„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
03.02.2020
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/442/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-10
ბიუროს ნომერი 326

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 218) დაემატოს შემდეგი შინაარსის 43 მუხლი: „მუხლი 43. იურიდიული დახმარებით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს: ა) საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საადვოკატო მომსახურებას სასამართლოში სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის, წარმომადგენლობას ადმინისტრაციული წარმოებისას და სამართლებრივ კონსულტაციას; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის იურიდიული დახმარების სამსახურის ყველა ტერიტორიული ერთეულის სავალდებულო ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მომსახურებისა და შენობა-ნაგებობების შიდა და გარე ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას. გ) კადრების გადამზადებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობისთვის საჭირო უნარების განვითარების მიზნით.“. მუხლი 2 იურიდიული დახმარების სამსახური 2035 წლის 31 დეკემბრამდე ეტაპობრივად განახორციელებს შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სერვისების ადაპტირებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციით გარანტირებული უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებული დაბრკოლებების აღმოფხვრას, სხვებს შორის, სახელმწიფოს ხარჯზე განსახორციელებელი იურიდიული დახმარების სფეროში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღება განაპირობა იურიდიული დახმარების სფეროში კონვენციით უზრუნველყოფილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების რეალიზების რეალური გარანტიების არსებობის აუცილებლობამ. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, იურიდიული დახმარება გარანტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფრო ფართო სპექტრისთვის, ვიდრე ამჟამად არის შესაძლებელი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით კანონს ემატება 43 მუხლი, რომლის თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საადვოკატო მომსახურებას სასამართლოში სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის, წარმომადგენლობას ადმინისტრაციული წარმოებისას და სამართლებრივ კონსულტაციას. ამასთან, იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის იურიდიული დახმარების სამსახურის ყველა ტერიტორიული ერთეულის სავალდებულო ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მომსახურებისა და შენობანაგებობების შიდა და გარე ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას. აქვე განისაზღვრება სამსახურის ვალდებულება, 2035 წლის 31 დეკემბრამდე ეტაპობრივად უზრუნველყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სერვისების ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის 1.4 პუნქტში (ადამიანის უფლებების დაცვა) აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად გააგრძელებს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის იმპლემენტაციას და შშმ პირთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მათ სრულფასოვან ინტეგრაციას. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტი 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. თუმცა, შესაბამისი ვალდებულებები ძალაში შევა ეტაპობრივად - მისი გამოქვეყნებიდან 2035 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონრპროექტის მიღებისთვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რამდენადაც კანონპროექტის მიღებით გაიზრდება იმ ფინანსური დანახარჯების მოცულობა, რაც აუცილებელი იქნება დროის განსაზღვრულ პერიოდში შეზღუდული შესაძლებელობის მქონე პირთა უფლებების რეალიზაციისთვის იურიდიული დახმარების სამსახურის შესაბამისი სერვისებისა და ინფრასტრუქტურის გასავითარებლად. კანონპროექტის შესაძლო ფინანსური შედეგების თაობაზე იხ. UNDP“-ის მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის - დანიელ მონტის მიერ ამ მიზნით მომზადებული დოკუმენტი.1 Assessing the Costs of Enacting Georgia’s Draft Law on Disability, Daniel Mont, UNDP and Center for Inclusive policy, December 2018 ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღების შედეგად, იურიდიული დახმარება გარანტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფრო ფართო სპექტრისთვის, ვიდრე ამჟამად არის შესაძლებელი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიზანია გაერო-ს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ კონვენციის საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაცია და მისი პრაქტიკული აღსრულებადობის უზრუნველყოფა. კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შექმნილი უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომლის საქმიანობაშიც მონაწილეობდნენ სამინისტროებისა და შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების, ა(ა)იპ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ (რომელიც, თავის მხრივ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე არაერთ ორგანიზაციას აერთიანებს), აგრეთვე შესაბამისი პროფილის ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, გაერო-ს განვითარების ფონდისა და UNICEF-ის წარმომადგენლები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის ფინანსური შედეგების შეფასება განახორციელა საერთაშორისო ექსპერტმა დანიელ მონტმა, რომლის მიერ მომზადებული ანგარიში თან ახლავს კანონპროექტს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. გამოყენებული