„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
22.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა ნაცვლიშვილი, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, ბიძინა გეგიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, ეკა ბესელია
ნომერი
#07-3/407/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-28
ბიუროს ნომერი 299

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს ცვლილება და 63-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი: 22. აკრძალულია აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამა. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბერს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადების მიზეზს წარმოადგენს „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის შემუშავება, რომელიც ითვალიწინებს აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის სრულ აკრძალვას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: აზარტულ და მომგებიან თამაშობიდან გამომდინარე არასრულწლოვანთა ჩართულობის მაღალი მაჩვნებელი, მძიმე სოციალური ფონი საქართველოს მოსახლეობაში, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული მაღალი რისკი, რომელიც მნიშვნელოვნად თან ახლავს აღნიშნულ ბიზნესს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის გაუარესებისა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლს ემატება 22, რომლის თანახმადაც, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედოი გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ეს ქვეპუნქტი არ გამოყენება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ (პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული არ არის); ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის ამოქედების ვადად განსაზღვრული იქნა 2020 წლის 1 სექტემბერი, რადგან აღნიშნული ვადა სრულად საკმარისია ბიზნეს ოპერატორებისთვის, რათა მათ ახალ რეგულაციებში არ მიადგეთ ზიანი, მოქმედ ხელშკრულებეთან მიმართებაში. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): kanonproeqtis avtorebi ar iTxoven daCqarebuli wesiT ganxilvas. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტეის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ შე მ თხვევაში, თუ აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის აკრძალვის გამო შემცირებული რეკლამის რაოდენობა და შესაბამისი საგადახდო თანხების მოცულობა არ იქნა დაბალანსებული არსებული სარეკლამო დროის სხვა ტიპის რეკლამების ათვისებით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტეის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყებების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებეულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს იმ პირთა შემოსავლებზე, რომლებიც ახორციელებენ აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის დამზადებას ან/და მაუწყებლობის საშუალებით გავრცელებას. თუმცა, კონკრეტულად რა სახის გავლენას იქონიებს კანონპროექტი შესაბამის პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, დამოკიდებული იქნება კანონის იმპლემენტაციის პროცესზე, კერძოდ რა რაოდენობით შემცირდება აზარტული თამაშობების მომწყობთა შემოსავლები ამგვარი რეკლამების აკრძალვით და რამდენად მოხდება მაუწყებლების მიერ გამოყოფილი სარეკლამო დროის ათვისება სხვა ტიპის რეკლამებით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი. კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი: ლევან გოგიჩაიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, ბიძინა გეგიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ეკა ბესელია.