„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.05.2019
ავტორი
საქართველოს გენერალური პროკურატურა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/344/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-05-13
ბიუროს ნომერი 258

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2007, მუხ. 392) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარის ,,ფ“ და ,,ქ“ ქვეპუნქტები: ,,ფ) მეკავშირე პროკურორი ევროჯასტში – საქართველოს პროკურატურის მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით უფლებამოსილება და ევროჯასტში საქმიანობის წესი მივლინებული განისაზღვრება პირი, რომლის „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებითა და საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტებით; ქ) ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარე - საქართველოს პროკურატურის მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით ევროჯასტში მივლინებული პირი, რომელიც დახმარებას უწევს მეკავშირე პროკურორს და რომლის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებითა და საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით“. 2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი“ ქვეპუნქტი: ,,ი) მეკავშირე პროკურორი ევროჯასტში.“. 3. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ლ“ ქვეპუნქტი: ,,ლ) ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარე.“. 4. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: ,,9. მეკავშირე პროკურორად ევროჯასტში (შემდგომში - მეკავშირე პროკურორი) და მეკავშირე პროკურორის დამხმარედ (შემდგომში - დამხმარე) საქართველოს გენერალური პროკურორი სამინისტროსთან შეთანხმებით ნიშნავს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს.“. 5. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და როტაციის საკონსულო დიპლომატიურ თანამდებობაზე წესით დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაწესებულებაში სამუშაო მივლინებით, თავდაცვის ატაშეს, წარმომადგენლის, პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის, კომერციული ატაშეს, მეკავშირე პროკურორისა დ მისი დამხმარის გარდა, წარიგზავნება სამინისტროს დიპლომატიური თანამდებობის პირი ან/და დიპლომატიური სამსახურის რეზერვში მყოფი პირი.“. 6. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა და თანამდებობის პირის ვადაზე ადრე გამოწვევა, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის, კომერციული ატაშეს, მეკავშირე პროკურორისა დ მისი დამხმარის გარდა, მინისტრმა შეიძლება განახორციელოს: ა) დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ლიკვიდაციისას ან/და რეორგანიზაციისას; ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას; გ) მივლინებული პირის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ „პერსონა ნონ გრატად“ ან მიუღებელ პირად გამოცხადებისას; დ) მნიშვნელოვანი საერთაშორისო გართულებისას, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს დიპლომატიური ან საკონსულო ადგილსამყოფელ სახელმწიფოში; თანამდებობის პირის შემდგომმა მუშაობამ ე) თანამდებობის პირის თანხმობით მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანისას; ვ) თანამდებობის პირის მოთხოვნისას; ზ) თანამდებობის პირის 1 თვეზე მეტი ვადით დროებითი შრომისუუნარობისას, თუ მისმა არყოფნამ შესაძლებელია შეაფერხოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება; თ) თანამდებობის პირის გარდაცვალებისას; ი) თანამდებობის პირის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; ლ) ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას.“. 7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 323 მუხლი: ,,მუხლი 323. მეკავშირე პროკურორი და მისი დამხმარე 1. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, სამინისტროსთან შეთანხმებით, ევროჯასტში სამუშაოდ შეიძლება მიავლინოს მეკავშირე პროკურორი და მისი დამხმარე, რომლებიც შედიან დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის შემადგენლობაში და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სფეროში, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოადგენენ საქართველოს. 2. მეკავშირე პროკურორი და მისი დამხმარე იმყოფებიან საქართველოს გენერალური პროკურორის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში. 3. მეკავშირე უზრუნველყოფას პროკურორის და ახორციელებს მისი დამხმარის საქართველოს მატერიალურ-ტექნიკურ პროკურატურა. მეკავშირე პროკურორის და მისი დამხმარის თანამდებობრივი სარგოები, აგრეთვე, მათი მივლინებების ხარჯები განისაზღვრება საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ. 4. მეკავშრე პროკურორის და მისი დამხმარის მიერ სამსახურის გავლის, მათი გამოწვევის, აგრეთვე მეკავშირე პროკურორის, მისი დამხმარის და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის გარანტიების მიმართ გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები და საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები. 5. მეკავშრე პროკურორი, მისი დამხმარე და მათი ოჯახის წევრები პირველადი მოწყობისათვის ერთჯერადად იღებენ თანხას, რომლის მიზნობრიობასა და ოდენობას, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თავისებურებათა გათვალისწინებით, ადგენს საქართველოს გენერალური პროკურორი. 6. მეკავშრე პროკურორის, მისი დამხმარის ან მათთან მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა დაფარავს ყველა ხარჯს, მათ შორის, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს. 7. საქართველოს გენერალური პროკურორი უფლებამოსილია დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ მეკავშირე პროკურორს ან მის დამხმარეს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით 1 წლამდე გაუგრძელოს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმების გაფორმებით მძიმე დანაშაულთან, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით. ამასთან, კანონპროექტის მიზანია საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ კი ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოყვანა და შეთანხმების შესრულებისათვის აუცილებელი სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს ემატება ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარის ცნებები. აღნიშნული პირები კი წარმოადგენენ პროკურორებს, რომლებსაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ევროჯასტში მიავლენს საქართველოს გენერალური პროკურორი და ისინი შედიან დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის შემადგენლობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში უნდა აისახოს ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარის ცნებები და მათთან დაკავშირებული რეგულაციები. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში აისახება საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარის დეფინიციები და მათი საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგი სახის ცვლილებებს: ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლს (,,კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება“) ემატება ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარის დეფინიციები. კანონპროექტით განისაზღვრება ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარის ადგილი უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობების (მე-12 მუხლი) და უფროსი დიპლომატიური თანამდებობების (მე-13 მუხლი) ჩამონათვალში. კანონპროექტით განისაზღვრება ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარის დიპლომატიურ თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნის (მე-18 მუხლის მე-9 პუნქტი) აგრეთვე დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნისა (22-ე მუხლის პირველი პუნქტი) და დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ვადაზე ადრე გამოწვევის (24-ე მუხლის პირველი პუნქტი) საფუძვლები. კანონს ემატება 323 მუხლი - მეკავშირე პროკურორი და მისი დამხმარე - რომელიც განსაზღვრავს ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარის საქმიანობის მომწესრიგებელ ძირითად დებულებებს. კანონპროექტი განსაზღვრავს, რომ მეკავშირე პროკურორი ევროჯასტში და მისი დამხმარე წარმოადგენენ პროკურორებს, რომლებსაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს გენერალური პროკურორი. ისინი შედიან დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის შემადგენლობაში, თუმცა იმყოფებიან საქართველოს გენერალური პროკურორის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სფეროში, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოადგენენ საქართველოს. მეკავშირე პროკურორის საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება გენერალური პროკურორის მიერ შესაბამისი ბრძანებით. ასევე გენერალური პროკურორის ბრძანებით განისაზღვრება მათი თანამდებობრივი სარგოები, მივლინების ხარჯები და მათი და მათი ოჯახის წევრებისათვის პირველადი მოწყობისათვის ერთჯერადი თანხის ოდენობა, რაც დგინდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თავისებურებათა გათვალისწინებით. კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს მეკავშირე პროკურორისა და მისი დამხმარის გამოწვევის, აგრეთვე ხსნებული პირებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის გარანტიებს და ადგენს, რომ მათ მიმართ გამოიყენება ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები და პროკურატურის თანამშრომელთა მიმართ შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისიწნებული სოციალური დაცვის გარანტიები, ასევე გათვალისწინებულია პროკურატურის ვალდებულება დაფაროს ყველა ხარჯი მეკავშირე პროკურორის, მისი დამხმარის ან მათთან მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ჩათვლით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე და არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): არ არსებობს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს პროკურატურის მიერ მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იწვევს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას კანონპროექტით სახელმწიფო გათვალისწინებული ან/და მუნიციპალიტეტის ხარჯები ანაზღაურდება პროკურატურის მიერ მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან. ბიუჯეტიდან. საქართველოს ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპოექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება, თუმცა რა ოდენობითა და მოცულობით - ამ ეტაპზე შეუძლებელია განსაზღვრა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა რაიმე სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. ამასთან, კანონპროექტის მომზადება უკავშირდება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, საერთაშორისო რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გენერალური პროკურატურა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.