„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-28
ბიუროს ნომერი 299
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12,
14.03.1998, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის
შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო რეკლამისადმი ზოგადი მოთხოვნები, ალკოჰოლიანი
სასმელის, სექსუალური ხასიათის პროდუქციის, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის
ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის, აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშობების, ფარმაცევტული პროდუქტის, ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების,
იარაღის და ფასიანი ქაღალდების რეკლამის საკითხები, აგრეთვე რეკლამის წარმოების,
განთავსებისა და გავრცელების დროს არასრულწლოვანთა დაცვის საკითხები რეგულირდება
ამ კანონით.“.
2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-17 პუნქტი:
„17. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამა - აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშობის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის
რეკლამა, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის პროცესის ან მასთან დაკავშირებული
ქმედების დემონსტრირება. “
3. 82 მუხლის შემდეგ კანონს დაემატოს შემდეგი რედაქციის 83 მუხლი:
„მუხლი 83. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამა
1. აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება
ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური მედიის, ინტერნეტის, გარე რეკლამის, ყველა
სატრანსპორტო საშუალებისა (სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო) და კომუნიკაციის სხვა
საშუალებებით.
2. აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობისათვის განკუთვნილ შენობა
ნაგებობაზე დაწესებულების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის განთავსება, რომელიც
აღემატება 10 კვადრატული მეტრი ფართობის.
მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტმებერს
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადების მიზეზს წარმოადგენს „რეკალამის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის შემუშავება,
რომელიც ითვალიწინებს აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის სრულ
აკრძალვას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
აზარტულ და მომგებიან თამაშობიდან გამომდინარე არასრულწლოვანთა
ჩართულობის მაღალი მაჩვნებელი, მძიმე სოციალური ფონი საქართველოს
მოსახლეობაში, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული მაღალი რისკი, რომელიც
მნიშვნელოვნად თან ახლავს აღნიშნულ ბიზნესს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე
სოციალური ფონის გაუარესებისა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული
რისკების შემცირება
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტში, რომლის თანახმადაც, კანონის მოქმედების
სფეროში ექცევა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამასთან
დაკავშირებული საკითხები.
მე-3 მუხლს ემატება მე-17 პუნქტი, რომლის თანახმადაც, ტერმინთა განმარტებაში
შემოდის ტერმინის - აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამა, რომელიც
გულისხმობს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ან აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის რეკლამას, აზარტული
ან/და მომგებიანი თამაშობის პროცესის ან მასთან დაკავშირებული ქმედების
დემონსტრირებას.
კანონს ემატება 83 მუხლი, რომელიც დაარეგულირებს აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშობების რეკლამის საკითხს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად,
იკრძალება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება
ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტის, გარე რეკლამის, ყველა სატრანსპორტო
საშუალებისა (სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო) და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით.
ასევე, წარმოდგენილი კანონპროექტით აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშობისათვის განკუთვნილ შენობა ნაგებობაზე დაწესებულების შესახებ ნებისმიერი
ინფორმაციის განთავსება, რომელიც აღემატება 10 კვადრატული მეტრი ფართობის.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედოი გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ეს ქვეპუნქტი არ გამოყენება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ (პროექტი
საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული არ არის);
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონის ამოქედების ვადად განსაზღვრული იქნა 2020 წლის 1 სექტემბერი, რადგან
აღნიშნული ვადა სრულად საკმარისია ბიზნეს ოპერატორებისთვის, რათა მათ ახალ
რეგულაციებში არ მიადგეთ ზიანი, მოქმედ ხელშკრულებეთან მიმართებაში.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
Kkanonproeqtis avtorebi ar iTxoven daCqarebuli wesiT ganxilvas.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა
საშემოსავლო ნაწილზე
სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტეის ბიუჯეტის
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
იმ შემთხვევაში, თუ აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის აკრძალვის გამო
შემცირებული რეკლამის რაოდენობა და შესაბამისი საგადახდო თანხების მოცულობა არ იქნა
დაბალანსებული არსებული სარეკლამო დროისა და რეკლამის გავრცელების სხვა საშუალების
სხვა ტიპის რეკლამების ათვისებით.
ბ.გ) კანონპროექტის
ხარჯვით ნაწილზე:
გავლენა
სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტეის ბიუჯეტის
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყებების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებეულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება შესაძლო გავლენას მოახდენს იმ პირთა შემოსავლებზე, რომლებიც
ახორციელებენ აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის დამზადებას ან/და
გავრცელებას, რაც დამოკიდებული იქნება კანონის იმპლემენტაციის პროცესზე. კერძოდ, რა
რაოდენობით შემცირდება აზარტული თამაშობების მომწყობთა შემოსავლები ამგვარი
რეკლამების აკრძალვით და მაუწყებლების მიერ გამოყოფილი სარეკლამო დროის ან რეკლამის
გავრცელების სხვა საშუალების ათვისება რამდენად მოხდება სხვა ტიპის რეკლამებით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის
პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი.
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: ლევან გოგიჩაიშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი,
ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, ბიძინა გეგიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ეკა
ბესელია.