„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“
- „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-09-02
ბიუროს ნომერი 280
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის
უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 25) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-10 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) პატენტის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა უფლების რეგისტრაციას (გარდა კვალიფიციური
ფინანსური ხელშეკრულებიდან წარმოშობილი რეგისტრირებული უფლებებისა),
როცა ამ
უფლებათა რეგისტრაცია ან რეგისტრაციის მოთხოვნა საქართველოში განხორციელდა;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია ფინანსური ინსტრუმენტებისა და მასთან
დაკავშირებული გარიგებების დაბეგვრის ახალი პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობით.
კანონპროექტით შემოთავაზებული დაბეგვრის პოლიტიკა შესაბამისობაშია არსებულ
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან. აღნიშნული ცვლილებით საქართველოს
საგადასახადო
კოდექსი
დააწესებს
ფინანსური
ინსტრუმენტების
დაბეგვრის
ინვესტორებისათვის მეგობრულ მოდელს, რაც დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის ერთერთი წამახალისებელი ფაქტორი იქნება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ზემოაღნიშნული გარემოებები, კერძოდ, ფინანსური ინსტრუმენტებისა და მასთან
დაკავშირებული გარიგებების დაბეგვრის ახალი პოლიტიკის შემუშავება მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილებას, რაც უნდა აისახოს საქართველოს საგადასახადო კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიზანია დერივატივების, ფინანსური გირავნობის, ფასიანი ქაღალდების
გასესხების, რეპო ოპერაციების და სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული
გარიგებების დაბეგვრის პოლიტიკის შემუშავება. კანონპრექტით შემოთავაზებულმა
დაბეგვრის მოდელმა უნდა წაახალისოს ზემოხსენებული ინსტრუმენტებით გარიგებების
დადება და შემდგომში ბაზრის განვითარება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპრექტით განახლდა დივიდენდის დეფინიცია, რომლის მიხედვით რეპო გარიგების,
ფასიანი
ქაღალდის
გასესხების
და
ფინანსური
გირავნობის
შემთხვევაში
გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო
თანხა, რომელიც წარმოადგენს ასეთი გარიგების განმავლობაში ფასიან ქაღალდზე რეალურად
მიღებულ დივიდენდს, ექცევა დივიდენდის დეფინიციაში.
კანონპროექტის მე-9 მუხლის მე-18 პუნქტით, აგრეთვე შეიცვალა პროცენტის
განმარტება, რომლის მიხედვით გაყიდვისა და გამოსყიდვის ფასთა შორის სხვაობა და ფასიანი
ქაღალდის გამყიდველისგან მიღებული ასანაზღაურებელი თანხა წარმოადგენს პროცენტს.
კანონპრoექტით კოდექსში შემოდის ახალი ტერმინთა განმარტებები როგორიცაა:
დერივატივი, ფინასური გირავნობა, ფასიანი ქაღალდის გასესხება და რეპო შეთანხმება.
კანონპროექტის მიხედვით დერივატივების ფარგლებში შემოსავლებისა და ხარჯების
ოდენობის განსაზღვრა და აღიარება ხორციელდება ბუღალტრული აღრიცხვის
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ეს გულისხმობს იმას, რომ არარეალიზებული
შემოსავლებიც შესაძლებელია დაიბეგროს სახელმწიფოს მიერ. თუმცა კანონპროექტი ასევე
ითვალისწინებს ფინანსთა მინისტრის უფლებამოსილებას რიგ შემთხვევებში ეს
საკითხი დაარეგულიროს განსხვავებული წესით. ასეთი შემთხვევა შეიძლება იყოს ე.წ.
ჰეჯირების, პოზიციის დაზღვევის მიზნით დადებული დერივატივები, სადაც
ზემოხსენებული წესი შეიძლება არ გავრცელდეს.
კანონპროექტის
მიხედვით,
საგადასახადო
კოდექსით
გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის
ღონისძიებები არ ვრცელდება ’’ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და
დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფინანსურ გირავნობაზე
(ფინანსური გირავნობის საგანზე). კანონპროექტით ასევე იკრძალება იძულებითი
საგადასახადო დავალიანების
გადახდევინების
უზრუნველყოფის ღონისძიებების
გამოყენება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებულ სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშებზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი დაკავშირებულია სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებულ
კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიასთან და მიზნად ისახავს დერივატივების
ბაზრის განვითარების ხელშეწყობას.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შესვლის კონკრეტულ თარიღს არ ითვალისწინებს და ძალაში
შედის გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტით უკუძალა გათვალისწინებული არ არის.
ა.ვ)
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ IV კარის, მე-6 თავის, მე-5 ნაწილის, მე-6
ქვენაწილისა და VI კარის მე-7 თავის 320-ე და 323-ე მუხლებით განსაზღვრული
ვალდებულებიდან. IV კარის მე-6 ქვენაწილი განსაზღვრავს რეგულირების პრინციპებს ყველა
შესაბამისი ფინანსური მომსახურებისთვის, ამავე ქვენაწილის 122-ე მუხლის თანახმად,
„მომსახურების ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით მხარეები აღიარებენ
საქართველოს მოქმედი და მომავალი კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოების
აუცილებლობას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან, რომელიც მოცემულია ამ
შეთანხმების 116-ე მუხლის მე-3 პუნქტში და ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან,
რომელიც წარმოდგენილია ამ შეთანხმების XV-A დანართში“. ხოლო 320-ე მუხლის
შესაბამისად, მხარეები აღიარებენ „ფინანსური მომსახურების სფეროში წესებისა და
პრაქტიკის
ეფექტიანი
ნაკრების
არსებობის
რელევანტურობას
სრულყოფილად
ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებისა და ორივე მხარეს შორის სავაჭრო
კავშირების ხელშეწყობისათვის“, ამავე მუხლის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ
ითანამშრომლებენ, სხვა საკითხებთან ერთად მათ შორის, „საქართველოს საფინანსო
სისტემის,
მისი
სრული
შემადგენლობით,
სტაბილურობისა
და
სიძლიერის
უზრუნველყოფისა“ და „ფინანსური სისტემის სხვადასხვა მონაწილეებს შორის
თანამშრომლობის ხელშეწყობის“ მიზნით. ამასთან, 323-ე მუხლით დადგენილი
ვალდებულების მიხედვით: „საქართველო მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის
დაახლოებას წინამდებარე შეთანხმების XV-A დანართში მითითებულ ევროკავშირის
საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე
დანართის დებულებების შესაბამისად“.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002 წლის 6 ივნისის ფინანსური გირაოს შესახებ
2002/47/EC დირექტივა.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
საერთაშორისო სავალუტო ფონდი.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.