„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
22.10.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა ნაცვლიშვილი, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, ბიძინა გეგიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, ეკა ბესელია
ნომერი
#07-3/407/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-10-28
ბიუროს ნომერი 299

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 1591 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 1591. არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება) და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის რეკლამის გავრცელების წესის დარღვევა 1. არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება) – გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას განთავსებული (გავრცელებული) რეკლამის სრული ღირებულების ოთხმაგი ოდენობით, იურიდიული პირებისა და დაწესებულებებისა – განთავსებული (გავრცელებული) რეკლამის სრული ღირებულების შვიდმაგი ოდენობით. 2. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის რეკლამის გავრცელების წესის დარღვევა გამოიწვევს რეკლამის განმათავსებლის და რეკლამის დამკვეთის დაჯარიმებას დაჯარიმების საფუძვლების თითოეულისათვის 10000 ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შესაბამისი ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება წინა ჯარიმის ოდენობასთან შედარებით, ყოველ 1 თვეში.“. 2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447–4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე–55 4, 56-ე, 57-ე–59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721–78-ე, 791–81-ე, 821, 822, 825, 84-ე–86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281–1285, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 153-ე, 1531 და 1533–1535 მუხლებით, 536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 155 1 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557–15510, 156-ე, 1571–1581, 159-ე, 1591 მუხლის პირველი ნაწილით, 1594–15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე−167-ე და 1701 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6 და მე-8−მე-16 ნაწილებით, 172-ე, 1724–1726, 173-ე, 1734–1737, 1739, 17312 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791–1793, 180-ე და 181-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე2 ნაწილითა და 182-ე, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966, 1971, 1972 და 1991 მუხლებით.“. 3. 239-ე მუხლის: ა) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. ამ კოდექსის 43 1 , 43 2 , 51 3 , 53 3 , 55-ე, 55 2 და 55 3 მუხლებით, 82 5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 107 4 მუხლით, 114 2 მუხლის მე-6 ნაწილით, 119 1 მუხლით, 127 1 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 146 1 , 148-ე, 150-ე−151-ე, 152-ე და 153 4 მუხლებით, 153 6 მუხლის მე-2 ნაწილით და 159-ე და 159 1 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ უფლებამოსილი პირები. ბ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „19. ამ კოდექსის 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 912 მუხლით, 913 მუხლის პირველი ნაწილით, 1271 მუხლის მე-2 ნაწილით, 1352 მუხლის მე-2 ნაწილით, 1 5 1 3 5 6 7 153-ე, 153 , 153 , 155 −155 , 155 და 155 მუხლებით, 155 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებითა და 9 10 4 3 5 3 155 , 155 , 157-ე, 158-ე, 1591 მუხლის მე-2 ნაწილით, 164-ე, 164 , 165-ე−165 , 171 , 178-ე, 179 , 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტმებერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადების მიზეზს წარმოადგენს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის შემუშავება, რომელიც ითვალიწინებს აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელების წესის დამრღვევისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრებას ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: აზარტულ და მომგებიან თამაშობიდან გამომდინარე არასრულწლოვანთა ჩართულობის მაღალი მაჩვნებელი, მძიმე სოციალური ფონი საქართველოს მოსახლეობაში, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული მაღალი რისკი, რომელიც მნიშვნელოვნად თან ახლავს აღნიშნულ ბიზნესს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის გაუარესებისა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი წარმოდგენილი კანონპროექტით დგინდება, რომ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის რეკლამის გავრცელების წესის დარღვევა გამოიწვევს რეკლამის განმათავსებლის და რეკლამის დამკვეთის დაჯარიმებას თითოეულისათვის 10000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, დაჯარიმების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შესაბამისი ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება წინა ჯარიმის ოდენობასთან შედარებით, ყოველ 1 თვეში. თავის მხრივ, აღნიშნულ საქმეებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს შეადგენენ ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედოი გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ეს ქვეპუნქტი არ გამოყენება წარმოდგენილი კანონის პროექტის მიმართ (პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული არ არის); ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის ამოქედების ვადად განსაზღვრული იქნა 2020 წლის 1 სექტემბერი, რადგან აღნიშნული ვადა სრულად საკმარისია ბიზნეს ოპერატორებისთვის, რათა მათ ახალ რეგულაციებში არ მიადგეთ ზიანი, მოქმედ ხელშკრულებეთან მიმართებაში. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): Kkanonproeqtis avtorebi ar iTxoven daCqarebuli wesiT ganxilvas. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები საჭიროების შემთხვევაში დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტეის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის რეკლამის გავრცელების წესის დარღვევის შემთხვევაში ითვალისწინებს ჯარიმას თითოეულისათვის 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო დაჯარიმების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში - წინა დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებულ ოდენობას. შესაბამისად, ამგვარი დაღვევის არსებობის შემთხვევაში, ჯარიმის სახით გადახდილი თანხა იმოქმედებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტეის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს შესაბამისი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან, ცვლილების შემთხვევაში მოხდება სასამართლოს მიერ განსახილველი საქმეების ზრდა იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნება სასამართლოში. კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა ასევე გავლენა იქონიოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული შესაბამის ორგანოთა სამართალდარღვევის უფლებამოსილი გამოვლენისთვის პირებს, დასჭირდებათ დამატებითი ადამიანური რესურსი ან/და დამატებითი ფინანსური უზრუნველყოფა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყებების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებეულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოიქმნება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გარკვეულ ფინანსურ შედეგები გამოიწვიოს რეკლამის განმათავსებლისა და დამკვეთი პირებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაარღვევენ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის რეკლამის გავრცელების წესს და მოუწევთ შესაბამისი ჯარიმის გადახდა როგორც პირველი დარღვევისას, ისე დაჯარიმების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში გაორმაგებული ოდენობით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი გათვალისწინებულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის რეკლამის გავრცელების წესის დარღვევისათვის საჯარიმო თანხის განსაზღვრა 10 000 ლარის, ხოლო დაჯარიმების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში - წინა საჯარიმო თანხის გაორმაგებული ოდენობით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს და შეთანხმებებთან, ხელშეკრულებებთან ორმხრივ და მრავალმხრივ აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი. კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) რომელთან არსებობის შემთხვევაში, დაახლოების ევროკავშირის ვალდებულებაც ის სამართლებრივი გამომდინარეობს „ერთი აქტი, მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრი: ლევან გოგიჩაიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, ბიძინა გეგიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ეკა ბესელია .