„ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
03.02.2020
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/442/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-02-10
ბიუროს ნომერი 326

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №13-14 (45-46/13), 12 აპრილი, 1997, გვ. 3) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) დარგში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისას უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების შესრულებას;“. მუხლი 2 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2035 წლის 31 დეკემბრამდე ეტაპობრივად განახორციელებს მის მიერ შექმნილი ან/და დაპროექტებული ინფრასტრუქტურისა და სერვისების უნივერსალური დიზაინის შესაბამისად ადაპტირებას. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციით გარანტირებული უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებული დაბრკოლებების აღმოფხვრას. ცვლილება „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში განპირობებულია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მოსზადებით, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების უზრუნველყოფასა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობის შექმნას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა. მათ შორის, ტურიზმის სფეროში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონპორექტთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, საჭიროა ცვლილება შევიდეს „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეტაპობრივად მიეცემათ ტურიზმის სფეროში, შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სერვისების უნივერსალური დიზაინის შესაბამისად ეტაპობრივად ადაპტირების გზით, საკუთარი უფლებების სრულფასოვნად განხორციელების შესაძლებლობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს ემატება „ა1“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანო ტურიზმის დარგში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისას უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების შესრულებას. აქვე მოცემულია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვალდებულება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, 2035 წლის 31 დეკემბრამდე ეტაპობრივად განახორციელოს მის მიერ შექმნილი ან/და დაპროექტებული ინფრასტრუქტურისა და სერვისების უნივერსალური დიზაინის შესაბამისად ადაპტირება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის 1.4 პუნქტში (ადამიანის უფლებების დაცვა) აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად გააგრძელებს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის იმპლემენტაციას და შშმ პირთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მათ სრულფასოვან ინტეგრაციას. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტი 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, რაც „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი ნაწილის ამოქმედებას უკავშირდება. თუმცა, შესაბამისი ვალდებულებები ძალაში შევა ეტაპობრივად მისი გამოქვეყნებიდან 2035 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებისთვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რამდენადაც კანონპროექტის მიღებით გაიზრდება იმ ფინანსური დანახარჯების მოცულობა, რაც აუცილებელი იქნება დროის განსაზღვრულ პერიოდში შეზღუდული შესაძლებელობის მქონე პირთა უფლებების რეალიზაციისთვის გათვალისწინებული სერვისების დასანერგად, ასევე სათანადო ინფრასტრუქტურის უნივერსალური დიზანის შესაბამისად მოსაწყობად. კანონპროექტის შესაძლო ფინანსური შედეგების თაობაზე იხ. UNDP“-ის მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის - დანიელ მონტის მიერ ამ მიზნით მომზადებული დოკუმენტი.1 ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს და ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიზანია გაერო-ს უფლებების“ კონვენციის საქართველოს პრაქტიკული აღსრულებადობის „შეზღუდული შესაძლებლობის კანონმდებლობაში უზრუნველყოფა. მქონე იმპლემენტაცია კანონპროექტი არ და პირთა მისი ეწინააღმდეგება საქართველოს სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. Assessing the Costs of Enacting Georgia’s Draft Law on Disability. Daniel Mont. UNDP and Center for Inclusive policy. December, 2018. 1 გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შექმნილი უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომლის საქმიანობაშიც მონაწილეობდნენ სამინისტროებისა და შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების, ა(ა)იპ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ (რომელიც, თავის მხრივ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე არაერთ ორგანიზაციას აერთიანებს), აგრეთვე შესაბამისი პროფილის ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, გაერო-ს განვითარების ფონდისა და UNICEF-ის წარმომადგენლები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის ფინანსური შედეგების შეფასება განახორციელა საერთაშორისო ექსპერტმა - დანიელ მონტმა, რომლის მიერ მომზადებული ანგარიში თან ახლავს კანონპროექტს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.