხარჯები მათი და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის გარანტიები, პირველადი მოწყობისათვის ერთჯერადი თანხის ოდენობა, რაც დგინდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თავისებურებათა გათვალისწინებით. ამასთან, ისინი შემადგენლობაში, შედიან თუმცა დიპლომატიური იმყოფებიან წარმომადგენლობის საქართველოს გენერალური პერსონალის პროკურორის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სფეროში, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოადგენენ საქართველოს. ყოველივე ზემოაღნიშნული კი, საჭიროებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში შემდეგი სახის ცვლილებების შეტანას: კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის დ1 ქვეპუნქტს („კანონის მოქმედების სფერო“) ყალიბდება ახალი რედაქციით, კერძოდ კანონის მოქმედების სფეროს მიღმა რჩება საზღვარგარეთ საქართველოს ავტოსატრანსპორტო საშუალების პროკურატურის წარმომადგენლებისათვის სახელმწიფო შესყიდვა, ისევე, როგორც ეს გათვალისწინებულია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებისათვის, თავდაცვის ატაშესათვის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვაზე. ასევე ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის 21-ე მუხლის („სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი“) - 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 21 პუნქტი, კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო საზღვარგარეთ სახელმწიფო შესყიდვების საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელთა მიერ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის საშუალებით განხორციელებისას და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ანუ ხელშეკრულების გაფორმების ვალებულება არ წარმოიშობა, იმ შემთხვევისთვის, თუ მივლინების ხარჯების გარდა მაინც საჭირო გახდება სხვა გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება (სახელმწიფო შესყიდვების კანონმდევბლობის ფარგლებში). ასევე არ წარმოიშობა ვალდებულება საწვავის შეძენის შემთხვევაში ერთეულის ფასის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით გამოთვლისა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე და არ ითვალისწინების კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): არ არსებობს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს პროკურატურის მიერ მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იწვევს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს პროკურატურის მიერ მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპოექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან რაიმე სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. ამასთან, კანონპროექტის მომზადება უკავშირდება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გენერალური სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. პროკურატურა და საქართველოს საგარეო საქმეთა