„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.08.2019
ავტორი
საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/386/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის: ა) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. ეს გადაწყვეტილება ძალაშია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან ან აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა თარიღიდან.“. 3. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) დერივატივის დადება, საკუთარი და კლიენტთა სახსრებით ფულადი საბუთების (ჩეკების, თამასუქებისა და სადეპოზიტო სერტიფიკატების ჩათვლით, ფასიანი ქაღალდების, სავალუტო და საპროცენტო ინსტრუმენტების, სავალო საბუთების, უცხოური ვალუტის, ძვირფასი ლითონების და ძვირფასი ქვების ყიდვა-გაყიდვა;”. 4. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ლიკვიდური სახსრების მინიმალური ერთობლივი თანხის ან ასეთი სახსრების კონკრეტულ სახეობათა თანაფარდობა აქტივების (მიღებული გარანტიებისა და გირავნობის ჩათვლით) ღირებულებასთან ან მათი ღირებულების ცვლილებასთან. ასეთი თანაფარდობა შეიძლება დაწესდეს ზოგადად აქტივებთან ან ვალდებულებებთან (გარესაბალანსო ვალდებულებების ჩათვლით) ან მათ კონკრეტულ სახეობებთან დაკავშირებით. ბანკს აქვს ლიკვიდურობის დაცვის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად ეროვნულ ბანკში შესაბამისი სახსრების განთავსების უფლება; 5. 33-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დროებითი ადმინისტრაცია მოვალეობათა შესრულებას იწყებს დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული დღიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შედის საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან. გადაწყვეტილება ასევე ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის დღიდან დაუშვებელია ნებისმიერი ქმედების განხორციელება კომერციული ბანკის სახელით და მის ხარჯზე დროებითი ადმინისტრაციის წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.”. 6. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომერციული ბანკის დროებით ადმინისტრატორს უფლება აქვს, კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის ნებისმიერ მომენტში მთლიანად ან ნაწილობრივ მოახდინოს ბანკში ფიზიკური და იურიდიული პირების ნებისმიერი ფულადი სახსრების ბლოკირება დროებითი ადმინისტრაციის მოქმედების ვადით, იმ პირობით, რომ მიიღებს აუცილებელ ზომებს მათი სტაბილიზაციის შესანარჩუნებლად, თუ ეს არ ეწინააღმდეგება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ “ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.”. 7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 341 მუხლი: მუხლი 341 . ურთიერთგაქვითვა და საბოლოო ურთიერთგაქვითვა ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ” საქართველოს კანონისა და მხარეთა შორის არსებული ურთიერთგაქვითვის შეთანხმების საფუძველზე განხორციელებულ ურთიერთგაქვითვას ან საბოლოო ურთიერთგაქვითვას და მათ შედეგად განხორციელებულ ოპერაციებს სადავოდ ვერ გახდიან მესამე პირები, ადმინისტრაციული და მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო, ლიკვიდატორი, მეურვე, გაკოტრების/რეაბილიტიციის მმართველი, დროებით ადმინისტრატორი ან მსგავსი ფუნქციების განმახორციელებელი ნებისმიერი სხვა პირი.“. 8. 37-ე მუხლის: ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. გარდა, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედებებისა, კომერციული ბანკის დროებითი ადმინისტრატორი და ლიკვიდატორი უფლებამოსილი არიან, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადონ კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ დროებითი ადმინისტრატორის ან ლიკვიდატორის დანიშვნამდე 1 წლით ადრე განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვონ მისი ბათილობა, თუ ამის შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულმა პირებმა ამ კომერციული ბანკის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია კომერციული ბანკისათვის ან მისი კრედიტორებისათვის ზიანის მიყენება.”; ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი თანამიმდევრობით: ა) ეროვნული ბანკი, სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართაც კომერციულ ბანკს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოეშვა ვალდებულება, გარდა სხვა კომერციული ბანკების მიერ ლიკვიდაციის პერიოდში გაცემული სესხებისა. ამასთანავე, საგადასახადო ვალდებულებები, რომლებიც საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოიშვა, დაკმაყოფილდება ამ პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რიგითობით; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო; გ) ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა; დ) იურიდიული პირების ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა; ე) ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები არაუმეტეს 100 000 (ასი ათასი) ლარისა ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტისა; ვ) ფიზიკური პირების ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად; ზ) ფიზიკური პირების ანგარიშებზე უცხოურ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად; თ) იურიდიული პირების ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ი) იურიდიული პირების ანგარიშებზე უცხოურ ვალუტაში არსებული და სადეპოზიტო სერტიფიკატის შესაბამისი თანხები, რომლებიც არ არის გადახდილი ამ პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად; კ) სხვა კომერციული ბანკების მიერ ლიკვიდაციის პერიოდში გაცემული სესხები; ლ) საბიუჯეტო ვალდებულებები და დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები; მ) კომერციული ბანკის მიმართ დარჩენილი სხვა მოთხოვნები, გარდა ამ პუნქტის „ნ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ნ) კომერციული ბანკის სასესხო ვალდებულება კომერციული ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ, გარდა ამ პუნქტის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ო) კომერციული ბანკის ვადიანი სუბორდინირებული ვალი; პ) კომერციული ბანკის უვადო სუბორდინირებული ვალი; ჟ) კომერციული ბანკის სხვა ვალდებულებები კომერციული ბანკის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღება ურთიერთგაქვითვისა და განპირობებულია დერივატივების შესახებ“ „ფინანსური გირავნობის, საქართველოს კანონპრექტით გათვალისწინებული რეგულირების სფეროს ნაწილში მეტი სიცხადისა და განჭვრეტადობის შემოტანის აუცილებლობით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: წარმოდგენილი ცვლილებით „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ზუსტდება რამდენიმე ტერმინოლოგიური და რედაქციული საკითხი. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ მოვა „ფინანსური გირავნობის, საქართველოს კანონი შესაბამისობაში ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონპრექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მე-20 მუხლის შესაბამისად კომერციულ ბანკებს უფლება აქვს დადონ დერივატივები. კანონპროექტი, ურთიერთგაქვითვისა და საბოლოოურთიერთგაქვითვის ამოქმედებისას ნეტვალდებულების ზუსტი დაანგარიშების მიზნით, ზუსტად განსაზღვრავს თუ როდის შედის ძალაში დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი და კომერციული ბანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება. ორივე შემთხვევის მარეგულირებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი ძალაში შედის ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. აღნიშნული მიდგომა შესაბამისობაშია ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს კანონპროექტი აზუსტებს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი და უპირობო დაკმაყოფილების უფლებას ბანკის სხვა კრედიტორებთან მიამრთებით. აგრეთვე ზღუდავს დროებითი ადმინსიტრატორის უფლებამოსილებებს ფინანსური გირავნობის საგანთან მიმართებით. კანონპროექტს დაემატა ახალი შინაარსის მუხლი ურთიერთგაქვითვისა და საბოლოო ურთიერთგაქვითვის შესახებ. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი დაკავშირებულია სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებულ კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიასთან და მიზნად ისახავს დერივატივების ბაზრის განვითარების ხელშეწყობას. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე. გათვალისწინებული არ არის. კანონპროექტით უკუძალა ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, ასევე წამყვანმა კომერციულმა ბანკებმა და იურიდიულმა კომპანიებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.