„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“
- „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი აწესრიგებს დერივატივის დადების, ურთიერთგაქვითვისა და ფინანსური
გირავნობის გამოყენების საკითხებს. ამ კანონის მიზანია საქართველოში დერივატივების
ბაზრის
განვითარება,
აგრეთვე
ურთიერთგაქვითვის,
ფინანსური
გირავნობის
და
დერივატივის დადებისათვის აუცილებელი მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს
ჩამოყალიბება.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გადახდისუუნარო მხარე - მხარე რომელის მიმართ ამ კანონის შესაბამისად ამოქმედებულია
საქმიანობის შეზღუდული რეჟიმი
ბ) დერივატივი - ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარიგება;
გ) დეფოლტი - გარიგების ერთ-ერთი მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ან
არაჯეროვანი შესრულება, საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედება ან მხარეთა
შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა;
დ) დამგირავებელი – პირი, რომელიც ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე
უზრუნველყოფს უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულებების შესრულებას ფინანსური
გირავნობის საგნის მეშვეობით;
ე) ეკვივალენტური ფასიანი ქაღალდი - მხარეთა შეთანხმებით ასეთად განსაზღვრული
ფასიანი ქაღალდი;
ვ) ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები − საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად
გამოყენებული
ღონისძიება,
რომლის
მიზანია
პირის
საქართველოს
კანონმდებლობით
ან/და
ხელშეკრულებით
გათვალისწინებული
ვალდებულების
შესრულების უზრუნველყოფა და რომელიც მოიცავს ნებისმიერ იძულებითი აღსრულების
საპროცესო ღონისძიებას (მათ შორის, სარჩელისა და
უზრუნველყოფის ღონისძიებებს) და
გადაწყვეტილების აღსრულების
საქართველოს საგადასახადო და სამოქალაქო
კოდექსებით გათვალისწინებულ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებს (მათ შორის,
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გირავნობას
და იპოთეკას);
ზ) კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება - ნებისმიერი ფინანსური შეთანხმება,
ხელშეკრულება ან გარიგება, მათ შორის, ნებისმიერი წესი და პირობა, რომელიც უკავშირდება
ასეთ ფინანსურ შეთანხმებას, ხელშეკრულებასა თუ გარიგებას (ან მის რომელიმე ნაწილს),
რომელიც ექვემდებარება ურთიერთგაქვითვის შეთანხმებას და რომლის მიხედვით ამ
ხელშეკრულებით წარმოშობილი გადახდის ან მიწოდების ვალდებულება უნდა შესრულდეს
განსაზღვრულ
დროს
ან
განსაზღვრული
დროის
პერიოდში
და
შეიძლება
იყოს
დამოკიდებული რაიმე პირობაზე ან შემთხვევითობაზე; კვალიფიციური ფინანსური
ხელშეკრულება მოიცავს შემდეგ ხელშეკრულებებს:
ზ.ა) დერივატივი;
ზ.ბ) ფასიანი ქაღალდებზე დადებული ხელშეკრულება, მათ შორის მარჟის სესხი, ფასიანი
ქაღალდების ყიდვის, გაყიდვის, სესხების და გასესხების ისეთი შეთანხმებები როგორებიცაა:
რეპო და უკურეპო გარიგებები, ფასიანი ქაღალდების გასესხების ხელშეკრულება, ან ფასიანი
ქაღალდების ყიდვა/გაყიდვის გარიგება უკანგამოსყიდვის პირობით, აგრეთვე ნებისმიერი
ასეთი ხელშეკრულება, რომელიც უკავშირდება იპოთეკით უზრუნველყოფილ სესხებს, ასეთ
სესხებთან დაკავშირებულ უფლებებს ან იპოთეკით უზრუნველყოფილ ფასიან ქაღალდებს;
ზ.გ) რეალურ საქონელზე დადებული ხელშეკრულება, მათ შორის, რეალური საქონლის
ყიდვის, გაყიდვის, სესხებისა და გასესხების შეთანხმებები, როგორიცაა რეალური საქონლის
რეპო და უკურეპო გარიგებები, რეალური საქონლის გასესხების გარიგება ან რეალური
საქონლის
ყიდვა/გაყიდვის
გარიგება
უკანგამოსყიდვის
პირობით,
გარდა
რეალურ
საქონელთან დაკავშირებული სპოტ გარიგებისა;
ზ.დ) ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება;
ზ.ე) ფასიან ქაღალდებზე დადებული გარიგების კლირინგის ან ანგარიშსწორების შეთანხმება
ან შეთანხმება ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარის ფუნქციების შესრულებაზე;
ზ.ვ) ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელსაც ეროვნული ბანკი ამ კანონის შესაბამისად
განსაზღვრავს როგორც კვალიფიციურ ფინანსურ ხელშეკრულებას.
თ) მრავალფილიალიან მხარესთან დადებული ურთიერთგაქვითვის შეთანხმება – ორ მხარეს
შორის არსებული ნებისმიერი ურთიერთგაქვითვის შეთანხმება, სადაც კვალიფიციური
ფინანსური ხელშეკრულების სულ მცირე ერთი მხარე დებს გარიგებას,
ძირითად
ადგილსამყოფელთან ერთად, მისი ერთი ან მეტი ფილიალის საშუალებით, რომელიც
მდებარეობს საწარმოს ძირითადი ადგილსამყოფელისგან განსხვავებულ იურისდიქციაში;
ი) მოგირავნე – პირი, რომლის სასარგებლოდაც ხდება ფინანსური გირავნობის საგნის
დაგირავება ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე;
კ) ნეტპოზიცია – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული ნეტპოზიცია;
ლ) ორგანიზებული ბაზარი - ბაზრის სეგმენტი, სადაც ვაჭრობა ხდება განსაზღვრული წესების
შესაბამისად;
მ) ოფციონი - დერივატივი, რომელიც შეიძლება დაიდოს როგორც ორგანიზებულ, ასევე
არაორგანიზებულ ბაზარზე, სადაც ერთი მხარე ვალდებულია მეორე მხარის მოთხოვნის
შემთხვევაში, მომავალში, მიყიდოს საბაზისო აქტივი (გასხვისების ოფცია) ან იყიდოს
საბაზისო აქტივი ასეთი მხარისგან (შეძენის ოფცია) იმ ფასად და პირობებით, რომელსაც
მხარეები განსაზღვრავენ გარიგების დადების მომენტში. ოფციონი შეიძლება გულისხმობდეს
ერთი მხარის ვალდებულებას გადაუხადოს გარკვეული თანხა (საზღაური) მეორე მხარეს
ოფციონის უფლების განხორციელების სანაცვლოდ (პრემიუმი);
ნ) რეპო შეთანხმება - გარიგება, რომელიც გულისხმობს ფასიანი ქაღალდის გაყიდვას მისი, ან
სხვა ექვივალენტური ფასიანი ქაღალდის წინასწარ შეთანხმებულ ფასად უკან გამოსყიდვის
პირობით;
ო) საქმიანობის შეზღუდული რეჟიმი ამოქმედება - მომენტი როდესაც საქართველოს ან უცხო
ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად რეჟიმი შედის ძალაში;
პ) დერივატივის საბაზისო აქტივი (შემდგომში - საბაზისო აქტივი) - ფინანსური
ინსტრუმენტი, რეალური საქონელი, ანგარიშზე რიცხული ძვირფასი ლითონები, ეროვნული
და უცხოური ვალუტა, ფულადი სახის მოთხოვნის უფლებები. საქართველოს ეროვნული
ბანკი უფლებამოსილია გააფართოოს და განმარტოს საბაზისო აქტივის ჩამონათვალი;
ჟ) დერივატივის საბაზისო მაჩვენებელი (შემდგომში - საბაზისო მაჩვენებელი) - საბაზისო
აქტივის
ფასი,
საპროცენტო
განაკვეთი,
ინდექსი,
ვალუტის
გაცვლითი
კურსი,
დამოუკიდებელი მესამე პირის მიერ განსაზღვრული სტატისტიკური ინფორმაციის
მაჩვენებელი, ფიზიკური, ბიოლოგიური, ქიმიური გარემოს ინდიკატორები და ასევე სხვა
მოვლენა, ფაქტი ან გარემოება; საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააფართოოს
და განმარტოს საბაზისო მაჩვენებლის ჩამონათვალი.
რ) საბოლოო ურთიერთგაქვითვა - ქმედება ან ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მოიცავს
შემდეგს:
რ.ა) ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში დადებული ერთი ან რამდენიმე
კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ყველა გადახდის ან/და
მიწოდების ვალდებულებების ან/და მოთხოვნის უფლებების შეწყვეტა ლიკვიდაცია ან/და
დაჩქარება (აქსელერაცია);
რ.ბ) ამ მუხლის „რ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეწყვეტილი ან/და დაჩქარებული უფლებ(ებ)ის
ან ვალდებულიებ(ებ)ის საბოლოო, საბაზრო, სალიკვიდაციო ან ჩანაცვლების ღირებულების
(ფასის) შეფასება ან/და დაანგარიშება;
რ.გ) ამ მუხლის „რ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაანგარიშებული ან/და შეფასებული
ღირებულების კონვერსია ერთ ვალუტაში; და
რ.დ) ამ მუხლის „რ.ბ“ და „რ.გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად ნეტვალდებულების გამოთვლა
[მოთხოვნათა] ურთიერთგაქვითვით ან სხვაგვარად, რომელსაც იხდის ასეთი ვალდებულების
მქონე მხარე;
ს) სადებეტო ნეტპოზიცია (ნეტვალდებულება) – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნეტვალდებულება;
ტ) საკრედიტო მოთხოვნა - ფულადი სახის მოთხოვნის უფლება, რომელიც წარმოიშობა
ფინანსური ინსტიტუტის მიერ კრედიტის ფორმით გაცემული სესხის საფუძველზე;
უ) საკრედიტო ნეტპოზიცია (ნეტმოთხოვნა) – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნეტმოთხოვნა;
ფ) საკუთრების გადაცემის ფინანსური გირავნობა - ფინანსური გირავნობის სახე, მათ შორის,
რეპო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს მოვალის (დამგირავებლის) შესაბამისი
ფინანსური ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით (უზრუნველყოფილი ფინანსური
ვალდებულება), კრედიტორისათვის (მოგირავნისათვის) გირავნობის საგანზე საკუთრების
უფლების გადაცემას;
ქ) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი - „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს
ორგანული
კანონით
გათვალისწინებული
საფინანსო
სექტორის
წარმომადგენელი. ;
ღ) საქმიანობის შეზღუდული რეჟიმი (შემდგომში - რეჟიმი) – პირის გადახდისუუნარობის,
გაკოტრების, რეაბილიტაციის, დროებითი ადმინისტრაციის გამოყენების ან ლიკვიდაციის
მიზნით საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებული
ზომების ერთობლიობა, რომელიც იწვევს ან რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ფულადი
სახსრების გადარიცხვის ან ფინანსურ ინსტრუმენტზე საკუთრების ან მოთხოვნის უფლების
გადაცემის ან/და გადახდის ოპერაციების შეწყვეტა ან შეჩერება, ან მათზე შეზღუდვების
დაწესება. ამ კანონის მიზნებისათვის „რეჟიმი“ მოიცავს:
ღ.ა) ლიკვიდაციის პროცესის დაწყებას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად;
ღ.ბ) გადახდისუუნაროდ ან გაკოტრებულად გამოცხადებას ან რეაბილიტაციის დაწყებას
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ღ.გ) დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებას ან/და ლიკვიდაციის პროცესის დაწყებას
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან „დაზღვევის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად იძულებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებას ან/და
ლიკვიდაციისა ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას;
ღ.დ)სხვა ანალოგიური რეჟიმები, პროცედურები და მოქმედებები, რომელთაც აქვთ მსგავსი ან
ანალოგიური მიზანი ან/და შედეგი;
ყ) სვოპი - დერივატივი, რომელიც შეიძლება დაიდოს როგორც ორგანიზებულ ასევე
არაორგანიზებულ ბაზარზე, რომლის შესაბამისად ერთ-ერთი ან ორივე მხარე ვალდებულია
განახორციელოს ერთჯერადი ან პერიოდული გადახდები მეორე მხარის სასარგებლოდ,
რომლის ოდენობაც განისაზღვრება განსხვავებული საბაზისო მაჩვენებლის ან განსხვავებული
ტიპის/ღირებულების საბაზისო მაჩვენებლის საფუძველზე და იმ პირობებით, რომელსაც
მხარეები შეთანხმების დადების დროს განსაზღვრავენ. სვოპ გარიგება ასევე შეიძლება
ითვალისწინებდეს
იმ
საბაზისო
დაკავშირებულია საბაზისო
გადახდის ოდენობები;
აქტივის
მაჩვენებელი,
მიწოდებას
რომელზე
ან
გაცვლას,
რომელთანაც
დაყრდნობითაც
გამოითვლება
შ) სპოტი - რეალური საქონლის, ფინანსური ინსტრუმენტის ან ვალუტის ყიდვის ან გაყიდვის
გარიგება და რომლის ანგარიშწორება (გადახდა ან მიწოდება) ხორციელდება სპოტ თარიღზე.;
ჩ) უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობა -
ფინანსური გირავნობის სახე, რომელიც
ითვალისწინებს მოვალის ან მესამე პირის საკუთრებაში არსებული გირავნობის საგნის
კრედიტორის (მოგირავნის) მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით დაგირავებას, ისე, რომ
კრედიტორზე (მოგირავნეზე) არ გადადის საკუთრების უფლება გირავნობის საგანზე;
ც) უკუ რეპო შეთახმება - გარიგება, რომელიც გულისხმობს ფასიანი ქაღალდის ყიდვას მისი,
ან სხვა ეკვივალენტური ფასიანი ქაღალდის წინასწარ შეთანხმებულ ფასად გამყიდველისთვის
უკან მიყიდვის პირობით;
ძ) ურთიერთგაქვითვა (ნეტინგი) − „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ურთიერთგაქვითვა;
წ) ურთიერთგაქვითვის შეთანხმება:
წ.ა) ორ მხარეს შორის არსებული შეთანხმება, რომელიც მხარეებს ანიჭებს ამ შეთანხმების
ფარგლებში (ურთიერთგაქვითვის ჩარჩო შეთანხმება) ან მასთან დაკავშირებით დადებული,
ერთი ან რამდენიმე კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული
ან/და სამომავლო მოთხოვნებისა და ვალდებულებების ურთიერთგაქვითვის ან/და საბოლოო
ურთიერთგაქვითვის უფლებას;
წ.ბ) შეთანხმება, რომელიც შეიძლება აერთიანებდეს ორ ან მეტ ურთიერთგაქვითვის ჩარჩო
შეთანხმებას.
წ.გ)
ამ
მუხლის
„წ.ა“
ან/და
„წ.ბ“
ქვეპუნქტებით
განსაზღვრულ
შეთანხმებასთან
დაკავშირებული ან მისგან გამომდინარე ფინანსური გირავნობის შეთანხმება;
ჭ) ფასიანი ქაღალდების გასესხება - შეთანხმება, რომლის მიხედვით
ერთი მხარე
(გამსესხებელი) გადასცემს საკუთრების უფლებას ფასიან ქაღალდზე მეორე მხარეს
(მსესხებელს) ფასის ან საზღაურის სანაცვლოდ, ხოლო მსესხებელი თავისმხრივ ამ
ხელშეკრულების
განმავლობაში
გამსესხებელს
აწვდის
შესაბამის
მოთხოვნის
უზრუნველყოფის საგანს (ფინანსურ გირავნობას) და რომელშიც მსესხებელი ვალდებულია
გამსესხებელს დაუბრუნოს იგივე ან ექვივალენტური ფასიანი ქაღალდი;
ხ) ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება –
ხელშეკრულება რომელიც ითვალისწინებს
გირავნობის საგანზე უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ან
საკუთრების
გადაცემის ფინანსური გირავნობის წარმოშობას. ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება
შეიძლება გაფორმდეს როგორც ჩარჩო ხელშეკრულების ნაწილი, ასევე ცალკე
ხელშეკრულებად ან ზოგად წესებსა და პირობებზე მითითებით;
ჯ) ფინანსური გირავნობის საგანი - ფინანსური ინსტრუმენტები, საკრედიტო მოთხოვნები და
ანგარიშზე არსებული ან მომავალში ჩასარიცხი ფულადი სახსრები (ფული);
ჰ) ფინანსური ინსტრუმენტი არის:
ჰ.ა) მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს წილობრივ მონაწილეობას
ადგილობრივ ან უცხოურ კომპანიაში, ან მისი ეკვივალენტი;
ჰ.ბ) მიმოქცევადი სასესხო [ფასიანი ქაღალდი და] ინსტრუმენტი/ვალდებულება;
ჰ.გ) საინვესტიციო ფონდის მიერ ემიტირებული უფლება;
ჰ.დ) დერივატივი;
ჰ.ე) ფულადი ბაზრის ინსტრუმენტები;]
ჰ.ვ) ანგარიშზე რიცხული ძვირფასი ლითონები;
ჰ.ზ) „ჰ.ა-ჰ.ვ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული მოთხოვნები,
უფლებები ამ ინსტრუმენტებზე ან მათთან დაკავშირებული უფლებები.
ჰ1) ფიუჩერსი - ორგანიზებულ ბზარზე დადებული დერივატივი, რომლის მიხედვით ერთერთი მხარე ვალდებულია, მომავალში განსაზღვრულ თარიღზე მეორე მხარეს მიყიდოს
საბაზისო აქტივი, ხოლო მეორე მხარე ვალდებულია იყიდოს ასეთი საბაზისო აქტივი იმ
ფასად და პირობებით რომელსაც მხარეები განსაზღვრავენ გარიგების დადების მომენტში;
ჰ2) ფორვარდი - დერივატივი რომელიც იდება არაორგანიზებულ ბაზარზე, სადაც ერთ-ერთი
მხარე ვალდებულია, მომავალში განსაზღვრულ თარიღზე, მეორე მხარეს მიყიდოს საბაზისო
აქტივი, ხოლო მეორე მხარე ვალდებულია იყიდოს ასეთი საბაზისო აქტივი იმ ფასად და
პირობებით, რომელსაც მხარეები განსაზღვრავენ გარიგების დადების მომენტში;
ჰ3) ფულადი ნაკადები - პირებს შორის არსებული შეთანხმების პირობების შესაბამისად
წარმოქმნილი ფულადი სახსრების მოძრაობა;
ჰ4) ეკვივალენტური ფინანსური გირავნობის საგანი:
ჰ4.ა) ფულის შემთხვევაში თანხის გადახდა იგივე ოდენობით და იმავე ვალუტაში;
ჰ4.ბ) ფინანსური ინსტრუმენტების შემთხვევაში გულისხმობს იმავე ემიტენტის ან მოვალის
(დებიტორის) მიერ გამოშვებულ, იმავე ემისიის ან კლასის და იმავე ნომინალური
ღირებულების (ოდენობის), ვალუტის და აღწერილობის ფინანსურ ინსტრუმენტს, ან როდესაც
ფინანსური გირავნობის შეთანხმება ამას ითვალისწინებს სხვა ისეთი ექვივალენტური
აქტივების გადაცემას წინასწარ განსაზღვრული გარემოების დადგომისას, რომელიც
ფინანსური გირავნობის ფარგლებში მიწოდებულ ფინანსურ ინსტრუმენტებზე ახდენს
ზეგავლენას ან დაკავშირებულია მასთან;
ჰ5) ფინანსური გირავნობის ამოქმედება (გირავნობის ამოქმედება) - მხარის დეფოლტი ან
მხარეების მიერ განსაზღვრული ნებისმიერი სხვა მოვლენა, რომლის მიხედვით, ფინანსური
გირავნობის ხელშეკრულების დებულებების ან კანონის შესაბამისად, მოგირავნეს უფლება
ეძლევა დაისაკუთროს ან მოახდინოს ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზება ან
განახორციელოს საბოლოო ურთიერთგაქვითვა;
ჰ6) ფული - ნებისმიერ ვალუტაში ანგარიშზე დარიცხული ფულადი სახსრები, ან მსგავსი
მოთხოვნები
ფულის
გადახდასთან
დაკავშირებით,
როგორიცაა
ფულადი
ბაზრის
დეპოზიტები;
ჰ7) უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულება - ვალდებულება, რომელიც
უზრუნველყოფილია ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებით და რომელიც ფულადი
ანგარიშსწორების
ან/და
ფინანსური
ინსტრუმენტის
მიწოდების
უფლებას
იძლევა.
უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულება შეიძლება შედგებოდეს ან მოიცავდეს:
ჰ7.ა) არსებულ ან სამომავლო, მიმდინარე ან შესაძლო ან მოსალოდნელ ვალდებულებას (მათ
შორის, ისეთი ვალდებულებები
ხელშეკრულებებიდან);
რომლებიც
გამომდინარეობენ
ჩარჩო
ან
მსგავსი
ჰ7.ბ)მოგირავნის მიმართ არსებული ის ვალდებულებები რომელიც დამგირავებლის
ვალდებულებას არ წარმოადგენს;
ჰ7.გ) დროდადრო წარმოქმნილი განსაზღვრული კლასის და ტიპის სხვა ვალდებულებები;
ჰ8) ჩანაწერის სახით არსებული ფინანსური გირავნობის საგანი - ფინანსური გირავნობის
ხელშეკრულების შესაბამისად დაგირავებული ფინანსური გირავნობის საგანი, რომელიც
შედგება ფინანსური ინსტრუმენტებისგან, რომელზეც საკუთრების უფლება დასტურდება
ფასიანი ქაღალდების რეესტრში ჩანაწერით ან ლიცენზირებულ ფინანსურ ინსტიტუტში
გახსნილ (ან მის სახელზე გახსნილ) ანგარიშზე ჩანაწერის გაკეთებით;
ჰ9) შესაბამისი ანგარიში - ჩანაწერის სახით არსებული ფინანსური გირავნობის საგანთან
მიმართებით, რომელიც ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების ფარგლებშია მიწოდებული,
ის რეესტრი ან ანგარიში (რომელიც შეიძლება იმართებოდეს მოგირავნის მიერ) სადაც ხდება
შესაბამისი
ჩანაწერის
გაკეთება,
რის
შემდეგაც
ფინანსური
გირავნობის
საგანი
მოგირავნისთვის მიწოდებულად ითვლება;
ჰ10) ფინანსური გირავნობის საგნის გამოყენების უფლება - უზრუნველყოფის ფინანსური
გირავნობის შემთხვევაში, მოგირავნის უფლება გამოიყენოს ან გაასხვისოს ფინანსური
გირავნობის საგანი ისე, როგორც მისმა მესაკუთრემ, უზრუნველყოფის ფინანსური
გირავნობის ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად;
ჰ11) ფულადი ბაზრის ინსტრუმენტები - იმ კლასის ინსტრუმენტები, რომლებიც ჩვეულებრივ
გამოიყენება ფულად ბაზრებზე, მათ შორის, სახაზინო ობლიგაციები, სადეპოზიტო
სერთიფიკატები, გარდა საგადახდო ინსტრუმენტებისა;
ჰ12) რეალური საქონელი - გვაროვნული მოძრავი ნივთი რომლის მიწოდება შესაძლებელია
ყიდვა-გაყიდვით ბითუმად ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და აქვს შესაბამისი
სასაქონლო თვისებები;
ჰ13) სპოტ თარიღი - სპოტის ანგარიშწორების დღე, არა უგვიანეს გარიგების დადებიდან სამი
საბანკო-სამუშაო დღე;
ჰ14) ფინანსური ინსტიტუტი - „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული ფინანსური ინსტიტუტი;
თავი II
ურთიერთგაქვითვა და დერივატივი
მუხლი 3. დერივატივი
1. დერივატივი არის კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება, რომლის ღირებულება და
ფულადი ნაკადები, ამ გარიგების პირობების შესაბამისად, დამოკიდებულია საბაზისო
აქტივზე ან საბაზისო მაჩვენებელზე და რომლის ანგარიშსწორება ხორციელდება რეალური
მიწოდებით ან ფულადი ანგარიშსწორებით, მათ შორის ურთიერთგაქვითვით/საბოლოო
ურთიერთგაქვითვით
და:
ა) გარიგების ერთ მხარეს აკისრებს ვალდებულებს იყიდოს, გაყიდოს ან მიიღოს
სხვა
დერივატივთან დაკავშირებული მოთხოვნის უფლება/უფლებები;
ან
ბ) გარიგების ერთ მხარეს აკისრებს ვალდებულებს მომავალში იყიდოს, გაყიდოს ან გადასცეს
საკუთრების უფლება საბაზისო აქტივზე გარიგების მეორე მხარეს და ეს უკანასკნელი
ვალდებულია მიიღოს საბაზისო აქტივი და გადაიხადოს შესაბამისი ფასი მისი მიღების
სანაცვლოდ;
ან
გ) გარიგების მხარე(ებ)ს ავალდებულებს განახორციელოს ერთჯერადი ან პერიოდული
გადახდები მომავალში მეორე მხარისთვის, მათ შორის ამ მხარის მიერ გადახდის
განხორციელების მოთხოვნის შემთხვევაში
2. თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, მხარე რომელიც ვალდებულია დერივატივის
ფარგლებში რეალური მიწოდება განახორციელოს, ვალდებული არ არის გარიგების დადების
მომენტში ფლობდეს საბაზისო აქტივს.
3. გარიგება, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ პირობას, არ
ჩაითვლება დერივატივად:
ა) ნასყიდობის ხელშეკრულება (მათ შორის, მიწოდების ხელშეკრულება) რომელიც არ
აკონკრეტებს
რომ
არის
დერივატივი,
არ
კვალიფიცირდება
როგორც
დერივატივი
საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით და აკმაყოფილებს ყველა
ქვემოთ ჩამოთვლილ გარემოებას:
ა.ა) გარიგების პირობების შესაბამისად ვალდებულების შესრულება შესაძლებელია მხოლოდ
საბაზისო აქტივის მიწოდებით (მიღებით) და გარიგება არ ითვალისწინებს ვალდებულების
შესრულებას ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის მხოლოდ ფულადი ანგარიშსწორებით
ვალდებულების შესრულების მომენტში საბაზისო აქტივის ფასის შესაბამისად; და
ა.ბ) გარიგების პირობები არ იძლევა გარიგების შეწყვეტის შესაძლებლობას სხვა მსგავსი
გარიგების დადებით, რომლის საბაზისო აქტივის რაოდენობა და მიწოდების პირობები არის
ეკვივალენტური (თუმცა, ასეთი ხელშეკრულების ფასი შესაძლოა განსხვავდებოდეს
პირვანდელი ხელშეკრულების ფასისგან) და სადაც მხარე, რომელიც პირველ გარიგებაში
მონაწილეობდა როგორც გამყიდველი, ახალ გარიგებაში მონაწილეობს როგორც მყიდველი და
პირი რომელიც იყო მყიდველი ახალ გარიგებაში მონაწილეობს როგორც გამყიდველი.
ბ) არის საგადახდო ინსტრუმენტი, სპოტი, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, რეპო გარიგება,
სასესხო გარიგება, საბანკო დეპოზიტის ხელშეკრულება, საბანკო ანგარიშის მომსახურების
ხელშეკრულება, დაზღვევის ხელშეკრულება, თავდებობის ხელშეკრულება, საბანკო
გარანტიის ხელშეკრულება, ფაქტორინგი ან სხვა მსგავსი შინაარსის ხელშეკრულება;
გ) მხარის მიერ გარიგების პირობის დარღვევის გამო (პირგასამტეხლო, ზიანის ანაზღაურება)
წარმოშობილი თანხის გადახდის ვალდებულება, რომლის ოდენობა იცვლება საბაზისო
მაჩვენებლის შესაბამისად, მაგრამ ასეთი (დარღვეული) გარიგება არ აკმაყოფილებს
დერივატივის განმარტებას.
4. დერივატივის მონაწილე მხარე შეიძლება იყოს საჯარო დაწესებულება, საქართველოს
ეროვნული ბანკი, უცხოური ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი,
საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, ადგილობრივი ან უცხოური ფინანსური ინსტიტუტი,
საინვესტიციო
ფონდი,
ცენტრალური
კონტრაჰენტი,
ანგარიშსწორების
აგენტი
და
საკლირინგო დაწესებულება.
5. დერივატივის მონაწილე მხარე შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, მათ შორის, ამხანაგობა და
იურიდიული პირის სტატუსის არ მქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, მხოლოდ იმ
შემთხვევაში თუ გარიგების მეორე მხარეს წარმოადგენს ამ მუხლის მე-4 პუნქტით
განსაზღვრული პირი. ასეთ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირი
ვალდებულია განუცხადოს და აუხსნას მეორე მხარეს კონკრეტულ დერივატივთან
დაკავშირებული რისკები და საფრთხეები. რისკების და საფრთხეების გამჟღავნების და ასეთი
გარიგებების დადების წესი შეიძლება დადგინდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.
6. დერივატივი შეიძლება დაიდოს როგორც წერილობითი (მათ შორის, ელექტრონული), ისე
ზეპირი ფორმით. ზეპირი ფორმით გარიგების დადების შემთხვევაში მხარეთა შორის
არსებული ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს გარიგების დასტურის გაცვლას,
რომელიც იძლევა გარიგების შინაარსის დადგენის შესაძლებლობას. გარიგების დასტური
უნდა არსებობდეს წერილობითი (მათ შორის-ელექტრონული) ან აუდიო ჩანაწერის ფორმით.
ამ პუნქტით გათვალისწინებული აუდიოჩანაწერის მიმართ მოქმედებს კანონმდებლობით
განსაზღვრული მოთხოვნები.
7. დერივატივის ნამდვილობა და აღსრულებადობა ვერ დადგება ეჭვქვეშ მხოლოდ იმ
საფუძვლით, რომ ის დადებულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად და ასეთი
დერივატივის ნამდვილობა და აღსრულებადობა განისაზღვრება შესაბამისი ქვეყნის
მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად.
8. კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ბათილად ან
გამოცხადდეს ძალადაკარგულად საქართველოს კანონმდებლობის ისეთი ნორმების
საფუძველზე, რომელიც არეგულირებს სანაძლეოსთან, თამაშობებთან და ლატარეასთან
დაკავშირებულ ურთიერთობებს.
მუხლი 4. ურთიერთგაქვითვის შეთანხმების აღსრულებადობა
1.
ურთიერთგაქვითვის შეთანხმების დებულებები აღსრულებადია მათი პირობების
შესაბამისად, მათ შორის, გადახდისუუნარო მხარის მიმართაც, გარკვეულ შემთხვევაში
გარანტორის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ, რომელიც თავდებად უდგება
ურთიერთგაქვითვის შეთანხმების მხარეს და დაუშვებელია ასეთი დებულებების
მოქმედებების შეჩერება, ძალადაკარგულად გამოცხადება ან სხვაგვარი შეზღუდვა
ადმინისტრაციული ან მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორის,
გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველის, მეურვის, დროებითი ადმინისტრატორის ან
მსგავსი ფუნქციების განმახორციელებელი სხვა პირის ნებისმიერი ქმედებით, რეჟიმთან
დაკავშირებული
კანონის
ნებისმიერი
დებულებით,
რომელიც
ამოქმედებულია
გადახდისუუნარო მხარის წინააღმდეგ; ან ამ კანონის ნებისმიერი სხვა დებულებით რომელიც
გამოიყენება გადახდისუუნარო მხარის მიმართ, თუ ურთიერთგაქვითვის შეთანხმებით სხვა
რამ არ გამომდინარეობს.
2. რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში მხარის
მიწოდების ან გადახდის ერთადერთი ვალდებულება (ასეთის არსებობის შეთხვევაში),
ურთიერთგაქვითვის შეთანხმების შესაბამისად გამოთვლილი ნეტვალდებულების ტოლია.
3. მხარის მიმართ რეჟიმის ამოქმედებისას, ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში,
მეორე მხარის გადახდის ან მიწოდების მიღების ყველა მოთხოვნის უფლება,
ურთიერთგაქვითვის შეთანხმების საფუძველზე დაანგარიშებული ნეტმოთხოვნის ტოლია.
4. ადმინისტრაციული ან მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორის,
გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველის, მეურვის, დროებითი ადმინისტრატორის ან
მსგავსი ფუნქციების განმახორციელებელი სხვა პირის უფლებამოსილება შეწყვიტოს ან
საცილო გახადოს რომელიმე გარიგება ან ხელშეკრულება, არ დააბრკოლებს
ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში ან მასთან დაკავშირებით დადებული ერთი ან
რამდენიმე კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ყველა გადახდის
ან/და მიწოდების ვალდებულებების ან/და მოთხოვნის უფლებების შეწყვეტას, ლიკვიდაციას
ან/და დაჩქარებას. ხოლო თუ ასეთი უფლებამოსილება მაინც იქნა გამოყენებული, ის
გამოიყენება ყველა ასეთი კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან გამომდინარე
მხოლოდ ნეტ თანხის მიმართ, რომელიც დაანგარიშდება შესაბამისი ურთიერთგაქვითვის
შეთანხმების დებულებების შესაბამისად.
5. ურთიერთგაქვითვის შეთანხმების დებულებებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ერთი ან
რამდენიმე კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულების ფარგლებში შეწყვეტილი ან/და
დაჩქარებული გადახდის ან/და მიწოდების ვალდებულებების ან/და მოთხოვნის უფლებების
საბოლოო, საბაზრო, სალიკვიდაციო ან ჩანაცვლების ღირებულების დაანგარიშებით ნეტ
ბალანსს, არ გავრცელდება შესაბამისი კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებიც ზღუდავენ
გადახდისუუნარო და მეორე მხარეს შორის არსებული ვალდებულებების, გადასახდელი
თანხის ან შეწყვეტის ღირებულების ურთიერთგაქვითვას ან მოთხოვნათა გაქვითვას.
6. ადმინისტრაციულ ან მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოს, ლიკვიდატორს,
გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველს, მეურვეს, დროებით ადმინისტრატორს ან მსგავსი
ფუნქციების განმახორციელებელ სხვა პირს უფლება არ აქვს შეწყვიტოს ან სადავოდ გახადოს
შემდეგი ქმედებები:
ა) ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში გადახდისუუნარო მხარის მიერ მეორე
მხარისთვის თანხის, ფინანსური გირავნობის საგნის ან სხვა ნებისმიერი უფლების გადაცემა
შეცვლა ან ჩანაცვლება. ან/და
ბ) მიწოდების ან გადახდის ვალდებულება, რომელიც გადახდისუუნარო მხარეს წარმოეშვა
მეორე მხარის მიმართ ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში ან მასთან
დაკავშირებით, და რომელიც განიხილება როგორც სხვა კრედიტორისათვის ზიანის მომტან ან
უპირატესობის მიმნიჭებელ ქმედებად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ნათელი
და უტყუარი მტკიცებულება, რომ გადახდისუუნარო მხარემ განახორციელა ასეთი
გადარიცხვა (გადაცემა) ან ასეთი ვალდებულება აიღო მხოლოდ იმ განზრახვით, რომ ხელი
შეეშალა, დაეყოვნებინა ან მოეტყუებინა ნებისმიერი პირი, რომელიც გადახდისუუნარო
მხარის კრედიტორია ან გახდა კრედიტორი ასეთი გადარიცხვის/გადაცემის ან
ვალდებულების წარმოშობის დროს ან მის შემდეგ.
7. სასამართლო, ადმინისტრაციული ან მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს,
ლიკვიდატორის, გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველის, მეურვის, დროებითი
ადმინისტრატორის ან მსგავსი ფუნქციების განმახორციელებელი სხვა პირის მიერ
გამოყენებული ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები ან მორატორიუმი ვერ
შეზღუდავს ან დააყოვნებს კანონის შესაბამისად დადებულ და აღსრულებად
ურთიერთგაქვითვის შეთანხმების აღსრულებას ამ მუხლის პირველი-მე-3 პუქნტების
შესაბამისად.
8. თუ მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, არცერთი მხარე ვალდებული
არაა ფინანსური გირავნობის შეთანხმების ფარგლებში ფინანსური გირავნობის საგნის
რელიზაციის, საკუთრებაში მიღების ან ლიკვიდაციისას, ასევე ნეტინგის შემთხვევაში
გადახდის ან/და მიწოდების ვალდებულებების ან/და მოთხოვნის უფლებების შეწყვეტის,
ლიკვიდაციის ან/და დაჩქარებისას მეორე მხარეს ან ნებისმიერ სხვა პირს გაუგზავნოს
წინასწარი შეტყობინება ან მიიღოს მისგან თანხმობა ან მისცეს დამატებითი ვადა. წინამდებარე
მუხლი არ ახდენს ზეგავლენას შესაბამისი გამოსაყენებელი სამართლის ნორმებზე, რომლებიც
ავალდებულებს მხარეს რეალიზაციის, საკუთრებაში მიღებისა და ლიკვიდაციის პროცესი
განახორციელოს კომერციულად გონივრული გზით.
9.
ამ
მუხლის
მიზნებისთვის
ურთიერთგაქვითვის
შეთანხმება
ჩაითვლება
ურთიერთგაქვითვის შეთანხმებად მაშინაც, როცა ასეთი შეთანხმების დებულებები შეიძლება
უკავშირდებოდეს ისეთ შეთანხმებას, ხელშეკრულებას ან გარიგებას, რომელიც არ არის
კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება, თუმცა ურთიერთგაქვითვის შეთანხმება
ჩაითვლება ნამდვილად და მოქმედად მხოლოდ ისეთი გარიგებების მიმართ, რომელიც
წარმოადგენს კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებას ამ კანონის შესაბამისად.
10. ამ მუხლის მიზნებისთვის ფინანსური გირავნობის შეთანხმება, მაშინაც განიხილება
ფინანსური გირავნობის შეთანხმებად, როდესაც მისი დებულებები უკავშირდება ისეთ
გარიგებებს, რომლებიც არ არის ურთიერთგაქვითვის შეთანხმება ან კვალიფიციური
ფინანსური ხელშეკრულება, თუმცა ამავე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე ასეთი დაშვება
გამოიყენება მხოლოდ ისეთი შეთანხმებების, ხელშეკრულებების ან გარიგებების მიმართ,
რომლებიც წარმოადგენს ურთიერთგაქვითვის შეთანხმებას ან კვალიფიციურ ფინანსურ
ხელშეკრულებას ამ კანონის შესაბამისად.
11. ამ მუხლის მიზნებისთვის ურთიერთგაქვითვის შეთანხმება და მის ფარგლებში
დადებული ყველა კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება წარმოადგენს ერთიან
შეთანხმებას.
12. ამ მუხლის მიზნებისთვის ტერმინი ურთიერთგაქვითვის შეთანხმება ასევე მოიცავს
მრავალფილიალიან მხარესთან დადებულ ურთიერთგაქვითვის შეთანხმებას.
13. ურთიერთგაქვითვის შეთანხმების მხარე შეიძლება იყვნენ: საჯარო დაწესებულება,
საქართველოს ეროვნული ბანკი, უცხოური ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო ფინანსური
ინსტიტუტი, საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, ადგილობრივი ან უცხოური ფინანსური
ინსტიტუტი, საინვესტიციო ფონდი, ცენტრალური კონტრაჰენტი, ანგარიშსწორების აგენტი
და საკლირინგო დაწესებულება.
14. ურთიერთგაქვითვის შეთანხმების მხარე შეიძლება ასევე იყოს პირი (გარდა ფიზიკური
პირისა), მათ შორის ამხანაგობა და იურიდიული პირის სტატუსის არ მქონე ორგანიზაციული
წარმონაქმნი, თუ ხელშეკრულების მეორე მხარეს წარმოადგენს ამ მუხლის მე-13 პუნქტით
განსაზღვრული პირი.
მუხლი 5. დერივატივების
ანგარისშწორების საბოლოობა
და
ფინანსური
გირავნობის
გარიგებების
ფარგლებში
1. დერივატივებთან და ფინანსურ გირავნობასთან დაკავშირებით ფულადი სახსრების ან
ფინანსური ინსტრუმენტების გადარიცხვის/გადაცემის დავალებები გამოუთხოვადია.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ხსენებული დავალებების გამოუთხოვადობა და
ანგარიშსწორების საბოლოობა რეგულირდება საქართველოს კანონით „საგადახდო სისტემისა
და საგადახდო მომსახურების შესახებ“.
3. ის სამართლებრივი აქტები რეგულაციები და გადაწყვეტილებები რომლის საფუძველზე
რეჟიმის ამოქმედებამდე განხორციელებული გარიგებები და გადახდები შესაძლებელია
ძალადაკარგულად
ან
ბათილად
გამოცხადდეს,
არ
გავრცელდება
ურთიერთგაქვითვის/საბოლოო
ურთიერთგაქვითვის
შედეგად
განხორციელებულ
გარიგებებზე/გადახდებზე.
მუხლი 6. ანგარიშგება
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დერივატივის მხარეებს მოსთხოვოს და
მიიღოს მათგან ნებისმიერი ინფორმაცია
(მათ შორის, კონფიდენციალური) დადებული
გარიგებების შესახებ თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ასეთი ინფორმაციის მოთხოვნის უფლებამოსილება ეროვნულ ბანკს გააჩნია ისეთი პირების
მიმართაც, რომელებიც არ არიან საფინანსო სექტორის წარმომადგენლები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ჩამონათვალს
განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.
თავი III. ფინანსური გირავნობა
მუხლი 7. მხარეები, გირავნობის საგანი და ფინანსური გირავნობის სფერო
1. დამგირავებელი და მოგირავნე შეიძლება იყვნენ: საჯარო დაწესებულება, საქართველოს
ეროვნული ბანკი, უცხოური ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი,
საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, ადგილობრივი ან უცხოური ფინანსური ინსტიტუტი,
საინვესტიციო
ფონდი,
ცენტრალური
კონტრაჰენტი,
ანგარიშსწორების
აგენტი
და
საკლირინგო დაწესებულება.
2. დამგირავებელი და მოგირავნე შეიძლება ასევე იყოს პირი (გარდა ფიზიკური პირისა), მათ
შორის ამხანაგობა და იურიდიული პირის სტატუსის არ მქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი,
თუ ხელშეკრულების მეორე მხარეს წარმოადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით
განსაზღვრული პირი.
3. ამ თავის მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
რეგისტრირებულ, საქართველოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ
დატვირთულ მოთხოვნებზე დამგირავებლის სასესხო აქტივებისადმი.
გირავნობით
4. ფინანსური გირავნობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ტიპის ვალდებულების,
მათ
შორის,
არსებული,
სამომავლო,
შესაძლო
ან
პირობითი
ვალდებულების
უზრუნველყოფისათვის, რომელიც აქვს ან შეიძლება ჰქონდეს დამგირავებელს ან მესამე პირს
მოგირავნის მიმართ.
5. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაგირავებული გირავნობის საგანი არ
შეიძლება გამოყენებულ იქნას უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის საგნად, გარდა ამ
კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. დაუშვებელია ფინანსური გირავნობის საგნის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
7. უცხო ქვეყნის სამართლის მიხედვით დადებული ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება
ნამდვილია და მისი აღსრულებადობა რეგულირდება მხარეთა მიერ არჩეული სამართლის
შესაბამისად. ამ კანონის ან ნებისმიერი სხვა კანონის მოთხოვნა ვერ დააყენებს ეჭვქვეშ ასეთი
ხელშეკრულების ნამდვილობას ან/და აღსრულებადობას.
მუხლი 8. ფინანსური გირავნობის ნამდვილობა
1. ამ კანონის დებულებები ვრცელდება უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის
ხელშეკრულებაზე, თუ ხელშეკრულება დადებულია წერილობითი ფორმით (მათ შორის,
ელექტრონული ფორმით ან სხვა სანდო საშუალებით) და მოგირავნეს ან მისი სახელით
მოქმედ პირს შეუძლია ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ფლობდეს ან/და
აკონტროლებდეს გირავნობის საგანს.
2. მოგირავნე ან მისი სახელით მოქმედი პირი ფლობს ან/და აკონტროლებს ფინანსური
გირავნობის საგანს:
ა) თუ ფინანსური გირავნობის საგანია წარმომდგენზე ფინანსური ინსტრუმენტი − მისი
ფიზიკურ მფლობელობაში გადაცემით;
ბ) თუ ფინანსური გირავნობის საგანია ჩანაწერის სახით არსებული ფინანსური ინსტრუმენტი
− მისი მოგირავნის ანგარიშზე ან მოგირავნის სახელით მოქმედ ლიცენზირებულ ფინანსურ
ინსტიტუტში/ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორში მოგირავნის ან მესამე პირის სახელზე
გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხვით ან მოგირავნის ან ასეთი ლიცენზირებული ფინანსური
ინსტიტუტის/ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ შესაბამისი ფორმით ფინანსურ
ინსტრუმენტზე გირავნობის არსებობის აღრიცხვით;
გ) თუ ფინანსური გირავნობის საგანია ანგარიშზე რიცხული ფულადი სახსრები − მათი
მოგირავნის ან მისი სახელით მოქმედ ბანკში მოგირავნის ან მესამე პირის სახელზე გახსნილ
ანგარიშზე ჩარიცხვით;
დ) თუ ფინანსური გირავნობის საგანია საკრედიტო მოთხოვნა - მოგირავნისათვის
წერილობით ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი ფორმით მოთხოვნების სიის წარდგენით და
საჯარო რეესტრში მათი რეგისტრაციით.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის
მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტი.
4. ამ კანონის დებულებები ვრცელდება საკუთრების გადაცემის ფინანსური გირავნობის
ხელშეკრულებაზე, თუ ხელშეკრულება დადებულია წერილობითი ფორმით (მათ შორის,
ელექტრონული ფორმით ან სხვა სანდო საშუალებით) და დამგირავებელი გადასცემს
საკუთრების უფლებას გირავნობის საგანზე მოგირავნს ან მისი სახელით მოქმედ პირს.
საკუთრების გადაცემის ფინანსური გირავნობა წარმოიშობა მას შემდეგ რაც, მოგირავნეს ან
მისი სახელით მოქმედ პირს გადაეცემა საკუთრების უფლება გირავნობის საგანზე და
შეეძლება განკარგოს საგანი (მათ შორის გაასხვისოს ან დააგირავოს ის) როგორც მესაკუთრემ.
5. ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების
შესრულების შემთხვევაში, მოგირავნე უბრუნებს ფინანსური გირავნობის საგანს
დამგირავებელს ან მოქმედებს სხვაგვარად ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების
შესაბამისად.
6. ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, აღსრულებადობისათვის და
მტკიცებულების სახით დასაშვებადობისათვის არ არის აუცილებელი მისი რეგისტრაცია
რომელიმე მარეგისტრირებელ ორგანოში (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის “დ)” ქვეპუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა) ან ნებისმიერი სახის ფორმალური ქმედების
განხორციელება, მათ შორის, სანოტარო მოქმედებები და ქართულ ენაზე თარგმნა.
7. დამგირავებელს არ შეუძლია ამ კანონის შესაბამისად დაგირავებული გირავნობის საგნის
გამოყენება სხვა ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, გარდა ამ თავით დადგენილი
შემთხვევებისა.
8. მოგირავნეს სხვა უზრუნველყოფილ კრედიტორებთან მიმართებით აქვს ფინანსური
გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი და უპირობო დაკმაყოფილების
უფლება ამ კანონის შესაბამისად.
მუხლი 9. ფინანსური გირავნობის აღსრულება
1. გირავნობის ამოქმედების შემთხვევაში, უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის
ხელშეკრულების
პირობების
შესაბამისად,
გირავნობის საგნის რეალიზაცია:
ა) ფინანსური ინსტრუმენტები
უზრუნველყოფილი
-
მათი
ფინანსური
მოგირავნე
გაყიდვით
უფლებამოსილია
ან
ვალდებულების
საკუთრებაში
მოახდინოს
მიღებით
დასაფარავად
და
ან
ურთიერთგაქვითვისათვის;
ბ) ფულადი სახსრები - უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების დასაფარავად ან
ურთიერთგაქვითვისათვის;
გ) საკრედიტო მოთხოვნები
უზრუნველყოფილი
-
მათი
ფინანსური
გაყიდვით
ან
ვალდებულების
საკუთრებაში
მიღებით
დასაფარავად
და
ან
ურთიერთგაქვითვისათვის.
2. საკუთრებაში მიღება დასაშვებია, თუ:
ა) მხარეები შეთანხმდნენ საკუთრებაში მიღებაზე უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის
ხელშეკრულებაში; და
ბ) მხარეები შეთანხმდნენ ფინანსური ინსტრუმენტების და საკრედიტო მოთხოვნების ფასის
განსაზღვრაზე უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებაში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური გირავნობის საგნის
რეალიზაციისათვის არ არის აუცილებელი:
ა) რეალიზაციის განხორციელების თაობაზე წინასწარი შეტყობინების გაგზავნა;
ბ) რეალიზაციის პირობები დამტკიცებული იყოს სასამართლოს, ადმინისტრაციული და
მარეგულირებელი/საზედამხედველო
ორგანოს,
ლიკვიდატორის,
მეურვის,
გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველის, დროებითი ადმინისტრატორის ან ნებისმიერი
სხვა პირის მიერ, რომელიც ასრულებს ამ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი პირების მსგავს
უფლებამოსილებას;
გ) რეალიზაციის განხორციელება საჯარო აუქციონის ან ნებისმიერი წინასწარ განსაზღვრული
ფორმით;
დ) უზრუნველყოფილი ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადის გასვლა.
4. ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება აღსრულებადია ხელშეკრულების პირობების
შესაბამისად, მიუხედავად
მოგირავნის ან დამგირავებლის მიმართ რეჟიმის დაწყების ან
გაგრძელებისა.
5. წინამდებარე მუხლი არ ახდენს ზეგავლენას შესაბამისი გამოსაყენებელი სამართლის
ნორმებზე, რომლებიც ავალდებულებს მხარეს ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაცია ან
ფასის განსაზღვრა და უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების გამოანგარიშება
მოახდინოს კომერციულად გონივრული გზით.
6. ფინანსური გირავნობის მეშვეობით უზრუნველყოფილი ვალდებულებების სრულად
დაფარვის შემდეგ დარჩენილი ფინანსური გირავნობის საგნის ან ფინანსური გირავნობის
საგნის რეალიზაციით მიღებული თანხით დარჩენილი ნამეტი თანხა (ასეთის არსებობის
შემთხვევაში) დამგირავებელს უბრუნდება.
7. თუ ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არასაკმარისია
ფინანსური გირავნობის მეშვეობით უზრუნველყოფილი ვალდებულებების სრულად
დასაფარავად,
ნარჩენი
არაუზრუნველყოფილი
ვალდებულების
კრედიტორისათვის
ნაწილში
მოგირავნე
საქართველოს
სარგებლობს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული უფლებებით.
მუხლი 10. ფინანსური გირავნობის საგნის გამოყენების უფლება უზრუნველყოფის ფინანსური
გირავნობის ხელშეკრულებაში, ფინანსური გირავნობის გაზრდა, შემცირება და ჩანაცვლება
1. უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობა შეიძლება ითვალისწინებდეს ფინანსური
გირავნობის საგნის გამოყენების შესაძლებლობას მხარეთა მიერ განსაზღვრული პირობების
შესაბამისად.
2. მოგირავნე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენებისას:
ა) ვალდებულია ჩაანაცვლოს პირვანდელი ფინანსური გირავნობის საგანი ეკვივალენტური
ფინანსური გირავნობის საგნით არაუგვიანეს (უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის)
ხელშეკრულებით გათვალისწინებული უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების
შესრულების დღისა.
ან
ბ)
მოგირავნეს შეუძლია უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების შესრულების
ბოლო დღეს გადასცეს ეკვივალენტური ფინანსური გირავნობის საგანი ან თუ ამას
უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების პირობები ითვალისწინებს,
გაქვითოს ეკვივალენტური ფინანსური გირავნობის საგნის ღირებულება უზრუნველყოფილ
ფინანსურ ვალდებულებასთან მიმართებაში.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვალდებულების შესრულების
მიზნით გადაცემული ფინანსური გირავნობის საგანი მიიჩნევა იმ უზრუნველყოფის
ფინანსური გირავნობის ფარგლებში მიწოდებულად, რომლის საფუძველზეც მოხდა
პირველადი ფინანსური გირავნობის საგნის მიწოდება და ის განიხილება, როგორც
პირველადი ფინანსური გირავნობის საგანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
4. ამ მუხლის დებულებების შესაბამისად მოგირავნის მიერ ფინანსური გირავნობის საგნის
გამოყენება არ გამოიწვევს მოგირავნის უფლებ(ებ)ის გაუქმებას, სხვაგვარად შეწყვეტას ან
ხელს არ შეუშლის მის აღსრულებადობას
იმ უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის
ხელშეკრულების საგანთან მიმართებაში, რომლის გადაცემაც მოხდა ამ მუხლის მეორე
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით.
5. იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის ამოქმედება მოხდა ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“
ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებამდე, ასეთი ვალდებულების
მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საბოლოო ურთიერთგაქვითვა.
6. ამ მუხლის პირველი-მე-5 პუნქტები არ გამოიყენება, თუ ფინანსური გირავნობის საგანია
საკრედიტო მოთხოვნები.
7. ფინანსური გირავნობის ან უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების ღირებულების
ცვლილების შემთხვევაში ხდება გირავნობის საგნის შესაბამისი გაზრდა ან შემცირება, თუ ეს
გათვალისწინებულია ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებით.
8. შესაძლებელია დამგირავებელმა ფინანსური გირავნობის საგანი ჩაანაცვლოს იმავე
ღირებულების სხვა საგნით, პირველადი გირავნობის საგნის გამოთხოვის გზით, თუ ეს
გათვალისწინებულია ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებით.
9. დამგირავებლის უფლება, შეამციროს, გაზარდოს ან ჩაანაცვლოს ფინანსური გირავნობის
საგანი, არ ზღუდავს მოგირავნის უფლებას, ფლობდეს ან/და აკონტროლებდეს ფინანსური
გირავნობის საგანს ამ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, თუ ეს გათვალისწინებულია
ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებით.
10. ფინანსური გირავნობის მეშვეობით უზრუნველყოფილი ვალდებულების სრულად
შესრულების შემდეგ ან ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ
შემთხვევებში, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მოგირავნე
ვალდებულია საკრედიტო მოთხოვნების გირავნობის შემთხვევაში დამგირავებელს
დაუბრუნოს დაგირავებული საკრედიტო მოთხოვნები, ფულადი სახსრების გირავნობის
შემთხვევაში დამგირავებელს დაუბრუნოს იგივე ოდენობა იმავე ვალუტით, ხოლო
ფინანსური ინსტრუმენტის შემთხვევაში − ეკვივალენტური ფინანსური ინსტრუმენტი.
11. ფინანსური გირავნობის საგნის ამ მუხლის შესაბამისად გაზრდა, შემცირება ან ჩანაცვლება
არ განიხილება ახალი ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების დადებად.
მუხლი 11. გადახდისუუნარობის კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების გამოყენების
აკრძალვა
1. ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება, ასევე მის ფარგლებში მიწოდებული ფინანსური
გირავნობის საგანი არ შეიძლება გამოცხადდეს უკანონოდ, ბათილად ან ძალადაკარგულად
მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება დაიდო ან ფინანსური
გირავნობის საგნის მიწოდება განხორციელდა:
ა) რეჟიმის ამოქმედების დღეს, თუმცა შესაბამისი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლამდე,
რომელიც ითვალისწინებს ასეთი რეჟიმის ამოქმედებას; ან
ბ) რეჟიმის ამოქმედებამდე წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში, რომელსაც ითვალისწინებს
ასეთი რეჟიმი ან ისეთ პერიოდში, იმ სამართლებრივ აქტზე, ქმედებაზე ან მოვლენაზე
მითითებით,
რომელიც
შეზღუდული
საქმიანობის
რეჟიმის
ამოქმედებისას
არის
გათვალისწინებული.
2.
თუ ფინანსური
გირავნობის ხელშეკრულება
ან
უზრუნველყოფილი
ფინანსური
ვალდებულება წარმოიშვა, ან ფინანსური გირავნობის საგნის მიწოდება განხორციელდა იმ
დღეს, როდესაც რეჟიმი უკვე ამოქმედდა, ამასთან მას შემდეგ, რაც ეს რეჟიმი ამოქმედდა, ის
მხოლოდ მაშინ იქნება აღსრულებადი და სავალდებულო მესამე პირებისთვის, თუ მოგირავნე
დაამტკიცებს, რომ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა რეჟიმის ამოქმედების
შესახებ.
3. როდესაც ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება ითვალისწინებს ფინანსური გირავნობის
საგნის ან უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულების ცვლილების შემთხვევაში
ფინანსური გირავნობის საგანის მიწოდებას ან დამატებითი ფინანსური გირავნობის საგნის
მიწოდების ვალდებულებას; ან ჩანაცვლების ან გაცვლის გზით, ფინანსური გირავნობის
საგნის გამოთხოვას არსებითად იგივე ღირებულების ახალი ფინანსური გირავნობის საგნის
მიწოდებით, ფინანსური გირავნობის საგნის მიწოდების, გაზრდის, ჩანაცვლების ან შეცვლის
უფლება ან ვალდებულება არ შეიძლება გამოცხადდეს უკანონოდ, ძალადაკარგულად, ან
ბათილად მხოლოდ იმ მიზეზით რომ:
ა) ასეთი მიწოდება განხორციელდა რეჟიმის ამოქმედების დღეს, თუმცა შესაბამისი
სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლამდე, რომელიც ითვალისწინებს ასეთი რეჟიმის
ამოქმედებას; ან რეჟიმის ამოქმედებამდე წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში, რომელსაც
ითვალისწინებს ასეთი რეჟიმი ან ისეთ პერიოდში, იმ სამართლებრივ აქტზე, ქმედებაზე ან
მოვლენაზე მითითებით, რომელიც გათვალისწინებულია ასეთი პროცესებითა და
ღონისძიებათა ზომებით;
ან/და
ბ) უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულება წარმოიქმნა ფინანსური გირავნობის საგნის
ან დამატებითი გირავნობის საგნის მიწოდებამდე,
ასევე მისი ჩანაცვლების ან შეცვლის
განხორციელებამდე.
მუხლი 12. უცხო ქვეყნის კანონმდებლობის ნორმების გამოყენება.
1. ამ მუხლის მეორე პუნქტში ჩამოთვლილი ნებისმიერი საკითხი ჩანაწერის სახით არსებული
ფინანსური გირავნობის საგანთან მიმართებით უნდა დარეგულირდეს იმ ქვეყნის
კანონმდებლობით, სადაც შესაბამისი ანგარიში არის გახსნილი. ქვეყნის კანონმდებლობაზე
მითითება გულისხმობს მხოლოდ ქვეყნის შიდა კანონმდებლობას და უგულებელყოფს
ნებისმიერ ნორმას, რომელიც შესაბამისი საკითხის გადაწყვეტისას მიუთითებს სხვა ქვეყნის
კანონმდებლობის გამოყენებაზე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საკითხებია:
ა) ჩანაწერის სახით არსებული ფინანსური გირავნობის საგნის სამართლებრივი ბუნება და
სანივთო სამართლებრივი შედეგები;
ბ) ნებისმიერი ქმედება, რომელიც საჭიროა ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების
დადების/ძალაში შესვლისთვის და ჩანაწერის სახით არსებული ფინანსური გირავნობის
საგნის მიწოდების/აღრიცხვის მესამე პირებისთვის მსგავსი გარიგების სავალდებულო ძალის
შესაძენად;
გ) შემთხვევები როდესაც: ჩანაწერის სახით არსებული ფინანსური გირავნობის საგანზე
არსებული პირის უფლება გადაიფარა ან დაექვემდებარა სხვა პირის უპირატეს უფლებას; ან
მოხდა კეთილსინდისიერი შემძენის მიერ ასეთი უფლების შეძენა;
დ) საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შემდეგ იმ ქმედებათა ერთობლიობა,
რომელიც აუცილებელია ჩანაწერის სახით არსებული ფინანსური გირავნობის საგნის
რეალიზაციისთვის.
მუხლი 13. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია საქართველოში ფინანსური და კაპიტალის
ბაზრების განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობით. საქართველოს კაპიტალის ბაზრის
განვითარების სტრატეგიის მიხედვით1, „ფინანსური ბაზრების განვითარება იმავდროულად
ქმნის ახალ, აქამდე არარსებულ რისკებს, რომელთანაც შეხება აქვთ როგორც ინვესტორებს,
ასევე პოლიტიკის წარმმართველებს; ამიტომ მნიშვნელოვანია ამგვარი რისკების სათანადო
აღქმა, შეფასება და მართვა, რის საშუალებასაც დერივატიული ინსტრუმენტები იძლევა;
საპროცენტო განაკვეთებს, სავალუტო კურსს, ნედლეულის და საკვების ფასებს, აქციებს,
ყველას ახასიათებთ ფასების ცვალებადობა, რისი რისკების მართვისათვის აუცილებელია
დერივატივების ბაზრის არსებობა;“ ამ ეტაპზე დერივატივების ბაზარი საქართველოში არ არის
სათანადო
დონეზე
განვითარებული,
თუმცა
მისი
განვითარების
მნიშვნელოვანი
წინაპირობები უკვე არსებობს. შესაბამისად ფინანსურ ბაზრებზე ასეთი ინსტრუმენტის
გამოყენების მიმართ მოთხოვნაც იზრდება.
დერივატივების ინსტრუმენტების მიმართ ინტერესის ზრდა ძირითადად ორმა
ფაქტორმა განაპირობა, პირველი ეს არის მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში 2014 წლიდან
გაზრდილმა „ვოლატილობამ“, ხოლო მეორე ცვალებადგანაკვეთიანი სესხებისა და ფასიანი
ქაღალდების აქტიურმა გამოყენებამ. როგორც კურის, ასევე განაკვეთების ცვლილებასთან
დაკავშირებული რისკების დაზღვევის საშუალებას წარმოადგენს დერივატივები.
ურთიერთგაქვითვა და ფინანსური გირავნობის დებულებები მიზნად ისახავს ფინანსურ
ბაზრებზე განხორციელებული გარიგებებისთვის უფრო მეტი სამართლებრივი გარანტიის და
დაცვის შეძენას, მათ შორის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დროს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით შემუშავდა კანონპროექტი რომლის
მიზანია ხელი შეეწყოს საერთაშორისო ფინანსური ხელშეკრულებების განხორციელებას,
რამაც თავისმხრივ ფინანსური ბაზრების ჯანსაღი და სწორი განვითარება უნდა განაპირობოს.
კანონპროექტით მნიშვნელოვანი გარანტიები იქმნება დერივატივებისა და ფინანსური
გირავნობის მხარეების უფლებების დაცვის თვალსაზრისით.
ასევე ეროვნული ბანკი აღჭურვილია რიგი უფლებამოსილებებით შესაბამისი საკითხები
დაარეგულიროს კანონქვემდებარე ნორმატიული სამართლებრივი აქტებით.
1
http://www.economy.ge/uploads/meniu_publikaciebi/ouer/kapitalis_bazris_ganvitarebis_strategia.pdf
კანონპროექტის შემუშავებისას გამოყენებული იქნა “სვოპებისა და დერივატივების
საერთაშორისო ასოციაციის“ მიერ შემუშავებული მოდალური კანონი ურთიერთგაქვითვის
შესახებ2.
კანონპროექტი ასევე ითავლისწინებს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი
ვალდებულებების ნაწილობრივ შესრულებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღება
მნიშვნელოვან
სამართლებრივ
გარანტიებს
შექმნის
დერივატივების, ურთიერთგაქვითვის შეთანხმებისა და ფინანსური გირავნობის გამოყენების
თავალსაზრისით.
ასევე
ქართულ
ფინანსურ
ინსტიტუტებს
გაუმარტივდებათ
და
გაუიაფდებათ უცხოეთიდან ფინანსური რესურსების მოზიდვა და რისკების მართვა.
აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს ეროვნულ ბანკს დაეხმარება რეზერვების მართვის
პროცესში
ვინაიდან
გაადვილდება
ფინანსური
ინსტრუმენტებით
ვაჭრობის
კანონმდებლობაში
შემოდის
მნიშვნელოვანი
გათვალისწინებულია
დერივატივის,
ხელშეკრულებების დადება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
სამართლებრივი
შესაბამისად,
განმარტებები.
კერძოდ
კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულების, ცალკეული დერივატივული გარიგებების
(ოფციონი, ფორვარდი, სვოპი და ფიუჩერსი), ურთიერთგაქვითვის შეთანხმების,
საბოლოოურთიერთგაქვითვის, ფინანსური გირავნობის და ფინანსური ინსტრუმენტის ახალი
დეფინიციის შემოღება.
კანონპროექტით
იმიჯნება
ფინანსური
გირავნობის
ორი
ტიპი
ერთმანეთისგან,
საკუთრების გდაცემისა და უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობები.
კანონპროექტი განსაზღვრავს ფინანსური ინსტრუმენტებს, საკრედიტო მოთხოვნებს და
ანგარიშზე არსებული ან მომავალში ჩასარიცხ ფულად სახსრებს (ფული) ფინანსური
გირავნობის საგნად.
ეროვნული
ბანკი
უფლებამოსილია
განსაზღვროს
კვალიფიციური
ფინანსური
ხელშეკრულების დამატებითი სახეები, ასევე გააფართოვოს ან განმარტოს დერივატივის
საბაზისო მაჩვენებლისა და საბაზისო აქტივის ჩამონათვალი.
კანონპრექტი ასევე განმარტავს რეპო, უკურეპო გარიგებებისა და ფასიანი ქაღალდების
გასესხების შეთანხმებებს.
კანონპროექტი დერივატივის განმარტებაში იყენებს როგორც დერივატივის პოზიტიურ
დეფინიციას ასევე აწესებს მის ნეგატიურ განსაზღვრებას ანუ განსაზღვრავს ისეთი
გარიგებებს, რომელბიც არ უნდა იქნან განხილული როგორც დერივატივული გარიგება.
დერივატივის მონაწილე მხარე შეიძლება იყოს: „...საჯარო დაწესებულება, საქართველოს
ეროვნული ბანკი, უცხოური ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი,
საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, ადგილობრივი ან უცხოური ფინანსური ინსტიტუტი,
საინვესტიციო ფონდი, ცენტრალური კონტრაჰენტი, ანგარიშსწორების აგენტი და
2
https://www.isda.org/a/INTDE/2006ModelNettingAct.pdf
საკლირინგო დაწესებულება.“
სხვა ნებისმიერი პირი მხოლოდ ზემოხსენებულ
სუბიექტებთან შეძლებს დერივატივის დადებას, ხოლო ასეთი სუბიექტი ვალდებული იქნება
მხარეს გაუმხილოს ყველა ის რისკი და საფრთხე რომელიც გარიგების დადებასთან არის
დაკავშირებული. ამგვარი გამჟღავნების წესი და პროცედურა შეიძლება დადგინდეს
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.
კანონპროექტი ასევე ეხება დერივატივის ფორმალური კანონიერების საკითხს, იგი
შეიძლება დაიდოს როგორც წერილობითი ასევე ზეპირი ფორმით. წერილობითი ფორმით
დადებულად ჩაითვლება ის დერივატივული გარიგება რომელიც დაიდო ელექტრონული
საშუალებათა გამოყენებით. ზეპირად დადებული დერივატივის შემთხვევაში კანონპრექტი
ითხოვს წერილობით ან აუდიო მტკიცებულებას რომლითაც შესაძლებელი იქნება გარიგების
შინაარსის დადგენა.
კანონპრექტი ხელშეკრულების მხარეებს უფლებამოსილებას აძლევს თავად აარჩიონ
დერივატივის გარიგების მარეგულირებელი სამართალი, აწესებს სამართლებრივ გარანტიას
ასეთი გარიგებების ნამდვილობისა და აღსრულებადობის უზრუნველსაყოფად.
კანონპრექტი
მნიშვნელოვან
დანაწესს
ადგენს
კვალიფიციური
ხელშეკრულებების
ფინანსური
აღსრულებასთან
ხელშეკრულების
საკანონმდებლო
ნორმების
დაკავშირებით.
ბათილად
საფუძველზე
ან
დაუშვებელია
ძალადაკარგულად
რომელიც
ფინანსური
კვალიფიციური
გამოცხადება
არეგულირებს
იმ
სანაძლეოსთან,
თამაშობებთან და ლატარეასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
კანონპროექტის მე-4 მუხლი უზრუნველყოფს ურთიერთგაქვითვის შეთანხმების და მის
საფუძველზე
განხორცილებული
აღსრულებადობის
საბოლოო
ურთიერთგაქვითვის/ურთიერთგაქვითვის
გარანტიების შექმნას გადახდისუუნარობის პროცესში. დაუშვებელია
ასეთი გარიგებების ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება.
იზღუდება ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში დადებული კვალიფიციური
ფინანსური ხელშეკრულების მიმართ, ადმინისტრაციული ან
მარეგულირებელი/ზედამხედველი ორგანოს, ლიკვიდატორის, გაკოტრების/რეაბილიტაციის
მმართველის,
მეურვის,
დროებითი
ადმინისტრატორის
ან
მსგავსი
ფუნქციების
განმახორციელებელი სხვა პირის უფლებამოსილება შეწყვიტოს ან საცილო გახადოს
რომელიმე ასეთი გარიგება.
მრავალფილიალიან მხარესთან დადებული ურთიერთგაქვითვის შეთანხმების დროს
გამოიყენება ურთიერთგაქვითვის შესაბამისი დებულებები.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, საბოლოო ურთიერთგაქვითვის განმარტება ეფუძნება
მოდალურ აქტს ურთიერთგაქვითვის შესახებ. (Model Netting Act)
კანონპრექტი მხოლოდ სახელშეკრულებო გზით დადებულ ურთიერთგაქვითვას და
საბოლოო ურთიერთგაქვითვას არეგულირებს. ამ ეტაპზე კანონმდებლობა სავალდებულო
საბოლოო ურთიერთგაქვითვის ინსტიტუტს არ იცნობს.
კანონპროექტი
დაკავშირებული
განამტკიცებს
დერივატივებთან
გადარიცხვების/გადაცემის
და
ფინანსურ
დავალებების
შესაბამისად განხორციელებული ანგარიშსწორების საბოლოობას.
გირავნობასთან
გამოუთხოვადობას
და
კანონპროექტით საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მისივე დადგენილი
წესით დერივატივეის გარიგების მხარეს მოსთხოვოს ინფორმაცია დადებულ გარიგებასთან
დაკავშირებით. აღნიშნული უფლებამოსილება მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მიერ
ბაზრის განვითარებაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით.
ფინანსური გირავნობის შეთანხმების დადებისას, დამგირავებელი და მოგირავნე
შეიძლება იყვნენ: „ ...საჯარო დაწესებულება, საქართველოს ეროვნული ბანკი, უცხოური
ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, საფინანსო სექტორის
წარმომადგენელი, ადგილობრივი ან უცხოური ფინანსური ინსტიტუტი, საინვესტიციო
ფონდი,
ცნეტრაური
კონტრაჰენტი,
ანგარიშსწორების
აგენტი
და
საკლირინგო
დაწესებულება.“ ფიზიკური პირი ვერ იქნება ვერც დამგირავებელი და ვერც მოგირავნე.
ნებისმიერი სხვა პირი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დამგირავებელი ან მოგირავნე თუ
ერთ-ერთი მხარე ზემოჩამოთვლილ სუბიექტებიდან რომელიმეს განეკუთვნება.
კანონპროექტი III თავის მოქმედება ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად რეგისტრირებულ, საქართველოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ გირავნობით
დატვირთულ მოთხოვნებზე დამგირავებლის სასესხო აქტივებისადმი.
კანონპროექტით აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით უკვე დაგირავებული
გირავნობის საგნის გამოყენება უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის საგნად, გარდა იმ
შემთხვევისა როდესაც ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება ითვალისწინებს
უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის საგნის ხელახალი გამოყენების შესაძლებლობას.
კანონპროექტით
აკრძალულია
ფინანსური
გირავნობის
საგნის
მიმართ
ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება. კერძოდ დაუშვებელია
ნებისმიერი იძულებითი აღსრულების საპროცესო ღონისძიების (მათ შორის, სარჩელისა და
გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს) და
საქართველოს
საგადასახადო
და
სამოქალაქო
კოდექსებით
გათვალისწინებულ
მოთხოვნის
უზრუნველყოფის საშუალებებს (მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების
უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გირავნობას და იპოთეკას) გამოყენებას ფინანსური
გირავნობის საგნის მიმართ.
კანონპრექტი უშვებს უცხო ქვეყნის კნონმდებლობის გამოყენებას ფინანსური
გირავნობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ურთიერთიბების დასარეგულირებლად.
კანონპროექტის მე-8 მუხლი შეეხება უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის
შემთხვევაში
გირავნობის
დაკმაყოფილებას.
საგნის
საქართველოს
ფლობისა
ეროვნული
და
ბანკი
კონტროლის
კრიტერიუმების
უფლებამოსილია
გამოსცეს
ამ
კრიტერიუმების მარეგულირებელი დეტალური წესი.
ფინანსური
გირავნობის
აღსრულებადობისთვის არ არის
ხელშეკრულების
ნამდვილობისთვის
და
სავალდებულო მისი რეგისტრაცია რომელიმე
მარეგისტრირებელ ორგანოში ან სხვა ფორმალური ქმედების განხორციელება, მათ შორის
სანოტარო მოქმედება ან ქართულ ენაზე თარგმნა.
მოგირავნეს სხვა უზრუნველყოფილ კრედიტორებთან მიმართებით აქვთ ფინანსური
გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირობო და უპირატესი დაკმაყოფილების
უფლება.
გირავნობის ამოქმედების შემთხვევაში მოგირავნე უფლებამოსილია ხელშეკრულების
და კანონპრექტის დებულებების შესაბამისად მოახდინოს გირავნობის საგნის რეალიზაცია ან
დაისაკუთროს გირავნობის საგანი.
კანონპროექტი პირდაპირ განსაზღვრავს რომ გირავნობის საგნის რეალიზაციისას არ
არის საჭირო წინასწარი შეტყობინების გაგზავნა, რელიზაციის პირობების დამტკიცება მესამე
მხარის მიერ, რეალიზაციისთვის წინასწარ განსაზღვრული რაიმე ფორმა (მაგ საჯარო
აუქციონი) ან დამატებითი ვადის გასვლა.
კანონპროექტის მიხედვით მხარეებს უფლება აქვთ შეთანხმდნენ უზრუნველყოფილი
ფინანსური გირავნობის საგნის ხელმეორედ გამოყენების თაობაზე.
ფინანსური გირავნობის საგნის შემდგომი გამოყენება (გასხვისება, უზრუნველყოფის
საგნად გამოყენება და სხვა) შესაძლებელია მხოლოდ ორ შემთხვევაში, პირველი ეს არის
საკუთრების გადაცემის ფინასური გირავნობა, როდესაც მოგირავნე სრულ საკუთრებას იძენს
გადაცემულ საგანზე და შესაბამისად შეუძლია მისი შეხედულებებისამებრ განკარგოს ის და
მეორე შემთხვევა როდესაც სახეზეა მხარეთა შეთანხმება უზრუნველყოფილი ფინანსური
გირავნობის შემთხვევაში გირავნობის საგნის მოგირავნის მიერ ხელმეორედ გამოყენების
უფლების მინიჭების თაობაზე.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს უზრუნველყოფილი ვალდებულების ან
ფინანსური გირავნობის საგნის ღირებულების ცვლილების შემთხვევაში გირავნობის საგნის
შესაბამისად გაზრდას ან შემცირებას.
კანონპროექტის მე-11 მუხლი შეეხება გადახდისუუნარობის კანონმდებლობის
შესაბამისი
ნორმების
გამოყენების
აკრძალვას.
კერძოდ,
„ფინანსური
გირავნობის
ხელშეკრულება ასევე მის ფარგლებში მიწოდებული ფინანსური გირავნობის საგანი არ
შეიძლება გამოცხადდეს უკანონოდ, ბათილად ან ძალადაკარგულად მხოლოდ იმ მიზეზით,
რომ ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება დაიდო ან ფინანსური გირავნობის საგნის
მიწოდება განხორციელდა:
ა) რეჟიმის ამოქმედების დღეს, თუმცა შესაბამისი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლამდე,
რომელიც ითვალისწინებს ასეთი რეჟიმის ამოქმედებას; ან
ბ) რეჟიმის ამოქმედებამდე წინასწარ განსაზღვრულ პერიოდში, რომელსაც ითვალისწინებს
ასეთი რეჟიმი ან ისეთ პერიოდში, იმ სამართლებრივ აქტზე, ქმედებაზე ან მოვლენაზე
მითითებით,
რომელიც
შეზღუდული
საქმიანობის
რეჟიმის
ამოქმედებისას
არის
გათვალისწინებული.“
კანონპრექტი ასევე ეხება უცხო ქვეყნის სამართლის ნორმების გამოყენებას ჩანაწერის
სახით არსებული ფინანსური გირავნობის საგნის შემთხვევაში. მე-12 მუხლი პირდაპირ
განსაზღვრავს იმ შემთხვევებს როდესაც შესაბამისი ანგარიშის გამხსნელი იურისდიქციის
სამართლის მიხედვით უნდა დარეგულირდეს სამართლებრივი საკითხები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი
დაკავშირებულია
სამთავრობო
პროგრამით
გათვალისწინებულ
კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიასთან და მიზნად ისახავს დერივატივების
ბაზრის განვითარების ხელშეწყობას.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შესვლის კონკრეტულ თარიღს არ ითვალისწინებს და ძალაში
შედის გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არა არის.
ა.ვ)
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება.
ბ)
კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის
საშემოსავლო ნაწილზე:
გავლენა
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ IV კარის, მე-6 თავის, მე-5 ნაწილის, მე-6
ქვენაწილისა და VI კარის მე-7 თავის 320-ე და 323-ე მუხლებით განსაზღვრული
ვალდებულებიდან. IV კარის მე-6 ქვენაწილი განსაზღვრავს რეგულირების პრინციპებს ყველა
შესაბამისი ფინანსური მომსახურებისთვის, ამავე ქვენაწილის 122-ე მუხლის თანახმად,
„მომსახურების ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით მხარეები აღიარებენ
საქართველოს
მოქმედი
და
მომავალი
კანონმდებლობის
ეტაპობრივი
დაახლოების
აუცილებლობას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან, რომელიც მოცემულია ამ
შეთანხმების 116-ე მუხლის მე-3 პუნქტში და ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან,
რომელიც წარმოდგენილია ამ შეთანხმების XV-A დანართში“. ხოლო 320-ე მუხლის
შესაბამისად, მხარეები აღიარებენ „ფინანსური მომსახურების სფეროში წესებისა და
პრაქტიკის
ეფექტიანი
ნაკრების
არსებობის
რელევანტურობას
სრულყოფილად
ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებისა და ორივე მხარეს შორის სავაჭრო
კავშირების ხელშეწყობისათვის“, ამავე მუხლის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ
ითანამშრომლებენ, სხვა საკითხებთან ერთად მათ შორის, „საქართველოს საფინანსო
სისტემის,
მისი
უზრუნველყოფისა“
სრული
და
შემადგენლობით,
„ფინანსური
სისტემის
თანამშრომლობის ხელშეწყობის“ მიზნით.
ვალდებულების მიხედვით: „საქართველო
სტაბილურობისა
სხვადასხვა
და
სიძლიერის
მონაწილეებს
შორის
ამასთან, 323-ე მუხლით დადგენილი
მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის
დაახლოებას წინამდებარე შეთანხმების XV-A დანართში მითითებულ ევროკავშირის
საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე
დანართის დებულებების შესაბამისად“.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 6 ივნისის ფინანსური გირაოს შესახებ
2002/47/EC დირექტივა.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. კანონპროექტის შემუშავებაში
მონაწილეობა მიიღეს წამყვანმა კომერციულმა ბანკებმა და იურიდიულმა კომპანიებმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.