„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
03.02.2020
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/442/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (6)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-10
ბიუროს ნომერი 326

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების რეალიზებას, ასევე, უზრუნველყოფს მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების დაცულობას და ამ პროცესში მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (შემდგომ - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია), ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების, საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმებისა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დისკრიმინაციის გარეშე და თანაბარ პირობებში ხელმისაწვდომობის ძირითად პრინციპებსა და მექანიზმებს, რათა მიღწეულ იქნეს: ა) ინდივიდუალური ავტონომიისა და დამოუკიდებლობის, მათ შორის, თავისუფალი არჩევანის გაკეთების, თავისუფალი გადაადგილების, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლების რეალიზება; ბ) დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის შესაძლებლობების განვითარება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობა; გ) საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტიგმატიზაციის პრევენცია და აღმოფხვრა; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ექსპლუატაციის, ძალადობის, არასათანადო მოპყრობისა და დისკრიმინაციისაგან დაცვა; ე) ნებისმიერ სფეროში მომსახურების ხელმისაწვდომობა. 2. ეს კანონი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოებისა და კერძო სამართლის სუბიექტების უფლება-მოვალეობებს ამ კანონით განსაზღვრული პრინციპებისა და მექანიზმების იმპლემენტაციის პროცესში. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში; ბ) შესაძლებლობათა შეზღუდვა - სხვადასხვა ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევის მქონე პირებისათვის პიროვნული განვითარებისა და თვითრეალიზების სხვებთან თანაბარი შესაძლებლობის არქონა, რაც განპირობებულია ფიზიკური გარემოს, საზოგადოების დამოკიდებულების და სხვა ფაქტორების ერთობლიობით; გ) გონივრული მისადაგება - პრინციპი, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმ აუცილებელი და შესაფერისი ცვლილებების განხორციელებას გულისხმობს, რაც არ განაპირობებს არაპროპორციულ ან გადამეტებულ ტვირთს ან ვალდებულებას და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებებისა და თავისუფლებების სხვებთან თანასწორ პირობებში რეალიზებას; დ) უნივერსალური დიზაინი - პროდუქტის, გარემოს, სწავლების, პროგრამებისა და მომსახურების ისეთი დიზაინი, რომელიც ყველა ადამიანს აძლევს მასზე წვდომის საშუალებას სპეციალური ადაპტაციის აუცილებლობის გარეშე. უნივერსალური დიზაინი არ გამორიცხავს, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კონკრეტული ჯგუფის მიერ დამხმარე საშუალებების ან/და სხვადასხვა სახის ხელშეწყობის გამოყენებას; ე) ჟესტური ენა - არავერბალური, ვიზუალური ენა, სადაც ინფორმაციის კოდირება ხდება მანუალური და მიმიკური საშუალებებით; ვ) ხელმისაწვდომი გარემო – ფიზიკური, ინსტიტუციური და სოციალური პირობების ერთობლიობა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას, ისარგებლონ ყველა საზოგადოებრივი სიკეთით, მათ შორის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას კულტურულ, სპორტულ, პოლიტიკურ ან სხვა ღონისძიებაში მონაწილეობის, აგრეთვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო არხებით სარგებლობის თანაბარ შესაძლებლობას; ზ) პირდაპირი დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე - შეზღუდული შესაძლებლობით განპირობებული ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატფიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად; თ) ირიბი დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე - მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად; ი) დამოუკიდებელი ცხოვრება - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტონომია, მისი არჩევანის, გადაწყვეტილების მიღებისა და საკუთარი ცხოვრების გაკონტროლების თავისუფლება, რომლის რეალიზებაც შესაძლებელია, საჭიროების შემთხვევაში, სხვების დახმარებით; კ) პერსონალური ასისტენტის სერვისი - სერვისი, რომელიც სათანადო დახმარებას უწევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხისა და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის გაზრდაში, განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისების სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას; ლ) ბიოფსიქოსოციალური მოდელი - პირის ჯანმრთელობისადმი მიდგომის მოდელი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ფსიქოლოგიურ, ბიოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებზე და ერთობლიობაში განიხილავს ორგანიზმის/ორგანოთა სისტემების, ქცევითი სტილის, კოგნიტური პროცესებისა და გარემო ფაქტორების ურთიერთკავშირს. თავი II. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებები და მათი განხორციელების გარანტიები მუხლი 3. კანონის წინაშე თანასწორობა 1. სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონის წინაშე თანასწორობა და უფლებების რეალიზება სხვებთან თანასწორად, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. 2. სახელმწიფო იღებს შესაბამის ზომებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების მიზნით. სახელმწიფო მხარს უჭერს ისეთი მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ორიენტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე და მორგებულია მათ საჭიროებებზე. 3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ საკუთარი უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებული ზომები უნდა ითვალისწინებდეს შესაბამის ეფექტიან გარანტიებს ამ უფლებების ბოროტად გამოყენებისა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის პრევენციისა და აღკვეთის მიზნით. ასეთი გარანტიები უნდა უზრუნველყოფდეს, რომ შესაბამისი უფლებების რეალიზებისაკენ მიმართული ზომები ორიენტირებული იყოს უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებებზე, შეესაბამებოდეს და ერგებოდეს მის მდგომარეობას და დაცული იყოს არასასურველი გავლენისაგან. ამასთან, აღნიშნული გარანტიები უნდა იყოს უფლების ბოროტად გამოყენებისა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნის პროპორციული. 4. სახელმწიფო იცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებსა და გოგონებს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში დისკრიმინაციისგან და უზრუნველყოფს მათთვის სათანადო პირობების შექმნას ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობის რეალიზაციისათვის. ამ კატეგორიის პირთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა პასუხობდეს გენდერული თანასწორობის პრინციპებს ქალთა და გოგონათა სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით. მუხლი 4. დამოუკიდებელი ცხოვრება 1. სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებელ ცხოვრებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მის სრულყოფილ მონაწილეობას სხვებთან თანასწორად, საზოგადოებრივი აგრეთვე სარგებლობის სხვადასხვა ობიექტების სახის მხარდამჭერი ხელმისაწვდომობას, მომსახურების რაც და აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი სრულყოფილი მონაწილეობისათვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას, უფლებამოსილია, დაამუშაოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პერსონალური მონაცემები და, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული მონაცემები გადასცეს სხვა პირს/ორგანიზაციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ შესაბამისი სარგებლის მიღების მიზნით. 3. სახელმწიფო აღიარებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას, თავად შეარჩიონ საცხოვრებელი ადგილი. აკრძალულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის იძულება, ცხოვრობდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, თუ ეს განპირობებული არ არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებლობით ან/და პენიტენციური სისტემის სპეფიციკით. 4. სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა და აკრძალულია მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, კორესპონდენციასა და სხვა სახის კომუნიკაციაში თვითნებური ან უკანონო ჩარევა. 5. სახელმწიფო ხელს უწყობს უფლებამოსილი ორგანოების მიერ, მათი კომპეტენციის ფარგლებში, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო სერვისების, სტანდარტებისა და რეგულაციების შემუშავებასა და დანერგვას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს: ა) პრაქტიკული ბარიერების, წინააღმდეგობებისა და სტერეოტიპების აღმოფხვრა, რომლებიც ხელს უშლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელ ცხოვრებას; ბ) პერსონალური ასისტენტის სერვისით სარგებლობა; გ) დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო დამხმარე საშუალებებით სარგებლობა; დ) დამოუკიდებელი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით, მხარდაჭერითა და კონსულტაციით სარგებლობა; ე) სრული მონაწილეობის შესაძლებლობა ქვეყნის სოციალურ, კულტურულ, სპორტულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში; ვ) ფიზიკური გარემოს, შენობა-ნაგებობების, გზების, ტრანსპორტის, ინფორმაციის, საცხოვრებელი სახლების, სამედიცინო დაწესებულებების, სამუშაო ადგილების, საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების, საზოგადოებისათვის ღია ობიექტების, სასწრაფო-საავარიო და სხვა მომსახურების თანაბარი ხელმისაწვდომობა; ზ) საზოგადოებრივი ობიექტების, საჯარო დაწესებულებების და სხვა მომსახურებების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომობის სტანდარტების და სახელმძღვანელო ორიენტირების დაცვა; თ) ამ კანონით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა. მუხლი 5. დისკრიმინაციის დაუშვებლობა 1. აკრძალულია შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, ისე, როგორც ეს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით არის განსაზღვრული. დისკრიმინაცია აგრეთვე გულისხმობს უარს ამ კანონის შესაბამისად გონივრულ მისადაგებაზე. 2. სახელმწიფო იღებს ყველა შესაბამის ზომას გონივრული მისადაგებით თანასწორობის ხელშეწყობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად. 3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირს აქვს საკუთარი ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობის დაცულობის სხვებთან თანაბარი უფლება. მუხლი 6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას სხვა ბავშვებთან თანასწორად. 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ქმედებაში, უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესები. 3. სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის სხვა ბავშვებთან თანასწორად უზრუნველყოფს აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალებას მათთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე, ასაკისა და განვითარების დონის გათვალისწინებით. ამ უფლების რეალიზებისას ისინი უზრუნველყოფილ უნდა იქნენ შესაძლებლობის შეზღუდვისა და მათი ასაკის შესაბამისი დახმარებით. 4. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის, მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, უწყვეტი განათლების მიღების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობისა და ბიოლოგიურ ოჯახში ცხოვრებისათვის აუცილებელი, ასევე, დისკრიმინაციისა და ძალადობისაგან დაცვის მექანიზმების შექმნას. 5. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ოჯახში ცხოვრების უფლებას სხვებთან თანასწორად. ამ უფლების შეუფერხებელი რეალიზების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დამალვის, მიტოვების, უგულებელყოფის ან სეგრეგაციის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფო ახორციელებს ყველა აუცილებელ ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებას, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს წინასწარ უზრუნველყოფს ამომწურავი ინფორმაციით, შესაბამისი მომსახურებებითა და დახმარებით. 6. იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახი ვერ ახერხებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე მზრუნველობას, სახელმწიფო ვალდებულია, მიიღოს ყველა ზომა ალტერნატიული ზრუნვის ორგანიზებისათვის უფრო ფართო ოჯახური წრის ფარგლებში, ხოლო ასეთი შეუძლებლობის შემთხვევაში - ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული გარემოს შექმნით, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბავშვის აღზრდის მემკვიდრეობითობა, მისი ეთნიკური წარმომავლობა, რელიგიური და კულტურული კუთვნილება და მშობლიური ენა. ალტერნატიული ზრუნვის მიზნით ბავშვის განთავსება უნდა განხორციელდეს „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 7. განათლება 1. სახელმწიფო, შესაბამისი ეფექტიანი მექანიზმების დანერგვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროების შესაბამისი ტექნოლოგიების, ტექნიკისა და საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით, უზრუნველყოფს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვას, რომლითაც უზრუნველყოფილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ უწყვეტი განათლების მიღების შესაძლებლობა, საკუთარი პიროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება და გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობების რეალიზება. 2. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ტექნიკური და პროფესიული ორიენტაციის პროგრამების, პროფესიული და უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობას. მუხლი 8. ჯანმრთელობის დაცვა სახელმწიფო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს მათთვის ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე სხვებთან თანაბარ ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს: ა) ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებზე ხელმისაწვდომობას; ბ) სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელებას; გ) შესაბამისი სტანდარტებისა და მეთოდების დანერგვის ხელშეწყობას, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კონკრეტული სერვისით სარგებლობას შესაძლებელს ხდის; დ) პრევენციული, ადრეული დიაგნოსტიკისა და სამკურნალო-სარეაბილიტაციო სერვისების მიწოდებას, რაც ხელს უწყობს შესაძლებლობის შეზღუდვის გამომწვევი ზოგადი მიზეზების იდენტიფიკაციას და შესაძლებლობის შეზღუდვის მინიმუმამდე დაყვანას. მუხლი 9. აბილიტაცია და რეაბილიტაცია 1. სახელმწიფო ხელს უწყობს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ ისეთი სერვისებისა და პროგრამების შექმნასა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მაქსიმალურ დამოუკიდებლობას, მათი ფიზიკური, მენტალური და პროფესიული შესაძლებლობის გამოყენებასა და გაძლიერებას ასაკის, სქესის, შესაძლებლობათა შეზღუდვის ხარისხისა და სახის გათვალისწინებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად სახელმწიფო ხელს უწყობს სააბილიტაციო და სარეაბილიტაციო სერვისებისა და პროგრამების განვითარებას ჯანმრთელობის დაცვის, დასაქმების, განათლებისა და სოციალური მომსახურების სფეროში იმგვარად, რომ აღნიშნული სერვისები და პროგრამები: ა) განხორციელდეს მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე და ეფუძნებოდეს ინდივიდის საჭიროებების შეფასებას; ბ) ხელს უწყობდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მონაწილეობასა და ინტეგრირებას. 3. სახელმწიფო ხელს უწყობს სააბილიტაციო და სარეაბილიტაციო მომსახურებაში დასაქმებული სპეციალისტებისა და პერსონალის პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას. მუხლი 10. შრომა და დასაქმება 1. სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ღია ბაზარზე, სხვებთან თანასწორ პირობებში, დასაქმების შესაძლებლობის შექმნას, მათ შორის, ამ მიზნის მისაღწევად დროებითი ღონისძიებების გამოყენების გზით. 2. სახელმწიფო იცავს და ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შრომის უფლების რეალიზებას, მათ შორის, შრომით სახელშეკრულებო/წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორ უფლებას შრომის სამართლიან და ხელსაყრელ პირობებზე, უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოზე, აგრეთვე იძულებითი შრომისა და დისკრიმინაციისაგან დაცვაზე. 3. სახელმწიფო შეძლებისდაგვარად ხელს უწყობს დასაქმების სფეროში ისეთი პროგრამების შექმნას, რომლებიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თვითდასაქმებას და მათ მიერ საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის ორგანიზებას. 4. სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებას საჯარო და კერძო სექტორში შესაბამისი სამოქმედო გეგმისა და პროგრამების შემუშავებით, რაც, სხვა ღონისძიებებთან ერთად, შეიძლება გულისხმობდეს დამსაქმებელთათვის საშეღავათო მექანიზმების დანერგვას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სპეციალურად გადამზადებას, გარემოს ადაპტირებას, დამსაქმებლების მიერ ინიცირებული პროგრამების ფინანსურ ხელშეწყობასა და სხვა შეღავათებს. 5. საჯარო სექტორში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო სამსახურის ბიურო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს მის მიერ ადმინისტრირებული სერვისების ხელმისაწვდომობას. მუხლი 11. ექსპლუატაციის, ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობისგან დაცვა 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათ შორის, ქალებისა და ბავშვების, ექსპლუატაციის, ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობისაგან დაცვას. 2. სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ექსპლუატაციის, ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის ყველა ფორმის პრევენციას, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათი ოჯახის წევრებისა და მომვლელი პირების დახმარებასა და მხარდაჭერას ასაკისა და სქესის გათვალისწინებით ექსპლუატაციის, ძალადობისა დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევების გამოვლენისა და თავიდან აცილების მიზნით. და მუხლი 12. პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობა სახელმწიფო ზრუნავს პირად და ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე, რაც, სხვებს შორის, გულისხმობს: ა) ქორწინების ასაკში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლების რეალიზებას ქორწინებასა და ოჯახის შექმნაზე, მეუღლეთა თავისუფალი არჩევანისა და გაცნობიერებული თანხმობის საფუძველზე; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლების რეალიზებას, მიიღონ თავისუფალი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება შვილების რაოდენობასა და მათ დაბადებას შორის ინტერვალთან დაკავშირებით, ასევე მიიღონ მათი ასაკისათვის შესაბამისი ინფორმაცია და განათლება რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ოჯახის დაგეგმვის საკითხებზე. მუხლი 13. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორ და სრულყოფილ მონაწილეობას უშუალოდ ან თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე შერჩეული წარმომადგენლების მეშვეობით, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, ხმა მისცენ და არჩეულ იქნენ სხვებთან თანასწორად. 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უფლება აქვს, ხელი მიუწვდებოდეს საარჩევნო უფლების განხორციელებისთვის საჭირო საჯარო ინფორმაციაზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ საარჩევნო უფლების დაუბრკოლებლად რეალიზებისთვის საჭირო პირობების შექმნის საკითხი წესრიგდება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით. 3. სახელმწიფო აღიარებს ქართულ ჟესტურ ენას. ქართული ჟესტური ენა არის საქართველოში მცხოვრებ ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებთან კომუნიკაციის საშუალება და ის მთლიანად ეყრდნობა მხედველობას. სახელმწიფო ცნობს ქართულ ჟესტურ ენას ადამიანთა შორის ურთიერთობის საშუალებად, ასევე, ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისათვის განათლების მიღების ერთ-ერთ საშუალებად და უზრუნველყოფს მისი გამოყენებისა და განვითარებისათვის აუცილებელი პირობების შექმნას. მუხლი 14. სოციალური დაცვა შეზღუდული განისაზღვრება ამ შესაძლებლობის მქონე კანონით, საქართველოს პირთა სოციალური სხვა საკანონმდებლო დაცვის გარანტიები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 15. მონაწილეობა კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში 1. სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასვენების, თავისუფალი დროის გატარების, კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობის სხვებთან თანაბარი შესაძლებლობის შექმნას და იმ მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც უზრუნველყოფენ მათთვის: ა) შესაბამის ინფორმაციასა და მასალებზე ხელმისაწვდომობას; ბ) სერვისებზე ხელმისაწვდომობას; გ) სრულ ინკლუზიას. 2. სახელმწიფო ხელს უწყობს შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საკუთარი შემოქმედებითი, სპორტული თუ სხვა პოტენციალის გამოყენებასა და განვითარებას. მუხლი 16. ცნობიერების ამაღლება 1. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფო უზრუნველყოფს: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოტენციალისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი წვლილის პოპულარიზაციას; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ მათი ოჯახებისა და საზოგადოების სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას; გ) გრძელვადიანი პროგრამების განხორციელებას, რომლებიც ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის გამომწვევი სტერეოტიპების რღვევას; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე ორიენტირებული ადეკვატური, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოთხოვნების/მექანიზმების ასახვას საგანმანათლებლო და საინფორმაციო მასალებში, რომლებიც სავალდებულო იქნება შესასრულებლად ყველა დაწესებულებისთვის, მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს სახელმწიფო, სხვებს შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით ახორციელებს. მუხლი 17. სამართალწარმოების ხელმისაწვდომობა 1. სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის უზრუნველყოფს ხელმისაწვდომობას სამართალწარმოებაზე, რაც გულისხმობს როგორც შესაბამისი პროცედურული მექანიზმების შექმნას, ისე ნებისმიერ გონივრულ მისადაგებას იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა სრულფასოვანი მონაწილეობა შეძლოს ყველა ტიპის ადმინისტრაციულ წარმოებაში, სანოტარო მოქმედებებში, აგრეთვე გამოძიების, სასამართლო განხილვის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ან/და აღსრულების პროცესში. 2. სახელმწიფო მხარს უჭერს სამართალდამცავი ორგანოებისა და სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ტერიტორიული სამსახურებისა და დანაყოფების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რაც გულისხმობს როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე მომსახურების ხელმისაწვდომობას. მუხლი 18. სპეციალური მოსარჩელე 1. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაცია არის დაინტერესებული მხარე, რომელიც ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე კანონიერი წარმომადგენლობის უფლებამოსილების მინიჭების გარეშე იცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში. 2. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაციები უფლებამოსილნი არიან, აწარმოონ ადმინისტრაციული და სამოქალაქო დავები, ასევე შესაბამის უწყებებს მიმართონ სარჩელით/საჩივრით და განცხადებით, თუ საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრას ან/და მნიშვნელოვანია ამ სფეროში სამართლებრივი პრაქტიკის განვითარებისათვის. 3. ამ მუხლში მითითებულ უფლებამოსილებებს სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაციები ახორციელებენ იმ შემთხვევაშიც, თუ ადგილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კოლექტიურ დარღვევას ან სავარაუდო დარღვევას. 4. სპეციალურ მოსარჩელეს წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ამ რეგისტრირებულია რეესტრში. კანონის შესაბამისად, სპეციალური მოსარჩელის სტატუსით, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების 5. სპეციალური მოსარჩელის სტატუსით რეგისტრირდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით საქმიანობის სამოქალაქო არანაკლებ 3 ან/და წლის ადმინისტრაციული გამოცდილება. სამართალწარმოების სპეციალური მოსარჩელის სფეროში სტატუსის რეგისტრაციის ვადაა 3 წელი. ამ ვადის გასვლა იწვევს ასეთი რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების ძალადაკარგულობას, თუ დაინტერესებული პირი არ წარადგენს მოთხოვნას რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ, რომელსაც უნდა ერთვოდეს გასული 3 წლის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამ დოკუმენტაციის ფორმა და წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 19. პერსონალური ასისტენტი 1. პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტებსა და წესებს, მათ შორის, პერსონალური ასისტენტის შერჩევის კრიტერიუმებს, ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2. პერსონალური ასისტენტი არის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელიც გამოხატავს თანხმობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს გაუწიოს მისთვის საჭირო მომსახურება დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის გაზრდის მიზნით, განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას. საჯარო სერვისებით 3. პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდებას ახორციელებენ მუნიციპალიტეტები, რომლებიც ამ სერვისის მოცულობას განსაზღვრავენ და მისი მიწოდების წესს შეიმუშავებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი III. ადმინისტრაციული ორგანოებისა და კერძო სამართლის სუბიექტების ვალდებულებები მუხლი 20. ადმინისტრაციულ ორგანოთა ვალდებულებები ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან: ა) უზრუნველყონ არსებული და მშენებარე შენობა-ნაგებობებისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის უნივერსალური დიზაინის დანერგვა ან/და უნივერსალური დიზაინის შესაბამისად ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, მათი მმართველობის სფეროში მოქმედი ყველა დაწესებულების სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; ბ) უზრუნველყონ მათ სისტემაში არსებული ყველა შესაბამისი სერვისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სრული ხელმისაწვდომობა, შესაბამის საჭიროებებზე მორგებული, ადაპტირებული პროგრამებისა და მასალების (მათ შორის, აუდიოწიგნები, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნები, სურდო-თარგმანი, სუბტიტრები) შეთავაზების ჩათვლით; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად შეიმუშავონ და დაამტკიცონ ადაპტირებისა და უნივერსალური დიზაინის უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმა, განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესაბამისი ვადების მითითებით, და უზრუნველყონ მის შესრულებაზე ზედამხედველობის განხორციელება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებას; ე) უზრუნველყონ შესაბამისი კადრების მუდმივი გადამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობისათვის საჭირო უნარების განვითარების მიზნით; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღონ ამ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმებისა და ინსტრუქციების შემუშავებაში და ხელი შეუწყონ მათ იმპლემენტაციას; ზ) განახორციელონ ამ თავით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 21. საკანონმდებლო ხელისუფლება 1. საქართველოს პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, უზრუნველყოფს საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და განვითარებას, აკონტროლებს თანასწორობის საკითხებზე საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობას. 2. საქართველოს მთავრობა წელიწადში ერთხელ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს წერილობით ანგარიშს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ ღონისძიებების შესრულების თაობაზე. შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის 3. საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია შეიმუშაოს რეკომენდაციები ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სფეროში მთავრობის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით. 4. საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის საიმპლემენტაციო ქმედებებზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას. მუხლი 22. სასამართლო ხელისუფლება ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეიმუშავებს და ამტკიცებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროცესის მონაწილეებთან მუშაობის სტანდარტებსა და მეთოდიკას, რომელშიც გათვალისწინებულია სასამართლოში შესაბამისი კატეგორიის საქმეთა განხილვის სპეციფიკურობა. მუხლი 23. აღმასრულებელი ხელისუფლება 1. საქართველოს მთავრობა, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციისა და ამ კანონის იმპლემენტაციის ხელშემწყობი ერთიანი სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის დამტკიცებას და მის შესრულებაზე ზედამხედველობას; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნას, რომლის შემადგენლობაში შედიან შესაბამისი სამინისტროების, სხვა შესაბამისი უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების სამსახურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (შემდგომ - საქსტატი) ხელმძღვანელი პირები, ასევე, მოწვეული წევრის სტატუსით, საქართველოს საკანონმდებლო, სასამართლო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისა და შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 2. უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ- სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. მუხლი 24. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის სრულყოფილი იმპლემენტაციის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს არსებული საკანონმდებლო ბაზის შესწავლას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დაწესებულებებთან კოორდინაციით, საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესის ორგანიზებას. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას, მათი სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით. მუხლი 25. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 1. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენა ეფუძნება ბიოფსიქოსოციალურ მოდელს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეიმუშავებს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის მექანიზმის ბიოფსიქოსოციალურ მოდელს და მუდმივად ხელს უწყობს მის დანერგვას. ბიოფსიქოსოციალურ მოდელის ფარგლებში შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი განისაზღვრება სტატუსის მაძიებელი პირის ფუნქციური უნარებისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტში მითითებულ გარემოებათა საფუძველზე. 2. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პროგრამები, აგრეთვე აღნიშნული პროგრამების ფარგლებში მიწოდებული სერვისები, უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირისათვის ჯანდაცვის და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, შესაძლებლობის მიუხედავად, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) ჯანდაცვის, აბილიტაციის/რეაბილიტაციისა და შეზღუდვის სოციალური ხარისხის სერვისების მრავალფეროვნებისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეიმუშავებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებულ, თანაბარი შესაძლებლობის ხელშემწყობ სოციალურ სერვისებს. 4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: ა) ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონების, ქალებისა და ბავშვებისთვის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ფარგლებში სერვისების მიწოდებას, მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით; ბ) შეიმუშავებს შეზღუდული მომსახურების/დახმარების სტანდარტებს; მიმწოდებელი გ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს შესაძლებლობის სამედიცინო უწყობს მქონე პერსონალისთვის შეზღუდული პირებისთვის პროფესიულ შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური სათემო სერვისების განვითარებას; დ) შრომით ბაზარზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებისა და კარიერული ზრდის ხელშეწყობის მიზნით, შეიმუშავებს და ახორციელებს შესაბამის პროგრამებს და უზრუნველყოფს სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა: დ.ა) პროფესიულ კონსულტირებას, შესაბამისი პროფილის განსაზღვრასა და კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებულ მომსახურებას; დ.ბ) პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაში მონაწილეობას; დ.გ) სამუშაო ადგილის მოძიებას ან/და სამუშაო ადგილის შენარჩუნებას დამოუკიდებლად ან მხარდაჭერით; დ.დ) კვალიფიკაციის გათვალისწინებით, ღია შრომით ბაზარზე მათ ინტეგრაციას. 5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროგრამების შემუშავება უნდა განხორციელდეს მათი საჭიროებების შესწავლის საფუძველზე. 6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პროფესიული ორიენტაციის პროგრამების, დასაქმების სამსახურების, პროფესიული და უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობას. 7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობენ დასაქმების სფეროში ისეთი პოლიტიკისა და პროგრამების შექმნას, რომლებიც მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თვითდასაქმებისა და საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობისაკენ. მუხლი 26. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განათლების ყველა საფეხურის, კულტურის ნებისმიერი სფეროს, მათ შორის, სახელოვნებო განათლების, ხელოვნების, შემოქმედების, კულტურული ღონისძიებებისა და კულტურული ტურიზმის, ასევე სპორტის ნებისმიერი სფეროს ხელმისაწვდომობას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში მონაწილეობას, რაც გულისხმობს: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სახელმწიფო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ყველა საფეხურზე ინკლუზიური განათლების განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებას, დამტკიცებას და მის შესრულებაზე ზედამხედველობას; აგრეთვე კულტურისა და სპორტის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას, ადაპტირებული პროგრამებითა და მასალებით უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმების, ადაპტირების სტანდარტებისა და მეთოდიკის შემუშავებას; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობისათვის საჭირო უნარების შესაძენად, კომპეტენციის საგანმანათლებლო ფარგლებში, დაწესებულებაში, ყველა საფეხურის კულტურისა და სახელმწიფო სპორტის და კერძო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, ასევე ახალგაზრდულ ორგანიზაციებში მომუშავე კადრებისათვის სამუშაო სტანდარტების/ინსტრუქციების შემუშავებას და ამ კადრების გადამზადებას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით და შესაბამის სფეროში მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სათანადო კვალიფიკაციის ექსპერტთა მონაწილეობით, შეიმუშავებს: ა) განათლების ყველა საფეხურზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სპეციფიკური მიდგომის და სპეციფიკური საჭიროების შესწავლა/შეფასების სტანდარტებსა და მეთოდიკას; ბ) განათლების ყველა საფეხურზე მომუშავე სპეციალისტებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებთან, მათ შორის, მოსწავლეებთან/სტუდენტებთან/პროფესიულ სტუდენტებთან მუშაობისათვის და სავალდებულოა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის; გ) განათლების ყველა საფეხურზე მომუშავე სპეციალისტებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელ შესაბამის სატრენინგო მოდულებს, რომლებიც სავალდებულო იქნება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის. 3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა განახორციელოს განათლების ყველა საფეხურზე სასწავლო და მატერიალური რესურსების ადაპტაციის საჭიროების კვლევა, რის საფუძველზეც მოხდება: ა) საჭირო სასწავლო და მატერიალური რესურსების მოძიება; ბ) სწავლების მეთოდოლოგიის შემუშავება. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით და შესაბამის სფეროში მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სათანადო კვალიფიკაციის ექსპერტთა მონაწილეობით, შეიმუშავებს რეკომენდაციებს პარალიმპიური მოძრაობის განვითარებისათვის. 5. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, ამ სფეროში მომუშავე პირებთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს სურდო-თარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამის შემუშავებასა და დამტკიცებას. მუხლი 27. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შესაბამის უწყებებთან ერთად, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობის მხარდაჭერას, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს შესაბამის სამშენებლო სტანდარტებში/რეგლამენტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებისადმი გონივრული მისადაგებისა და უნივერსალური დიზაინის სტანდარტებით ადაპტირების სავალდებულო მექანიზმების ასახვაში. 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (შემდგომ - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია) ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განხორციელებისას უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით და შესაბამის სფეროში მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სათანადო ან/და დაპროექტებული კვალიფიკაციის ექსპერტთა მონაწილეობით, უზრუნველყოფს: ა) მის მიერ შექმნილი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებას, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში; ბ) მისი ოფიციალური ვებ-გვერდისა და მის მიერ შემუშავებული აუდიო-ვიზუალური მასალების ადაპტირებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. მუხლი 28. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს ამ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების და ინსტრუქციების შემუშავებაში და ხელს შეუწყობს მათ იმპლემენტაციას. მუხლი 29. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს სამშენებლო სტანდარტებში/რეგლამენტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებისადმი გონივრული მისადაგების და უნივერსალური დიზაინის სტანდარტებით ადაპტირების ორგანოებთან ურთიერთობისას სავალდებულო მექანიზმების საქართველოს რეგიონული შემუშავებაში. 2. მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს ამ კანონით განსაზღვრული პრინციპების იმპლემენტაციას. მუხლი 30. საგამოძიებო ორგანოები 1. საგამოძიებო ორგანოები, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ სამართალწარმოების ხელმისაწვდომობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, რაც ხელს შეუწყობს შესაბამის პროცესში მათი როლის ეფექტიანად შესრულებას, მათ შორის, მოწმის სახით, გამოძიების ეტაპზე. 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამართალწარმოების ეფექტიანი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საგამოძიებო ორგანოებმა უნდა შეიმუშაონ შემდეგი ინსტრუქციები: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმესთან, დაზარალებულთან და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან მოწმესთან, დაზარალებულთან და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სტანდარტები და მეთოდიკა მოიაზრებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გამოკითხვისა და დაკითხვის პროცესში, ასევე სასამართლოში საქმის განხილვისთვის მომზადებისას შესაბამისი სპეციფიკის გათვალისწინებას. 4. საგამოძიებო ორგანოები უზრუნველყოფენ დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას, მათი სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით. მუხლი 31. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უზრუნველყოფს მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესაძლებლობებზე ორიენტირებული ღონისძიებების შემუშავების ზედამხედველობას და მათი განხორციელების მხარდაჭერას. მუხლი 32. იურიდიული დახმარების სამსახური საჯარო სამართლის უზრუნველყოფს იურიდიული სასამართლოში პირი - საზოგადოებრივი იურიდიული დახმარების ადვოკატების მიერ სამსახური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საადვოკატო მომსახურებას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე, ასევე, წარმომადგენლობას ადმინისტრაციული წარმოებისას და სამართლებრივ კონსულტაციას. მუხლი 33. საქსტატი 1. ამ კანონით განსაზღვრული ყველა დაწესებულება და ორგანიზაცია, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ვალდებულია საქსტატს მიაწოდოს საჭირო მონაცემები/ინფორმაცია, საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი წლისათვის დამტკიცებული სტატისტიკური სამუშაოების პროგრამით გათვალისწინებული ნუსხისა და პერიოდულობის შესაბამისად. 2. სტატისტიკური მონაცემების დამუშავების/მიწოდების ფორმას ამტკიცებს საქსტატი. 3. საქსტატი, დადგენილი წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს შეჯამებული სტატისტიკური მონაცემების ხელმისაწვდომობას. 4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებისას გამოიყენება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები. მუხლი 34. მუნიციპალიტეტის ორგანოები/დაწესებულებები 1. მუნიციპალიტეტის ორგანოები/დაწესებულებები ვალდებულნი არიან, კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშაონ და დანერგონ დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერისა და სოციალური ინკლუზიისკენ მიმართული პროგრამები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით და მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, რათა უზრუნველყონ: ა) ადგილობრივ დონეზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში სრული მონაწილეობა, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი სერვისების, მათ შორის, პერსონალური ასისტენტის მომსახურების გაცემა და აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელება; ბ) კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად შესაბამისი ღონისძიებების პროგრამების/პროექტების შემუშავების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა გადაწყვეტილების შემუშავებისა და მიღების ყველა ეტაპზე; გ) მათ დაქვემდებარებაში არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების როგორც ინფრასტრუქტურის, ისე საგანმანათლებლო პროგრამების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის სავალდებულო ხელმისაწვდომობა. 2. მუნიციპალიტეტის ორგანოები/დაწესებულებები ვალდებულნი არიან: ა) ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან/და მათი კანონიერი წარმომდგენლები ორგანიზაციის წევრთა, ასევე მმართველი/გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების წევრთა უმრავლესობას წარმოადგენენ და რომლებიც მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაზრდის მიზნით; ბ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ, სათანადო ფუნქციების მქონე სხვა დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან ერთად, ხელი შეუწყონ დამოუკიდებელი ცხოვრების საინფორმაციო-საკონსულტაციო და მხარდაჭერის სერვისების დანერგვას და განვითარებას. 3. მუნიციპალიტეტის ორგანოების/დაწესებულებების ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები (რომლებიც, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ თანახმად, არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას) მუნიციპალიტეტისათვის არის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებები, რომელთა შესრულებაზეც დარგობრივ ზედამხედველობას, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. მუხლი 35. კერძო სამართლის სუბიექტების კომპეტენცია 1. კერძო სამართლის სუბიექტები, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და საკუთრებისა, ვალდებულნი არიან, გონივრული მისადაგების გათვალისწინებით, უზრუნველყონ ამ კანონით და მის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დადგენილი სავალდებულო სტანდარტების/ნორმატივების დაცვა და შესრულება. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული სტანდარტები/ნორმატივები სამართლის სუბიექტების მაქსიმალური მონაწილეობით. თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 36. გარდამავალი დებულებები 1. 2021 წლის 1 იანვრამდე: დგინდება კერძო ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს 2021-2035 წლების ერთიანი სტრატეგიისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება, შესაბამისი ორგანოების/დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესრულების ვადების მითითებით; ბ) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მისაღებად/გასაგრძელებლად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფორმისა და წარდგენის წესის დამტკიცება; დ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს სურდო-თარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამის შემუშავება და დამტკიცება. 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ: ა) 2023 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის მექანიზმის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმის დამტკიცება; ბ) 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტებისა და წესების, მათ შორის, პერსონალური ასისტენტის შერჩევის კრიტერიუმების, დამტკიცება. 3. ამ კანონის III თავით განსაზღვრულმა ორგანოებმა/დაწესებულებებმა: ა) ამ კანონითა და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 20212035 წლების ერთიანი სტრატეგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად, 2021 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული წლიური სამოქმედო გეგმების შემუშავება და დამტკიცება მათთვის სავალდებულოდ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესრულების ვადების მითითებით; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2021-2035 წლების ერთიანი სტრატეგიის შესაბამისად, განახორციელონ ყველა საჭირო ღონისძიება 2021 წლის 1 იანვრიდან 2035 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში შესაბამისი ვალდებულებების შესრულებისა და კანონის სრულად ამოქმედების უზრუნველსაყოფად; გ) 2035 წლის 31 დეკემბრამდე ეტაპობრივად განახორციელონ ამ კანონის გამოქვეყნებამდე არსებული შენობა-ნაგებობებისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის, აგრეთვე არსებული სერვისების უნივერსალური დიზაინის შესაბამისად ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შენობის ადაპტირება შეუძლებელია ობიექტური ტექნიკური მიზეზების გამო, რაც უნდა დასტურდებოდეს სათანადო საექსპერტო დასკვნით, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გეგმაში დამატებით გაითვალისწინონ მოქმედების ალტერნატიული საშუალებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება ამ კანონის 35-ე მუხლით განსაზღვრულ იმ კერძო სამართლის სუბიექტების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ შენობა-ნაგებობებსა და სხვა სახის ინფრასტრუქტურაზე, რომელთა საქმიანობის საგანსაც არ განეკუთვნება სერვისების მიწოდება. 5. მუნიციპალიტეტის ორგანოებმა: ა) 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამული გაწერა, სერვისის მოცულობის განსაზღვრა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისი მიწოდების წესების შემუშავება; ბ) 2025 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყონ პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდება. 6. ამ კანონის გამოქვეყნების მომენტიდან შენობა-ნაგებობების პროექტირება და მშენებლობა განხორციელდეს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №41 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად. მუხლი 37. ძალადაკარგულად გამოსაცხადებელი აქტი 2021 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. მუხლი 38. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის I-III თავებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის I-III თავები ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი მიზანად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით უზრუნველყოფილი უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებული დაბრკოლებების აღმოფხვრას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების, როგორც სოციალურ უფლებათა კონკრეტული მიმართულების, განვითარების თაობაზე დისკუსია საერთაშორისო დონეზე ჯერ კიდევ 1981 წლიდან დაიწყო, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ათწლეული გამოცხადდა. 1987 წელს გამართულ გლობალურ შეხვედრაზე, ამავე სფეროს ექსპერტების მიერ გამოთქმული რეკომენდაციის შესაბამისად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდგომ - „გაერო“) გენერალური ასამბლეის მიერ უნდა შემუშავებულიყო საერთაშორისო კონვენციის პროექტი, რომლის მიზანიც იქნებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციის/უთანასწორო მოპყრობის აღმოფხვრა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ცალკე ჯგუფად გამოყოფის თაობაზე საყოველთაო კონსენსუსის მიუღწევლობის გამო (უთანხმოებას იწვევდა მოწინააღმდეგეთა მტკიცება იმის შესახებ, რომ აღიარებული თანასწორობის პრინციპი ცალკე აქტის გარეშეც იძლეოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკმარის გარანტიებს), 1993 წლის 20 დეკემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ იქნა „რბილი ძალის“ მქონე, არასავალდებულო დოკუმენტი - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფის სტანდარტული წესები“ (რეზოლუცია 48/96). 2001 წელს, მექსიკის წინადადების შესაბამისად, დაფუძნდა ad hoc კომიტეტი, რომელმაც „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ პროექტი მოამზადა. აღნიშნული დოკუმენტის გენერალური ასამბლეის მიერ მიღება მხოლოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, კომიტეტის დაფუძნებიდან 5 წლის თავზე გახდა შესაძლებელი. მიუხედავად კონვენციის მიღების წინარე მოვლენებისა და საბოლოო თანხმობის მიღწევის სირთულისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენცია გახდა გაერო-ს ერთ-ერთ იმ იშვიათ აქტთაგანი, რომელმაც სწრაფად მოიპოვა მსოფლიოს ყველა რეგიონული ჯგუფის სახელმწიფოთა მხარდაჭერა. დღეისათვის, კონვენცია რატიფიცირებულია გაერო-ს წევრი 177 სახელმწიფოს მიერ. კონვენცია ასევე რატიფიცირებულია ევროკავშირის მიერ. საქართველოს პარლამენტმა კონვენციის რატიფიკაცია 2013 წლის 26 დეკემბერს განახორციელა. კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან (2014 წლის 12 აპრილი), იგი შესასრულებლად სავალდებულო, პირდაპირი მოქმედების ძალის მქონე აქტად იქცა. აქვე ხაზგასასმელია, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, საქართველო იმ სახელმწიფოთა რიცხვს მიკუთვნება, რომელიც ცდილობს, არ ჩამორჩეს საერთაშორისო ტენდენციებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიების შექმნის თვალსაზრისით. ამის დასტურია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც 1995 წელსაა მიღებული გაერო-ს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფის სტანდარტული წესების“ იმპლემენტაციის მიზნით. თანასწორობის უნივერსალური პრინციპის განმტკიცების ერთერთი მაგალითია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება1, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა სრულწლოვანი პირის ქმედუნარიანობის სრული შეზღუდვის შეცვლა „მხარდაჭერის“ ინსტიტუტით. საკანონმდებლო, მიუხედავად, აღმასრულებელი საქართველოში და არსებული სასამართლო სინამდვილე ხელისუფლების როგორც მცდელობების სტატისტიკური2, ისე შინაარსობრივი კვლევების გათვალისწინებით3, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დამოუკიდებელი ცხოვრების საშუალებას ძნელად იძლევა. ამ დრომდე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, შეზღუდვის ხარისხისა და სახის მიუხედავად, საჯარო სივრცე უმეტესწილად სრულად მიუწვდომელი, არასრულად ხელმისაწვდომი ან მხოლოდ გარეგნულად ხელმისაწვდომია. მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის ძალაში შესვლის მომენტიდან მისი თითოეული ნორმა ე.წ. „თვითრეალიზებად“ წესს წარმოადგენს, პირდაპირი მოქმედების ძალა გააჩნია და, თეორიულად, მათ შესასრულებლად სავალდებულო არ არის ეროვნული კანონმდებლობის არსებობა, თანაბარი შესაძლებლობისა და ხელმისაწვდომობის დეფიციტი, დიდწილად, სწორედ იმით არის განპირობებული, რომ არ არსებობს ეროვნული კანონმდებლობით განმტკიცებული ქმედითი და სისტემური მექანიზმების ერთობლიობა, რომელიც პრაქტიკულად განხორციელებადად აქცევდა კონვენციით გათვალისწინებულ გარანტიებს. ამავდროულად, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე რეგულირებების („შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №41 დადგენილება, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის კონცეფციის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 2 დეკემბრის №604-IIს დადგენილება, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი და სხვ.) არსებობის პირობებშიც, ამ დოკუმენტებს არასისტემატიზებული ხასიათი აქვს და ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. 1 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, გადაწყვეტილება №2/4/532,533, „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, ბათუმი, 8 ოქტომბერი, 2014 წ., https://matsne.gov.ge/ka/document/view/2549051# 2 „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სხვადასხვა მონაცემების სტატისტიკური ანალიზი“, ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტი, https://idfi.ge/ge/data_analysis%20_on_persons_with_disabilities_living_in_georgia 3 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური მოხსენება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, 2017 წ., http://www.ombudsman.ge/ge/reports/specialuri-angarishebi/shezgudulishesadzleblobis-mqone-pirta-uflebrivi-mdgomareoba1.page ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღება განაპირობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ერთიანი საკანონმდებლო აქტის მიღების გზით საქართველოს კანონმდებლობაში სრულფასოვანი იმპლემენტაციისა და პრაქტიკული აღსრულებადობის აუცილებლობამ. გარდა ამისა, კანონპროექტის მიზანია, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა, რათა ქვეყანამ უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციის, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურის და სხვა მიმართულებებით, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია და მათთვის ყველა სახის მომსახურების ხელმისაწვდომობა თანასწორობის უნივერსალური პრინციპის დაცვით. ამასთან, კანონპროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას ისეთი სერვისების შემოღებით, როგორიცაა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი საინფორმაციო-საკონსულტაციო და მხარდაჭერის სერვისები და პერსონალური ასისტენტის მომსახურება. წინამდებარე კანონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომი სასამართლოს გზით უფლებების რეალიზების თვალსაზრისითაც. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, იმოქმედებს ერთიანი, სისტემური საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების კონკრეტულ მექანიზმებს, ინსტიტუციების მიხედვით დაადგენს ვალდებულებებს შესაბამის სფეროში სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და მათში მოცემული ღონისძიებების დროის განსაზღვრულ მონაკვეთში განხორციელების შესახებ და დანერგავს კონვენციის იმ სტანდარტებს, რომლითაც ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება ჯანდაცვის, განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციის, დასაქმების, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით, ისევე, როგორც საზოგადოებაში ამ პირთა ინტეგრაცია და მათთვის ყველა სახის მომსახურების ხელმისაწვდომობა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა დაფუძნებული იქნება სოციალური მოდელის მიდგომაზე, რომელიც ამ კატეგორიის პირთა რეალური საჭიროებების განსაზღვრასა და შესაბამის რეაგირებაზეა ორიენტირებული. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღებით შემოღებული იქნება „უნივერსალური დიზაინის“ პრინციპი და ამოქმედდება ვალდებულება, ახალი შენობა-ნაგებობების მშენებლობასა და ახალი სერვისების შემოღებასთან ერთად, დროის 15-წლიანი პერიოდის განმავლობაში განხორციელდეს უკვე არსებული შენობანაგებობებისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის, აგრეთვე სერვისების უნივერსალური დიზაინის შესაბამისად ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; ამავე დროს, იმოქმედებს „გონივრული მისადაგების“ პრინციპი, რომელიც თავიდან ააცილებს ქვეყანას არაპროპორციულ ან გადამეტებულ ტვირთს და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებებისა და თავისუფლებების სხვებთან თანასწორ პირობებში რეალიზებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის პრეამბულაში განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების რეალიზებას, ასევე, უზრუნველყოფს მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების დაცულობას და ამ პროცესში მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების, საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმებისა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. I თავი (ზოგადი დებულებები) განსაზღვრავს კანონის რეგულირების სფეროს და ხაზს უსვამს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების, გოგონების და ბავშვების სპეციფიკური მდგომარეობის გათვალისწინების მნიშვნელობას. ამასთან, კანონის შინაარსის აღქმადობის გასამარტივებლად, მოცემულია ისეთი ტერმინების განმარტება როგორიცაა „შესაძლებლობათა შეზღუდვა“, „გონივრული მისადაგება“, „უნივერსალური დიზაინი“ და სხვ. განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ წინამდებარე კანონი პირველად ითვალისწინებს „ჟესტური ენის“ განმარტებას და ხაზს უსვამს ამ ენის სახელმწიფოს მიერ აღიარების ვალდებულებას. მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს „პერსონალური ასისტენტის“ და „სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაციის“ ცნებების შემოტანა და მათი როლის განსაზღვრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისა და რეალიზების ხელშეწყობის პროცესში. II თავი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებები და გარანტიები) მოიცავს იმ ძირითად პრინციპებს და სხვადასხვა სფეროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ გარანტიებს, რომლებსაც ამ მიმართულებით არსებული საუკეთესო საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკა ეფუძნება. აქვე, ხაზგასმულია კანონის წინაშე თანასწორობის, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის და შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე დისკრიმინაციის დაუშვებლობის მნიშვნელობა, განსაზღვრულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამების ხელმისაწვდომობის, შრომისა და დასაქმების მიმართულებით. კანონპროექტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს, რათა გაიზარდოს საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ღირსების პატივისცემა და ჩამოყალიბდეს დისკრიმინაციისა და სტერეოტიპებისაგან თავისუფალი გარემო. ზემოაღნიშნული უფლებრივი გარანტიების განხორციელებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შესაბამისი სამართალწარმოების ხელმისაწვდომობა. აღნიშნული უფლების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, ამავე თავით დგინდება სპეციალური მოსარჩელის სტატუსი და უფლებამოსილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით. რამდენადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყველა სხვა უფლების დაცვის მთავარი გარანტია სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელებაა, პროექტის თანახმად, უშუალო და პირდაპირი ზიანის არსებობის გარეშეც, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას, კანონიერი წარმომადგენლობის უფლებამოსილების მიუნიჭებლად, შეძლებენ სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაციები. ამ ინსტიტუტის დანერგვა, ასევე, მიზნად ისახავს აღნიშნული მიმართულებით სასამართლო პრაქტიკის განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს მმართველობით და მომსახურების სფეროებში აღსრულების ერთგვაროვანებას და გამოიწვევს სხვადასხვა მიმართულებით თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. გარდა ამისა, სამართალწარმოების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ფართოვდება სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის კომპეტენცია - ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საადვოკატო მომსახურების გაწევას სასამართლოში სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე, ასევე, წარმომადგენლობას ადმინისტრაციული წარმოებისას და სამართლებრივ კონსულტაციას. უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე თუ ბრალდებული, მსჯავრდებული ან/და გამართლებული გადახდისუუნაროა. რაც შეეხება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოში წარმომადგენლობას, აგრეთვე ადმინისტრაციულ საქმეზე ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობას, ასეთი წარმომადგენლობა უზრუნველყოფილია, თუ პირი გადახდისუუნაროა და მისთვის იურიდიული დახმარების გაწევა მიზანშეწონილია საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე. გადახდისუნარიანობის კრიტერიუმი არ მოქმედებს მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში: როდესაც სასამართლოს მიერ განიხილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხი, ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებული საკითხები და რამდენიმე სხვა. ამდენად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის მინიჭებული სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება კანონპროექტის კიდევ ერთ სიახლეს წარმოადგენს. III თავი (სახელმწიფო დაწესებულებების უფლება–მოვალეობები) ადგენს სახელწიფო ორგანოების და დაწესებულებების უფლება-მოვალეობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით. აქვე დეტალურად განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის, სასამართლოს, მთავრობის, შესაბამისი სამინისტროების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სხვა უწყებების უფლება-მოვალეობები (არსებული და მშენებარე შენობანაგებობების ადაპტაცია თუ უნივერსალური დიზაინის დანერგვა, ადაპტირებული პროგრამებისა და მასალების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, კადრების გადამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობისთვის საჭირო უნარების განვითარების კუთხით და სხვ.). შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ კონვენციისა და ამ კანონის იმპლემენტაციის მიზნის მისაღწევად კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ამასთან, უნდა შეიქმნას კონვეციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი, რომლის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ მთავრობის ადმინისტრაცია განახორციელებს. კანონპროექტი თვალსაზრისით შეზღუდული შესაძლებლობის მუნიციპალიტეტის ორგანოების უზრუნველყოფასაც მქონე პირთა საქართველოს უფლებების კომპეტენციასაც დაცვის ითვალისწინებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მუნიციპალიტეტის ორგანოების/დაწესებულებების ვალდებულება, გასცენ პერსონალური ასისტენტის მომსახურების სერვისი, აგრეთვე ხელი შეუწყონშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო საინფორმაციოსაკონსულტაციო და სხვა მხარდაჭერის სერვისების დანერგვას და განვითარებას. აღნიშნული უფლებამოსილებები, ისევე, როგორც მუნიციპალიტეტის ორგანოების/დაწესებულებებისათვის კანონპროექტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები (რომლებიც, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ თანახმად, არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას), მიეკუთვნება სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებებს, რომელთა შესრულებაზეც დარგობრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. IV თავი (გარდამავალი და დასკვნითი დებულებები) განსაზღვრავს პროექტით დადგენილი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს და ადგენს ცალკეული ვალდებულებების შესრულების ეტაპებსა და ვადებს, რაც აუცილებელია კანონის სრულყოფილად ასამოქმედებლად. ამ მიზნით, ყველა შესაბამისმა ორგანომ/დაწესებულებამ, კომპეტენციის ფარგლებში, ეტაპობრივად უნდა განახორციელოს უკვე აშენებული შენობა-ნაგებობებისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის, აგრეთვე არსებული სერვისების უნივერსალური დიზაინის შესაბამისად ადაპტირება 15-წლიან ვადაში, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შენობის ადაპტირება შეუძლებელია ობიექტური ტექნიკური მიზეზების გამო, რაც უნდა დასტურდებოდეს სათანადო საექსპერტო დასკვნით, ყოველწლიურ გეგმაში დამატებით უნდა გაითვალისწინონ მოქმედების ალტერნატიული საშუალებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ამასთან, საქართველოს მიერ დამტკიცებული 2021-2035 წლების ერთიანი სტრატეგიის შესაბამისად, ამავე ორგანოებმა და დაწესებულებებმა უნდა განახორციელონ ყველა საჭირო ღონისძიება 2021 წლის 1 იანვრიდან 2035 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკუთარი ვალდებულებების შესრულებისა და კანონის სრულად ამოქმედების უზრუნველსაყოფად. კანონპროექტი ითვალისწინებს 2021 წლის 1 იანვრიდან „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 14 ივნისის კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას. ეს უკანასკნელი, მისი მიღების თარიღიდან გამომდინარე, მთლიანად მოძველებულია და აღარ პასუხობს ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს; ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებები კი, რეალურად, არ მოქმედებს, იქიდან გამომდინარე, რომ მათი ნაწილი შესაბამის პროექტებსა განსხვავებულად არის გაწერილი. და სახელმწიფო ან/და მუნიციპალურ პროგრამებში ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის 1.4 პუნქტში (ადამიანის უფლებების დაცვა) აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად გააგრძელებს გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის იმპლემენტაციას და მოცემულ პირთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მათ სრულფასოვან ინტეგრაციას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხს 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამაც შეეხება, რომლის 5.1 პუნქტის (ადამიანის უფლებათა დაცვა, დემოკრატიული მმართველობა და კანონის უზენაესობა) თანახმად, „...მომზადებულია ახალი კანონპროექტი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“, რომელსაც ისინი მრავალი წელი ელოდნენ და რომლითაც მოხდება გაერო-ს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ სრულფასოვანი იმპლემენტაცია საქართველოს კანონმდებლობაში. ამით შეიქმნება მექანიზმი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზება ჯანდაცვის, განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციის, დასაქმების, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით, აგრეთვე საზოგადოებაში შშმ პირთა სრული ინტეგრაცია და მათთვის ყველა სახის მომსახურების მისაწვდომობა.“ ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კანონმდებლობაში კონვენციის მოთხოვნათა სრულფასოვანი იმპლემენტაცია დიდი მოცულობის ფინანსურ და ადმინისტრაციულ ტვირთთან არის დაკავშირებული, კანონპოექტი ამოქმედებას დაიწყებს 2021 წლის 1 იანვრიდან, ხოლო შესაბამისი ვალდებულებები ძალაში ეტაპობრივად შევა და კანონი საბოლოოდ სრულად ამოქმედდება 2035 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებისთვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტები (შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში). ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი გავლენას მოახდენს 2021 წლისა და შემდგომი წლების სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე, რამდენადაც კანონპროექტის მიღებით გაიზრდება იმ ფინანსური დანახარჯების მოცულობა, რაც აუცილებელი იქნება დროის განსაზღვრულ პერიოდში შეზღუდული შესაძლებელობის მქონე პირთა უფლებების რეალიზაციისთვის გათვალისწინებული სერვისებისა და პროგრამების დასანერგად, ასევე სათანადო ინფრასტრუქტურის უნივერსალური დიზაინის შესაბამისად მოსაწყობად. კანონპროექტის შესაძლო ფინანსური შედეგების თაობაზე იხ. „გაეროს განვითარების პროგრამის“ (UNDP) მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის - დანიელ მონტის მიერ ამ მიზნით მომზადებული დოკუმენტი.4 ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. კანონპროექტის მიღებით გაიზრდება იმ ფინანსური დანახარჯების მოცულობა, რაც აუცილებელი იქნება დროის განსაზღვრულ პერიოდში შეზღუდული შესაძლებელობის მქონე პირთა უფლებების რეალიზაციისთვის გათვალისწინებული სერვისებისა და პროგრამების დასანერგად, ასევე სათანადო ინფრასტრუქტურის უნივერსალური დიზაინის შესაბამისად მოსაწყობად. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი მექანიზმის ითვალისწინებს სამედიცინო მოდელიდან შესაძლებლობის შეზღუდვის ბიოფსიქოსოციალურ სტატუსის მოდელზე დადგენის გადასვლას, რაც განაპირობებს შესაბამის ცვლილებებს ასეთი სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებების გავრცელებისა და ამ ღონისძებათა მოცულობის განსაზღვრის თვალსაზრისით. „ბ.გ“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტის თანახმად, სამედიცინოდან ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე გადასვლის შედეგად, იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც, შესაძლოა, მიენიჭოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი, სავარაუდოდ, გაიზრდება. სამედიცინო მიდგომის მიხედვით, ამჟამად საქართველოში არის მკვეთრად 4 Assessing the Costs of Enacting Georgia’s Draft Law on Disability. Daniel Mont. UNDP and Center for Inclusive policy. December, 2018. გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 28 261 პირი; მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 74 462 პირი; 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შეზღუდვის სიმძიმის მიუხედავად) 11 141 პირი; აგრეთვე ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 12 138 პირი. ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე გადასვლის შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯამური რაოდენობა მიახლოებით 183 788 პირს შეადგენს (80%-იანი ზრდა). ამასთან, თუ დავუშვებთ, რომ საპენსიო ასაკის პირების ნახევარი მაინც სახელმწიფო პენსიას აირჩევს, „ბ.გ“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტიდან გამომდინარე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სავარაუდო რაოდენობა განისაზღვრება 134 522 პირით, რაც 31.7%-იან ზრდას წარმოადგენს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალსიწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის შესაძლებლობის მიზანია მქონე პირთა გაერთიანებული უფლებების ერების კონვენციის ორგანიზაციის საქართველოს შეზღუდული კანონმდებლობაში იმპლემენტაცია და მისი პრაქტიკული აღსრულებადობის უზრუნველყოფა. კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს სხვა ორმხრივ ან მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შექმნილი უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომლის საქმიანობაშიც მონაწილეობდნენ სამინისტროებისა და შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების, ა(ა)იპ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ (რომელიც, თავის მხრივ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე არაერთ ორგანიზაციას აერთიანებს), აგრეთვე შესაბამისი პროფილის ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, გაერო-ს განვითარების ფონდისა და UNICEF-ის წარმომადგენლები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის ფინანსური შედეგების შეფასება განახორციელა საერთაშორისო ექსპერტმა დანიელ მონტმა, რომლის მიერ მომზადებული ანგარიში თან ახლავს კანონპროექტს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავების პროცესში გამოყენებულ იქნა გაერო-ს სხვადასხვა სახელმძღვანელო დოკუმენტი: „რატიფიკაციის შემდგომი ნაბიჯები“5, „Understanding The UN Convention On The Rights Of Persons With Disabilities“ 6 და სხვ., რომლებიც, სხვა საკითხებს შორის, ევროპის ქვეყნებში ჩამოყალიბებულ პრაქტიკასაც ასახავს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. 5 6 http://www.internationaldisabilityalliance.org/resources/steps-after-ratification https://iddcconsortium.net/sites/default/files/resources-tools/files/hi_crpd_manual_sept2009_final.pdf